You are on page 1of 8

განწყობის ფსიქოლოგია

„რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.“

1.ფსიქოლოგიის თეორიების კლასიფიკაციის საფუძვლები. შუალედური ჰიპოთეტური


ცვლადები. / 13. ინტერაქციონისტული თეორიების დახასიათება/ 14. უშუალობის
პოსტულატი / 11. გაშუალებული და უშუალო ფსიქო–ფიზიკური ზემოქმედება.

ფსიქოლოგიის თეორიების კლასიფიკაცია შეიძლება 2 კრიტერიუმით.

1 კრიტერიუმი - აქტივობის აღმძვრელი წყაროს ლოკალიზაციის მიხედვით, ანუ


სადმდებარეობს სტიმული, რომელიც მოქმედებს. 3 კლასიფიკაცია გვაქვს -
ორგანოცენტრული, ანუ აქტივობის წყარო შიგნით, ინდივიდშია. და ამის
მაგალითია,ფსიქო-ანალიტიკური თეორიები. შინაგან სტიმულში შეგვიძლია ლიბიდო,
ლტოლვები მოვიაზროთ. მეორე - გარემოცენტრული, ანუ სტიმული გარეთაა. ამის
მაგალითი შეიძლება იყოს- ბიჰევიორიზმი. და ბოლო სახეობა, უხეშად რომ ვთქვათ -
ურთიერთქმედების, ანუ ინტერაქციული თეორიები< როდესაც გათვალისწინებულია
გარემოც და ორგანოცენტრული აქტივობის წყარო.. ამის თვალსაჩინო მაგალითია
განწყობის თეორიები.

2 კრიტერიუმი - უშუალო და გაშუალებული ფსიქო-ფიზიკური ურთიერთქმედება.


მოკლედ განვიხილავ თითოეულ მათგანს მაგალითების დახმარებით. როდესაც სტიმული
პირდაპირ კავშირშია რეაქციასთან, მაშინ ამას უშუალო ურთიერთქმედებას უწოდებენ.
რადგან მათ შორის სხვა არაფერია. რაღაც სტიმულმა იმოქმედა და ამის შედეგად
განხორციელდა რეაქცია. ამას სახელი უნდა დავარქვათ- ესაა უშუალობის პოსტულატი.
ამის დამკვიდრებას ფსიქოლოგიაში წვლილი მიუძღვის ექსპერენტულ მეთოდებსა და
დაკვირვებას. ამა თუ იმ ქცევას მოვლენებითა და ფიზიკური საგნების
უერთიერთქმედებით ხსნიდნენ, რომ მათ შორის არაფერია და გამაშუალებელის შეტანა
საჭირო არ არის. ბევრჯერ სცადეს ამ პოსტულატის „დანგრევა“. უზნაძემ ეს შუალედური
ჰიპოთეთური ცვლადის შემოტანით დაძლია. რომ უფრო დავშალოთ, მინდა განვმარტო :
შუალედურია- რადგან სტიმულსა და რეაქციი შორის მდებარეობს, ცვლადი- რადგან
იცვლება, ხოლო ჰიპოთეტურია , რადგან ამას უშუალოდ ვერ დავაკვირდებით, ვერ
ვიკვლევთ. თვითონ ეს შუალედური ჰიპოთეტური ცხვლადი შეიძლება იყოს მაგალითად,
ემოცია, კოგნიცია ან განწყობა და ა.შ.

ცნობიერი ფსიქ. აქტების კავშირი სინამდვილესთან განწყობის მონაწილეობით არის


გაშუალებული. ანუ ის რაღაც რაც სტიმულსა და რეაქციის შორის არის- განწყობაა.

რომ შევაჯამოთ- გაშუალებული ურთიერთქმედება მოიაზრებს რომ სტიმულსა და


რეაქციის შორის არის რაღაცა. და ზუსტად ამას დაარქვეს შუალედური ჰიპოთეტური
ცვლადი.

