You are on page 1of 1

n ალავერდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტაძარია ქართულ

ხუროთმოძღვრებაში. XI საუკუნიდან ტაძარი კახეთის საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის


მღვდელმთავართა რეზიდენცია და სამეფო სახლის საძვალე იყო. ალაზნის ველზე, თოვლიანი
კავკასიონის ფონზე აღმართული მონასტერი კახეთის რეგიონის გამორჩეული სიმბოლოა.

მდებარეობა
ალავერდის საკათედრო ტაძარი თელავიდან 20 კილომეტრში, ალაზნის ვაკეზეა
აღმართუnლი. კომპლექსამდე მიდის სამანქანო გზა, საიდანაც ალაზნის ველისა და დათოვლილი
კავკასიონის ხედები იშლება. თელავიდან ალავერდამდე დაახლოებით ნახევარი 20 წუთი
დაგჭირდებათ.

ცალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა


12 ასურელ მამათაგანმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის
პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის
სახელწოდებითაა ნობილი.

ლეგენდა
ალავერდის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთხელ ტაძრის სავანესთან ქართველი
მონაზონი ქალი ღმერთს თურქების დამარცხებას სთხოვდა. მას თავს თურქი მხედართმთავარი
წამოადგა. გაბრაზებულმა სარდალმა მონაზვნის თავზე მახვილი აღმართა და თქვა: ვნახოთ,
როგორ გადაგარჩენს შენი ღმერთიო. ამ სიტყვების თქმაზე ხმალშემართული მხედართმთავარი
გაშეშდა და შეშინებულმა მონაზვნისაგან დახმარება ითხოვა. მონაზონმა ილოცა და თურქსაც
გაშეშებული ხელი კვლავ აუმოძრავდა. მხედართმთავარი და მისი ხელქვეითები გაქრისტიანდნენ.
სუფრასთან სხდომისას ერთ ქართველს მისთვის ყანწი მიუწოდებია და თურქულად უთქვამს:
“ალლა ვერდი!” (ღმერთმა მოგვცა).

გაქრისტიანებული მხედართმთავარი კახელების გაბნეულ ჯარს ჩაუდგა სათავეში და განდევნა


მომხვდური. ის სავანე კი, სადაც მონაზონმა განკურნა, აღადგინა და მთელი ქონება შესწირა. მას

შემდეგ ამ ტაძარს ალავერდი ეწოდებაო – ამბობენ.

You might also like