You are on page 1of 19

მიტოზი და მეიოზი - შედარება

პრეზენტაციის ავტორი:
მაგდა ლაფერაშვილი
მეიოზი
I მეიოზის დაწყებამდე
უჯრედმა ჯერ ინტერფაზა უნდა
გაიაროს. ისევე, როგორც
მიტოზში, უჯრედი G1 ფაზაში
იზრდება, S ფაზაში ყველა
ქრომოსომას აორმაგებს და
გასაყოფად G2 ფაზაში
ემზადება.
I პროფაზაში უკვე ჩნდება განსხვავებები მეიოზსა და მიტოზს შორის. მიტოზში ამ ფაზაში
ქრომოსომები კონდენსაციას იწყებენ, მაგრამ მეიოზში ისინი წყვილდებიან კიდეც.
თითოეული ქრომოსომა ზუსტად თავისი ჰომოლოგიური წყვილის გვერდზე განთავსდება ისე,
რომ მთელ სიგრძეზე ერთმანეთის პარალელურად იყოს მათი მსგავსი უბნები. პროცესს,
რომლის დროსაც ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთმანეთს ნაწილებს
უცვლიან, კროსინგოვერი (ინგ. crossing over - გადაჯვარედინება) ეწოდება. კონიუნგაცია და
კროსინგოვერი დამახასიათებელი ნიშანია მეიზის პირველი პროფაზის.
უჯრედები I მეიოზიდან II
მეიოზში დნმ-ის გაორმაგების
გარეშე გადადიან. II მეიოზი I-ის
შემოკლებული და
გამარტივებული ვერსიაა და
შეგიძლიათ, II მეიოზი
„ჰაპლოოდური უჯრედის
მიტოზად" წარმოიდგინოთ.

II მეიოზს ის უჯრედები იწყებენ,


რომლებიც I მეიოზში წარმოიქმნა.
ისინი ჰაპლოიდურია - ანუ
თითოეული ჰომოლოგიური
წყვილიდან მხოლოდ ერთი
ქრომოსომა აქვთ - მაგრამ
თითოეული მაინც ორი დობილი
ქრომატიდისგან შედგება. II მეიოზში
დობილი ქრომატიდები
განცალკევდება და მიიღება
ჰაპლოიდური უჯრედები, რომელთაც
თითოეული ქრომოსომის მხოლოდ
ერთი ასლი აქვთ, ორის ნაცვლად.
გამეტოგენეზი
გამეტოგენეზი სასქესო უჯრედების ანუ გამეტების წარმოქმნის პროცესია .
მრავალუჯრედიან ცხოველებში გამეტოგენეზი სპეციალურ ორგანოებში — გონადებში
(საკვერცხე, სათესლე, ჰერმაფროდიტული სასქესო ჯირკვალი ) ხდება .

სპერმატოგენეზი (მამრობითი გამეტოგენეზი) და ოოგენეზი (მდედრობითი გამეტოგენეზი ) სამ


ეტაპად მიმდინარეობს:

1.პირველადი სასქესო უჯრედები გამეტოგონიები (სპერმატოგონიები და ოვოგონიები ), რომლებიც


ქრომოსომათა დიპლოიდურ ჯგუფს შეიცავენ , მრავალგზის იყოფიან მიტოზურად .

2.გამეტოგონიები იზრდებიან, მწიფდებიან და გამეტოციტებად (სპერმატოციტებად ან ოვოციტებად )


იქცევიან. ამავე პერიოდში ხდება მთავარი პროცესი — გამეტოციტები მეიოზურად იყოფიან და ამის
შედეგად მიიღება ქრომოსომების განახევრებული (ჰაპლოიდური ) რიცხვის შემცველი უჯრედები —
სპერმატიდები ან ოვოტიდები.

