You are on page 1of 30

ჰემანგიო

მა

მარიამ კობიაშვილი
აინურ მამედოვი
ჰემანგიომ

(ბერძ. haima — სისხლი, angeion
— სისხლძარღვი, oma —
სიმსივნე) —სისხლძარღვების
კედლიდან განვითარებული
კეთილთვისებიანი სიმსივნეა,
ჰემანგიომის პირველი
კლინიკური შემთხვევა აღწერა
რობერტ ლისტონმა 1843 წელს

ჰემანგიომა ხშირად თანდაყოლილია და იზრდება ორგანიზმის ზრდასთან ერთად.


ღრმად მდებარე ჰემანგიომა ზოგჯერ მოზრდილ ასაკში ვლინდება. ბავშვებში
შესაძლებელია სიცოცხლის პირველ წელს თანდაყოლილმა ჰემანგიომამ
უკუგანვითარება განიცადოს.
გავრცელება და ლოკალიზაცია

ჰემანგიომები გვხვდება
ახალშობილთა 3–5%-ში. გოგონებში
გვხვდება 2–3-ჯერ უფრი ხშირად
ვიდრე ბიჭებში (ჰორმონალური
ფონის გამო).ასევე ხშირია
დღენაკლულ ახალშობილებში,
ტყუპებში. ჰემანგიომა შეიძლება
განვითარდეს სხეულის ნებისმიერ
ნაწილში, როგორც მის ზედაპირზე
ასევე შინაგან ორგანოებში. თუმცა
60–80% გვხვდება სახისა და კისრის
მიდამოში რის გამოც პაციენტები
უმთავრესად ყბა-სახის ქირურგებთან
ხვდებიან. ჰემანგიომების 1/3
ლოკალიზდება ღვიძლში.
ხშირად ჰემანგიომა შერწყმულია განვითარების სხვა თანდაყოლილ მანკებთან.
აღწერილია მისი საოჯახო გადაცემის შემთხვევები. სახეზე შეიძლება ლოკალიზდეს ტუჩზე,
ლოყაზე, ცხვირზე, ენაზე და ასე შემდეგ
• სქესი-ქალი
• მცირე წონა
• მრავალჯერადი ორსულობა
• ნაადრევი მშობიარობა
• პროგესტერონით თერაპია
• ოჯახური წინასწარ განწყობა
• მწვავე-რესპირატორული ვირუსული დაავადებები, რომელიც
გადაიტანა დედამ პირველი ტრიმესტრის პერიოდში, რომელ
პერიოდშიც ყალიბდება სისხლძარღვოვანი სისტემა
• ტერატოგენული ფაქტორები
• რადიაცია, ეკოლოგიურად არასასურველი გარემო
PHACE სინდრომი
PHACE სინდრომი იშვიათი
დაავადებაა, რომელიც
გავლენას ახდენს სხეულის
მრავალ სისტემაზე. ამ
აშლილობას ახასიათებს
რამდენიმე განსხვავებული
ანომალიის ასოციაცია,
რომლებიც წარმოიქმნება
უფრო დიდი სიხშირით,
ვიდრე სხვაგვარად
მოსალოდნელი იყო.

ტერმინი PHACE არის აბრევიატურა; თითოეული ასო ნიშნავს სიტყვას . PHACE ნიშნავს : (P) უკანა
ფოსო და ტვინის სხვა სტრუქტურული მანკები; სახის, კისრის და/ან სკალპის დიდი (H)ემანგიომა ;
ცერებრალური ან საშვილოსნოს ყელის (A) არტერიების ანატომიური ანომალიები ; გულის
ანომალიები/(C)აორტის ოარქტირება; და (E) თვალის ანომალიები
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება მარტივს (კაპილარული),
კაპილარული ტიპის მცირე ზომის
ჰიპერტროფიულ-კაპილარულს
სისხლძარღვოვანი არხებისგან,
რომლებიც ერთმანეთისგან კავერნულს
გამოყოფილია შემაერთებელი
ქსოვილით. კაპილარები ამოფენილია დატოტვილს
ენდოთელური უჯრედების ერთი შრით.
განარჩევენ ჰემანგიომის რამდენიმე ტიპს: კომბინირებულს (კაპილარულ-კავერნული)

