You are on page 1of 19

Ტერმინი აღქმა ნიშნავს გარემოში საგნებისა და მოვლენების წვდმის პროცესს.

Ეს არის
კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიკაში რეალური
სინამდვილის ასახვა, საგნის ან მისი ცალკეული თვისების უშუალო განცდა. ეს
პროცესი ინტერპრეტაციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს და საშუალებას
გვაძლევს, რომ სამყაროში გავერკვეთ.

შეგრძნება, ორგანიზება იდენტიფიცირება და ცნობა.

Აღქმის პროცესს სამ საფეხურად ყოფენ: შეგრძნება, პერცეპტული ორგანიზაცია და


იდენტიფიკაცია, საგნის ცოდნა.
Შეგრძნება - ნერვულ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც ტვინი
აცნოიერებს. Მაგალითად: შეგრძნებით ვიღებთ ვიზუალური ველის შესახებ
ბაზისურ ინფორმაციას.
Პერცეპტული ორგანიზაცია - არის შემდეგი საფეხური. Ამ დროს საგნის შინაგანი
გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება. იგი
გვაწვდის სამყაროს ზედაპირულ მონახაზს. პერცეპტული პროცესებით ხდება
ობიექტის სავარაუდო მონაცემების (ზომა, წონა, ფორმა, ჩვენამდე მანძილის)
შეფასება. Ეს შეფასებები ეფუძნება გონით გათვლას. Ამ დროს ადამიანის გონება
წარსულ ცოდნას, მოცემულ გრძნობად რეალობასა და სტიმულს აერთიანებს.
აღქმისას ხდება მარტივი ნიშნების კომბინაცია, როგორიცაა საგნის ფერი,
კონტური და ხაზები. საგნის ამოცნობა შემდგომ ხდება.
იდენტიფიკაცია და ცნობა - ამ დროს პერცეპტულ ხატს (აღქმის პროცესის
შედეგი) მნიშვნელობა ეძლევა. Მრგვალი საგნები ბურთებად,მონეტებად,
საათებად გვეჩვენება. Ამ ეტაპზე ჩნდება შეკითხვა: რას ჰგავს ეს საგანი? Და
იცვლება იდენტიფიკაციის შეკითცვით: რა არის საგანი? Და ბოლოს ცნობითი
შეკითხვით: რა არის საგნის ფუნქცია? Რაიმეს იდენტიფიკაციისთვის საჭიროა, რომ
გავარკვიოთ რა ეწოდება მას ან როგორ უნდე ვირეაგიროთ მასზე. Ამისთვის
მაღალი დონის კოგნიტური პეოცესებია საჭირო, რომლის მიმდინარეობაზეც
გავლენას ახდენს ჩვენი თეორიები, მეხსიერება, რწმენები.
Ეს არის ინფორმაციის გადამუშავების საფეხურები, რომლებიც სამყაროს აზრიანი
გაგების საშუალებას გვაძლევენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში აღქმა
ძალდაუტანებლად მიმდინარეობს, თუმცა რეალურად ინფორმაციის
გადამუშავება დიდ გონებრივ სამუშაოს ასრულებს, რათა საბოლოოდ
“სიადვილის” ამ ილუზიამდე მივიდეთ.
Პროქსიმალური და დისტალური სტიმულები
Სამყაროში ფიზიკურ საგანსა და ბადურაზე მის ოპტიკურ გამოსახულებას შორის
განსხვავება ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი. Ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი
განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ბადურაზე მიღებული გამოსახულება
ორგანზომილებიანია, ხოლო თავად გარემო სამგამზომილებიანი. Ფსიქოლოგებმა
გამოყეს დიტალური სტიმული და პროქსიმალური სტიმული.

Დისტალური სტიმული - გარემოში მოცემული ფიზიკური საგანი.


