You are on page 1of 22

შუა ბავშვობა:

სოციალური კოგნიცია – სოციალური ურთიერთობებისა და მოვლენების გაგება –


ფაქტობრივად, არსებითი მნიშვნელობისაა იმის გაგებაში, თუ როგორ ვითარდებიან
დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვები. ბავშვები იაზრებენ მორალს, თანატოლთა
ჯგუფებს, მათი ოჯახის მდგომარეობას და სამომავლო როლებს, ურთიერთობებსა და
შესაძლებლობებს, რომლებიც მათთვისაა ხელმისაწვდომი. ამ სოციალურ
კონცეფციათაგან ზოგიერთი უშუალოდ დაასწავლეს, მაგრამ ბევრი მათგანი
დაისწავლება მოვლენებისა და ურთიერთობების ინტერპრეტირებით მაშინ, როცა
ბავშვები თავიანთი სამყაროს გაგებას ცდილობენ. როცა ბავშვების სოციალური
სამყარო ფართოვდება, ასევე ფართოვდება საკუთარ ოჯახებსა და ცხოვრებისეულ
სიტუაციებში კონფლიქტებსა და სტრესთან მიმართებით მათი შეხედულებები.
ბავშვებმა, რომლებიც გამოსცდიან მშობლების განქორწინებას, უნდა იპოვონ
დაძლევის გზები, როგორც იმ ბავშვებმა, რომლებზეც თანატოლების მხრიდან
ხორციელდება ბულინგი/ სასკოლო ტერორი, ან რომლებზეც ძალადობენ მშობლები
ან სხვები, ასევე, იმ ბავშვებმა, რომელთაც ცოტა მეგობარი ჰყავთ, რომლებიც
„ებრძვიან“ სკოლას, ან რომლებიც ცხოვრობენ ბუნდოვან, დაუცველ ან სხვა მხრივ
გამომწვევ გარემოში. ბავშვების დაძლევის მეთოდები ზემოქმედებს სოციალური და
ემოციური ქცევის მათ პატერნებზე, რომლებიც ხელს უწყობს მათი პიროვნებების
განსაზღვრას.

სამი მიდგომა შუა ბავშვობისადმი:

სოციალური დასწავლის მიდგომა:

 ბავშვები უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს ავითარებენ მოდელებზე


დაკვირვებისა და მიბაძვის საშუალებით; შუა ბავშვობაში ეს მოდელები
ხშირად თანატოლები არიან.
 განმტკიცებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, როგორაც ბავშვები
იქცევიან, თუმცა მშობლის კონტროლი ხშირად შესუსტებულია და
ჩანაცვლებულია თანატოლების, მასწავლებლებისა და მწვრთნელებისგან
სოციალური განმტკიცების საჭიროებით.

ფსიქოდინამიკური მიდგომა:

 ოჯახური ეჭვიანობები და შფოთვა, როგორც წესი, შემცირებულია შუა


ბავშვობის პერიოდში, რომელსაც ფროიდმა ლატენტური პერიოდი უწოდა.
 ბავშვები მათ ემოციურ ენერგიას მიმართავენ თანატოლებისკენ,
შემოქმედებითი მცდელობებისა და კულტურულად დადგენილი სასკოლო და
საზოგადოებრივი ამოცანების დასწავლისკენ.
 ერიქსონმა შუა ბავშვობის ძირითადი კონფლიქტი აღწერა, როგორც
შრომისმოყვარეობა წინააღმდეგ არასრულფასოვნებისა.

კოგნიტური განვითარების მიდგომა:

 ბავშვები ავითარებენ აზროვნების უფრო მოწიფულ უნარებს, რომლებიც


შეიძლება გამოყენებული იქნას სოციალური და ინტელექტუალური
პრობლემების გადასაჭრელად.
 პიაჟემ შუა ბავშვობა აღწერა, როგორც კონკრეტული ოპერაციების პერიოდი.
 ხაზგასმაა თვითკონცეფციის განვითარებაზე, თუ როგორ აზროვნებენ ბავშვები
საკუთარი თავის შესახებ და როგორ აყალიბებენ დამოკიდებულებებსა და
ღირებულებებს მათი საზოგადოების კონტექსტში.
 საკუთარი ღირსების გრძნობა (თვითშეფასება), რომელიც თვითშემფასებელ
კომპონენტს გულისხმობს, ასევე მნიშვნელოვანი კონცეფციაა, როგორც
მორალური მსჯელობა, რომელიც გულისხმობს სამართლიანობის,
სიმართლის, სწორისა და მართლის შესახებ მსჯელობებს.

შუა ბავშვობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ეს მიდგომები როგორ


განიხილავს სელფის განვითარებას, რაც წარმოადგენს ბავშვების თვალსაზრისს
საკუთარი პიროვნებისა და ფართო გარემოში საკუთარი როლის შესახებ. სელფის
ძირითადი კომპონენტია ბავშვის თვითკონცეფცია.

თვითკონცეფცია: ის, თუ როგორ განსაზღვრავენ ბავშვები, ვინ არიან ისინი. ამ


პერიოდში ბავშვები აყალიბებენ საკუთარი თავის შესახებ უფრო და უფრო
სტაბილურ ხატს და მათი თვითკონცეფცია უფრო რეალური ხდება. ბავშვები, ასევე,
მიდიან მათი უნარებისა და შეზღუდვების უფრო აკადემიურ გაგებამდე და საკუთარი
თავის მათ მიერ გაგება ორგანიზებას უწევს და მიმართულებას აძლევს მათ ქცევას.
თუმცა, თვითკონცეფცია ყოველთვის ზუსტი არ არის და ეს განსაკუთრებით ადრეულ
წლებში ხდება. მაგალითად, პირველი კლასის ბავშვები, უფროს ბავშვებთან
შედარებით, მიდრეკილნი არიან საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების უფრო
დადებითი აღქმისკენ. თვითკონცეფცია უფრო ზუსტი ხდება შუა ბავშვობის
პერიოდში. დაწყებითი სკოლის პერიოდში ბავშვები მათ მიერ სხვების გაგების უნარს
ხვეწენ და, იმავდროულად, მათ უვითარდებათ სხვებთან ურთიერთობაში უფრო
დიდი მოქნილობა. მაგალითად, ბავშვების აზროვნებაში ამ პერიოდში წარმოიქმნება
გენდერული იდენტობა და გენდერული სტერეოტიპები, როცა ბავშვები იწყებენ იმის
გაგებას, თუ როგორ დაამყარონ წარმატებით სხვებთან ურთიერთობა. ბავშვები
ზრდასთან ერთად, საკუთარი და სხვების ფიზიკური, ინტელექტუალური და
პიროვნული მახასიათებლების შესახებ უფრო კომპლექსურ ხატებს აყალიბებენ.
მაგალითად, ისინი საკუთარ თავსა და სხვებს უფრო და უფრო სპეციფიკურ
პიროვნულ ნიშნებს – სტაბილურ პიროვნულ მახასიათებლებს – მიაკუთვნებენ.
ადამიანთან დაკავშირებული პიროვნული ნიშნების შესახებ შეხედულების
ჩამოყალიბების შემდეგ, ბავშვები ცდილობენ თანმიმდევრულად მოქცევას და ელიან
თანმიმდევრულობას სხვების ქცევაშიც. ასევე, ისინი საკუთარ თავს ხშირად
ადარებენ მათ თანატოლებს და აკეთებენ დასკვნებს. ასეთი შედარებების გაკეთებით,
ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის უფრო რეალური კუთხით გაგებას. რა თქმა უნდა,
ის, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საკუთარ შესაძლებლობებს მათი თანატოლების
შესაძლებლობებთან შედარებით, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მათი
განვითარების პროცესში მყოფი სელფის განცდისთვის.

შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების წინააღმდეგ: რადგან შუა ბავშვობაში


წარმატება, ძირითადად, საგანმანათლებლო მიღწევითაა განსაზღვრული, ბავშვების
დროისა და ენერგიის უმეტესი წილი ახალი ცოდნისა და უნარების შეძენისკენაა
მიმართული. როცა ბავშვები წარმატებას აღწევენ სკოლაში, ისინი, როგორც წესი,
კომპეტენტურობის განცდას რთავენ მათ თვითხატში – ისინი სწავლობენ, რომ მძიმე
სამუშაო გამოიღებს შედეგებს და ისინი აგრძელებენ მათი გარემოს დაუფლებისკენ
წინსვლას. ამის საწინააღმდეგოდ, ბავშვებს, რომლებიც თანატოლებთან შედარებით,
ვერ განიცდიან პროგრესს აკადემიურ ოსტატობაში, ხშირად, უჩნდებათ
არასრულფასოვნების განცდა. არასრულფასოვნების ამ განცდას შეუძლია, მთელი
ცხოვრების განმავლობაში, გავლენა იქონიოს ბავშვების პიროვნებებზე, თუ ის არ
კომპენსირდება წარმატებით სხვა ღირებულ აქტივობებში, როგორებიცაა სპორტის
სახეობები, მუსიკა, ან ხელოვნება. ამდენად, ის, თუ ბავშვები როგორ შეასრულებენ
მნიშვნელოვან ამოცანებს და განსაკუთრებით იმათ, რომლებიც მათი თანატოლების
თვალში წარმატების მანიშნებელია, საფუძველს ამზადებს მათი
თვითშეფასებისთვის.

