You are on page 1of 11

კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:


1. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია და სტადიები
2. მორალურ განვითარებაზე ზემოქმედების ფაქტორები
3. ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია საკლასო ოთახში

1. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია და სტადიები. ზნეობას და


სულიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კულტურებისა და ცივილიზაციების
სიცოცხლისუნარიანობისათვის. პირველიც და მეორეც მუდამჟამს განსაზღვრავდა, ახლაც
განაპირობებს და მომავალშიც იქონიებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ხალხებისა და ერების
კულტურული არსებობისა და გაქრობის პროცესში. შესაბამისად, მორალური განვითარება
ბავშვის ზოგადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვის შეხედულებები და
პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია. მორალურად ფორმირებული მოსწავლეები
მასწავლებლებისაგან და თანატოლებისაგან მაღალ აკადემიკურ და სოციალურ წარმატეტებს
აღწევენ.
მორალი უცხო სიტყვათა ლექსიკონში შემდგენაირადაა განმარტებული: "ზნეობრივი"
1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა
ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; ზნეობა.
2. ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესაგან
1
გამომდინარეობს. მაგ., იგავის მორალი .
aristoteleს აზრით - morali aris is, rac adamians adamianad aqcevs
გ. ბანძელაძის „ეთიკაში“ მორალი, ეთიკა და ზნეობა სინონიმურ ცნებებადაა
განხილული. ზნეობა, მორალი ადამიანთა ურთიერთობის, დამოკიდებულებების, ნორმების
და წესების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობაა.2 თუმცა ეთიკაში ამ ცნებებს
ანსხვავებენ ერთმანეთისაგან და ჩვენც ვეთანხმებით. მორალის ცნებაში იგულისხმება
ნორმების, წესებისა და ადამიანთა პიროვნების ქცევების სისტემა, საქმიანობის სხვადასხვა
სფეროსა და ცხოვრებაში, ხოლო ზნეობა განიმარტება ადამიანის ჩვევების და ჩვეულებების
ერთობლიობად, რომელიც დაკავშირებულია ამ ნორმების, წესებისა და მოთხოვნების
შესრულებასთან. როგორც ჩანს არსებითი განსხვავება არ არის. ორივე შეიძლება
მივუსადაგოთ პიროვნების ზნეობრივი ფორმირების პროცესს. ე.ი. ზნეობრივი ჩამოყალიბება
ნიშნავს არა მარტო მორალური ნორმების, წესებისა და პრინციპების ცოდნას, არამედ მათ
განუხრელ შესრულებას. დ. ლორთქიფანიძე სახელმძღვანელოში „პედაგოგიკა“ ზნეობას ასე
განმარტავს: ზნეობა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა წარმოადგენს
საზოგადოებრივი ქცევის, ნორმების, წარმოდგენების, პრინციპების და სხვათა
ერთობლიობას, რომლებითაც ადამიანი ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობის
დროს და მათ შესაბამისად წარმართავს თავის მოქმედებას3. ზნეობრივი ქცევის ნორმები
დამყარებულია სრულ შეგნებულობაზე და ჯანსაღი საზოგადოებრივი ინტერესებით არის
ნაკარნახევი, საზოგადოების კეთილდღეობისა და პიროვნების ბედნიერების აუცილებელი
პირობაა. მორალური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ადამიანები ერთიდაიმავე
მორალურ დილემას სხვადასხვანაირად სხნის.
• ჩვენი ლექციის თემაა ამერიკელი ფსიქოლოგის ლოურენს კოლბერგის მორალური
განვითარების თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის მორალური განვითარების
პერიოდში გაივლის 6 სტადიას. კოლბერგი იყო ჩიკაგოს და შემდეგ ჰარვარდის
1
უცხოსიტყვათა ლექსიკონი, თბილისი 1989წ
2
გ. ბანძელაძე, ეთიკა, თბილისი 1984წ
3
დ. ლორთქიფანიძე, პედაგოგიკა თბილისი 1960წ

