You are on page 1of 30

ამფიბიები

ამფიბია ბერძ. ამფი - ორგვარი, ბიო - სიცოცხლე.


ბინადრობენ ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა.
ამფიბიების სხეული შედგება თავის ტანისა და
კიდურებისაგან.
ამფიბიების ხერხემალი (1) წარმოდგენილია მალებით, მათ 9 ან მეტი მალა
აქვთ, რომელიც თევზებთან შედარებით უფრო გაძვალებულია, მალების
რაოდენობა კი თევზებთან შედარებით შემცირებულია. ჩონჩხში განარჩევენ
მხრის (2) და მენჯის (4) სარტყელს, მხრის სარტყელთან შესახსრულია წინა
კიდურების (3) ძვლები, მენჯის სარტყელთან კი უკანა კიდურები (5).
ორ განსხვავებულ გარემოში ცხოვრებამ განსაზღვრა ამფიბიების
აგებულების თავისებურებანი. ბაყაყს ცურვაში ეხმარება სოლისებური
სხეული, ლორწოვანი კანი და უკანა კიდურები.
ხმელეთზე ამფიბიები ხტომით და
სიარულით გადაადგილდებიან,
წყალში კი დაცურავენ.
ვასაკას თითებზე მსხვილი მისაწოვრები აქვს და თავისუფლად
ცოცავს ხეზე და კედლებზე.
ამფიბიები სიცოცხლის პირველ ეტაპს წყალში ატარებენ, ასევე აქ
იმალებიან და მრავლდებიან. არიან ცივსისხლიანები, სხეულის
ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება.
ზოგიერთ ამფიბიას სასუნთქი ორგანოები (ლაყუჩები) გარეთ აქვს
გამოტანილი, ასეთია მაგალითად ამერიკული პროტეუსი და
აქსოლოტლი

ამერიკული პროტეუსი
ბაყაყს ორი წყვილი კიდური აქვს უკანა წინასთან შედარებით დიდი და
ძლიერი და მისი საშუალებით ხტუნავს, წინა კი საყრდენია, ხტუნვისას
ბიძგების შესამცირებლად ფეხები ბალიშებითაა აღჭურვილი.
თვალები ქუთუთოებითაა დაცული, თვალებთან ახლოს
აქვს თხელი აპკით დაფარული ყურის ხვრელები,
რომელიც სუსტ რხევებსაც აღიქვამს (კარგი სმენა
აქვს). ნესტოებში ყნოსვის მგრძნობიარე უჯრედებია.
ამფიბიებს კანი შიშველი და ტენიანი აქვთ. კანში მრავალრიცხოვანი
ლორწოს გამომყოფი პატარა ჯირკვალია, რომელიც ტენიანობას უნარჩუნებს
მათ სხეულს. ზაფხულში გამოშრობა ემუქრება და წყალში იმალება.
ბაყაყს აქვს თხელი კანი, რომელიც უხვად მარაგდება
სისხლით, წყალში ყოფნისას თავს ხშირად ამოყოფს ხოლმე
წყლიდან, რომ ჩაისუნთქოს.
ბაყაყი პირის ღრუს გაფართოებისას ნესტოებით ჰაერს
შეისრუტავს, შემცირებისას კი ჰაერი ფილტვებში გადადის ამ
დროს ნესტოების სარქველები იკეტება.
ბაყაყის ტომსიკის მსგავსი ფილტვები თხელი ელასტიურ კედლიანია და
მოფენილია სისხლძარღვებით, ასევე პირის ღრუც სისხლძარღვებითაა
მოფენილი და ნაწილობრივ მონაწილეობს ჟანგბადით მომარაგებაში.
ბაყაყი იკვებება მწერებით, მათ
დაჭერაში გრძელი ლორწოვანი ენა
ეხმარება.
ბაყაყი ნადირობს მოძრავ მწერებზე, ის მოთმინებით ელოდება ამ მომენტს და როცა
მწერი ჩაუფრენს სწრაფად გადმოისვრის გრძელ, წებოვან ენას და დაიჭერს მწერს.
ენა ბაყაყს ქვედა ყბის წინა მხარეს აქვს დამაგრებული, დიდი თვალები ყლაპვისას
პირის ღრუს უკან აწვება და ყლაპვას უადვილებს.
გამრავლების პერიოდში მამრი ბაყაყი მდედრს უხმობს, მათ პირის კუთხეებში თითო
ბუშტისმაგვარი ორგანო აქვს, როცა ყიყინებს ეს ბუშტები იბერება და ხმას
აძლიერებს. ბაყაყების გარდა ხმებს ზოგიერთი ამფიბიაც გამოსცემს მაგ. მყვარი
შიშის დროს წივის.
ზოგიერთი ამფიბია მზრუნველი მშობელია და ზურგით ატარებს
შვილებს, ზოგიერთი კი კვერცხებს უყურადღებოდ ტოვებს,
ზოგიერთი მამრი ბაყაყი კვერცხებს ზურგზე იმაგრებს და
გამოჩეკამდე ზურგით დაატარებს.
ქვირითს სიღრმეში წყალმცენარეებს შორის ყრის, მამრი წყალში გამოყოფს
სპერმატოზოიდებს. ქვირითი დაფარულია სქელი გამჭვირვალე გარსით, რაც
ხელს უშლის ერთმანეთთან მიწებებს და აუმჯობესებს ჟანგბადით მომარაგებას.
გარსი ლინზის მსგავსად კრებს მზის სხივებს ათბობს. (სითბო მნიშვნელოვანია)
თავკომბალას აქვს კუდის ფარფლი, გვერდითი ხაზი, ლაყუჩები და იკვებება
მცენარეებით, თავკომბალას ბყაყად გარდაქმნა დაახლოებით 1-2 თვე
გრძელდება. ზამთარს შლამში ატარებს და იკვებება დაგროვილი ცხიმის
ხარჯზე.
არსებობს კუდიანი და უკუდო ამფიბიები, უკუდო ამფიბიებს განიერი
მსხვილი სხეული აქვთ, უკანა კიდურები უფრო დიდი და ძლიერია
ვიდრე წინა. წინა კიდურებს საყრდენი ფუნქცია აქვთ.
უკუდო ამფიბიაა: გომბეშო, ვასაკა, მყვარი, ბაყაყი და სხვა.
ვასაკა