თვითშეფასება: თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები საკუთარ თავს


განიხილავენ დადებითად (მაღალი თვითშეფასება), უარყოფითად (დაბალი
თვითშეფასება), თუ გარკვეულწილად, მათ შორის. მაგალითად, როცა ადამიანებს
მაღალი თვითშეფასება აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ, ძირითადად, მოსწონთ
საკუთარი თავი და, როგორც წესი, კომპეტენტურობას გრძნობენ საკუთარ სოციალურ
უნარებში ისევე, როგორც მათ სხვა უნარებში. თვითშეფასებას ფესვები ადრეულ
ბავშვობაში აქვს და მასზე გავლენას ახდენს როგორც ბავშვების წარმატებისა და
წარუმატებლობის გამოცდილებანი, ისე მათი ურთიერთობები მშობლებსა და
თანატოლებთან. იმ კულტურაში აღზრდილი ბავშვებისთვის, სადაც ფორმალური
განათლება მნიშვნელოვანია, თვითშეფასება მნიშვნელოვნად უკავშირდება
აკადემიურ მიღწევას. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებს, რომლებიც კარგად
სწავლობენ სკოლაში, როგორც წესი, უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, უფრო სუსტ
შემსრულებლებთან შედარებით. თუმცა თვითშეფასებასა და აკადემიურ მიღწევას
შორის კავშირი სრულყოფისგან შორსაა: ბევრი ბავშვი, რომელიც სუსტად ასრულებს
სკოლის დავალებებს, მაინც ახერხებს საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი
პატივისცემის განვითარებას. ზოგჯერ ეს ბავშვები გამოირჩევიან სხვა აქტივობებში,
როგორებიცაა: მუსიკა ან სპორტის სახეობები, რომლებიც ასევე ღირებულია.
თვითშეფასების განვითარება ორმხრივი პროცესია. საკუთარ შესაძლებლობებში
დარწმუნებული ბავშვები მიდრეკილნი არიან კარგად შესრულებისკენ; შემდეგ, მათი
წარმატება აქეზებს და ზრდის მათ თვითშეფასებას. იმავე პრინციპით, როცა ბავშვები
სუსტად ასრულებენ, საკუთარ უნარებში მათი დარწმუნებულობა იკლებს; შემდეგ,
მათი წარუმატებლობები მიდრეკილია, კიდევ უფრო შეამციროს მათი თვითშეფასება;
ეს დაბალი თვითშეფასება ზღუდავს მათ ძალისხმევას, ხელს უწყობს სამომავლო
სუსტ შესრულებას და ა.შ. საერთოდ, პიროვნულ წარმატებებსა ან წარუმატებლობებს
შეუძლიათ, ბავშვები მიიყვანონ საკუთარი თავის, როგორც გამარჯვებულისა ან
დამარცხებულის, პოპულარულისა ან არამიმზიდველის განხილვისკენ. ერთ-ერთი,
რისი გაკეთებაც მშობლებს დადებითი თვითშეფასების განვითარების წასაქეზებლად
შეუძლიათ, ეს არის ისეთი აქტივობების მოძებნა, რომლებშიც მათი შვილები
შეიძლება წარმატებულნი იყვნენ. თუ აკადემიური წარმატება პრობლემას
წარმოადგენს, მშობლებს შეუძლიათ მათი შვილები მიმართონ სხვა აქტივობებისკენ.
სხვა მეთოდია თვითშეფასების შესაქმნელად შექების გამოყენება. ზომიერად
გამოყენებული, სამართლიანი მიღწევებისთვის განკუთვნილი შექება საკმაოდ
ეფექტური შეიძლება იყოს. თუმცა, შექება ასევე შეიძლება ორპირიანი მახვილი იყოს.
ზედმეტმა შექებამ ან შექებამ, რომელიც ნამდვილ მიღწევებს არ ასახავს, შეიძლება
ბავშვებს ხელი შეუშალოს მათი სუსტი მხარეების ისევე, როგორც სიძლიერეების
ზუსტი განცდის განვითარებაში. როცა ზედმეტ შექებას ბავშვები არარეალურად
მაღალი მოლოდინების განვითარებამდე მიჰყავს, ისინი ხშირად იმედგაცრუებულად
და დემორალიზებულადაც კი გრძნობენ თავს მაშინ, როცა მათ არ შეუძლიათ იმ
შედეგების მიღწევა, რომელთა მოლოდინამდეც მიიყვანეს ისინი. გარდა ამისა,
ბავშვებს, რომელთაც გადაჭარბებულად აქებენ, უჭირთ სწორისა და მცდარის ნათელი
განცდის შეძენა.

სოციალური ცოდნა და მსჯელობა:

სოციალური კოგნიციის განვითარება: ადრეულ ბავშვობაში ბავშვების მიერ სამყაროს


გაგების უნარი მათი ეგოცენტრიზმითაა შეზღუდული. თუმცა, შუა ბავშვობის
განმავლობაში, ბავშვები თანდათანობით ნაკლებად სელფზე ცენტრირებულ ფოკუსს
ავითარებენ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რასაც სხვა ადამიანები ფიქრობენ და
გრძნობენ. სოციალური კოგნიცია, რომელიც ადამიანის მიერ სოციალური სამყაროს
გაგებასა და ცოდნას გულისხმობს, ბავშვების განვითარების მიმდინარეობასთან
ერთად, ქცევის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ხდება. სოციალური
კოგნიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სოციალური დასკვნა, რომელიც
გულისხმობს ვარაუდებსა და დაშვებებს იმის შესახებ, თუ რას გრძნობს, ფიქრობს ან
განიზრახავს მეორე ადამიანი. მართებული სოციალური ვარაუდების გაკეთების
უნარი მნიშვნელოვნად ვითარდება შუა ბავშვობის განმავლობაში როცა ბავშვები
ავითარებენ სხვების აზრებისა და გრძნობების შესახებ დასკვნების გაკეთების უნარს,
ამას ზოგჯერ სოციალური პერსპექტივის მიღებას უწოდებენ. სოციალური კოგნიციის
მეორე კომპონენტია სოციალური პასუხისმგებლობის ბავშვის მიერ გაგება, რაც
მიუთითებს ოჯახის, მეგობრების, გავლენის მქონე ადამიანებისა და სხვათა მიმართ
ინდივიდის ვალდებულებებზე. ბავშვებმა უნდა დაისწავლონ სხვების სოციალური
მოლოდინების დაკმაყოფილება, თუ მათი სოციალური ურთიერთობები
განვითარებულია. და ბოლოს, სოციალური კოგნიცია ასევე მოიაზრებს სოციალური
რეგულირებების/წესების შესახებ დასწავლას, რაშიც ის ჩვეულებები და
შეთანხმებები იგულისხმება, რომლებიც მართავს სოციალურ ურთიერთქმედებებს.
ბევრი სოციალური რეგულაცია/ წესი პირველად ზეპირად ან მიბაძვით დაისწავლება
და გამოიყენება ხისტად. სოციალური კოგნიციის სამივე ასპექტი – დასკვნა,
პასუხისმგებლობა და რეგულირებები/წესები ჩართულია ბავშვის მორალური
მსჯელობების უნარის განვითარებაში კარგსა და ცუდზე, სიკეთესა და სისასტიკეზე,
სულგრძელობასა და ეგოისტობას შორის განსხვავებაზე. განვითარებული მორალური
მსჯელობა კომპლექსურია და გულისხმობს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე სოციალური
წესებისა და ჩვეულებების ზეპირ დასწავლას. იგი მოიაზრებს სწორისა და მცდარის
შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის დასწავლა შუა ბავშობაში პიროვნული
განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მორალის განვითარება: მორალი-ადამიანის აზრები კეთილსინდისიერებისა და


სამართლიანობის, სწორისა და მცდარის შესახებ. თანამედროვე ფსიქოდინამიკოსი
თეორეტიკოსები, ჩვეულებრივ, გვთავაზობენ, რომ მორალი ვითარდება ჩვენ მიერ
შფოთვის, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობების დაძლევის სწავლასთან ერთად.
კოგნიტური განვითარების თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ, ინტელექტუალური
განვითარების მსგავსად, მორალი ვითარდება პროგრესულ, ასაკობრივ საფეხურებში.

