You are on page 1of 1

კაცხის მონასტერი

მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — ტაძარი იმერეთის მხარეში ჭიათურის


მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში. 2006 წლის 7 ნოემბერს,
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის
კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].


ყვირილას შორაპანს ზეით არს მარტოთ-უბანი. მას ზეით ბოსლები. მას ზეით მოერთვის
ყვირილას კაცხის წყალი (კაცხური). ეს გამოჰსდის საწალიკეს, მოდის ჩრდილოდამ
სამხრით ყვირილის შესართავს ზეით ამ წყალზედ არის კაცხს ეკლესია მაცხოვრისა
გუმბეთიანი, დიდ-ფრიად კეთილშენი. ზის არხიმანდრიტი.

კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესიასა და


საძვალეს წარმოადგენდა. იგი აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში
გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“), X-XI
საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის
მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე. ი. 899
წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს —
1010–1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის
წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და
ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“[2].
დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან
განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. გადმოცემით, ტაძარი ორჯერ დამწვარა,
მაგრამ, ისევ აღუდგენიათ. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი მისმა ახალმა
მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII–XVIII საუკუნეებში
კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება გახდა. 1804 წელს, მეფე სოლომონ II-მ კაცხი
უბოძა იმერეთში გადასულ სოლომონ ლიონიძეს — ერეკლე II-ის თანამებრძოლსა და ცნობილ
პოლიტიკურ მოღვაწეს.
1838 წლამდე წინამძღვრად იხსენიებოდა გურიის ეპისკოპოსი ექვთიმე[3]. 50-იან წლებში ტაძრის
მოძღვარი იყო პეტრე მოდებაძე[2]. 1853 წელს ქუთათელმა ეპისკოპოსმა ძეგლის აღდგენა
დააკისრა სოფელ კაცხის მფლობელ თავად ივანე დავითის ძე აბაშიძეს. ხელახალი კურთხევა
შედგა 1854 წელს.
1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი, რის შედეგადაც,
ღვთისმსახურება დიდი ხნით შეწყდა და განახლდა მხოლოდ 1990 წელს, ტაძრის
მოძღვრის, დეკანოზ ამირან მოდებაძის თაოსნობით.
„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-
ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი), რომლის ნეშტი ბიზანტიიდან
ჩამოასვენეს, ასევე გიორგი-მალაქია აბაშიძე (იგივე იმერეთის მეფე გიორგი V), ვახტანგ VI-ის
დროის მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე[2].

You might also like