1
უნივერსიტეტების პროფესორი. კოლბერგის მორალური თეორია ხსნის, როგორ ითვისებს
ბავშვი საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ ნორმებს, “კარგ” და “ცუდ”, “სწორ” და “არასწორ”
ღირებულებებს. ბავშვის ფსიქიკური განვითარების შესაბამისადYლ. კოლბერგი .ადამიანის
მორალურ განვითარებას 3 დონედ ყოფდა, რომლებიც თავისთავად შედგება 2 ქვედონისგან.
ამ თეორიის მიხედვით ყველა ადამიანი მორალური განვითარების სტადიებს ერთნაირი
თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული სისწრაფით. ყოველ მომდევნო სტადიაზე
გადასვლასთან ერთად მისი მორალური აზროვნება უფრო დახვეწილი და რთული ხდება.
რომ განვსაზღვროთ, მორალური განვითარების რა დონეზე და სტადიაზე იმყოფება
ადამიანი, ყურადღება უნდა მივაქციოთ არამარტო იმას, თუ როგორ გადაწყვეტს იგი
მორალურ დილემას, არამედ მის მსჯელობას/არგუმენტაციას, რატომ მიიღო ესა თუ ის
კონკრეტული გადაწყვეტილება.
განვიხილოთ პედაგოგიური სიტუაცია: ჯაბა, XII კლასის მოსწავლეა, საღამოობით
მანქანების სამრეცხაოში მუშაობს დედას რომ დაეხმაროს, რომელიც სამ შვილს მარტო
ზრდის. ჯაბა ბეჯითი მოსწავლეა, მაგრამ მას არა აქვს საკმარისი დრო, რომ იმეცადინოს.
ისტორიაში ძირითადად, დაბალ ქულებს იღებს. თუ ისტორიის ბოლო გამოცდას ვერ
ჩააბარებს, ჯაბა ვერ შეძლებს სკოლის დამთავრებას. იგი თავის უფროსს წინასწარ
მოელაპარაკა, რომ გამოცდის წინა საღამოს სამსახურს გააცდენს და გამოცდისთვის
მოემზადება. საღამოს უფროსი ჯაბას ურეკავს და ატყობინებს, რომ ერთ–ერთი
თანამშრომელი ავადმყოფობის გამო სამსახურში ვერ მივიდა და ამიტომ ძალიან სჭირდება
მისი დახმარება. უფროსის თხოვნით ჯაბა საღამოს 8 საათზე სამსახურში მიდის და დილის
პირველ საათამდე მუშაობს. სახლში დაბრუმენული დაღლილი ჯაბა ცდილობს იმეცადინოს,
მაგრამ ტახტზე წიგნით ხელში ჩაეძინება. დილის 7 საათზე მას დედა აღვიძებს, რომ
სკოლაში წავიდეს. ისტორიის გამოცდაზე ჯაბა სრულიად მოუმზადებელი მიდის. ნინოს,
კლასის ერთ–ერთ საუკეთესო მოსწავლეს, ტესტი ისე უდევს, რომ ჯაბა ყველა კითხვის
პასუხს თავისუფლად ხედავს. იქნება თუ არა სწორი საქციელი, ჯაბამ ნინოსგან რომ
გადაწეროს ტესტის პასუხ- ები?
დასმული მორალური დილემა მორალურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ჯაბას არა აქვს
ნათლად განსაზღვრული, თუ როგორ მოიქცეს; მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას როგორც
დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოყვება. თუ ჯაბა თანაკლასელი გოგონასგან
გადაიწერს, ის გამოცდას ჩააბარებს. მაგრამ გადაწერა არაზნეობრივი საქციელია. მეორე
მხრივ, თუ ჯაბა არ გადაიწერს და ზნეობრივად მოიქცევა გამოცდას ალბათ ვერ ჩააბარებს.
მოსწავლეთა პასუხები მსგავსი სახის მორალურ დილემებზე წარმოდგენას გვიქმნის, თუ
მორალური განვითარების რა ეტაპზე იმყოფებიან ისინი.
მორალურ განვითარების დონეებია: პრეკონვენციური, კონვენციური,
პოსტკონვენციური. ყოველი დონე 2 სტადიისგან შედგება და განსხვავებული მორალური
აზროვნებით, მსჯელობებით ხასიათდება. მოსწავლეებს, რომლებიც პრეკონვენციურ
დონეზე მსჯელობენ, ჯერ არა აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და კონვენციები,
ანუ საყოველთაოდ მიღებული ნორმები სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ისინი
გადაწყვეტილებს იღებენ ძირითადად იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ
საქციელს თვითონ მათთვის (დაჯილდოება თუ სასჯელი). პატარა ბავშვები, ძირითადად,
პრეკონვენციური მორალით ხელმძღვანელობენ. მაღალკლასელი მოსწავლეების და
მოზრდილი საზოგადოების ნაწილიც ამ დონეზე აზროვნებს.
პრეკონვენციურ (ოპერაციამდელი) დონეზე გამოიყოფა ორი სტადია: დასჯის თავიდან