 პიაჟეს მიხედვით, ბავშვების მორალის განცდა წარმოიქმნება მათი


განვითარების პროცესში მყოფ კოგნიტურ სტურქტურებსა და მათ
თანდათანობით გაფართოვებად სოციალურ გამოცდილებას შორის
ურთიერთქმედებისგან. პიაჟეს მიხედვით, მორალური განვითარება ორ
ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი, რომელსაც მორალური რეალიზმი
ეწოდება, შუა ბავშვობის ადრეულ ეტაპზე ვლინდება; ამ ეტაპზე ბავშვები
ფიქრობენ, რომ ყველა წესს ისე უნდა დაემორჩილონ, თითქოს ისინი ქვაში
იყოს ჩაწერილი. მათთვის წესები ნამდვილი და დაურღვეველია და არა
აბსტრაქტული პრინციპები. ამასთანავე, ამ საფეხურზე, ბავშვი ქმედების
მორალურობას განსჯის მისი შედეგების მიხედვით და არ შეუძლია
განზრახვების შეფასება. შუა ბავშვობის დასასრულისკენ, ბავშვები აღწევენ
პიაჟეს მეორე საფეხურს, რომელსაც მორალური რელატივიზმი ეწოდება. ახლა,
მათ ესმით, რომ წესები ინდივიდების მიერაა თანამშრომლურად შექმნილი და
შეთანხმებული და ის, რომ მათი შეცვლა შესაძლებელია აუცილებლობის
შემთხვევაში. შესაბამისად, ბავშვები იწყებენ იმის გაანალიზებას, რომ არ
არსებობს არანაირი სწორი ან მცდარი და რომ მორალი დამოკიდებულია არა
შედეგებზე, არამედ განზრახვებზე.
 კოლბერგი სთხოვდა ინდივიდებს (ბავშვებს, მოზარდებსა და მოზრდილებს),
რომ წაეკითხათ ისტორიები, რომლებიც შეიცავდა მორალურ დილემებს და
შემდეგ უსვამდა მათ კითხვებს იმის შესახებ, ძირითადი პერსონაჟის ქცევა
მორალური იყო თუ ამორალური. მათი პასუხების შეფასებით, კოლბერგს
შეეძლო მორალური მსჯელობის იმ სახეების შეფასება, რომელთაც თითოეული
ინდივიდი იყენებდა. კოლბერგმა განსაზღვრა ორი გზა, რომლებშიც
მორალური მსჯელობა ვითარდება შუა ბავშვობაში. პირველი, განვითარების
მიმდინარეობასთან ერთად, მორალური გადაწყვეტილებები უფრო და უფრო
დაფუძნებული ხდება ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებზე, ვიდრე
ისეთ გარეგან შედეგებზე, როგორიცაა დაჭერა/ დაკავება. მეორე, მორალური
მსჯელობები ნაკლებად კონკრეტული და მეტად აბსტრაქტული ხდება
ბავშვების განვითარებასთან ერთად. ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით,
კოლბერგმა შემოგვთავაზა, რომ მორალური განვითარება მიმდინარეობს სამი
ვრცელი დონის: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური
დონეების საშუალებით, რომელთაგან თითოეული იყოფა ორ ქვესაფეხურად.
 დონე 1: პრეკონვენციური (დაფუძნებული სასჯელებსა და ჯილდოებზე)
1.ემორჩილება წესებს, სასჯელის არიდების მიზნით.
2.ემორჩილება წესებს, ჯილდოების მიღებისა, ან კეთილგანწყობების
დაბრუნების მიზნით
 დონე 2: კონვენციური (დაფუძნებული სოციალურ შეთანხმებულობაზე)
3.ემორჩილება, რათა მოიპოვოს სხვების მოწონება.
4.ემორჩილება, რათა აირიდოს სხვების დაწუნება და ანტიპათია.
 დონე 3: პოსტკონვენციური (დაფუძნებული მორალურ პრინციპებზე)
5.იცავს სახელმწიფოს კანონებს საზოგადოებრივი
კეთილდღეობისთვის.
6.იცავს უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს, რომლებიც შეიძლება
შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს საზოგადოების კანონებსა ან
მოლოდინებს.

კოლბერგის თეორიის კრიტიკა: კოლბერგის კვლევა აფასებს მორალურ


დამოკიდებულებებს და არა ქცევას; შეიძლება არსებითი განსხვავება იყოს მორალურ
საკითხებზე ფიქრსა და მორალურად მოქცევას შორის. კოლბერგის ექვსსაფეხურიანი
მოდელის შემდეგი კრიტიკაა ის, რომ იგი ძალიან მოუქნელია. მორალურ
მსჯელობებში ერთვება ბევრი ფაქტორი იმ კულტურის სოციალური ჩვეულებებიდან
დაწყებული, რომელშიც ინდივიდები აღიზარდნენ, იმით დამთავრებული, თუ
როგორ გრძნობენ თავს მოცემულ მომენტში. ბავშვებსა და მოზრდილებს მორალური
მსჯელობების წარმართვა უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ ერთ მომენტში და
შემდეგ კი – უფრო დაბალ დონეზე. კოლბერგის მორალის თეორიის, ალბათ, ყველაზე
მეტად წინააღმდეგობრივი გამოწვევაა მორალური აბსოლუტიზმის მისი პოზიცია:
კოლბერგის მიდგომა გვთავაზობს, რომ ყველა ადამიანი ერთი და იმავე
თანმიმდევრობით ავითარებს მორალურ მსჯელობას, ერთი და იგივე ზოგადი
პრინციპების მიხედვით. როგორც ასეთი, მისი მიდგომა არ ითვალისწინებს
მნიშვნელოვან კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ
მოცემულ კულტურაში რა არის, ან რა არ არის მორალურად მიჩნეული. თავად
კოლბერგი აღიარებდა, რომ აუცილებელი იყო იმ ჯგუფის სოციალური და
მორალური ნორმების გათვალისწინება, რომელსაც ადამიანი მიეკუთვნება.
კონკრეტულად, მან დაასკვნა, რომ მორალური განვითარების მისი ექვსი საფეხური
შეიძლება ყველა კულტურაში, ყველა ადამიანისთვის არ გამოიყენებოდეს, მაგრამ
შეიძლება ასახავდეს დასავლურ ღირებულებებს.
გენდერული განსხვავებები მორალურ განვითარებაში: ქეროლ გილიგანმა და მისმა
კოლეგებმა გენდერული მისწრაფებების საფუძველზე შეცვალეს კოლბერგის თეორია,
შენიშნეს, რომ კოლბერგის მორალურ დილემებზე ქალების პასუხები ხშირად მათ
საფეხურეობრივი მოდელის შედარებით დაბალ საფეხურზე ათავსებდა. გილიგანის
მიხედვით, გენდერული განსხვავებები წარმოიქმნება იმიტომ, რომ მამაკაცები და
ქალები განსხვავებულ კრიტერიუმს იყენებენ მორალური მსჯელობების
წარმართვაში. ქალების მორალური მსჯელობების მის კვლევაზე დაყრდნობით,
გილიგანმა შემოგვთავაზა, რომ არსებობს მორალური მსჯელობის ორი
განსაზღვრული სახეობა, რომელთაგან არც ერთი არ არის მეორეზე უპირატესი. ერთ-
ერთი მათგანი, ძირითადად, სამართლიანობის ცნებაზეა დაფუძნებული, მეორე კი –
ძირითადად, ადამიანურ ურთიერთობებსა და მზრუნველობაზე. გილიგანმა ასევე
აღნიშნა, რომ ტრადიციულ აშშ-ის კულტურაში, გოგოებსა და ბიჭებს ადრეული
ბავშვობიდან ასწავლიან განსხვავებული თვისებების დაფასებას. ბიჭებს ასწავლიან
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და აბსტრაქტული აზროვნების დაფასებას,
ხოლო, ამის საწინააღმდეგოდ, გოგოებს – აღმზრდელად და მზრუნველად ყოფნას და
სხვებთან ურთიერთობების დაფასებას. მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს ძლიერი
გავლენა აქვთ მორალური მსჯელობის განვითარებაში ისევე, როგორც სოციალური
და პიროვნული განვითარების ყველა სხვა ასპექტში. თუმცა, როცა ბავშვები შუა
ბავშვობის პერიოდში შეაბიჯებენ, თანატოლები იწყებენ უფრო მნიშვნელოვანი
როლის შესრულებას დამოკიდებულებებისა და ქცევის ფორმირებაში.

თანატოლთა ურთიერთობები:

მეგობრობის ფუნქციები: ბავშვებს შეუძლიათ, მეგობრებს გაუზიარონ მათი


გრძნობები, შიშები და მათი ცხოვრების ყველა წვრილმანი. საუკეთესო მეგობრის
ყოლა ბავშვს ასწავლის იმას, თუ როგორ იურთიერთოს სხვებთან ღიად, დარცხვენის
გარეშე. მეგობრული ურთიერთობები ბავშვებს ასევე ეხმარება სოციალური ცნებებისა
და სოციალური უნარ-ჩვევების დასწავლასა და თვითშეფასების განვითარებაში;
მეგობრულ ურთიერთობებს შეუძლია აქტივობისთვის ცოდნის უზრუნველყოფა; იგი
განამტკიცებს და ამყარებს ჯგუფურ ნორმებს, დამოკიდებულებებსა და
ღირებულებებს; იგი მოქმედებს, როგორც ფონი ინდივიდუალური და ჯგუფური
შეჯიბრებისთვის. მეგობრობა შეიძლება ასევე თვითგამოხატვის საშუალებაც იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები, რომლებიც მეგობრობენ, შესაძლოა
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მეგობრული ურთიერთობები,
რომლებიც გრძელდება, ჩვეულებრივ, ბევრ საერთო ღირებულებას,
დამოკიდებულებასა და მოლოდინს ეფუძნება. მეგობრული ურთიერთქმედებები
ბავშვებს იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ ვინ არიან ისინი. ბავშვების მეგობრობის
კონცეფციები იცვლება მათ განვითარებასთან ერთად. მეგობრული ურთიერთობები,
გარკვეულწილად, დამოკიდებულია სქესზეც. შუა ბავშვობაში ბავშვების
უმრავლესობას უფრო მეტი იმავე ასაკისა და სქესის მეგობარი ჰყავს. ამასთანავე,
ახლო მეგობრული ურთიერთობები სავსებით განსხვავებულია გოგოებსა და ბიჭებში.
ამ ასაკში გოგოები მიდრეკილნი არიან ინტიმური/პირადი აზრებისა და
საიდუმლოებების გაზიარების სურვილისაკენ მაშინ, როცა ბიჭები მათ მეგობრებთან
საკუთარი თავის ნაკლებად გამოვლენისკენ არიან მიდრეკილნი. იმის მიუხედავად,
ბავშვობის მეგობრული ურთიერთობები მთელი ცხოვრება გრძელდება თუ დროის
ხანმოკლე პერიოდში, ისინი კრიტიკული მნიშვნელობისაა შუა ბავშვობაში
სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის.

