You are on page 1of 1

ნესტან-დარეჯანის სისუსტე და ეგოისტობა გამოიხატა იმაში , რომ ტარიელისადმი მიწერილ

წერილში იგი გამოხატავს სიცოცხლისადმი საშინლად უარყოფით დამოკიდებულებას , არ


აქვს იმედი. მისი წადილი არ არის ის, რომ ტარიელმა მის გამო თავი გაწიროს და ცადოს მისი
გადარჩენა. ბოლოს და ბოლოს ხომ თვით ავტორი გვეუბნება:

"ბედი-ცდაა-გამარჯვება, ღმერთსა უნდა მო- ცა-გხვდების!"

ამ თავში ვხედავთ, რომ ნესტანს არ სურს ცდა, იგი ეყრდნობა ღმერთს და მაინც
სასოწარკვეთილია. მას უბრალოდ მარტივად სურს, რომ აღარ იტანჯებოდეს მწარე და
უბედური სიცოცხლით, მალე წავიდეს ამ ქვეყნიდან და დანარჩენი პასუხისმგებლობა თუ
საშინელი ვაება სხვას, ამ შემთხვევაში კი ტარიელს გადააბაროს. უცხო მოყმის გამოჩენის
თავიდან ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ თუ როგორ განიცდის ტარიელი უნესტანობას.
თუნდაც გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ტარიელს ნესტანი უკვე გარდაცვლილი ეგონა და
სიკვდილს დაეძებდა. ვინმეს ჯერა, რომ იგი ფარსადანზე ფიქრობდა? ან თავის სამშობლოზე ?
დიდი ალბათობით, არა. მისი ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი მხოლოდ ნესტანი იყო.
მაშასადამე, როცა ტარიელის მზე და მთვარე ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში იგი თავს
მოიკლავს, ხოლო მის მიჯნურს თავისი მამის დასახმარებლად და თან ეტყვის:

„ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!“

პირადად მე, არარეალურად და ზღაპრულად მიმაჩნია ის, რომ ტარიელი ნესტანის ამ


ნათქვამს პრაქტიკაში მოიყვანს. პირიქით, მისი სული და გონება უფრო მეტად გაშმაგდება ,
როცა გაიგებს, რომ ნესტანი ცოცხალი იყო და მან სიცოცხლე მოიკლა. მაგრამ ნესტანი
გონებაშიც არ ივლებს ამ ყველაფერს. მას უბრალოდ თავისი და მისი ოჯახის მდგომარეობა
ადარდებს, უბრალოდ სურს ტანჯვა-ვაებით სავსე სიცოცხლისაგან გაქცევა და მისი ოჯახისა
და ქვეყნის პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრება, რათა სუფთა ნამუსით გარდაიცვალოს .
სურვილი, რომ ტარიელს მისთვის თავი არ გაეწირა და არ მომკვდარიყო, აგრეთვე,
ცალსახად ეგოისტურია. რა თქმა უნდა, ვის სურს საყვარელი ადამიანის გლოვა და
ცხოვრებისეული სატანჯველის კიდევ უფრო დამძიმება?.

საბოლოოდ, ვიტყვი იმას, რომ ნესტანს უბრალოდ თავისი სიტუაციიდან ძალიან მალე და
მარტივად სურს გამოსვლა, ისე, რომ არ ფიქრობს სხვის მომავალ მდგომარეობაზე. ეს კი,
ჩემი აზრით, მის ეგოისტურ, უსუსურ და დაუფიქრებელ პიროვნებაზე მიუთითებს, რომელიც
განსაცდელის გამოვლის შემდგომ სულიერი გარდასახვის შემდგომ წარმოიქმნა .

You might also like