{უშუალობის პოსტულატის მიხედვით სტიმული და რეაქცია ერთმანეთთან პირპადირ


კავშირშია, ანუ უშუალოდ არიან დაკავშირებულნი. ნადირაშვილი ასე აღწერს ამ
პოსტულატს : ცნობიერების პროცესები ერთმანეთთან და ფიზიკურ მოვლენებთან
უშუალოდ არის დაკავშირებული. მთელ მოვლენებთა ჯაჭვში არსად ჩანდა თვით
სუბიექტი, პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ ქცევას ახორციელებს. როგორ უნდა იყოს
დაძლეული ეგ პოსტულატი? უზნაძეს აზრით, მხოლოდ მაშინ როდესაც „მოიძებნება“ ის
ინდივიდი, რომელიც აკეთებ ამ ქცევას. ამ „დავალებას“ კარგად გაუმკლავდა ჩვენი
განწყობა. ის აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომელიც გამაშუალებულ რგოლს
წამოეყენება. რადგან ის წინ უსწრებს ქცევის აქტებს. ანუ განწყობა მოთხოვნილებისა და
სიტუაციის გამო წარმოიქმნება, აქტუალიზირდება და ამ სტიმულებისთვის შესაბამის
რეაქიას განსაზღვრავს. ანუ რეაქცია ზუსტად განწყობის საფუძველზე ვითარდება.
შეჯამების სახით, შემიძლია ვთქვა, რომ სტიმული და რეაქცია ჰიპოთეტული ცვლადით
არის გაშუალებული, რომელსაც ჩვენი განწყობა წარმოადგენს.}

2.განწყობის სახეები / 3. სიტუაციური/პირველადი და ფიქსირებული განწყობა

დავიწყოთ იმით, თუ რა არის განწყობა? ეს არის აქტივობის ფსიქო-ფიზიკური მზაობის


მდგომარეობა. განასხვავებენ განწყობის ორ სახეს : პირველადი~სიტუაციური და
ფიქსირებული განწყობა.

სიტუაციური განწყობა არის პირველადი მდგომარეობა, რომელიც ერთჯერადი,


დროებითი, წარმავალია და ქრება. თვალსაჩინოებისთვის, და იმისთვის რომ უკეთ
გადმოვცე ჩემი სათქმელი- გამოვსახებ ამ ფორმულით :

S + (S , O, F) - ნ - მოდიფიკაცია.- R(ქცევა) - ნ

ანუ რაღაც სტიმულმა იმოქმედა ნეიტრალურ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, შემდეგ


წარიმართა ცვლილება- ფსიქიკა მოდიფიცირდა და შემოსული სტიმულის შესაბამისი
რეაქვია განახორციელა. მაგრამ რადგან წარმავალია, ამის შემდეგ ფსიქიკა ისევ
ნეიტრალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.

როგორც ვთქვი, ერთჯერადია, რადგან მხოლოდ ერთხელ და გარკვეული სიტუაციის


დროს აღმოცენდება და მას რეაქტუალიზაციის საშუალება არ გააჩნია.

ახლა კი გადავიდეთ განწყობის მეორე სახეზე- ფიქსირებულ განწყობაზე.


სიტუაციურისგან განსხვავებით გრძელვადიანი და მრავალჯერადი ზემოქმედებით
ხასიათდება. ის ასევე იჩენს თავს სტიმულის ზემოქმედებისას, მაგრამ არ ქრება და
ინარჩუნებს მზაობას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს მზაობა ყოველთვის თანაბარი არაა და
დამოკიდებულია ჩვენი განწყობის სიმტკიცეზე.

S + (S , O, F) - ნ - მოდიფიკაცია.- R(ქცევა)

ანუ იგივე პროცესი, რაც პირველადის დროს იყო, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ
რეაქციის შემდეგ ფსიქიკა არ დაუბრუნდა ისევ ნეიტრალურ მდგომარეობას. ამ განწყობამ
დატოვა რაღაც კვალი, შეიცვალა და მოდიფიცირებული დარჩა. ასევე მას გააჩნია
რეაქტუალიზაციის უნარი. ასევე მინდა ვახსენო ფიქსაციის ორი გზა- 1. რაოდენობა, ანუ
თუ ხშირად მივაწოდებთ სტიმულს, მან შეიძლება გამოიწვიოს ფიქსაცია. და 2-
პიროვნული წონა. ამ შემთხვევაში საქმე ასე წარიმართება- თუ ადამიანისთვის ძალზე
მნიშვნელოვანია შემოსული სტიმული, შეიძლება არ დასჭირდეს მთელი სერიების გავლა
და მოკლე დროის პერიოდში მოხდეს ფიქსაცია.