3.ყალიბდება სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედს უჩნდება გარსები , სპერმატოზოიდებს


კი — შოლტები, რომელთა საშუალებითაც ისინი მოძრაობენ . ზოგი ცხოველის სპერმატოზოიდს სხვა
სამოძრაო საშუალებები აქვს.
საწყისი კვერცხუჯრედი საწყისი სპერმატოციტი

ოოგენეზი (მდედრობითი სპერმატოგენეზი


სქესისთვის (მამრობითი სქესისთვის
დამახასიათებელი) დამახასიათებელი)

მეორეული მეორეული
კვერცხუჯრედი სპერმატოციტებ

მომწიფებული
კვერცხუჯრედი

პოლარული სხეულაკები სპერმატიდები


(განაპირობებენ ქრომოსომების
კომპლექტის სწორად გადანაწილებას კვერცხუჯრედში)
დაავადებები
სიცოცხლესთან შეთავსებადი ტრისომიებიდან
ყველაზე ხშირია დაუნის სინდრომი, ანუ ტრისომია
21. ამ თანდაყოლილი დაავადების მქონე ადამიანები
დაბლები არიან, აქვთ მოკლე თითები,
განსხვავებული სახე, ფართო ქალა და დიდი ენა და
აღენიშნებათ განვითარებაში ჩამორჩენა. სურათზე
ნაჩვენებია დაუნის სინდრომის მქონე
ადამიანის კარიოტიპი, ანუ ქრომოსომათა ნაკრები,
რომელზეც 21-ე ქრომოსომის სამი ასლი ჩანს:
- კლაინფელტერის სინდრომი -

კლაინფელტერის სინდრომი არის


დარღვევა, როდესაც მამრობითი სქესის
ჩვილები იბადებიან დამატებითი X
ქრომოსომით (XXY). კლაინფელტერის
სინდრომი გამოწვეულია დამატებითი X
ქრომოსომის არსებობით. ბავშვებს აქვთ
დასწავლის პრობლემები, გრძელი მხრები და
ფეხები, პატარა ზომის სათესლე ჯირკვლები
და არიან უნაყოფონი. კლაინფელტერის
სინდრომი შედარებით ხშირია.
კლაინფელტერის სინდრომის მქონე ბიჭების
უმეტესობას აქვს ნორმალური ან მცირედ
დაქვეითებული ინტელექტი. ბევრს აქვთ
მეტყველების და კითხვის უუნარობა და
დაგეგმარების სიძნელეები. უმეტესობას აქვთ
მეტყველების პრობლემები.
- ტერნერის სინდრომი -

ეს სინდრომი გვხვდება, როდესაც ინდივიდს


აქვს ერთი სასქესო X ქრომოსომა. ამავე დროს,
სომატური უჯრედების უმეტესობაში
ქრომოსომების საერთო რიცხვი შემცირებულია
45-მდე. სიმპტომები ვარიაბელურია. ხშირად
გვხვდება მოკლე კისერი, დაბალი ყურები,
სიმდაბლე, დაბადებისას — შეშუპებული
ფეხები, ხელები. ტერნერის სინდრომიით
დაავადებული ინდივიდები დიაბეტის,
ოსტეოპოროზისა და მაღალი წნევის რისკის
ქვეშ იმყოფებიან.
მიტოზი მეიოზი
რომელ უჯრედებს ახასიათებთ? სომატური (არასასქესო) სასქესო

რამდენი გაყოფისგან შედგება? 1 2


ყოველი მიტოზური გაყოფის მხოლოდ პირველი მეიოზური
როდის ორმაგდება დნმ?
წინ, ინტერფაზაში. გაყოფის წინ, ინტერფაზაში.

როგორი ქრომოსომული კომპლექტი


მიიღება
დიპლოიდური ჰაპლოიდური

რა პროცესები მიმდინარეობს
კონიუგაცია და
ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის _
პროფაზაში? კროსინგოვერი

მეტაფაზა I:
როგორ ლაგდებიან ქრომოსომები სათითაო ქრომოსომები • წყვილ-წყვილად
მეტაფაზაში? ერთ სიბრტყეზე მეტაფაზა II:
• ცალ-ცალკე

ორგანიზმის სასიცოცხლო
ორგანიზმის მთელი
როდის მიმდინარეობს? ციკლის განსაზღვრულ
სიცოცხლის განმავლობაში
პერიოდში
მსგავსება
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პროცესი განსხვავდება,
მათ საერთოც აქვთ. მაგალითად:

• ორივე პროცესი შეიძლება წარიმართოს ცხოველებშიც


და მცენარეებშიც.
• ახალი უჯრედები წარმოიქმნება ორივე შემთხვევაში.
• ორივე პროცესის დროს აქვს ადგილი დნმ-ის
რეპლიკაციას.
• ფაზები ერთმანეთის ანალოგიურია და მეიოზი II
ძალიან ჰგავს მიტოზს.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like