Professional Documents
Culture Documents
მაშ ვინ იყო და რა ეპითეტით უნდა მოვიხსენიოთ დღეს? როგორ უნდა შევაფასოთ ერთი
მხრივ ის ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოუძღვის ჯარს და, მეორე მხრივ,
სამშობლოსთვის რომ სწირავს შვილს?
საქმე ეხება ლუარსაბ მეფისა და გიორგის დის ურთიერთობას. გიორგი სააკაძე, ერთი
მხრივ, ემუქრება ლუარსაბს, რომ თუ მის დას ცოლად არ მოიყვანს, მოკლავს, მეორე
მხრივ, დედოფალს, ლუარსაბის დედას მარიამს უცხადებს – „თქვენი შვილი ჩემს დასა
მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით, არა ვღირვარ, დაუშალე, გამორჩევის კარგის
მცნებით“. ეს გახლავთ ფრაგმენტი „დიდმოურავიანიდან.“
რატომ ჩამოწვა შუღლი მეფესა და დიდ მოურავს შორის? არის ასეთი ვერსია, რომ შაჰ–
აბასთან სააკაძის დაახლოება ირანში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ლუარსაბი
შაჰისთვის მიუღებელი ფიგურაა, ის არ ეპუება ირანის მბრძანებელს, ქრისტიანობასაც
იცავს და ქვეყნის ინტერესებსაც ერთგულებს. ამ დროს ისპაჰანშია გიორგი სააკაძის ძმა,
მისი რამდენიმე ნათესავი, ასევე რამდენიმე ბატონიშვილი, რომელთაც, როგორც
უკანონოდ შობილთ, არანაირი შანსი არა აქვთ ქართლის სამეფო კარზე აღზევებისა.
მაგრამ აბასის სურვილით კი სწორედ ეს წესი უნდა დაირღვეს, სწორედ ეს უკანონოდ
შობილი ბაგრატიონები უნდა აღზევდნენ ტახტზე ლუარსაბის ჩამოგდების შემდეგ.
სააკაძე თავისი ძმის მეშვეობით ამყარებს კავშირს შაჰ-აბასთან. ბუნებრივია, აბასს
სააკაძეზე აქვს განსაკუთრებული გათვლა, რამდენადაც გიორგი მეფე ლუარსაბის
მოყვარეა და მეფის ნდობით სარგებლობს. სააკაძის ორმაგი თამაში სულ მალე
გამჟღავნდა. ბერუკა ჯავახიშვილმა ამხილა დიდი მოურავი ლუარსაბ მეფესთან. ბერუკა
გიორგი სააკაძესთან დაახლოებული პირია, მას სააკაძე ოჯახის წევრად მოიხსენიებს და
არ გამოეპარებოდა დიდი მოურავის კავშირები ირანის შაჰის კართან.
უცნაურია გიორგი სააკაძის ქცევა შაჰის კარზე ჩასვლისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ
აბასს მისთვის რჯულის დათმობა არ უთხოვია, დიდი მოურავი ამას საკუთარი ნებით
აკეთებს. ასევე არცთუ სასიკეთო და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს გიორგი
თურქეთში და სწორედ ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია მისი დაღუპვა.
კიდევ ერთ ცნობას მოგაწვდით დიდი მოურავის შესახებ, უფრო სწორად, მისი
განსასვენებლის შესახებ. მოგეხსენებათ, სააკაძე ქალაქ ალეპოში დასაჯეს სიკვდილით.
XVII ს-ის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ ქართლის მეფეს ერზრუმიდან გადმოუყვანია
გიორგის შვილი იორამი და მამისეული მამული მიუცია. ქალიშვილი ანა-ხანუმი
ერზრუმში გარდაცვლილა მამისა და ძმის სიკვდილით დასჯიდან 20 წლის შემდეგ.
ერზრუმში მურად–ფაშას მეჩეთის სასაფლაოსთან, კუთხეში, ყიბლის მიმართულებით
ახლაც დგას მავზოლეუმი (თურბე). ოთხ სვეტზე დაყრდნობილი, ოთხივე მხარეს ღია
მავზოლეუმში სამი აკლდამაა – ერთი დიდი და ორი პატარა. წარწერები გადაშლილია. ასე
რომ, გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია, მაგრამ მავზოლეუმის ჩრდილო
მხარეს, მარჯვენა კუთხეში ჩასმულია 32,5×42 სმ მარმარილოს დაფა, რომელზეც ლამაზი
სულსით 4 სტრიქონზე წერია: