You are on page 1of 4

დასწვრივი აორტა - aorta descendens

1. გულმკერდის აორტა - Aorta thoracica - იწყება გულმკერდის მე-4 მალის დონეზე და


დიაფრაგმის ხვრელთან (XII მალის დონე) მთავრდება.
გულმკერდის აორტას პარიესული (გულმკერდის კედლებს კებავს) და ვისცერული
(გულმკერდის შინაგან ორგანოებს კვებას) ტოტები გამოეყოფა.

პარიესული ტოტები
ნეკნთაშუა უკანა აა. (aa.intercostales posteriores) – 9 წყვილი გამოწყოფა გულმკერდის
აორტას. ისინი მიჰყვებიან III-XI ნეკნთაშუა სირცეებს სათანადო ნეკნის ქვედა კიდის
გასწვრივ. მე-10 ანალოგიური ტოტია XII ნეკნის ქვედა კიდეზე გამავალი ნეკნქვეშა
არტერია - a.subcostalis.
ნეკნთაშუა არტერიები კვებავენ ზურგის ტვინს (r.spinalis), ძუძუს (rr. Mammarii) და
მიმდებარე კანს (r.cutaneus medialis). ნეკნთაშუა უკანა არტერიები ეანასტომოზებიან:
ნეკნთაშუა წინა ტოტებს - rr. Intercostales superiors (გამოეყოფიან გულმკერდის შიგნითა
არტერიას) და დიაფრაგმის არტერიები.

შუასაძგიდის ზემო არტერიები - aa. Phrenicae superiors - გამოეყოფიან გულმკერდის


აორტას დიაფრაგმის ხვრელთან ახლოს. ძირითადად იკავებენ დიაფრაგმის წელის
ნაწილსა და შესაბამის პლევრას და კვებავენ მას. შუასაძგიდის ზემო არტერიები
ეანასტომოზებიან: შუასაძგიდ-პერიკარდიუმის ა., კუნთ-შუასაძგიდის ა. (ორივე
გულმკერდის შიგნითა არტერიის ტოტია) და ნეკნთაშუა უკანა არტერიებს.

ვისცერული ტოტები
ბრონქული ტოტები - rr. Bronchiales - გამოეყოფიან გულმკერდის აორტას მარცხენა
ფილტვის კარის ახლოს, მისი ძირითადი რონქის უკან. უმეტესად 2 ან 3-ია. ისინი
მიჰყვებიან ბრონქთა ტოტებს ალეოლებამდე და მცირე წრის კაპილარებს უკავშირდებიან.

საყლაპავის ტოტები - rr.esophageales - აორტისა და ამ ტოტების მჭირ=დრო ურთიერთობის


გამო ეს ტოტები მოკლეა. თითოეული ტოტი დამოუკიდებლად იჭრება საყლაპავში და
იყოფა ასწვრივ და დასწვირვ ტოტებად. საყლაპავის ტოტები ეანასტომოზება : ქვედა ტოტი
- კუჭის მარცხენა არტერიას, ზედა ტოტი - ფარისებრ ქვემო არტერიას.

შუასაყრის ტოტები - rr. Mediastinales - გამოდიან აორტის წინა და გვერდითი


კედლებიდან. მიემართებიან შუასაყარში მდებარე ლიმფური კვანძებისკენ ან კვეავენ
შუასაყრის შემაერთებელქსოვილოვან ელემენტებს.

პერიკარდიუმის ტოტები - rr. Pericardiaci - მიემართეიან გულის პერანგის უკანა


ნაწილისკენ და კვებავენ მას. პერიკარდიუმის ტოტები ეანასტომოზებიან : გვირგვინოვანი
არტერიების კაპილარულ ქსელებს და ქმნიან გარესისტემურ ანასტომოზებს.

1
2. მუცლის აორტა - Aorta abdominalis - გულმკერდის აორტის გაგრძელებაა, შესაბამისად,
იწყება დიაფრაგმის ხრელიდან და წელის მე-4 მალის დონეზე აორტის ბიფურკაციით
(თეძოს საერთო არტერიით) მთარდება. გულმკერდის აორტის მსგავსად მასაც გააჩნია
პარიესული და ვისცერული ტოტები.

