You are on page 1of 28

1.

აღმოსავლეთმცდნეობის, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის,


რაობა, ორიენტალისტიკა ევროპასა და საქართველოში.
აღმოსავლეთმცოდნეობა (ორიენტალისტიკა) არის მეცნიერება, რომელიც
კომპლექსურად შეისწავლის აღმოსავლეთის ისტორიას, ეკონომიკას,
ლიტერატურას, ენებს, მატერიალურ და სულიერ კულტურულ ძეგლებს.
აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა ცალკეული
რეგიონალური დარგები: ეგვიპტოლოგია, ასირიოლოგია, სემიტოლოგია,
არაბისტიკა, ირანისტიკა და სხვა. მეცნიერების პროგრესთან დაკავშირებით
იქმნება ახალი რეგიონალური დარგები: შუმეროლოგია, კორეისტიკა და სხვა.
აღმოსავლეთმცოდნეობის ცალკე დარგად ჩამოყალიბება დაახლოებით XVI
საუკუნით თარიღდება. ამ დროს საფუძველი ეყრება ზოგი აღმოსავლური ენის
სწავლებას პარიზის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.
XVI საუკუნის არაბისტ პოსტელისა და წინა აზიის ისტორიის მკვლევართა როტის,
ბრისონისა და სხვ. განმაზოგადებელი შრომებით მთავრდება
აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარების ადრინდელი ეტაპი.
აღმოსავლეთმცოდნეობის შემდგომ განვითარებაში სამი ძირითადი ეტაპი
გამოიყოფა. პირველი ეტაპისათვის (XVII ს. - XVIII ს. I ნახევარი) დამახასიათებელია
მეცნიერული კვლევისთვის საჭირო პირობების მომზადება - მასალათა
ინტენსიური მოპოვება, ევროპის ცენტრებში ხელნაწერთა ფონდების დაგროვება,
შესასწავლი აღმოსავლური ენების გაფართოება, პირველი სისტემატიზებული
შრომების შექმნა.
მეორე ეტაპზე (XVII ს. II ნახ. - XIX ს. I ნახ.) ყალიბდება აღმოსავლეთმცდნეობის
მეცნიერული საფუძვლები. განსაკუთრებით განვითარდა აღმოსავლეთის
ფილოლოგია, რომელმაც დასაბამი მისცა შედარებითი ენათმეცნიერების
ჩამოყალიბებას. ინგლისელმა უ. ჯონსმა და გ. კოლბრუკმა დაიწყეს სანსკრიტის
შედარებითი შესწავლა. გაშიფრული იქნა ძვ. სპარსული და ასურულ-ბაბილონური
ლურსმული დამწერლობები, ასევე ეგვიპტური იეროგლიფიკა. ჩამოყალიბდა
აღმოსავლეთის შემსწავლელი სააზიო საზოგადოებები. შეიქმმნა აღმოსავლური
ენების შემსწავლელი სპეციალური უმაღლესი სასწავლებლები.
აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარების მესამე ეტაპზე (XIX ს. II ნახ. - XX ს.)
გაფართოვდა აღმოსავლეთის კვლევის ობიექტი, გაღრმავდა
აღმოსავლეთმცდნეობის განვითარების მეორე ეტაპზე ჩასახული ტენდენციები.
მუშაობის შედეგები აისახა "ისლამის ენციკლოპედიაში".
აღმოსავლეთმცდნეობის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა
არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს და უძველესი ცივილიზაციების აღმოჩენებს.
ფასეული წყაროების შემოტანამ სამეცნიერო პრაქტიკაში ხელი შეუწყო მთელ რიგ
ძველ დამწერლობათა და ძველ ენათა შესწავლას.
აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-
ისტორიული ურთიერთობის შედეგად მდიდარი დოკუმენტური მასალა დაგროვდა,
რამაც საფუძველი შეუქმნა ქართული აღმოსავლეთმცდნეობის ჩამოყალიბებას.
აღმოსავლური ენების სწავლება მეცნიერული მიზნით თბილისის უნივერსიტეტში
მისი დაარსების პირველი დღეებიდანვე იქნა შემოღებული.
აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი,
საქართველოში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. ქართული
აღმოსავლეთმცდნეობის საკვლევი პრობლემატიკა განისაზღვრება ახლო, შუა და
ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, ლიტერატურისა და ენების შესწავლით.
ამასთანავე იგი თავიდანვე დაუკავშირდა ქართველოლოგიის საკითხების
კვლევას.
ქართული აღმოსავლეთმცდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგია სემიტოლოგია,
რომელსაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა გ. წერეთელმა. მნიშვნელოვანი
შედეგებია მოპვებული არაბუი სალიტერატურო ენისა და დიალექტების კვლევის
დარგში. არმაზული ეპიგრაფიკული ძეგლების აღმოჩენამ ახლებურად გააშუქა
ქართული ანბანის წამოშობის პრობლემა.
სისტემური კვლევა წარმოებს ინდო-ირანულ ენათა დარგში. შესწავლილია
სანსკრიტის, ჰინდის, ძველი, საშუალო და ახალი სპარსული ენების გრამატიკა და
ლექსიკის მნიშვნელოვანი საკითხები.
სათანადო ყურადღება ეთმობა ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხთა ახალი და
უახლესი ისტორიის პრობლემების კვლევას.

2. ასირიოლოგიის მნიშვნელობა ქართველოლოგიის საკითხების საკვლევად.


ქართველი ენათმეცნიერების დაუღალავი შრომის შედეგად გაცილებით მეტი
გახდა ცნობილი ქართველური ენებისა და მათი ახლანდელი და პირვანდელი
ბუნების შესახებ. სხვადასხვა მოპოვებული ცნობებიდან გამომდინარე ქართული
და სემიტური ენების ნათესაობის საკითხი უაყოფითად იქნა გადაწყვეტილი.
ქართული ენის სტრუქტურა, ბრუნებისა და უღლების წესი არსებითად
განსხვავდება სემიტურისაგან. მხედველობაშია ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს
ქართულსა და სემიტურს, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ენებს. ბევრი მეცნიერი
ეჭვქვეშ აყენებს სემიტური და ქამიტური ენების ნათესაობის საკითხსაც კი, მაშინ
როცა ამ ენებში ჩვენ ვხვდებით ერთმანეთის მსგავსს მთელ რიგ მორფოლოგიურ
ელემენტებს. აქედან გამომდინარე საფუძველი არ გვაქვს, რომ ქართული და
სემიტური ენების ნათესაობა დადასტურდეს, მსგავსება ამ შემთხვევაში ნაკლებ
თვალსაჩინოა.
მაგრამ, მანც არ შეიძლება ქართულსა და სემიტურში საერთო მოვლენების
არსებობის უარყოფა. ეს მსგავსებანი სხვადასხვა ხასიათისა არიან. არის
შემთხვევები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სემიტურის ქართულზე
გავლენის შესახებ ადრინდელ ეპოქაში. მაგალითად: ქართულში ძველთაგანვე
მოგვეპოვება აშკარად სემიტური წარმოშობის ისეთი სიტყვები, როგორიცაა
აქლემი ან თარგმანი.
მეორე მხრივ გამორიცხული არაა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი სიტყვა
ქართულიდან იყოს სემიტურში წაღებული. ასეთ ეჭვს იწვევს "ღვინო". ეს სიტყვა,
როგორც ცნობილია სხვადასხვა სისტემის ბევრ ენაში მოიპოვება. მაგ:
ლათინურად - VINUM. მაგრამ ინდოევროპული ენების სპეციალისტებს იგი
ინდოევროპულში ნასესხებად მიაჩნიათ. არც სემიტოლოგების მიერ არის იგი
სემიტურად მიჩნეული. თავისთავად იბადება ეჭვი მისი ქართული წარმოშობის
შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა სიტყვის სომხური ფორმა, როგორც ცნობილია
ქართულ ვი-ს მეგრულში ზოგჯერ გი შეესატყვისება, ამიტომ ქართული ღვინის
შესატყვისად მეგრულში "გინი" იყო მოსალოდნელი. ამ ფორმით სიტყვა
შენახულია სომხურში. ინდო-ირანული ენებიდან სომხურს არ შეეძლო ეს სიტყვა
შეეთვისბინა, რადგან იგი აღმოსავლურ ინდო-ევრპულ ენებში არ არსებობს.
გამორიცხულია, აგრეთვე, სემიტურიდან სესხებაც. ქართულში რომ სიტყვა
სემიტურიდან იყოს შემოსული სომხურს ქართველური ენებიდან აღარ
დასჭირდებოდა სიტყვის გადაღება, რადგან სემიტურისგან სესხების გზები
მისთვისაც გახსნილი იყო.
გარდა ამ შემთხვევებისა მოიპოვება ისეთი მსგავსებნიც, რომელთა ახსნა
ჩვეულებრივი სესხებით ძნელად თუ მოხერხდება. ზოგჯერ ეს მსგავსებანი შედეგია
ე. წ. "სტიქიური ნათესაობისა", ან შეიძლება იმით აიხსნას, რომ სიტყვები საერთო
წყაროსგან ჰქონდეს შეთვისებული ორივე ენას.
არსებობს მთელი რიგი მსგავსებანი, რომლებიც მოწმობენ სემიტებისა და
ქართველების ურთიერთობას პრეისტორიულ ეპოქაში. ან შეიძლება აიხსნას
წინააზიური სუბსტრატის გავლენით სემიტურ ენებზე, შესაძლებელია ამ
კატეგორიის სიტყვებს ეკუთვნოდეს ქართული - პირი.
სემიტების წინაპრებს თავიანთი მოძრაობისას ჩრდილოეთიდან სამხრეთით იმ
ტერიტორიებზე უნდა გაევლოთ, რომლებიც კავკასიის ხალხებით იყო
დასახლებული. ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა მეცნიერების განვითარების
თანამედროვე საფეხურზე ასეთი საკითხების გადაწყვეტა მაგრამ, რომ ამ ხალხთა
შორის ერთ დროს მჭიდრო ენობრივ-კულტურული კავშირები არსებობდა
ვფიქრობთ ეჭვსგარეშეა.

3. ებრაისტიკა-არამეისტიკის მნიშვნელობა ქართველოლოგიის საკითხების


საკვლევად
მცხეთის არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ებრაულისა და არამეულის
მნიშვნელობა ქართულისათვის იმდენად გაიზარდა, რომ შეიძლება ითქვას, ეს
ენები საშუალო სპარსულთან ერთად, ძირითადად მასალას იძლევიან ჩვენი
წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხების
კვლევისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამეული. საქართველოში არამეული
ტრადიციების შესახებ შეიძლება ვარაუდი გვქონოდა იმ არამეული სიტყვების
მიხედვით, რომლებიც გარკვეული რაოდენობით გვხვდება ქართულში
ძველთაგანვე მოყოლებული, მაგრამ თუ არამეულს იმდენად დიდი გავლენა
ჰქონდა ჩვენში მოპოვებული, რომ იგი იბერიის მმართველი წრეების ოფიციალური
დოკუმენტების ენად იყო გამოყენებული, ამას არავინ წარმოიდგენდა. კიდევ მეტი,
როგორც არმაზის წარწერებიდან ჩანს არამეულს აქ იმდენად ხანგრძლივი
ტრადიციები ჰქონია, რომ იბერიაში შექიმნა არამეულის თავისებური შტო, მეტად
ორიგინალური პალეოგრაფიული ნიშნებით და ზოგიერთი ენობრივი
თავისებურებებით. არმაზის ძეგლები მოწმობენ რა თქმა უნდა იბერიის მჭიდრო
კავშირს არამეულ-ირანულ კულტურულ სამყაროსთან.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ ქართული ანბანის წარმოშობის საკითხს. ივ.
ჯავახიშვილმა სცადა სემიტური მასალის უფრო მეტი მასშტაბით გამოყენება.
როგორც ჩანს ძირითადი მაგარი ქართული ანბანისა, არამეულთანაა
დაკავშირებული, აქ ჩვენ ვერ ვიპოვით ისეთ მსგავსებებს, როგორიც ბერძნულთან,
მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ კანონზომიერად განვითარებული შესატყვისობა
არამეული დამწერლობის იმ სახეობასთან, რომელიც ახ. წ. V საუკუნის ეგვიპტის
არამულ პაპირუსებშია დადასტურებული და რომელიც საფუძვლად დაედო
არამარტო არმაზულს, არამედ აღმოსავლეთის ხალხების მთელ რიგ ანბანებს.

4. არაბისტიკის მნიშვნელობა ქართველოლოგიის საკითხების საკვლევად.


პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ არაბული ლექსიკური ელემენტები ქართულში.
საქართველოს ურთიერთობა არაბებთან ისლამის პირველ საუკუნეშივე იწეყება. ამ
გარემოებას არ შეეძლო კვალი არ დაეტოვებინა ენაზე. ქართულში თავს იჩენს
გარკვეული რაოდენობა არაბული ლექსიკური ელემენტებისა, რომლის
გამოვლენა მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული ენის ლექსიკონის
შედგენილობის შესწავლისათვის, არამედ მდიდარ მასალას იძლევა აგრეთვე
არაბული ენის ისტორიული ფონეტიკისათვის, ვინაიდან ძველთაგანვე არსებული
ქართული წესი ხმოვნების ზუსტი აღნიშვნისა შესაძლებელს ხდის გარკვეულ იქნეს
ბუნება და ხასიათი ამა თუ იმ ბგერისა ისტორიულ ეპოქაში. ის ცვლილებები,
რომლბსაც არაბული სიტყვები ქართულში სესხების დროს განიცდიან,
საყურადღებო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ქართული ბგერების
განვითარების შესწავლისათვის.
არაბული წყაროების მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის
არაერთხელ ყოფილა აღნიშნული სათანადო სამეცნიერო ლიტერატურაში. ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია "მაიაფარიკინის ისტორია". ავტორს მოთხრობილი
აქვს მნიშვნელოვანი ამბები, რომლის მოწმეც თვითონ იყო საქართველოში
ყოფნისას. აქედან ჩანს, თუ რამდენად საინტერესო ცნობები შეგვიძლია ვიპოვოთ
ჩვენ არაბულ წყაროებში საქართველოს ისტორიის შესასწავლად.

5. სემიტურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა კლასიფიკაცია.


სემიტური ენები ქმნიან ენათა გარკვეულ ოჯახს. ეს ენები გავრცელებულია
დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ენათა ნათესაობა დგინდება ზუსტი
ბგერათაშესატყვისობების საფუძველზე, რომელთაც სისტემატური ხასიათი აქვთ.
სემიტური ენების სახელით ცნობილია: ასურულ-ბაბილონური (აქადური),
ქანაანური (ებრაული და ფინიკიური), არამეული, არაბული და ეთიოპური ენები.
რაც შეეხება სემიტურ ენათა კლასიფიკაციას, გვაქვს სამი ძირითადი შტო და მათში
გაერთიანებულია სხვადასხვა ენები - 1. ჩრდილო-დასავლური (ამორიტული,
უგარიტული, ქანაანური, არამეული ენები); 2. სამხრეთ-დასავლური (ჩრდილო-
არაბული, სამხრეთ-არაბული, ეთიოპური ენები); 3. აღმოსავლური ანუ ჩრდილო-
აღმოსავლური (აქადური, ასურული, ბაბილონური). ამგვარი გადაჯგუფება ასახავს,
როგორც გეოგრაფიულად ამ ენათა გავრცელების არეალს, ასევე გარკვეულ
ენობრივ თავისებურებებს. მაგალითად, ჩრდილო-დასავლური სემიტური ენები,
როგორიცაა ებრაული, არამეული და სხვა, ანალიტიკური წარმოებისაა, სამხრეთ-
დასავლური კი მაგ.: კლასიკური არაბული სინთეზური ტიპის ენაა, რადგან მასში
შენარჩუნებულია გარეგანი ფლექსია - სახელთა ბრუნება, ზმნის კილოთა
წარმოება. რაც შეეხება დიალექტებს მათში მოშლილია გარეგანი ფლექსია. ეს
წარმოადგენს არქაული წყობის სემიტური ენის - კლასიკური არაბულის ბუნებრივი
განვითარების შედეგს, რამაც არაბული ენის დიალექტები დაუახლოვა ჩრდილო-
დასავლურ ანალიტიკურ ტიპს.

6. სემიტთა უძველესი საერთო საცხოვრისის პრობლემა.


არსებობს რამდენიმე მოსაზრება უძველეს დროში სემიტთა საერთო საცხოვრისის
შესახებ. ე. წ. "აფრაზიული" თეორია ითვალისწინებს სემიტურ-ქამიტურ ენათა
ნათესაობას. აფრიკაში ქამიტურ ენათა ორი შტოა: 1. კუშიტური (დღევანდელი
ეთიოპია, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა)ძველი ეგვიპტური, თანამედროვე
კოპტური; 2. ბერბერული (აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი, ანუ დღევანდელი
მაროკო, ალჟირი, ტუნისი). ამ ენათა ნათესაობის საკითხი სემიტურ ენებთან ჯერ
კიდევ მე-20 წაუკუნის დასაწყისში დაისვა. სახელწოდების "აფრაზიული" შექმნას
ხელი შეუწყო შემდეგმა გარემოებამ: გაირკვა, რომ ქამიტურ ენათა გარდა სემიტურ
ენებთან სიახლოვეს ამჟღავნებს ფულბე, აგრეთვე სუაჰილი, რომელიც ქამიტურ
ენებში არ შედის. აფრაზიული თეორიის მიხედვით სემიტებისა და ქამიტების
საერთო საცხოვრისი აღმოსავლეთ აფრიკა უნდა ყოფილიყო.
ბიბლიური ტრადიციის მომხრენი მიიჩნევენ, რომ სემიტთა უძველესი სამშობლო
მესოპოტამია იყო.
შედარებით არგუმენტირებული ჩანს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სემიტების
სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ეს თავის მხრივ არ გამორიცხავს იმას,
რომ უძველეს პერიოდში სემიტებსა და ქამიტებს, შესაძლოა, თავდაპირველად
ერთად აფრიკაში ეცხოვრათ. რაც შეეხება მესოპოტამიას, ის ისტორიული
განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან გულისხმობს ნაყოფიერი
ტერიტორიიდან ხალხთა მიგრაციას უდაბნოში, რაც არარეალური ჩანს.
სემიტთა უძველესი სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძული უნდა ყოფილიყო.
შემდგომ რამდნჯერმე ხდება მათი მიგრაცია ორი მიმართულებით: ჩრდილო-
დასავლეთით ე. ი. სინას ნახევარკუნძულისა და აღმოსავლეთი აფრიკის
მიმართულებით და ამის პარალელურად მიგრაცია მიუყვება ჩრდილო-
აღმოსავლეთის გზას შუამდინარეთისაკენ.

7. აქადური (ასურულ-ბაბილონური) ენის ისტორიული მიმოხილვა უძველესი


პერიოდიდან ძვ. წ. 1000 წლამდე
აქადური ენა გავრცელებული იყო მესპოტამიაში წინაქრისტიანულ ეპოქაში. ამ
ენამ შეცვალა მანამდე შუამდინარეთში მცხოვრები არასემიტი შუმერების
მეტყველება. სახელწოდება მიიღო ქალაქი აქადისაგან, რომელიც იყო
დედაქალაქი სარგონ დიდის იმპერიისა. აქადურ ენას ასურულ-ბაბილონურსაც
უწოდებენ.
მეოთხე ათასწლეულის დასაწყისიდან სამხრეთ მესოპოტამიაში ბინადრობდა
გაურკვეველი წარმოშობის ხალხი, რომელიც მეცნიერებაში ცნობილია შუმერთა
სახელწოდებით. შუმერული ტრადიციით ეს ხალხი მოსულია სამხრეთ-
აღმოსავლეთიდან, კერძოდ, სპარსეთის ყურის კუნძულებიდან.
შუმერის ქვეყანაში სემიტები, როგოც ჩანს, ადრე შევიდნენ რაზეც მიუთითებს
შუმერულში არსებული ნასესხები სემიტური ლექსიკა. სესხება ძველი შუმერულის
პერიოდში უნდა მომხდარიყო, რაც მესამე ათასწლეულის დასაწყისით
განისაზღვრება. ეს ლექსიკა მეტად სპეციფიკურია თავისი შინაარსით, რადგან
ველის მცხოვრებთა ატრიბუტებს ასახავს, აგრეთვე იმ საგნებსა და მოვლებებს,
რომლებიც არ იყო დამახასიათებელი შუმერთათვის. რაც დრო გადიოდა
სემიტური ელემენტი უფრო ძლიერდებოდა და საბოლოოდ მოხდა ამ ქვეყნის
სემიტიზაცია.
აქადური წყაროების მიხედვით ძვ. წ. XXIV საუკუნის ბოლოს მესოპოტამია
გააერთიანა სარგონ დიდმა. მან ააშენა ქალაქი აქადი ქვეყნის ჩრდილოეთ
ნაწილში. აქ მცხოვრები სემიტების ენას აქადური ეწოდა.
ძველ აქადურში (ძვ. წ. 2500-2000 წწ.) რაიმე დიალექტური სხვაობა არ შეიმჩნევა. ძვ.
წ. XXIII საუკუნის ბოლოს ძველი აქადური სამეფო დაამხეს მთიელმა ტომებმა
გუთიებმა. ისინი 100 წელზე მეტხანს ბატონობდნნენ აქადის სამეფოში. ამას მოჰყვა
ურის III შუმერული დინასტიის აღზევება. შუმერულ ენას დაუბრუნდა ოფიციალური
სტატუსი. შემდეგ, აქადის ტერიტორიაზე შეიქმნა მრავალი მცირე სამეფო, სადაც
დასავლეთიდან შემოჭრილ ამორეველთა ტომის წარმომადგენლების დინასტიები
ბატონობდნენ. აღნიშნულ შემოსევებს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია
აქადურ ენაზე.
ძვ. წ. II ათასწლეულიდან აქადურში ორი ლიტერატურული დიალექტი გამოიყო:
სამხრეთის, ანუ ძველი ბაბილონური და ჩრდილოეთის ანუ ძველი ასურული. ძვ. წ.
II ათასწლეულის II ნახევარში ძველი ბაბილონური და ძველი ასურული საშუალო
ბაბილონურითა და საშუალო ასურულით იცვლება (ძვ. წ. 1500-1000 წწ.).