ფიქსირებული განწყობის დადებითი მხარე შეიძლება ის იყოს- რო ადაპტაციას უწყობს


ხელს. უკვე იგივე სტიმულის ზემოქმედებისას ადამიანს აღარ სჭირდება ყოველ ჯერზე
ფსიქიკის მოდიფიცირება, რადგან განწყობა ჩამოყალიბდა და ფიქსირებული გახდა.
4.განწყობის ფორმები /5. დიფუზური და დიფერენცირებული განწყობა

განწყობას 2 ფორმა აქვს, ისინია: დიფუზური და დიფერენცირებული. შევეცდები


განვიხილო თითოეული მათგანი. მაგალითად, როდესაც შემოსულია რაღაც სტიმული და
ადამიანმა უნდა შექმნას განწყობა, შემდგომში შესაბამისი რეაქცია, რომ განახორციელოს.
უფრო რომ ჩავშალოთ ეს პროცესი , შემოდის სტიმული, გავლენას ახდენს ნეიტრალურ
ფსიქიკაზე, ამის ზემოქმედების შედეგად ის მოდიფიცირდება და გვაძლევს შესაფერის
რეაქციას. მაგრამ სანამ განწყობა „გამოიყოფა“ და ფიქსირდება,ანუ სხვა შესაძლო მზაობია
მდგომარეობიდან ერთ- ერთი უნდა გამოდიფერენცირდეს, მას ბევრი რამ აქვს
გასავლელი. თავიდან ის დიფუზურია, რადგან მკვეთრად არაა გამოყოფილი ის „საჭირო“
განწყობა, რომელიც უნდა შეიქმნას მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად(
მაგალითად). ანუ ჩვენი განწყობა ჯერ სადიფერენციაციოა, ის სიტუაციის შესატყვის
აქტივობას განაპირობებს, მაგრამ ამოცანის გადაწყვეტის პირობების თავისებურებათა
ზემოქმედებას საჭიროებს. სხვანაირად რომ ვთქვა, ის აყენებს დიფერენციაციისთვის
გარკვეული ზომების მიღების საკითხს.

მაგრამ თანდათან ის უფრო გამოეკვეთება,განმეორების ზემოქმედების შედეგად ანუ


გამოდიფერენცირდება. და უკვე ჩამოყალიბდება სტიმულის შესაბამისი განწყობა. და
მზად არის დაფიქსირდეს.

ასევე შემიძლია ეს პროცესი გამოვსახო ალბათობების საშუალებით

0 5 6 10 15

საქმე გვაქვს ისევ და ისევ ექსპერიმენთან, როდელაც ვაწოდებთ 15 ჯერ დიდ-პატარა


ბურთებს და შემდეგ , კრიტიკული ცდების დროს უკვე ტოლ ბურთების მიწოდება ხდება.
პირობითად, რა საკვირველია, შემიძლია ვთქვა, რომ სადღაც 6 მიწოდებაზე ალბათობა
„საჭირო: განწყობის ჩამოყალიბებისა შეიძლება იყოს 0,5. მიწოდების რაოდენობის
ზრდასთან ერთად იზრდება ალბათობაც.0-9 მიწოდების დიაპაზონში მიმდინარეობს
დიფუზიის პროცესი, ხოლო მიახლოებულად 10 ცდის დროს უკვე დიფერენცირებული
განწყობა იჩენს თავს. მაგრამ ის ჯერ პირველადია და ბოლომდე არაა ფიქსირებული

6.ფიქსირებული განწყობის მახასიათებლები/თვისებები / 7. განწყობის დიფერენციულ–


ფსიქოლოგიური მახასიათებლები / 8. განწყობის სტაბილობა, სიმტკიცე და
აღგზნებადობა

სანამ თვით მახასიათებლებზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ მათ გააჩნიათ


იდვივიდუალური სხვაობები. თითოეული თვისების ხანგრძლივობა და „ძალა“
დამოკიდებულია ინდივიდზე. განწყობის სტაბილობა - ეს არის ფსიქიკური წარმონაქმნის
დროში გამძლეობა, როდესაც მას არ ეწინააღმდეგება სხვა სტიმულები - განწყობა2. ანუ
სხვანაირად რომ ვთქვათ, სტაბილობის მაჩვენებელი გვეუბნება - ჩამიყალიბებული
განწყობა თავისით როდის ჩაქრება.

