You are on page 1of 18

თემა N 2 ზურგის მიდამოს ტოპოგრაფიული ანატომია

ზურგის შუა ხაზის გვერდებზე აღინიშნება ზურგის გამმართველი კუნთებით


შექმნილი ორი გასწვრივი მორგვი, რომლებიც შედარებით უფრო კარგადაა
გამოხატული ქედისა და წელის მიდამოებში. კუნთებს შორის მდებარე ღარში
ისინჯება მალთა წვეტიანი მორჩები. კანი სქელი და მკვრივია, მჭიდროდ არის
დაკავშირებული ქვეშმდებარე ფასციებთან. საკუთარი ფასცია იწყება მალთა წვეტიანი
მორჩებიდან, ქმნის ბუდეებს ტრაპეციული და ზურგის უგანიერესი კუნთებისათვის
და გრძელდება მოსაზღვრე მიდამოების ფასციებში. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული,
კუნთები განლაგებულია ოთხ შრედ. პირველ შრეს ქმნიან ტრაპეციული და ზურგის
უგანიერესი კუნთები; მეორე შრეს - ბეჭის ამწევი, თავისა და კისრის სალმუნი
კუნთები. ბეჭსა და წვეტიან მორჩებს შორის - დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები.
ამავე შრეს ეკუთვნის წვეტიან მორჩებსა და ნეკნებს შორის გადაჭიმული უკანა ზედა
დაკბილული და უკანა ქვედა დაკბილული კუნთები; მესამე კუნთოვანი შრე
მდებარეობს ღარში, რომელიც მედიალურად მოსაზღვრულია მალთა წვეტიანი
მორჩებით, ხოლო ლატერალურად - ნეკნთა კუთხეებით. ამ შრეს ეკუთვნის ზურგის
გამმართველი კუნთი, რომელიც უკნიდან დაფარულია გულმკერდ-წელის ფასციის
უკანა ფურცლით. ეს უკანასკნელი გულმკერდის ნაწილში შედარებით სუსტად არის
განვითარებული, ვიდრე წელის ნაწილში; მეოთხე შრეს შეადგენს ზურგის ღრმა
მოკლე კუნთები (mm. semispinals,, multifidus, rotatores და სხვ.) მალთა წვეტიანი
მორჩების არეში კანქვეშა ქსოვილი რამდენადმე უფრო ნაკლებად არის
განვითარებული. წვეტიან მორჩებზე გადაჭიმულია წვეტზედა იოგი - lig.
supraspinale, რომელიც კისერში გრძელდება ქედის იოგში - lig. nuche; ქედის იოგი
გაჭიმულია კეფის გარეთა შემაღლებასა და კისრის მალების წვეტიან მორჩებს შორის.
გარდა ამისა, მალების წვეტიანი მორჩები ერთმანეთთან დაკავშირებულია წვეტთაშუა
იოგებით ligg. interspinalia, ხოლო მალების რკალები - ყვითელი იოგებით ligg. flava.
ზურგის რბილ ქსოვილებს კვებავს ნეკნთაშუა არტერიების უკანა ტოტები, აგრეთვე
კისრის განივი არტერიის დასწვრივი ტოტი; ინერვაცია ხორციელდება დორსალური
ნერვებით (გულმკერდის ნერვების ტოტები).
ქედის მიდამო - regio nuchae
ზურგის ზედა ნაწილში ცალკე გამოიყოფა ქედის მიდამო, რომელიც
ტოპოგრაფიულად განსხვავდება ზურგის სხვა ნაწილებისაგან.

