You are on page 1of 3

კლასიკური რეალიზმი

დღესდღეისობით განასხვავებენ კლასიკურ და თანამედროვე რეალიზმს.


კლასიკური იგივე ტრადიციული რეალიზმია, რომელიც მეოცე საუკუნემდე
არსებობდა. იგი ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ ფასეულობებს როგორიცაა
სახელმწიფოს თვითგადარჩენა და მისი ეროვნული უსაფრთხოება. ამასთან
აღსანიშნავია ისიც, რომ კლასიკური რეალიზმის არსებობის მანძილზე მისი
წარმომადგენლები თავიანთ პოლიტიკურ ხედვას ადამიანის თანდაყოლილ ბნელ
მხარეებზე ამყარებდნენ. კლასიკურ რეალიზმს მრავალი თვალსაჩინო
წარმომადგენელი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. მათ შორის არიან: თუკიდიდე,
ნიკოლო მაკიაველი, თომას ჰობსი და სხვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ამ
დარგში.

თუკიდიდე ძველი ბერძენი ისტორიკოსი იყო, რომელმაც თავისი ნაშრომი


"ისტორია" პელოპონესის ომს მიუძღვნა. ეს ომი ათენსა და სპარტას შორის
მიმდინარეობდა. თუკიდიდე აღწერდა თუ როგორი ძალთა უთანასწორობა იყო
იმდროინდელ სახელმწიფოებს შორის. მისი დასკვნით ეს გარდაუალი და ბუნებრივი
იყო, მაგრამ თუკიდიდე ფიქრობდა, რომ ყველა სახელმწიფოს, სიძლიერის
მიუხედავად, უნდა მოეხდინა ადაპტაცია მოცემული რეალობისადმი, რადგან ამის
გარეშე შესაძლოა ქვეყანა დაღუპვამდე მისულიყო. მისი ფილოსოფია კარგადაა
აღწერილი დიალოგში, რომელიც ათენსა და მელოსს შორის მიმდინარეობს.
თუკიდიდე გვეუბნება, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის ანარქიული.
თითოეული ქვეყნის უპირველესი ფასეულობა თვითგადარჩენაა, რომელიც
რეპუტაციასა და პატივზე მაღლა დგას. ანუ სამართლიანობა საერთშორისო
ურთიერთობებში განსაკუთრებული ცნებაა, რომელიც გულისხმობს არა
თანასწორუფლებიანობას, არამედ იმას თუ რამდენად კარგად იცის სახელმწიფომ
საკუთარი ადგილი სამყაროში და რამდენად შეუძლია მასში ადაპტაცია ძალთა
უთანასწორობის საფუძველზე. სამართლის სტანდარტი დამოკიდებულია ძალის
თანასწორობაზე. ძლიერები აკეთებენ იმას რისი ძალაც შესწევთ, ხოლო სუსტები
ურიგდებიან თავიანთ ბედს.

კლასიკური რეალიზმის ასევე ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია


რენესასნსის დროინდელი იტალიელი მოღვაწე ნიკოლო მაკიაველი, რომელიც
მოღვაწეობდა ფლორენციაში სწორედ მაშინ, როდესავ იტალია დაქუცმაცებული იყო
და ხშირი იყო ამ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები.
მაკიაველი საკუთარ წიგნში "მთავარი", რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5
წელიწადში გამოიცა, გადმოგვცემს, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე
დაფუძნებულად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ის ასევე გვეუბნება, რომ
ლიდერი არ უნდა ქადაგებდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, რადგან ამ დროს
მან შეიძლება დაკარგოს თავისუფლება, საკუთრება, მოქალაქეების სიცოცხლე და ა.შ.
მისი აზრით, მორალით სარგებლობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია.
მმართველს არ აქვს ამის უფლება, რადგან მას საკუთარი მოქალაქეების ბედი აბარია.
ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მორალი სხვადასხვა მიმართულებით
მოძრაობს და მათი ერთად არსებობა ხელს უშლის ქვეყნის რაციონალურად მართვას.
მაკიაველი ამ წიგნით სახელმწიფოს მმართველს აყენებს ხალხისა და ქვეყნის
სამსახურში და არა საკუთარი თავის. მისი რეალიზმის დედააზრი სწორედ ისაა, რომ
ქვეყნის მეთაური უნდა იყოს ლომივით ძლიერი და მგელივით ცბიერი.

