You are on page 1of 3

კახა მთვარაძე თეატრის რეჟისურა

კრეტა-მიკენის კულტურა
ეგვიპტური ხელოვნება

ეგვიპტური ხელოვნება

ყველაფერი, რაც დღეს ძველი ეგვიპტელების შესახებ ვიცით, მათი ხელოვნების


დამსახურებაა. ის თუ როგორ ეცვათ, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ
ცხოვროდნენ, რისი სწამდათ. მათი ხელოვნება გადაჯაჭვულია რელიგისათან.
ეგვიპტელებს ღმად სწამდათ საიქიო ცხოვრების. სწორედ ამ რწმენის დამსახურებაა
პირამიდები.

ძველ ეგვიპტეში ხელოვნების არერთი დარგი იყო განვითარებული: ფერწერა,


არქიტექტურა, ქანდაკება, რელიეფი.

სამი ათასი წლის მანძილზე მათი ხელოვნება მცირედით შეიცვალა. ეგვიპტური


ხელოვნების გავლენით ქმნიდენ ძველი ბერძნები საკუთარ შედევრებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეგვიპტური ხელოვნება გადაჯაჭვული იყო რელიგისთან


და ემსახურებოდა სულის საიქიო სამყაროში გადასვლას და დამკვიდრებას. აქედან
გამომდინარე ეგვიპტური ხელოვნების ნიმუშებს ვხვდებით სამარხებში, აკლდამებში
და ტაძრებში. აკლდამების კედლების მოხატულობა, რელიეფური ქანდაკებები,
სარქოფაკები. ასევე ტაძრებში იყო ღვთაებების ქანდაკებები.

ყველაზე ცნობილი ეგვიპტური ქანდაკებაა გიზის სფინქსი, რომელიც უზარმაზარია


და ზომით ორას მეტრამდე აღწევს. ასევე ცნობილი ქანდაკებაა რამზეს მეორის
ქანდაკება, რომელიც ასევე უზარამზარია. მაგრამ, გარდა ამისა ეგვიპტელები ასევე
აკეთებდნენ მცირე ზომის ქანდაკებებსაც. იცინი იყენბდენ სხვადასხვა მასალას:
სპილოს ძვალს, ოქროს, ხეს, კირქვას, ბაზალტს.

ასევე ეგვიპტური ხელოვნება ცნობილია სარქოფაკებით. სარქოფაკებზე გამოსახული


ფარაონების გამომეტყველება ძირითადად ერთნაირია და არ ატარებს ,,მფლობელის’’
ინდივიდუალურ ნიშანთვისებებს. სარქოფაკები დამზადებულია რთული ტექნიკით
და გამოყენებულია სხვადასხვა მასალა: ხე, ოქრო, ძვირფასი ქვები, ფერადი შუშა.

სამარხის კედლები მოხატული იყო სხვადასხვა სიუჟეტებით გარდაცვლილი


ადამიანის ცხოვრებიდან. ასევე ვხვდებით გარდაცვლილის სულის საიქიო სამყაროში
შესვლის პასაჟსაც; თუ როგორი ბედნიერი ცხოვრება ელის მას მარადიულ
ცხოვრებაში. მათი რწმენით ეს ეხმარებოდა ადამიანს, რათა საიქიო ცხოვრებაში
ბედნიერად გადასულიყო.

ეგვიპტური ფერწერა ძირითადად იყენებდა წითელ, ლურჯ, შავ, მწვანე და


ოქროსფერ ფერებს.

ფერწერული ნიმუშებიდან ვიღებთ იმფორმაციას, რომ ეგვიპტელებს ასევე ჰქონიათ


მისუკისა და ცეკვის კულტურა. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია თუ როგორ ცეკვავს
ორი ადამიანი, მუსიკოსები კი უკრავენ.

ეგვიპტური ხელოვნება მოგვითხრობს ფარაონებისა და ღმერთების შესხებ. მათ


ფარაონები სიცოცხლეშივე ჰყავდათ გაღმერთებული.