8. ასურულ-ბაბილონური ენის ისტორიული მიმოხილვა ძვ. წ. 1000 წლიდან მისი


ფუნქციონირების დასასრულამდე.
ძვ. წ. 1000 წლიდან ქრისტიანული ერის დაწყებამდე ბაბილონური ენის ახალი
პერიოდის ბატონობის ხანაა (ახალი ბაბილონური). გამოიყოფა ქვეპერიოდი,
რომელიც ძვ. წ. 600 წლიდან იწყება და გრძელდება ბაბილონური ენის
ფუნქციონირების დასასრულამდე, რაც ემთხვევა ქრისტიანული ერის დასაწყისს.
მას ხშირად გვიანბაბილონურსაც უწოდებენ. ამ პერიოდში იგი განიცდის
არამეულის ძლიერ გავლენას. როგორც ჩანს, ძვ. წ. 1400 წლიდან მოყოლებული
500 წლამდე ბაბილონურშიც და ასურულშიც შეიმჩნევა ლიტერატურულ და
სალაპარაკო ენებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა. ეს პერიოდი "ახალგაზრდა
ბაბილონურის" სახელწოდებითაცაა ცნობილი.
ძვ. წ. 600 წლამდე ასურულსაც და ბაბილონურსაც ახასიათებდა პარალელური
განვითარება, ამ პროცესს ერთგვარი ფაზები ჰქონდა. ვითარება შეიცვალა 616-605
წლებში, როდესაც მიდიელებმა ბაბილონელებთან კავშირში გაანადგურეს
ასურეთის სახელმწიფო. ამ მომნტიდან ასურულმა ენამ არსებობა შეწყვიტა.
ბაბილონური განაგრძობდა არსებობას მაგრამ აქემენიდური სპარსეთის მიერ
ბაბილონის დაპყრობის შემდეგ იგი მხოლ რამდენიმე დამოუკიდებელი
პრივილეგირებული ქალაქის ოფიციალური ენა იყო.
18.ებრაული განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურულ ენათა
შორის, ვინაიდან ძველი აღთქმის ენაა. ის იყო ებრაელი ხალხის სალიტერატურო
და სასაუბრო ენა დიდი ხნის განმავლობაში. შემდგომ დიდი ხნით ებრაულ ენაზე
აღარ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ის აღდგენილ იქნა და დღეს ის ისრაელის
სახელმწიფოს ოფიციალური ენაა.
ბიბლიაში ამ ენას ეწოდება „ქანაანური ენა“, მოგვიანო პერიოდში მოიხსენიებენ,
როგორც „იუდაური“, ხოლო პოსტბიბლიურ ხანაში „წმინდა ენა“ ან „ბრძენთა ენა“.
სახელ ებრაული ისრაელის ხალხთან მიმართებაში პირველად ნახმარია ძვ.წ II
საუკუნეში, მანამდე ეთნოსს ასახავდა.
ებრაულ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ბიბლია. ძველი აღთქმის
წიგნები სხვადასხვა დროს ჩაიწერა, ამიტომაც მათში დასტურდება განსხვავებული
სტილი, ასევე ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშალებები.რაც
შეეხება ბიბლიის უძველესი წიგნების თვით ლიტერატურულ ფორმას, მათ
თავისებურებებს, რომლებიც იმაში გამოიხატება, რომ, მაგალითად, ესა თუ ის
ცნება და მოვლენა თუნდაც ერთსა და იმავე ქვეთავის დარგლებში რამდენიმე
სხვადასხვა სიტყვითაა გადმოცემული, ეს შეიძლება აიხსნას არა წყაროთა
სიმრავლით, არამედ იმით, რომ ებრაული ნაკლებად განსხვავდება საერთო
ქანაანურისაგან.
ძვ.წ II ათასწლეულში დაადგინეს, თუ რომლები იყო ბიბლიის კანონიკური წიგნები
და უნდა მომხდარიყო მათი საბოლოო რედაქციული გამართვაც. იმ მიზნით რომ
ტექსტები არ დამახინჯებულიყო შეიქმნა ე.წ „მასორა“. ტექსტის შემნახველებს,
მასორეტებს, შემუშავებული ჰქონდათ გარკვეული მეთოდები, რის საშუალებითაც
ხელს უშლიდნენ ტექსტის შეცვლას. ზუსტად იყო დადგენილი ესა თუ ის წიგნი
რამდენ მუხლს შეიცავდა, ზუსტად აღინიშნებოდა წიგნების შუა ადგილი.
ემპირიულად იქნა გამოყვანილი მრავალი გრამატიკული წესი. ყოველივე ეს
გადაეცემოდა ან ზეპირად, ან იწერებოდა ცალკე წიგნად. მასორის მიზანი იყო
ხმოვანთა ზუსტი წარმოთქმნის ტრადიციის დაცვა, რადგან ებრაულში
მოგვიანებით დაიწყეს ხმოვანთა ნიშნების ხმარება. ებრაელებმა მიაღწიეს იმას,
რომ მრავალ ხელნაწერში შენარჩუნებული იყო ბიბლიური ტექსტების
იდენტურობა. მას მასორეტული რედაქცია ეწოდება. დღესდღეობით ის მიღებულია
იმ სახით, როგორც ეს დაადგინა ახ.წ X საუკუნის მასორიტმა, ბენ აშერმა, რომელიც
ტიბერიაში ცხოვრობდა. ებრაულ ენაზე შექმნილი უძველესი ძეგლია დებორას
ქება, რომელიც ძვ.წ XIII საუკუნით თარიღდება, ასევე დავითის ელეგია.
ძვ.წ X-VI საუკუნეებში ისრაელის მონარქიაში ლაპარაკობდნენ „ქანაანურ
ენაზე“.მოშე გრინბერგი და სხვა მკვლევრებიც მიიჩნევენ, რომ იმ პერიოდის
ბიბლიის ებრაული ფაქტობრივად ქანაანური დიალექტია და ნაკლებად
განსხვავდება ფინიკიელებია, მოაბიტებისა და ედომიტების ენათაგან.
17. ბაბილონის ტყვეობის დროს დაჩქარდა ის პროცესი, რომელიც ისრაელის
სამეფოს დამოუკიდებლობის უკანასკნელ წლებში დაიწყო, ეს იყო არამეული ენის,
lingua franca-ს გავლენა.
ლინგუა ფრანკა - ენის ფუნქციური ტიპი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ენაზე
მოლაპარაკე ხალხთა ურთიერთობის საშუალებად გარკვეულ რეგიონში.
თავდაპირველად lingua franca აღნიშნავდა კონკრეტულ ნარევ ენას. მას იყენებდნენ
არაბი და თურქი ვაჭრები ევროპელებთან ურთიერთობაში. ჯვაროსნული
ლაშქრობების დროს ამ ენის მნიშვნელობა გაიზარდა. შეითვისა ესპანური,
ბერძნული, არაბული და თურქული ელემენტები და ის მე-19 საუკუნემდე
გამოიყენებოდა. ამჟამად ტერმინი lingua franca აღნიშნავს ნებისმიერ
საურთიერთო საშუალებას სხვადასხვაენოვანი ხალხისთვის.
ძვ.წ 538 წელს სპარსელებმა კიროსის მეთაურობით დაამარცხეს მეფე
ნაბუქოდონოსორი. მან ტყვეობაში მყოფი ებრაელები გაათავისუფლა. ისინი
სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ მათი შვილები უკვე ლაპარაკობდნენ
„არასუფთა“ ებრაულ ენაზე, მან განიცადა არამეული ძლიერი გავლენა. სოფლის
მოსახლეობაში ებრაული ენა მყარად იყო დამკვიდრებული, აგრძელებდა თავისი
ბუნებრივი გზით განვითარებას.
ძვ.წ 167-166 წლებში მოხდა აჯანყება სირიულ-ბერძნული გავლენის წინააღმდეგ და
დროებით აღდგა ებრაელთა დამოუკიდებლობა. ამ პერიოდში სასახლის კარზე
იქმნება ისტორიული თხზულებები, სადაც ვხედავთ ბიბლიური ებრაულის
იმიტაციას. ასევე ოფიციალური დოკუმენტებიც უკვე იწერება ებრაულად. თუმცა მან
ვერ შეასუსტა არამეულის პოზიციები. ხშირად აღნიშნავენ, რომ იესო ქრისტეს
მშობლიური ენა არამეული იყო. წელთაღრიცხვათა მიჯნაზე პალესტინაში
გავრცელებული იყო არამეული ენა, ამიტომ შესაძლებელია, რომ იესო ქრისტეს
არამეულად ელაპარაკა.
ტერმინი „აპოკრიფი“ აღინიშნება ზოგიერთი იუდაისტური და ადრინდელი
ქრისტიანული წიგნი, რომელიც საეკლესიო კანონში არ შესულა. ეს ტერმინი
პირველად ნახმარია IV საუკუნეში რომის პაპის დეკრეტში. ამავე საუკუნეში შეიქმნა
აპოკრიფული წიგნების პირველი სიაც. ისინი იყოფა ძირითადად ძველი და ახალი
აღთქმის აპოკრიფეფად. პირველი რიგის აპოკრიფებად ითვლება ძველი აღთქმის
წიგნები: პირველი ეზრა, ტობი, ივდითი, სოლომონის სიბრძნე მესამე ეზრა, ბარუქი
და სხვა. მეორე რიგის აპოკრიფებია: ადამ და ევას ცხოვრება, ენოქის წიგნი,
იუბილეთა წიგნი, თორმეტი პატრიარქი და სხვა. პირველი რიგის აპოკრიფები,
რომელთაც აღმოსავლური ეკლესია დასავლურისაგან განსხვავებით და მეორე
რიგის აპოკრიფებისაგან გამოსარჩევად არაკანონიკურ წიგნებს უწოდებს, შეიქმნა
ძვ.წ IV-I საუკუნეებში. ქრისტიანობამ ძველი აღთქმა სრულად მიიღო. აპოკრიფები
აღმოჩნდა მკვდარი ზღვის მიდამოებში 1947-65 წლებში.
ბ.გრანდეს აზრით, ებრაული, როგორც ცოხალი ენა, საკმაოდ დიდი ხნის
განმავლობაში იქნა შენარჩუნებული. მიჩნეულია, რომ ბაბილონის ტყვეობიდან
დაბრუნების შემდეგ ებრაული ძალიან მალე გამოვიდა ხმარებიდან. ამის
საპირისპიროდ მოჰყავთ არგუემენტები: აპოკრიფული ლიტერატურის არაერთი
წიგნი დაწერილია თვითმყოფადი ებრაულ ენაზე, რომელიც განსხვავდება
ბიბლიის კლასიკური ებრაულისგან. მაშასადამე ის ასახავს ებრაელთა ცოცხალ
მეტყველებას.
I-III საუკუნეები რაბინული მწერლობის პერიოდია. ეს იყო ებრაელი სწავლულების
მიერ შექმნილი ლიტერატურა ძირითადად სამართლის დარგში, ასევე ბიბლიის
ვრცელი კომენტარები. ამ დროს ებრაულ ენას მნიშნელოვანი ცვლილებების
კვალი ეტყობა, ლექსიკა უფრო ფართოა ჭარბადაა არამეული, ბერძნული და
ლათინური ნასესხობანი. სტრუქტურის თალსაზრისით ენა არამეიზებულია.
66-70 წლებში, ასევე 132-135 წლებში მოხდა ებრაელთა ორი დიდი აჯანყება,
რომელიც რომაელებმა ჩაახშეს. ებრაელთა ცხოვრების ცენტრმა ჩრდილოეთით,
გალილეაში გადაინაცვლა, სადაც არამეული და ბერძნული დაწინაურებული ენები
იყო. ებრაული არსებობას განაგრძობს, როგორც მწიგნობრობისა და
ღვთისმსახურების საშუალება, მოსახლეობის სალაპარაკო ენად კი მეტად
მკვიდრდება არამეული. ებრაული მხოლოდ წიგნებიდან შეისწავლებოდა, ის აღარ
იყო ცოცხალი ენა.
რომაელთა მიერ იერუსალიმის დანგრევის შემდეგ ებრაულ ენაზე შეიქმნა
რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი. ესენია: მიშნა-ვრცელი სისტემატური კოდექსი,
რომელშიც თავმოყრილია იურიდიული და რელიგიური კანონები.
თავდაპირველად მას ზეპირი გზით გადასცემდნენ. მიშნის გვერდით დგას
ზოგიერთი სხვა კოდექსიც. ისინი მხოლოდ ნაწყვეტების სახითაა შემორჩენილი
თალმუდში. როგორც მიშნის, ასევე სხვა მცირე კოდექსთა ენა მეტად შეკვეცილი
და მშრალია. ის საგრძნობლად განსხვავდება ბიბლიის ებრაულისაგან. დაიკარგა
ზოგიერთი გრამატიკული ფორმა. მომდევნო საუკუნეთა განმავლობაში მიშნას
შეისწავლიდნენ და კომენტარებს უკეთებდნენ როგორც პალესტინის, ასევე
ბაბილონის აკადემიებში. ეს ყოველივე ცნობილია გემარას სახელით. გემარა და
მიშნა გააერთიანეს უზარმაზარ კოდექსად, რომელსაც თალმუდი ეწოდება.
ცალკე გამოიყოფა შუა საუკუნეების პერიოდი, რომელიც მოიცავს X-XV საუკუნეებს.
ისლამური კულტურის გავლენის ქვეშ იბერიის ნ.კ-ზე ებრაელები ქმნიან
მრავალფეროვან და საინტერესო ლიტერატურას. არაბების გატაცება
მეცნიერებით სათანადოდ აისახა შუა საუკუნეების ებრაულ მემკვიდრეობაშიც.
ხშირია თხზულებების თარგმნა არაბულიდან. ამ პერიოდის ებრაულისთვის
დამახასიათებელია არაბული ენის ძლიერი გავლენა როგორც ლექსიკის, ისე
სინტაქსის სფეროში.
ებრაულის, როგორც თანამედროვე ენის, აღორძინება დაკავშირებულია ევროპაში
საგანმანათლებლო მოძრაობასთან. ებრაელებში სალაპარაკო ენად
გავრცელებული იყო იუდაურ-გერმანული ჟარგონი, იდიშად წოდებული.
ებრაელები ცდილობდნენ ეწერათ არა რაბინული სტილით, არამედ ბიბლიის
ებრაულთან ახლოს მდგომი ენით. XIX საუკუნეში ებრაელებში იწყება
ნაციონალური მოძრაობა და ამან ხელი შეუწყო თანამედროვე ებრაულის
პირველი კლასიკური ნიმუშების შექმნას. XIX-XX საუკუნეებში. ებრაული ელემენტი
პალესტინაში თანდათან მძლავრდებოდა, ებრაულ ენას ასწავლიდნენ ბავშვებს,
რაც ენის გაცოცხლების აუცილებელი პირობა იყო. 1948 წელს შეიქმნა ისრაელის
სახელმწიფო, რომლის ოფიციალური ენა თანამედროვე ებრაულია.
19.ისლამამდელი პერიოდის არაბული ეპიგრაფიკული ძეგლები
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ პროტოარაბული და სალიტერატურო
არაბული. პროტოარაბული დამოწმებულია ეპიგრაფიკული ძეგლებით,
