You are on page 1of 8

საოცრება

მომხსენებელი: ირაკლი ჩემინავა


1)მცხეთა- საქართველოს ძველი დედაქალაქია.
სწორედ მცხეთიდან გავრცელდა ქრისტიანობა
მთელს საქართველოში ... ადრეულ შუა საუკუნეებში
ა მ ქალაქს "ქართულ იერუსალიმს"უწოდებდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები
იუნესკოს ძეგლებია.
2)კაცხის სვეტი,ჭიათურა-კაცხის სვეტი
წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის
სვეტს.1944 წელს ამ სვეტზე პირველი
ექსპედიცია ავიდა.ამჟამად კაცხის სვეტზე
აგებულია ეკლესია, სადაც მოღვაწეობს
განდეგილი ბერი. კაცხის სვეტზე ასვლა
ვიზიტორები
3)პეტრას ციხე;ციხისძირი-პეტრას ციხე, რომელსაც პეტრას
აკროპოლისსაც უწოდებენ, ეგრისის სამეფოს ისტორიულ ციხე-ქალაქს
წარმოადგენდა.პეტრას უნიკალური არქიტექტურის მხოლოდ
ნანგრევებია შემორჩენილი და დამთვალიერებლებს ჯერ კიდევ
შეუძლიათ იხილონ სასახლის, ქალაქის ნასახლარის, ანტიკური აბანოსა
და ციხესიმაგრის შემორჩენილი ნაწილები.დღეს, პეტრა ბათუმიდან 17
კილომეტრში, სოფელ ციხისძირში მდებარეობს.
4)მრავალწყაროს ფერადი უდაბნო;ქვემო ქართლი,დავით
გარეჯი-ამ ადგილს “ფერადი მთები” აქ გავრცელებული
სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა.
აფერადებული, დაზოლილი მთები საოცრად შთამბეჭდავ და
ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. მსოფლიოდან კი იდენტურ
ადგილად “დანსაის ფერადი მთები” შეგვიძლია
დავასახელოთ,რომელიც ჩინეთის პროვინცია განსუში
მდებარეობს.
5)ლაკუმურას ტბა;სამეგრელო-ზემო სვანეთი- ლაკუმურას
ტბა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამორჩეული
ღირსშესანიშნაობაა. უზარმაზარი კლდეებით
შემოსაზღვრული ტბა ზღვის დონიდან 2 584 მეტრზე
მდებარეობს, იქამდე მისასვლელი თავგადასავლებით სავსე
გზა კი სვანეთის სოფელ ხაიშიდან იწყება.გამოცდილი გიდი
თანამგზავრის გარეშე ტბაზე წასვლა რეკომენდებული არ
არის.
6)სოფელი გონა,რაჭა- რაჭა დიდი ისტორიის მქონე
მხარეა.სოფელი გონა ონის მუნიციპალიტეტში
მდებარეობს და ულამაზესი პანორამული ხედებით
გამოირჩევა. გარშემორტყმულია თოვლით დაფარული
კავკასიონის მთებით. ამ საოცარ ადგილს უცხოელი
ვიზიტორები “პატარა შვეიცარიასაც” უწოდებენ.
7)კოლხეთის ეროვნული პარკი,ფოთი- მდებარეობს დასავლეთ
საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო
ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი 5
ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა
და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული. კოლხეთის
ეროვნული პარკი და პალიასტომის ტბა საქართველოს დაცული
ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილია.

You might also like