You are on page 1of 4

ქ.

თბილისის შპს „კანდიდი“ საშუალო სკოლის


დირექტორს ქალბატონ მერი ქვრივიშვილს
ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის
მარიამ ჩორგოლიანის
II სემესტრის მუშაობის ანგარიში

კლასები - Vა, Vბ, Vგ, VIა, VIბ, VIIა, VIIბ, VIIIა, VIIIბ, IXა, IXბ

თითოეულ საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდების


მომზადება მომდევნო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურზე საგან „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ ფარგლებში მოსწავლე შეისწავლის ხელოვნებას,
როგორც თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებას. ის აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი
გრძნობებისა და იდეების წყაროს, რომელიც შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევრებში. სწავლა-სწავლების
პროცესში მოსწავლე გაეცნობა ქართული და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხურ
შემოქმედებას; მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა
კონტექსტებს; გამოიკვლევს მათ როლს საზოგადოების ცხოვრებაში. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე მიიღებს
მონაწილეობას სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში; შექმნის სხვადასხვა დარგისა და ჟანრის ნამუშევრებს
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების, ხერხების, მასალის, ტექნიკის გამოყენებით.

დაწყებით საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის


პედაგოგიურ პოტენციალს მისი თვალსაჩინო-სახეობრივი ბუნება განსაზღვრავს. უმცროსკლასელებში, მათი
ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო-პრაქტიკული აზროვნება და სამყაროს ემოციური აღქმა
სჭარბობს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია აღმოჩენაზე, კეთებაზე, დაკვირვებაზე დაფუძნებული აქტივობა, რასაც
კარგად მიესადაგება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის სპეციფიკა. ის ძირითადად ბავშვის
ემოციური და შემეცნებითი სფეროს, შრომითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურება.

V კლასი

სახელმძღვანელო „ხელოვნება“, სამუშაო რვეული; ავტ: ა. კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე; გამომცემლობა „კლიო“, 2018წ.

საათების რაოდენობა კვირაში - 1 საათი.

Vა, Vბ, Vგ კლასი - მეხუთე კლასების საშუალო დონე მაღალია, რაც განპირობებულია მოსწავლეთა
დამოკიდებულებით საგნისადმი, და როგორც პირველ ისე მეორე სემესტრში, სახელმძღვანელოსა და სამუშაო
რვეულის სპეციფიკიდან გამომდინარე მათთვის ძალზედ საინტერესო იყო საგაკვეთილო პროცესები, თუმცა კი
ქვეყანაში შემქნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მოგვიწია სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვა და
სასწავლო გეგმის შეცვლა.
სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ორი
შემაჯამებელი წერა. თუმცა ჩატარდა ერთი შემაჯამებელი წერა, რის შემდეგაც დავწერე ამ შემაჯამებელის ანალიზი
და გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად დავგეგმე შესაბამისი ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ
მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა დადებითი შეფასება მიიღო 10 ქულა, მათთან გამოვლინდა პრობლემები, რაც არის
ზოგადი და არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემაჯამებელ დავალებას. ძირითადი პრობლემები - ცოდნისა და აზრის
წერილობითი ფორმით გადმოცემა, საგაკვეთილო პროცესში ამ თემებთან დაკავშირებით მუდმივი ზეპირი და
ბრეინშტორმინგის მეთოდით მუშაობა მიმდინარეობს; ასაკიდან გამომდინარე ერთ კონკრეტულ საკითხზე
კონცენტრირება და ყურადღების გამახვილება, რამაც გამოიწვევია არასრული პასუხები დასმულ კითხვებზე. ძალზედ
საინტერესო გამოდგა დავალება ნახატი, სადაც დამტკიცდა და გამოვლინდა მათი ინდივიდუალიზმი, ფანტაზია,
თავისუფალებისა და ბუნების სიყვარული, განვლილი მასალის ათვისება.
ძალზედ საინტერესოდ წარიმართა მათთან ონლაინ-საგაკვეთილო პროცესი. ძირითადი დრო ეთმობოდა გამოყენებით
ხელოვნებას. თეორიული-სახელმძღვანელოს მასალის ათვისების შემოწმება ხდებოდა სამუშაო რვეულში მუშაობით.
გაკვეთილზე ვაკეთებდით სხვადასხვა მასალისგან კოლაჟებს, ქაღალდებისგან კი საინტერესო ფორმებს.
მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტებში „გააცოცხლე ნახატი“ და
„გააცოცხლე საყვარელი გმირი“.