Პროქსიმალური სტიმული - ფიზიკური საგნის ბადურაზე მიღებული ოპტიკური
გამოსახულება.
Რისი აღქმაც გვსურს არის დისტალური სტიმული, გარემოში მოცემული “რეალური ”
საგანი, ხოლო სტიმული, რომლიდანაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, არის
პროქსიმალური სტიმული - ბადურაზე მიღებული საგნის გამოსახულება. შეიძლება
ითქვას, რომ აღქმის ძირითადი ამოცანაა პროქსიმალურ სტიმულში მოცემული
ინფორმაციიდან დისტალური სტიმულის განსაზღვრა. Ეს ეხება აღქმის სხვადასხვა
მოდალობას. - სმენას, შეხებას, გემოს და ა.შ.
დისტალური და პროქსიმალური სტიმულები ერგებიან აღქმის მესამე საფეხურს.
Ვიზუალური აღქმის მთავარი ამოცანაა პროქსიმალური სტიმულიდან , ანუ
საგნისგან შექმნილი რეტინალური გამოსახულებიდან (თვალის ბადურისგან
შექმნილი გამოსხულება) , დისტალური სტიმულის ანუ გარშემო არსებული
რეალური საგნის ინტერპრეტაცია და იდენთიფიკაცია მოახდინოს.
Რეალობა,ორაზროვნება და ილუზიები:
გარემოში არსებობს სტიმულების ის ასპექტები, რომლებიც აღქმას კომპლექსურს
ხდიან. ესენია ორაზროვანი სტიმულები და ილუზიები.
ორაზროვნება - აღქმის ძირითადი ამოცანაა სამყაროზე ზუსტი წარმოდგენის
შექმნაა. წორი რეაქცია გარემოში საგნებისა და მოვლენების ზუსტ აღქმაზეა
დამოკიდებული.
Მაგალითად რთულია ამ ფოტოზე დარმატინელის დანახვა, რადგან ის ერევა
ფონს და კნტურებიც არაა გამოკვეთილი. Ეს სტიმული არის ორაზროვანი . Ის
გვიჩვენებს, რომ სენსორულ საფეხურზე მოცემულიცალკეული ხატი შეიძლება
მრავალნაირად ინტერპეტირდეს აღქმისა და იდენტიფიკაციის საფეხურზე.
Ნებისმიერი ორაზროვანი ფიგურის ორივე ალტერნაივის დანახვის შემდეგ
შენიშნავთ, რომ მას შემდეგ,რაც ორივე ფიგურას დაინახავთაზროვანი ფიგურის
ყურებისა ამ ალტერნატივებს შენაცვლებით აღიქვამთ.
Პერცეპტული ორაზროვნება
Ოთხივე ორაზროვანი გამოსახულებაა. ჩვენი თვალი ერთნაირ ფიგურებს
ორგვარად აღვიქვათ.
Პირველ ფოტოში ჩვენ ვხედავთ როგორც ორი ადამიანის გამოსახულებას ისე
ჭარდაკის პაიჭს, მეორე ფოტოში სამგანზომილებიან ორი განსხვავებული
კუთხით.მესამე ფოტოში კი ხან კურდღელს ვხედავთ ხან იხვს.

Მრავალი მხატვარიც კი იყენებს აღქმის ორაზროვნებას. Ამის ერთ-ერთი


მაგალითია სალვადორ დალის “მონათა ბაზარი ვოლტერის ბიუსტით”. Სურათზე
ვხედავთ ფრანგი ფილოსოფოსის ბიუსტს და ამასთან ორ ადამიანს ბიუსტის
ადგილას.

Შეგრძნების პერცეპტული ორგანიზაციის და იდენტიფიკაციის საფეხურები:


Შემოსული ინფორმაციის ტრანსფორმაციისას გავდივართ რამდენიმე საფეხურს.

Ილუზია:
Ორაზროვანი სტიმულები პერცეპტულ სისტემებს რთულ ამოცანას უყენებენ -
რამდენიმე შესაძლებლობიდან ამოიცნონ ერთი უნიკალური ფიგურა,
როდესაცპერცეპტული სისტემა სტიმულის სტრუქტურას მკვეთრად ამახინჯებს ამას
ილუზია ეწოიდება.
Ილუზია - ილუზიას იგივე ფუძე აქვს, რაც შეუსაბამოს, უაზროს, სასაცილოს.
Ლათინურიდან ეს სიტყვები ითარქმნება, როგორც დაცინვა, მასხრად აგდება.
ერთნაირ ილუზიებს განიცდის ადამიანთა უმეტესობა ერთსა და იმავე პერცეპტულ
სიტუაციაში, სენსორული სისტემის მსგავსი ფიზიოლოგიის და სამყაროში საგნების
მსგავსად განცდის გამო.
Მას შემდეგ, რაც 1854-55 წელს ჯ.ოპელმა ილუზიების პირველი მეცნიერული
ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ილუზიებზე ბუნებაში,
შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში. Ილუზია მიუთითებს პერცეპტულ ხატებს
და რეალობას შორის განსხვავებასზე. Მათ შეიძლება გვიჩვენონ აბსტრაქტული
კონცეპტუალური განსხვავება შეგრძნებეს, პერცეპტულ ორგანიზაციას და
ინდეტიფიკაციას შორის და დაგვეხმარონ არქმის გარკვეული ფუნდამენტური
თვისებების გაგებაში.
Მკვლევრები ხშირად იგონებენ ახალ ილუზიებს ან იყენებენ ძველს, რათა
პერცეპტული დამუშავების მნიშვნელოვანი თვისებები გვიჩვენონ.
Ერთ-ერთი მაგალითია მიულერ-ლაიერის ილუზია. Მისი ილუზით აღვიქვამთ
სიგრძეებს შორის განსხვავებას.

Ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ილუზიები უბრალოდ უცნაურობები არ არის.


