You are on page 1of 15

,, თანაფესვები - ფერეიდნელი ქართველები“.

,,ადამიანის სამშობლო არ არსებობს რუკაზე, არსებობს


ადამიანების გულებში, რომელთაც უყვართ თავიანთი სამშობლო"
--- ნიკა რამიშვილი, ჩვენი ფერეიდნელი სტუმარი....

არასაგაკვეთილო მიმართულება, ავტორები:


ნათელა დავითაია
რუსუდან მურღულია
პროექტის მიზანი:
ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; კულტურული მრავალფეროვნების
დაფასება; კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობების,
შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა;
პატივისცემა და მოქალაქეობრივი აზროვნება; ემპათიის გამოწვევა მოსწავლეებში
იძულებით რჯულშეცვლილი ქართველების მიმართ; ფერეიდნული დიალექტის გაცნობა;
ფერეიდნელი ქართველებისთვის ქართულ განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის
მიზეზების ძიება; ფერეიდნელებთან დაახლოება..
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეების მიერ ფერეიდნელი ქართველების სარწმუნოების შეცვლა აღქმული იყო
სამშობლოს ღალატად. საჭირო იყო ამ აპათიის აღმოფხვრა და მათთვის სწორი
მიმართულების მიცემა. მოსწავლეებში არ იწვევდა ინტერესს საქართველოდან
გადასახლებულების ისტორია და მათი ყოფა, რას გრძნობენ საქართველოსადმი, რა
სურვილები და მიზნები აქვთ. ეს მოსწავლეებისთვის მხოლოდ ისტორიის ნაწილი იყო,
რომლის აღქმა ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდებოდა მათი მხრიდან. ფერეიდნელებთან
პირისპირ შეხვედრა კი გამოიწვევდა დადებით შედეგს და წაკითხულთან და მოსმენილთან
შედარებით, ბევრად უფრო ემოციურ გავლენას მოახდენდა მოსწავლეებზე და უფრო
მგრძნობიარე გახდებოდნენ არსებული პრობლემის მიმართ.
პროექტის მსვლელობისას განხორციელებული აქტივობები:
I დღე:
სტუმრების მიღება
გამგზავრება ნოქალაქევში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა
თემაზე -- ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.
ნოქალაქევის დათვალიერება გიდთან ერთად.
სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში სენაკის ახალგაზრდობისა და კულტურის სახლის მიერ
დაგეგმილი ღონისძიება.
ალექსი ბერი შუშანიას საფლავის მონახულება. იქ არსებული ტაძრისა და მუზეუმის დათვალიერება.
II დღე:
გაკვეთილი - ,,400 წელი მოვდიოდით ერთმანეთამდე“--მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგ
თემებზე: შაჰ აბასი და საქართველო, საქართველო ფერეიდანში, ფერეიდნელთა ტრადიციები, ფერეიდნელთა
დიალექტი. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნი ,,დედაენა“, წარუდგინეს სტუმრებს და გადასცეს
საჩუქრად ფერეიდანში არსებულ ქართულ სკოლას. ასევე, სტუმრებისთვის კლასში გამოფინეს მათ მიერ
დამზადებული ნივთები და საჩუქრად გადასცეს ფერეიდნელ ქართველებს. ორგანიზაციისთვის ,,ქართული
ბიბლიოთეკა ფერეიდანში“, შეიძინეს წიგნები, რომლებიც სკოლა-გიმნაზიის სახელით გაიგზავნა ფერეიდანში.

,,ბრეინ-რინგი“ ფერეიდნელი ქართველების მონაწილეობით.


კონცერტი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით -მიზანი კონცერტისა იყო, სტუმრებისთვის
ეჩვენებინათ ქართული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები.
სტუმრების გაცილება.
დაუვიწყარი ემოცია: ასე დახვდა სტუმრებს სკოლა-გიმნაზია
მუზეუმის საერთაშორისაო დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიება-,,ჩვენ გვახსოვს
9 აპრილი“.
პროექტი დაგეგმილი იყო მუზეუმის
საერთაშორისო დღისთვის, რასაც
დაემთხვა ფერეიდნელთა სტუმრობა.
მათ დიდი ინტერესით მოისმინეს 9
აპრილის ისტორია. ემოციებიც
შესაბამისი იყო.
სტუმრად ქუჯისთან.
სტუმრებმა დაათვალიერეს ნოქალაქევის პარმენ
ზაქარაიას სახელობის მუზეუმი და ძველი
ნაქალაქარი გიდთან ერთად.
პირველი დღის პირველი აქტივობა ძალიან
ემოციური აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ასევე
სტუმრებისთვის.
ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში:
სენაკის ახალგაზრდობისა და კულტურის სახლის მიერ,
სტუმრების პატივსაცემად დაიგეგმა ღონისძიება მუზეუმში,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლმა
,,სენაკი" და პატარა მოცეკვავეებმა. ამ აქტივობის მიზანი იყო
სტუმრები გაცნობოდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და
ცეკვებს. თუმც, ჩვენდა გასაკვირად სტუმრებშიც აღმოჩნდნენ
ქართული ხალხური სიმღერების მცოდნეები, რომლებიც
ჩაერთვნენ ამ აქტივობაში ანსამბლთან ერთად და რომლის
შედეგი ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო.
წმ. ალექსი ბერი შუშანიას საფლავის მონახულება. იქ
არსებული ტაძრისა და მუზეუმის დათვალიერება.
ჩვენი მასპინძელი გახლდათ ტაძრის წინამძღვარი მამა
მელქისედეკი, რომელიც ძალიან თბილად შეხვდა სტუმრებს.
ფერეიდნელები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ტაძარს და
გამოხატავდნენ უდიდეს პატივისცემას ნანახისადმი. ემოციური
აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი სტუმარი აღმოჩნდა
ქრისტიანი, რომელიც იძულებული იყო დაემალა რჯული, რადგან
ირანში მსგავსი ფაქტი სიკვდილით ისჯება. საღამოს სტუმრები
ღამის გასათევად ესტუმრნენ ოჯახებს, რათა უკეთ შეეგრძნოთ
ადგილობრივი ცხოვრების წესი და აქ არსებული ტრადიციები.
დღე მეორე: შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან
შეხვედრას მიეცა გაკვეთილის სახე, რომელშიც
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები:
• 1. შაჰ აბასი და საქართველო
• 2. საქართველო ფერეიდანში
• 3. ფერეიდნელთა ტრადიციები
• 4. ფერეიდნელთა დიალექტი.
წერილები ფერეიდანში მცხოვრებ
ქართველებს
ამ აქტივობაში თითქმის მთელმა სკოლამ
მიიღო მონაწილეობა. თითოეული კლასი
წერდა წერილებს ფერეიდნელებისთვის,
რომელიც ბოლოს შეგროვდა და შეხვედრაზე
გადაეცათ სტუმრებს. სტუმრები კი თავის
მხრივ შეგვპირდნენ, რომ წერილებს
ჩაუტანდნენ ფერეიდანში ქართველებს.

