You are on page 1of 2

ინგლისური სენტიმენტალიზმი

მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში განმანათლებლური ლიტერატურის წიაღში წარმოიშვა

მიმდინარეობა, რომელიც თავსდება განმანათლებლობის, როგორც ზოგადევროპული


მიმდინარეობის ჩარჩოებში, მაგრამ უკვე თვისობრივად, ახალი ესთეტიკის ნიშნებით
განსხვავდება მისგან. ეს მიმდინარეობაა ინგლისში სენტიმენტალიზმის სახელითაა
ცნობილი. სენტიმენტალიზმი კანონებითა და წესებით რეგლამენტირებულ
განმანათლებლობის რაციონალისტურ ფილოსოფიასა და ესთეტიკას უპირისპირდება.
სენტიმენტალისტებისათვის უფრო მახლობელი აღმოჩნდა სუბიექტური იდეალიზმი და
არცთუ იშვიათად ქრისტიანული რელიგიის ძირითადი ცნებები და პოზიციები.იგრძნობა
ინგლისურ სენტიმენტალიზმის პოეზიასა და პროზაში. კლასიციზმისათვის
დამახასიატებელი სქემატიზმის, დოგმატიზმისა და მხატვრული სიმშრალის ნაცვლად
სენტიმენტალისტებმა ლიტერატურაში წინ წამოსწიეს გრძნობის კულტი. მათ შემოქმედებას
ახასიათებს დიდი ინტერესი უბრალო ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი, მისი განცდები,
ადამიანის წინააღმდეგობრივი ხასიათის წარმოჩენა, ცრემლიანი თანაგრძნობა, მელანქოლია,
გადაჭარბებული ემოციები.სენტიმენტალიზმი თავის არსებობას ინგლისში იმ პერიოდში
იწყებს, როცა სამრეწველო გადატრიალებით გამოწვეულ სერიოზულ სოციალურ–
ეკონომიკურ ძვრებს ჰქონდა ადგილი.სენტიმენტალისტების ყურადღების ცენტრში
სოციალურად დაუცველი ადამიანი აღმოჩნდა და ბურჟუაზიული საზოგადოების
სენტიმენტალური კრიტიკა ერთმანეთს უპირისპირებს ბუნების სურათებსა და ქალაქს,
პატრიარქალური სოფლის იდილიასა და ქალაქურ ცივილიზაციას. მკითხველს აშკარად
აგრძნობინებს წარსულის უპირატესობას აწმყოსთან მომართებაში. ეს დაპირისპირება
ინგლისიდან მთელ ევროპაში გავრცელდა.სენტიმენტალისტები ჭარბად იყენებენ ემოციურ
პოეტურ ენობრივ ფორმებს, რომლებიც ადამიანის გრძნობებს, შინაგან განცდებს,
მღელვარებასა თუ სიხარულს გადმოსცემინ მრავალფეროვნად.
ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ პიროვნება სენტიმენტალისტების შემოქმედებაში
არ არის გარემოსგან მოწყვეტილი და სუბიექტურ განცდებში ჩაკეტილი.
სენტიმენტალიზმი წარმოადგენს იდეურ–ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელსაც
აინტერესებს ადამიანი და მისი გრძნობათა სამყარო ისინი უარყოფენ ისეთ
საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც უპირისპირდებიან და ზღუდავენ ყოველივე
ადამიანურს, თრგუნავენ ადამიანურ გრძნობათა სამყაროს.სენტიმენტალისტები
თანადროული სინამდვილის მძაფრი კრიტიკოსებიც იყვნენ და ხშირად მახვილ ირონიას
მიმართავენ.

You might also like