რომლებიც ავლენენ სამ ერთეულს: სამუდურს, ლიჰიანურს და საფაურს.
წარწერები აღმოჩენილია არაბეთის ნახევარკუნძულზეც და მის გარეთაც.
დამწერლობა უკავშირდება სამხრეთ-არაბულს. წარწერათა დიდი ნაწილი
უთარიღოა. სამუდური და საფაური წარწერები ღარიბია შინაარსით, ლიჰიანური კი
მიუხედავად მასალების ფრაგმენტულობისა, მაინც გვაწვდიან მხირე, მაგრამ
არაბული ენის ისტორიისათვის მნიშვნელოვან ცნობებს.
აღსანიშნავია დასავლეთარამეული ძეგლები: ნაბატეური, პალმირული და
ედესური. დამტკიცებულია, რომ წარწერები ეკუთვნით არაბებს. ნაბატეური
წარწერები უხვად შეიცავენ არაბული ენის ელემენტებს. არამეული ძეგლების
გარდა ცნობილია არაბულიც, შესრულებული ნაბატეური ანბანით: ალ-ჰირაში და
ან-ნამარაში.
სალიტერატურო არაბული ეპიგრაფიკულ ძეგლებში გამოყენებულია არაბული
ანბანი. ძეგლთა რიცხვი მცირეა: სამი გრაფიტი სინას ნახევარკუნძულზე, სირიულ-
ბერძნულ-არაბული ზაბადში, ალ-ჰირაში და ბერძნულ-არაბული ჰარანში. ზაბადის
წარწერის არაბული ნაწილი დაზიანებულია, შემორჩენილია თხუთმეტიოდე
სიტყვა; იგივე ითქმის ჰარანის წარწერაზე. არაბული ეპიგრაფიკული ძეგლები
მეტად მწირ ცნობებს გვაწვდიან. ამ ხარვეზს ავსებს საყოველთაოდ აღიარებული
ისლამამდელი პოეზია.
20.სალიტერატურო არაბული ენა
სალიტერატურო არაბულის ჩამოყალიბება იწყება წინაისლამურ ხანაში.
ეპიგრაფიკულ ძეგლებში გამოყენებულია არაბული ენა, თუმცა ისინი მწირ
ცნობებს გვაწვდიან და ამ ხარვეზს ავსებს ისლამამდელი პოეზია. პოეტური
თხზულებები ცნობილია VI საუკუნიდან. მათ თაობიდან თაობას გადასცემდნენ
რავიები, შემდეგ კი იწყება ჩაწერა და და თავმოყრა კრებულებსა და დივნებში.
პოეტურ ქმნილებათა დიდი ნაწილი დაკარგულია. ჩვენამდე მოღწეუთა შორის
ზოგი ყალბი ჩანს, მაგრამ უმეტესობის ორიგინალობა უდაოა. პოეზიის ენა
გავრცელებული იყო დიდ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, იგი არ ამჟღავნებს
დიალექტთა თავისებურებებს, წარმოადგენს პოეტურ კონიეს; ამის გამო გაჩნდა
თვალსაზრისი, რომ შესაძლებელია მის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა
მიეღოთ გვიანდელ ფილოლოგებს. ბევრი მეცნიერი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
VII საუკუნეში იქმნება პირველი ლიტერატურული ძეგლი, ყურანი, რომელიც
ენობრივად მჭიდროს უკავშირდება ისლამამდელ პოეზიას.
აღიარებულია, რომ სალიტერატურო არაბული, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი
ისტორიისა, არსებითად არ შეცვლილა. ცვლილება განიცადა მხოლოდ ლექსიკამ
და სემანტიკამ, ნაწილობრივ სინტაქსმა. ძლიერი ენობრივი ტრადიციის გამო
სალიტერატურო არაბულის ფონემათა სისტემა, შეიძლება ითქვს, იგივეა, რაც მისი
ჩამოყალიბების დროისათვის იყო.
სალიტერატურო არაბული შეიძლება რამდენიმე პერიოდად დაიყოს: 1.
კლასიკური (ჰიჯრის I საუკუნემდე) 2. საშუალო არაბული ( IX-XVIII საუკუნეები) და 3.
თანამედროვე არაბული (XIX საუკუნიდან დღემდე).
VII საუკუნიდან შეუდგნენ ძველი პოეზიის ფიქსაციას. პოეზიის და ყურანის
შესწავლისას იწერებოდა საუკეთესო ფილოლოგიური და ლექსიკოგრაფიული
ტრაქტატები. ლიტერატურული ნორმების დადგენაში დიდი როლი ხვდა წილად
ყურანს. კლასიკურ ენაზეა თხზულებები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში,
ისტორიასა და გეოგრაფიაში. მათი მნიშვნელობა კაცობრიობის
განვითარებისათვის კარგადაა ცნობილი.
XI საუკუნიდან აღინიშნება ჯერ ლიტერატურის და საერთოდ კულტურის
განვითარების შეფერხება, შემდეგ დაქვეითება. ძველი, აგრეთვე XI-XIII საუკუნეების
უდიდესი პოეტებისა და სწავლულთა შედევრებს ცვლიან პოპულარული ხასიათის
თხზულებები, იზღუდება სალიტერატურო არაბულის სფერო.
XIX საუკუნიდან იწყება სალიტერატურო არაბულის აღორძინება. ეს გამოწვეული
იყო, ერთი მხრივ, პოლიტიკური და კულტურული ძვრებით არაბულ ქვეყანაში,
მეორე მხრივ კი, მოწინავე ცივილიზაციასთან მჭიდრო კავშირის დამყარებით. ამ
საქმეს ხელი შეუწყო აგრათვე აღმოსავლეთმცოდნეობამ, რომელიც უკვე მაღალ
დონეზე იდგა.
21.არაბული დიალექტები და დიგლოსიის პრობლემა
ძველი არაბული დიალექტების შესახებ ცნობები ძირითადად მოცემულია შუა
საუკუნეების გრამატიკოსებთან. გამოვლინდა რამდენიმე მსხვილი ერთეული.
აღნიშნული ტომის ან ადგილმდებარეობის სახელით ისინი იყოფა ორ ჯგუფად -
აღმოსავლურად და დასავლურად. ძველი დიალექტები განირჩევიან, როგორც
სალიტერატურო ისე თანამედროვე სასაუბრო ენისაგან.
თანამედროვე დიალექტები, გარდა არაბეთის ნახევარკუნძულისა
გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. ისინიც ორ ჯგუფს შეადგენენ - დასავლურს
და აღმოსავლურს. შუა აზიურში განირჩევა ორი დიალექტი: ბუხარული და
კაშკადარიული. მათ აკავშირებენ მესოპოტამიურთან და ნაწილობრივ არაბეთის
ნახევარკუნძულის მეტყველებასთან. მაღრიბული დიალექტები, აგრეთვე
მალტური, სიცილიური, ბალეარის კუნძულების და პანტელერიის არაბული ერთი
ტიპისაა. კვიპროსის არაბული ლიბანურს უკავშირდება. დიალექტთა შორის
სხვაობა დიდია, თუმცა მრავალი საერთო ნიშანიც შეინიშნება.
სოციალური დიალექტები ცნობილი იყო უკვე ძველ არაბეთში. ამჟამად
ასახელებენ სამ ერთეულს: ქალაქელთა, ფელაჰების და ბედუინების მეტყველებას.
რაც შეეხება დიგლოსიის პრობლემას. ეს პრობლემა დიდ ინტერესს იწვევს, მისი
კვლევის შედეგები კი ყოველთვის არ არის სარწმუნო. გავრცელებულია
შეუმოწმებელი დებულება, რომ თანამედრობე დიალექტები მომდინარეობენ
კლასიკური არაბულიდან. აღნიშნული თვალსაზრისით, სასაუბრო ენა
ლიტერატურულის გამარტივებული სახეობაა.
22.მთარგმნელობითი პროცესი ინტენსიური სახით დაიწყო აბასიანთა ეპოქაი და
მისი ცენტრი იყო ქალაქი ბაღდადი. ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
ბერძნული და არაბული ფილოლოგიისათვის, ფილოსოფიის ისტორიასა და
მეცნიერებისათვის. ეს პროცესები ფართოდაა გაანალიზებული და მათ დიდძალი
სამეცნიერო ლიტერატურა ეძღვნება, მაგრამ ნაკლებადაა შესწავლილი ბერძნულ-
არაბული მთარგმნელობითი პროცესი, როგორც სოციალური მოვლენა. ეს
მთარგმნელობითი პროცესი 2 საუკუნე გრძელდებოდა, რაც მიუთითებს მის
მნიშვნელობაზე. მთარგმნელობით საქმიანობას მხარს უჭერდა აბასიანთა
სახალიფოს მთელი ელიტა, საქმიანობას მხარს უჭერდა აბასიანთა სახალიფოს
მთელი ელიტა, ხალიფები, სამხედრო ლიდერები, სამოოქალაქო
მაღალჩინოსნები, ვაჭრები, ბანკირები თარგმნას აფინანსებდნენ კერძო პირები
და სახელმწიფო ლიდერები ე.ი მთარგმნელობითი პროცესი არ იყო რომელიმე
ჯგუფის პირადი ინტერესი, სწავლის სურვილი ჰქონდა ყველას და ბოლოს, ეს საქმე
ხორციელდებოდა თანმიმდევრული მეცნიერული სიზუსტითა და
მეთოდოლოგიით.
მთარგმნელობითი პროცესის შესახებ დომინირებს 2 მოსაზრება:
1. მთარგმნელობითი საქმიანობა წამოიწყეს სირიულენოვანმა ქრისტიანებმა, მათ
სურდათ, რომ ხაზი გაესვათ საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობებისთვის.
2. მთარგმნელობითი საქმიანობა იყო ბრძენი ხალიფების ინიციატივა, რადგან
ისინი განათლების მნიშვნელობას აფასებდნენ და სურდათ წამოეწყოთ ევროპული
განმანათლებლობის მსგავსი პროცესი.
23.სირიულენობანმა ქრისტიანებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს
მთარგმნელობით საქმიანობაში. მთარგმნელები ძირითადად მათი წრიდან იყვნენ
გამოსულები. უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბი ბერძნულიდან სირიულად
ნათარგმნი საერო თხზულებებისა ვერ გაუტოლდება არაბულს, თუმცა სირიელების
მიერ ბერძნული მეცნიერებით დაინტერესება მნიშვნელოვანია. სირიულ
დასახლებებში ბერძნულ საერო მემკვიდრეობას დიდი ადგილი ეთმობა. მე-7 და
მე-8 საუკუნეებში გამოჩნდნენ სავირუს ნაზაბიელი და იაკობ ედესელი, რომლებიც
მრავალეროვნები იყვნენ. არსებობს მოსაზრება, რომ არაბული თარგმანები
გამომდინარეობს უკვე არსებული სემიტურისაგან ე.ი სირიული თარგმანებიდან
აბასიანებამდე შედარებით მცირერიცხოვანი თხზულებები იყო ნათარგმნი.
სირიულად, ასტრონომია, ასტროლოგია და ფილოსოფია. სირიულენოვანმა
ქრისტიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბერძნულ-არაბულ მთარგმნელობით
პროცესში, მაგრამ ეს არ იყო მათი ინიციატივა. ამ საქმის წამოწყება სამეცნიერო
მიმართულებები განპირობებული იყო ისლამურ იმპერიაში შექმნილი
სიტუაციიდან.
ბერძნული მართლმადიდებულური ქრისტიანული კულტურა იქმნებოდა
ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, მაგრამ კონსტანტინოპოლის ფარით, ინიციატივით.
ბერძნული სეკულარული კულტურა ექვემდებარება სარწმუნოებრივ ინტერესს.
სეკულარული ცოდნა არ არის აქტუალური. ბერძნული აზროვნება სხვა
მიმართულებით მიდის, ეწყობა საეკლესიო კრებები, სადაც ქრისტიანობის შიდა
პრობლემები მოსაგვარებელია.
24.რაც შეეხება აბასიანებს, ბაღდადი შორს იყო ბიზანტიური ზეგავლენისაგან.
აბასიანები იყენებდნენ სპარსელებს, არამეელებსა და ქრისტიან არაბებს. ამ
წრეებში არ იყო მტრული დამოკიდებულება ბერძნული სეკულარული
მემკვიდრეობის მიმართ, აღსანიშნავია ის, რომ სასულიერო თხზულებების
თარგმნა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა სეკულარული ლიტერატურის
სათარგმნად. ელინიზმის ნიმუშს პირველად ვხვდებით სერგი რეშანინელის
თარგმანში. იგი იყო მღვდელი, ექიმი, მთარგმნელი.
• 25.ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღმოცენება და პერიოდიზაცია;
ისლამის გამარჯვებამ,მისმა გავრცელებამ და გაძლიერებამ გამოიწვია არაბული
ენის გავრცელება დაპყრობილ არაარაბულ მოსახლეობაში სახალიფოს მთელ
ტერიტორიაზე.დაპყრობილმა ხალხებმა მიატოვეს თავიანთი ადრეული
ნაციონალური ენა და მიიღეს დამპყრობელთა მეტყველება.არაბული ენა დიდი
დოზით იხმარებოდა მწერლობაშიც.არაბული ენის გავრცელებამ და გაბატონებამ
განაპირობა ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღმოცენება.არსებობს ორი
თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით.პირველი,რომ ქრისტიანული არაბული
ლიტერატურა განიხილება,როგორც ერთიანობა იმ არაბ ავტორთა
ნაწარმოებებისა,რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან.მეორე,რომ
ქრისტიანული არაბული ლიტერატურა არის არაბული საბურველის ქვეშ
აღმოცენებული,მასალისა და შინაარსის თვალსაზრისით მთლიანად არა,მაგრამ
დიდი რაოდენობით ქრისტიანული,ე.ი უპირველეს ყოვლისა,რელიგიური
ელფერის მატარებელი.არაბული ლიტერატურის ზოგად ისტორიაში დღემდეა
შეტანილი ქრისტიან ავტორთა საერთო ნაშრომები,რომლებიც შინაარსით
ახლოსაა მუსლიმურ თხზულებებთან.
ქრისტიანული არაბული ლიტერატურა მერვე საუკუნეში ჩაისახა და იგი
განსაკუთრებით ვითარდებოდა მეათე საუკუნეში.