რაც შეეხება ინგლისელისელ ფილოსოფოსს, თომას ჰობსს, სწორედ მისი


შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამეტად. თავის წიგნში "ლევიათანი"
ჰობსი ხსნის პოლიტიკური სინამდვილის ბუნებას ფილოსოფიური დედუქციის
სშუალებით. იგი ამბობს, რომ სახელმწიფო არის დიდი ხელოვნური ადამიანი,
რომლის ბუნების ახსნასაც ცდილობს იგი თავის წიგნში და სწორედ მას უწოდებს იგი
ლევიათანს. ჰობსის აზრით, სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება არის
მისივე აღწერილი სასტიკი და მოკლე ცხოვრების დაძლევის ერთადერთი საშუალება.
ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ
ინსტიქტებზე დაყრდნობით. სახელმწიფოს შექმნის შემდეგ წამოიჭრება ეროვნული
და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა, რაც გამოწვეულია საერთაშორისო
სისტემის ანარქიულობით. ეს ფენომენი ისტორიაში "უსაფრთხოების დილემით"
არის წოდებული, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. იმიტომ, რომ თითოეული
პრობლემის გადაჭრით მეორეს იწვევენ. ასევე ჰობსი ომზე ამბობს, რომ ეს არის
სახელმწიფოებს შორის უთანხმოების შეჯერების უკანასკნელი საშუალება.

ზემოთ ვახსენე, რომ კლასიკური რეალიზმის გარდა არსებობს თანამედროვე


ანუ სტრუქტურული რეალიზმი, რომელიც ასევე ცნობილია ნეორეალიზმის
სახელით. გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის ჰანს
მორგენთაუს ნაშრომი "ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ხელისუფლებისა და
მშვიდობისთვის" მიჩნეულია პოლიტიკური ნაშრომების მწვერვალად. ეს არის
თუკიდიდეს, ჰობსისა და მაკიაველის იდეების გაგრძელება, თუმცა უფრო
თანამედროვე ენით დაწერილი და დაგროვილი ისტორიული გამოცდილებითა და
პოლიტიკური სიბრძნით გაჯერებული. იგი თვლიდა, რომ პოლიტიკური ძალა და
ძლიერება არის მშვიდობის ერთადერთი გარანტი და ამიტომ უწოდებენ მის
რეალიზმს ნეოკლასიკურს. მორგენთაუ ფიქრობდა, რომ ადამიანების ლტოლვა
ძალისადმი იწვევდა გარდაუალ პოლიტიკურ ბრძოლას ადამიანებს შორის.
ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ იყვნენ სხვების პოლიტიკური ზეგავლენისაგან
დამოუკიდებელნ და სწორედ ამის გამო იგი ქმნის საჭიროებას, რომ შეიქმნას ახალი
პოლიტიკური სფერო, რომელიც შიგნით იქნება უსაფრთხო და სუვერენული. მაგრამ,
ერთი სიტყვით, სახელმწიფოებზე დაფუძნებულ სისტემას მივყვართ ანარქიამდე და
კონფლიქტამდე. მორგენთაუ, როგორც მისი წინამორბედები ასევე ავლებს დიდ ხაზს
პირად ეთიკასა და პოლიტიკას შორის. იგი აკრიტიკებს მეორე მსოფლიო ომამდე
დამკვიდრებულ ვილსონისეულ ლიბერალურ პოლიტიკას, რომელიც ქადაგებდა,
რომ სახელმწიფოთა ქმედებები იგივე მორალური და ეთიკური სტანდარტებით უნდა
განისაჯოს, როგორც ცივილიზებულ ადამიანთა ურთიერთობები. ამ ყოველივეს იგი
უპასუხისმგებლობად, დამღუპველად და უდიდეს ინტელექტუალურ შეცდომად
მიიჩნევდა. ის მკაცრად ემხრობოდა იმ მოსაზრებას რომ პოლიტიკური და პირადი
ეთიკა ერთმანეთისაგან განსხვავდება და პოლიტიკაში მათი ერთად არსებობა
შეუძლებელია.

მორგენთაუ თავის ნაშრომში აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის ექვს


ძირითად პრინციპს, რათა გააქარწყლოს გაუგებრობები პოლიტიკურ რეალიზმთან
დაკავშირებით. ესენია:

1. პოლიტიკა ფესვგადგმულია ადამიანის ბუნებაში, რომელიც


ეგოცენტრულია;
2. პოლიტიკა ავტონომიური სფეროა და არ შეიძლება მისი დაყვანა
ეკომომიკამდე და მორალამდე;
3. პირადი ინტერესები არის ადამიანური არსის გამომხატველი და
პოლიტიკა არის არენა, სადაც ეს ინტერესები გამოიხატება;
4. საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა არის პოლიტიკური და
სიტუაციური ეთიკა, რაც ძალიან განსხვავდება პირადი მორალისაგან;
5. არც ერთი ერისა და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ უნდა
მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად;
6. პოლიტიკოსების უმაღლეს ზნეობასა და მორალს წარმოადგენს მათი
ქვეყნის ინტერესები.

You might also like