You are on page 1of 2

ოქროს კვეთა, მისი გამოყენება არქიტექტურასა და ლიტერატურაში.

მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია. მას იმაზე დიდი კავშირი აქვს ყველაფერთან, ვიდრე
ეს წარმოგვიდგენია. მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს,
ცოცხალ არსებებს, გამოარჩევს ფერით, ფორმით. ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია
ოქროს კვეთის და სიმეტრიის ჩანაცვლების საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიითა და
სილამაზით. ფიბონაჩი ცნობილია, როგორც შუა საუკუნეების "უდიდესი მათემატიკოსი". მან
დაგვიტოვა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცნობები "ოქროს კვეთასა" და ღვთიურ
მიმდევრობაზე. ოქროს კვეთა კი, სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა. ოქროს კვეთა (ოქროს
პროპორცია, ოქროს შუალედი) არის ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ
ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და
პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს. "ოქროს კვეთა" საფუძვლად
დაედო კომპოზიციურ ნაგებობებს მსოფლიო ხელოვნების მრავალ ნიმუშში, უმთავრესად კი
ანტიკური ხანის არქიტექტურაში:

1. ათენის აკროპოლისი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი


ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის
უნატიფეს ნიმუშად. ოქროს კვეთითაა შესრულებული ანტიკური საბერძნეთის
არქიტექტურული ძეგლი, ათენის პართენონი- ძვ.წ V საუკუნეში. აღნიშნული ძეგლის
სიმაღლის შეფარდება მის სიგრძესთან 0.618_ის ტოლია.
2. ეგვიპტის პირამიდები, მსოფლიოს პირველი საოცრებაა. ძველი ეგვიპტელები იყვნენ
პირველები, რომლებმაც მათემატიკა გამოიყენეს არქიტექტურაში. ისინი "ოქროს
კვეთის" პროპორციას იყენებდნენ პირამიდების აგების დროს.
3. ჯვრის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი მარგალიტია.
გარედან ნაგებობა ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხედია, შიგნით
ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით).
შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის
გარეშე). უნდა აღინიშნოს იმის გამო,რომ შემთხვევით დაემთხვა ჯვრის
ხუროთმოძღვრის მიერ გამოყენებული ქართული ზომის ერთეული-ადლი (რომელიც
მას ასად აქვს გაყოფილი) დღეს საყოველთაოდ გავრცელებულ მეტრს,-კომპოზიციურ
აგებულებაში გამომჟღავნდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელთა
რიცხვებით გამოხატული ზომები ემთხვევა ოქროს კვეთის კოეფიციენტის რიცხვებს.
4. ოქროს კვეთითაა აგებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც. ტაძარი პარიზის
აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მშენებლობა დაიწყო 1163 წელს ლუი მე–7–
ეს მეფობის პერიოდში.
5. პარიზის მეორე საოცრება - ეიფელის კოშკიც "ოქროს კვეთაზე" დაყრდნობით არის
შექმნილი. როგორც სურათზე ხედავთ,კოშკის მცირე ნაწილის შეფარდება დიდ
ნაწილთან გვაძლევს "ოქროს კვეთის" პროპორციას.
6. საინტერესოა, რომ არც დასავლეთი დარჩენილა გამოხმაურების გარეშე. უდიდესი
ტაძარი ინდოეთში სწორედ, რომ "ოქროს კვეთის" პროპორციებით არის აგებული.
სწორედ ამიტომაა, რომ შეხედვისთანავე ვგრძნობთ სიმეტრიულობას.

7. ტორონტოში არსებული კოშკის მთელი სიმაღლე 553,33 მეტრია საკონტროლო კოშკის


სიმაღლე კი 342. აქედან გამომდინარე, 342/553,33 დაახლოებით 0,618-ია, ანუ კოშკში
"ოქროს კვეთის" პროპორციაა დაცული , რაც ჰარმონიულობისა და სიმეტრიის
შეგრძნებას მატებს კოშკს.

ოქროს კვეთა პოეზიაში - „ვეფხისტყაოსანში."


პოეზიაში რუსთაველი პირველია მსოფლიოში და ერთადერთი, რომელმაც ოქროს
კვეთაზე ააგო ესოდენ დიდი მოცულობის პოეტური ნაწარმოები. მისი პოემის 1587
სტროფიდან 863 ოქროს კვეთაზეა აგებული.1
რითმა ბერძნული სიტყვაა და შეწყობას შეთანხმებას ნიშნავს. იგი ლექსის ერთ-ერთი
კომპონენტია, აკავშირებს რიტმულ ერთეულებს ანუ ახდენს ერთი და იმავე ან მსგავსს
ბგერათა კანონზომიერ განმეორებას სალექსო ტაეპში. "ვეფხისტყაოსნის" სტროფები
იყოფა თექვსმეტმარცვლიან სტრიქონებად, თითოეული სტრიქონი რვამარცვლიან
მუხლებად. მუხლები კი-ტერფებად. ტერფების დანაწილება ორგვარია:
 სიმეტრიული, როცა თითოეულ მუხლში 8-8 მარცვალია და თითოეულ ტერფში 4-
4.
 ასიმეტრიული, როცა მუხლები შედგება 8-8 მარცვლისაგან, მაგრამ ტერფები 5 და 3
მარცვლიანია
3/5 ან 5/8 როგორც ვხედავთ ზუსტად 0,618 ვერ მივიღეთ მაგრამ ეს მარტივი მიზეზით
აიხსნება – ლიტერატურაში მხოლოდ ლუწი და კენტი მარცვლები შეიძლება
არსებობდეს და მათ შორის საშუალო არ არის. რომ იყოს აუციებლად მივიღებდით
პითაგორელების მაგიურ ციფრს.
ჯერ კიდევ 1972 წელს აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა ახლებურად გადაწყვიტა
საკითხი “ვეფხისტყაოსნის" ლექსთწყობის შესახებ. იგი ასაბუთებდა , რომ
რუსთაველის გენიალური ქმნილება სიმეტრიასა და ოქროს კვეთაზეა აგებული.
მართლაც, გეომეტრიისა და მთელი მათემატიკის ეს ულამაზესი ხერხი რუსთაველს
წარმატებით გამოუყენებია თავის ქმნილებაში.პოემის წაკითხვისას არც მეტი, არც
ნაკლები მკითხველსაც და მსმენელსაც მუსიკა ჩაესმის.

You might also like