You are on page 1of 8

შემაჯამებელი სამუშაო

ტიპი-პრეზენტაცია
თემა : " რენესანსი და ჰუმანიზმი "

საგანი- ისტორია
მოსწავლე- მილენა წულაია
მასწავლებელი- ირინა ხურცილავა
კლასი- 11ა
თარიღი - 25.05.2022
სარჩევი

შესავალი
რა არის რენესანსი?
რა არის ჰუმანიზმი?
აღორძინების ეპოქა იტალიაში
რენესანსი- ხელოვნებაში
რენესანსი -თეატრში
რენესანსი-მეცნიერებაში
რენესანსი

ევროპულ კულტურაში ახალმა მიმდინარეობებმა _ რენესანსმა და ჰუმანიზმმა


_ დასაბამი მისცა ახალ ეპოქას. რენესანსი სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან
ერთად, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები,
განხეთქილება დასავლურ ქრისტიანობაში _ წარმოადგენს იმ მიჯნას,
საიდანაც იწყება შუა საუკუნეების ეპოქიდან ადრეულ ახალ დროში გადასვლა.

რენესანსი ჩაისახა იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში გავრცელდა.


ქრონოლოგიურად რენესანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს XV საუკუნის შუა
ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე. რენესანსი _ ეს ტერმინი დაამკვიდრა XIX
საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ.
“რენესანსი” ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სახვითი ხელოვნების,
ლიტერატურისა და მეცნიერების აღორძინებას, ასევე დაინტერესებას
ანტიკური კულტურული მემკვიდრეობით. რენესანსის მიზანს წარმოადგენს
ანტიკური კულტურული მემკვიდრების აღდგენისაკენ სწრაფვა. იტალიურად
მას ეწოდება "რინაშიმენტო", რაც ნიშნავს ანტიკური ხელოვნების
აღორძინებას. ამჟამად ტერმინი „აღორძინება“ გადაქცეულია კულტურული
აყვავების მეტაფორად.
ჰუმანიზმი

ჰუმანიზმი — მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და


ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა
ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI
საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით,
ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით. ჰუმანიზმი ვიწრო
გაგებით — რენესანსის კულტურული მიმართულება, რომელმაც შუა
საუკუნეების მისტიკურად გაგებულ ადამიანის კულტს მიწიერი,
ამქვეყნიური ადამიანის იდეალი დაუპირისპირა და მისთვის ზრუნვა
საყოველთაო მიზნად გამოაცხადა. აღორძინებას დიდად შეუწყო ხელი
საბეჭდი დაზგის გამოგონებამ. იგი გამოიგონა გერმანელმა იოჰან
გუტენბერგმა, რომელმაც დაახლოვებით 1455 წლისათვის რამდენიმე
წიგნი დაბეჭდა. მათ შორის პირველი იყო ბიბლია.
XV საუკუნიდან აღორძინება უფრო ფართოდ გავრცელდა ევროპაში.
ბიზანტის განადგურებისა და ისლამური ესპანეთის დაცემის შემდეგ,
როგორც ბიზანტიელი, ასევე მაჰმადიანი სწავლულები დაიძრნენ
ევროპისაკენ და თან გაიყოლეს მრავალი ხელნაწერი. ის ფაქტი, რომ
აღორძინება იტალიაში დაიწყო, სულაც არაა შემთხვევითი. XIV საუკუნეში
იტალია პატარ-პატარა სახელმწიფოებად იყო დაყოფილი. მათ შორის
წამყვან როლს ასრულებდნენ ქალაქ-სახელმწიფოები _ ფლორენცია,
ვენეცია და რომი. ამ ქალაქების მოქალაქეებმა ვაჭრობითა და
ხელოსნობით მოახერხეს მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება. ყველაზე
დაწინაურებული ქალაქი იყო ფლორენცია, რომლის განვითარებასაც
მისმა მმართველმა ლორენცო მედიჩიმ შეუწყო ხელი. ის მფარველობდა
მეცნიერებს, მწერლებს, ფილოსოფოსებსა და ხელოვანებს. ასე გახდა
ფლორენცია ევროპული კულტურის ცენტრი.
აღორძინების ეპოქამ იტალიაში რამდენიმე ეტაპი განვლო: ადრეული
აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების
ნიშნები; მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი
სწორუპოვარი ოსტატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი,
მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი; გვიანი აღორძინების ხანა,
როდესაც ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ
ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ განაპირობა კიდეც ღრმა კრიზისი
ხელოვნებაში.

