You are on page 1of 13

ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნუკრი დუმბაძე

სტრუქტურული თავისებურებები ვახტანგ ჯავახაძის


ელეგია ,,ყელსაბამში’’

სპეციალობა: ქართული ფილოლოგია

ბაკალავრიატი, მესამე კურსი.

ხელმძღვანელი: ნანა ტრაპაიძე


ნაშრომის აქტუალობა:

საკვლევ მასალად აღებული პოეტური ტექსტის ჰერმენევტიკული ანალიზი


პირველი მცდელობაა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ქართულ კრტიკულ და
ლიტერატურატმცოდნეობით პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა, გარდა რამდენიმე
მიმოხილვითი შეფასებისა არ გვხვდება.

მიზნები-ამოცანები:

1. ვახტანგ ჯავახაძს ,,ელეგიის’’ სტრუქტურული თავისებურებების კვლევა და


შესაბამისი ნიუანსობრივი სიახლეების დადგენა.
2. სამოციანელთა ესთეტიკის ზოგადი მიმოხილვა.
3. ,,ელეგიის’’, როგორც კონკრეტული ჟანრის დეკონსტრუქციის ანალიზი
4. ცოლის, როგორც პერსონაჟის სრულიად განსხვავებული მოდელი. ჩვენ
,,ელეგიას’’ ამ კუთხითაც შევისწავლით.

1.
60-იანელების თაობა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, რომელსაც შეგვიძლია პოსტგალაქტიონური


პერიოდიც დავარქვათ, ექსპერიმენტულობით და ეკლექტურობით ხასიათდება.

გალაკტიონის ,,დიქტატურიდან’’ თავის დახსნა იმ თაობის პოეტებმა სცადეს,


რომლებსაც მოგვიანებით ე.წ. სამოციანელთა თაობა ეწოდა.

ამ არაფორმალურ ჯგუფში რამდენიმე, მართლაც, ინდივიდუალური ხელწერისა და


უნიკალური პოეტური ხმის მქონე ავტორი შედიოდა: ძმები ჭილაძეები, ტარიელ
ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, გივი გეგეჭკორი.

ვიდრე კონკრეტულად ვახტანგ ჯავახაძის პოეტიკის თავისებურებს


გავაანალიზდებდეთ, გავეცნოთ 60-იანელთა ესთეტიკის ზოგად ტენდენციებას. .

პირველი ნიშანი, რაც მათ გამოარჩევდათ თავიანთი წინამორბედებისგან, არის


სამყაროს ირონიულ-პაროდიული აღქმა. ეს ვრცელი ნაკადი,რომლის ფესვებსაც,
ცხადია, ჯერ კიდევ დავით გურამიშვილის ,,ქაცვია მწყემსში’’ ვხვდებით,

საკმაოდ ორიგინალურად და ორგანულად აქციეს ვახტანგ ჯავახაძემ და ტარიელ


ჭანტურიამ საკუთარ შემოქმედებით და მსოფლმხედველობრივ ინსტრუმენტად.

ფაქტობრივად, ისინი ახდენენ კონვენციური ესთეტიკის ტრანსფომაციას და


აზავებენ ახალი, ორგანული და გამორჩეული ფორმებით ამავე კონვენციის
ფარგლებში.

თუ ო.ჭილაძის და გ. გეგეჭკორის პოეზია ღრმა ლირიზმით გამოირჩევა ვახტანგ


ჯავახაძისა და ტარიელ ჭანტურიას პოეტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია
სამყაროს და სოციალური რეალობის პაროდიულ და ხშირად სარკასტულ აღქმაში,

თუ თეიმურაზ დოიაშვილს დავიმოწმებთ, გეგეჭკორის პოეტიკა „ ტრადიციის


უფაქიზესი აღქმით და სიახლის ტვიფრით“ ხასიათდება. ეს „რთული სისადავე“
შეგვიძლია ოთარ ჭილაძის პოეტურ და პროზაულ ტექსტებსაც მოვარგოთ.

თაობა, რომელსაც ტარიელ ჭანტურიამ შხამდალეულთა თაობა უწოდა გამოირჩევა,


არამხოლოდ ახალი სტილისტური ფორმების ძიებითა და დანერგვით, არამედ
შინაარსობრივად გამარტივებული, უფრო ყოფითი თემატიკით და ზედმეტი
ლინგვისტური ბალასტისგან დაცლილი კონვენციით.