ისინი ფსიქოლოგიური თეორიებისათის მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევიან .
Მკვლევრებს მხოლოდ ილუზიები კი არ აინტერესებთ, არამედ იმ გარემოებების
შესწავლაც, რომლებშიც აღქმა სამყაროზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა.

აღქმის შემსწავლელი მიდგომები

გეშტალტმიდგომა
გეშტალტფსიქოლოგია, რომელიც XX საუკუნეში გერმანიაში ჩამოყალიბდა, დიდ
ყურადღებას უთმობდა პერცეპტულ გამოცდილებაში თანდაყოლილი
სტრუქტურების როლს. გეშტალტფსიქოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენლები:
კურტ კოფკა , ვოლფგანგ კელერი და მაქს ვერთჰაიმერი ამტკიცებდნენ, რომ
ფსიქოლოგიური ფენომენის გაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მას
ორგანიზებულ, სტრუქტურულ მთლიანობად მივიჩნევთ და არ დავანაწევრებთ
პრიმიტიულ, მარტივ პერცეპტულ ელემენტებად. გერმანული ტერმინი გეშტალტი
მიახლოებით `ფორმას~, `მთლიანს~, `კონფიგურაციას~ ან `არსს~ ნიშნავს.
გეშტალტისტებმა უარყვეს ფსიქოლოგიაში არსებული ატომისტური თვალსაზრისი.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების
უბრალო მექანიკური ჯამი. მაგალითად, როცა მუსიკას ვუსმენთ, მთლიან მელოდიას
აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკეული ბგერებისაგან შედგება.
გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით, სამყაროს ჰოლსტური აღქმის ჩამოყალიბება
განპირობებულია თავის ტვინის ქერქის (კორტექსის) ფუნქციონირების
თავისებურებით. Ჩვენ ჩვენთვის ჩვეული გზით იმიტომ ვაწესრიგებთ სენსორულ
ინფორმაციას, რომ ეს შემომავალი სენსორული ინფორმაციის ორგანიზების
უმარტივესი და ყველაზე ეკონომიური გზაა, ტვინის სტრუქტურიდან და
ფიზიოლოგიიდან გამომდინარე.
ყურადღება
ზოგადად, რაც მეტად მივაქცევთ ყურადღებას საგნს თუ მოვლენას, მეტის აღქმასა და
გაგებას შევძლებთ მასზე. ამიტომ არის ყურადღება აღმის შესწავლისას
მნიშვნელოვანი თემა. ყურადღების ფოკუსი განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაცია
იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი პერცეპტული პროცესებისათვის.
სელექციური, ანუ შერჩევითი ყურადღება
სელექციური ყურადღება აღნიშნავს მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც შემავალი
სენსორული მასალის გარკვეული ნაწილის შერჩევაში გამოიხატება. ეს ნაწილი
შემდეგ გადამუშავდება. ვნახოთ, როგორ ვირჩევთ, სამყაროს რომელ ნაწილს
(სუბსეტ) მივაქციოთ ყურადღება და რა შედეგი მოსდევს ამ გადაწყვეტილებას
ჩვენთვის იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით.
ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია
ცნობილია, რომ ინფორმაცია, რომელსაც სრული ფილტრაციისას ადამიანი ვერ
დაიმახსოვრებდა რეალურად იმახსოვრებს, ეს კი იმას ადასტურებს, რომ ჩენ
შეგვიძლია აღიქვათ ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმაა,
მაგალითად ხალხით სავსე ოთახში იგებთ საკუთარ სახელს, როდესაც სხვას
ესაუბრებოდით, ამას კოქტეილის წვეულების ფენომენს უწოდებენ.
გარემოში სტიმულებს შერჩევითად (სელექციურად) აქცევთ ყურადღებას მიზნით
მართული სელექციის გამო ან იმიტომ, რომ სტიმულებიდან რაღაც იქცევს თქვენს
ყურადღებას, ესაა სტიმულით გამოწვეული შერჩევა. ყურადღების ფილტრის
თეორიის მიხედვით, ტვინს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ყურადღების მიღმა
დარჩენილი ინფორმაცია იშვიათად ცნობიერდება. ყურადღებამდელი გადამუშავება
საშუალებას გაძლევთ, გარემოში იპოვოთ საგნები, რომლებიც შეიძლება ერთი
გამორჩეული ნიშნით იდენტიფიცირდნენ. პროცესებს, რომლებიც სენსორულ
ინფორმაციას აერთიანებს თანმიმდევრული აღქმის მისაღებად, პერცეპტული
ორგანიზაციის პროცესები ეწოდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ, რასაც ადამიანი ასეთი
პერცეპტული გადამუშავების შედეგად განიცდის, პერცეპტი ანუ აღქმის ხატი
ეწოდება.

მრავალი ორგანიზაციული პროცესი პირველად გეშტალტისტებმა აღწერეს.


