You are on page 1of 9

ძველი ახლო

აღმოსავლეთი და მისი
დამწერლობა
• ძველი ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელიც
ასახავს ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პერიოდს,
როდესაც წინაისტორიული კულტურებიდან ძველი
ცივილიზაციების აღმოცენება და განვითარება მოხდა.
გეოგრაფიულად
მოიცავს მესოპოტამიას (თანამედროვე ერაყი, სამხრეთ-
აღმოსავლეთი თურქეთი, სამხრეთ-დასავლეთი ირანი,
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი სირია, ქუვეითი), ძველ
ეგვიპტეს, ძველ
ირანს (ელამი, მიდია, პართია, სპარსეთი), ანატოლიას (მცი
რე აზია), ლევანტს (თანამედროვე
სირია, ლიბანი, პალესტინა, ისრაელი, იორდანია)
და არაბეთის ნახევარკუნძულს, ასევე კვიპროსს და,
ხშირად, სამხრეთ კავკასიასაც.
ახლო აღმოსავლეთი კაციობრიობის ცივილიზაციის
აკვნადაა მიჩნეული. ამ რეგიონს უკავშირდება მსოფლიო
ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: უადრესი
მიწათმოქმედების, პირველი დამწერლობის, ქალაქური
დასახლებების, რელიგიური და სამხედრო სისტემების,
კანონმდებლობის, ფინანსური ანგარიშგების ჩასახვა და
განვითარება.
პერიოდიზაცია

ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის დასაწყისად ხშირად ძვ. წ. IV


