You are on page 1of 1

,, შემოღამება მთაწმინდაზედ ’’

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს


ლექსი - „შემოღამება მთაწმინდაზედ“. ეს ლექსი 1833 წელსაა დაწერილი, მაშინ, როდესაც
ნიკოლოზ ბარათაშვილი 16 წლისაც არ იყო, თუმცა მის წლოვანებას და ნაკლებ
გამოცდილებას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ შექმნილიყო უძლიერესი, ძალიან ღრმა,
ემოციური და რომანტიკულ განწყობილებაზე დაწერილი ლექსი.სინამდვილის სურათები
და ავტორის პირადი, სუბიექტური განცდები ერთმანეთში გადადის, ერთმანეთს
განაპირობებს და გარკვეულ ემოციურ მთლიანობას ქმნის. პირველ რიგში უნდა
დავაკვირდეთ ლექსისი სათაურს ,,შემოღამება მტაწმინდაზედ’’. სიტყვა ,,შემოღამება’’ ამ
ლექსის სათაურში უბრალოდ არ არის ნახსენები იგი აღნიშნავს პოეტის სულიერ განცდას
იმას რო პოეტი დამწუხრებულია, მთაწმინდა შემოამებისას კი მის სულიერ განწყობას
შეესაბამება

ბრწყინვალე ოსტატობით არის გადმოცემული მარტოობის მიუსაფრობის განცდა თვით


პეიზაჟის საშუალებით:,,ჰოი მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი
შენნი...’’ ,,შემოღამების’’ პოეტურ განწყობილებაში მთავარია რომანტიკული ამაღლება,
მიწიერი ტვირთისაგან გათავისუფლება, სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან
სულიერი შეხმიანება. აქ უარყოფილია ყოველივე კონკრეტული, წამიერი, მიწიერი, აქ
რჩება პოეტი და სივრცე, პოეტი და მაყარო, პოეტი და მარადისობა. პოეტის
განცდაც ,,ნელია’’, ნაზია, მხურვალე აღსარებით ,,მიქანცულია’’. ,,შვება’’ და ,,ჭმუნვარება’’
აქ არა მხოლოდ ენაცვლება ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში გადადის და საერთო
ტონალობას ქმნის. მაგრამ ამასთან ერთად აქ იგრძნობა შინაგანი, ფარული სულიერი
დაძაბვის ტენდენციაც. საბოლოოდ ლექსის განწყობილება მაინც ნაღვლიანია,
მიუღწეველი, განუხორციელებელი ოცნების სევდიანი შეგრძნებით არის განმსჭვალული.

მთავარი სათქმენი ამ ლექსში არაერთი მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებით არის


გადმოცემული პიველ რიგში გვაქვს ალიტერაცია რომელიც პირველივე სტროფშია
გამოყენებული,, ჰოი მთაწმინდავ, მთაო წმინდავ,’’ სადაც იგი მიმართავს მისთვის წმინდა
მთას სა გვიხატას ურთიერთობას ადამიანსა და ბუნებას შორის. ამასთან გამოყენებულია
შედარებები, მაგალითად: ,, ძირს გაშლილ ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა
ტაბლას, წმიდასა, და, ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა.’’ ამ
შედარებით პოეთი გვიხათავს ულამაზეს პეიზაჟს რომელიც მთაწმინდის სერზეა
გაშლილი; ,,და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი’’ ნიკოლოზ ბარათაშვილი
ამ შედარებით გვიხატავს იმ საღამოებს რომელიც მან მარტოდმარტო კლდის კალთებზე
სიარულში გაათარა და მისი ერთადერთი მეგობარი და მრჩეველი ისევ კლდე იყო. ლექსში
გამოყენებულია ბევრი ეპითეტი, მაგალითად;,, ლამაზი’’, ,,მინაზებული’’, ,, უდაბურნი’’
და მრავალი სხვა. ამ ეპითეტებს ტატო ბუნების აღსაწერად იყენებს, ხოლო
ეპითეტები: ,,ნაღვლიანი’’, ,,მწუხარე’’, ,,სევდიანი’’ პოეტმა თავისი სულიერი
მდგომარეობის გამოსახატავად გამოიყენა.

You might also like