VI კლასი

სახელმძღვანელო „ხელოვნება“, სამუშაო რვეული, ავტ: ა. კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე; გამომცემლობა „კლიო“, 2018წ.
საათების რაოდენობა კვირაში - 1 საათი

VIა, VIბ კლასი - მეექვსე კლასებში სწავლების დონე საშუალოა, მიუხედავად იმისა რომ მათ უმრავლესობას
უმაღლესი შეფასებები აქვთ. ვფიქრობ, მეორე სემესტრის სასწავლო პროცესის დასაწყისი მათთვის მეტად საინტერესო
იყო. სემესტრის დასაწყისში მათ მიეცათ დავალება, რომელიც მასწავლებლის წიგნში იყო მოცემული - „რა ვიცოდი?
რა გავიგე? რა მინდა ვიცოდე?“, სადაც თითოეული მათგანის ინტერესები გამოვლინდა. ამით საშუალება მომეცა,
მათთვის მიმეწოდებინა ის მასალა, რაც საინტერესო იქნებოდა. ამიტომაც საგაკვეთილო პროცესში ჩავრთე
სახელმძღვანელოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებისა თუ ეპოქების ხელოვნებაზე ჩემს მიერ
შექმნილი ელექტრონული პრეზენტაციები, მათ შორის ვიდეოები, სადაც მათ მიერ დასახელებული კონკრეტული
თემები იყო განხილული. შემდგომ, ასე გაგრძელდა ჩვენი საგაკვეთილო პროცესები ვირტუალურ სივრცეში.
განვახორციელებინე ძალზედ საინტერესო პროექტი-პრეზენტაციები - ონლაინ-გაკვეთილებისთვის ავირჩიე ერთი
კონკრეტული სასწავლო თემა „რენესანსი“ და მეორე თემა - რომელიმე ქვეყნის ხელოვნება. თითოეულმა მათგანმა
იმუშავა ორ კონკრეტულ თემაზე და საგაკვეთილო პროცესის გარკვეული ნაწილი ეთმობოდა მათ პრეზენტაციებს.
ასევე განხორციელდა პროექტი - „გააცოცხლე ნახატი“ და „გააცოცხლე საყვარელი გმირი“, სადაც ძალზედ მაღალი იყო
მათი ჩართულობა.
ონლაინ-საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის გაზრდისთვის ხშირად ვიყენებდი საქართველოს ეროვნული
მუზეუმის ვირტუალურ ტურებს და ვათვალიერებდით სამუზეუმო ექსპონატებს.
სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ორი
შემაჯამებელი წერა, თუმცა კი ვერ მოესწრო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.

VII კლასი

სახელმძღვანელო „ხელოვნება“, ავტ: ა. კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე, თ. ჯაყელი, გამომცემლობა „კლიო“, 2019წ.