ტელეანგიექტაზიას.
კაპილარული ჰემანგიომა

მარტივი ანუ კაპილარული ჰემანგიომა


მოსახლეობაში ტყლიპს ეძახიან. შედგება
კაპილარული სისხლძარღვებისგან და მოიცავს
30–40% სისხლძარღვოვანი სიმსივნეებისა. აქვს
წითელი ან მოწითალო–მოლურჯო ფერი.
კაპილარულ ჰემანგიომა ჰემანგიომებს შორის
ყველაზე ძნელი სამკურნალოა იგი არ არის
წამოწეული კანიდან. არ გააჩნია მკვეთრი
საზღვრები. მასზე თითით ზეწოლა იწვევს
გაფერმკრთალებას ან სრულ გაქრობას,
ზედაწოლის მოხსნის შემდეგ კი სწრაფად
აღიდგენს თავის ფერს..მას ახასიათებს გამუქება
დატვირთვის (მოძრაობის, ღეჭვის,
ნერვიულობის) დროს. დილაობით შედარებით
ბაცია, მერე მუქდება;
კაპილარული ჰემანგიომა, ჰისტოლოგიური სურათი
კავერნული ჰემანგიომა

კავერნული ჰემანგიომა შედგება ეპითელიუმით


გამოფენილი და სისხლით სავსე დიდი
ღრუებისგან, რომლებიც ერთმანეთთან
დაკავშირებულია ანასტომოზებით. ზოგჯერ
ღრუები განცალკევებულია
შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდით. ამ ფორმის
დროს კანი მკვეთრად შეცვლილია. კავერნების
(ღრუების) გამო აქვს ხორკლიანი ზედაპირი, იძენს
მოლურჯო-მეწამულ ფერს. რბილ-ელასტიური
კონსისტენციისაა. კავერნოზული ჰემანგიომის
დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი
ქსოვილი, კუნთი, სახეზე ლოკალიზაციისას პირის
ღრუს ლორწოვანი გარსი და ყბების ძვლები. ამ
უკანასკნელს ყველა სხვა ჰემანგიომისგან ავსების
სიმპტომი განასხვავებს: მისკენ სისხლის
მიდენისას (თავის დახრისას, თუ თავზეა
ლოკლიზებული, ფიზიკური დატვირთვისას,
ღეჭვისას, ნერვიულობისას) დიდდება;
ჰიპერტროფიულ-კაპილარულ ჰემანგიომა

ჰიპერტროფიულ-კაპილარულ ჰემანგიომას აქვს


წითელი ან მეწამულისფერი შეფერილობა.
კონსისტენციით მკვრივ-ელასტიურია,
ამობერილია ირგვლივმდებარე ჯანმრთელი
ქსოვილიდან. ზედაპირი ხორკლიანია მკვეთრი
საზღვრების გარეშე. ზედაწოლით ფერის
დაკარგვის სიმპტომი მკვეთრად არ არის
გამოხატული.
სოლიტარულ ტელეანგიექტაზია

სოლიტარულ ტელეანგიექტაზიას – ობობას


ქსელისმაგვარ წარმონაქმნს მკვებავი
სისხლძარღვით ცენტრში. კანის დაჭიმვის
შემთხვევაში ქსელი ქრება და მხოლოდ
სისხლძარღვი რჩება. იგი არის წითელი ფერის,
რბილი კონსისტენციის. არ არის წამოწეული
ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან, აქვს
მკვეთრი საზღვრები. ზედაწოლით კარგავს
ფერს. ეს ჰემანგიომის მარტივი ფორმაა,
რომლის მოსაცილებლად
ელექტროკოაგულაციაც საკმარისია;
შერეული ჰემანგიომა

შერეული ჰემანგიომა შეიცავს მარტივი,


კავერნული და დატოტვილი ჰემანგიომის
უბნებს. თუმცა მასში ჭარბობს ერთი
ფორმის შემადგენლობა. შეიძლება მისი
ელემენტები შეთავსებული იყოს
ლიმფანგიომასთან. შეიძლება იყოს
წითელი, მოწითალო–მეწამულის ან
მოლურჯო ფერის. რბილ–ელასტიური.
წამოწეულია ირგვლივმდებარე
ჯანმრთელი ქსოვილებიდან.