სიმტკიცე - დროში გამძლეობა, მაგრამ როდესაც სხვა რაღაცები მოქმედებენ მასზე.


მაგალითად, განწობა 2 და განვიხილოთ უკვე ცხობილი ბურთების ექსპერიმენტის
მაგალითზე. როდესაც ვაწოდებთ 2 ბურთს, ერთს დიდს, მეორე პატარას და უფიქსირებთ
ამ განწყობას რამდენიმე მიწოდებით( პირობითად 15ჯერ) შემდეგ კი ტოლ ბურთებს
ვაწვდით, ამ დროს ამ ტოლი ბურთების მიმართ შექმნილი განწყობა 2 ეწინააღმდეგება
განწყობა 1. „ტოლი ბურთების“ სტიმული ცდილობს „დაანგრიოს“ მანამდე შექმნილი
განწყობა, ცდილობს რომ ჩააქროს ის. და ის თუ რამდენი ხანი გაძლებს და არ ჩაქრება-
ამას გვიჩვენებს განწყობის სიმტკიცე

ახლა კი აღგზნებადობაზე გადავიდეთ. დავიწყოთ ფიქსირებულიგანწყობით. ეს


არის : 1)ფიქს. განწყობის ჩამოყალიბების სისწრაფე.
2)პირველადი]სიტუაციური განწყობის ჩამოყალიბების სისწრაფე და 3) ფიქს. განწყობის
რეაქტუალიზაცია.

როგორც უზნაძე ამბობს, ეს არის ფიქსირებული განწყობის თვისება, რომელიც საკმაოდ


ვრცელ ფარგლებში ცვალებადობს.

ისევ და ისევ საგანწყობო ცდებზე გვაქვს საუბარი, რა რაოდენობაა საჭირო რო ილუზიები


აღმოცენდეს. ზუსტად ამ მონაცემებზე დაყრდნობით შევძლებთ ვიმსჯელოთ
აგზნებადობის ხარიხსზე. გასათვალისწინებელია ქვედა ზღურბლი- ცდადა მინიმალური
რაოდენობა, რომელიც გამოიწვევს ილუზიებს. და ასევე ოპტიმალური - ამ დროს ილუზია
კონტრასტულია და ყოველთვის იჩენს თავს.

მოკლედ, რო შევაჯამო- აგზნებადობა - ეს არის ილუზიები, რომლების ჩამოყალიბება


მოხდა ფიქსირებული განწყობის დროს.

აქვე მინდა დავამატო, რომ აღგზნებადობა როგორც ფიქსირებულ განწყობის, ისე


დიფერენცირებულის დროსაც არის. რადგან აუცილებელი არაა , რომ მრავალჯერადი
განწყობა შეიქმნას, რომ შემდეგ ილუზიები მივიღოთ. მაგ, ზემოთ განხილულ ცდას ისევ
თუ მოვიშველიებთ. 10 ჯერ ( პირობითად) ბურთების მიწოდებისას დიფერენცირებული ,
პირველადი განწყობა წარმოიქმდა. და ამ დროს ილუზიის მაჩვენებელი შეიძლება ასეთი
მტკიცე არ იყოს , მაგრამ მათი უარყოფა არასწორი იქნება.