გეშტალტ თერაპია ხუთ ძირითად თეორიულ პოსტულატს აერთიანებს. ესენია:
ფიგურა და ფონის მიმართება, აწყმოს გაცნობიერება და მასზე კონცეტრირება,
ურთიერთსაპირისპიროთა ერთიანობა, დაცვითი ფუნქციები, მომწიფება და
პასუხისმგებლობა.
გეშტალტ თერაპევტი ფსიქოთერაპიის დროს დიდ ყურადღებას აქცევეს კლიენტში
ფიგურა-ფონის ურთიერთმონაცვლეობის პროცესს, როგორც პრობლემის დიაგნოზის,
ისე მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. ადამიანებს პრობლემები უჩნდებათ, როგორც
ფიგურაზე სათანადოდ ვერ კონცენტრირების გამო, ასევე იმისდა მიხედვით, თუ რა
ფონი აქვთ ფიგურის მიღმა. მაგალითად, ერთი და იგივე რეალობაში განსხვავებული
გამოცდილების მქონე ადამიანი სხვადასხვაგვარად მოიქცევა. ეს იმიტომ, რომ
გარკვეული ფიგურა სწორედ ფონიდან შეიძლება ამოტივტივდეს და გამოიკვეთოს.
ფონი ის მარაგი, ოკეანეა, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ფიგურის
ფორმირებას.

პრინციპები, რომელთა მოქმედების შედეგადაც ფიგურათა გარკვეული ერთობლიობა


დაჯგუფებულად აღიქმება.

დაჯგუფების საკითხი პირველად ფართოდ გეშტალტფსიქოლოგმა მაქს


ვერთჰაიმერმა შეისწავლა. იგი დამკვირვებლებს მარტივი გეომეტრიული ფიგურების
წყებას უჩვენებდა. ცვლიდა რა ცალკეულ ფაქტორს და აკვირდებოდა, როგორ
მოქმედებდა ის ფიგურათა სტრუქტურის აღქმაზე, ვერტჰაიმერმა დაჯგუფების
წესების ჩამოყალიბება შეძლო.
სურათზე მოცემულია რამდენიმე წესის ილუსტრაცია. A ნაწილში წარმოდგენილია
თანაბრად დაშორებული წრეების მწკრივები. შეგიძლიათ დაინახოთ ამ წრეებისგან
შემდგარი სვეტები ან რიგები, თუმცა, როდესაც მათ შორის ინტერვალი მცირედით
იცვლება ერთმნიშვნელოვნად ჰორიზონტალურ მწკრივებად ორგანიზებულ წრეებს
ხედავთ. როდესაც ინტერვალების ცვლილებისას ვერტიკალური ინტერვალი უფრო
ნაკლებია წრეებს ვერტიკალურ სვეტებად განლაგებულად აღიქვამთ. ეს სამი სახის
დაჯგუფება ვერთჰაიმერის სიახლოვის კანონის ილუსტრაციაა. სხვა დანარჩენი
პირობების უცვლელობისას, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ელემენტები
ერთად დაჯგუფდება. გეშტალტფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა ასეთი შედეგები
იმით ახსნეს პერცეპტი ანუ აღქმის ხატი განსხვავდება თავისი ნაწილების უბრალო
მექანიკური ჯამისგან.

სურათის D ნაწილში ინტერვალის ნაცვლად ფერია შეცვლილი. ვიზუალური


სისტემა სტიმულებს, ფერების მსგავსების გამო, ავტომატურად რიგებად განალაგებს.
E ნაწილში წრეებს, მსგავსი ზომების გამო, სვეტებად განლაგებულად ვხედავთ; F
ნაწილში კი — რიგებად განლაგებულს, ფორმისა და ორიენტაციის მსგავსების გამო.
როდესაც ვიზუალურ ველში ელემენტები მოძრაობენ, ერთნაირი მიმართულებით
მოძრაობა დაჯგუფებას იწვევს. საერთო ბედის კანონის მიხედვით, სხვა თანაბარ
პირობებში, ერთნაირი მიმართულებითა და ტემპით მოძრავი ელემენტები ერთად
დაჯგუფდება.

თუ G ნაწილში სვეტის ყველა წერტილი ზევით ამოძრავდება, გამოსახულებებს


სვეტებად დააჯგუფებთ.

ამრიგად, პერცეპტული დაჯგუფების სამი კანონი მოკლედ ასე შეიძლება


ჩამოყალიბდეს:
· სიახლოვის კანონი (Law of procimity) — უახლოესი ანუ ერთმანეთთან ახლოს
განლაგებული ელემენტები ერთად ჯგუფდებიან;
· მსგავსების კანონი (Law of similarity) — ყველაზე მსგავსი ელემენტები ერთად
ჯგუფდებიან;
· საერთო ბედის კანონი (Law of common fate) — ერთი მიმართულებით და
ერთნაირი სიჩქარით მოძრავი ელემენტები ერთად ჯგუფდებიან.