• 26.ქრისტიანობა არაბთა შორის ისლამამდელ პერიოდში;


ქრისტიანობა არაბთა შორის ჯერ კიდევ ისლამამდელ პერიოდში იყო
გავრცელებული.არაბ ტომთა დიდი ნაწილი წარმართი იყო,თუმმცა ზოგიერთ
მათგანში ქრისტიანობა დამკვიდრდა მთლიანად,ზოგიერთში კი ნაწილობრივ.
ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში ცენტრალური არაბეთიდან გასვლა
დაიწყეს ჩრდილოარაბულმა ტომებმა.ისინი ჯერ ტრანსიორდანიაში
გავიდნენ,შემდეგ ნაბატეაში.სირიასა და მესოპოტამიაში.შეუძლებელია,რომ ამ
ტერიტორიაზე არაბებს არ ჰქონოდათ შეხება ქრისტიანობასთან და ამას
შესაბამისი შედეგი არ გამოეღო,ვგულისხმობთ არაბთა ნაწილის გაქრისტიანებას.
1.,,პროვინცია არაბია“ ნაბატეველთა სახელმწიფოს დაშლის შედეგად
აღმოცენდა.ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ არაბები,რომელთაც თავი დაანებეს
მომთაბარეობას და მკვიდრი ყოფა ისწავლეს.მათ შორის იყვნენ ქრისტიანები.
2.ღასანიანთა ვასალური სახელმწიფო რომზე იყო დამოკიდებული და მის
კულტურულ ზეგავლენას განიცდიდა.მას ძირითადად შეუერთდნენ
არაბები.ღასანიანთა გავლენის სფერო ვრცელდებოდა ევფრატიდან
მოყოლებული ქალაქ პეტრამდე.მე-6-მე-7 საუკუნეთა წყაროებში კი ჩანს,რომ ამ
ქვეყააში გაბატონებულია მონოფიზიტური ქრისტიანობა.
3.ლაჰმიანთა სახელმწიფო,სადაც არაბები სახლობდნენ,იყო სასანიანთა
იმპერიისადმი დაქვემდებარებული ქვეყანა.აქ გავლენა ნესტორიანელებს
ჰქონდათ მოპოვებული,რომლებიც ერთადერთ ქრისტიანულ გაერთიანებად არ
რჩებოდნენ.იქ მონოფიზიტებს თავიანთი მომხრეები ჰყავდათ,რომელთა რიცხვი
განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ,რაც ბერძენთა მხრიდან დევნის გამო ბევრი
მონოფიზიტი გადასახლდა სპარსეთში.უკანასკნელმა ლაჰმიანმა მეფემ აღზრდა
მიიღო ქრისტიან ოჯახში თამიმის ტომიდან,მაგრამ პოლიგამიისა და სხვა
წარმართული ჩვეულებების მატარებელი დარჩა.საბოლოოდ,ლაჰმიანების
მეფობას ბოლო მოეღომდა ჰირის ტერიტორია სპარსეთის პროვინცია
გახდა.ნესტორიანული ეკლესიის მესვეურთა დახმარებით სპარსელებმა ხელთ
იგდეს ბაჰრეინის კუნძული და მიმდებარე ადილები და ასევე ჰადარმაუთი.ამ
ტერიტორიებზე კი გარკვეული დოზით მოხერხდა ნესტორიანული ქრისტიანობის
გავრცელება.
4.ჰიმიარელთა სახელიმწიფო-აქ ქრისტიანობის გავრცელება დაკავშირებულია მე-
4 საუკუნეში აბისინიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებასთან.
5.ჰიჯაზი-ისლამური სახელმწიფო,რომელიც იყო სავაჭრო ცენტრი საქარავნო
გზაზე,იქ მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი წარმართი იყო,დანარჩენთაგან უფრო
მცირე ნაწილი- იუდეველი,მეტი კი-ქრისტიანი.ჰიჯახში ცხოვრობდნენ აბისინიელი
ხელოსნებიც,რომლებიც ქრისტიანები იყვნენ.აქ მცხოვრები ქრისტიანების
ზეგავლენის შედეგად ადგილობრივ არაბთა შორის გავრცელდა ქრისტიანობა.
• 27.ქრისტიანული არაბული ლიტერატურის არსებობის საკითხი
ისლამამდელ პერიოდში;
წინაისლამურ პერიოდში არაბთა უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი
იყო.საყოველთაოდაა აღიარებული ქრისტინთა როლი არაბული ანბანის
ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.არსებობს ჩრდილოარაბული დამწერლობის
რამდენიმე წინაისლამური ფორმა.ერთ-ერთი სახეობა იხმარებოდა
ჩრდილოარაბეთსა და სირიაში.ამ ანბანით უძველესი წარწერები აღმოჩნდა
ეკლესიათა შესასვლელებზე.ბევრი მკვლევარი,მაგალითად,სამირ ხალილ
სამირი,მიიჩნევს,რომ აღნიშნული ანბანი ქრისტიანთა მიერ გამოყენებული უნდა
ყოფილიყო რელიგიური ხასიათის ტექსტებში,თუმცა ჯერ არ არის აღმოჩენილი
არავითარი ხელნაწერი მასალა,რომელიც ამას დაადასტურებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიის არაბული თარგმანების
შესწავლას.ქრისტიანულ და ისლამურ წყაროებში აღნიშნულია,რომ ბიბლიის
გარკვეული ადგილები თარგმნილი იყო არაბულად ისლამამდე.ანტონ
ბაუმშტარკი ვარაუდობს წინაისლამურ ხანაში არაბული თარგმანის არსებობას.
თუმცა,მე-8-მე-9 საუკუნეებამდე ბიბლიის არაბული თარგმანები შეიძლებოდა
მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათისა ყოფილიყო.საბოლოოდ შეგვიძლია
დავასკვნათ,რომ წინაისლამურ ხანაში ქრისტიანა არაბებს ჰქონდათ
ფრაგმენტული რელიგიური ტექსტები მშობლიურ ენაზე.ვინაიდან არაბ ტომთა
უმეტესობა უწიგნური იყო,არაბული ანბანი ჯერ ნაკლებად იყო
გავრცელებული.იმის საფუძველი არ ჩანს,რომ ვისაუბროთ ქრისტიანულ არაბულ
ლიტერატურაზე.ეს ლიტერატურა ვითარდება მხოლოდ მას შემდეგ,რაც ხდება
მუსლიმთა ექსპანსია.მათმა შეჭრამ სირია-მესოპოტამიაში,სინა-პალესტინასა და
ეგვიპტეში გამოიწვია ის,რომ ამ ტერიოტიებზე ქრისტიანული მოსახლეობის
მშობლიურ ენად იქცა არაბული,რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ბერძნულის
პოზიციები მახლობელი აღმოსავლეთის ქალკედონიტთა შორის,რამაც გამოიწვია
ქრისტიანული არაბული ლიტარატურის განვითარება.
• 28.ქრისტიან არაბთა როლი არაბული ანბანის ჩამოყალიბებაში;
მართალია, წინაისლამურ პერიოდში არაბთა უმეტესობა წერა–კითხვის
უცოდინარი იყო, მაგრამ მაინც იბადება კითხვა, გააჩნდათ თუ არა მაშინ ქრისტიან
არაბებს რაიმე ლიტერატურული პროდუქცია თავიანთ ენაზე. ასეთი პრობლემის
წამოჭრას, პირველ რიგში, ბიძგი მისცა არაბული ანბანის წარმოშობის კვლევამ,
ვინაიდან საყოველთაოდაა აღიარებული ქრისტიანთა როლი ამ ანბანის
ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. იგი წარმოადგენს არამეული დამწერლობის
იმ სახეობათა განვითარებას, რომელიც ცნობილია ნაბატეურისა და ნეოსირიულის
სახელწოდებით. ჩრდილოარაბული დამწერლობის რამდენიმე წინაისლამური
ფორმა არსებობს. პირველი მათგანი, სინას დამწერლობა, უშუალოდ
ნაბატეურიდან აღმოცენდა. ამ პრიმიტიული ანბანითაა შესრულებული ან–ნამარას
წარწერა (328 წ.), 8 მეორე სახეობა კი იხმარებოდა ჩრდილოარაბეთსა და სირიაში,
ეს უფრო დახვეწილი სახეობაა. ამ ანბანით შესრულებული უძველესი წარწერები
აღმოჩნდა ეკლესიათა შესასვლელებზე – ზაბადის ბერძნულ–სირიულ–არაბული
ტრილინგვა (512 წ.) და ჰარანის ბერძნულ–არაბული ბილინგვა (568 წ.). როგორც
ჩანს, ახლად წარმოქმნილმა ანბანმა ჰიჯაზში იმ ინტენსიური კონტაქტების
წყალობით შეაღწია, რომელიც მექელ ვაჭრებს ჰქონდათ სირია–
მესოპოტამიასთან. ბევრი მკვლევარი, მაგალითად, სამირ ხალილ სამირი,
მიიჩნევს, რომ აღნიშნული ანბანი ქრისტიანთა მიერ გამოყენებული უნდა
ყოფილიყო რელიგიური ხასიათის ტექსტებში, მაგრამ დღესდღეობით ჯერ არ არის
აღმოჩენილი არავითარი ხელნაწერი მასალა, რომელიც ამას კონკრეტულად
დაადასტურებდა. თანაც აქვე უნდა გავითვალისწინოთ პალეოგრაფთა ერთი
მნიშვნელოვანი შენიშვნა: არაბული ანბანის ხსენებულ ორ სახეობას არ მიუღია
ფართო გეოგრაფიული გავრცელება და მათ ყველა ისლამამდელი არაბი არც
იყენებდა, მით უმეტეს, რომ არაბ ტომთა დიდი ნაწილი საერთოდ წერა–კითხვის
უცოდინარი იყო. არაბული ანბანის მესამე ადრეული სახეობა იყო ქუფური მდ.
ევფრატზე. ესაა კუთხოვანი მონუმენტური დამწერლობა, რომელიც ინტენსიურად
აითვისეს მუსლიმებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოარაბული
ანბანის, როგორც ასეთის, საბოლოო ჩამოყალიბება და საყოველთაო ფართო
გავრცელება მუსლიმების დამსახურებაა.
• 29.დოგმატურ-პოლემიკური დარგის სპეციფიკა ქრისტიანულ არაბულ
ლიტერატურაში;

• 30.ისლამის აღმოჩენება, მუჰამედ წინასწარმეტყველის მისია;


ისლამი მესამე მონოთეისტური რელიგიაა,რომელიც მე-7 საუკუნეში იქადაგა
მუჰამედმა.მოციქულები ანგელოზებზე მაღლა დგანან და ალაჰის ნებას
განაცხადებენ დედამიწაზე.ხალხს უქადაგებენ ჭეშმარიტებას.ისლამში გამოიყოფა
ექვსი ძირითადი მოციქული.ამათგან უკანასკნელია მუჰამედი.მას ალაჰმა
ჯიბრაილის მეშვეობით განუცხადა ყურანი-ღმერთის სიტყვა,რომელიც
უქმნელია.114 სურა,მუჰამედის ქადაგებანი,თავის მხრივ,აიებისაგან
(სასწაულებისაგან) შემდგარი,სიდიდის მიხედვითაა დალაგებული.
• 31.მუსლიმთა ხუთი ძირითადი მოვალეობა;
1.რწმენა და სიტყვიერი აღიარება
2.ლოცვა,რომელსაც მუსლიმები ხუთჯერ აღავლენდენ
3.მარხვა(თავისუფლდებიან მხოლოდ ორსული ქალები,ავადმყოფები და
მოგზაურები)
4.ზაქათი,დაკანონებული მოწყალება,რომლის შესრულებაც დაუშვებელია ხალხის
წინაშე თავის გამოჩენის მიზნით
5.ყოველი მუსლიმი მოვალეა სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოინახულოს წმინდა
ადგილები.
• 32.ისლამის მიმართულება სუნიზმი;
თავდაპირველად მუსლიმურ თემს მუჰამედი განაგებდა,მაგრამ მისი
გარდაცვალების შემდეგ ნათელი გახდა,რომ მხოლოდ ყურანზე დაყრდნობით
შეუძლებელი იყო სახალიფოში არსებული ყველა პრობლემის გადაჭრა.სწორედ
აქ იჩინა თავი სუნამ,რაც აღნიშნავდა მოციქულის სიტყვასა და
საქციელს.მუჰამედის მიბაძვა სუნის დაცვას ნიშნავდა,სულ მალე გავრცელდა
აზრი,რომ ვერც ერთი მუსლიმი გვერდს ვერ აუვლიდა სუნას.სუნის პირველი
გამავრცელებელნი მუჰამედის მომხრეები-მუჰაჯირები და ანსარები იყვნენ.
სუნიზმში ,შიიზმისგან განსხვავებით, დროებითი ქორწინების ინსტიტუტი
უარყოფილია.სუნიტებისთვის იმამი უნივერსალური მმართველია,რომელსაც
ირჩევენ ან ნიშნავენ ადამიანები.
• 33.ისლამის მიმართულება შიიზმი;
ისლამის მესამე ძირითადი მიმართულებაა შიიზმი.შიიტები არ აღიარებენ
სუნას.სინამდვილეში მათი კრებულები პრაქტიკულად ორთოდოქსთა ჰადისების
იდენტურია,განსხვავებას ქმნის ამბის გადმომცემთა ვინაობა-შიიტების სუნა
დამყარებულია მხოლოდ მუჰამედის ოჯახის ავტორიტეტზე.რაც შეეხება
კულტს,აქაც მინიმალური სხვაობაა,თუმცა არის ერთი დიდი განსხვავება-შიიზმი
ცნობს დროებითი ქორწინების ინსტიტუტს,რომელიც სუნიზმში უარყოფილია.
შიიზმი არაბული წარმოშობისაა,თუმცა ზოგჯერ მას ირანულ მიმართულებად
მიიჩნევენ,რაც განპირობებულია იმით,რომ იგი მე-15 საუკუნეში ოფიციალურად
იქნა აღიარებული სეფიანთა ირანში.
შიიზმის მიხედვით,ადამიანური გონება ყოვლად უძლურია დოგმატიკის
სფეროში,რაც სეეხება მუჯთაჰიდებს (სწავლულებს),ისინი მხოლოდ და მხოლოდ
უზენაესის იარაღს წარმოადგენენ.ბუნებრივია,რომ სუნიტი ხალიფები ამგვარი
მიმართულების განვითარებას კეთილგანწყობით ვერ შეხვდებოდნენ.ისინი
სასტიკად უსწორდებოდნენ ოპოზიციას.სწორედ ამიტომ შიიზმში თანდათანობით
ჩამოყალიბდა ტანჯვისა და გამოსყიდვის დრამატული იდეა.
• 34.ისლამის მიმართულება ხარიჯიზმი;
ორთოდოქსულ ისლამს პირველად ხარიჯიზმი გამოეყო.ხარიჯიტები კულტსა და
დოგმებთან მიმართებაში გაცილებით უფრო მკაცრნი იყვნენ,ვიდრე
სუნიტები.მათთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი ფუფუნება,იკრძალებოდა
მუსიკა,თამაშები,თამბაქო.ყველაზე დიდი გავლენა ისლამზე ხარიჯიზმის
პოლიტიკურმა თეორიებმა მოახდინა,კერძოდ,ხალიფად შეიძლებოდა ნებისმიერი
კაცის არჩევა,თუ იგი ღირსეული მუსლიმი იქნებოდა.საჭიროების შემთხვევაში კი
ხალიფას ხალხი გადააყენებდა.ხარიჯიტებმა ჯიჰადი(საღვთო ომი) მუსლიმთა
მეექვსე მოვალეობად აქციეს.
• 35.ისლამის ძირითადი დოგმატიკა.
ისლამის დოგმათაგან უმნიშვნელოვანესია რწმენა: ,,არა არს ღმერთი,თვინიერ
ალაჰისა“.სწორედ ამ ფორმულაში გაცხადდა მონოთეიზმი.მუსლიმთა პირველი
მოვალეობაც სწორედ რმენა და სიტყვიერი აღიარებაა.ასევე უმნიშნელოვანესი
დოგმაა მოციქულთა აღიარება,რომლებიც ანგელოზებზე მაღლა დგანან და
ალაჰის ნებას განაცხადებენ დედამიწაზე.ხალხს უქადაგებენ ჭეშმარიტებას.