იგი ზევიდან მოსაზღვრულია კეფის გარეთა შემაღლებითა და ქედის ზედა


ხაზით;
ქვევიდან _ კისრის VII მალის წვეტიან მორჩსა და აკრომიონს შორის
გავლებული ხაზით;
გვერდებიდან _ დვრილისებრ მორჩსა და აკრომიონს შორის გავლებული
ხაზებით.
ქედის მიდამოში ზედაპირული კუნთების ქვეშ მდებარეობს ფაშარი
შემაერთებელქსოვილოვანი შრე, რომელშიც გაივლის სისხლძარღვები და ნერვები.
ამ შრისა და მისი მომდევნო ფასციური ფურცლის ქვეშ მდებარეობს კეფის
მოკლე კუნთები. ისინი აქ ქმნიან კეფის სამკუთხედს, რომელიც ზევიდან და
გარედან მოსაზღვრულია თავის ზედა ირიბი კუნთით - m. obliquus capitis superior;
ქვევიდან და გარედან _ თავის ქვედა ირიბი კუნთით - m. obliquus capitis inferior;
შიგნიდან _ თავის დიდი სწორი კუნთით - m. rectus cpitis major.
სამკუთხედის ფსკერს ქმნის ატლასის რკალი და ატლას-კეფის უკანა აპკი -

membrana atlanto-occipitalis posterior.


აქვე გაივლის ხერხემლის არტერია, რომელიც ატლასის განივი ხვრელიდან

გამოსვლის შემდეგ მედიალურად იხრება და წვება ატლასის უკანა რკალზე


არსებულ ღარში - sulcus arteriae vertebralis. შემდეგ ატლას-კეფის უკანა აპკში
გაივლის და დიდი ხვრელით შედის ქალას ღრუში. ქედის მიდამოში იგი
ანასტომოზებით უკავშირდება კისრის ღრმა და კეფის არტერიებს. კეფის
სამკუთხედში, გარდა ამისა, გაივლის კეფქვეშა, კეფის დიდი და კეფის მესამე
ნერვები. კეფქვეშა ნერვი - n. suboccipitalis კისრის პირველი ნერვის უკანა ტოტია,

გაივლის ატლასის რკალსა და ხერხემლის არტერიას შორის; ანერვებს კეფის


მცირე კუნთებს. კეფის დიდი ნერვი - n. occipitalis major - გამოეყოფა კისრის II
ნერვის უკანა ტოტს, თავის ქვედა ირიბ კუნთს ქვევიდან გაუვლის, თავის
ნახევრად წვეტიანი კუნთის ქვეშ ზევით მიემართება, ქედის იოგის მახლობლად

ხვრეტს ნახევრად წვეტიან კუნთს და ტრაპეციული კუნთის მყესში არსებული


ხვრელით კანქვეშ გამოდის, ტოტიანდება კეფისა და თხემის მიდამოებში. კეფის
მესამე ნერვი - n. occipitalis tertius გამოეყოფა კისრის III ნერვის უკანა ტოტს,

ხვრეტს ნახევრად წვეტიან კუნთს და ნაწილობრივ ან მთლიანად უკავშირდება


კეფის დიდ ნერვს. კეფის მცირე ნერვი - n. occipitalis minor გამოეყოფა კისრის II და

III ნერვებს, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის უკანა კიდესთან კანქვეშ გამოდის,


დვრილისებრი მორჩის უკან ზევით მიემართება და კეფის მიდამოში გადადის. თავის
ნახევრად წვეტიანი კუნთის ქვეშ მდებარე შემაერთებელ ქსოვილში, გაივლის კისრის
ღრმა არტერია - a. cervicalis profunda (ნეკნ-კისრის ღეროს ტოტი), რომელიც კვებავს
კუნთებს და ანასტომოზებით უკავშირდება კეფისა და ხერხემლის არტერიებს. აქვეა
ვენური წნული, რომელსაც ქმნის კისრის ღრმა და ხერხემლის ვენები, ასევე, კეფის
ვენებთან მათი დამაკავშირებელი ტოტები.
ლიმფური ძარღვები იხსნება იღლიის კვანძებში, აგრეთვე კეფის კვანძებში,
რომლებიც ტრაპეციული და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების ზედა ბოლოებს
შორის მდებარეობენ.

