You are on page 1of 3

ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვესაუბრება ქართველთა

და საერთოდ, ქრისტიანთა მძიმე მდგომარეობაზე. მთავარი პერსონაჟი ალუდაა , რომელიც


ფერს იცვლის, მიუხვდება ჰუმანისტურ ჭეშმარიტების არსს, შეიცნობს მას და შემდეგ ,
ამისთვის იბრძვის.

მე-5 თავში პოეტი მსხვერპლშეწირვისას ალუდასა და თემს შორის დაპირსპირების ამბავს


მოგვითხრობს. თემის ღირებულებები აქ ცალსახად ქრისტიანულია, როგორც პოემის ამ
მონაკვეთში ჩანს, ისინი დიდ პატივს სცემენ მათ ღმერთს და ამ ტრადიციული რიტუალით
გამოხატავენ კიდეც თავიანთ ქრისტიანობას. მაშასადამე , თემის კოლექტიურ ცნობიერში
ქრისტიანული რწმენა და ზებუნებრივი სამყაროსკენ სწრაფვა ღრმად არის გამჯდარი .
მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებით ვფიქრობ, რომ მათი რწმენა ისეთივე ღრმად
გააზრებულია, როგორც 4 წლის ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაული.

„- გაურჯულებულს  
არჯულებ,

  შენ ეგ არ შაგიხდებისა,


ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.“

თუნდაც ამ მონაკვეთიდანაც ჩანს თუ მათ გონებაში როგორ არის გაჩენილი მტრის


სიძულვილი, ისინი აფასებენ ალუდა ქეთელაურს, როგორც კარგ ვაჟკაცს, რომელმაც
მრავალ კაცს მოაჭრა მარჯვენა ხელი, აფასებენ მის ვაჟკაცობას, მაგრამ რა ? ეგ არის
ნამდვილად ვაჟკაცობა და ქრისტიანობა?

მამით არ მოდის ანდერძი,


პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;

აქ ვაჟა ძალიან მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მათი „ქრისტიანობა“ მხოლოდ წინაპრების
ტრადიციებში შემოიფარგლება. ერთი შესანიშნავი ქართველი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ
წარსულში მოიძებნებოდა მრავალი სიბრძნე, მაგრამ, ყველაფერი, რაც ძველია და, რაც ვითომ
ანათებს, კარგი და ძვირფასი არ არის. ხოლო, ბრმა რწმენა კი ადამიანს სიკეთეს არ მისცემს.
სწორედაც რომ წინაპრების დანატოვარმა დააბრმავა თემი და გახადა: სიძულვილით
შეპყრობილი, უაზროდ სტერეოტიპული, უგუნური, ქსენოფობიური და, რაც მთავარია,
ბარბაროსული სურვილების მქონე.

„ქისტის მარჯვენას ბალღები


დაბლა ათრევენ კავითა.“

თუნდაც ასეთი დასასრულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ღრმად არის
ასეთი თვისებები გამჯდარი თემის ყველა თაობაში.

