You are on page 1of 4

სახვითი ხელოვნების ძირითადი ტერმინები

ხაზი - ზღვარი ფორმის ამა თუ იმ სიბრტყეებისა. ბუნებაში არ არსებობს, ყოველთვის


პირობითია.

კონტური - სახვითი საშუალება ფორმის შემომსაზღვრელი ხაზის სახით.

ფერი - ფერწერის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, საღებავის ელემენტი. მის ძირითად


თვისებებს მიეკუთვნება:

ფერადოვანი ტონი - ფერის თავისებურება სპექტრის სხვა ფერებისგან განსხვავებისა


(წითელი,ცისფერი, ყვითელი და ა.შ.);

შუქძალა - (ღია და უფრო მუქი ფერები);

ნაჯერობა (ფერის ინტენსიურობა).

არსებობს თბილი და ცივი ფერები. თბილი ფერებია ცეცხლის ალის მსგავსი ფერები (წითელი,
ნარინჯისფერი, ყვითელი და სხვ.) ცივ ფერებს მიეკუთვნება სიცივის შეგრძნებიდან მომდინარე
ფერები ( ლურჯი, მწვანე, რუხი და სხვ.). ფერწერაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებითი
ფერებისა და ელფერების ურთიერთობებს. გვერდი-გვერდ მყოფი დამატებითი ფერები
აძლიერებენ ურთიერთჟღერადობას. ესვე ფერები არის კონტრასტული ფერები. ფერწერულ
ნაწარმოებში ფერი ქმნის მთლიან სისტემას (კოლორიტი), ხოლო ფერადოვანი კომპოზიცია -
ნაწარმოების კოლორისტულ გადაწყვეტას. ფერი აძლიერებს გამოსახულების ემოციურობას,
ნახატთან ერთად განაპირობებს ფერწერის სახვით, მეტყველ და დეკორატიულ
შესაძლებლობებს. ფერი არის არსებითი ნაწილი არა მარტო სახვითი, არამედ დეკორატიულ-
გამოყენებითი ხელოვნებისა, მისი მხატვრული სტრუქტურა, რადგანაც ზემოქმედებს
მაყურებელის აღქმაზე და აქვს უნარი გამოიწვიოს მასში სხვადასხვა ასოციაციები.

ფორმა - საგნის გარეგანი სახე, შემოხაზულობა, სახვით-ხელოვნებაში - მისი მოცულობით-


პლასტიკური თავისებურება; ყველა სახის ხელოვნებაში - არის მხატვრული საშუალება,
რომელიც ემსახურება მხატვრული სახის შექმნას, ნაწარმოების შინაარსის გახსნას. ფორმა
ბევრად განსაზღვრავს ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას. სახვით ხელოვნებაში
მხატვრული ფორმა იქმნება კომპოზიციური აგებულობით, სახვითი საშუალებებისა და
ხერხების ერთიანობით, რომლებიც მხატვრულ მასალაში პოულობენ რეალიზაციას და
განასახიერებენ ავტორისიდეურ-მხატვრულ ჩანაფიქრს.

ორნამენტი - გეომეტრიული, მცენარეული თუ ცხოველური ელემენტებიდან შემდგარი უზორი,


დაფუძნებული მისი შემადგენელი ელემენტების გამეორებასა და მორიგეობაზე, რომელიც
განკუთვნილია სხვადასხვა საგნების (ჭურჭლის, შრომისა და საბრძოლო იარაღის, ტექსტილის,
ავეჯის, წიგნის და ა.შ.), არქიტექტურული ნაგებობების (ინტერიერის, ექსტერიერის), პლას-
ტიკური ხელოვნების ნაწარმოებების (ძირითადად გამოყენებით-დეკორატული ხელოვნების)
მოსართავად.

კოლორიტი - ნაწარმოების ფერადოვანი და ტონალური წყობის თავისებურებაა. კოლორიტში


აისახება რეალური სამყაროს ფერადოვანი თვისებები, მაგრამ მათგან გამოიყენება მხოლოდ
1
ისეთი, რომლებიც პასუხობენ გარკვეულ მხატვრულ სახეს. ჩვეულებრივად კოლორიტი
ნაწარმოებში წარმოადგენს ფერთა შეხამებას, რომელსაც გააჩნია გარკვეული ერთიანობა. იმის
და მიხედვით, თუ რომელი ფერადოვანი გამა ჭარბობს სურათში, კოლორიტი შეიძლება იყოს
თბილი, ცივი, ნათელი, რბილი, კონტრასტული და ა.შ. კოლორიტი ზემოქმედებს მაყურებლის
გრძნობებზე, ქმნის სურათში განწყობას და არის ხატოვანი და ფსიქოლოგიური დახასიათების
მნიშვნელოვანი საშუალება.