განვითარების პატერნები მეგობრობაში: სელმენის მიდგომა იმ მეთოდის მსგავსი


იყო, რომელსაც კოლბერგი იყენებდა მორალური განვითარების კვლევებში: ბავშვებს
უყვებიან ამბებს, რომლებიც შეიცავს „ურთიერთობის“ დილემას, შემდეგ მათ უსვამენ
კითხვებს, რათა შეაფასონ სხვა ადამიანების შესახებ მათი წარმოდგენები, მათი
თვითცნობიერება და ასახვის უნარი, მათი ხედვები პიროვნებისა და მეგობრობის
შესახებ. ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვები დაფიქრდნენ და ისაუბრონ იმის შესახებ,
თუ როგორ ყალიბდება და ნარჩუნდება მეგობრული ურთიერთობები და იმის
შესახებ, თუ რა არის მეგობრობაში მნიშვნელოვანი. ბავშვების პასუხებზე
დაყრდნობით, სელმენმა განსაზღვრა მეგობრობის ოთხი საფეხური.

1 საფეხური: 6 წელი და ქვემოთ:

 მეგობრობა ეფუძნება ფიზიკურს, ან გეოგრაფიულ ფაქტორებს.


 ბავშვები არიან ეგოცენტრირებულნი, სხვისი პოზიციის არანაირი გაგებით.

2 საფეხური: 7-9 წლები:

 მეგობრობა ორმხრივია და სხვების გრძნობებს ეყრდნობა.


 მეგობრობა სოციალურ საქმიანობასა და ერთმანეთის მოქმედებებით შეფასებას
ეყრდნობა.

3 საფეხური: 9-12 წლები:

 მეგობრობა ემყარება ნამდვილ ურთიერთდათმობას.


 მეგობრები განხილულები არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს
ეხმარებიან.
 ხდება ერთმანეთის ქმედებების ორმხრივი შეფასება.
 ჩნდება ნდობის კონცეფცია.

4 საფეხურები: 11-12 წლები და უფროსი:

 მეგობრობა განხილულია, როგორც ნდობაზე დაფუძნებული მყარი, უწყვეტი


ურთიერთობა.
 ბავშვებს შეუძლიათ, მათ მეგობრულ ურთიერთობას დააკვირდნენ მესამე
მხარის პოზიციიდან.

სელმენისთვის ბავშვობის პერიოდის მეგობრულ ურთიერთობებში წინსვლის


ხარისხი შეესაბამება ბავშვის ეგოცენტრიზმის შემცირებას. კრიტიკოსები ასევე
აღნიშნავენ, რომ სელმენის მოდელი არ განასხვავებს სხვადასხვა სახის მეგობრულ
ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობას ერთი ან მეტი
„საუკეთესო მეგობარი“ ჰყავს, ეს მეგობრული ურთიერთობები დროდადრო
ცვალებადობს და მეგობრობის არამყარ პატერნებში მყოფ ბავშვებს უჭირთ
პოპულარობა და პროსოციალური ურთიერთობები. გარდა ამისა, ბევრ ბავშვს აკლია
ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ურთიერთდათმობებით ხასიათდება და
ზოგიერთი ბავშვი მუდმივად წარუმატებელია მნიშვნელოვანი მეგობრული
ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დღეისთვის, მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება
იმას, რომ ბავშვების მეგობრული ურთიერთობების სრულყოფილად გასაგებად,
აუცილებელია ცოდნა იმის შესახებ, თუ ვინ არიან ამ ბავშვების მეგობრები.

თანატოლთა ჯგუფები:

შუა ბავშვობაში, მეგობრული ურთიერთობები ხშირად რამდენიმე ბავშვს შორის


არსებობს და მეგობართა ჯგუფები მოიხსენიება, როგორც თანატოლთა ჯგუფები.
თუმცა, თანატოლთა ჯგუფი უფრო მეტია, ვიდრე ბავშვთა ჯგუფი. უფრო სწორად,
თანატოლთა ჯგუფების წევრები, რომლებიც, როგორც წესი, ერთი და იმავე ასაკისნი
არიან, რეგულარულად ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ ნორმებსა და
მიზნებს. ჯგუფური ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს წევრთა მოქმედებებსა და
ღირებულებებს, მართავს ურთიერთობებსა და გავლენას ახდენს თითოეულ წევრზე,
თუმცა, ჩვეულებრივ, თანატოლთა ჯგუფებში არსებობს სტატუსთაშორისი
განსხვავებები, ზოგიერთი წევრი ლიდერია, ზოგიერთი მიმდევარი. თანატოლთა
ჯგუფები მნიშვნელოვანია მთელი შუა ბავშვობის განმავლობაში, მაგრამ
განვითარების ცვლილებებს ადგილი აქვს როგორც მათ ორგანიზაციაში, ისე მათ
მნიშვნელობაში, შუა ბავშვობის წლებში, 6-დან – 12 წლამდე. შუა ბავშვობის ადრეულ
ეტაპზე, თანატოლთა ჯგუფები შედარებით არაფორმალურია. ისინი, ჩვეულებრივ,
შექმნილია თავად ბავშვების მიერ, მათ აქვთ ძალიან ცოტა სამოქმედო წესი და მათ
წევრობაში დიდი დენადობა. თანატოლთა ჯგუფი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს
მისი წევრებისთვის, როცა ისინი აღწევენ 10-12 წელს და როგორც წესი, უფრო
ფორმალურ სტრუქტურას აყალიბებენ ამ პერიოდში. ზოგიერთ ჯგუფს შესაძლოა
ჰქონდეს წევრობის განსაკუთრებული მოთხოვნები, კლუბური შეხვედრები და
მიღების რიტუალები, თუმცა ორგანიზებულ და ზედამხვედლობის ქვეშ მყოფ
სკოლისშემდგომ აქტივობებში ბავშვების ჩართვის მზარდი პრაქტიკა, ამ ჯგუფით
განსაზღვრული წესების ინტენსივობის შემცირებისკენაა მიმართული. ამ საფეხურზე,
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სქესთა განცალკავებაც. თანატოლთა
ჯგუფები, ამ დროისთვის, თითქმის უცვლელად ერთი სქესისგან შედგება და ბიჭების
და გოგოების ჯგუფები იცავენ განსხვავებულ ინტერესებს, აქტივობებსა და
ურთიერთობის სტილს. შუა ბავშვობის შედარებით გვიან პერიოდში, თანატოლთა
ზემოქმედება ასევე მნიშვნელოვანი ძალა ხდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ხდება ჯგუფის ნორმებზე დამორჩილება. წესების, შეთანხმებულობის/
კონფორმულობისა და სქესობრივი განცალკავების შესახებ მკაცრი
დამოკიდებულებები, რომლებიც დამახასიათებელია თანატოლთა ბევრი იმ
ჯგუფისთვის, რომლებიც 10-12 წლიანებისგან შედგება, ჩვეულებრივ, შუა
მოზარდობამდე არ სუსტდება.

თანატოლთა ჯგუფის კონფორმულობა/ შეთანხმებულობა: შუა ბავშვობაში ბავშვების


მონაცვლეობასთან ერთად, ისინი კონფლიქტურ მოთხოვნილებებს გრძნობენ. თუმცა,
ისინი ძლიერ მოტივირებულნი არიან დამოუკიდებლობის, ავტონომიის,
დაუფლებისა და თვითსრულყოფისკენ, მათ ასევე აქვთ ძლიერი მოთხოვნილება
იმისა, რომ ეკუთვნოდნენ, გრძნობდნენ მიმღებლობასა და იყვნენ ჯგუფის ნაწილი.
ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც, ამ ასაკში, ბავშვებს შეუძლიათ, მშობლებისაგან
ემოციურად უფრო დამოუკიდებელნი გახდნენ, ეს არის მათი მიკუთვნებულობისა
და სოციალური მხარდაჭერის მოთხოვნილებების თანატოლთა ჯგუფის წევრებზე
გადატანა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბავშვი უფრო დამოკიდებული ხდება მათ
თანატოლთა ჯგუფზე, ვიდრე სხვები. ერთ-ერთი ზოგადი ფაქტორია ასაკი:
თანატოლთა ჯგუფის ნორმებთან შესაბამისობა უფრო და უფრო მეტად
მნიშვნელოვანი ხდება ბავშვებისთვის შუა ბავშვობაში გადასვლასთან ერთად, ვიდრე
იგი შემცირებას დაიწყებს გვიან მოზარდობაში. ამასთანავე, ის ბავშვები, რომლებიც
უმეტესად ექვემდებარებიან, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათი ქცევის
სოციალური სტიმულების მიმართ და მიდრეკილნი არიან თვითკონტროლისკენ,
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, ამბობენ და მათი
ქცევები როგორ გავლენას ახდენს მათ ირგვლივ მყოფ სხვებზე.
კონფორმული/მორჩილი ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან იმით,
თუ როგორ გამოიყრუებიან სხვებისთვის და საკუთარ თავს ხშირად ადარებენ მათ
თანატოლებს. ამასთან, ძალიან კონფორმულ ბავშვებს უფრო მეტად აქვთ
არასრულფასოვნების განცდა და ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ იყვნენ
უფრო დამოკიდებულნი და მშფოთვარენი, ვიდრე სხვა ბავშვები. თანატოლთა
ჯგუფის კონფორმულობას/შეთანხმებულობას შეიძლება, ჰქონდეს სასურველი
გავლენა. მაგალითად, კვლევები აჩვენებენ, რომ თანატოლთა ჯგუფის გავლენამ
შეიძლება წააქეზოს აკადემიური მოტივაცია. საბედნიეროდ, ბავშვები ჯგუფის
ზეწოლას უფრო მეტად ემორჩილებიან მაშინ, როცა იგი დადებითია, ვიდრე მაშინ,
როცა იგი მოიცავს ისეთ ცუდ ქცევას, როგორებიცაა მოპარვა, დალევა, ან
არაკანონიერი ნარკოტიკის მოხმარება. მიუხედავად ამისა, თანატოლთა ჯგუფებს
ზოგჯერ შეუძლია დესტრუქციული ქცევის წაქეზება, ჯგუფის წევრების ან იმ
ინდივიდების მიმართ, რომლებიც ამ ჯგუფიდან გარიცხულია. . მართლაც, შუა
ბავშვობაში, თანატოლთა ჯგუფში სასურველი სტატუსი ხშირად აგრესიულ ქცევას
უკავშირდება.