საათების რაოდენობა კვირაში - 1 საათი

VIIა, VIIბ კლასების საშუალო დონე მაღალია, რადგანაც უმეტეს მათგანს აინტერესებთ ხელოვნების ისტორია.
სასწავლო წლის დასაწყისში მათ გამოავლინეს პრეზენტაციის, მასალის ადვილად აღქმისა და გააზრების,
კონცენტრაციის კარგი უნარები. შესაბამისად, ამ კლასებთან თავისუფლად არის შესაძლებელი დამატებითი
ვიზუალური თუ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხავი მასალის მიწოდება, რადგანაც დიდი
ინტერესით ეკიდებიან საქმეს.
სასწავლო პროცესი როგორც სასწავლო დაწესებულებაში ისე ვირტუალურად - ონლაინ-გაკვეთილები წარიმართა
ძალზედ საინტერესოდ. მათ მეორე სემესტრის დასაწყისში სასწავლო მასალიდან დასამუშავებლად მიეცათ
კონკრეტული თემები, რა თქმა უნდა თავისუფალი არჩევანით. ძალზედ საინტერესო გამოდგა მათი არჩევანი და
მომზადებული პროექტ-პრეზენტაციები, რომელიც ჩატარდა სასწავლო წლის ბოლოს ონლაინ.
ასევე განვახორციელეთ პროექტი - „გააცოცხლე ნახატი“ და „გააცოცხლე საყვარელი გმირი“, სადაც ძალზედ მაღალი
იყო მათი ჩართულობა.
მეშვიდე კლასის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლის თანატოლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ეროვნული
მუზეუმის ვირტუალური ფესტივალის საგანმანათლებლო ცენტრის დისტანციური სწავლების მხარდასაჭერი
პროგრამის ფარგლებში ონლაინ-გაკვეთილს ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების შესახებ. ასევე მათთან ძალზედ
ხშირად ვიყენებდი ონლაინ-საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის გაზრდისთვის საზღვარგარეთისა თუ
საქართველოს მუზეუმების ონლაინ-ტურებს და ვათვალიერებდით სამუზეუმო ექსპონატებს სასწავლო თემებიდან
გამომდინარე.
სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ორი
შემაჯამებელი წერა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩატარდა ერთი
შემაჯამებელი სამუშაო მოხსენება-რეფერატი „ძველი მსოფლიოს ხელოვნებაზე“. შემაჯამებელი წერა შეფასდა
სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის, მოძიებული მასალა, პრეზენტაცია, ვიზუალური მასალა.
მოხსენება-რეფერატების პრეზენტაციის შემდგომ, რასაც დაეთმო ორი გაკვეთილი მთლიანად, თანაკლასელთა
კითხვების დასმითა და დისკუსიებით, დავწერე შემაჯამებელის ანალიზი და გამოკვეთილი პრობლემების
გადასაჭრელად დავგეგმე შესაბამისი ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა
დადებითი შეფასება მიიღო, მათთან გამოვლინდა პრობლემები, რაც არის ზოგადი და არ ეხება მხოლოდ ამ
კონკრეტულ შემაჯამებელ დავალებას.ძირითადი პრობლემები - რეფერატის დაწერა, მოხსენების მომზადება და
პრეზენტაცია, კონკრეტული თემის შესახებ ვიზუალური და თეორიული მასალის მოძიება, დამუშავება, წარმოდგენა.
საინტერესო იყო მათი გამართული დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, ასევე დასმული შეკითხვები
თანაკლასელების მიერ, სადაც გამოჩნდა რომ ისინი თემებს თავისებურად იაზრებენ და აქცენტს აკეთებენ იმ
საკითხებზე რაც აინტერესებთ. ონლაინ-სწავლების პერიოდში მუდმივად ვავალებდი მათ კონკრეტულ თემებზე
მოეძიებინათ ინფორმაციები. წლის ბოლოს გამართულ პრეზენტაციებზე წარმოჩინდა მათი მონდომება და სურვილი
რომ უკეთ გაიაზრონ საგნის რაობა, ასევე ისინი მომზადებულები იყვნენ პრეზენტაციებისთვის როგორც თეორიული
ისე ვიზუალური მასალის მხრივ.

VIII კლასი
სახელმძღვანელო „ხელოვნება“, ავტ: ნ. მაჭარაშვილი, მ. მაჭარაშვილი, ნ. სილაგაძე, ნ. ჯაბუა; გამომცემლობა
„მერიდიანი“, 2012წ.

საათების რაოდენობა კვირაში - 1 საათი

VIIIა, VIIIბ კლასები საშუალო დონისაა და როგორც პირველ ისე მეორე სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები
მეტნაკლებად ცდილობდნენ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. იქიდან გამომდინარე,
რომ მოსწავლეები ასე თუ ისე აცნობიერებდნენ საგნის მნიშვნელობას, ვცდილობ, რომ მათთვის მეტად
ინფორმატიული გამეხადა საგაკვეთილო პროცესი, ამიტომაც ხშირად საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში
ვაყურებინებდი მათ მოკლე დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა ქვეყნებისა და ეპოქების ხელოვნებაზე, მართავდნენ
დისკუსიებს, სვამდნენ შეკითხვებს, ხდებოდა აზრთა გაცვლა გამოცვლა.
სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ორი
შემაჯამებელი წერა, თუმცა კი ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოესწრო.
სემესტრის დასაწყისში მოსწავლეები სამ-ოთხ კაციან ჯგუფებად დავყავი და მივეცი თემა „შუა საუკუნეების
მსოფლიო კულტურა“ დასამუშავებლად. თემებზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და იმედია მათ
ინტელექტსა და განათლებაზე დადებითად აისახება ის მიღებული ცოდნა და მოძიებული ინფორმაციები, რაც ამ
მოკლე დროში მოასწრეს.