1. რას შეისწავლის ირანისტიკა; ქართველი ირანისტები.


ირანისტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ირანულენოვანი ხალხების
ისტორიას, ენებს, ლიტერატურას, ეკონომიკას, მატერიალურ და სულიერ
კულტურას. ირანისტიკა ჩამოყალიბდა XVIII ს-ის II ნახევარსა და XIX ს. ირანისტიკის
განვითარებას ევროპაში ხელი შეუწყო სავაჭრო და დიპლომატიურმა
ურთიერთობებმა. XIII-XIV სს-ში გაჩნდა აღწერითი ხასიათის თხზულებები ირანის
შესახებ. XVII-XVIII სს-ში ითარგმნა სპარსელი კლასიკოსების თხზულებები.
შეადგინეს სპარსული ენის გრამატიკა და ლექსიკონი. ასევე, ევროპულ ენაზე
ითარგმნა ზოგიერთი სპარსული საისტორიო თხზულებები. ირანისტიკის
ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ძველი სპარსული ლურსმული წარწერების
გაშიფვრამ, ძველი ირანული ენების ისტორიის შესწავლამ და „ავესტის“
გამოკვლევამ. XX საუკუნიდან ირანში გაიზარდა ინტერესი ირანის კულტურისა და
ისტორიისადმი, ეს კი განპირობებული იყო ირანელი საზოგადოების
თვითშეგნების განვითარებით. ამ პერიოდიდან უკვე სპარსულ ისტორიოგრაფიაში
ჩნდება თანამედროვე მეთოდები. ამის შემდეგ უკვე იყენებენ ისტორიულ-
ფილოლოგიურ მეთოდს, წყაროთმცოდნეობას, ტექსტოლოგიას, ბიბლიოგრაფიას
და ენციკლოპედიურ ლექსიკონებს. თანდათან იწყება ირანისტიკის განვითარება
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორებიცაა: თურქეთი, აზერბაიჯანი,
სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი.
რაც შეეხება ირანისტიკას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი
ქართული წყაროები დიდ ყურადღებას უთმობენ ირანის ისტორიის გარკვეულ
მომენტებს. XIV-XVIII სს. ქართველი ისტორიკოსები ინტენსიურად იყენებენ სპარსულ
წყაროებს. ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში დასტურდება ლიტერატურული
ფაქტი, რომლის მიხედვითაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი
ავტორები საკმაოდ კარგად იცნობდნენ ირანულ ენებს და ასევე განსწავლულები
იყვნენ სპარსულ ლიტერატურაში. XX ს-ის დასაწყისში ივ. ჯავახიშვილმა
საქართველოს ისტორიის შესწავლისას დიდი ყურადღება დაუთმო ირან-
საქართველოს ურთიერთობას და ასევე გამოიყენა სპარსული წყაროები.
ირანისტიკას ასევე დიდი ყურადღება მიექცა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დაარსებისთანავე. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ გიორგი
ახვლედიანი, ივანე ჯავახიშვილი და იუსტინე აბულაძე, რომელთაც შემოიღეს
ინდო-ირანული ენების, ირანის ისტორიის და ასევე სპარსული ლიტერატურის
შესწავლა. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ
ირანისტიკაში დაიწყეს ინტენსიური მუშაობა, ი.აბულაძის, ვ. გაბაშვილის, დ.
კობიძის და ვ. ფუთურიძის ხელმძღვანელობით. მათ შეისწავლეს შუა საუკუნეების,
ახალი და უახლესი პერიოდის ირანის ისტორია, ირან-საქართველოს
ურთიოერთობა, ირანში მოღვაწე ქართველების საქმიანობა. ქართველი
ირანისტები თარგმნიან სპარსული პოეზიის და პროზის ნიმუშებს. ეს ურთიერთობა
მრავალი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.
2. სპარსული ენა და მისი ადგილი ირანულ ენათა შორის.
ირანული ენების სახელით ცნობილია ენათა დიდი ჯგუფი, რომელშიც შედის
სპარსული, ტაჯიკური, ავღანური, ქართული, ოსური, დარი, თალიშური, ბელუჯური
და პამირის ენები. ირანული ენების განვითარება სამ ეტაპადაა დაყოფილი: ძველი
- II ათასწლეულიდან ძვ.წ. IV-III სს-მდე, საშუალო - ძვ.წ. IV-III სს-დან VIII-IX ს-მდე,
ახალი - VIII-IX სს-დან დღემდე. ძველ ირანულ ენებს მიეკუთვნებიან სოლისებრი
წარწერების ძველი სპარსული, ზოროასტრიული რელიგიური ტექსტების ენა,
სკვითური, მიდიური; საშუალო ირანულ ენებს - საშუალო სპარსული, პართული,
სოღდური, ალანური.
ყველაზე მნიშვნელოვანია სპარსული, რომელზეც განვითარდა პოეზია,
მხატვრული და ისტორიული პროზა, სამეცნიერო ლიტერატურა. სპარსული ენა
არის ოფიციალური ენა ირანის სახელმწიფოში და ასევე ავღანეთში. ავღანეთში
ასევე არის მეორე ოფიციალური ენა „ქაბულის სპარსული“ ანუ დარი. სპარსულ
ენაზე საუბრობს აგრეთვე, ინდოეთის, ერაყის და პაკისტანის მოსახლეობის
ნაწილი.
3. ძველი სპარსული ლურსმული წარწერები და მათი ამოკითხვის ისტორია.
იმ ნამუშევრების რაოდენობა, რომელიც შესრულებული ძველი სპარსული
ლურსმულით, ნაკლებია. ამგვარ წარწერებს აქემენიანები იყენებდნენ ძირითადად
საზეიმო შემთხვევებში, სამეფო წარწერების ამოკვეთისას. ამ დროს კი უკვე იწყება
არამეულის ფართოდ გავრცელება.
ძველი სპარსული ლურსმული წარწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დარიოს I-
ის სამენოვანი წარწერა ბისუტუნის კლდეზე. დარიოსი აქ მოგვითხრობს თუ
როგორ ავიდა სამეფო ტახტზე. შეიძლება ითქვას, რომ ამით დარიოსი ზრუნავს
მისმა მემკვიდრეებმა შთამომავლობას გადასცენ მისი და მისი თანამებრძოლების
ამბავი. დარიოსის კიდევ ერთი ასეთი ნამუშევარი აღმოაჩინეს სუეცის არხის
მიდამოებში. ამ წარწერით ვიგებთ, რომ აქ დარიოსმა განაახლა არხი, რომელიც
მდ. ნილოსს აკავშირებს წითელ ზღვასთან. გარდა ამისა, დარიოსის ერთი დიდი
წარწერა ამოკვეთილია ქალაქ სუზაში. წარწერა მოგვითხრობს სასახლის აგების
ისტორიას; ჩამოთვლილია რომელი ქვეყნებიდან ჩამოიტანეს სამშენებლო
მასალები და სადაური ხელოსნები მუშაობდნენ მშენებლობისას.
ძველ სპარსულ ლურსმულ მწერლობაში არც რელიგიური ფაქტორია
დავიწყებული. 1935 წელს ქალაქ პერსეპოლისში აღმოაჩინეს ქსერქსეს სამენოვანი
წარწერა. ეს წარწერა შედგენილია 486-480 წწ-ში. ამ წარწერას უწოდებენ „დევების
საწინააღმდეგო წარწერას“. დევებს სპარსელები უწოდებდნენ ადგილობრივ
სატომო ღმერთებს. როგორც ყველას სპარსელებსაც მრავალი ღმერთი ჰყავდათ.
ღმერთმა აჰურამაზდამ მოიპოვა უმაღლესი ღვთაების ადგილი, ამის შემდეგ თავი
იჩინა სხვა ღმერთების კულტის აკრძალვამ. ეს წარწერაც სწორედ ამ გარემოებას
აკანონებს; დევები ბოროტ სულებად გამოაცხადეს და აკრძალეს მათი
თაყვანისცემა. ამრიგად, ამ დამწერლობამ ბევრი საინტერესო ცნობა შემოგვინახა
ძველი აღმოსავლეთის შესახებ.
მეცნიერები დაინტერესდნენ ამგვარი წარწერებით და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს
მათი ამოკითხვა. მათ გარკვეული დასკვნებიც გააკეთეს. მაგალითად,
დაკვირვებამ მეცნიერებს უჩვენა, რომ სპარსეთში აღმოჩენილი ეს წარწერები
ერთი დამწერლობით შედგენილ ტექსტს არ წარმოადგენდნენ არამედ
ტრილინგვები ანუ ისინი იყვნენ სამენოვანი წარწერები. ამ წარწერებში მკაფიოდაა
გამოყოფილი სამი ნაწილი (სამი აბზაცი). ლურსმული ნიშნების რაოდენობა
თანდათან იზრდება. პირველ ნაწილში ლურსმული ნიშნების რაოდენობა
რამდენიმე ათეულს არ აღემატება, მეორე ნაწილში ასამდე ნიშანია
გამოყენებული, მესამე ნაწილშიც ნიშნების რაოდენობა რამდენიმე ასეულს
აღწევს.
პირველ წარმატებას ძველი სპარსული ლურსმული წარწერების ამოკითხვის
საქმეში მიაღწია გეორგ გროტეფენდმა. ის მიხვდა, რომ როგორც ეს
დამახასიათებელია მეფეთა წარწერებისთვის, ძველი სპარსეთის ამ წარწერებშიც
ავტორის სახელი წარწერის დასაწყისშია მოცემული სათანადო
ტიტულატურითურთ. მართალია მან არიცოდა რა ტიტულებს ატარებდნენ ძველი
სპარსი მეფეები, მაგრამ მან იცოდა მოგვიანო დროის სპარსი მეფეების
ტიტულატურა. ეს კი შედგებოდა მეფის სახელითა და მეფის მამის სახელით. ასევე
მან დაუშვა ის ფაქტი, რომ ლურსმულ წარწერებშიც სპარსეთის მეფეები
ანალოგიური ტიტულატურით მოიხსენიებოდნენ. ამ მოსაზრების წყალობით მან ამ
საკითხში მნიშვნელოვანი საყრდენი მოიპვა. მართალია ამ დროს უცნობია ძველი
სპარსული ენა, მაგრამ შეიძლება სპარსულ ენაზე შედგენილი უძველესი ძეგლების
მიხედვით დავადგინოთ თუ როგორ გამოითქმება სიტყვა „მეფე“ ძველ სპარსულ
წარწერებში. ამის შემდეგ მკვლევარმა „მეფის“ აღმნიშვნელ სიტყვაში შემავალი
ბგერები უნდა დააკავშიროს ლურსმული ნიშნების იმ ჯგუფში შემავალ ნიშნებთან,
რომელიც გადმოსცემს სიტყვა „მეფეს“. ამით მან შეძლო სწორად განესაზღვრა
ლურსმული ნიშნების მნიშვნელობა. გროტენფენდმა ასევე გამოიყენა ძველი
ბერძენი ისტორიკოსები ნამუშევრები. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი
სპარსეთის მეფეთა შორის არსებობდა ისეთი წყვილი, სადაც მამა-მეფე დინასტიის
დამწყები იყო, როგორიცაა კიროსი და კამბიზი; დარიოსი და ქსერქსე. მას ამ
წყვილებიდან უნდა ამოერჩია რომელი იყო მეხსენებული მის განკარგულების ქვეშ
მყოდ წარწერებში. პირველი წყვილი გამოირიცხა, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ
მათი სახელები სხვადასხვა ნიშნით იწყებოდა. მათი სახელები ერთნაირი ბგერით
იწყებოდა, ამიტომ დაასკვნა, რომ მის ხელთ არსებული წარწერები ეკუთვნოდა
დარიოსსა და ქსერქსეს. მას ამის შემდეგ საშუალება მიეცა კიდევ ამოეცნო
ზოგიერთი ბგერა, თუმცა ვერ მოახერხა ყველა ნიშნის ამოცნობა. მისი სისტემის
დახმარებით ეს შეძლო ბიურნუფმა 1836 წელს. აგრეთვე ძველი სპარსული
ლურსმული დამწერლობა სრულიად ამოიკითხა ჰენრი რაულინსონმა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰენრიმ არიცოდა იმ ცდების შესახებ, რომლებიც
ამ მიმართულებით განხორციელდა და მან დამოუკიდებლად შეძლო გაეშიფრა
ძველი სპარსული ლურსმული დამწერლობა.
4. სასანიანთა ირანის კულტურა.
სასანიანური ირანი საკმაოდ გამოირჩეოდა კულტურის განვითარების მხრივ. ის ამ
თვალსაზრისით ბევრი ევროპის ქვეყანაზე მაღლაც კი იყო. ამ მხრივ
მნიშვნელოვანია ამ დროს შექმნილი მდიდარი ლიტერატურა, რომელიც შეიქმნა
საშუალო სპარსულით. ამ პერიოდში სასანიანთა ირანში გავრცელებული იყო ე.წ.
„რჩევის წიგნები“, „ჭკუის სასწავლებელი“ მოთხრობების კრებულები, სადაც
მოცემულია ქცევის წესები, ეთიკის ნორმები და სხვ. გარდა ამისა, ამ დროს
იქმნებოდა ტრაქტატები ნადიორბის, ცხენოსნობის, სამხედრო საქმის შესახებ და
სხვ. ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლია „მატიკან-ე ჰაზარ დადასტან“.
სასანიანთა კარზე განვითარებული იყო სახოტბო პოეზია, რომელთა ავტორებიც
აქბდნენ შაჰინ-შაჰების ნამოქმედარს. ბევრი მასალა ისტორიასა და კულტურის
შესახებ შემონახულია პართიულსა და საშუალო სპარსულ ენებზე შესრულებულ
წარწერებში. III-VII სს-ში გაძლიერდა ინტერესი წარსულის მიმართ, წინა პლანზე
წამოწიეს ძველი ირანული ტრადიციები და ლეგენდები. VII ს-ის დასაწყისიდან
სასანიანთა ირანში ჩნდება საისტორიო თხზულებები. დაიწყეს სამეფო კარზე
მომხდარი ამბების აღწერა. ამ ჩანაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სასანიანთა
ირანში საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარდა არქიტექტურა. ააშენეს მონუმენტური
ძეგლები, მაგალიტად, მეფის სასახლე ქტესიფონში. სასანიანურ არქიტექტურას
ასევე გავლენა ჰქონდა VI ს-ის ბიზანტიური სტილის ჩასახვაზე. ასევე უმაღლეს
დონეს მიაღწია ვერცხლის ჭურჭლის და სხვადასხვა საგნების დამზადებამ.
IV-VII სს. ირანის კულტურის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა სირიელმა
ქრისტიანებმა. მათ სირიულ ენაზე შემქნეს მდიდარი ლიტერატურა. ასევე
აწარმოებდნენ მთარმგნელობით საქმიანობას. ისინი თარგმნიდნენ ბერძნულიდან
სირიულად, შემდეგ სირიულიდან სპარსულად. ითარგმნებოდა ლოგიკის,
ფილოსოფიის, მედიცინის და სხვა თზხულებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს
უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა ნიზიბინში და სამედიცინო აკადემია
გენდეშაბურში, რომელიც დააარსეს სირიელმა ქრისტიანებმა. სასანიანების დროს
განმტკიცდა კულტურული ურთიერთობა ინდოეთთან. სანსკრიტიდან საშუალო
სპარსულ ენაზე ითარგმნა სამეცნიერო თხზულებები და მხატვრული პროზის
კრებულები. შემედგ ეს ნაშრომები გადათარგმნეს არაბულად და ცნობილი გახდა
ევროპისთვისაც.