დატოტვილი ჰემანგიომა
დატოტვილ ჰემანგიომას – ის ყველაზე რთული და, საბედნიეროდ, ყველაზე იშვიათია . ამ ტიპის
ჰემანგიომა ანევრიზმის მსგავსად პულსირებს
ჰემანგიომა ერთადერთი სიმსივნეა, რომელსაც
სპონტანური ინვოლუციის, უკუგანვითარების
უნარი აქვს. უკუგანვითარებაზე მიუთითებს
წარმონაქმნის გაბაცება, მასზე თეთრი უბნების
გაჩენა, ფართობისა თუ სიმაღლის შემცირება.
ერთი ამ ნიშნის არსებობაც კი დაკვირვების
უფლებას იძლევა. მაგრამ დაკვირვება
აუცილებლად სპეციალისტმა უნდა აწარმოოს –
მშობელი შესაძლოა შეცდეს.
თუ ჰემანგიომა იზრდება, მისი მკურნალობა
დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, განურჩევლად
იმისა, ერთვის თუ არა მას უკუგანვითარების
თუნდაც ერთი ნიშანი (მაგალითად, თეთრი
უბნების გაჩენა).
ჭეშმარიტი ჰემანგიომის უკუგანვითარება
შესაძლებელია 2 წლამდე ასაკში.
ხშირად ჰემანგიომა არა მხოლოდ კანს, არამედ
სხვა, ქვემდებარე ქსოვილებსაც აზიანებს
(ლორწოვანი გარსის ჩათვლით). ასეთი
წარმონაქმნის ამოკვეთა გარდაუვალ დეფექტებს
იწვევს. მით უმეტეს, ჰემანგიომა ხშირად ჩნდება
ცხვირის წვერზე, ქუთუთოებზე... ასეთი
ლოკალიზაციის წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ
დარჩენილი დეფქტი პლასტიკურ ჩარევას
მოითხოვს, ის კი ხშირად სასურველზე უარეს
შედეგს იძლევა. გაცილებით შედეგიანია
ჰემანგიომის შემაერთებელ ქსოვილად
გადაგვარება და, საჭიროების შემთხვევაში,
წლების შემდეგ ამ ნაწიბურის კორექცია.

ოპერაციული ჩარევა შეიძლება ჩატარდეს, თუ


ჰემანგიომა შემოფარგლულია და თავის თმიან
ნაწილზე მდებარეობს. ხშირად მკურნალობა
კომბინირებულია.
დიაგნოსტიკა
-ვიზუალური დათვალიერება
-ულტრაბგერა
-ბიოფსია (იშვიათად გამოიყენება)
-CT - განსაკუთრებით ღვიძლის ჰემანგიომის
არსებობისას, მისი მგრძნობელობა
ჰემანგიომებისთვის არის 76% ხოლო სპეციფიკა
90%.
-MRI- განსაკუთრებით ღვიძლის ჰემანგიომის
არსებობისას მგრძნობელობა 98%, სპეციფიკა 99%
-ანგიოგრამა
კლინიკური შემთხვევა 1
25 წლის გოგონა მოვიდა ჩივილებით ზედა ყბის ღრძილების
ლოკალური შეშუპებით, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა
ზომაში ბოლო სამი თვის განმავლობაში, არ აღენიშნებოდა
არც მავნე მატრავმირებელი ჩვევები, არც ოჯახური ისტორია.