2
აცილება და დამორჩილება და დახმარების გაცვლა–გამოცვლა4. გ. ლაცაბიძე წიგნში
განვითარების თეორიები მასწავლებლებისათვის და გამოცდების ეროვნული ცენტრის
გამოცემაში პრეკონვენციურ დონეზე გამოყოფენ სამ საფეხურს: ნულოვანი საფეხური, I
საფეხური–მორჩილება და დასჯა., II საფეხური–ინსტრუმენტული ფარდობითობა.
ნულოვან საფეხურზე (მორალური შეფასება არის საკუთრივ ინდივიდში) მყოფი ბავშვის
შეხედულებები “სწორი”, “კარგი” და “არასწორი”, “ცუდი” ქცევის შესახებ
განპირობებულია იმით, თუ რა ანიჭებს მას სიამოვნებას ან უსიამოვნებას. ამ საფეხურზე
ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს თავისი სურვილებისგან დამოუკიდებელი მოთხოვნებისა თუ
წესების გაგების უნარი. მაგალითად, “მე შოკოლადის ჭამა მსიამოვნებს და მოვითხოვ მას,
რადაც არ უნდა დამიჯდეს”.
განვიხილოთ სტადიები:
პირველ სტადიაზე –დასჯის თავიდან აცილება, მოაზროვნე მოსწავლეები
ავტორიტეტის და ძალაუფლების მქონე პირებს ემორჩილებიან, რათა სასჯელი თავიდან
აიცილონ. ისინი სწორ და არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა
შედეგი მოჰყვება მას. მაგალითად, თუ ბავშვს წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი
არასწორია; წინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი. პირველ სტადიაზე მოაზროვნე
მოსწავლემ შეიძლება გვითხრას, რომ თუ ჯაბა თავისუფლად ხედავს ყველა კითხვის პასუხს
და თუ ნაკლები ალბათობა არსებობს იმისა, რომ მასწავლებელი მას შეამჩნევს, მაშინ
გადაწერა გამართლებული/ სწორი საქციელია. ამ სტადიაზე მოაზროვნე მოსწავლემ,
აგრეთვე, შეიძლება დაგვარწმუნოს,რომ ჯაბამ არ უნდა გადაიწეროს, თუ დიდი საშიშროება
არსებობს, რომ მასწავლებელი ამას შენიშნავს.
მეორე სტადიაზე –დახმარების გაცვლა–გამოცვლა, მყოფ მოსწავლეთათვის ყველაზე
მნიშვნელოვანია საკუთარი მოთხოვნების და სურვილების დაკმაყოფილება.
გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისინი ხანდახან სხვა ადამიანების ინტერესებსაც
ითვალისწინებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საჭიროებებიც
დაკმაყოფილებული იქნება. სწორი საქციელი არის ის, რომელიც მათ მოთხოვნებს და
ხანდახან სხვა ადამიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ სტადიის დამახასიათებელი
მსჯელობაა: „თუ შენ რაღაცით მაინც დამეხმარები, მაშინ მეც დაგეხმარები“.
მეორე სტადიაზე მყოფმა მოსწავლემ შეიძლება გვითხრას, რომ ჯაბამ უნდა
გადაიწეროს ნინოსგან, იმიტომ რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი გამოცდაზე ჩაიჭრება
და სკოლასაც ვერ დაამთავრებს. წინა პლანზე საკუთარი ინტერესებია: „სწორი საქციელი ის
არის, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს.“
კონვენციურ დონეზე გამოიყოფა ორი სტადია: კარგი ბიჭი/კარგი გოგო და კანონი
და წესები. ამ დონეზე მყოფ მოაზროვნე ადამიანებს გათავისებული აქვთ და ეთანხმებიან
საზოგადოების კონვენციებს–საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს სწორ და არასწორ
საქციელთან დაკავშირებით. ისინი ემორჩილებიან წესებს და მისდევენ საზოგადოების
ნორმებს მაშინაც კი, როცა დამორჩილება/დაუმორჩილებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
მორალური განვითარების ამ დონეზე იმყოფება ძალიან ცოტა დაწყებითი კლასის მოსწავლე,
ზოგიერთი საშუალო კლასის მოსწავლე, ბევრი მაღალი კლასის მოსწავლე და მოზრდილი
საზოგადოების დიდი ნაწილიც.
კარგი ბიჭი/კარგი გოგო - სტადიაზე მყოფი მოსწავლეები ცდილობენ ისეთი
გადაწყვეტილებები მიიღონ და ისე მოიქცნენ, რომ სხვებს, განსაკუთრებით კი

4
ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გორგოძე, განვითარებისა და სწავლის თეორიები, დამხმარე
სახელმძღვანელო, თბილისი 2008წ; გვ. 182

3
ავტორიტეტის მქონე პირებს ასიამოვნონ. ისინი ცდილობენ, კარგი საქციელით
მეგობრების, ნათესავების და მასწავლებლების მოწონება დაიმსახურონ.
გადაწყვეტილებების მიღების დროს ისინი ითვალისწინებენ სხვა ადამიანების ინტერესებს
და განზრახვებს. ამ მოსწავლეებს მტკიცედ სჯერათ პრინცი პის, „სხვებს ისე მოექეცი,
როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“. ამ ეტაპზე ეგოცენტრიზმი შედარებით მცირდება და
ბავშვებს შეუძლიათ თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოიდგინონ.
ამ სტადიაზე მოაზროვნე მოსწავლე თვლის, რომ ჯაბას მუშაობა უწევს, რათა ოჯახს
დაეხმაროს, ამიტომაც გადაწერა გამართლებული საქციელია. ამავე სტადიაზე მყოფმა სხვა
მოსწავლემ შეიძლება დაგვარწმუნოს, რომ ჯაბამ არ უნდა გადაიწეროს: „თუ სხვებმა
შეიტყვეს მისი საქციელი, მათ ჯაბაზე ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ“. ასევე ამ სტადიაზე
მყოფ ადამიანებს უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება ემუქრებათ.
მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ქრთამის აღება დასაშვები საქციელია,
იმიტომ რომ მის ირგვლივ მყოფ ადამიანთა უმრავლესობა ქრთამს იღებს. მოსწავლეები
შეიძლება თვლიდნენ, რომ გადაწერა სწორი საქციელია, რადგან ყველა იწერს. ამ სტადიაზე
მოაზროვნე მოზარდები ძალიან ადვილად ექცევიან თანატოლების გავლენის ქვეშ.
მომდევნო სტატიაზე (მეოთხე) კანონი და წესები - მოაზროვნე მოსწავლეები
საყოველთაოდ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ. მათ იციან, რომ წესები
აუცილებელია მოწესრიგებული საზოგადოებისათვის და თვლიან, რომ მათი ვალია წესებს
დაემორჩილონ. თუმცა, ამ სტადიაზე მოაზროვნე ადამიანები წესებს და ნორმებს
დაუფიქრებლად ემორჩილებიან და იშვიათად შეაქვთ ეჭვი მათ სისწორესა და
სამართლიანობაში. ისინი ვერ ხვდებიან, რომ როცა საზოგადოება ვითარდება და მისი
მოთხოვნები იცვლება, შესაბამისად, მასში არსებული წესებიც უნდა შეიცვალოს. ამ
სტადიაზე მოაზროვნე მოსწავლე გვეტყვის, რომ ჯაბამ არ უნდა გადაიწეროს, იმიტომ
რომ „გადაწერა სკოლის წესებს ეწინააღმდეგება.“ მათ არ აინტერესებთ სხვები ქრთამს
იღებენ თუ არა; ისინი ქრთამს არ აიღებენ, იმიტომ რომ ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა.
პოსტკონვენციურ დონეზე ლ.კოლბერგი გამოყოფს ორ სტადიას:
სოციალური/საზოგადოებრივი კონტაქტი და უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ამ
დონეზე მყოფი ადამიანები თვლიან, რომ წესების დაცვა გვეხმარება საზოგადოებრივი
წესრიგის შენარჩუნებაში და ადამიანის უფლებების დაცვაში. მათი აზრით, წესები არ არის
ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. პოსტკონვენციურად მოაზროვნე
ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით სწორი და
არასწორი საქციელის შესახებ. ეს პრინცი პები ჩვეულებრივ ისეთ ღირებულებებს მოიცავს,
როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები: სიცოცხლე, თავისუფლება, და
სამართლიანობა. ამ დონეზე მოაზროვნე ადამიანები შეიძლება არ დაემორჩილონ წესებს,
თუ ისინი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. პოსტკონვენციური აზროვნება იშვიათია
სკოლის ასაკის ბავშვებში. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აზროვნებს
პოსტკონვენციურად და მათი უმრავლესობა მორალური განვითარების ამ დონეს მხოლოდ
25–30 წლის ასაკისთვის აღწევს.
სოციალური/საზოგადოებრივი კონტრაქტის ( მეხუთე) სტადიაზე მყოფი ადამიანები
აცნობიერებენ, რომ საზოგადოების წესები წარმოადგენს ადამიანთა შორის
ურთიერთშეთანხმებას სწორი/შესაფერისი საქციელის შესახებ. ისინი თვლიან, რომ წესები
გვეხმარება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.
მათი აზრით, წესების შეცვლა შესაძლებელია და აუცილებელიც კი, იმ შემთხვევაში, თუ
ისინი აღარ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ამ სტადიაზე მყოფმა ადამიანმა
შეიძლება გვითხრას, რომ ჯაბამ არ უნდა გადაიწეროს: „მასწავლებლებსა და მოსწავლეებს