ათასწლეულში შუმერული კულტურის აღმოცენებას თვლიან. ის
მოიცავს ბრინჯაოს და რკინის ხანას, დასასრულად კი ძვ. წ. VI
საუკუნეში აქამენიანთა იმპერიის ექსპანსია ან ძვ. წ. IV
საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენა, ზოგჯერ კი ახ. წ. VII
საუკუნეში ისლამის გავრცელება და არაბთა დაპყრობითი ომები
სახელდება.ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პერიოდიზაციის
სტანდარტიზაცია საკმაოდ რთული ამოცანაა. სხვადასხვა ქვერეგიონის
ისტორიის კონკრეტული პერიოდის მახასიათებლად განსხვავებული
კრიტერიუმი გამოიყენება; მაგალითად, ძველი ეგვიპტის ისტორიის
პერიოდიზაცია პოლიტიკური ორგანიზაციის ნიშნით ხდება („სამეფო“,
„გარდამავალი პერიოდი“), ძვ. წ. II-I ათასწლეულების მესოპოტამიისა —
ლინგვისტური (ცენტრალური და სამხრეთ მესოპოტამია — ძველი, შუა,
ახალი და გვიანი ბაბილონეთი, ჩრდილოეთ მესოპოტამია — ძველი, შუა,
ახალი და გვიანი ასურეთი), ძვ. წ. II ათასწლეულის შუა და გვიანი
პერიოდის ლევანტისა — არქეოლოგიური (გვიანბრინჯაოს ხანა I, II და III).
მეცნიერება და კანონმდებლობა-ანბანი
• ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში უდიდესი მიღწევები
ჰქონდათ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მესოპოტამია, რომელიც ხშირად ხალხთა და კულტურათა
ცვლილებების ეპიცენტრში იყო და ღია რჩებოდა უცხო გავლენების მიმართაც. ამავდროულად, ეგვიპტე
შედარებით იზოლირებული იყო, მისი მოსახლეობა კი — სტაბილური.ეგვიპტელები კარგად ფლობდნენ
მეცნიერების გამოყენებით დარგებს — მედიცინას, საინჟინრო საქმეს და აგეგმვას; მესოპოტამიაში დიდი
პროგრესი განიცადა ასტრონომიამ და მათემატიკამ.
• Მათი ანბანი და დამწერლობა სხვა დამწრლობებისგან განსხვავებული იყო ნბანური დამწერლობის შექმნა ძველი
ახლო აღმოსავლეთის უდიდესი მიღწევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანბანამდელი სამწერლობო სისტემები
თანდათან უფრო ფონეტიკური ხდებოდა, მათი შესწავლა და გამოყენება კვლავ მეტად რთული იყო. ასევე
მოუხერხებელი იყო მათი შემცვლელი მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობები. ადრეჰიქსოსურ პერიოდში
(ძვ. წ. XVII საუკუნე) ეგვიპტეში მცხოვრებმა სემიტებმა მოახდინეს იეროგლიფური სიმბოლოების გარკვეული
ადაპტაცია, რომელიც უძველესი ცნობილი წმინდა კონსონანტური დამწერლობაა. მისი მიბაძვით და ხმოვნების
აღმნიშვნელი ორი სიმბოლოს დამატებით კიდევ ერთი სისტემა შეიქმნა ჩრდილოეთ სირიაში.ეს ანბანი სწრაფად
გავრცელდა და საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვა სემიტების ჩრდილო-დასავლეთ განშტოებებში (ქანაანელები,
ებრაელები, არამეელები, ფინიკიელები). ძვ. წ. IX საუკუნეში ფინიკიელები მას უკვე დასავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში იყენებდნენ, ძვ. წ. VIII საუკუნეში კი ბერძნებმა და ფრიგიელებმა მისი ადაპტირება
მოახდინეს. ანბანის გაცნობიდან მალევე ძველ საბერძნეთში ნამდვილი კულტურული და ლიტერატურული
რევოლუცია მოხდა, ბერძნებმა კი ეს ცოდნა კი ევროპის სხვა ხალხებში გავრცელდა.
არამეული ნაბატე არაბული არამეული ნაბატე არაბული
ძველი ეგვიპტური დამწერლობა
ეგვიპტურ ენაზე დამწერლობა 3 ათასი წლის
განმავლობაში იქმნებოდა.
ყველა წერილობითი ძეგლი რომელმაც ჩვენამდე
მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.
იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა. იეროგლიფური
დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების
დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩვ.წ.-
მდე IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი
იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის
ნაწილს და ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც
(ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)
იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც
იყენებენ . ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ.
დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი
მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.
პროტოდამწერლობა
ყველაზე ძველი ნახატები, რასაც ჩვენამდე მოუღწევია,
არის გამოქვაბულებსა და მღვიმეებში, კედლებზე
გამოსახული ცხოველები (მაგ., ბიზონი, ცხენი და
სხვა). ცხადია, ასეთ ნახატებს დამწერლობას ვერ
ვუწოდებთ, ვინაიდან წარმოადგენენ მხოლოდ
გამოსახულებებს, რომლებსაც ვერასდროს
წავიკითხავთ. მეცნიერთა აზრით, ეს არ იყო მხოლოდ
სახვითი ხელოვნების ნიმუშები და მათი გამოსახვით
ადამიანი გადმოსცემდა რაღაც შინაარსს, მაგალითად,
რომ მან მოკლა ეს ცხოველი, მოკლა ამდენი და ამდენი
და ა.შ. გამოსახულ ცხოველთან ერთად უმეტესად
ჩამოსმულია ხაზები, რაც სწორედ რიცხვების
აღმნიშვნელ უპირველეს ნიშნებად მიიჩნევა.
ლურსმული დამწერლობა
ლურსმული დამწერლობა ძველ მსოფლიოში ფართოდ
გავრცელებული დამწერლობა იყო. მას იყენებდნენ
შუამდინარეთის უძველეს სახელმწიფოებში.
ლურსმული დამწერლობა უმარტივესი ელემენტის
სახით იყენებს ლურსმნის მოყვანილობის ნიშნებს.
ლურსმნებს შეიძლება ჰქონდეთ ჰორიზონტალური,
ვერტიკალური, დახრილი, ან სამკუთხა მოყვანილობა.
1901-1902 წწ-ში არქეოლოგ დემორგანის
ხელმძღვანელობით ქ. სუზაში აღმოჩენილია შავი
ბაზალტის სვეტის სამი ფრაგმენტი,
რომლებზეც ამოკვეთილია მეფე ხამურაბის კანონთა
კოდექსი.
ურარტული ლურსმული
წარწერები სპარსული ლურსმული წარწერები

ურარტული წარწერა ძველი სპარსულ ლურსმული


რომელიც არგიშთი I-ს წარწერებიდან ყველაზე ვრცელი და
ეკუთვნის ნაპოვნია ერბუნის ციხეში. მნიშვნელოვანია დარიოს I-ის
ხეთური ლურსმული
წარწერები სამენოვანი წარწერა ბისუტუნის
კლდეზე
ხეთური წარწერების
ამოკითხვა პირველად
შესძლო ჩეხმა მეცნიერმა,
ჰროზნიმ,
1915 წელს .

You might also like