კლინიკურად აღენიშნებოდა ინტრაორალური


ერითემატოზული ზრდა 23, 24, 25 კბილების
მიდამოში. დაზიანების ზედაპირი იყო გლუვი და
მბზინავი, წყლული არ დაფიქსირებულა.
პალპაციით არ აღინიშნებოდა ტკივილი, ხოლო
გამღიზიანებლის ზემოქმედებით ადგილი ჰქონდა
სისხლდენას. აღინიშნებოდა ლოკალურად
კბილების პირველი ხარისხის მორყევა
ვიზიოგრამაზე გამოვლინდა დაბალი რადიომგრძნობელობის მქონე უბანი, რომელიც
მოიცავდა 23-25 კბილების აპიკალურ მიდამოს, კბილების უმნიშვნელო
გადაადგილებით, და უმნიშვნელო დესტრუქციით

 დაისვა წინასწარი
დიაგნოზი- პიოგენური
გრანულომა

პაციენტს ადგილობრივი
ანესთეზიის ქვეშ
ჩაუტარდა როგორც
რბილი ქსოვილის, ასევე
ნაწილობრივ ძვლოვანი
ქსოვილის ბიოფსია .
ქსოვილი შეინახეს 10%-
იან ფორმალინში და
გაიგზავნა
ჰისტოლოგიური
გამოკვლევისთვის.
ჰემატოქსილინ-ეოზინის მეთოდით შეღებილმა მონაკვეთებმა
გამოავლინა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა
პროლიფერაციული, სისხლით სავსე კაპილარული სივრცეების
არსებობა, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით დიდი ზომის იყო.
ეს სივრცეები ამოფენილი იყო კარგად ჩამოყალიბებული
გაბრტყელებული ენდოთელური უჯრედების ერთი ფენით.
შემაერთებელი ქსოვილის
სტრომა იყო იშვიათად ფიჭური,
რამდენიმე ანთებითი უჯრედით და
არ აღინიშნა უჯრედშორისი
შეშუპება. რის შედეგადაც,
კაპილარული ჰემანგიომის
დიაგნოზი დაისვა
ჰისტოპათოლოგიურად.

ჩატარდა ციფრული ანგიოგრაფია და გამოავლინდა


კაპილარული ჰემანგიომა მარცხენა ზედა ყბაში
დაახლოებით 3.3 სმ × 2.4 სმ × 2.3 სმ ზომის
კლინიკური შემთხვევა 2

კლინიკური მონაცემები

5 წლის გოგონა დედასთან ერათად მივიდა


ამბოლატორიულ კლინიკაში. გასინჯვისას აღინიშნა
არარეგულარული წითერი ფერის სახის დაზიანება,
სახის მარცხენა მხარეს. მშობელთან გასაუბრებისას
დადასტურდა რომ ეს ლაქა არ იყო თანდაყოლილი.
თავდაპირველად 2 თვის ასაკში რამოდენიმე წითელი
ლაქა აღენიშნებოდა სახეზე, რომელიც შემდგომ
გაიზარდა ამჟამინდელ ზომამდე. სხვა მხრივ ბავშვს
არანაირი გართულება არ ჰქონია.მშობელი აღნიშნავს
რომ გოგონა არის მათი პირველი შვილი, რომელიც
ვადაზე ადრე გაჩნდა, ბავშვს დაბადებიდან
რამოდენიმე თვის შემდეგ განუვითარდა
რესპირატორული დისტრესი, მაგრამ დროულად
უმკურნალეს. 4 თვის ასაკში სახეზე არსებული წითელი
ლაქა იყო 3 სმ დიამეტრის, და ჰქონდა ობობასნაირი
ფორმა, თვალში გადაჭიმული ზევით და ცხვირის
მარცხენა ზედაპირზე. სხვა დაზიანებები სხეულზე არ მკურნალობამდელი სურათი
აღენიშნებოდა.
გამოკვლევა და მკურნალობა