თუ მანამდე პოეტები ერიდებოდნენ ლექსებში ჩვეულებრივი ყოფითი ფრაზების ან


საყოფაცხოვრებო ნივთების სახელთა გამოყნებას, ეს „ტრადიცია“ სამოციანელებმა
მოშალეს.
როცა სამოციანელთა თაობაზე ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს
ერთი მწვავე პოლემიკა გ. პეტრიაშვილსა და ტ. ჭანტურას შორის:

„გურამ პეტრიაშვილი ჩამოთვლის სიტყვებს: ოცნება, სურვილი, ხილვა, სიზმარი,


აპრილი, გაზაფხული, ქარი, ქარიშხალი, წვიმა, მთვარე, მზე, ვარსკვლავი (...) სინაზე,
სინათლე და ასკვნის: დაკანონებულია აზრი რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვები
პოეტური სიტყვებია.’’

ტ.ჭ. ამ რეპლიკას ასე ეპასუხება: სად რომელ წიგნში წაიკითხა გ. პეტრიაშვილმა ეს,
ვინ მოახსენა, ამ აზრს იგი ვერსად ვერ ამოიკითხავდა, ეს აზრი საკუთრივ მისი და
მხოლოდ მისი აზრია.“

ეს პოლემიკა შემდგომ ვერლიბრის და კონვენციური ლექსის იდეურ ჭიდილში


გადაიზარდა, რაც 70 - იანებში ლია სტურუას და ბესიკ ხარანაულის გამოჩენით და
ახალი რადიკალური ექსპერიმენტების დამკვიდრებით დასრულდა.

პრაქტიკულად, სამოციანელთა თაობიდან ირონიულ -პაროდიული დისკურსი


სწორედ იმ ორი პოეტის შემოქმედებაში იკვეთება რომლებიც შეიძლება ითქვას,
დღესაც პროდუქტიულებად ითვლებიან. ჩვენ სწორდ ვ. ჯავახაძის გახმაურებული
ლექსის ჰერმენევტიკულ ანალიზს შემოგთავაზებთ.

2.

,,ელეგია ყელსაბამი’’

2016 წელს გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემულ ვახტანგ ჯავახაძის


პოეტურ კრებულში “ელეგია და სხვა” შესულია ავტორის მიერ 2012-2016 წლებში
დაწერილი პოეტური ტექსტები. კრებულის ცენტრალური ლექსია “ელეგია
ყელსაბამი’’,რომელიც პირველად ივლისის თვეში “ლიტერატურულ გაზეთში”
გამოქვეყნდა. მკითხველთა საკმაოდ დიდი ნაწილის ყურადღება მთლიანად
კონცენტრირდა და აკუმულირდა ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტულ
ლექსზე. მას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა არამხოლოდ მკითხველთა, არამედ
სხვა ქართველი პოეტების და ლიტერატორების მხრიდანაც.

“რატომ აგვაღელვა, აგვაფორიაქა და გაგვაერთიანა კიდეც თითქოს ვახტანგ ჯავახაძის


ამ ლექსმა?” სვამს რიტორიკულ შეკითხვას გამომცემელი ზვიად კვარაცხელია თავის
წერილში “ფიქრები ვახტანგ ჯავახაძის ელეგიაზე”

მართლაც და რა არის ამ ლექსის მთავარი ხიბლი.


დავიწყოთ ეპიგრაფის ანალიზით, ვახტანგ ჯავახაძე თავის ელეგიას ურთავს მურმან
ლებანიძის ლექსის პატარა სტრიქონს: “ვეჩვევი უშენობას” ,რომელიც მან თავის
გარდაცვლილ შვილს ,ფიქრიას მიუძღვნა, ის მოსკოვში იმყოფებოდა, როცა შვილის
გარდაცვალება შეატყობინეს, მთლიანი ტექსტი კი ასე გამოიყურება:

„ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,

არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას…

თავი ვერ მოვიკალი! ვთამაშობ პოკერს,

ვიგონებ საქმეებს და

ვეჩვევი უშენობას…”

ჯავახაძის ელეგია შეიძლება ითქვას ეპიგრაფში გაცხადებული დებულების


ვერბალური მანიფესტაციააა.

უნდა აღინიშნოს რომ ვრცელი მოცულობის მიუხედავად, ტონი და ტემბრალური


გრადაცია მუდმივად იცვლება და ეს ტემბრალური ცვლილება მიიღწევა
ალიტერაციითა და რეფრენით.