4
შორის არსებობს შეთანხმება, რომ ნიშნები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს უნდა
ასახავდეს. გადაწერა კი ამ შეთანხმებას უგულვებელყოფს“.
უნივერსალური ეთიკური პრინციპების სტადიაზე ადამიანის მორალური აზროვნება
ეფუძნება აბსტრაქტულ და ზოგად პრინციპებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული
საზოგადოების წესებზე და კანონებზე. ადამიანები სწორ და არასწორ საქციელს
განსაზღვრავენ თავიანთ შინაგან უნივერსალურ სტანდარტებზე დაყრდნობით. ამ დონეზე
მოაზროვნე ადამიანები შეიძლება არ დაემორჩილონ წესებს და კანონებს, თუ ისინი მათ
პრინციპებს ეწინააღმდეგება. კოლბერგმა თავის გვიან ნაშრომებში ვარაუდი გამოთქვა, რომ
მეხუთე და მეექვსე სტადიები არ განსხვავდება ერთ- მანეთისაგან და ამიტომაც ერთი
სტადიის ქვეშ უნდა მოექცეს.
2. მორალურ განვითარებაზე ზემოქმედების ფაქტორები. მორალური მსჯელობის და
ქცევის განვითარებაზე შემდეგი ფაქტორები ახდენს გავლენას: ზოგადი კოგნიტური
განვითარება, ახსნა და დასაბუთება, მორალური საკითხები და დილემები და თვითშეგნება.
ზოგადი კოგნიტური განვითარება - დახვეწილი მორალური აზროვნება: გააზრებული
მსჯელობა მორალური კანონების და ისეთი ცნებების შესახებ, როგორიც არის
თანასწორუფლებიანობა, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები, ––აბსტრაქტული
იდეების ღრმად გააზრებას მოითხოვს. შესაბამისად, მორალური განვითარება
გარკვეულწილად დამოკიდებულია კოგნიტურ განვითარებაზე. მაგალითად, ნიჭიერი
ბავშვები ზოგადად უფრო მეტად ფიქრობენ მორალურ საკითხებზე და უფრო ხშირად
ცდილობენ მათ გარშემო უსამართლობის აღმოფხვრას. თუმცა კოგნიტური განვითარება არ
გულისხმობს მორალურ განვითარებას. სავსებით შესაძლებელია, რომ მოსწავლეს შეეძლოს
აბსტრაქტულად აზროვნება აკადემიურ საგნებთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავე დროს,
ეგოისტურად, პრეკონვენციურ დონეზე აზროვნებდეს.
ახსნა და დასაბუთება - ბავშვების მორალური განვითარება წინ მიიწევს, როცა ისინი
იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რა ზიანი და ტკივილი მიაყენეს სხვებს და როგორ აწყენინეს მათ
თავიანთი საქციელით. ინდუქცია, მორალური განვითარების მნიშვნელოვანი სტრატეგია, ის
ბავშვებს ეხმარება, დაფიქრდნენ სხვების წყენაზე და ტკივილზე და გააცნობიერონ, რომ ამის
მიზეზი თვითონ არიან. ინდუქციის რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებში
თანაგრძნობის, გაგების და ალტრუიზმის (მოქმედება,რომელიც მოიცავს სხვა ადამიანის
დახმარებას სარგებელის მოლოდინის გარეშე) განვითარებას.
მორალური საკითხები და დილემები - კოლბერგი თვლის, რომ ბავშვთა მორალური
განვითარება წინ მიიწევს, როცა ისინი ისეთი მორალური დილემების წინაშე აღმოჩნდებიან,
რომელთა ადეკვატურად გადაჭრა არ შეუძლიათ. ყველა ბავშვი ერთნაირი
თანმიმდევრობით გაივლის მორალური განვითარების სტადიებს. არც ერთ მათგანს არ
შეუძლია, რომელიმე სტადია გამოტოვოს, ან ერთდროულად ორი სტადია გაიაროს.
იმისათვის რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის მორალურ განვითარებას, მასწავლებელმა ჯერ
უნდა შეაფასოს, მორალური აზროვნების რა სტადიაზე იმყოფება ბავშვი და შემდეგ
დაეხმაროს ბავშვს მორალური დილემის გადაჭრაში მისი არსებული მორალური
განვითარების დონის გათვალისწინებით.
თვითშეგნება - ბავშვები მორალურ საქციელს უფრო ხშირად მაშინ ამჟღავნებენ, როცა
მათ სჯერათ, რომ რეალურად შეუძლიათ სხვა ადამიანებს დაეხმარონ. ბევრი ახალგაზრდა
იწყებს მორალური ღირებულებების საკუთარი პიროვნების ცნობიერებაში ინტეგრირებას.
ეს ადამიანები თავიანთ თავს ხედავენ, როგორც ზნეობრივ და მზრუნველ პიროვნებებს,
რომელთათვის სხვა ადამიანების უფლებები და კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. მათი
ალტრუიზმი და თანაგრძნობა არამარტო მათ მეგობრებზე და ნაცნობ ადამიანებზე, არამედ