სივრცითი და დროითი ინტეგრაცია

აღქმა უმეტესწილად, წარმოადგენს სამყაროს `სწორად~ გაერთიანებულ ნაწილებს,


თუმცა, ხშირად თქვენ არ შეგიძლიათ აღიქვათ მთლიანი მოვლენა თვალის ერთი
შევლებით ან ფიქსაციით. რასაც მოცემულ მომენტში აღიქვამთ, ხშირად
თვალუწვდენელ ვიზუალური სამყაროდან მიღებული შეზღუდული,
შემჭიდროებული შთაბეჭდილებაა. გარემოზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად,
სივრცითი და დროითი ინტეგრაციაა საჭირო, ანუ თქვენ უნდა შეკრიბოთ სივრცის
სხვადასხვა ადგილიდან ფიქსირებული ინფორმაცია დროის სხვადასხვა მომენტში.
მაგრამ ვიზუალური სისტემა არ ქმნის თითოეული მომენტის ზუსტად ამსახველ,
თანამიმდევრულ სურათს.

მოძრაობის აღქმა

აღქმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამყაროდან მიღებული სხვადასხვა, სწრაფად


ცვალებადი შთაბეჭდილებების ურთიერთშედარებას საჭიროებს, მოძრაობის აღქმაა.
განვიხილოთ სურათზე მოცემული ორი გამოსახულება. კაცი, რომელიც
გიახლოვდებათ სტიმულთან მიახლოებისას ერთად იზრდება მისი გამოსახულების
ზომა თქვენს ბადურაზე.

მაგალითი

ფი-ფენომენი — მოძრაობის შეგრძნება, რომელიც წარმოიქმნება სინათლის


სტაციონარული წყაროების თანმიმდევრული ჩართვით, აგრეთვე თვით ამ
მოძრაობის ფორმა. ფი-ფენომენი აღმოაჩინა მაქს ვერთჰაიმერმა 1910 წელს. მან
აღმოაჩინა, რომ სინათლის ორი წყარო, რომლებიც სხვადასხვა ინტერვალით ინთება,
ადამიანის მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება:

· თუ ჩართვებს შორის ინტერვალი საკმარისად მცირეა (60 მილისეკუნდზე


ნაკლები), მაშინ წყაროების ნათება აღიქმება როგორც ერთდროული;
· თუ ინტერვალი დიდია (200 მილისეკუნდზე მეტი) მაშინ ნათება აღიქმება
როგორც თანმიმდევრული;
· თუ ინტერვალი შეადგენს 60-დან 200-მდე მილისეკუნდს, მაშინ წყაროების
ნათება აღიქმება როგორც სინათლის უწყვეტი გადაადგილება.

ფი-ფენომენის დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ მოძრაობის აღქმა არ


არის დამოკიდებული სინათლის წყაროების ფერზე, ზომაზე და სივრცობრივ
ლოკალიზაციაზე.

აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობა არის მოძრაობის ილუზია, როდესაც ერთი ან მეტი


წერტილის უწყვეტი ანთება-ჩაქრობა ერთ მოძრავ წერტილად აღიქმება.
აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობის უმარტივესი ფორმაა Φ ფენომენი.
სიღრმის აღქმა

ყოველდღიური აღქმა საგნებს სამგანზომილებიან სივრცეში მოიცავს. სამივე


სივრცითი განზომილების აღქმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რათა
მივუახლოვდეთ სასურველ ობიექტებს. სივრცის აღქმა საჭიროებს ზუსტ
ინფორმაციას, როგორც სიღრმეზე (მანძილი ჩვენგან ობიექტამდე), ისე _
მიმართულებაზე. სიღრმის აღქმის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ვიზუალური სისტემა იყენებს რეტინალურ გამოსახულებას, რომელსაც მხოლოდ
ორი განზომილება აქვს _ ვერტიკალური და ჰორიზონტალური

როდესაც სინათლე აღიზიანებს ბადურას a წერტილში, ჩვენ არ ვიცით, ის a1


პოზიციიდან ეცემა, თუ a2 -დან. ფაქტობრივად, ის შეიძლება დაცემულიყო A წრფეზე
არსებული ნებისმიერი წერტილიდან, რადგან სინათლე ამ წრფის ყველა
წერტილიდან ერთსა და იმავე რეტინალურ უჯრედზე აისახება. ასევე, B წრფის ყველა
წერტილი ერთსა და იმავე რეტინალურ წერტილზე _ b წერტილზე _ პროექცირდება.
მეტიც, მონაკვეთი, რომელიც A წრფის ნებისმიერ წერტილს B წრფის ნებისმიერ
წერტილთან აერთებს (მაგალითად, მონაკვეთი a1 b2 ან a2 b1),ბადურაზე ერთი და
იგივე გამოსახულებას შექმნის. შედეგად, ბადურაზე მიღებული გამოსახულება
სიღრმის თვალსაზრისით ორაზროვანია: ის შეიძლება წარმოქმნილიყო სხვადასხვა
მანძილით დაშორებული ნებისმიერი ობიექტისგან.