ბაყაყი
მყვარი

გომბეშო
გომბეშოს მოკლე უკანა კიდურები და მშრალი, მეჭეჭებიანი
სქელი კანი აქვს. მჭეჭები შხამიან სითხეს გამოყოფს. ასეთი კანი
იცავს წყლის აორთქლებისგან და წყალსატევის მოშორებით
ცხოვრობს. იკვებება მწერებით, მათი ლარვებით და
ლოქორებით, ზოგიერთი ბაყაყებზე, ხვლიკებზე და თაგვებზე
ნადირობს.
კუდიან ამფიბიებს აქვს კუდი და თანაბრად განვითარებული
კიდურები. მათ მიეკუთვნება: ტრიტონი, სალამანდრა, აქსოლოტლი
და სხვა. ისინი ბინადრობენ წყალსატევებთან ახლოს, ტენიან ტყეებში.
ზამთარში მათ ზამთრის ძილით სძინავთ.
სალამანდრა
ტრიტონი

აქსოლოტლი
სავაცხლიანი ტრიტონი კუდიანი ამფიბიაახმელეთზე ნაბიჯ-ნაბიჯ დადის, გაზაფხულსა და
ზაფხულს წყალში ატარებს. ახასიათებთ შინაგანი განაყოფიერება, მამრს გამრავლებისას
ზურგზე მკვეთრი ფერის სავარცხელი ეზრდება და მდედრს იზიდავს. იკვებება წყალში
მწერის ლარვებით, დაფნიებით და ციკლოპებით, ხმელეთზე ჭიებით და ლოკოკინებით.
ცეცხლოვანი სალამანდრა გავრცელებულია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში,
დაფარულია მკვეთრი ნარინჯისფერი ლაქებით გარეგნულად ხვლიკს ჰგავს, ცუდად
ცურავს, გაურბის სინათლეს ნადირობს ღამით იკვებება პეპლებით,ტრიტონებით,
ბაყაყაბით. შხამით მსხვერპლს ადამბლავებს.
არსებობს უფეხო ამფიბიები, ისინი ჭიაყელას ან გველს
წააგავს, იკვებებიან მოლუსკებით და ჭიაყელებით.
ამფიბიები ანადგურებენ სოფლის
მეურნეობის მავნებლებს,
ადამიანისა და ცხოველის მრავალი
დაავადების გადამტანებს.

You might also like