You are on page 1of 10

კომპლექსური დავალება

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სამიზნე ცნება: „ხელოვნების ჟანრი“

საკითხი: პეიზაჟის შექმნა ჰაეროვანი პერსპექტივის გამოყენებით

კლასი: 6

ხელოვნების მასწავლებელი: მარინა ხნუსიანი


კომპლექსური დავალების პირობა
თქვენ, ყველას გიყვართ ბუნებაში გასვლა და იცით რომ სახვითი ხელოვნების ჟანრს, რომელშიც
ბუნების სურათია ასახული პეიზაჟი ჰქვია. იგი ფრანგული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს ბუნების
ხედს. თავდაპირველად პეიზაჟს გამოსახავდნენ მხოლოდ ფონად, სადაც ძირითადი აქცენტი
გადატანილი იყო ადამიანის ფიგურაზე. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა დაიწყეს აღორძინების
ხანის მხატვრებმა. თემატურად პეიზაჟი იყოფა სახეობებად: პეიზაჟებს, რომელებშიც ჭარბობს
ქალაქის ხედები ურბანისტული პეიზაჟი ჰქვია ხოლო პეიზაჟებს, რომლებშიც დიდი ადგილი უკავია
ზღვის ხედებს-მარინისტული პეიზაჟი. პეიზაჟები ძირითადად ასახავენ რეალურ ან გამოგონილ
ადგილებს.

შექმენით პეიზაჟი, გადმოეცით სივრცე,


• სივრცის გადმოსაცემად გამოიყენეთ ჰაეროვანი პერსპექტივის კანონები. (ტონები, ნახევარტონები,
დიდი საგნები წინა პლანზე, საშუალო საგნები შუა პლანზე და პატარა საგნები უკანა პლანზე)
• განწყობის გადმოსაცემად გამოიყენე ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები;

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:


რა ხერხები და საშუალებები გამოიყენე სივრცის გადმოსაცემად, როგორ გადმოეცი განწყობა;
რა სტრატეგიები გამოიყენე/ რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე; რას
გააკეთებდი განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის

• გააკეთეთ ესკიზები, შეარჩიეთ ამ ესკიზებიდან საუკეთესო, რომლის მიხედვითაც


შექმნით ნამუშევარს
• შეგიძლიათ ინსპირაციისთვის ბუნებაში გახვიდეთ (უშუალოდ ბუნებაზე დაკვირვებით
დახატოთ)
• თქვენს მიერ შექმნილ ნახატში ყურადღება მიაქციეთ სივრცეს, რომლის
გადმოსაცემად უნდა გამოიყენოთ ჰაეროვანი პერსპექტივის კანონები, რომელიც
მდგომარეობს შემდეგში: ჰაერის ფერის გამო ახლოს და შორს მდებარე საგნები
სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ახლოს მდებარე საგნები უფრო დიდია და
მკვეთრი შეფერილობის (ფერი უფრო ძლიერია) შორს მდებარე კი პირიქით. საგნები
მანძილთან ერთად თანდათან მცირდება და მსუბუქი შეფერილობის ხდება (იყენებთ
ნახევარტონებს. )
მარინისტული პეიზაჟი

არის პეიზაჟები, რომლებშიც დიდი ადგილი უკავია ზღვის ხედებს, ასეთ პეიზაჟებს
მარინისტული პეიზაჟი ჰქვია. მაგალითად რუსი პეიზაჟისტის ივანე აივაზოვსკის
(1817-1900) ტილოებში, ასახულია ზღვის ხედები.
ურბანისტული
პეიზაჟი

პეიზაჟებს, რომლებშიც ჭარბობს


ქალაქის ხედები ურბანისტული პეიზაჟი
ჰქვია.
ბუნებაში გასვლა

პირველი პეიზაჟისტები ღია ცის ქვეშ


მხოლოდ ესკიზებს აკეთებდნენ, ხოლო
სურათებს სახელოსნოში ასრულებდნენ.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში,საფრანგეთში
გამოჩნდა ახალგაზრდა მხატვრების
ჯგუფი, რომლებიც ღია ცის ქვეშ ხატავდნენ
ბუნების ხედებს. პლენერზე ხატვა
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ
მხატვრებს იმპრესიონისტები ანუ
შთაბეჭდილების მხატვრები ეწოდათ.

პლენერზე ხატვა- ღია ცის ქვეშ ხატვა.


დაალაგეთ პეიზაჟი
სახეობების (მარინისტული და
ურბანისტული) მიხედვით.
2

3
4

ჩაწერეთ ციფრები სახეობების მიხედვით


5
მარინისტული

ურბანისტული
პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება. სახეობა- პეიზაჟი საერთო
ქულა 6 ქ
შეფასების კრიტერიუმები

• კომპოზიცია-როგორ ახერხებს მოსწავლე დასახატი ობიექტების კომპოზიციურ 2ქ


განაწილებას სასურათე სიბრტყეზე.კომპოზიციური ბალანსის დაცვას(იგულისხმება
ფიგურების განაწილება ნახატში)
• ფერი- რამდენად შეესაბამება ფერთა გამა დასახატ ობიექტებს და რამდენად 2ქ
შემოქმედებითად არის გადაწყვეტილი ფერის ამოცანა ნამუშევარში იდეის
გადმოსაცემად.
• სივრცე- რამდენად ახერხებს სივრცის ეფექტის შექმნას( წინა პლანი, შუა პლანი, 2ქ
უკანა პლანი) სახატავი მასალის ეფექტურად გამოყენება ჩანაფიქრის
გადმოსაცემად.
ნახატის ანალიზის შეფასების რუბრიკა
• აღწერს ნახატს, მსჯელობს ნახატის კომპოზიციაზე, კოლორიტზე( ფერზე) და 2ქ
გამომსახველობით ხერხებზე.
თეორიული მასალის ცოდნის შეფასება
• მოსწავლეს შეუძლია პასუხის გაცემა მოცემული დავალების 6 კითხვიდან 3-ზე და 1ქ
ნაკლებზე -0.5ქულა, 4-ზე და მეტი 1ქულა
სამუშაო ჩვევები
• ბოლომდე ასრულებს თუ არა სამუშაოს 1ქ
ჰოლისტური შეფასების სქემა (შეფასების კრიტერიუმები)
მოსწავლე დავალებას დავალებას დავალებას არ
დავალებას ასრულებს ასრულებს მცირედ, შეესაბამება, ნახატის
ასრულებს სრულად, ნაწილობრივ, ნახატი ნახატის გაგება ჭირს გაგება
ნახატი მკაფიოდ არ არის შეუძლებელია ან
არის გადმოცემული. დასრულებული, ფურცელი ცარიელია
ნამუშევარში აზრი ნაწილობრივ
შეცდომების იკითხება
რაოდენობა
უმნიშვნელოა
5-6 ქულა 0-4 ქულა
9-10 ქულა
7-8 ქულა

You might also like