მაგ: “ნანები! შენ და იავნანები, ნანები შენ და ვარდონანები!:

გინანე: კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები’’

ასევე

“რადარი არადარებდა”

ტექსტი იწყება მასში საგნების შემოსვლით:

“დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა - შენები,”

საგნების დატვირთვა ელეგიაში მთავარ მაგისტრალურ ხაზად გვევლინება, რადგან


საგანი როგორც უკვდავი, მატერიალური ფაქტურა ყველაზე ხელჩასაჭიდი
რამაა ,რაც ლირიკულ გმირს უკვე გარდაცვლილ პიროვნებასთან აკავშირებს:

“ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი”
პრაქტიკულად, ლექსის კითხვისას შეგვიძლია ნარატორის უმძიმეს
ეგზისტენციალურ მდგომარეობასაც ვაანალიზებთ, რაც მეუღლის გარდაცვალებამ
გამოიწვია.

ამ ემოციური ენერგიისგან განთავისუფლებას კი ის წერით ცდილობს ანუ წერა


ხდება ერთგვარი მედიტაციის და გარკვეული ამბებისგან დისტანცირების
საშუალება, რათა ეს ამბები გასწორებულ, დაწმენდილ ფოკუსში განთავსდეს და ისე
შეფასდეს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ, ამ ტექსტში ავტორი ახერხებს, პირადი ყოფითი


ამბის გარდაქმნას ერთგვარ, დატირებად. მთელი სამყარო: საგნების, რეალურად
არსებული პიროვნებების, ყვავილების, ფრინველების, სახლის ჩათვლით ამ
ტრაგედიის ერთგვარი ანტურაჟისთვის კი არა, ემოციის ტოტალიზაციისთვისაა
საჭირო.

თავად ის ფაქტი, რომ :

,, ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,

გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.

ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,

ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.’’

აქ უკვე გარდაცვლილი, ფიზიკურად არარსებული ( თუმცა პოეტის გონებაში და


სულიერ ორბიტაზე ჯერ კიდევ მყოფი) პიროვნება, რომელიც მოგვიანებით
დგინდება რომ ქალია, თუმცა მისი სახელი არ კონკრეტდება, რაც ვფიქრობთ, ხელს
შეუშლიდა ავტორსა და მკითხველს შორის წარმოქმნილი ინტიმურობის
შენარჩუნებას.

აღსანიშნავია ისიც რომ ამ პოეტურ ტექსტში დომინირებს ასოციაციურობის


მომენტები. კერძოდ, ჩვენ საქმე გვაქვს კონკრეტული საგნების ბიოგრაფიებთან და
ავტორის დამოკიდებულებასთან ამ საგნების მიმართ, გარდა ამისა ყოველი ნივთი
მოიცავს აწ გარდაცვლილი მეუღლის აურას , შეიძლება ითქვას, მთელი ოთახი,
მთელი სახლი რეპრეზენტირებს იმ ბიოგრაფიულ ასპექტებს, რაც შეიძლება
მკითხველისთვის უმნიშვნელო წვრილმანი იყოს, თუმცა კითხვისას ეს
(ბიოგრაფიულობა) მაქსიმალიზდება პიროვნულ დისკურსში:

“შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,

როცა წითლები მოპარულივით - შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.”


“და გავიხსენეთ მოსკვა - რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა”

“შენ თიანეთში ბესიკის დედამ, ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი”

“ვიხსენებ რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს,

დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს.”

როგორც ვხედავთ ნივთების ფსიქოლოგია ელეგიაში ერთერთი მაგისტრალური


ხაზია ეს გულისხმობს იმას რომ გარდაცვალების შედეგად წარმოქმნილი სცარიელე
კომპენსირდება ნივთებით რომლებიც გარდაცვლილი პიროვნების ენერგეტიკის
მატარებლები არიან.

“როგორ მკრთალდება ელეგიაში, განსხვავება ლიტერატურასა და ავტობიოგრაფიას


შორის?” - სვამს შეკითხვას ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული...