5
ზოგადად, საზოგადოებაზე ვრცელდება.
4. ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია საკლასო ოთახში
1. ახსენით და დაასაბუთეთ რატომაა ზოგიერთი საქციელი მიუღებელი (მას ეტკინა,
ეწყინა..) მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ არაზნეობრივ
და ანტისოციალურ საქციელზე. თუმცა სასჯელს ბავშვების ყურადღება, ძირითადად, მათ
საკუთარ წყენაზე და ტკივილზე გადააქვს. იმისათვის,რომ ბავშვის მორალურ გავითარებას
ხელი შევუწყოთ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ყურადღება გადავიტანოთ იმ წყენაზე და
ტკივილზე, რაც მათ სხვა ადამიანებს მიაყენეს. მაგალითად, შეგვიძლია ავუხსნათ მოსწავლეს,
თუ რა ფიზიკურ ზიანს და ტკივილს აყენებს სხვა ადამიანს მისი საქციელი („მარის ძალიან
ეტკინა, როცა შენ მას თმა მოქაჩე“); ან რა ემოციურ წყენას და ტკივილს იწვევს იგი („გეგას
ძალიან სწყინს, როცა შენ მას ასეთი სიტყვებით მიმართავ“). ასევე, შეგვიძლია, ავუხსნათ და
დავანახოთ მოსწავლეს, თუ როგორ შეაწუხა სხვა ადამიანები თავისი საქციელით („შენ რომ
თათიას სკამზე დაუფიქრებლად საღეჭი რეზინა დაუდე, ამის გამო დედას მისთვის ახალი
შარვლის ყიდვა მოუწევს“). ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ და დავანახოთ
სხვა ადამიანის შეხედულება, განზრახვა და მოტივი („ნახატი, რომელსაც შენ ასე დასცინე,
შეიძლება ისე არაჩვეულებრივად არ არის შესრულებული, როგორც შენი, მაგრამ მე ვიცი, რომ
თეამ დიდი დრო დახარჯა მასზე და ძალიან ამაყობს თავისი ნამუშევრით“).
2. დაეხმარეთ მოსწავლეებს სიტუაციის სხვადასხვა ადამიანების პოზიციიდან შეხედონ.
წაახალისეთ, გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და მეგობრული
დამოკიდებულება. მაგალითად, ვთხოვოთ, წარმოიდგინონ თავი სხვის ადგილზე,
ლიტერატურული ნაწარმოების, ისტორიული ეპოქის სხვადასხვა გმირის ადგილზე.
ლიტერატურის გაკვეთილზე შეიძლება მოსწავლეებს ვთხოვოთ, თავი სხვადასხვა გმირის
ადგილზე წარმოიდგინონ. ისტორიის გაკვეთილზე მათი ყურადღება გავამახვილოთ ისეთ
სიტუაციებზე (მაგალითად, ომი, შიმშილობა), სადაც სხვა ადამიანების მოთხოვნები ბევრად
აღემატება მათ მოთხოვნებს. როცა მოსწავლეებს მათ შორის წარმოქმნილ კონფლიქტის
მოგვარებაში ვეხმარებით, შეგვიძლია გავამხნევოთ, რომ სიტუაციას თანაკლასელის
პოზიციიდან შეხედონ და ერთად იმუშაონ პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტაზე.