ბინოკულარული და მოძრაობის მანიშნებლები.

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ გაქვთ ორი თვალი და არა ერთი? მეორე


თვალს სათადარიგოზე მეტი ფუნქცია აქვს _ ის სიღრმის შესახებ საუკეთესო,
ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის. ბინოკულარული სიღრმის შესახებ
ინფორმაცია ორი წყაროდან მიიღება: რეტინალური დისპარატი და კონვერგენცია.
ვინაიდან თვალები დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით არის ერთმანეთისაგან
ჰორიზონტალურად დაშორებული, ისინი სამყაროს ოდნავ განსხვავებულ სურათს
იღებენ. თვალების ბადურაზე მიღებული გამოსახულებების ჰორიზონტალურ
პოზიციებს შორის შეუსაბამობას რეტინალური დისპარატი ეწოდება. ის სიღრმის
შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რადგან შეუსაბამობის, ანუ განსხვავების ოდენობა
ჩვენსა და ობიექტს შორის მანძილზეა დამოკიდებული.

სიღრმეზე სხვა ბინოკულარულ ინფორმაციას კონვერგენცია იძლევა. ობიექტზე


ფიქსაციისას თვალები, გარკვეულწილად, შიგნით ბრუნდება როდესაც საგანს ძალიან
ახლოს _ სახესთან რამდენიმე სანტიმეტრზე _ ვუყურებთ, თვალები ერთმანეთისკენ
საკმაოდ უნდა შებრუნდეს, რათა ორივე თვალში დაფიქსირდეს ერთი და იგივე
გამოსახულება. თქვენ რეალურად შეგიძლიათ თვალების კონვერგენციის ნახვა, თუ
დააკვირდებით მეგობარს, რომელიც კონცენტრირდება ჯერ საკმაოდ დაშორებულ
საგანზე და შემდეგ _ რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულზე.

რეტინალური დისპარატი - თვალების ბადურაზე გამოსახულებების


ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის შეუსაბამობა.

კონვერგენცია (ჩონვერგენცე) - საგანზე ფიქსაციისას თვალების შიგნით,


ერთმანეთისკენ შებრუნება.

სიღრმის კონვერგენციული მანიშნებელი როდესაც საგანი თქვენთან ახლოსაა,


თვალები მეტად უნდა შებრუნდეს, ვიდრე ძალიან დაშორებული საგნის
შემთხვევაში. ტვინი იყენებს თვალების კუნთებიდან მიღებულ ინფორმაციას, რათა
კონვერგენცია სიღრმის მანიშნებლად გამოიყენოს.

პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები


სიღრმეზე ინფორმაცია ერთი თვალითაც მიიღება. ამ წყაროებს პიქტორული
(გამოსახულების) მანიშნებლები ეწოდებათ, რადგან ისინი ნახატებში აღმოჩენილი
სიღრმის შესახებ ინფორმაციის მატარებლები არიან. მხატვრები, რომლებიც
სამგანზომილებიან გამოსახულებებს ქმნიან დახელოვნებულნი არიან პიქტორული
მანიშნებლების გამოყენებაში.