ტონალობა - მოცემული ნაწარმოებისათვის სახასიათო ფერებისა და ტონების გარკვეული შე-


ფარდება.ფერწერაში ტონების ცნებას აქვს იგივე მნიშვნელობა, როგორც ფერადოვან გამას,
რადგანაც განსაზღვრავს ნაწარმოების ფერადოვან წყობას ფერადოვან ნიუანსებთან ერთად.

შუქ-ჩრდილები - ღიასა და მუქის გრადაცია, შუქის შეფარდება ფორმასთან. შუქ-ჩრდილები


არის კომპოზიციური აგებისა და ნაწარმოების ჩანაფიქრის გამოსახვის ერთ-ერთი საშუალება.
შუქ-ჩრდილების მეშვეობით ნაწარმოებში ვიზუალურად აღიქმება და გადმოიცემა ნატურის
პლასტიკური თავისებურებები. ნატურაში შუქ-რდილის ხასიათი დამოკიდებულია საგნის
ფორმასა და მასალაზე. ხელოვნების ნაწარმოებებში შუქ-ჩრდილები ემორჩილება საერთო
ტონალურ გადაწყვეტას. შუქ-ჩრდილების გრადაციაა: შუქი, ჩრდილი, ნახევარჩრდილი,
რეფლექსი, ბლიკი.

გრადაცია - ერთიდან მეორეზე თანდათანი, თანმიმდევრული გადსვლა, რაიმე ნიშნის,


მოქმედების გაძლიერებით ან შესუსტებით.

ფაქტურა - მასალის, საგანთა ზედაპირის სახასიათო თავისებურებები. ნაწარმოების ფაქტურა


ბევრად დამოკიდებულია მხატვრის მიერ არჩეული მასალის თვისებებზე, ნატურის თავი-
სებურებებზე და ასევე დასახული ამოცანისა და შესრულების მანერაზე. ფაქტურა არის ერთ-
ერთი მხატვრული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ნაწარმოების ემოციურ ზემოქმედებას.

საგნის მოცულობა - ეს არის სამგანზომილებიანი ერთეული, რომელიც სივრცეში შემო-


საზღვრულია სხვადასხვა ფორმის ზედაპირებით ( ნებისმიერ საგანს გააჩნია სიმაღლე, სიგანე
და სიგრძე).

მასშტაბი - სიდიდის (სიგრძის) პირობითი გამოსახულება. სიგრძის ფარდობა სიგანესთან.

აქცენტი - ფერით, შუქით, ხაზით და ა. შ. რაიმე დეტალის, საგნის ხაზგასმა, მასზე ყურადღების
გამახვილების მიზნით.

მთლიანობა - ხელოვნების ნაწარმოების აუცილებელი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც


განაპირობებს მის მეტ მხატვრულ და ხატოვან მეტყველებას. გამოსახულების მთლიანობა
შედგება მისი სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთისადმი შესატყვისობაში, კერძოს - ზოგადისადმი
მეორეხარისხოვნის - მთავარისადმი, ნაწილების (დეტალების) - მთლიანისადმი
დამორჩილებაში და ასევე შესრულების ხერხების ერთიანობაში.

პროპორცია - ნაწილების ზომა, ნაწილების ზომების ერთმანეთისა და მთლიანისადმი


შეფარდება. მხატვარს აქვს საქმე სხვადასხვა სახის პროპორციებთან. ისინი განსაზღვრავენ არა
მარტო ფიგურებისა და საგნების აგებას, არამედ ნაწარმოების კომპოზიციურ აგებასაც. ამას
მიეკუთვნება სახვითი სიბრტყის შესაბამისი ფორმატის მოპოვება, გამოსახულებების ზომების
ფონისადმი შესატყვისობა, მასების, ჯგუფების, ფორმების ერთმანეთთან ფარდობითობა და ა.შ.
2
სივრცე ფერწერაში - ეს არის ადგილი, სადაც ვითარდება ნაწარმოებში განსახიერებული
სიუჟეტის მოქმედება. მხატვრული ნაწარმოების სივრცე - ეს ყველაფერია, რაც განთავსდება
ტილოს ან ორნამენტის ჩარჩოებით დადგენილი საზღვრის შიგნით და ასევე ამ ჩარჩოებში
გამოსახულ ელემენტებს შორის თანაფარდობებები.

ხედვის წერტილი - აღნიშნავს ადგილს, სადაც იმყოფება დამკვირვებლის თვალი მის მიერ
ხილვადი საგნების მიმართ.