მუცლის ღრუს ექოსკოპიით გამოვლინდა კაფსულირებული


ჰემანგიომა 3X2 სმ, ღვიძლის მარცხენა წილში. პედიატრი
ოფთალმოლოგის მიერს თვალის გამოკვლევებმა აჩვენა,
რომ ჰემანგიომის გავრცელება გაჩერდა ქვედა ქუთუთოზე
და საცრემლეზე, და ის არ ვრცელდებოდა კონუქტივაზე და
რქოვანაზე.ბავშვი რეაგირებდა სინათლეზე და სახის
გამომეტყველებაზე. ოფთალმოლოგმა დაუნიშნა 1 %იანი
თიმოლოლ მალეტეს წვეთები/გელი ყოველდღიურად
გამოსაყენებლად 2 თვის განმავლობაში.სხვა მკურნალობა
არ ჩატარებია, რადგან ელოდებოდნენ თიმოლოლის
შედეგს. შემდეგი ვიზიტისას აღმოჩნდა რომ გვერდითი
მოვლენები არ აღენიშნებოდა ამიტომ თიმოლოლის
ადგილობრივი გამოყენება გააგრძელეს კიდევ ერთი თვით,
ღვიძლის ჰემანგიომა კი უნდა გაკონტროლებულიყო ერთი
წლის შემდეგ.

მკურნალობიდან 2 კვირის შედეგი


სახის მიდამოს ჰემენგიომის მქონე ბავშვი უნდა მოვარიდოთ ფაქტორებს, რომლებიც
სისხლმომარაგებას აუმჯობესებს. ესენია:

მზის სხივების უშუალო ზემოქმედება.

სახის მასაჟი

ფიზიოთერაპიული პროცედურები სახეზე.

ყურადღება გვმართებს ბავშვთან, რომელსაც ჰემანგიომა პირის ღრუს ლორწოვან გარსზე


აქვს. არ არის გამორიცხული მისი არსებობა ყბის ძვლებზე, რის დასადგენადაც
გამოკვლევაა საჭირო. ასეთი ბავშვების მშობლები უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ
სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას, მეტად უფრთხილდებოდნენ კბილებს,
მათ შორის – სარძევესაც, ხოლო კბილის ამოღების წინ უმჯობესია ჩატარდეს
რენტგენოლოგიური გამოკვლევა და თუ სურათზე რამე საეჭვო გამოჩნდა, მკურნალობა
არა სტომატოლოგიურ კლინიკაში, არამედ ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიულ სტაციონარში
ჩატარდეს.
რა ვადაზე არის სასურველი მოხდეს ჰემანგიომაზე დიაგნოსტირება? როდის არის საშიში
და როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?

იქიდან გამომდინარე, რომ ჰემანგიომა დაბადებისას ძალიან იშვიათად


ვითარდება და ზრდას იწყებს დაბადებიდან პირველი დღეებში და შესამჩნევ
ზომას აღწევს სიცოცხლის პირველ თვეებში, პირველ დღეებსა თუ თვეებში
შეიძლება ვერ დაისვას დიაგნოზი, თუმცა, როგორც კი ზრდას დაიწყებს და
დეფექტი გამომჟღავნდება, მშობელმა უნდა მიაკითხოს პედიატრს.

ჰემანგიომების უმრავლესობა არ არის სახიფათო, თუმცა, საჭიროა, ზუსტად


შეფასდეს რისკები.

უნდა გაირკვეს, არის ლოკალიზებული, მრავლობითი თუ სეგმენტური; უნდა


დადგინდეს გამოვლენის ზომები და ადგილი.