5. ირანის კულტურა VIII-XIII საუკუნეებში.


VIII-XIII საუკუნეებში არაბთა დაპყრობებს უარყოფითი გავლენა ჰქონდა ირანის
კულტურის განვითარებაში. ამ პერიოდში არაბთა დაპყრობებმა შეაფერხა
არქიტექტურისა და მხატვრობის განვითარება. ირანში გავრცელდა ისლამი,
ხოლო ისლამი მტრულად იყო განწყობილი ირანის წინადროინდელ მხატვრულ
ტრადიციების მიმართ ამიტომ მხატვრობა აკრძალული იყო. მართალია ამ დარგის
განვითარება შეაფერხა, თუმცა მხატვრობის სამუდამოდ გაქრობა და ამოძირკვა
ვერ მოახერხა. ძველი მხატვრობა შემორჩენილი იყო ქსოვილებისა და ჭურჭლის
მოხატულობის სახით. რაც შეეხება არქიტექტურას, ის შემორჩენილია საკულტო
ნაგებობების სახით, როგორიცაა მეჩეთები, მავზოლეუმები, მედრესეები. მათ
შორის გამოიყოფა ორი ტიპი. პირველი უფრო ადრინდელი ტიპი, რომელიც
შემოტანილია არაბების მიერ. ამ ტიპის მეჩეთები არის კვადრატული ან
სწორკუთხა ეზოს - ბოძებით დააყრდნობილი თაღებით შემოზღუდული. მეორე
ტიპი არის სასანიანთა ირანისდროინდელი არქიტექტურის ტრადიციის
გამგრძელებელი. ამ ტიპის მეჩეთები არის პატარა კვადრატული ან რვაკუთხა,
გუმბათოვანი ნაგებობა.
როგორც შუა აზიაში ასევე ირანშიც მთავარ საამშენებლო მასალა იყო გამომწვარი
აგური. შენობები შემკობილი იყო გამომწვარი აგურით და ალებასტრის
სხვადასხვა სახის ორნამენტით. ორნამენტირებისათვის კი იყენებდნენ ფერადი
ფაიანსის ფილების მოზაიკას.
X-XII სს-ში ირანში საკმაოდ განვითარდა მხატვრული ხელოსნობა; ქსოვილების და
ვერცხლით ნაკერი ქსოვილების დამზადება, ხალიჩების ქსოვა, ასევე
ვერცხლისგან, სპილენძისგან და ბრინჯაოსგან ამზადებდნენ ორნამენტირებულ
ჭურჭელს, ცივ იარაღს. XI- XII სს-ში განსაკუთრებით განვითარდა ფაიანსის
წარმოება. საუკეთესო ფაიანსს ამზადებდნენ ქალაქებში რეისა და ქაშანში.
განთქმული იყო მოჭიქული ფაიანსის წარმოება.
არაბთა დაპყრობებმა და ისლამის გავრცელებამ ასევე შეაფერხა სპარსული
მწერლობის განვითარებაც. არაბთა დაპყრობების შემდეგ ყველა
ლიტერატურული ნამუშევარი არაბულ ენაზე იქმნება. არაბულ ქვეყნებში არაბულმა
ენამ საერთაშორისო ენის სტატუსი მიიღო, იგივე რაც ჰქონდა ევროპაში ლათინურ
ენას. ყველაფერმა ამან გამოიწვია ირანის მოსახლეობის უკმაყოფილება. VIII
საუკუნიდან ირანში გამოჩნდა ე.წ. „შუ-უბიური“ მოძრაობა. „შუ-უბიტები“
წარმოადგენდნე ოპოზიციურ მხარეს, რომელიც მიმართული იყო არაბთა
პოლიტიკური და კულტურული ბატონობის წინააღმდეგ.
IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ლიტერატურული ენა „დარი“ (ახალი სპარსული). დარი
იყო სპარსელებისა და ტაჯიკების სალაპარაკო ენასთან დაახლოვებული ენა. ამ
ენაზე თავდაპირველად იწერებოდა მხოლოდ პოეტური ნაწარმოებები, თუმცა
შემდეგ უკვე გამოჩნდა ამ ენაზე შესრულებული სამეცნიერო თხზულებები. ამ ენაზე
წერდნენ ირანში, შუა აზიაში, აზერბაიჯანში, სელჩუკურ მცირე აზიაში და ინდოეთის
მუსლიმ დასახლებებში. მნიშვნელოვანია დავასახელოთ აბუ-ლ ყასემ ფირდოუსი,
რომელიც ამ ენაზე წერდა თავის თხზულებებს. მისი გრანდიოზული ნაშრომია „შაჰ-
ნამე“. აქ ფირდოუსი გადმოგვცემს ირანისა და შუა აზიის ისტორიას უძველესი
დროიდან მოყოლებული არაბ დამყრობლებამდე. ეს ნაშრომი გაჯერებულია
სამშობლოს სიყვარულით და მტრის სიძულვილით. ფირდოუსი ამ პოემის გამო
დევნილიც კი გახდა. ის მოღვაწეობდა სულთან მაჰმუდ ღაზნევის კარზე. ეს პოემა
სულთანს მიუძღვნა, თუმცა სულთანს არ მოსწონდა პოეტის პოლიტიკური
ტენდენცია, ამიტომ ფირდოუსს მოუწია გაქცეულიყო, ის 20 წლის განმავლობაშ
იმალებოდა. ფირდოუსი ასევე ძალიან არ უყვარდათ მუსლიმ სუნიტ სასულიერო
პირებს, ისინი მას ერეტიკოს შიიტსაც კი უწოდებდნენ, რომელიც ადიდებდა
ისლამამდელი ირანის კერპთაყვანისმცემელ გმირებს. ამიტომ მათ ფირდოუსი
ორთოდოქსული მუსლიმური წესითაც კი არ დამარხეს. XI ს-დან სპარსული პოეზია
გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, ამ დროს გაჩნდა სუფიზმი, რომელმაც დიდი
გავლენა იქონია სპარსულ პოეზიაზე. ამ მიმდინარეობამ შემდგომში ოპოზიციის
ფორმა მიიღო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს დიდი მეცნიერი აბუ ალი იბნ სინა იგივე ავიცენა. მას
მსოფლიო კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი თხზულება
„მედიცინის კანონი“ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ევროპის მედიკოსები ამ
სახელმძღვანელოს იყენებდნენ. როგორც ფირდოუსს ასევე იბნ სინასაც
ეწინააღმდეგებოდნენ მუსლიმი სასულიერო პირები.
6. ირანის კულტურა XIII-XIV სს-ში.
XIII-XIV სს-ში ირანში გამოჩნდა ახალი დამპყრობელი მონღოლების სახით. მათაც
არაბთა დაპყრობების მსგავსად უარყოფითი გავლენა ჰქონდა ამ პერიოდის
ირანის კულტურის განვითარებაში, მაგრამ როგორც არაბებმა ვერც მონღოლებმა
ვერ შეძლეს ირანული კულტურის სამუდამოდ გაქრობა. მართალია მონღოლები
არ იცნობდნენ სპარსულ პოეზიას, მაგრამ ისინი სათავისოდა იყენებდნენ სპარს
სწავლულებს. მაგალითად; მათემატიკოსებს იყენებდნენ საფინანსო უწყებაში,
მედიკოსებს - ექიმებად, ასტრონომებს - ვარსკვლავთმრიცხველად, ისტორიკოსებს
აწერინებდნენ ჩინგიზ-ხანისა და მისი მემკვიდრეების ცხოვრებას და მათ
დაპყრობით ომებს.
XIII-XIV სს-ის მიჯნაზე ყაზან-ყაენის ვაზირმა რაშიდ ად-დინ ფაზულლაჰ ჰამადანიმ
არაბულ ენაზე შეადგინა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია,
სპარსულად კი საისტორიო ნაშრომი „მატიანეთა კრებული“. ეს ნაშრომი
მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მონღოლთა პერიოდის ირანის და
საქართველოს ისტორიაში. მნიშვნელოვანია ვახსენოთ გენიალური სპარსი პოეტი,
მუსლიჰ ად-დინგ საიდი. ის არის ავტორი ბევრი მნიშვნელოვანი მოთხრობების
კრებულისა, „ბუსთანი“ და „გოლესთანი“. მან თავის ნაშრომებში აღწერა
ფეოდალური საზოგადოების და მონღოლთა ბატონობის უარყოფითი მხარეები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი უდიდესი სპარსელი პოეტი იყო ჰაფეზი. ის ცხოვრობდა
შირაზში, მისი ლექსები სხვებისაგან გამოირჩეოდა დახვეწილი ლირიკული
გრძნობებით. მისი ლექსების თემატიკაა: სიყვარული, სილამაზე, ღვინო,
ყვავილები, სევდა და სხვ.
მონღოლთა ბატონობამ და თემურ-ლენგის შემოსევებმა და ასევე თურქული
მომთაბარე არისტოკრატიის მხრიდან ჩაგვრამ სუფიზმის გავლენა უფრო
გაზარდა. სუფიზმი (მისტიციზმი) ქადაგებდა ცხოვრებისგან განდგომას, ასკეტიზმს
და კარჩაკეტილ ცხოვრების სტილსს. სუფიზმის მიმდევარი პოეტებიდან
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, სპარსულენოვანი დერვიში შეიხი ჯელალ ად-დინ
რუმი. მის ლექსებში მისტიციზმი და პანთეიზმი ეჯაჭვებოდა თავისუფალ
აზროვნებას.
რაც შეეხება ამ პერიოდის არქიტექტურას, ის გამოირჩეოდა მაღალი ხელოვნების
ნიმუშებით. XIII-XIV სს-ში ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობდა თავრიზში.
აქედან მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რაშიდ ად-დინის მიერ აგებული შენობები
„რუბ ი რაშიდში“, ყაზან-ყაენის მიერ აგებული შენობები „შამბ-ი ღაზანში“. ყველა ეს
შენობა ირან-ოსმალეთის ომების დროს დაინგრა. ამ პერიოდში შენობის
დეკორირებისთვის იყენებდნენ როგორც ალებასტრს ასევე სხვადასხვა ფერის
მოჭიქულ შორენკეცს და ფაიანსის ფილებს. ამ დროს ფაიანსის წარმოების
მთავარი ცენტრები იყო ქაშანი და სულთანაბადი.
მკვლევართა შორის არსებობდა მოსაზრება, რომ XIII ს-მდე მინიატურის
ხელოვნება არ არსებობდა. დღეს ეს აზრი უარყოფილია ამის მიზეზი კი არის ის,
რომ აღმოაჩინეს XIII ს-ის ის ხელნაწერები, რომლებიც მინიატურებით იყო
ილუსტრირებული. სპარსულ მინიატურაში შეინიშნება ჩინურის გავლენა. ჩვენამდე
მოაღწია XIII ს-ის დროინდელი რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც მინიატურებით
იყო ილუსტრირებული. ეს ხელნაწერებია: რაშიდ ად-დინის „ჯამი ათ-თავრიხის“
111 მინიატურა, რომლებიც დაცულია პარიზში, ნაციონალური ბიბლიოთეკის
საცავში. ასევე „შაჰ-ნამე“ ხელნაწერი მინიატურები. XIV-XV სს-ის მიჯნაზე შეიქმნა
ჰერათის მხატვარ-მინიატურისტების სკოლა, რომლის ფუძემდებელიცაა ოსტატი
გუნგა. გუნგასა და მისი მოსწავლეების ნამუშევრებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.
სკოლის გავლენა გავრცელდა ხორასანში და შუა აზიაში. სკოლის მოღვაწეობის
მთავარი ცენტრი იყო ჰერათი. აქ შეიქმნა წიგნის ხელოვნების აკადემია სულთან
შაჰრუხის დროს. აკადემიამ მნიშვნელოვანი როლი იქონია მინიატურის და
კალიგრაფიის ტექნიკის განვითარებაში. სპარსული მინიატურის უდიდესი ოსტატია
ბეჰზადი, რომელმაც სპარსულ ფერწერას გარკვეულწილად განვითარების
მიმართულება მისცა. მისი შემოქმედება გამოირჩევა სურათის და ხაზების
ოსტატობით. მისი ნაშრომები ქმნიან სიმშვიდესა და ჰარმონიას. მის
ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ზაფარ-ნამეს“ ხელნაწერის მინიატურები, ხოსრიუ
დეგლევის „ლეილა და მაჯნუნის“ ხელნაწერი. ისინი ინახება პეტერბურგის საჯარო
ბიბლიოთეკაში. ჰერათში აყვავდა კალიგრაფიის ხელოვნება, მისი ოსტატებიდან
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოჯა მირ თებრიზი, რომელმაც შექმნა ნასთა
ლექი.
XIII-XIV სს-ში ირანში მთავარი კულტურული ქალაქები იყო თავრიზი, ისპაჰანი და
შირაზი, ხოლო XV ს-ში თავრიზი და ჰერათი.