9. განწყობის სტრუქტურა/ 10. განწყობის ფაქტორები

განწყობის სტრუქტურა შედგება 3 ნაწილისგან , ესენია: S (შინაგანი ფაქტორი) -


მოთხოვნილება, O (გარეგანი ფაქტორი)- სიტუაცია ,F - ოპერაციული შესაძლებლობები.
ისინი არ მოქმედებენ ცალ-ცალკე. ერთად ქმნიან განწყობის ჩამოყალიბების ეტაპს. ახლა
კი დავახასიათებ თითოეულ მათგანს. დავიწყოთ მოთხოვნილებით. ის უბიძგებს
ინდივიდს რაიმე აქტივობის შესრულებისთვის. ადამიანს უჩნდება დანაკლისის განცდა,
რაღაც რაც ჰქონდა მანამდე ახლა არ გააჩნია და უნდა რომ ისევ ჰქონდეს. ამიტომ ის
მიმართულებას აძლევს წარმოქმნილ სტიმულს, რათა მოთხოვნილება
დაკმაყოფილებული იყოს. ასევე არა მარტო დანაკლისის მდგომარეობაზე უნდა
გავამახვილოთ ყურადღება, ასევე აღსანიშნავის გადაჭარბებაც. როდესაც რაღაცა
არასასიამოვნოდ ბევრია და ადამიანს უნდა რომ ის მოიცილოს თავიდან. ახლა
შედარებით მეცნიერული ენით , რომ ვთქვა, ადამიანი ყოველთვის ცდილობს აღადგინოს
თავისი წონასწორობის მდგომარეობა, ე.წ ჰომეოსტაზი (თუ ბიოლოგიურ ტერმინს
გამოვიყენებთ) . მაგისთვის კი აუცილებელია სასურველის მოპოვება ,ან უსიამოვნოს
ჩამოშორება. ეს დანაკლისი შეიძლება იყოს გაცნობიერებული, შეიძლება არა. ასევე მინდა
აღვნიშვნო - მისწრაფებაც, რაც შედის მოთხოვნილებაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
იმასთან, რაც არ გვქონდა, მაგრამ გვინდა რო „დავეუფლოთ“. ამ დროს ხდება აწმყოსა და
მომავალის შედარება. რეალურისა და იდეალურის. ანუ არსებობს რაღაცა, რაც მომავალმა
დამაკლო, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. ამის შედეგად ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება,
მიაღწიოს იმას რაც არ ჰქონდა.

სიტუაცია - აქტივობის ძირითადი პირობაა. ამ შემთხვევაში სტიმული, რომელიც აღძრავს


აქტივობას გარემოდანაა შემოსული.

ოპერაციული შესაძლებლობები- ის თუ რა „ტექნიკებს“ ფლობს ადამიანი, რათა


განახოლციელოს ესა თუ ის ქცევა.

სამივე ეს ფაქტორი ხელს უწყობს ადაპტაციას. რადგან ადამიანს აქვს მოთხოვნილება,


შესაბამისი სიტუაცია და შესაძლებლობები რათა დაიკმაყოფილოს თავისი
მოთხოვნილება, შექმნას სიტუაციის შესაფერისი განწყობა. ხოლო ასეთი განწყობის
შექმნა, რომელიც ნორმას შეესაბამება საჭიროა ადაპტაციისთვის.

12. განწყობის ფორმირების პროცესი

ფაქტორები + დიფუზურ/დიფერენციალური განწყობა

იმისათვის, რომ ავღწერო განწყობის ფორმირების პროცესი, აუცილებლად უნდა შევეხო


მის ფაქტორებსა და დიფუზურ და დიფერენცილებულ განწყობას. დავიწყებ იმით, თუ რა
ფაქტორები გავლენას ახდენენ განწობის ჩამოყალიბებაზე. ესენია - S (შინაგანი ფაქტორი) -
მოთხოვნილება, O (გარეგანი ფაქტორი)- სიტუაცია ,F - ოპერაციული შესაძლებლობები.
ისინი არ მოქმედებენ ცალ-ცალკე. ერთად ქმნიან განწყობის ჩამოყალიბების ეტაპს. ახლა
კი დავახასიათებ თითოეულ მათგანს.

დავიწყოთ მოთხოვნილებით. ის უბიძგებს ინდივიდს რაიმე აქტივობის


შესრულებისთვის. ადამიანს უჩნდება დანაკლისის განცდა, რაღაც რაც ჰქონდა მანამდე
ახლა არ გააჩნია და უნდა რომ ისევ ჰქონდეს. ამიტომ ის მიმართულებას აძლევს
წარმოქმნილ სტიმულს, რათა მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იყოს. ასევე არა მარტო
დანაკლისის მდგომარეობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ასევე აღსანიშნავის
გადაჭარბებაც. როდესაც რაღაცა არასასიამოვნოდ ბევრია და ადამიანს უნდა რომ ის
მოიცილოს თავიდან. ახლა შედარებით მეცნიერული ენით , რომ ვთქვა, ადამიანი
ყოველთვის ცდილობს აღადგინოს თავისი წონასწორობის მდგომარეობა, ე.წ ჰომეოსტაზი
(თუ ბიოლოგიურ ტერმინს გამოვიყენებთ) . მაგისთვის კი აუცილებელია სასურველის
მოპოვება ,ან უსიამოვნოს ჩამოშორება. ეს დანაკლისი შეიძლება იყოს გაცნობიერებული,
შეიძლება არა. ასევე მინდა აღვნიშვნო - მისწრაფებაც, რაც შედის მოთხოვნილებაში. ამ
შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რაც არ გვქონდა, მაგრამ გვინდა რო „დავეუფლოთ“. ამ
დროს ხდება აწმყოსა და მომავალის შედარება. რეალურისა და იდეალურის. ანუ
არსებობს რაღაცა, რაც მომავალმა დამაკლო, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. ამის შედეგად
ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება, მიაღწიოს იმას რაც არ ჰქონდა.

სიტუაცია - აქტივობის ძირითადი პირობაა. ამ შემთხვევაში სტიმული, რომელიც აღძრავს


აქტივობას გარემოდანაა შემოსული.

ოპერაციული შესაძლებლობები- ის თუ რა „ტექნიკებს“ ფლობს ადამიანი, რათა


განახოლციელოს ესა თუ ის ქცევა.
სამივე ეს ფაქტორი ხელს უწყობს ადაპტაციას. რადგან ადამიანს აქვს მოთხოვნილება,
შესაბამისი სიტუაცია და შესაძლებლობები რათა დაიკმაყოფილოს თავისი
მოთხოვნილება, შექმნას სიტუაციის შესაფერისი განწყობა. ხოლო ასეთი განწყობის
შექმნა, რომელიც ნორმას შეესაბამება საჭიროა ადაპტაციისთვის.

ახლა კი გადავიდეთ კერძოდ ფორმირებაზე. ანუ როგორ დიფერენცირდება განწყობა.

განწყობას 2 ფორმა აქვს, ისინია: დიფუზური და დიფერენცირებული. შევეცდები


განვიხილო თითოეული მათგანი. მაგალითად, როდესაც შემოსულია რაღაც სტიმული და
ადამიანმა უნდა შექმნას განწყობა, შემდგომში შესაბამისი რეაქცია, რომ განახორციელოს.
უფრო რომ ჩავშალოთ ეს პროცესი , შემოდის სტიმული, გავლენას ახდენს ნეიტრალურ
ფსიქიკაზე, ამის ზემოქმედების შედეგად ის მოდიფიცირდება და გვაძლევს შესაფერის
რეაქციას. მაგრამ სანამ განწყობა „გამოიყოფა“ და ფიქსირდება,ანუ სხვა შესაძლო მზაობია
მდგომარეობიდან ერთ- ერთი უნდა გამოდიფერენცირდეს, მას ბევრი რამ აქვს
გასავლელი. თავიდან ის დიფუზურია, რადგან მკვეთრად არაა გამოყოფილი ის „საჭირო“
განწყობა, რომელიც უნდა შეიქმნას მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად(
მაგალითად). ანუ ჩვენი განწყობა ჯერ სადიფერენციაციოა, ის სიტუაციის შესატყვის
აქტივობას განაპირობებს, მაგრამ ამოცანის გადაწყვეტის პირობების თავისებურებათა
ზემოქმედებას საჭიროებს. სხვანაირად რომ ვთქვა, ის აყენებს დიფერენციაციისთვის
გარკვეული ზომების მიღების საკითხს.

მაგრამ თანდათან ის უფრო გამოეკვეთება,განმეორების ზემოქმედების შედეგად ანუ


გამოდიფერენცირდება. და უკვე ჩამოყალიბდება სტიმულის შესაბამისი განწყობა. და
მზად არის დაფიქსირდეს.