პოპულარობა თანატოლთა ჯგუფში: პოპულარობა ხშირად თვითდამადასტურებელი


მახასიათებელია: მოსაწონი ბავშვების მორგება იზრდება მათი პოპულარობით;
არაკომპეტენტური ბავშვები კიდევ უფრო ნაკლებად თვითდაჯერებულნი ხდებიან,
როცა ისინი ჯგუფის მიერ უარყოფილნი და იგნორირებულნი არიან. ბავშვები,
რომელთაც კარგი ემოციური კონტროლი აქვთ და რომელთაც შეუძლიათ
თანამშრომლობა და გაზიარება, უფრო მეტად პოპულარულები არიან ადრეულ
ბავშვობაში. მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლაში შევლენ, ერთვება სხვა ფაქტორებიც.
გარემოებათა უმრავლესობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური
შესრულება და სპორტული უნარი. უკიდურესი აგრესიულობა და უკიდურესი
მორიდებულობაც გავლენას ახდენს პოპულარობაზე. ზედმეტად აგრესიულ ბავშვს
ხშირად ერიდებიან. ასეთი ბავშვი, შესაძლოა, შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული
გახდეს იმედგაცრუებისგან ან იმის მცდელობაში, რომ ძალის საშუალებით
გაიმარჯვოს იმაზე, რის გაკეთებასაც დარწმუნებით ვერ ახერხებს, ალბათ, ამ
პროცესში, იგი სოციალურად გარიყული ხდება. ამის მსგავსად, ქრონიკულ
მსხვერპლად გახდომის რისკის წინაშე დგას მორიდებული ან მშფოთვარე ბავშვი,
რომელსაც აჯავრებენ არა მხოლოდ ბულერები/მოძალადენი, არამედ არააგრესიული
ბავშვებიც. შეიძლება, რომ პოპულარობა არა იმდენად ბავშვების ქცევას
უკავშირდებოდეს, არამედ იმ თვისებებს, რომლებიც მათ თანატოლთა ჯგუფის სხვა
წევრებისგან განასხვავებს. სიმსუქნეს, სწავლის დარღვევას, „არასწორი“ ფორმის
თვალებსა ან „არასწორი“ ფერის კანს, უჩვეულო ფიზიკურ მახასიათებელს,
უნარშეზღუდვას, ან თუნდაც უჩვეულო სახელს შეუძლია გამოაცალკევოს ბავშვი და
განაპირობოს თანატოლების მხრიდან უარყოფა და გამოჯავრება.
ბავშვის პოპულარობისა და არაპოპულარობის მიზეზის მიუხედავად, თანატოლთა
ჯგუფში არსებული სტატუსი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განიცდიან თავს
ბავშვები. თანატოლების მიერ უარყოფილმა ბავშვებმა, ასევე, უარესი აკადემიური
მოსწრება გამოავლინეს, რაც უარყოფას მომავლაში განმეორებადს ხდის. თუმცა,
თანატოლთა მიღებაზე შეიძლება, გავლენას ახდენდეს მასწავლებლის უკუკავშირი.

ჯგუფში, ჯგუფის გარეთ და ნეგატიური წინასწარგანწყობა:

ნეგატიური წინასწარგანწყობა/პრეჯიდუსი ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება,


რომელსაც ყოველგვარი ადეკვატური მიზეზის გარეშე განვიცდით ადამიანების
მიმართ, კონკრეტულ ჯგუფში მათი წევრობის გამო. ფართოდ დამკვიდრებული
ნეგატიური წინასწარგანწყობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ჩვეულებრივ,
ეროვნების, რელიგიის, რასის, სოციალური კლასისა ან მახასიათებელთა სხვა
მნიშვნელოვანი კომპლექტის საფუძველზე განისაზღვრება. ნეგატიური
წინასწარგანწყობა მიუთითებს ჯგუფის შიგნით (ადამიანები, რომელთაც სჯერათ,
რომ ისინი ფლობენ სასურველ მახასიათებლებს) და ჯგუფის გარეთ (ადამიანები,
რომლებიც აღიქმებიან როგორც განსხვავებულნი და ამის გამო არასასურველები)
კატეგორიების არსებობაზე. ხშირად, ნეგატიური წინასწარგანწყობა განაპირობებს
დისკრიმინაციას, რაც გულისხმობს ნეგატიურ წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ
მოქმედებებს, მაგალითად, კონკრეტული ჯგუფის წევრების გამოჯავრება ან
მიუღებლობა. ნეგატიური წინასწარგანწყობა/ პრეჯიდუსი და დისკრიმინაცია
შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერ ინდივიდზე და ნებისმიერი მიზეზით.
ზოგჯერ ეს ბავშვის ფიზიკური მახასიათებლებია, რაც მას გამოარჩევს, როგორც
„განსხვავებულს“ და ამის გამო იგი ხდება ნეგატიური წინასწარგანწყობის/
პრეჯიდუსის ობიექტი და დისკრიმინაციის მსხვერპლი; სხვა კონკრეტულ
შემთხვევებში, შესაძლოა, ეს იყოს უნარშეზღუდვა, რაც ჯგუფის მხრიდან
გამოჯავრებასა და გარიყვას იწვევს. შემთხვევათა უმრავლესობაში, ნეგატიური
წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია ძირითადი კულტურის მიერ მიმართულია
ნაკლებად გავლენიანი უმცირესობათა ჯგუფების წევრებზე.

ეთნიკური იდენტობის განვითარება:ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებაში


პირველი საფეხური გულისხმობს იმ ჯგუფის შესწავლას, რომელსაც ადამიანი
მიეკუთნება; მეორე საფეხურია იმის სწავლა, კულტურული თვალსაზრისით, თუ რას
ნიშნავს, მიეკუთნებოდა ამ ჯგუფს. იმიგრანტი ბავშვებისთვის ხშირად
განსაკუთრებით რთული ამოცანაა რეალისტური თვითიდენტობის შექმნა. ამ
ბავშვებისთვის პირველი გამოწვევა, როგორც წესი, გულისხმობს
თვითმაიდენტიფიცირებელი იარლიყების სწავლას, როგორებიცაა კამბოჯელი,
ქალიშვილი, ქრისტიანი, ლამაზი ან დაბალი. ასეთ იარლიყებს შორის თითქმის
ყოველთვისაა ისეთი რამ, რაც ბავშვის ეთნიკურ იდენტობას განსაზღვრავს. ასევე
დაისწავლება ოჯახური იარლიყები, როგორებიცაა ჩვენ ვართ ღარიბები, ჩვენ ვართ
შრომისმოყვარენი, ან ჩვენ ვართ მუსიკალური ოჯახი. ეთნიკური იდენტობა
მრავალმხრივი, კომპლექსური კონცეფციაა, რომლის შეძენა მხოლოდ ეტაპობრივად
ხდება, თუმცა ის ხერხი, რომლითაც ბავშვები მათი ეთნიკურობის გრძნობას
ითავისებენ, თითქმის მსგავსია კულტურიდან კულტურამდე. გარდა ამისა, მსგავსი
პრინციპები ვრცელდება ნებისმიერ ბავშვზე, რომელიც განსხვავდება სხვა მხრივ
ერთგვაროვანი იმ ჯგუფის წევრებისგან, რომელიც ბავშვის განსხვავებულ
მახასიათებლებს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვანს. ჯგუფური განსხვავებებისა
და იმის გაგება, თუ რას ნიშნავს, იყო ჯგუფის წევრი, მოითხოვს სოციალურ
კოგნიციას, რომელიც, თავის მხრივ, კოგნიტურ განვითარებაზეა დამოკიდებული.
ამდენად, ბავშვი, რომლის აზროვნებაც ჯერ კიდევ ეგოცენტრულია და რომელსაც,
ერთდროულად, მხოლოდ ერთ განზომილებაზე ორიენტირება შეუძლია, უშვებს, რომ
ის ადამიანები, რომლებიც მსგავსნი არიან ერთი განზომილების მიხედვით,
როგორიცაა კანის ფერი, ასევე მსგავსნი უნდა იყვნენ სხვა განზომილებებითაც.
ზრდასთან ერთად, ბავშვები უფრო უნარიანნი ხდებიან, რომ განიხილონ ადამიანები,
როგორც მრავალგანზომილებიანნი. თუმცა, შედარებით უფროსი ბავშვების უნარი,
რომ იაზროვნონ მეტი კომპლექსურობით, ყოველთვის არ განაპირობებს პრეჯიდუსსა
და დისკრიმინაციაში კლებას. ასევე შეიძლება, რომ ძლიერი გავლენა ჰქონდეს
თანატოლთა ჯგუფების მხრიდან კონფორმულობის ზეწოლა. ასევე, ეთნიკურ ან
რასობრივ საფუძველზე შექმნილი თანატოლთა ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან
ბევრი ღია ზეწოლა არსებობს, განსხვავებული ჯგუფის წევრებთან მეგობრული
ურთიერთობების ჩამოყალიბების ასარიდებლად. ამას, როგორც ჩანს,
განსაკუთრებით იმ კლასებში აქვს ადგილი, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა
ძირითადი კულტურის წევრია. მშობლებისგან მოელიან, რომ თავიანთ შვილებს
ასწავლიან ამ საზოგადოების ღირებულებებს, ვიდრე საზოგადოება მათ წინააღმდეგ
დისკრიმინაციას მოახდენს, რაც აუცილებლობით გულისხმობს ღირებულებათა
კონფლიქტს. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ეთნიკური და რასობრივი იდენტობა
შესაძლოა, არ იყოს ერთადერთი, ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღველი
კულტურული ძალა. როცა ბავშვები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც
არახელსაყრელ კულტურაზე მიკუთვნებულნი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს
კულტურა ამ ბავშვების რასისა ან ეროვნების შესაბამისადაა განსაზღვრული, მაშინ
ისინი გარდაუვლად დგებიან მათ შესახებ საზოგადოების წარმოდგენასთან მათი
საკუთარი თვითკონცეფციის შეთავსების პრობლემის წინაშე. კულტურათა ასეთმა
შეჯახებამ შესაძლებელია, კონფლიქტი, შფოთვა ან ბრაზი წარმოქმნას ნებისმიერ
ასაკში და ამ მდგომარეობას, ხშირად, თანატოლთა ზეწოლა ამძიმებს.