3. მიეცეთ მოსწავლეებს მორალური საქციელის ბევრი მაგალითი . ბავშვები და


მოზარდები ზნეობრივ და სოციალურ საქციელს მაშინ ავლენენ, როცა ისინი მორალური
საქციელის მაგალითს სხვა ადამიანებისგან (მათ შორის, მასწავლებლებისგან) ხედავენ.
მაგალითად, როცა ბავშვები ხედავენ, რომ მათი თანატოლები და უფროსები
სულგრძელობას და თანაგრძნობას იჩენენ სხვა ადამიანებისადმი, ისინიც, შესაბამისად,
ცდილობენ ასე მოიქცნენ. მორალური საქციელის მაგალითები, აგრეთვე, შეიძლება
ლიტერატურიდან, ისტორიიდან და თანამედროვე ცხოვრებიდან მოვიყვანოთ.
4. ჩართეთ მორალური საკითხები და დილემები საკლასო დისკუსიებში. გაამხნევეთ
ბავშვები,ახსნან და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებები. აკადემიური მასალის
განხილვის დროს ხშირად თავს იჩენს გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი სოციალური და მორალური
დილემები. ასეთ დილემებს ყოველთვის როდი აქვს ნათლად განსაზღვრული სწორი და
არასწორი პასუხები. მასწავლებლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა დისკუსიებს
სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით. ძალიან მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში სანდო
და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა მოსწავლეებს თავიანთი მოსაზრებების
თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ; მასწავლებლები უნდა დაეხმარონ
მოსწავლეებს, დაინახონ დილემის ყველა ასპექტი, მათ შორის, სხვადასხვა ადამიანის
მოთხოვნები და შეხედულებები. მასწავლებლებმა უნდა გაამხნევონ ბავშვები, დაასაბუთონ

6
თავიანთი მოსაზრებები და მორალური პრინცი პები.
5. მოსწავლეები ჩავრთოთ ისეთ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებისადმი
სამსახურს მოითხოვს (უმცროსკლასელები ამეცადინონ, დაეხმარონ მოხუცებს, დაალაგონ
ეზო..) . ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და
მათ საზოგადოებრივ სამსახურში ჩართვას. მოსწავლეებს შეუძლიათ დაბალი კლასის
მოსწავლეები ამეცადინონ; უფროსებს და მოხუცებს დაეხმარონ; საავადმყოფოში ან
საბავშვო ბაღში იმუშაონ; ქუჩები და პარკები გაწმინდონ და მოაწესრიგონ; ადგილობრივ
პარკში სათამაშო მოედანი მოაწყონ; ბიბლიოთეკაში, საბავშვო ბაღში ან ბავშვთა სახლში
ბავშვებს წიგნები წაუკითხონ და ა.შ. მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არian
ჩართულნი მსგავს საქმიანობებში, უფრო თავდაჯერებულები არიან; უფრო კარგად
იცნობენ საკუთარ თავს; უფრო მოტივირებულები ხდებიან და უფრო მაღალ აკადემიურ
წარმატებასაც აღწევენ. ისინი სწავლობენ, რომ მათ აქვთ იმის უნარი და პასუხისმგებლობა,
რომ სხვა ადამიანებს დაეხმარონ და მათი ქვეყანა და, ზოგადად, მსოფლიო უკეთესი
გახადონ. ეს ყველაფერი მოსწავლეებს ეხმარება, რომ ზნეობრივ და მზრუნველ
პიროვნებებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ბავშვის კოგნიტური განვითარების თეორიების ცოდნასთან ერთად მომავალი
მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია პიროვნების მორალური განვითარების თეორიის
ცოდნა.
კითხვები დამოუკიდებელი მუშაობისათვის
1. დაასახელეთ მორალური განვითარების თეორიის მაგალითები
2. გაანალიზეთ პედაგოგიური სიტუაცია კოლბერგის მორალური განვითარების
თეორიის მიხედვით: ,,ექიმის ვარაუდით, სიმსივნის იშვიათი ფორმით დაავადებული
ქალბატონის გადარჩენა შეეძლო ახალ სამედიცინო პრეპარატს. ეს მედიკამენტი ერთმა
ფარმაცევტმა შექმნა საკუთარ აფთიაქში. გარდა იმისა, რომ პრეპარატის მომზადება საკმაოდ
ძვირი ჯდებოდა, ფარმაცეფტმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაეზარდა საკუთარი გამოგონების
საფასური და წამლის თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტი თანხა მოითხოვა. ავადმყოფი ქალის
მეუღლემ მხოლოდ თანხის ნახევარის შეგროვება შეძლო და ფარმაცევტს სთხოვა, ან ფასი
შეემცირებინა, ან თანხის ნაწილის მომავალში გადახდის საშუალება მიეცა. ფარმაცევტმა უარი
უთხრა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ ღამით აფთიაქის კარი გატეხა და
ცოლისათვის წამალი მოიპარა.
3. რატომ არის მნიშვნელოვანი მორალური განვითარების სტადიების ცოდნა?
4. ტესტები ჯგუფში მუშაობისათვის:
1. კოლბერგის თეორიის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი ორი ფაქტორი უდევს
საფუძვლად ადამიანის მორალურ განვითარებას:
მისი გენეტიკა–თანდაყოლილი უნარები და განვითარებისადმი მზაობა
სოციალური გარემო, რომელშიც ის ვითარდება და კანონმორჩილება
აზროვნება და განსჯა სხვადასხვა მორალურ საკითხებზე
დასჯა–დაჯილდოების სახით მიღებული უკუკავშირი

2. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები საუბრობენ:


გურამი: ლევან, კლასელებმა გადავწყვიტეთ ბიოლოგიის გაკვეთილიდან `შატალოზე~
წასვლა.
ლევანი: კარგით რა, რას ერჩით ამ ბიოლოგიის მასწავლებელს... მოდით, ნუ წავალთ...
გურამი: ჰმ.... მოკლედ, ჩვენ გადავწყვიტეთ და ყველანი მივდივართ...

