You are on page 1of 5

კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე,

ისტორიული მესხეთის ნაწილი.


განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა
ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ხოლო ვიწრო გაგებით კი ის აჭარისწყლიდან
არსიანამდეა და მოიცავს: აჭარას, მაჭახელას, შავშეთს და არტანუჯს.
კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთის უძველესი ცენტრი,ეს
დღეისათვის დაკარგულია. წყაროებიდან ვიცით, რომ ციხე – ქალაქი მდებარეობდა
ჭოროხის ხეობაში, ტაოს საზღვართან.
კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II
ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო.
მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი
საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო
(ცენტრი ახიზაში). IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა
ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე
დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-
XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო
საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის
თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი
სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1921 წლიდან კი
ისევ თურქეთის საზღვრებშია.

ვალეს საქართველოს სასაზღვრე პუნქტიდან გამოსულებმა, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის


ტერიტორიაზე ხელმარჯვნივ შევნიშნეთ ძველი ქართული ძეგლების ნაშთები – ოროზაქის
კომპლექსი.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მეცხრე საუკუნით თარიღდება, თუმცა როგორც ბევრი
ქრისტიანული ძეგლი, მათ შორის, ეს ძეგლიც, მე 11-12 საუკუნეში უდიდეს ციხე-სიმაგრეს
და სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ამ ძეგლიდან რამდენიმე კილომეტრის
რადიუსში რამოდენიმე ეკლესიის ნაშთია. ამ ადგილს, ამჟამად, თურქეთის (ჯავახეთის )
ტერიტორიაზე არტაანის პროვინციის ჩაიაზღის დასახლება ქვია. ოროზაქის კომპლექსის
მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. აზრით, კომპლექსი აფეთქებულია, სავარაუდოდ,
რუსეთ-თურქეთს ომის დროს, როგორც ტაო-კლარჯეთში ტაძრების უმრავლესობისა, ხოლო
შედგომ პერიოდში მიწისძვრებმა გაანადგურა.
ტბეთი

აგებულია მე10 საუკუნეში.


ტბეთის ეკლესიის შესასვლელში წარწერა გვხვდება, სადაც ტბეთის მაგივრად, ტებეტი
წერია, ინგლისურ ვარიანტში კი ტიბეტი.
შავი ზღვის გეოგრაფიულ რეგიონში ართვინის პროვინციაში, მდინარე ტბეთის მარჯვენა
მხარეს, ისტორიულად შავშეთს, დღეს ჯევიზლი ქვია. ეს სახელი დიდი რაოდენობის
კაკლის მოსავლის გამო, დაერქვა – კაკლიანი, ანუ თურქულად ჯევიზლი.
დღემდე შემორჩენილ 1888 წლის ფოტოზე , სადაც ნათლად ჩანს ეკლესიის გუმბათი და კამარების
გადახურვა. მაგრამ 1961 წელს კათედრალი უცნობმა პირებმა ააფეთქეს, რის გამოც ჩამოიშალა
გუმბათი და დასავლეთი ნაწილი, დაიკარგა და გაიბნა ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი.
ნგრევამ ტბეთს მომხიბვლელობა ვერ წაართვა, გრანდიოზულობითა და ორნამენტთა სინატიფით
დღესაც გხიბლავს. მის თაღებქვეშ მდგარს ძალაუნებურად გიორგი ყაზბეგის სიტყვები გახსენდება:
`ტბეთის ეკლესიას შეუძლია დაამშვენოს თვით რომი, იგი
თავის შინაგანისდა გარეგანის მშვენიერებით უფრო დიდსა და მაღალს გრძნობას აღძრავს კაცის
გუოლში, ვიდრე სვეტიცხოველი მცხეთისა.~
ტაძრის შიდა სივრცე დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. არადა აქ XII საუკუნის
ულამაზესი ფრესკები ყოფილა. საკურთხეველს ანგელოზთა ვედრება, თორმეტი მოციქულისა და
ეკლესიის მამათა სახება ამკობდა.
ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაპოვნ ძლიერ დაზიანებულ ექვსსტრიქონიან დიდი
ზომის ფილას. წარწერაში იკითხებოდა სიტყვები „კუბ(ო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ“
ეს წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, დაკარგულია. ნიკო მარის
მითითებით, წარწერა მიუთითებს ტბეთში ღვთისმშობლის განსაკუთრებული კულტის არსებობაზე.
დავით ხოშტარია ყურადღებას აქცევს წარწერის შინაარსს, განსაკუთრებით კი მის ბოლო სტრიქონს.
მისი თქმით, „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს. არსებობს
მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტბეთში არსებობდა ნაგებობა, „ღმრთისმშობლის საფლავად“
წოდებული, რომელიც იერუსალიმში არსებული ღვთისმშობლის ნამდვილი საფლავის იმიტაციას
წარმოადგენდა, ისე, როგორც სვეტიცხოველში არსებობს „უფლის საფლავი“.

მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში, მართლაც საინტერესო


მდებარეობის მქონე ადგილზე, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის

საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართული სათლეს სახელით ცნობილი ციხე შავშეთის


უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის,
მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია,თურქები დღესაც აგრძელებენ არქეოლოგიურ
სამუშაოებს, სადაც სამწუხაროდ ქართული მხარე ჩართული არაა.