ამ მონაცემთა გაანალიზებისას ექიმმა უნდა შეაფასოს, არის ეს ჰემანგიომა


ცალკე მდგომი დაავადება თუ სხვა დაავადების, ან სინდრომის ერთ-ერთი
გამოვლინება; აგრეთვე, განსაზღვროს რისკის დონე და ამის შესაბამისად
დაიგეგმოს ჩარევა.
მასკლეროზირებელი თერაპია
მასკლეროზირებელი თერაპია გამოიყენება მცირე
ზომის ჰემანგიომები სამკურნალოდ. მას დაფუძვლად
უდევს სიმსივნის ერთმომენტიანი ინფილტრაცია
ეთილის სპირტის 70%–იანი ხსნარით. ბავშვებში
მიზანშეწონილია კავერნული (გავრცელების სიღრმით
0,8 სმ–ზე) და ჰიპერტროფიული კაპილარული
(გავრცელების სიღრმით 0.5 სმ–ზე) ჰემანგიომების
დროს. მასკლეროზირებელი თერაპიის მეთოდი
ეფუძნება იმას, რომ სპირტის შეყვანით
სისხლძარღვოვანი წარმონაქმნის ქსოვილში
ვითარდება ქიმიური დამწვრობა, რასაც მოჰყვება
ასეპრიური ანთება და შემდეგ — ნაწიბურის
ჩამოყალიბება.
კავერნული ფორმის დროს სპირტი შეჰყავთ უშუალოდ წარმონაქმნის ღრუში.
მასკლეროზირებელი ხსნარი შეყავთ იქამდე, სანამ არ წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატი,
რომელიც ცდება ჰემანგიომის ფარგლებს 0.5–1,5 სმ–ით. ეს ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი და
ნაცადი მეთოდია. მის მიერ დატოვებულ ნაწიბურს ხშირად კორექცია აღარ სჭირდება. სპირტი
ნერვული დაბოლოებების კოაგულაციას იწვევს და ინფილტრაციის არეში ბავშვს 2-3 თვე
ყოველგვარი მგრძნობელობა დაკარგული აქვს
კრიოდესტრუქცია
ჰემანგიომის კრიოდესტრუქცია
(ადგილობრივი მოყინვა) მცირედ
ტრავმულია. კრიოთერაპიის
მეთოდი ეფუძნება ასეპტიკური
(არაინფექციური ბუნების)
ანთების განვითარებას და ამ
უკანასკნელის შედეგად
სისხლძარღვოვანი ქსოვილის
ობლიტერაციას (წაშლას,
მოსპობას) ეს მეთოდი წარმატებით
გამოიყენება კაპილარული და
შემოსაზღვრული ზედაპირული
ჰემანგიომების დროს. ამ
შემთხვევაში ხშირად მიიღწევა
სრული განკურნება.
კრიოდესტრუქცია წარმოებს
თხევადი აზოტით ან ნახშირმჟავას
ყინულით.
ელექტროკოაგულაცია

ელექტროკოაგულაცია (მოწვა)
გამოიყენება როგორც
დამოუკიდებელი მეთოდი,
ძირითადად ტუჩის წითელი ყაეთნის
სოლიტარულ ტელეანგიექტაზიებისა
და მცირე ჰემანგიომური უბნების
ლიკვიდაციისთვის მათი
არარადიკალური მოცილების
შემდეგ. ამ ემთხვევაში მიიღწევა
მკურნალობის რადიკალიზმი და
დამაკმაყოფილებელი კოსმეტიკური
შედეგები.
ენდოვასკულური ოკლუზია