7
ლევანი: შეურაცხმყოფელი არ არის, მოსწავლეების ნაცვლად მასწავლებელს კლასში
ცარიელი მერხები რომ დახვდება? მე არ წამოვალ....
მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილიდან `შატალოზე~ მაინც წავიდნენ. კლასში
მხოლოდ ლევანი დარჩა, თუმცა იცოდა, რომ კლასელებთან ურთიერთობა გაუფუჭდებოდა.
კოლბერგის თეორიის მიხედვით, მორალური განვითარების რომელ საფეხურს
შეესაბამება ლევანის მსჯელობა?

ა) პრეკონვენციურს – ორიენტირებულია მორჩილებასა და დასჯაზე.


ბ) კონვენციურს (I საფეხური) – მასწავლებლის თვალში სურს ავტორიტეტის მოპოვება.
გ) კონვენციურს (II საფეხური) – უპირობოდ ემორჩილება სკოლის შინაგანაწესს.
დ) პოსტკონვენციურს – იცავს უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს.

3. კოლბერგის თეორიის მიხედვით, ბავშვის მორალური განვითარება თანდათან,


ასაკის მატებასთან ერთად ხდება და მის ქცევას განვითარების დონის შესაბამისი
`მორალური ახსნა~ უდევს საფუძვლად. მოსწავლის ქცევაში გამოვლენილი მორალური
განვითარების ხარისხი პირობითად შეიძლება დავყოთ დონეებად.
ჩამოთვლილთგან რომელია მორალური განვითარების ყველაზე მაღალი დონის
შესაბამისი ქცევა?
ა) მოსწავლე ქცევის შეფასებისას ითვალისწინებს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების
მოსაზრებებს.
ბ) მოსწავლე კარგად იქცევა ძირითადად იმის გამო, რომ მასწავლებლებისა და
მშობლების შექება დაიმსახუროს.
გ) მოსწავლე აცნობიერებს სოციალური გარემოს ეთიკურ სტანდარტებს და შესაბამისად
იქცევა.
დ) მოსწავლე ფიქრობს, რომ ცუდი საქციელია მხოლოდ ის, რის გამოც ისჯება.

4. კოლბერგის თეორიის მიხედვით, ბავშვის მორალური განვითარება თანდათან, ასაკის


მატებასთან ერთად ხდება და მის ქცევას განვითარების დონის შესაბამისი `მორალური ახსნა~
უდევს საფუძვლად. მოსწავლის ქცევაში გამოვლენილი მორალური განვითარების ხარისხი
პირობითად შეიძლება დავყოთ დონეებად.
ჩამოთვლილთგან რომელია მორალური განვითარების ყველაზე დაბალი დონის
შესაბამისი ქცევა?
ა) მოსწავლე აცნობიერებს სოციალური გარემოს ეთიკურ სტანდარტებს და შესაბამისად
იქცევა.
ბ) მოსწავლე ფიქრობს, რომ ცუდი საქციელია მხოლოდ ის, რის გამოც ისჯება.
გ) მოსწავლე კარგად იქცევა ძირითადად იმის გამო, რომ მასწავლებლებისა და
მშობლების შექება დაიმსახუროს.
დ) მოსწავლე ქცევის შეფასებისას ითვალისწინებს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების
მოსაზრებებს.

5. მერვეკლასელს პარალელური კლასის მოსწავლესთან ჩხუბი მოუვიდა და


დახმარებისათვის მეგობარს - ვახოს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ვახო ყოველგვარი

8
ფიზიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგი იყო, პარალელურკლასელს `ჭკუა ასწავლა~. ამ
ინციდენტის შემდეგ კლასელებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ელენე: ვახო ასე არ უნდა მოქცეულიყო, ახლა მთელი სკოლა გაიგებს და დასჯიან,
შეიძლება გარიცხონ კიდეც.
ნატალია: ვახოს სხვა გზა არ ჰქონდა, თუ უარს იტყოდა მეგობრის დახმარებაზე, კლასში
მისი ავტორიტეტი შეილახებოდა.
კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის მიხედვით, მორალური განვითარების
რომელ საფეხურს შეესაბამება ელენეს მსჯელობა?
ა) ნულოვანს
ბ) პრეკონვენციურს
გ) კონვენციურს
დ) პოსტკონვენციურს

6. მერვეკლასელს პარალელური კლასის მოსწავლესთან ჩხუბი მოუვიდა და


დახმარებისათვის მეგობარს - ვახოს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ვახო ყოველგვარი
ფიზიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგი იყო, პარალელურკლასელს `ჭკუა ასწავლა~. ამ
ინციდენტის შემდეგ კლასელებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ელენე: ვახო ასე არ უნდა მოქცეულიყო, ახლა მთელი სკოლა გაიგებს და დასჯიან,
შეიძლება გარიცხონ კიდეც.
ნატალია: ვახოს სხვა გზა არ ჰქონდა, თუ უარს იტყოდა მეგობრის დახმარებაზე, კლასში
მისი ავტორიტეტი შეილახებოდა.
კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის მიხედვით, მორალური განვითარების
რომელ საფეხურს შეესაბამება ნატალიას მსჯელობა?
ა) ნულოვანს
ბ) პრეკონვენციურს
გ) კონვენციურს
დ) პოსტკონვენციურს