IX კლასი

სახელმძღვანელო „ხელოვნება“, ავტ: ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.სილაგაძე, ნ.ჯაბუა; გამომცემლობა


„მერიდიანი“, 2012წ.

საათების რაოდენობა კვირაში - 1 საათი

IXა, IXბ კლასის მოსწავლეების საშუალო დონე მაღალია. საგაკვეთილო პროცესში ვცდილობდი მაქსიმალურად
მრავალფეროვნად გამომეყენებინა სასწავლო რესურსები, მათ შორის, სხვადასხვა კლასგარეშე საკითხავი წიგნები, ჩემს
მიერ მომზადებული პრეზენტაციები, დოკუმენტური ვიდეოები და ფილმები, დამატებითი თეორიული და
ვიზუალური მასალები. გაკვეთილებზე მუდმივი კითხვა-პასუხის რეჟიმი და აზრთა და ინფორმაციების გაცვლა-
გამოცვლა გვქონდა, რაც განპირობებული იყო მათი მზაობით.
მეორე სემესტრის დასაწყისში დავავალე ინდივიდუალურად მოემზადებინათ პროექტები თემაზე „ მსოფლიოს
თანამედროვე ხელოვნება“. ვფიქრობ, ძალზედ საინტერესო მასალა მზადდება.
სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამი
შემაჯამებელი წერა. მოსწავლეებმა მოასწრეს და წარმოადგინეს ერთი პროექტი-პრეზენტაცია თემით „რენესანსი“.
შემაჯამებელი წერა შეფასდა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის, მოძიებული მასალა, პრეზენტაცია,
ვიზუალური მასალა. მოხსენება-რეფერატების პრეზენტაციის შემდგომ თანაკლასელთა კითხვების დასმითა და
დისკუსიებით, დავწერე შემაჯამებელის ანალიზი და გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად დავგეგმე
შესაბამისი ღონისძიებები. ძირითადი გამოვლენილი პრობლემები გახლდათ პრეზენტაციის ტექსტის
მოუმზადებლობა, კონტაქტის დამყარება აუდიტორიასთან პრეზენტაციის დროს და თანაკლასელების კითხვებზე
პასუხების გაცემა, ვიზუალური მასალის ნაკლებობა პრეზენტაციის დროს. ამიტომაც ვგეგმავდი რომ უფრო მეტად
მიმეცა დავალებები პრეზენტაციების სახით, მოემზადებინათ კონკრეტული ტექსტები ამ პრეზენტაციებისთვის, და
მოეძიებინათ ვიზუალური მასალები. ვფიქრობ, ამ შემაჯამებელი დავალებით კარგად გამოჩნდა მათი ინტერესები,
ზოგადი განათლება და სხვადასხვა საკითხების გააზრება ფართო ჭრილში.

სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული დაწყებითებისა და ესთეტიკურ
მეცნიერებათა კათედრის მუშაობაში, როგორც ჩვეულებრივ სასწავლო გარემოში ისე ონლაინ-რეჟიმში. მიუხედავად
იმისა რომ საგაკვეთილო პროცესმა სასკოლო მერხებიდან ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა, ვფიქრობ,
მაქსიმალურად შევეცადე, რომ მოსწავლეთათვის ხელოვნების გაკვეთილები არ ყოფილიყო ჩვეულებრივი, ყოფილიყო
უფრო მეტად საინტერესო - პრაქტიკული, ვიზუალური თუ თეორიული მასალებით დატვირთული.

ვაგრძელებ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლას, დადებითად შემიფასდა აკადემიური კურსი.

You might also like