You are on page 1of 10

გაკვეთილის თემა:

,,თამარის გამეფება”
კახეთში, 1184 წლის 27 მარტს გარდაიცვალა გიორგი III.
თამარ მეფემ თბილისში შეიტყო მამის გარდაცვალება.
საქართველომ დიდი მწუხარებით დაიტირა გიორგი III.
მეფეს წესი აუგეს პატრიარქმა მიქაელმა და
ეპისკოპოსებმა. გიორგი III ჯერ მცხეთაში დამარხეს,
მოგვიანებით კი გელათში გადაასვენეს, საქართველოს
მეფეთა საძვალეში. გიორგი III-ის გარდაცვალების
შემდეგ გელათში თამარის მეფედ კურთხევის
ცერემონიალი გაიმართა.
ინაუგურაცია დიდი ზეიმით ჩატარდა. კურთხევის
ცერემონიალი წინა საღამოს დაიწყო, როდესაც
სასახლიდან ტაძარში გადააბრძანეს ფეშხუმზე
დადებული სამეფო ნიშნები:
• გვირგვინი- მეფეთა თავსაბურავი შუა
საუკუნეებში.
• სკიპტრა - სამეფო კვერთხი (მეფის
ძალაუფლების ერთ-ერთი ნიშანი)
• ბისონი- აბრეშუმის წმინდა ქსოვილის სამოსი,
რომელსაც ძველად მეფეები და
მღვდელმთავრები იცვამდნენ.
ლოროსი - ძვირფასი ქვებით გაწყობილი.
მონარქს ტანზე ისე შემოახვევდნენ, რომ
ერთი ნაწილი ხელზე ჰქონოდა
გადაკიდებული
პორფირი- წითელი ფერის გრძელი
ხავერდის მოსასხამი, რომელსაც მეფეები
იცვამდნენ საზეიმო შემთხვევაში.
თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.
ხობი. XIIს-ის ბოლო.
ოქრო, ლალი, ზურმუხტი, მარგალიტი.
ამის შემდეგ დაიწყო ღამისთევის ლოცვა.
გამთენიისას ყველას წირვის დაწყება აუწყეს.
ხალხი თანდათან იკრიბებოდა ტაძარში.
სამეფო პალატებიდან თამარი დიდებულების
თანხლებით ტაძრისკენ გაემართა. მეფე
სამეფო სამოსით შემოსეს, შემდეგ კი
ფეოდალებმა ხმალი გადასცეს ახლადნაკურთხ
მეფეს. სასახლეში დაბრუნების შემდეგ დაიწყო
მილოცვის პროცესი. ყველა ძალიან
გახარებული იყო.
ინაუგურაცია - თანამდებობის დაკავების
საზეიმო აქტი.
ფეშხუმი - ძირიანი თეფში. გამოიყენებოდა
როგორც ეკლესიაში წმინდა ნაწილთა
დასასვენებლად, ასევე სამეფო კარზე.

You might also like