You are on page 1of 2

ილია ჭავჭავაძე ქართველი საზოგადო მოღვაწე მწერალია, რომელმაც

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში ,საქართველოში


სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
მისი ერთ-ერთი ნაწარმოებია ,,კაცია ადამიანი?!” 
მოთხრობა იწყება ნაწარმოების მთავარი გმირის, ლუარსაბ  თათქარიძის
სახლ-კარის აღწერით. 
მიუხედავად იმისა რომ ლუარსაბს არ უჭირდა მისი სახლ-კარი ისე
გამოიყურებოდა კაცს შიგნით  შესვლა არ მოუნდებოდა, 
სახლს  ერტყა გარშემო ძველი ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული
იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. 
კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ლუარსაბის ეზო, ისე უწმინდური,
როგორც ,,ძველი ჩინოვნიკის გული“_დასძენს ავტორი. 
სახლ-კარი კი დაქცეოდა ლუარსაბს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ვხედავთ,
,, ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა
უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს.“
თათქარიძეობის მთავარი შემადგენელი კომპონენტი სიზარმაცე და
ცრუსაქმიანობაა. 
ლუარსაბის ცოლი დარეჯანია რომელიც ლუარსაბს საქმიანობით არაფეით
ჩამოუვარდება. ლუარსაბი უვიცობის განსახიერებაა, სრულიად
უცოდინარი კაცია, წერა-კითხვაც არ შეუსწავლია, მაგრამ ეს ნაკლად კი არ
მიაჩნია, პირიქით, ამაყობს კიდეც. სწავლას იგი უყურებს,
როგორც ,,ეხლანდელ ჭირს“ , რაკი ძვალ-რბილში გამჯდარი აქვს ის უხეში,
პირუტყვული აზრი, რომ ,, კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-
ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ
აავსო.“ ამიტომაც მისტირის წარსულს ლუარსაბი: ,,დრო გამოცვალა... რაც
ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი
მაშინ წავიდა. ისინი ცხოვრობდნენ სიზარმაცის, ტყუილის,
თვითკმაყოფილების, პირფერობის ატმოსფეროში, და მხოლოდ იმაზე
ფიქრობდნენ შემდეგ დღეს რა ეჭამათ . 
თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია. ილია კი ამასთან
დაკავშირებით მკაფიო პასუხს იძლევა. ასეთი ცხოვრების დასასრული
სრული უნაყოფობაა. რამდენი არ იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა,
როგორ არ შეაწუხეს ღმერთი, მკითხავსაც კი დაუჯერეს და თელეთის
ხატიც მოილოცეს, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არ შეეძინათ შვილი.
ნაწარმოებში შვილიერების ხაზს ალეგორიული შინაარსი აქვს. ეს
უნაყოფობა ყოველგვარ უნაყოფობას გულისხმობს, ამიტომაც არ გააჩნია
ცოლ-ქმარს არავითარი ნიჭი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ჭამა და
ძილია.
უშვილობით დადარდიანებული დარეჯანი ექიმბაშის წამალმა გამოასალმა
წუთისოფელს. ცოლის სიკვდილმა წაახდინა ლუარსაბი, გაახმო და დააჭკნო
ეს ქონით და ხორცით სავსე კაცი, მაგრამ ფერისცვალობის დღეს ცდუნებას
ვერ გაუძლო, ნათლიმამისაგან მირთმეული ნახევარი ლიტრა კალმახი
მიირთვა და სულიც განუტევა. ,, მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც
იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ
რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.“
ილიას აზრით, თათქარიძეთა ხსნა უზენაესის ბადალი
სრულყოფილებისაკენ ლტოლვაა, და სამწუხაროა, რომ ლუარსაბ
თათქარიძესთვის არასდროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი ეს, რადგან
იცხოვრო, ნიშნავს, ეცადო აღასრულო მცნება _
,,იყვენით თქუენ სრულ, ვათარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.“

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის


მიმცემი“ - ეს არის ილიას მთელი შემოქმედების მთავარი სათქმელი.

You might also like