7. ირანის კულტურა XVI-XVIII სს-ში.


ამ პერიოდის ირანის კულტურა იწყებს არა უფრო განვითარებას და აღმასვლას
არამედ პირიქით ამ დროის ირანის კულტურა დაქვეითდა და გარკვეული
კულტურული დარგები საერთოდ დაეცა და გაუქმდა. ამ ყველაფრის შესაძლო
მიზეზებად შესაძლებელია დასახელდეს შიიტი სამღვდელოების მხრიდან დევნამ
კულტურის მიმართ, ასევე ამ დროს ირანმა კულტურული კავშირი გაწყვიტა შუა
აზიასთან და აღმოსავლეთის სხვა სუნიტურ ქვეყნებთან. ყველაფერმა ამან XVI-XVII
სს-ში ქვეყნის ინტელექტუალურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რამაც
საბოლოოდ იმ შედეგამდე მიიყვანა ირანი, რომ XVIII ს-ში ქვეყნის კულტურული
ჩამორჩენილობა და ეკონომიკური დაღმასვლა გარდაუვალი იყო. მართალია ამ
დროს კულტურული დარგები იწყებენ დაქვეითებას და დაცემას, თუმცა ეს
მოვლენა არ ხდებოდა ერთდროულად, ასევე ზოგიერთი დარგი დაცემის
მაგივრად პირიქით ამ დროს აღორძინდა და განვითარდა.
XVI-XVII სს-ის სპარსული არქიტექტურა წარმოდგენილია მაღალმხატვრული
ძეგლებით. ამ პერიოდში ირანში ხელოვნების ქალაქად იქცა ისპაჰანი. შაჰ აბას I-ის
დროს ისპაჰანი გახდა ირანის დედაქალაქი, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი
ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის შუაგულშ გაკეთდა სწორკუთხოვანი ფორმის
ახალი მოედანი - „მაიდინ-ი შაჰ“. მოედნის შუაგულში აღმართული იყო ანძა, რითაც
აღნიშნული იყო მინდვრის საზღვარი პოლოს თამაშის დროს. მოედნის სამხრეთით
მდებარეობს „შაჰის მეჩეთი“. მეჩეთი მთლიანად მოპირკეთებულია სხვადასხვა
ფერის მოჭიქული ფილებით. გარდა ამისა შაჰის მოედანზე არის სადრის მეჩეთი,
მაღალმხატვრული დეკორირებით, ფაიანსის მოზაიკით. შაჰ აბას II-ის დროს აქ
აშენდა პავილიონი კურანტებით, რომელიც ყოველ საათში რეკავდა. შაჰის
მოედანი მთლიანობაში მიჩნეული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო
არქიტექტურულ ანსამბლად, რომელიც შედარებულია ვერსალის ცნობილს
ანსამბლა. შაჰ აბას I-ის დროინდელი ისპაჰანის ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლად
მიჩნეულია მას-უდბეგის მეჩეთი. ამ დროს ასევე აშენდა დიდი ხიდი მდ.
ზაინდერუდზე, რომელიც ცნობილია ალავერდი-ხანის ხიდის სახელით.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ვახსენოთ შაჰ აბას I-ის მიერ ისპაჰანში აშენებული
სამხატვრო აკადემია, რომლის ბაზაზეც შემდეგ ჩამოყალიბდა ისპაჰანელი
მხატვრების სკოლა. ამ დროს შაჰი რომში მოსწავლე სტიპენდიანტებს აგზავნიდა
იტალიური მხატვრობის შესასწავლად, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს მუჰამედ ზამინი, რომელიც XVII ს-ის 40-იან წწ-ში რომში სწავლობდა.
სწავლის დასრულების შემდეგ ირანში დაბრუნდა შაჰ აბას II-ის კარზე, მაგრამ ის
მალევე ინდოეთში გადავიდა და საბოლოოდ 1675 წელს დაბრუნდა ირანში. მან
მინიატურებით დაასაურათა შაჰ ნამე და ნიზამის პოემები. ასევე ისპაჰანის სკოლის
უდიდესი მხატვარები იყვნენ რიზა აბასი, მუჰამედ რიზა თავრიზიდან, მუ ინ
მუსავირი. მე-17 ს-ის ბოლოდან იწყება ამ დარგის ძლიერი დაცემა, მართალია ის
ნაწილობრივ იქნა შემონახული მე-18 - მე-19 სს-ში, თუმცა ამ პერიოდის
მინიატურისტები ბაძავდნენ წინა საუკუნეების ოსტატებს და ახალს არაფერს
ქმნიდნენ.
XVI-XVII სს-ში ირანში ჯერ კიდევ უმაღლეს საფეხურზე იდგა კალიგრაფიის
ხელოვნება. შაჰ ისმაილ I-ის კარის კალიგრაფის, მაჰმუდ ნიშაბურისგან იწყება
მთელი რიგი ცნობილი კალიგრაფების სახელები. მე-16 ს-ის ბოლოს დაიწერა
სპეციალური ტრაქტატი მხატვრობასა და კალიგრაფიის შესახებ. მე-18 ს-ში ეს
დარგიც დაეცა. მე-17 ს-ში ასევე საკმაოდ კარგად ვითარდებოდა კედლების
მოპირკეთება ფაიანსის ფილებით. თუმცა ხელოვნების ეს დარგიც მე-18 ს-ში
დაქვეითდა. XVI-XVII სს-ში მაღალ დონეზე იყო ხალიჩების ქსოვის ხელოვნება. ეს
ხალიჩები იყოფა ორ კატეგორიად: კარის ხელოსნების ნაწარმი და ხალხური
შემოქმედება. ამ პერიოდის ირანული ხალიჩები განიცდიან ინდურის და ჩინურის
გავლენას. XVI-XVII სს-ის სპარსული მოხატული ქსოვილები გამოირჩევიან მაღალი
ხელოვნებით და ფერების სიმდიდრით. ეს დარგიც მე-18 ს-ში დაქვეითდა.
ხელოვნების გარკვეულმა დარგებმა მე-18 საუკუნემდე დაიწყეს დაქვეითება. ერთ-
ერთი ასეთი იყო მხატვრული ლიტერატურა. ეს პროცესი აქ მე-16 ს-ის
დასაწყისიდან დაიწყო, უკანასკნელი დიდი პოეტის ჯამის სიკვდილის შემდეგ.
როგორც მინიატურისტები, პოეტებიც წინა საუკუნეების მოღვაწეებს ბაძავდნენ და
მათ ნამუშევრებს სესხულობდნენ. სპარსულმა პოეზიამ მე-16 ს-ში ინდოეთში ნახა
თავშესაფარი. მე-18 ს-ში კი სპარსული პოეზია საბოლოოდ დაეცა. რაც შეეხება
სპარსულ ისტორიოგრაფიას, მან მე-18 ს-მდე მოგვცა ფასეული ნაშრომები, თუმცა
ისინი მეტწილად დაწერილი იყო უგემოვნო ხატოვანი სტილით. მე-18 ს-ის მეორე
ნახევრიდან ამ სფერომაც დაიწყო დაქვეითება. მე-16 საუკუნიდან ზუსტი
მეცნიერების სფეროში ახალი საერთოდ არაფერი არ შექმნილა. ერთადერთი
ყურადსაღები ფაქტი ამ მხრივ არის შაჰ ისმაილ I-ის დროს აშენებული
ობსერვატორიის აღდგენის მცდელობა.
რაც შეეხება ამ პერიოდის შედეგებს; ირანი რომელიც ოდესღაც ეკონომიკურად
და კულტურულად უმაღლეს საფეხურზე იდგა და ბევრ ევროპის ქვეყანას
უსწრებდა განვითარებით, მე-18 საუკუნიდან იწყებს დაღმასვლას და დაქვეითებას,
მე-18 ს-ში ირანი ჩამორჩენილ ქვეყანად გადაიქცა. ირანის ამ სუსტ მდგომარეობამ
გამოიწვია ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკური და პოლიტიკური დაწოლა
ირანზე. მე-19 ს-ის ირანი თანდათან გადაიქცა კაპიტალისტური სახელმწიფოების
კოლონიად.

You might also like