You are on page 1of 2

ფატმანის დახასიათება

ვფიქრობ, რომ ფატმანი-ხათუნი „ვეფხისტყაოსანში“ ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟია .


ის არის გულანშაროს ვაჭართა უხუცესის, უსენის ცოლი. ამ პერსონაჟს ვხვდებით მაშინ
როცა, ავთანდილი ნესტანის საძებრად არის წასული და გულანშაროში ვაჭრად
გადაცმული ხვდება ფატმანს. მის გარეგნობას რაც შეეხება შოთა რუსთაველი არ იყენებს
მეტაფორებს ფატმანის მზესთან და მთვარესთან შესადარებლად , მიუხედავად ამისა
ფატმან-ხათუნი ძალიან მიმზიდველი და მხიარული ქალია. „ფატმან ხათუნ თვალად
მარჯვე, არყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-
ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი. ფატმანს ასევე ძალიან
უყვარდა ახალ-ახალი ტანისამოსის ჩაცმა, მას საშუალებაც ჰქონდა და გასართობად და
საქეიფოდ არაფერს არ იშურებდა, ამასთან ერთად ის კარგი მასპინძელიცაა . ქმრის
ღალატზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ფიცის გატეხვა ყველამ ვიცით , რომ
უდიდესი დანაშაულია მით უმეტეს იმ დროს. „კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა
დასაჭრელად. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფატმანს მნიშვნელოვანი როლო
აკისრია „ვეფხისტყაოსანში“. ფატმანი, რომ არა ავთანდილი ვერ იპოვიდა ნესტანს და
ორი რაინდის ცხოვრება სრულიად სხვა მხრივ წავიდოდა.

ესე

არსებობს მოსაზრება, რომ ქართული კინო ფილმები ნელ-ნელა ქრება. ეს ნაწილობრივ


სწორია, რადგან რამდენიმე კინო სერიალი ქართულ ტელე არხებზე მაინც გადის და
აღნიშნულ მოსაზრებას ამიტომ არ ვეთანხმები.

თითქმის ყველა ქართველს ნანახი აქვს უდიპლომო სასიძო, გაღმა ნაპირი, დათა
თუთაშხია და კიდევ სხვა ბევრი და ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში , რომ ახლა
დასახელებული ფილმები ქართველისთვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა და ძველიც და
ახალი თაობაც ამით ამაყობს. რაც შეეხება ახალ ქართულ ფილმებს მოგეხსენებათ
საქართველოს ეკონომიკურად არ ულხინს, ფილმების გადაღება კი დიდ თანხებთანაა
დაკავშირებული. გარდა ამის ქართული სერიალები დღესდღეობით პოპულარული არ
არის, მათი თემატიკის გამო და კიდევ ბევრი ფაქტორია დამოკიდებული სერიალის
პოპულარობაზე, მე კინოფილმების პროფესიონალი არ ვარ და ამაზე ზუსტად ვერაფერს
ვერ ვიტყვი. ასეთი სირთულეების მიუხედავად არსებობს ასე თუ ისე ახალი ფილმი
სახელად მანდარინები, რომელიც გადაღებულია ზაზა ურუშაძის მიერ 2013 წელს, ამ
ფილმმა ქართველი ხალხი ძალიან მოხიბლა მათ შორის მეც და ასევე უცხოეთშიც ერთ-
ერთ კარგად გადაღებულ და აზრიან ფილმად დასახელდა. თუ რითი არის
განსაკუთრებული ეს ფილმი საჭიროა თქვენთვითონ იხილოთ, რადგან ამის გადმოცემა
ძალიან რთულია.

წეღან აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ქართულ ფილმებს


კარგი ბედი არ უწერია და მე უკვე დიდი ხანია ქართული ფილმები აღარ მხიბლავს , როცა
რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო თუნდაც გაღმა ნაპირს ყოველთვის აღფრთოვანებული
ვრჩები.

You might also like