ოჯახის გავლენა შუა ბავშვობაში:

მშობელი- შვილი ურთიეთქმედებები და ურთიერთკავშირები: შუა ბავშვობაში,


მშობელი- შვილი ურთიერთობების საერთო ბუნება იცვლება. უფრო ადრეულ
წლებთან შედარებით, ბავშვები მათ მშობლებზე მიმართულ ნაკლებ ბრაზს
გამოხატავენ და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისლუკუნონ, იყვირონ ან დაარტყან.
როცა ბავშვები ფორმალურ განათლებას იწყებენ, მშობლები ნაკლებად
დაინტერესებულნი ხდებიან ავტონომიის სტიმულირებითა და ყოველდღიური
რუტინის/განრიგის ჩამოყალიბებით და უფრო მეტად დაინტერესებულნი – მათი
შვილების მუშაობის უნარ-ჩვევებითა და მიღწევით. მშობლებისთვის ერთი-ერთი
მნიშვნელოვანი როლია მათი შვილების მოქმედებებისა და ქცევის ეფექტური
კონტროლი. კონტროლი გულისხმობს იმის ცოდნას, სად არიან მათი შვილები, რას
აკეთებენ ისინი, მათი ქცევა სოციალურად შესაფერისია თუ არა, ასრულებენ თუ არა
თავიანთ სასკოლო სამუშაოსა და სხვა პასუხისმგებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ
სკოლის ასაკის ბავშვების ქცევა მოითხოვს უფრო ფაქიზ კონტროლს, ვიდრე მათი
მცირეწლოვნობისას, მშობლის კონტროლი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლის
კონტროლი უფრო მეტად წარმატებული მაშინაა, როცა ადრეულ ეტაპზე მშობელი-
შვილის მიჯაჭვულობა სანდოა. აღზრდის შემდეგი მნიშვნელოვანი მიზანია
ბავშვების თვითრეგულირებადი ქცევის გაზრდა, რაც გულისხმობს მათ უნარს,
გააკონტროლონ და მართონ საკუთარი ქცევა და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები,
რომელთაც მშობლები და სხვები უყენებენ მათ. თვითრეგულაცია წახალისებულია,
როცა მშობლები იყენებენ ვერბალურ მსჯელობას/ახსნა- განმარტებასა და
შეთავაზებას, დისციპლინისთვის მკაცრი მიდგომის ნაცვლად. ახსნა--განმარტებაზე
დამყარებული აღზრდის მიდგომა განაპირობებს უფრო მეტად პროსოციალურ
ქცევასა და სოციალური წესების უკეთ დაცვას. ამასთან, მშობლები, რომლებიც
თავიანთ შვილებს მათი ქმედებების სხვებზე გავლენის შესახებ ახსენებენ,
მიდრეკილნი არიან, ჰყავდეთ შვილები, რომლებიც არიან უფრო პოპულარულნი და
რომელთა მორალური სტანდარტები უფრო სრულყოფილადაა გაშინაგნებული. ერთ-
ერთი გზა, რითიც მშობლებს შეუძლიათ თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება,
ოჯახურ გადაწყვეტილებებში ბავშვის ჩართულობის თანდათანობით გაზრდაა.
ბავშვები საუკეთესოდ ადაპტირდებიან, როცა მათი მშობლები ხელს უწყობენ
თანარეგულირებას, რაც გულისხმობს მშობლებსა და მათ შვილებს შორის საერთო
პასუხისმგებლობის გრძნობას. შვილებთან დისკუსიებითა და მოლაპარაკებებით,
მშობლებს შეუძლიათ, უფრო დიდი დამოუკიდებლობის წახალისება, როცა,
იმავდროულად ჯერ კიდევ უზრუნველყოფენ მხარდაჭერასა და ხელმძღვანელობას.
ამ კონტექსტში, სკაფოლდინგის/ ხარაჩოს ცნება განსაკუთრებით სასარგებლოა
ოპტიმალური აღზრდის გასააზრებლად. ხარაჩო გულისხმობს ბავშვებისთვის მათი
კომპეტენციის დონის წინმსწრები ამოცანების წარდგენას და შემდეგ მხარდაჭერისა
და დახმარების უზრუნველყოფას, რაც მათ აძლევს ამ ამოცანების შესრულების
საშუალებას. როცა ბავშვები უფრო კომპეტენტურები ხდებიან, მშობლებმა მათ
მოლოდინები შესაბამისად უნდა მოარგონ. როცა მშობლებს შეუძლიათ მათი
მოლოდინები რეალურად შეუსაბამონ მათი შვილების მზარდ უნარებსა და
დამოუკიდებლობის მათ მოთხოვნილებას, მაშინ ბავშვები იხსნებიან და მშობელი-
შვილი ურთიერთობაც ვითარდება რა თქმა უნდა, აღზრდა, ზოგადად, უფრო
ადვილია მაშინ, როცა მშობლები ნაკლებ სტრესს განიცდიან ეკონომიკური,
სოციალური, ემოციური ან სხვა თვალსაზრისით.

ოჯახის ცვალებადი ბუნება: ამასთანავე, ადრეული 1950-იანი წლების შემდეგ,


სკოლის ასაკის ბავშვების დედები უფრო მეტად მუშაობენ, ვიდრე ის დაქოწინებული
ქალები, რომელთაც შვილები არ ჰყავთ, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმ
ოჯახების უფრო დიდი ფინანსური საჭიროებით, რომელთაც ბავშვები ჰყავთ და
ნაწილობრივ კი, ქალების მიერ მართული, მარტოხელა მშობლის ოჯახების უფრო
დიდი რიცხვით. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მშობლებისგან სახლს გარეთ
დასაქმებულობაა მოსალოდნელი, ბევრი ოჯახი დგას ეკონომიკური პრობლემების
წინაშე. მაღალია იმ მარტოხელა დედების რიცხვი, რომლებიც არ არიან
დასაქმებულნი და, ამდენად, არსებობს ალბათობა, რომ ცხოვროვენ სიღარიბეში.
გარდა ამისა, ეკონომიკურმა ვარდნამ, რომელიც 2008 წელს დაიწყო, არახელსაყრელი
გავლენა იქონია ოჯახებზე. 20 ან 30 წლის წინათ არსებულთან შედარებით, ბევრად
მეტი სკოლის შემდგომი პროგრამა და პირობაა ხელმისაწვდომი. ამდენად, იმ
ბავშვების საჭიროებები, რომელთა მშობლები მუშაობენ, უბრალოდ,
უგულებელყოფილი არ არის; ნაცვლად ამისა, მათზე რეაგირება ხდება სხვადასხვა
გზით, სხვების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების საშუალებით. უფრო მეტიც,
სახლს გარეთ მშობლების დასაქმებას დღეისთვის ბავშვები აღიქვამენ ნორმად,
ნაცვლად იმისა, რომ ოჯახის მდგომარეობა დაინახონ, როგორც უჩვეულო ან
არასასურველი. ალბათ, ამის შედეგად, დასაქმებული მშობლების შვილები ხშირად
საოცრად გამჭრიახნი და მათი მშობლების დაკავებული ცხოვრების სტილის მიმართ
მიმღებნი არიან.