კაცნი თუ ქალნი ვკითხულობთ „ალუდა ქეთელაურის“ ამ კონკრეტულ თავს, ვადევნებთ თვალს


ამ საშინელ სცენებს თუ როგორ ანადგურებენ ფიზიკურად თუ მორალურად ალუდას, როგორ
ათრევენ ბავშვები ღირსეული ვაჟკაცის მარჯვენას, აგრეთვე, ალუდას ფერიცვალებასა და
თავგანწირვას და ვამბობთ: „რა სურდა ამ დიდებულ ქართველს ეთქვა ამ ყველაფრით?“. ჩემი
აზრით, ამ კითხვის პასუხი ის არის, რომ ადამიანი - ღვთისგან ქმნილი არსება, არ არის
გაჩენილი იმისთვის, რომ სიძულვილი და ღვარძლი სთესოს, ის ქნას, რასაც თემი აკეთებს.
ნებისმიერი პიროვნება უნდა დაფიქრდეს იმაზე თუ რას მოგვიწოდებდა რეალურად ქრისტე,
რატომ და რისთვის. ყველამ უნდა იაზროვნოს, ფერი იცვალოს თუნდაც ისეთმა სისხლიანი
წარსულის მქონე კაცმა, როგორიც ალუდაა, ყველა უნდა მიხვდეს იმას, რომ ქისტიც, რომელიც
იმ კონკრეტულ დროის მომენტში შენი მტერია, ადამიანია, ისიც ღვთის შვილია, მასაც გააჩნია
ღირსება, ვაჟკაცობა, ოჯახი და სხვა მრავალი მორალური ფასეულობა. არ აქვს მნიშვნელობა თუ
რა რწმენისაა იგი, რა ეთნოსის, ის ადამის შთამომავალია, ღირსეული, მაშასადამე, შენ ის უნდა
დააფასო და არ უნდა მოექცე, როგორც ძაღლს.

მიუხედავად ავტორის დიდებული სათქმელისა, ვაჟა ფშაველა მაინც არ არის ის პოეტი,


რომელიც გეგმა-ზომიერად, გამართულად და მაღალფარდოვნად წერს, ისე, როგორც

რომელიც შედგება რვა მარცვლიანი მეტრისგან. მისი რითმები არ არის მოწესრიგებული, ისინი
ხან მოსაზღვრენი არიან, ხოლო ზოგ მომენტში, სიტყვის დასასრული ხმოვნები თუ
თანხმოვნები მომდევნო ტაეპებში მსგავსი „უმეგობროდ“ რჩებიან. ეს კი, ჩემი აზრით, დინამიურ
და ოდნავ ქაოტურ გარემოს უქმნის მკითხველს და პირადად მე, საერთოდ არ მიქმნის იმის
განწყობას, რომ ლექსი რამენაირად სუსტი და უბრალოა, არამედ, ეს თავისებური ხიბლია ვაჟას
პოეზიის. ჯვარედინისა და ურითმოობის სიმბიოზის მაგალითია:

„მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,


ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!“

მოგეხსენებათ, ვაჟა მთის წარმოშობისაა და მის პოეზიასა თუ პროზაში იგი იქაურ დიალექტს
იყენებს. ეს ნაწარმოებიც არ არის გამონაკლისი და იგი აქაც მთის ენით საუბრობს და
ალაპარაკებს პერსონაჟებს, რითიც უფრო მეტად რეალურსა და ბუნებრივს ხდის სიუჟეტის
გარემოს. ასევე, თუნდაც სიტყვების დაბოლოებები, „ითა“, „ისა“, მეტად ვაჟკაცურს და ლამაზს
ხდის ვაჟას ენას. ამ კონკრეტული ეპიზოდის კითხვისას ჩვენ შევხვდებით ისეთ პოპულარულ
მხატვრულ ხერხებსაც, როგორებიც არიან ეპითეტი, მეტაფორა და შედარება. მაგალითად
ეპითეტის ერთ-ერთი ნიმუშია:

„ამა კურატით შავითა“

მეტაფორის:

„ფერი დაიდვა მგლისაო;“

ხოლო, მხატვრული შედარების:

„ეს ვინ-ღა მოდგა, ნისლივით“

ამ ხერხებმა მეტად ზუსტი, ესთეტიკური და თვალსაჩინო გახადა პერსონაჯთა განწყობა თუ


კონკრეტული მომენტები ნაწარმოებში.

დასასრულს ვიტყოდი, რომ „ალუდა ქეთელაური“ ის ნაწარმოებია, სადაც ავტორი


შესანიშნავი მხატვრული ენით აღგვიწერს გონებით დაბრმავებულ თემსა და ჭეშმარიტ
ვაჟკაცსა და ქრისტიანს, ალუდა ქეთელაურს. ამით გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი ღვთის
შვილია და არც აქვს მნიშვნელობა არც რასას და არც ეთნოსს.

You might also like