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოგვყავს ფრაგმენტი ელეგიადან

“და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი,

მე შენ დოლარი გადაგიხადე უცნობის ყოველ კორექტურაში”

პრაქტიკულად, აქ უკვე იშლება არსებითი დემარკაციული ხაზი ფიქციურობასა და


ყოფით რეალობას შორის,

ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ავტორმა გარდაცვლილ მეუღლეს


რეალურად გადაუხადა თუ არა დოლარი ,,უცნობის“ კორექტურაში, რადგან ის
პიროვნული ტრაგიზმი, რაც ამ კონკრეტულ აკუმულირებული, იმდენად
სუბიექტურია, რომ ეს ხდება მიზეზი რელობის კონტურების გაქრობისა,

ეს პროცესი კი მიიღწევა შემდეგი პოეტური ფორმულით, რომელიც ტომას სტერნზ


ელიოტმა ჩამოაყალიბა თავის ,,საღვთო ტყეში.

“ერთადერთი გზა ხელოვნების ფორმით ემოციის გამოხატვისა, არის ამ ემოციის


“ობიექტური კორელატივის” (საგნობრივი შესაბამისობა) პოვნა: სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, საგნების, სიტუაციების, მოვლენათა ჯაჭვის განვითარების თავთავის
ადგილზე დაწყობა დალაგება. (ელიოტი 2017:97)

შეიძლება ითქვას, ამ ტექსტის მთლიანი ენობრივი ფაქტურა სწორედ ამ ემოციის


“ობიექტური კორელატივის” პოვნაზეა ორიენტირებული, რაც ავტორის და
კონკრეტული ნივთების ეგზისტენციალურ - ემოციონალურ ურთიერთობაში
ცხადდება.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავსვამთ პაროდიულობის საკითხს ვახტანგ


ჯავახაძის ,,ელეგიაში“, მაშინ პრინციპულად ახალი და ელეეგიის ემოციონალური
ველისთვის არაორგანულ ასპექტზე მოგვიწევს ყურადღების შეჩერება,

“ამიერიდან სალხინებლის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო,

და რა კი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვითონ უნდა წამოგეწიო”

პრაქტიკულად, ავტორი ერთ სიბრტყეზე ათავსებს ყოფითი ელემენტების და


ტრანსცენდენტული სამყაროს კომბინაციას, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ,
უპირველეს ყოვლისა, არსებითად ორიგინალურ ფორმას რაც, ბუნებრივია, იმ
თაობის ესთეტიკის ნაწილია, რომლის წარმომადგენელიც არის ვახტანგ ჯავახაძე.
მეორე მხრივ, ამ ფრაგმენტში კონკრეტული სიგნალის დეკოდირებაა შესაძლებელი.
ვინაიდან ავტორი გვთავაზობს მიღმიერი სამყაროს კათოლიკურ ანუ დანტესეულ
მოდელს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილი გადის თვითგანწმენდის
რიტუალს. ეს ასპექტი კი მიუთითებს იმაზე, რომ ავტორი არ ქმნის
გარდაცვლილისგან კერპს.

ლიტერატორი გია არგანაშვილი კრებულზე თანდართულ წერილში ყურადღებას


ამახვილებს კიდევ ერთ ნიუანსსზე:

“ქართულ ლიტერატურას დღემდე აკლია ( აკლდა ) მეუღლის (ცოლის)


განზოგადებული მხატვრული სახე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ თემაში
ლიტერატურა ჯერაც ვერ გათავისუფლებულა ფოლკლორის გავლენისგან”

ქართული ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ერთგული და მაქსიმალისტი ცოლის


ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი ტიპაჟი, რომელიც ვაჟაფშაველამ აღაზას სახით
შექმნა პოემაში “სტუმარ - მასპინძელი” .

არსებითად, რაც ვახტანგ ჯავახაძის “პროტაგონისტს” განასხვავებს ვაჟა- ფშაველას


პერსონაჟისგან, არის ის, რომ ,,ელეგიაში“ გარდაცვლილზე უფრო მეტს ვიგებთ
საგნებით და ნარაციის მეშვეობით, ვიდრე ქმედების სახით .

,,ელეგია’’ ერთი ადამიანის ტრაგედიაზე კონცენტრირებული ტექსტია. მას


შეგვიძლია მონოდრამაც კი ვუწოდოთ.

სამყაროს ის მიკრომოდელი , რომლის ცენტრშიც დგას ნარატორი, სავსეა იმ


ხალხით, რომლებთანაც მეგობრობდა ან გარკვეული ემოციური კავშირი ჰქონდა
გარდაცვლილ მეუღლეს და აქვს თავად ნარატორს:
ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი, ბესიკ ხარანაული, გურამ დოჩანაშვილი, მერაბ
ბერძენიშვილი, ელგუჯა ამაშუკელი.