სტრესთან გამკლავება: მიუხედავად იმისა, მშობლები მუშაობენ თუ არა, ბევრი


დღევანდელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სტრესი. ბევრი
ცხოვრებისეული სიტუაცია არსებითად სტრესულია ბავშვებისა და მათი
ოჯახებისთვის, მათ შორისაა სიღარიბე, განქორწინება, ახალ ქალაქში გადასვლა,
სერიოზული დაავადებისა ან დაზიანების განცდა და სახიფათო გარემოში გაზრდა.
კარგად ფუნქციონირებად ოჯახში ცხოვრებასაც კი, რომელშიც ორივე მშობელი
მუშაობს, ბავშვებისთვის მოაქვს გარკვეული დოზით სტრესი. მიუხედავად იმისა,
რომ სტრესთან გამკლავება ყველა ბავშვის ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია, როცა
სტრესი საგანგაშოა, ქრონიკულია და გრძელდება კვირების, თვეებისა ან წლების
განმავლობაში, მაშინ იგი ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვებს ისევე, როგოც
მოზრდილებს. მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც მუდმივ სტრესთან ერთად
ცხოვრობენ, მიდრეკილნი არიან მშიშარობისკენ, დეპრესიულობისა და
შფოთვიანობისკენ. ბევრს აქვს სკოლაში კონცენტრაციის სირთულე და განიცდის
სკოლასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. ბავშვებს შესაძლოა, ეშინოდეთ
მიტოვების და შეიძლება, გახდნენ ზედმეტად აგრესიულები და თავხედები, რათა
შენიღბონ მათი შიშები. ბევრ ბავშვს ახასიათებს ემოციური გაღარიბება – მათ ეშინიათ
იმ ადამიანების შეყვარება, რომლებიც შეიძლება მოკლან, ან რომელთაც შესაძლოა,
მიატოვონ ისინი. მწვავე შემთხვევებში, მათ რეაქციას ეწოდება პოსტტრავმული
სტრესის სინდრომი. სტრესთან გამკლავებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.
ერთ-ერთია ბავშვის ცხოვრებაში სტრესული სიტუაციების დიდი რაოდენობა; ბავშვი
(ან მოზრდილი), რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ერთ სტრესულ
შემთხვევას, შესაძლოა იძულებული იყოს, რომ იმავდროულად გაუმკლავდეს
რამდენიმე მათგანს. მეორე ფაქტორია ბავშვის მიერ შემთხვევის აღქმა ან გაგება.
ამასთანავე, კვლევა ნათლად მიუთითებს, რომ მჭიდრო, ადვილად ადაპტირებად
ოჯახებს, რომელთაც აქვთ ღია კომუნიკაციური პატერნები და პრობლემის გადაჭრის
კარგი უნარები, უკეთ შეუძლიათ სტრესული მოვლენების გადატანა. ასევე
ღირებულია სოციალური მხარდაჭერის სისტემები, როგორებიცაა მეზობლები,
ნათესავები, მეგობრული კავშირები, ან თვითდახმარების ჯგუფები. განსხვავებული
პერსპექტივიდან, სტრესულ გარემო პირობებთან გამკლავების ბავშვების უნარზე
გავლენას ახდენს ტემპერამენტი და ადრეული პიროვნული მახასიათებლები.
სიცოცხლისუნარიან ბავშვებს, ანუ იმ ბავშვებს, რომლებიც ძლევენ რთულ გარემო
პირობებს, რათა მიმართონ სოციალურად კომპეტენტურ ცხოვრებას, აქვთ გარკვეული
საერთო მახასიათებლები. ახალშობილობისას, ისინი ტემპერამენტის მიხედვით
იყვნენ „ადვილნი“ და, სიცოცხლის პირველ წელს, სანდო მიჯაჭვულობა
ჩამოაყალიბეს მშობელსა ან ბებია- ბაბუასთან. მოგვიანებით, თუ მშობელი ან
ბებიაბაბუა აღარ იყო ხელმისაწვდომი, ბავშვებს ჰქონდათ უნარი იმისა, რომ ეპოვნათ
სხვა ვინმე – სხვა მოზრდილი ან, თუნდაც, დედმამიშვილი ან მეგობარი, რომელიც
შეძლებდა მათთვის საჭირო ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამდენად,
განსაკუთრებით მაშინ, როცა პირობები სტრესულია, დადებითი თვითშეფასება და
კარგი თვითორგანიზაცია მტკიცედ არის დაკავშირებული ადრეულ სანდო
მიჯაჭვულობასთან.

სტრესი და მარტოხელა მშობელი: მიუხედავად იმისა, რომ ერთი მშობლის მიერ


მართული ოჯახების უმრავლესობა კარგად ფუნქციონირებს, სტრესის განხილვა
განსაკუთრებით მარტოხელა მშობლობასთან კავშირშია შესაძლებელი, რადგანასეთი
ოჯახის სტრუქტურა გულისხმობს არა მხოლოდ მეორე მზრუნველის მიერ
უზრუნველყოფილი დახმარებისა და მხარდაჭერის ნაკლებობას, არამედ იგი ხშირად
ეკონომიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. ეკონომიკური სიდუხჭირე,
ოჯახის სტრუქტურის მიუხედავად, რიგ თანმხლებ პრობლემებთანაა
დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ საცხოვრებელი იყოს გადატვირთული;
დამახასიათებელია ხშირი გადასვლები/გადასახლებები. საკვები შესაძლოა, იყოს
მწირი ან ცუდი კვებითი ღირებულების და სამედიცინო მომსახურეობა შეიძლება
იყოს ნაკლოვანი. მსგავსი სტრესული სიტუაციების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე
უსიამოვნო ასპექტთაგანია პრობლემის ორმხრივი ბუნება. როცა დედის
უმუშევრობასა და მუშაობის შეწყვეტას უარყოფითი გავლენა აქვს დედებზე, ხშირად
ასევე არსებობს ირიბი, უარყოფითი გავლენა ბავშვების კეთილდღეობაზეც.
ეკონომიკური სიდუხჭირე უარყოფითად მოქმედებს დედის ფსიქოლოგიურ
ფუნქციონირებაზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მის უნარზე, იყოს
სასარგებლო მშობელი და, აქედან გამომდინარე, უარყოფითად მოქმედებს დედა-
შვილის ურთიერთობაზე. როცა მარტოხელა დედები აღიქვამენ, რომ რეალური
დახმარება ხელმისაწვდომია, მათ დეპრესიის უფრო ნაკლები სიმპტომები აქვთ;
ამასთანავე, ისინი უკეთ გრძნობენ მათი, როგორც დედების როლის შესახებ და ისინი
ნაკლებად სჯიან საკუთარ შვილებს. დახმარებას ოჯახის სხვა წევრებისგან, შეუძლია
ბევრი საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, თუმცა ასეთმა ზომებმა შეიძლება
კონფლიქტიც გაზარდოს და,ამდენად, დაამატოს სტრესი იმ შემთხვევაში, თუ
მზრუნველთა შორის პიროვნული დინამიკა დაძაბულია.ნათელია, რომ ბავშვების
უმრავლესობა, რომლებიც მარტოხელა მშობლის ოჯახებში იზრდებიან, კარგად
ადაპტირებულნი და წარმატებულნი არიან და მარტოხელა მშობლების უმეტესობას
ისევე შეუძლია მათ ცხოვრებაში სტრესის მართვა, როგორაც ამას ქორწინებაში მყოფი
მშობლები აკეთებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა მარტოხელა მშობლის ოჯახების
დედები მუშაობენ ისეთ სამსახურებში, რომლებიც მათ მოსწონთ, მათ შვილებს აქვთ
უფრო მაღალი თვითშეფასება და ოჯახის ორგანიზაციულობისა და ერთიანობის
უკეთესი განცდა, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა დედებიც არ მუშაობენ, ან მუშაობენ
სამსახურებში, რომლებიც მათ ძალიან არ მოსწონთ. როგორც ჩანს, გოგონები
განსაკუთრებით იღებენ სარგებელს დასაქმებული დედების ყოლისგან.
ფაქტობრივად,მარტოხელა მშობლის ოჯახები ზოგჯერ ნაკლებად სტრესულ
საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენენ ბავშვებისთვის, ვიდრე ორმშობლიანი
ოჯახები, რომლებშიც მშობლები კამათობენ და ჩხუბობენ.