ამ მეთოდის დროს, კათეტერით შედიან


პათოლოგიურ კერამდე და ჰემანგიომის მკვებავ
არტერიაში შეყავთ საემბოლიო ნივთიერება. ეს
იწვევს სიმსივნეში სისხლის ნაკადის მოდენის
შეწყვეტას და სიმსივნის რეორგანიზაციას.
თუ ჰემანგიომა არის დაბალი რისკის და
გაურთულებელი, ასევე, არ არის კანიდან
ზედმეტად წამოწეული და გარკვეული
კოსმეტიკური დეფექტის დარჩენის შანსი არის,
შესაძლებელია, გამოვიყენოთ ადგილობრივი
მკურნალობის მეთოდები – ტოპიკური ბეტა-
ბლოკერები (პროპრანოლოლის 1%-იანი
ხსნარი/მალამო ან თიმოლოლი 0.5%-იანი
ხსნარი). პირველი რიგის პრეპარატი
დღეისათვის არის დასალევი ბეტა-ბლოკერი,
პროპრანოლოლი, რომელიც იწყება მცირე
დოზით 0.5მგ/კგ ან 1მგ/კგ და ეტაპობრივად
იზრდება 2 მგ/კგ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ
პროპრანოლოლი დღეისათვის არის საუკეთესო
არჩევანი და ყველაზე ნაკლებ გართულებას და
ყველაზე კარგ შედეგს ის იძლევა, მშობელს
დეტალურად უნდა განემარტოს გვერდითი
ეფექტები და როგორ უნდა მოხდეს წამლის
მიცემა. მკურნალობა შესაძლებელია
გაგრძელდეს 18 თვის ასაკამდეც კი.
ხშირად დასმული შეკითხვები
- შესაძლებელია თუ არა პრევენცია ორსულობის პერიოდში, რომ ბავშვს არ
აღმოაჩნდეს ჰემანგიომა?
- ჰემანგიომის განვითარებას რიგ შემთხვევაში საფუძვლად უდევს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
პრევენცია, რომ ბავშვს არ აღმოაჩნდეს ჰემანგიომა, პრაქტიკულად შეუძლებელია. - შეიძლება,
რომ ჰემანგიომა შეძენილი იყოს და ის მოზარდობის პერიოდში განვითარდეს?
- დიახ, შეიძლება. ჰემანგიომა განვითარებისა და სტრუქტურის მიხედვით სახვადასხვა ფორმის
არსებობს. თანდაყოლილი ფორმებია: კაპილარული, კავერნოზული. შეძენილ ჰემანგიომებს შორის
უფრო გავრცელებულია: ვარსკვლავისებური ტელეანგიოექტაზიები, დატოტვილი და შერეული
ფორმებ
- ვიზუალური დათვალიერების გარდა, რა კვლევები
ტარდება დიაგნოზის დასასმელად?
- ჰემანგიომები გვხვდება როგორც კანის ზედაპირზე, დაახლოებით
70% და მათგან უმეტესი თავ-კისრის არეშია (ამ დროს ხდება
დათვალიერება კროსპოლარული ნათების მქონე
დერმატოსკოპით), ასევე შინაგან ორგანოებშიც.
მაგალითად, ღვიძლში საკმაოდ გავრცელებულია და ყველა ტიპის
კლინიკური კვლევისას - ულტრასონოგრაფიაზე, რენტგენზე,
კარგად გამოხატული, გლუვი კონტურები აქვს.
- შესაძლოა თუ არა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჰემანგიომა გართულდეს?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰემანგიომას შესაძლოა სხვადასხვა ლოკალიზაცია ჰქონდეს. ასევე
ხშირია, როცა ჰემანგიომა ახლოს არის რომელიმე მსხვილ ნერვთან და მისი კომპრესიის
შედეგად იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს, ამ შემთხვევაშიც სასწრაფო სამედიცინო
ჩარევაა საჭირო.

- რა რჩევას მიცსემდით პაციენტებს,


რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ?
- გარდა ჩვილი ბავშვებისა, რომლებსაც შეიძლება
ზოგიერთი სახის ჰემანგიომა თავისით გაუქრეთ,
ზრდასთან ერთად, ექიმის გადაწყვეტილებით
შეიძლება დავაკვირდეთ 2 წლის ასაკამდე.
დანარჩენ შემთხვევაში უმჯობესი იქნება გეგმიური
მოცილება. ეს გამორიცხავს უნებლიე ტრავმებით
გამოწვეულ ძლიერ სისხლდენებს, როდესაც
სასწრაფო წესით ხდება ხოლმე საჭირო
აღნიშნული წარმონაქმნების მოცილება. 
გმადლობთ
ყურადღებისთვი

You might also like