You are on page 1of 21

დიეგო ველასკესი

დიეგო ველასკესი დაიბადა 1599 წლის 6


ივნისს სევილიაში. ის იყო ესპანელი
მხატვარი. დიეგო ველასკესი დაიბადა
სევილიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი
პირველი მასწავლებელი იყო ფრანცისკო
დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე
სწავლობდა, ხოლო შემდეგ მას ფრანცისკო
პაჩეკო ასწავლიდა, რომლის ძირითადი
დამსახურება ისაა, რომ არ ზღუდავდა
ველასკესს და ხელს არ უშლიდა მისი
მხატვრული ინდივიდუალურობის
ჩამოყალიბებაში. ამის შემდეგ 20-იანი
წლებიდან ველასკესი დამოუკიდებლად
გამოდის სამხატვრო ასპარეზზე.
პაპი ინოკენტი X 20-იან წლებში ველასკესი მიიწვიეს
ფილიპ მეოთხის სამეფო კარზე.
ზუსტად ამავე პერიოდში ესპანეთში
ჩამოდის სახელგანთქმული
ფლანდრიელი მხატვარი რუბენსი.
დიეგო მას მეგზურობას უწევდა სამეფო
კარის გალერეის დათვალიერებისას.
ახალგაზრდა ველასკესს რუბენსის
რჩევით აგზავნიან იტალიაში. მას აქ
უნდა ესწავლა და შეეძინა იტალიური
ფერწერის ნიმუშები. ველასკესმა
უდიდესი აღფრთოვანებით აღიქვა
იტალიური მხატვრობა და
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე
ტიციან ვეჩელმა მოახდინა.
ველასკესი გარდაიცვალა სევილიაში და მის
ძეგლს ამკობს წარწერა: "სიმართლის მხატვარი".
პაბლო პიკასო
პაბლო პიკასოს სრული
სახელი და გვარია პაბლო
დიეგო ხოსე ფრანცისკო დე
პაულა ხუან ნეპომუცენო
მარია დე ლოს რემედიოს
სიპრიანო დე ლა სანტისიმა
ტრინიდად რუიზ ი პიკასო.
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან,
ლა-კორუნიეს (1894–1995),
ბარსელონის (1895-იდან) და
მადრიდის (1897–1998) ნატიფი
ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან
თითქმის მუდმივად პარიზში
ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე
შეიქმნა თავისი პირველი
მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი
პერიოდისა“, 1901–1904, და
„ვარდისფერი პერიოდის“, 1905–1906
ნამუშევრები. მათში არის
გადმოცემული ღატაკთა და
მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები,
მაწანწალები) ტრაგიკული
ცისფერი პერიოდი
ცისფერი პერიოდი (1901—1904) – იყო
სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები,
რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში
მოგზაურობამ და ახლო მეგობრის
გარდაცვალებამ იქონია. ხშირად აღწერს
აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს,
მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი
ვარდისფერი პერიოდი (1905—1907) – იყო უფრო
ხალისით სავსე სტილი, ნარინჯისა და ვარდისფერი
საღებავებით. აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს.
ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს,
რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის
მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია
ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით,
ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან
ერთად.

You might also like