7. შესვენებაზე მასწავლებელმა შემთხვევით მოჰკრა ყური თავისი ორი მოსწავლის


საუბარს.
ლაშა: წამოდი, ბუფეტში ჩავიდეთ! 10 ლარი მაქვს.
მაკა: ამდენი ფული საიდან გაქვს?!
ლაშა: გუშინ საღამოს მამაჩემის საფულიდან ამოვიღე.
მაკა: მოიპარე?!
ლაშა: დიდი ამბავი, მამა მაინც ვერ შეამჩნევს. თანაც, უკვე დიდი ხანია მინდა ახალი
ვიდეო-თამაშის ყიდვა და სულ ფული მაკლდებოდა. ახლა ნამდვილად მომივა!
გააანალიზეთ აღწერილი სიტუაცია კოლბერგის მორალური განვითარების თეორიაზე
დაყრდნობით.
– ახსენით, მორალური განვითარების რომელ სტადიას შეესაბამება ლაშას მსჯელობა.
– აღწერეთ მასწავლებლის ერთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოსწავლის
მორალურ განვითარებას.
– დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.

9
8. კოლბერგის თეორიის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი მაგალითი შეესაბამება
მორალური განვითარების ყველაზე მაღალ დონეს?
ა) მოსწავლე კლასის აყოლიებას ყოველთვის ისე ახერხებს, რომ მასწავლებელი
ვერასოდეს იგებს, ვინ დაიწყო `არევა~. გაკვეთილი იშლება, მოსწავლე ამით კმაყოფილია და
სულაც არ აქვს დანაშაულის განცდა.
ბ) მოსწავლე თავად ცუდად არასოდეს იქცევა და მასწავლებლის კეთილგანწობის
მოსაპოვებლად მზად არის, თანაკლასელებსაც შეეწინააღმდეგოს; არასოდეს აჰყვება
უდისციპლინობაში და მათაც წესიერებისკენ მოუწოდებს.
გ) მოსწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლასში პოპულარული იყოს, ამიტომ ის
არასოდეს უფიქრდება საკუთარი ქცევის შედეგებს, მთავარია, მისმა ქცევამ მეგობრების
მოწონება დაიმსახუროს.
დ) მოსწავლეს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, ყოველთვის დაემორჩილოს წესებს,
რადგან ადამიანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქცეოდეს სიტუაციიდან და
ზნეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე.

9. კოლბერგის თეორიის მიხედვით, მოცემული მაგალითებიდან რომელი შეესაბამება


მორალური განვითარების ყველაზე დაბალ დონეს?
ა) მოსწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლასში პოპულარული იყოს, ამიტომ ის
არასოდეს უფიქრდება საკუთარი ქცევის შედეგებს, მთავარია, მისმა ქცევამ მეგობრების
მოწონება დაიმსახუროს.
ბ) მოსწავლე თავად ცუდად არასოდეს იქცევა და მასწავლებლის კეთილგანწობის
მოსაპოვებლად მზად არის, თანაკლასელებსაც შეეწინააღმდეგოს; არასოდეს აჰყვება
უდისციპლინობაში და მათაც წესიერებისკენ მოუწოდებს.
გ) მოსწავლე ფიქრობს: თუ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არავის დაუნახავს, მაშინ მისი
საქციელი არც ისე ცუდია. მაგრამ თუკი დანაშაულზე `გამოიჭირეს~ და კიდეც დასაჯეს,
მაშინ საქციელი ცუდია.
დ) მოსწავლეს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, ყოველთვის დაემორჩილოს წესებს,
რადგან ადამიანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქცეოდეს სიტუაციიდან და
ზნეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე.

10. ლაშქრობაზე წასასვლელად ბავშვები 10-10 ლარს აგროვებდნენ. გიორგიმ დედა


მოატყუა და უთხრა, რომ 15 ლარი სჭირდებოდა. მოგვიანებით მან დას გაუმხილა, რომ
დედას 5 ლარით მეტი გამოართვა, რათა ჯიბის ფული დარჩენოდა.
კოლბერგის მიხედვით, რომელია გიორგის დის ყველაზე სავარაუდო რეაქცია, თუკი იგი
მორალური განვითარების კონვენციურ საფეხურზეა?
ა) შეთანხმდება გიორგისთან, რომ თუ ძმა მასაც გაუნაწილებს დარჩენილ თანხას, ის
დედას ამის შესახებ არაფერს ეტყვის.
ბ) ეტყვის დედას სიმართლეს, რადგან შეეშინდება, რომ შეიძლება ისიც დაისაჯოს, თუ
გიორგის ტყუილი გამჟღავნდება.
გ) ეტყვის დედას სიმართლეს, რადგან არ შეიძლება მშობლის მოტყუება _ დედის
მოტყუება ცუდი საქციელია.
დ) დაარწმუნებს ძმას, დედას სიმართლე უთხრას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, ტყუილი
რომ არ გამჟღავნდეს, სინდისის ქენჯნას ვერ გაექცევა.

10
11

You might also like