განქორწინებულთა შვილები: განქორწინება გავლენას ახდენს როგორც მშობლებზე,


ასევე, ბავშვებზე და ეს გავლენები ბევრი კუთხით არის შესამჩნევი. პირველ რიგში,
ბავშვებს აქვთ დანაკარგის განცდა, რადგან ორივე მშობელი ძლიერ გავლენას ახდენს
მათი შვილების განვითარებაზე და განქორწინება, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ორივე
მშობელი აღარ იქნება მათი შვილებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ბავშვები,
ასევე, შესაძლოა წუხდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდება მათთან მიმართებაში, მათი
მშობლების განქორწინების შემთხვევაში. უფრო მეტიც, იმ დროისთვის, როცა
განქორწინებებს აქვს ადგილი, ოჯახს, ჩვეულებრივ, უკვე დიდი ხნის განმავლობაში
აქვს განცდილი დაძაბულობისა და სტრესის მდგომარეობა. ბავშვებს შესაძლოა,
განაგონი ჰქონდეთ სიტყვა განქორწინება, რომელსაც მათ ოჯახებში ამბობენ ან
ყვირიან თვეებისა, ან წლების განმავლობაშიც კი, ხშირად ბრაზის, ჩხუბისა ან
ტირილის თანხლებით. ჩვეულებრივ, ძალიან მცირეწლოვანმა ბავშვებმაც კი იციან,
როცა მათი მშობლების ურთიერთობა დარღვეულია. განქორწინებაზე ბავშვები
სხვადასხვა გზით რეაგირებენ, რომელთაგან ზოგიერთი ასახავს თითოეული
ინდივიდუალური ბავშვის ტემპერამენტსა და ემოციურ შეგუებადობას და
ზოგიერთი მათგანი კი წარმოადგენს კონკრეტულ მახასიათებლებს იმისას, თუ
როგორ მიმდინარეობს განქორწინება. გარკვეული ფაქტორები, რომლებიც გავლენას
ახდენს განქორწინებისადმი ბავშვების რეაქციებზე. ესენია:

 განქორწინების თანმხლები მტრობის ოდენობა: თუ არსებობს დიდი დოზით


მტრობა და უსიამოვნება, ბავშვებისთვის ბევრად უფრო რთულია შეგუება.
მშობელთა კონფლიქტი ამცირებს ბავშვების კეთილდღეობის განცდას. როცა
მშობლები ჩხუბობენ, ბავშვებს უყალიბდებათ შიში და ბრაზი. ბავშვები
განსაკუთრებით დაუცველები არიან მაშინ, როცა მათ აძალებენ მშობლებს
შორის არჩევანის გაკეთებას. მიმდინარე კამათი და იურიდიული ბრძოლები
მეურვეობაზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტზე, მონახულებასა, ან ბავშვის
მოვლის პირობებზე, სიტუაციას კიდევ უფრო რთულს ხდის როგორც
ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.
 ბავშვის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილების ოდენობა: თუ ბავშვები,
განქორწინების შემდეგ, აგრძელებენ იმავე სახლში ცხოვრებას, დადიან იმავე
სკოლაში და ჰყავთ იგივე მეგობრები, მათი შეგუების პრობლემები,
მოსალოდნელია, რომ ნაკლებად მწვავე იყოს. რაც უფრო მეტი ცვლილების
განხორციელებისთვის არის ბავშვი იძულებული, განსაკუთრებით იმ
პერიოდში, რომელიც უშუალოდ მოჰყვება განქორწინებას, მით უფრო
რთულია ბავშვის ადაპტაცია. უფრო რთულია ის ცვლილებები, რომლებიც
არღვევს ყოველდღიურ რუტინებს, რომლებიც ბავშვებისგან ახალი
მეგობრული ურთიერობების ჩამოყალიბებას მოითხოვს და რომლებიც
მოითხოვს ძირეულ გარდაქმნებსა და შესწორებებს
 მშობელი- შვილი ურთიერთობის ბუნება: მნიშვნელოვნია ორივე მშობლის
მხრიდან ხანგრძლივი ჩართულობა და ემოციური მხარდაჭერა, რაც იმაზე
მიუთითებს, რომ მიმდინარე მშობელი- ბავშვი ურთიერქმედებების ბუნება
შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, ოჯახში ორივე მშობელია
სახეზე თუ არა. ფაქტობრივად, განქორწინებულთა შვილები, ზოგჯერ,
უკეთესად არიან, ვიდრე ისინი იქნებოდნენ მათი მშობლების ერთად
დარჩენისა და კამათისა და ჩხუბის გაგრძელების შემთხვევაში.

უშუალოდ განქორწინების შემდეგ, ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც 5-7


წლის ასაკში არიან, ხშირად დაბნეულად გამოიყურებიან. განქორწინება ხშირად
გარკვეულ არაპროგნოზირებადობას მოიცავს. შესაბამისად, ბავშვები ხშირად
სინჯავენ წესებს იმის დასანახად, სამყარო კვლავ ისე მუშაობს, როგორც მანამდე, თუ –
არა. ისინი შესაძლოა, ქცევით სირთულეებს ავლენდნენ სახლსა და სკოლაში და მათი
ყოველდღიური ცხოვრება და მათ მიერ საკუთარი სოციალური სამყაროს გაგება
შესაძლოა, დარღვეული იყოს. განქორწინებული მშობლების ზოგიერთი ბავშვი
მნიშვნელოვან სირთულეს განიცდის შეგუებაში. მაგალითად, ისინი შესაძლოა,
ავლენდნენ შფოთვისა და დეპრესიის უფრო მაღალ დონეს; მათ შეიძლება, ჰქონდეთ
უფრო დიდი რაოდენობით აკადემიური პრობლემები და ისინი უფრო სავარაუდოა,
რომ ჩაერთონ „პრობლემურ“ ქცევებში, როგორებიცაა სკოლაში სიარულის შეწყვეტა,
ნარკოტიკების მოხმარება, ან, სექსუალური აქტიურობის შეძენა ადრეულ ასაკში.
ამასთანავე, მათ შესაძლოა ზოგჯერ პრობლემები გამოსცადონ შესაფერისი
მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში და, აგრეთვე, შეიძლება, სირთულე
ჰქონდეთ დაბალ თვითშეფასებასთან მიმართებაშიც. თუმცა, მნიშვნელოვანია,
აღვნიშნოთ ის, რომ მსგავსი პრობლემები აღმოჩენილია იმ ბავშვებს შორისაც,
რომელთა მშობლები ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. მშობლებს იმავე გზებით
შეუძლიათ, დაეხმარონ მათ შვილებს განქორწინებასთან შეგუებაში, რომლებითაც
ისინი მიმართავდნენ ოჯახურ ცხოვრებაში სხვა ძირითად ცვლილებებს, მაგალითად,
ნათელი შეზღუდვების დადგენითა და ნაცნობი რუტინების/პრაქტიკების დაცვით
იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ემდეგი საკითხი, რომელიც ზოგჯერ
განქორწინების შემდეგ წარმოიქმნება, ეს არის ოჯახის ახალი წევრისა ან წევრების
დამატების შესაძლებლობა. ბავშვები, განსაკუთრებით თუ ისინი მცირეწლოვნები
არიან, ხშირად ეჭიდებიან რწმენას, რომ მათი მშობლები შერიგდებიან და რომ მათ
შეიძლება ეს მოახერხონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალიან კარგები იქნებიან. თუ
ერთი ან ორივე მშობელი ერთვება ახალ ურთიერთობაში, ეს იმედი ინგრევა.
შედეგად, ბავშვმა იმედის დაკარგვის საპასუხოდ შეიძლება, აირჩიოს იმპულსური
ქცევა, როგორც დანაკარგისა და იმედგაცრუების დაძლევის საშუალება. თუ მშობელი
ქორწინდება, ანუ ქმნის რეკონსტრუქციულ ოჯახს, აღნიშნული პრობლემები
შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს. მაგალითად, ბავშვები შესაძლოა, გრძნობდნენ
გაყოფილ ერთგულებას მათი თავდაპირველი მშობლების მიმართ და ჰქონდეთ
დანაშაულის განცდა, რადგან მამინაცვლის/დედინაცვლის მიმართ
გაცემულისიყვარულის გამო მიატოვეს უფლებაჩამორთმეული მშობელი. მათ
შეიძლება, სწყინდეთ მათი ახალი დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ მათი
დისციპლინირებულობა და შესაძლოა, ასევე სწყინდეთ დედინაცვლის/მამინაცვლის
მიერ მათი სიყვარულის მოსაპოვებლად გამოვლენილი მცდელობები. ბავშვები
შეიძლება, ასევე არ იყვნენ ბედნიერები მათი მშობლის მის ახალ პარტნიორთან
გაზიარებით და ისინი შეიძლება, წუხდნენ ამ ახალი ოჯახისგან გარიყულობის გამო.
ბევრ ბავშვს დამატებითი გამოწვევა აქვს, რადგან მათ უნდა ისწავლონ
დედინაცვლის/მამინაცვლის შვილებთან ერთად ცხოვრება, რაც შესაძლოა,
გულისხმობდეს გაზიარების ისევე, როგორც ბევრი სხვა ოჯახური
პრაქტიკების/რუტინების შესახებ, ახალი წესების დასწავლას. ფაქტობრივად, თუ
ოჯახური ცხოვრება მავნებლური ან ძალადობრივია, განქორწინების გავლენა
შეიძლება, დადებითი იყოს ასეთ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის, რადგან,
განქორწინების შემდეგ, ოჯახური გარემო შესაძლოა, უფრო სტაბილურიდა
პროგნოზირებადი იყოს. რა თქმა უნდა, შეგუების პრობლემები ყოველთვის ცხადი არ
არის დაუყოვნებლივ. ზოგჯერ სირთულეები წარმოიქმნება მოგვიანებით,
განსაკუთრებით მოზარდობის განმავლობაში, იმ შფოთვის საპასუხოდ, რომელიც
სქესობრივი სიმწიფის/პუბერტატის მიღწევასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად
ამისა, თითქმის ყველა ბავშვი უმკლავდება – და უმეტესობა მათგანი უმკლავდება
წარმატებით – იმ პრობლემებს, რომლებიც მათი მშობლების განქორწინებით
წარმოიქმნება.

You might also like