სათლეს ციხე საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრეა, რომელიც იცავდა არა მარტო დასახლება
შავშეთს, არამედ მთლიანად შავშეთის რეგიონს, ამ ციხის გარშემო საკმაოდ მრავლადაა
ქართული ძეგლები და მათ შორის სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევები. ტაო-კლარჯეთის
ტერიტორიაზე ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, სხვა ძეგლებივით, ციხე-
მონასტრებივით არაა გადათხრილი. ერთ-ერთი კოშკი ძალიან წააგავს ტიპიურ ქართულ
ციხე-სიმაგრეს, შორიდან თუშურ კოშკს გავს. კოშკის სიმაღლე, დაახლოებით, შვიდ მეტრს
აღწევს.

ჩანჩქერი

თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში დავეშვით, სადაც


უმშვენიერესი ბუნების ძეგლია. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები
მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა, ჩაკეტვის შედეგად,
მდინარის კალაპოტი შეიცვალა, და წამოვიდა სხვა ხეობაში, სადაც წარმოქმნა 51 მეტრის
სიმაღლის ჩანჩქერი. ჩანჩქერი, ნიაგარის ჩანჩქერზე ერთი მეტრით მაღალია, თუმცა
მაშტაბურობა ნიაგარის ჩანჩქერსა და მას შორის, ძალიან დიდია. ამ ადგილას ჰიდრო
ტექნიკური საქმიანობა მოახდინეს და ხელოვნურად შეცვალეს არხი.

ამ ტერიტორიებზე მოხდარ მიწისძვრას უკავშირებენ ბევრი ისტორიულ ძეგლის


დაზიანებასაც. სპეციალისტთა თქმით, არაა გამორიცხული, ოშკიც ამ მიწისძვრის შედეგად
დაზიანებულიყო.

ოშკი
ყველაზე დიდი ქართული ტაძარი

ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ მოხდა იოანე ნათლსიმცემლის
სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული
კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი
ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში
ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი, ქართულ ძეგლებს შორის ყველაზე დიდ ტაძრად
ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი.
თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ მეჩეთი განათავსეს.

ოშკის ტაძარი დაუცველია – სავალალო მდგომარეობაშია გუმბათის ყელი, ტაძარში დიდი


რაოდენობითაა ნაგავი, ჩამოდის წყალი, შიდა ინტერიერი ღიაა. დასავლეთის ნავი
დაზიანებული და დანაპრალებულია, მოწყვეტილია კავშირი.
წითელი ციხე
მდინარე ოლთისის ხეობაში შემაღლებულ ბუნებრივ შთენილი,
ოლთისის კლდის მარჯვენა მხარეს კარგადაა შეხამებული ციხე-სიმაგრე თავისი გალავნით,
დიდი კომპლექსით. სხვადასხვა ვერსიებით, მას სისხლის ციხეს ეძახდნენ. რადგან ციხეს,
წითელი ფერი დაკრავს თურქებმა წითელი ციხე დაარქვეს. ციხის დაბლა სამონასტრო
კომპლესის ნანგრევებია, იქვეა ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებიც.

მთლიანად, ეს ტერიტორია გზაგასაყარია და შემდეგ ხეობას, ფანასკერტის ხეობას და


ოლთისის ხეობას აკონტროლებდა. საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს და ფაქტობრივად, ამ
კომპლექსის და ამ ციხეების დაპყრობა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ,
მე-16 საუკუნეში ეს ტერიტორიები ქართველებისაგან მასიურად დაიცალა.:

განძის მაძიებელთა მიერ ტერიტორია დაზიანებულია. დასავლეთის კარიბჭის ადგილას


საკმაოდ ღრმა გათხრილი ორმოა. ფარნაკის და სისხლის ციხის ტერიტორიაც
დაზიანებულია. დღეს, ამ ადგილებს დატვირთვა არ აქვს, აქ ტურისტებიც არ მოდიან – ეს
ადგილები, ფაქტობრივად, აუთვისებელია.

ხახული

ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რეგიონი, ბაღბაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე


ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია – ხახული. ეს არის ქართული
ოქრომჭედლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, ბექა და ბეშქენ ოპიზრები ამ სავანეში
მოღვაწეობდნენ. ხახულის ტაძარის სამხრეთის ექსპოზიციაზე ძალიან საინტერესო
ორნამენტია – არწივი. “თურქებს ასეთი ლეგენდა აქვთ, თუ აქ მოვიდოდნენ მუსლიმანი
ქალბატონები და ამ გამოსახულებას შეთხოვდნენ, უშვილობას კურნავდა, ბევრი
რეალურად დღესაც მოდის, იმ რწმენით, რომ შვილი გაუჩნდება.

რაც შეეხება დღევანდელობას – ხახულში დღესაც ფუნქციონირებს მეჩეთი.თუმცა მის


გვერდით მდებარე სენაკში შეღწევა მაინც მოვახერხეთ. ტაძარში, მომლოცველმა ფეხზე
უნდა გაიხადოს და ისე უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარში შესვლა
აკრძალულია.

გამოყენებული მასალა:
https://ekofact.com/2014/01/19/მოგზაურობა-ტაო-კლარჯეთში/#more-10397
http://taoklarjeti.com/index.php/taoklarjeti/klarjetis-dzeglebi/tbeti
https://ka.wikipedia.org/wiki/კლარჯეთი

You might also like