პერსპექტივა - გარკვეულ მანძილზე საგანთა ფორმების, ზომების და შეფერილობის


მოჩვენებითი ცვლილება. პერსპექტივა განიხილავს ადამიანის თვალის მიერ სივრცეში
განთავსებული ფორმების აღქმის თავისებურებებსა და კანონზომიერებებს და გამოიმუშავებს ამ
ფორმების სიბრტყეზე ასახვის კანონებს. არსებობს ხაზოვანი და ჰაეროვანი პერსპექტივა.
ხაზოვანი პერსპექტივა განსაზღვრავს საგანთა ფორმების, ზომებისა და პროპორციების
დამახინჯებას, გამოწვეულს მათი პერსპექტიული შემცირებებით. ჰაეროვანი პერსპექტივა
განსაზღვრავს საგანთა ფერის, მოხაზულობების და განათების ხარისხის ცვლილებებს,
რომლებიც წარმოიშობა ნატურის დამკვირვებლის თვალიდან მოშორებით შუქ-აეროვანი
ნაფენობის ზრდის გამო დამკვირვებელსა და საგანს შორის.

სიმეტრია - საგნის ან ნაწარმოების კომპოზიციის ისეთი აგება, როდესაც ერთგვაროვანი


ნაწილები განთავსდებიან თანაბარ მანძილზე ღერძიდან, რომელსაც უჭირავს მათ მიმართ
ცენტრალური მდგომარეობა. სიმეტრიული განლაგების დარღვევას ჰქვია ასიმეტრია.

რიტმი - სივრცეში რაიმე ნაწილების თანაბარი მორიგეობა (საგნების, ფორმების, უზორის


ელემენტების, ფერების და სხვ.). რიტმი ხელს უწყობს სურათში გარკვეული განწყობის, მეტი
მთლიანობისა და კომპოზიციის ნაწილების შეთანხმებულობას შექმნას და მისი მაყურებელზე
ზემოქმედების გაძლიერებას.

წონასწორობა - ეს ფორმის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ყველა მისი ელემენტები დაბა-


ლანსებულია ერთმანეთთან. ეს დამოკიდებულია კომპოზიციის ძირითადი მასების განა-
წილებასთან მისი ცენტრის მიმართ, სივრცის ორგანიზების ხასიათთან, პროპორციებთან,
ფორმის პლასტიკასთან, ცალკეული ნაწილების ერთმანეთთან და მთლიანთან ფერადოვან და
ტონალურ ურთიერთობებთან და ა.შ.

კონტრასტი - გავრცელებული მხატვრული ხერხია, რომელიც წარმოადგენს საპირისრირო


თვისებების შეპირისპირებას, მათი გაძლერების მიზნით. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს
ფერადოვან და ტონალურ კონტრასტს. ფერადოვანი კონტრასტი ჩვეულებრივ შედგება დამატებითი
ფერების ან შუქძალით განსხვავებული ფერების შეპირისპირებაში. ტონალური კონტრასტი _ ღიასა
და მუის შეპირისპირებაა. კომპოზიციურ აგებაში კონტრასტი გამოიყენება როგორც ხერხი, რომლის
მეშვეობით უფრო მკაფიოდ გამოიყოფა მთავარი და მიიღწევა სახეების მეტი მეტყველება და
დახასიათების სიმახვილე.

დინამიურობა (სახვით ხელოვნებაში) - მოძრაობა, სიმშვიდის უარყოფა. ეს არ არის მხოლოდ


ფიზიკური მოძრაობა - სივრცეში გადაადგილება, არამედ შინაგანი დინამიკაც. დინამიურობა
მიიღწევა კომპოზიციური გადაწყვეტით, ფორმების დამუშავებითა და შესრულების მანერით.

3
კომპოზიცია - ნაწარმოების სტრუქტურა, მისი ნაწილების შეთანხმებულობა, რომელიც
პასუხობს შინაარსს. კომპოზიციაზე მუშაობა მიმდინარეობს პირველადი ჩანაფიქრიდან, მის
ზოგად დამუშავებამდე პლასტიკურ ფორმებში და ნაწარმოების დასრულებამდე. კომპოზიციურ
აგებას მიეკუთვნება გამოსახულების სასურათო სიბრტყეზე ან სივრცეში განლაგება
ჩანაფიქრისადმი შესაბამის ზომაში, ფორმატში და მასალაში. ამაში შედის: კომპოზიციის
კვანძური ცენტრის დადგენა და მისდამი ყველა მეორეხარისხოვანი ნაწილების დაქვემდებარება,
მისი ცალკეული ნაწილების ჰარმონიულ ერთიანობაში შეერთებადა, მათი
ურთიერთდამორჩილება გამოსა-ხულების მეტყველებისა და პლასტიკური მთლიანობის
მიღწევის მიზნით.

You might also like