ქედის მიდამო: გაივლის - 1. ხერხემლის არტერია ( ანასტომოზები - კისრის ღრმა და


კეფის არტერიებთან); 2. კეფისქვეშა ნერვი (კისრის პირველი ნერვის უკანა ტოტი);
3. კეფის დიდი ნერვი (გამოეყოფა კისრის II ნერვის უკანა ტოტს); 4. კეფის მესამე
ნერვი (გამოეყოფა კისრის III ნერვის უკანა ტოტს); 5. კეფის მცირე ნერვი

(გამოეყოფა კისრის II და III ნერვებს); 6. კისრის ღრმა არტერია (ნეკნ-კისრის ღეროს


ტოტი).

ქედის მიდამო
ზურგის კუნთები, სისხლმომარაგება და ინერვაცია

ზურგის კუნთები იყოფა ორ ჯგუფად:


I. კუნთები, რომლებიც აკავშირებს ხერხემალს თავთან, ზემო კიდურის სარტყელთან
და გულმკერდთან;
II. კუნთები, რომლებსაც სპეციალური დანიშნულება აქვს ხერხემლისათვის.
პირველი ჯგუფის კუნთები განლაგებულია ერთმანეთის ქვეშ - მათ შორის:
1. ზედაპირული შრე (ზურგის ბრტყელი და განიერი კუნთები):

ტრაპეციული, უგანიერესი და დიდი მრგვალი კუნთი

ტრაპეციული კუნთი - m. trapezius _ იწყება კეფის გარეთა შემაღლებიდან, კეფის


ზედა ქედიდან, კისრისა და გულმკერდის ყველა მალის წვეტიანი მორჩიდან და
უმაგრდება აკრომიონს, ლავიწის აკრომიონის ბოლოს და ბეჭის ქედს; ორივე მხარის
ტრაპეციულ კუნთს ერთად ტრაპეციის ფორმა აქვს; ყოველ ცალკეულ კუნთს კი -
სამკუთხედის, რომლის ფუძე მდებარეობს ზურგის შუა ხაზზე - კეფის ბორცვიდან
გულმკერდის მე-12 მალამდე, მწვერვალი კი _ აკრომიონზე.
ტრაპეციული კუნთის ფუნქცია: ზედა კიდურის სარტყელის აწევა ზევით, ბეჭის
დაწევა ქვევით, ბეჭის მიახლოვება ხერხემლის შუა ხაზთან; ზოგადად, ტრაპეციული
კუნთი სწევს ზევით მხრის სარტყელს და, ამავდროულად, ბეჭს აბრუნებს საგიტა
ლური ღერძის გარშემო ისე, რომ მისი ქვედა კუთხე გაიწევს გარეთ.
ზურგის უგანიერესი კუნთი _ m. latissimus dorsi _ იწყება გულმკერდის ქვედა (VI-XII)
მალების წვეტიანი მორჩებიდან, გულმკერდის ფასციიდან და თეძოს ძვლის
ქედიდან; უმაგრდება მხრის ძვლის მცირე ბორცვის ქედს. ზურგის უგანიერეს კუნთს
სამკუთხედის ფორმა აქვს და სრულად ფარავს ტორსის უკანა-გვერდით მხარეს -
ბეჭის ქვედა კუთხიდან კუდუსუნამდე; ამ კუნთის დამხმარე კონად მოიაზრება დიდი
მრგვალი კუნთი - m. teres major, რომლებიც იწყება ბეჭის ქვედა კუთხიდან და
ასევე, უმაგრდება მხრის ძვლის მცირე ბორცვის ქედს (დიდი მრგვალი კუნთი ზედა
კიდურის კუნთებთანაც განიხილება).
ზურგის უგანიერესი კუნთის ფუნქცია: აბრუნებს მხარს გრძელი ღერძის ირგვლივ,
შიგნითა მხარეს ისე, რომ ხელის გული ბრუნდება უკან და, ამასთან, მხარს ზურგზე
„ისვრის“.

დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები, ბეჭის ამწევი კუნთი


2. მეორე შრე:
მცირე და დიდი რომბისებრი კუნთები - mm. rhomboideus mnor et major.
მცირე რომბისებრი კუნთი იწყება კისრის ბოლო ორი მალის წვეტიანი მორჩიდან და
უმაგრდება ბეჭის შიგნითა კიდის ზემდა ნაწილს;
დიდი რომბისებრი კუნთი იწყება გულმკერდის ზედა ოთხი მალის წვეტიანი
მორჩებიდან და უმაგრდება ბეჭის შიგნითა კიდის ქვედა ნაწილს.
რომბისებრი კუნთების ფუნქცია: ბეჭს სწევს ზევით და აახლოვებს ხერხემალთან.
ბეჭის ამწევი კუნთი - m. lavator scapulae _ იწყება ოთხი მყესოვანი კბილით კისრის
ზედა ოთხი მალის განივი მორჩებიდან და უმაგრდება ბეწის ზედა კუთხეს.
ფუნქცია: - სწევს ბეჭს ზევით, თუ უკანასკნელი გამაგრებულია - ხრის კისერს.

უკანა ზედა და უკანა ქვედა დაკბილული კუნთები

3. მესამე შრე:
უკანა ზედა დაკბილული კუნთი - m. serratus posterior superior _ მდებარეობს
რომბისებრი კუნთის ქვეშ; იწყება კისრის ბოლო ორი მალის და გულმკერდის ზედა
ორი მალის წვეტიანი მორჩებიდან; უმაგრდება ზედა ოთხ ნეკნს და სწევს მათ
ზევით შესუნთქვის დროს;
უკანა ქვედა დაკბილული კუნთი - m. serratus posteror inferior (ეს კუნთი მოქცეულია
მეორე შრეში) _ იწყება გულმკერდ-წელის ფასციიდან, გულმკერდის XI - XII და
წელის I - II მალის წვეტიანი მორჩებიდან; უმაგრდება ქვედა ოთხ ნეკნს და სწევს
მათ ქვევით ამოსუნთქვის დროს.
მეორე ჯგუფის კუნთები:
თავისა და კისრის სალმუნის კუნთი - m. splenius capitis et cervicis _ მოთავსებულია
ტრაპეციული, რომბისებრი და უკანა ზედა დაკბილული კუნთის ქვეშ;
იწყება ქედის იოგიდან (კისრის III-VI მალების მიდამოში), კისრის VII მალისა და
გულმკერდის ზედა ექვსი მალის წვეტიანი მორჩებიდან. თავის ნაწილი უმაგრდება
კეფის ძვლის ქედის ზედა ხაზს და დვრილისებრ მორჩს; კისრის ნაწილი კი _ ზედა
ორი მალის განივ მორჩს. ფუნქცია: - ატრიალებს თავს გვერდით; ორივე მხარის
კუნთის ერთდროული შეკუმშვისას - შლის უკან თავსა და კისერს.

თავისა და კისრის სალმუნის კუნთი


ზურგის გამმართველი კუნთი - m. erector spinae _ იწყება გავის ძვლის დორსალური
ზედაპირიდან, თეძოს ქედიდან, წელის მალების განივი, დვრილისებრი და
დამატებითი მორჩებიდან და გულმკერდ-წელის ფასციიდან; მდებარეობს ხერხემლის
წვეტიან მორჩებსა და ნეკნების კუნთხეებს შორის არსებულ გასწვრივ ღარში.
ზურგის გამმართველი კუნთი იყოფა სამ ნაწილად: გარეთა ნაწილი - თეძო-ნეკნების
კუნთი - m. iliocostalis - მყესოვანი ბოლოებით უმაგრდება ნეკნთა კუთხეებს და კისრის
ზედა ოთხი მალის განივ მორჩებს; შუა ნაწილი - უგრძესი კუნთი - m. longissimus dorsi -
უმაგრდება გულმკერდისა და კისრის მალების განივ მორჩებს და ბოლო ზედა მყესით
აღწევს დვრილისებრ მორჩს; შიგნითა ნაწილი - წვეტიანი კუნთი - m. spinalis -
უმაგრდება გულმკერდისა და კისრის მალების წვეტიან მორჩებს (მეორემდე).