აღორძინეის ხანის თანამედროვეებმა გამარჯვება იზეიმეს "ბნელ


საუკუნეებზე". ისინი აკვიდებოდნენ ბუნებას, სწავლობდნენ ანატომიას და
პროპორციებს, რამაც შესაძლებელი გახადა სინამდვილე ზედმიწევნით
ზუსტად გამოეხატათ ფერწერასა და ქანდაკებაში. აღორძინების ხანის
ოსტატებმა კარგად შეისწავლეს ოპტიკა და გეომეტრიის კანონები, რის
შედეგადაც მხატვრებმა შეძლეს ზუსტად გამოესახათ სივრცე.
როგორც დავინახეთ რენესანსის კულტურის მოღვაწეები _ მწერლები,
მხატვრები, მოქანდაკეები _ დაუბრუნდნენ ანტიკურ ტრადიციებს, სადაც
მთავარი იყო ადამიანი თავისი გარეგნული სრულყოფილებით და შინაგანი
ბუნების მრავალფეროვნებით. აღორძინების ხანის მწერლობას კომედიური
ხასიათიც ჰქონდა და წარმოადგენდა არსებული რეალობის მწვავე კრიტიკას.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია XVI საუკუნის ესპანელი მწერლის
მიგელ დე სერვანტესის შემოქმედება, კერძოდ "დონ კიხოტი" და ფრანგი
მწერლის ფრანსუა რაბლეს შემოქმედება, კერძოდ "გარგანტუა და
პანტაგრუელი". ევროპულ ქალაქებში დაარსდა თეატრები, რამაც ხელი
შეუწყო დრამატურგიის განვითარებას. ამ პერიოდის ყვლაზე ცნობილი
დრამატურგები იყვნენ ესპანელი ლოპე დე ვეგა და ინგლისელი უილიამ
შექსპირი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად ითვლება.
მისი პიესები "მეფე ლირი", "ჰამლეტი", რომეო და ჯულიეტა", "ოტელო" და სხვა.
რენესანსის ეპოქაში ასევე გარდატეხა მოხდა მეცნიერებასა და ტექნიკის
განვითარებაში. ამის მაგალითია ნიკოლაი კოპერნიკი, რომელმაც შეიმუშავა
ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია, რითაც ამტკიცებდა, რომ სამყაროს
ცენტრში მზეა და ყველა პლანეტა მის გარშემო ბრუნავს. კოპერნიკის ამ
თეორიას იზიარებდა იტალიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი
გალილეო გალილეი, ამის გამო მას ერეტიკოსობაში ე.ი. მწვალებლობაში
დასდეს ბრალი, გაასამართლეს 1615 წელს და აიძულეს უარი ეთქვა თავის
მოსაზრებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ქრისტეფორე კოლუმბისა და ფერნანდო
მაგელანის გეოგრაფიული აღმოჩენები,რითაც დადასტურდა რომ დედამიწა
მრგვალია. გეოგრაფებმა კი, მათემატიკური მიღწევების გამოყენებით შეძლეს
დედამიწის სფერული ზედაპირის რუკების ორგანზომილებიან სიბრტყეში
გადატანა. ადრეული კაპიტალიზმის ცენტრებად იქცნენ იტალიისა და
ფლანდრიის ქალაქები. ეკონომიკური საქმიანობისა და ცხოვრების ახალ
წესზე გადასვლლის სიმბოლოდ მიიჩნევენ XIV საუკუნის დასაწყისში გირებიანი
საათის გაჩენას.. საათმა ძირეულად შეცვალა როგორც ადამიანის ფსიქიკა და
აზროვნების წესი, ისე დროის აღქმა. ადრე სამუშაო დროს განსაზღვრავდნენ
მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, საათის გამოგონების შემდეგ კი დაიწყეს
დროის ზუსტი რაციონალური განაწილება.
მეთექვსმეტე საუკუნეში ჰუმანიზმმა დაკარგა თავისი ძალა. ევროპა ჩართული
იყო სიტყვებით, იდეებით და ზოგჯერ იარაღით ქრისტიანობის ბუნების (
რეფორმაციის ) და ჰუმანისტური კულტურის გამო, რომელიც მეტოქეების მიერ
იქნა გადალახული, ხდება ნახევრად დამოუკიდებელი დისციპლინები,
რომელიც რეგულირდება რეგიონის რწმენით
გამოყენებული ლიტერატურა

http://www.ianusi.com
https://hmn.wiki › Renaissance_hum
https://ka.warbletoncouncil.org › car.
http://www.nplg.gov.ge › saskolo
https://ka.eferrit.com ›
https://ka.m.wikipedia.org › wiki
https://e-learning.tsu.ge › view
https://www.academia.edu ›

You might also like