სამწუხაროდ ეგვიპტური ხელოვნების დიდი ნაწილი განადგურდა ან დროთა


განმავლობაში მოიპარეს სამარხის მძარცველებმა.

კრეტა-მიკენის კულტურა

ძვ. წ. მე-3-მე-2 ათასწლეულში კრეტასა და სამხრეთ საბერძნეთის ქალაქებში, მიკენსა


და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ყვაოდა კრეტა-მიკენის, იგივე ეგეოსის კულტურა.
კუნძული კრეტა გამოირჩეოდა მშვიდობით. იქ არ იყო თავდაცვითი შენობა
ნაგებობები. სამაგიეროდ უმაღლეს დონეზე იყო საცხოვრებელი არქიტექტურა.
გათხრების შედეგად, მრავალი შესანიშნავი სასახლე აღმოაჩინეს. განსაკუთრებული
ყურადღების ღირსია კნოსოსის სასახლე.

ამ შენობის გეგმა არის რთული. იგი ასიმეტრიული გეგმარებით არის აშენებული.


ცენტრში არის დიდი ეზო, მის გარშემო კი უამრავი სათავსოები და ოთახებია
განლაგებული: საცხოვრებელი, საძინებელი, საზეიმო დარბაზები, სამაურნეო
დანიშნულების და ა.შ. ასევე სასახლეს აქვს მშვენიერი დერეფნები. სასახლის
კედლები იყო მოხატული ნათელ ფერებში. ასევე აღსანისნავია ფერადი სვეტები,
წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სეტემები.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრეტული სასახლეები სულაც არ არის მასიური. იქ


შესულ ადამიანს არ დაეუფლბა განცდა, რომ თავად ერთი პატარა არსებაა. ეს
სასახლეები თითქოს მორგებულია ადამიანზე. განსხვავებით სხვა სასახლეებისგან,
სადაც შესულ ადამიანს უსუსურობის და მოწიწების განცდა იპყრობს.

ძვ. წ. მე-15 საუკუნეში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად კრეტის კულურა


განადგურდა. ამის შემდეგ განვითარებას იწყებს მიკენის კულტურა. მიკენის
კულტურამ ბევრი რამ ისესხა კრეტისგან, მაგრამ მაიც მოახერხა და შექმნა საკუთარი
ინდივდუალური კულტურული ძეგლები. კრეტელებისგან გასხვავებით მიკენელები
მებრძოლი ხალხი იყო.
მიკენური დასახლებები ძალიან კრგად იყო გამაგრებული და შემოსაზღვრული. ასევე
სტრატეგუილად მომგებიან ადგილებზე მდებარეობდა; შემაღლებულ ფერდობებზე.

ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლია მიკენის კარიბჭე, რომელსაც


ლომების კარიბჭეს უწდებენ, რადგან მასზე რელიეფური კვეთით გამოსახულია
ლომები.

ატრიდების აკლდამის გუმბათი ყველაზე დიდ ნაგებობად ითველებოდა, რომის


პანთეონის აშენებამდე.

კნოსოსის სასახლისგან განსხვავებით, მიკენის სამეფო სასახლე უფრო უბრალო და


სიმეტრიულია. მართკუთხა დარბზი, ცენტრში კერით. ჭერი ოთხ სვეტს ეყრდნობა.
ორსვეტოვანი შესასვლელით. შემდგომსი ეს სტილი გამოიყენეს ანტიკურმა
ბერძნებმა ,,ბერძნული სტილის’’ ტაძრების მშენებლობაში.

ისევე როგორც, ეგვიპტეში მიკენშიც სწამდათ საიქიო ცხოვრების და წარჩინებულ


ადამიანებს სამარხებში სხვადასხვა ნივთებს აყოლებდნენ.
ქალებს კრძალავდნენ ოქროს დიადემებით და ოქროთი მორთული კაბებით,
მამაკაცებს კი აბჯრებით და ოქროს ნიღბებით. აღსანიშნავია აგამემნონის ოქროს
ნიღაბი.

You might also like