აღქმის კონსტანტობა
პერცეპტული კონსტანტობა საგნის ხატის უცვლელად დარჩენა, რეტინალური
გამოსახულების ცვლილების მიუხედავად.
საგანთა აღქმის ობიექტური პირობები მუდამ იცვლება. ეს არის განათების
ხარისხი, ფერი, მანძილი, მხედველობის კუთხე, რომლიდანაც ვუყურებთ რაიმე
საგანს.
მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებაში შეიძლება სტიმული შეიცვალოს ზომით,
ფორმით და ა.შ აღქმას აქვს თვისება ის უცვლელად აღიქვას და მისი მასშტაბი
განსაზღვროს. ანუ ჩვენ სამყაროს ვხედავთ, როგორც უცვლელს, მდგრადს და
სტაბილურს. ფსიქოლოგები ამ ფენომენს აღქმის კონსტანტობას უწოდებენ.
აღქმის უმთავრესი ამოცანაა, გარემოს უცვლელი თვისებების აღმოჩენა, მათი
რეტინალური გამოსახულებების ვარიაციების მიუხედავად.
აღქმის კონსტანტობა დამოკიდებულია სუბიექტის გამოცდილებაზე. მაგალითად
ბავშვი უფრო რთულად აღიქვამს საგნებს ვიდრე მოზრდილი ადამიანი.
არსებობს ფორმის, სიდიდის, ფერის და ორიენტაციის კონსტანტობა.
სიდიდის კონსტანტობა ნიშნავს საგნის რეალური სიდიდის აღქმის უნარს,
ბადურაზე მისი გამოსახულების ცვლილებისდა მიუხედავად.
სიდიდის კონსტანტობას აღვიქვამთ დაშორების მანიშნებლებისა და ნაცნობი
საგნების სიდიდის შესახებ წარსული ცოდნის გამოყენებით;
მაგალითად, სახლის, ხის, ან ძაღლის ფორმის აღქმისთანავე, წარმოდგენა გექმნებათ
თითოეული მათგანის ზომაზე, თუმცა შეიძლება არც კი იცოდეთ რა მანძილი
გაშორებთ მათგან.
ფორმის კონსტანტობა მჭიდროდ უკავშირდება სიდიდის კონსტანტობას. თქვენ
სწორად აღიქვამთ ობიექტის რეალურ ფორმას მაშინაც კი, როდესაც საგანი
შებრუნებულია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მონეტები.
მონეტის ბრუნვისას მისი
ხატი იცვლება _ გადაიქცევა ელიფსად, შემდეგ თანდათან ვიწროვდება შემდეგ
კვლავ ელიფსად გადაიქცევა და დასასრულ _ წრედ. ამ ცვლილებებისდა
მიუხედავად, იგი ყოველთვის მრგვალ მონეტად აღიქმება.
თუ წიგნის ყურებისას თავს გვერდზე გადახრით, გარემო გადახრილად არ
მოგეჩვენებათ. ორიენტაციის კონსტანტობა არის საყაროში საგნების რეალური
ორიენტაციიის აღქმა, ბადურაზე მათი ორიენტაციის
ცვლილების მიუხედავად. ორიენტაციის კონსტანტობა ეყრდნობა შიდა ყურის
ვესტიბულარული სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას თავის დახრილობაზე.

თუ შევხედავთ პოპვარსკვლავის მადონას ორ შემობრუნებულ ფოტოსურათს. თქვენ,


ალბათ, ამჩნევთ, რომ ერთი-ერთი მათგანი ოდნავ არის შეცვლილი პირსა და
თვალებთან, მაგრამ სურათები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. ახლა თავს თუ ოდნავ
გვერდზე გადავწევთ წიგნი, იგივე ფოტოსურათები აბსოლუტურად განსხვავებულად
გამოიყურება. ერთზე ისევ მადონაა, მეორეზე კი _ ამაზრზენი მონსტრია,
გამოსახული. შესაძლოა თქვენ ვერ შენიშნეთ ეს განსხვავება თავის გადაწევამდე,
შესაძლოა იმიტომ რომ ვერ შეძელით სახის ყველა ნაწილის ერთდროულად
ამობრუნება. ამობრუნებული სამყაროს სწორად დანახვას და სახეების უჩვეული
ორიენტაციაში აღქმას წლების მანძილზე პერცეპტული ტრეინინგი სჭირდება

ფერის კონსტანტობა. როდესაც სურათზე გამოსახულ აგურის კედელს უყურებთ,


ზოგ აგურს უფრო მუქ წითლად და ზოგს ღია წითლად კი არ აღიქვამთ, არამედ
აღიქვამთ კედელს, რომელშიც ყველა აგური ერთნაირი ფერისაა და ზოგიერთი
მათგანი ჩრდილშია მოქცეული ესაა ფერის კონსტანტობის მაგალითი: ფერის
კონსტანტობა არის განათების ხარისხის ცვალებად პირობებში ობიექტების
სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად აღქმის ტენდენცია.

იდენტიპიკაცია და ცნობა

აღმავლობა და დაღმავლობა
გარემოს იმიტომ აღიქვამთ ნაცნობად, რომ შეგიძლიათ ადრე ნანახი საგნების ცნობა
და იდენტიფიკაცია. ასე რომ არ იყოს, თქვენი გამოცდილება უცხო პლანეტაზე
მოგზაურობას დაემსგავსებოდა, სადაც ყველაფერი უცხო იქნებოდა _ არ
გეცოდინებოდათ, რა გეჭამათ, რა ჩაგეცვათ და ა.შ.
საგნის იდენტიფიკაციისას ამჟამად ნანახი წარსულში მიღებულ, შენახულ ცოდნას
უნდა შეადაროთ. სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში
გადაგზავნას ამორჩევისა და ანალიზისათვის აღმავალი გადამუშავება (`ქვემოდან
ზემოთ~) ეწოდება.
ბევრ შემთხვევაში, პერცეპტული იდენტიფიკაციის გასაიოლებლად, შესაძლებელია
უკვე ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენება
როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენს აღქმაზე, ამ ფენომენს დაღმავალი
გადამუშავება (`ზემოდან ქვემოთ~) ეწოდება.
დაღმავალი პროცესების მნიშვნელოვნების ჩვენება შეიძლება ნახატებით,
რომელთაც ,,დრუდლები” ეწოდება. დასახელებების გარეშე ეს ნახატები ყოველგვარ
აზრს მოკლებულია; თუმცა, როგორც კი მოხდება მათი იდენტიფიცირება, ადვილად
დავინახავთ მათში ჩადებულ აზრსაც.