ასევე შემიძლია ეს პროცესი გამოვსახო ალბათობების საშუალებით

0 5 6 10 15

საქმე გვაქვს ისევ და ისევ ექსპერიმენთან, როდელაც ვაწოდებთ 15 ჯერ დიდ-პატარა


ბურთებს და შემდეგ , კრიტიკული ცდების დროს უკვე ტოლ ბურთების მიწოდება ხდება.
პირობითად, რა საკვირველია, შემიძლია ვთქვა, რომ სადღაც 6 მიწოდებაზე ალბათობა
„საჭირო: განწყობის ჩამოყალიბებისა შეიძლება იყოს 0,5. მიწოდების რაოდენობის
ზრდასთან ერთად იზრდება ალბათობაც.0-9 მიწოდების დიაპაზონში მიმდინარეობს
დიფუზიის პროცესი, ხოლო მიახლოებულად 10 ცდის დროს უკვე დიფერენცირებული
განწყობა იჩენს თავს. მაგრამ ის ჯერ პირველადია და ბოლომდე არაა ფიქსირებული.

15. „გაცრუებული მოლოდინის“ თეორიის კრიტიკა

სანამ უშუალოდ კრიტიკაზე გადავალთ, ერთი-ორი სიტყვა ამ შარპანტიეს ილუზიასა და


ამ თეორიის შესახებ უნდა ვთქვა. კერძოდ, რაში მდგომარეობდა შარპანტიეს ილუზია :
ტოლი წონის, მაგრამ განსხვავებული სიდიდის საგნები განსხვავებული სიმძიმის
ობიექტებად აღიქმებიან ადამიანების მიერ.

ეს თეორია კი ცდილობს ახსნას სიმძიმის ილუზია შემდეგნაირად: ცდის პირებს


უყალიბდებათ მოლოდინი, რომ მაგალითად, მარცხენა ხელში ყოველითვის უფრო მძიმე
საგანი აქვს, ვიდრე მარჯვენაში. და როდესაც კრიტიკულ ცდების დროს ის ღებულობს
ტოლი სიმძიმის საგანს, მისი მოლოდინი ცრუვდება.ის „მოელოდა“ მძიმე საგანს, უფრო
დიდი სტიმულის მობილიზირება განახორციელა ამ ხელში და როდესაც ნაკლები
სიმძიმის საგანი დაიჭირა, ის მას უფრო მსუბუქად ეჩვენა, ვიდრე მეორე მარჯვენა ხელში.
ანუ ამ დროს კონტრასტული ილუზიაც გამოჩნდა. ახლა კი უშუალოდ კრიტიკაზე
გადავალ:

შარპანტიეს ილუზიას მხოლოდ მოლოდინის გაცრუება რომ იწვევდეს მაშინ ცდისპირებს,


რომლებმაც ისიც რაში მდგომარეობს ილუზია, და მისი გამომწვევი ობიექტების წონა, ეს
ილუზიები აღარ უნდა გასჩენოდათ. ანუ თუ იცის რომ ეს საგნები~ტვირთები ტოლი
წონისაა, მაშინ მას არ უნდა ჰქონდეს შეუსაბამო მოლოდინები და აქედან გამომდინარე
გაცრუებაც.

გაცრუებული მოლოდინის თეორია რადიკალურად და არსებითად უზნაძის


ექსპერიმენტით იყო დაძლეული. კერძოდ, ის ატარებდა თავისს ექსპერიმენტს ჰიპნოზურ
ძილში მყოფ ცდისპირებზე. ანუ ჰიპნოზში უფიქსირდებოდათ დიდი და პატარა
ბურთების აღქმის განწყობა. ამიტომ ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ მათ არაფერი
ახსოვდათ. ასევე, იმისათვის , რომ დავიწყება სრული ყოფილიყო, სპეციალურად
აგონებდნენ მათ, რომ დავიწყებოდათ ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ ჰიპნოზის დროს.
ხოლო ტოლ ბურთების მიწოდება, ე.წ კრიტიკული ცდები უკვე „სიფხიზლეში“
უტარდებოდათ. ანუ გამოდის, რომ ცდისპირებს არავითარი მოლოდინი არ ჰქონდათ,
მაგრამ ილუზია მაინც გამოჩნდა.

You might also like