გამმართველი კუნთი

ზურგის გამმართველი კუნთის ფუნქცია: შლის წელს, ზურგს, კისერს და თავს.


განივ-წვეტიანი კუნთი - m. transverso-spinalis - ამ სახელწოდებაში გაერთიანებულია
მრავალი მოკლე კუნთი, რომeლიც გაჭიმულია განივ და წვეტიან მორჩებს შორის; ეს
კუნთებია: ნახევრადწვეტიანი, მრავალწილოვანი და მბრუნველი.

ნახევრადწვეტიანი კუნთი - m. semispinalis - არსებობს გულმკერდისა და კისრის


მიდამოში და მთავრდება ქალაზე: გულმკერდის ნახევრადწვეტიანი კუნთი - m.
semispinalis thoracis - იწყება გულმკერდის ქვედა ექვსი მალის განივი მორჩებიდან და
უმაგრდება გულმკერდის ზედა ექვსი მალისა და კისრის ქვედა ორი მალის წვეტიან
მორჩებს; კისრის ნახევრადწვეტიანი კუნთი - m. semispinalis cervicis - იწყება
გულმკერდის ზედა მალების განივი მორჩებიდან და უმაგრდება კისრის მალების
წვეტიან მორჩებს (II-დან V-მდე); თავის ნახევრადწვეტიანი კუნთი - m. semispinalis capitis -
იწყება კისრის ქვედა ოთხი მალის განივი მორჩებიდან და უმაგრდება კეფის ქიცვს. მისი
შეკუმშვა თავს შლის უკან.

ნახევრადწვეტიანი კუნთები
ზურგის ყველაზე ღრმა და მოკლე კუნთებია:

მრავალწილოვანი კუნთები - mm. multifidi - ხერხემლის მთელ სიგრძეზეა - გავის


ძვლიდან კისრის მეორე მალამდე. ამ კუნთის ცალკეული კონები მჭიდროდ უკავშირდება
ერთმანეთს; ყოველი მრავალწილოვანი კუნთი გადაჭიმულია ორ ან სამ მეზობელ მალას
შორის - განივი მორჩებიდან წვეტიან მორჩებამდე.

მბრუნველი კუნთები - mm. rotatores - უღრმესი კუნთები; მდებარეობს ხერხემალზე


კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოში, მრავალწილოვანი კუნთების ქვეშ - mm.
rotatores cervicis, thoracis et lumborum; მათი კონები განცალკევებულია და გადაჭიმულია
ორი ან სამი მეზობელი მალის განივ და წვეტიან მორჩებს შორის.

ნეკნების ამწევი კუნთი - mm. levatores costarum - გვხვდება გულმკერდის მიდამოში;


იწყება გულმკერდის მალების განივი მორჩებიდან და უმაგრდება ან სათანადო, ან მის
ქვევით მდებარე ნეკნებს.

მრავალწილოვანი, მბრუნველი და ნეკნების ამწევი კუნთები


მბრუნველი კუნთები

მრავალწილოვანი, მბრუნველი და ნეკნების ამწევი კუნთები ეხმარება ხერხემლის


კუნთებს მათ მრავალფეროვან მოძრაობაში.

გამმართველი და განივ-წვეტიანი კუნთები


განივმორჩთაშუა კუნთები

წვეტთაშუა კუნთები - mm. interspinales - მეზობელი მალების წვეტიან მორჩებს შორის;


განივმორჩთაშუა კუნთები - mm. intertransversarii - მეზობელი მალების განივ მორჩებს
შორის. წვეტთაშუა და განივმორჩთაშუა კუნთების ფუნქცია: აახლოებს ერთმანეთთან
მალებს, მნიშვნელოვანია მათი როლი სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის
შენარჩუნებაში.