საგნების ცნობა
საინტერესოა როგორ წყვეტთ, რომ ნაცრისფერი უცნაური ფორმის, საშუალო ზომის
ბეწვიანი არსება ნამდვილად კატაა? სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ კატის მეხსიერებითი
ხატი. იდენტიფიკაციის პროცესი გულისხმობს პერცეპტში მოცემული ინფორმაციის
შედარებას კატის მეხსიერებით ხატთან, პირველ სვეტში მოცემულია ჩვეულებრივი
საგნების კონტურები. შუა სვეტში იგივე ობიექტები ხარვეზებითაა მოცემული, რაც
ჯერ კიდევ იძლევა ნაწილების ცნობის და მათი ურთიერთკავშირის გაგების
საშუალებას. მარჯვენა სვეტში ხარვეზები ხელს გვიშლის კომპონენტებისა და მათ
შორის კავშირის აღმოჩენაში. გვეთანხმებით, რომ მესამე სვეტში მხოლოდ მონახაზის
სახით მოცემული ობიექტების ცნობა ყველაზე ძნელია? კონტრასტი გვარწმუნებს,
რომ ობიექტის ცნობა შეზღუდული ინფორმაციითაც შესაძლებელია მაგრამ
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აუცილებელ კომპონენტებს შეიცავს.

ბიდერმანის მიხედვით ყველა ობიექტი შეიძლება შედგებოდეს გეომეტრიული


იონების ანუ გეონებისაგან, ხოლო საგნის ამოცნობა იწყება საგნისშემადგენელ
ნაწილებად, ანუ გეონებად დაყოფით.

სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ არის შესაძლებელი სტანდარტული ნაწილებისგან


ობიექტების აგება.
მოლოდის და კონტექსტის გავლენა
მოლოდინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ აღქმაზე და დანახულის
ინტერპრეტაციაზე. ოდესმე, შემთხვევით, გინახავთ ნაცნობი ადამიანები
მოულოდნელ ადგილას, მაგალითად, სხვა ქალაქში? გაცილებით მეტი დროა საჭირო
მათ საცნობად ამ სიტუაციაში და ხანდახან არც კი ხართ დარწმუნებული, რომ
ნამდვილად ისინი არიან. საქმე ის კი არ არის, რომ ისინი განსხვავებულად
გამოიყურებიან, არამედ კონტექსტია სხვა _ თქვენ არ ელით მათ ამ სიტუაციაში
ნახვას. სივრცითი და დროითი კონტექსტი, რომელშიც საგნები ამოიცნობა,
მნიშვნელოვან ინფორმაციულ წყაროს წარმოადგენს. კონტექსტიდან გამომდინარე,
თქვენ გექმნებათ მოლოდინი, თუ რა ობიექტების ნახვაა მოსალოდნელი, ან
მოულოდნელი ირგვლივ.

ახალგაზრდა ქალი მოხუცი ქალი

იქონია თუ არა რაიმე გავლენა მოცემული სახელდებული ორაზროვანი


გამოსახულებების ნახვამ ამ გამოსახულების აღქმაზე?

მკვლევრებმა არაერთხელ დაასაბუთეს აღქმაზე კონტექსტისა და მოლოდინის


გავლენა სეტის შესწავლით. სეტი (set) არის სტიმულის გარკვეული სახით აღქმის და
მასზე რეაგირების დროებითი მზაობა.
არსებობს სამი ტიპის სეტი: მოტორული, ფსიქოლოგიური და პერცეპტული.
მოტორული სეტი- არის მზად ყოფნა მზა, სწრაფი პასუხის გასაცემად.. მორბენალი
ვარჯიშობს მოტორული სეტის დახვეწაზე, რათა სასტარტო გასროლის ხმაზე რაც
შეიძლება სწრაფად გამოვიდეს სასტარტო ბლოკიდან. ფსიქოლოგიური სეტი- არის
მზაობა. განვიხილოთ ისეთი სიტუაცია, როგორიცაა ამოცანის გადაჭრა, ან თამაში,
დასწავლილი წესების, ინსტრუქციების, მოლოდინების, ან ჩვევების დახმარებით.
ფსიქოლოგიურმა სეტმა შეიძლება თავიდან აგვარიდოს ამოცანის გადაწყვეტა, როცა
ძველი წესები ვერ ერგება ახალ სიტუაციას. პერცეპტული სეტი არის მზად ყოფნა
მოცემულ კონტექსტში გარკვეული სტიმულის შენიშვნისთვის. მაგალითად,
ახალბედა დედისათვის ეს შეიძლება ბავშვის ტირილის გაგონება იყოს.

You might also like