ყველაზე ემოციური ზურას ლექსი:


,,ფერეიდნელი მიიჩქარის ისევ წინსვლისკენ
იქნებ როგორმე თავის სამშობლოს კვლავ
მიაღწიოს ფერეიდნელი კვლავ მიაჭენებს
ცისარტყელისკენ, იქნებ როგორმე ქვეშ
გაძვრეს და სამშობლო ნახოს"....
საჩუქრების გამოფენა
მოსწავლეებმა სტუმრებისთვის კლასში გამოფინეს მათ მიერ
დამზადებული ნივთები და საჩუქრად გადასცეს ფერეიდნელ
ქართველებს. ორგანიზაციისთვის ,,ქართული ბიბლიოთეკა
ფერეიდანში“, შეიძინეს წიგნები, რომელიც სკოლა-გიმნაზიის
სახელით გაიგზავნა ფერეიდანში. ასევე, ორმა მოსწავლემ
საკუთარი ხელით დაამზადა წიგნი ,,დედაენა“, რომელიც
წარუდგინეს სტუმრებს და გადასცეს საჩუქრად ფერეიდანში
არსებულ ქართულ სკოლას.
„ბრეინ-რინგი“ ფერეიდნელი ქართველების მონაწილეობით
ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ, გადავწყვიტეთ დღე
დაგვესრულებინა სახალისო და გასართობი აქტივობებით, რომელთა
შორის ერთ-ერთი იყო ბრეინ-რინგი. სტუმრები გადანაწილდნენ
გუნდებში და მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რამაც საკმაოდ დიდი
მხიარულება შესძინა თამაშს.
კონცერტი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით

-მიზანი კონცერტისა იყო, სტუმრებისთვის ეჩვენებინათ


ქართული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები.
პროექტის შედეგი:
აღმოიფხვრა მთავარი პრობლემა: მოსწავლეებში არსებული აპათია რჯულშეცვლილი
ქართველების მიმართ. პროექტს მიეცა გაგრძელება, რაც განხორციელდება სკოლის
ფერეიდანში სტუმრობით. ფერეიდნულ დიალექტზე საუბრისას სტუმრებს წარედგინათ
ფერეიდნული ანდაზები, რომელთა პერიფრაზირება ადგილზე ვერ მოხერხდა. მოკლე
ვადებში სკოლამ ორგანიზაციიდან ,,ფერეიდანი საქართველოა“ მიიღო განმარტებები
მოცემული ანდაზებისა, ხოლო ორგანიზაციის ,,ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“
დახმარებით, ფერეიდანში არსებულ სკოლაში გაიგზავნა ქართული წიგნები.

ფერეიდნული ანდაზების პერიფრაზი:


1.თარქა რო გორაც დაკავო დაკავდების; ( წკეპლას საიდანაც
მოხრი, იქით მოიხრება )
2. ქაჩის შეშინებული დოს უბერავსო; (ფაფისგან პირ დამწვარი
დოსაც სულს უბერავსო)
3. დობურს (ჯიუტი თხა) დაყერვა არ უკმარა მუჯლუგუნიც
უნდა ჭამოსო; (თხას ჭკუაზე მოსასვლელად დაკოდვა რომ არ
შველიდა მუჯლუგუნსაც უმატებდნენო)
4. ქორთოლსა ყე ცრემლი ვის უნახავსო (ორპირი ადამიანის
თვალზე ცრემლი ვის უნახავსო)
5. ძალით გამოტევილი ტაზია ნადირს არ დაიჭერს (ძალით
გაშვებული მონადირე ძაღლი ნადირს არ დაიჭერსო)
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like