ნარატორი თავისი ბიოგრაფიული ამბების გადმოსაცემად იყენებს უჩვეულო


ეპითეტებს და მეტაფორებს, რაც ,ბუნებრივია, ინტერსუბიექტური თვალსაზრისით
ძალიან მძაფრი და ხელშესახებია:

“გასაშიფრავი წლების ქაოს”, “კაბა კუბანი”, “მოაჯირივით შემოგაშველა”

“ბუთხუზა იასამნები”, “წელიწადების კრიალოსანი”, “ჩვენი ზიარი ნაფეხურები


კატაბალახამ ააბალახა” , “აუარება უარებია” , “მაზალო სენტიმენტები”.

ტექსტის კითხვისას ხშირად მეორდება ფრაზა, რომელიც შეიძლება ითქვას, არის


გასაღები ელეგიის ეგზისტენციურ ველში შესაღწევად :

“გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ”

ეს თითქოს მაგიური შელოცვა ტექსტში რამდენჯერმე მეორდება, არ არის უცნაური,


რომ ასე აიტაცა საზოგადოებამ ეს ფრაზა, რომელიც ავტორის შემოქმედებითი
ოსტატობის მწვერვალადაც შეიძლება მივიჩნიოთ ვინაიდან იგი ავლენს ერთგვარ
“გამოუთქმელის გამოთქმის” უნარს.

ეს ფრაზა მოიცავს ერთგვარ სემანტიკურ კოდს, რომელშიც საკმაოდ ოსტატურადაა


გაცხადებული შემდეგი მოცემულობა: პერსონაჟის არამარტო ფიზიკურ
მდგომარეობაში არ არსებობას, არამედ ტრასნსცენდენტურ სამყაროში გადასვლას
ნიშნავს, უფრო მარტივად კი პერსონაჟის სიკვდილს, რომლის ენერგიასაც მხოლოდ
საგნები თუ ითავსებენ განსაკუთრებით კი „ყელსაბამი“, რომელიც ასევე ტექსტის
მიხედვით პერსონიფიცირებულია და იტანჯება, ამ მდგომარეობას კი ავტორი
თითქოს უბრალო ეპითეტით „ჯვარცმული“ აღწერს, ასევე თვალთახედვიდან არ
უნდა გამოგვეპაროს ის ფაქტიც, რომ ეს ტელეფონები არიან ნერვიულები:

„და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...“

რაც შეიძლება გულისხმობდეს განწირულობას იმის ტრაგიკული ფაქტის ვერ


მიღებას, (დაჯერებას, გაცნობიერებას)

ავტორის დამოკიდებულება სიკვდილის ფენომენის მიმართ არაერთგვაროვანია.


შეიძლება ითქვას, ეს ტექსტი უფრო მეტად ფოკუსირებულია სიცარიელის
ტოტალიზაციაზე ვიდრე უბრალოდ ემოციური მუხტის მანიფესტაციაზე. თუმცა
ვერც იმას ვიტყვით, რომ ტექსტი დაცლილია ემოციისგან:

„მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრო მეპატარავა,


და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს თითქოს მარტო არა ვარ

ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,

შენ კი ორივე გამოიყენე, დუმილისა და ვეტოს უფლება.“

„უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელი მომაყვანინებს,

მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსვა წყალი ყვავილებს.“

„სიზმარში მაინც გამომეცხადე რომ შეგადარო და შეგედარო“

„ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარ აანთო,

გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები ჩემო ოთარაანთო“

ერთერთი მთავარი ინტერტექსტი, რომელიც ,,ელეგიაში“ იკითხება არის


ვეფხისტყაოსანი, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულის სიმბოლო:

„გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი“

„გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა

გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა“

ელეგიის ტრაგიკული კონტექსტიდან გამომდინარე, თითქოს ამ ფრაზის მოხმობა,


წესით, უნდა ქმნიდეს კონტრასტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფანჯარაში
გამოჩენილი ცისფერი მტრედი, როგორც სიწმინდის, უმანკოების სიმბოლო, იმედზე
მეტყველებს.

„ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებს ანამცეცებდა,

და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა.“


ქრისტიანული მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, მტრედი მიჩნეულია
სულიწმინდის ანუ „ღვთაებრივი ლოგოსის“ სიმბოლოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ გზით მოევლინა გარდაცვლილის სული
ავტორს, იგი აკონკრეტებს კიდეც:

„მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამის ჩეროდან.“

ლექსის ფინალში ნიცშესეული „მარადიული დაბრუნების“ იდეაა გატარებული,


თავად ეს პროცესი ფილოსოფოს თამაზ ბუაჩიძეს ასე აქვს გაანალიზებული:

„ნიცშესთან აზრი მარადიული დაბრუნების შესახებ არამარტო ონტოლოგიური


შინაარსის მქონეა, მას ენიჭება დიდი ზნეობრივი მნიშვნელობაც .ის შეიძლება
განხილულ იქნას, როგორც წარსულის თვალთახედვით ისევე მომავლის
თვალთახედვითაც. თუ ყველაფერი ადრეულის განმეორებაა, მომავალიც
განსაზღვრულია. (...) ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა მოხდეს და როგორ
გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ახლა, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ
მომავალშიც.“

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა


დამოკიდებულია ნივთების არსებობაზე, ვიდრე არსებობენ ნივთები, არსებობს
განცდა იმისა, რომ გარდაცვლილი ბიოლოგიური მოცემულობის მიუხედავად
ავტორთანაა,„დროში არსებული საგანი მარადიულია იმ აზრით, რომ მარად
მეორდება.“ - ბუაჩიძე: 2014.- 447.’’

განმეორება ტკივილთან შეგუებაზე მეტად დაკარგული ჰარმონიის აღდგენაზე


მიუთითებს. ერთარსად ქცეული სული კი სწორედ შემოქმედებითობის, ანუ წერის
საშუალებით ახერხებს მეხსიერების რეფლექსირებას.
დასკვნა

ვახტანგ ჯავახაძის ,,ელეგიის’’ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი


მოცემულობა:

1. მიუხედავად იმისა,რომ ვ. ჯავახაძე 60-იანელთა თაობის


წარმომადგენელია, მის ამ უახლეს პოეტურ ტექსტში გვხვდება ლირიზმის
და სიცარიელის ფილოსოფიურ-ეგზისტენციალური სინთეზი, რაც
არსებით სიახლეს წარმოადგენს
2. რელიგიური სიმბოლიკის გათვალისწინებით, მტრედი მიჩნეულია
სულიწმინდის სიმბოლოდ, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს,რომ
აღნიშნული ელეგია მიუხედავად თავისი ტრაგიზმისა სრულდება
ოპტიმისტურად.
3. ქართულ ლიტერატურაში არსებული ცოლისადმი არაცალსახოვანი
დამოკიდებულების პრაქტიკის სიმცირის გამო, ვახტანგ ჯავახაძის
,,ელეგია’’ შეგვიძლია ქალის ( ცოლის), როგორც პროტაგონისტის
ინტენსიფიკაციის და დომინანტობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
4. ვახტანგ ჯავახაძე ახერხებს ერთგვარი ,,გამოუთქმელის გამოთქმის’’
მანიფესტაციას კონკრეტული რეფრენის მეშვეობით, რაც არამარტო
განცდის ინტენსიფიკაციის, არამედ ემოციად ქცეული აზრის კომბინაციის
ორიგინალური ხერხია.
5. ავტორი ერთ სიბრტყეზე ათავსებს ყოფით და ტრანსცენდენტულ
კომპონენტებს, რაც ერთიანობაში ქმნის ისეთ ველს, რომელიც ერთ
ადამიანზე კონცენტრირდება.
გამოყენებული ლიტერატურა

1.ბუაჩიძე ანდრო, ინტერიერი, ინტელექტი, თბილისი, 2017.

2. ბუაჩიძე თამაზ „ფრიდრიხ ნიცშე და ესე იტყოდა ზარატუსტრა“ , Carpe Diem,


თბილისი, 2014.

3. ელიოტი სტერნზ ტომას, საღვთო ტყე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,


თბილისი, 2017

4. ჯავახაძე ვახტანგ , ელეგია და სხვა, ინტელექტი, თბილისი, 2016.

5. ჭანტურია ტარიელ , დინოზავრიდან დიზაინამდე, საბჭოთა საქართველო,


თბილისი 1989.

6.http://indigo.com.ge/articles/people/interviu-mamastan-lekso-ratianis-saubari-zviad-
ratiantan

You might also like