You are on page 1of 11

ბედიის მონასტერი

ბედიის მონასტერი
ბედიის მონასტერი — X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის
მუნიციპალიტეტში.
ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის მონასტერი X საუკუნის მიწურულს,
დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ
III ბაგრატიონმა და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით.
სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია.
მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და
სამრეკლოს ნაწილი შედის.
სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული
ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია
ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV


საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო
საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის - ანტონ
ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი
ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.
ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების
განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს
წარმოადგენდა.

დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და


ქართული ეკლესიის ერთიანობის
სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს
სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო
წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-
ქართული და დასავლეთ-ქართული
უძლიერესი სალოცავების ერთიანობას
გაუსვა ხაზი.
ბედიის მონასტერში დასაფლავებულია
გაერთიანებული საქართველოს პირველი
მეფე ბაგრატ III და დედამისი-
დედოფალი გურანდუხტი.
ვინ იყო ბაგრატ III?
ბაგრატ III ბაგრატიონი იყო
გაერთიანებული ფეოდალური
საქართველოს პირველი მეფე. გურგენ
მეფისა და გურანდუხტ დედოფლის
შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III
კურაპალატის შვილობილი და
აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ
ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა
ქართული სამეფო-სამთავროების
გაერთიანებისათვის ბრძოლის
გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22
დეკემბერს ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ
ბაგრატი წმინდანად შერაცხა.
მონასტრის არქიტექტურა
ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო
გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების
კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი
ქვითაა მოპირკეთებული.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ბაგრატ III და
დადიანთა გვარის წარმომადგენლები. მოხატულობა სხვადასხვა
ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება - XIII-XIV საუკუნეებს და უფრო
გვიანდელ ხანას. მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა,
ხოლო ჩრდილოეთით, შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის
სამრეკლო.
რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
ის აკმაყოფილებს როგორც ბუნებრივ, ისე კულტურულ კრიტერიუმებს.
1. ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.
2. ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული
კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ
ნიმუშს.
3. ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან
ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ
რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ
ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული,
უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ. (ამ შემთხვევაში
რელიგიურ რწმენებთან და ხელოვნებასთან.)
გმადლობთ ყურადღებისთვის
პრეზენტაციის ავტორები: მარიამ ბახტაძე
ანა კალანდარიშვილი
ანი კერძაია

You might also like