კეფის მოკლე კუნთები - ოთხი წყვილი მნიშვნელოვანი კუნთი - ატლას-კეფისა და ატლას-


აქსისის სახსრების მოძრაობისათვის: 1. თავის დიდი უკანა სწორი კუნთი - m. rectus
capitis posterior major - იწყება აქსისის წვეტიანი მორჩიდან და უმაგრდება კეფის ქედის
ზედა ხაზს; 2. თავის მცირე უკანა სწორი კუნთი - m. rectus capitis posterior minor -
იწყება ატლასის უკანა ბორცვიდან და უმაგრდება კეფის ქედის ზედა ხაზს; 3. თავის
ზემო ირიბი კუნთი - m. obliquus capitis superior - გაჭიმულია ატლასის განივ მორჩსა და
კეფის ქიცვს შორის; 4. თავის ქვემო ირიბი კუნთი - m. obliquus capitis inferior -
გაჭიმულია ატლასის განივ მორჩსა და აქსისის წვეტიან მორჩს შორის.
კეფის მოკლე კუნთები

კეფის მოკლე კუნთები


გულმკერდ წელის ფასცია

გულმკერდ-წელის ფასცია - fascia thoracolumbalis - შედგება ორი კალთისაგან - წინა და


უკანა.

1) წინა, ღრმა კალთა იწყება წელის მალების განივი მორჩებიდან, თეძოს ქედიდან,
თეძო-წელის იოგიდან, მეთორმეტე ნეკნიდან და მდებარეოს წელის კვადრატულ და
ზურგის გამმართველ კუნთებს შორის. ამ კალთის ზედა ნაწილი, რომელიც
გადაჭიმულია წელის მალის განივ მორჩსა XII ნეკნს შორის, ქმნის მკრივ და
ნამგალივით მოხრილ იოგებს - შიგნითა და გარეთა რკალოვანი იოგი - ligamentum
arcuatum mediale et laterale;

2) უკანა, ზედაპირული კალთა იწყება თეძოს ქედიდან, გავის ძვლიდან, გულმკერდის


ქვედა ექვსი მალისა და წელის მალების წვეტიანი მორჩებიდან და უმაგრდება ნეკნების
კუთხეებს;
გულმკერდ-წელის ფასციის წინა და უკანა კალთა ერთმანეთს უერთდება წელის
მიდამოში ზურგის გამმართველი კუნთის გვერდით და ამიტომ, ზურგის გამმართველი
კუნთი ექცევა ერთგვარ „ბუდეში“, რომელიც იქმნება გულმკერდ-წელის ფასციის
კალთებით.

გულმკერდ-წელის ფასცია მკვრივი წარმონაქმნია, საიდანაც იწყება: მუცლის შიგნითა


ირიბი და განივი კუნთები, ზურგის უგანიერესი კუნთი, უკანა ქვედა დაკბილული
კუნთი და გავა-წვეტიანი კუნთი.

წელის ოთხკუთხედი მდებარეობს წელის მიდამოში, უგანიერესი კუნთის ქვეშ, XII ნეკნის
ქვევით. წელის ოთხკუთხედი მოსაზღვრულია:

ზევიდან - უკანა ქვედა დაკბილული კუნთის ქვედა კიდით;

გარედან - მუცლის გარეთა და შიგნითა ირიბი კუნთის კიდით;

შიგნიდან - ზურგის გამმართველი კუნთის გარეთა კიდით.

წელის ოთხკუთხედის ძირი - მუცლის განივი კუნთის მყესოვანი ნაწილით, რომელიც


ამავდროულად, გალმკერდ-წელის ფასციის ღრმა ფურცელია;

ეს კედელი მეტად თხელია და ზოგჯერ, თიაქრის განვითარების მიზეზია.


ზურგის კუნთების მიმაგრების ადგილები

You might also like