პარიესული ტოტები

შუასაძგიდის ქვემო არტერიები - aa. phrenicae inferiores - გამოდის მუცლის აორტის წინა
კედლიდან დიაფრაგმასთანვე. მარჯვენა უფრო მსხხილია. მარჯვენა ქვემო ღრუ ვენის
უკან, ხოლო მარცხენა სალაპაის უკან ექცევა. შუასაძგიდის ქვემო არტერიას 3 ტოტი აქვს.
ესენია: წინა, უკანა და თირკმელზედა ჯირკვლის ზემო არტერია - a. suprarenalis superior,
რომელიც თირკმელზედა ჯირკვალს კვებავს.

წელის არტერიები - aa. Lumbalis – 4 წყვილია (წელის I-IV მალათა სხეულების დონეზე) და
გამოდიან მუცლის აორტის უკანა კედლიდან. წელის არტერიის ტოტებია: დორსალური
ტოტები - rr. Dorsalis (ჰორიზონტალურად მიემართებიან წინისკენ და თეთრ ხაზთან
უკავშირდებიან მეორე მხარეს მდებარე თანამოსახელე ტოტებს. კებავენ მიმდებარე
კანსაც) ზურგის ტვინის ტოტები - rr. Spinales.

გავის შუა არტერია - a. sacralis mediana - კენტია, მუცლის აორტას ბიფურკაციის უკანა
კედლიდან გამოეყოფა. ეშვება ქვევით, წვება წელის V მალის სხეულზე (აქ გამოეყოფა მას
წელის ყველაზე ქემო არტერია - a. lumbelis ima, რომელიც თეძო-სუკის კუნთს კვებავს) და
გავის ძვლის მენჯის (შიგნითა) ზედაპირზე და კუდუსუნის შუა ხაზს აღწევს.

ვისცერული ტოტები
(კენტი)

1. ფაშის ღერო - truncus celiacus


2. ჯორჯლის ზემო არტერია - a. mesenterica superior
3. ჯორჯლის ქვემო არტერია - a. mesenterica inferior

2
1.ფაშვის ღერო - truncus celiacus - მუცლის აორტას გამოეყოფა
გულმკერდის XII მალის დონეზე. 2 სმ სირძისაა.
იყოფა 3 არათანაბარ ტოტად. ესენია:
ღვიძლის საერთო არტერია - a. hepatica communis,
ელენთის არტერია - a. lienalis. და
კუჭის მარცხენა არტერია - a. gastrica sinistra.

●ღვიძლის საერთო არტერია - a. hepatica communis - გამოყოფისთანავე მიდის მარჯვნივ,


მოექცევა მცირე ბადექონის სისქეში მის 2 ფურცელს შორის და მიაღწევს ღიძლ-
თორმეტგოჯას იოგს, სადაც იყოფა ღვიძლის საკუთარ არტერიად - a. hepatica propria და
კუჭ-თორმეტგოჯას არტერიად - a. gastroduodenalis .

კუჭ-თორმეტგოჯას არტერია - a. gastroduodenalis - გამოყოფისთანავე მიდის ქვევით,


უკნიდან გადაუვლის კუჭის პილორულ ნაწილს დამის ქვედა კიდესთან იყოფა 2 ტოტად.
ესენია:
პანკრეას-თორმეტგოჯას ზემო არტერია - a. pancreaticoduodenalis superior - პანკრეასის ზედა
კიდესთან იყოფა წინა და უკანა ტოტებად, რომლებიც პანკრეასის თავს ჩაუყვებიან და
მათი წრილი ტოტები კვებავენ თორმეტგოჯას (rr. Duodenales) და პანკრეასს (rr.
Pancreatici))
და კუჭ-ბადექონის მარჯვენა არტერია - a. gastroepiploica dextra - იგი კუჭის დიდ
სიმრუდეს შემოუვლის მარჯვნიდან მარცხნივ, ექცევა კუჭის დიდი სიმრუდის
გასწრივ(აქედან rr. Gastriciს აგზავნის კუჭის წინ და უკან) დიდი ბადექონის ფურცლებს
შორის (rr. Epiploicaთი კებავს დიდ ბადექონს) და მარცხენა კუჭ-ბადექონის არტერიას
ეანასტომოზება.

ღიძლის საკუთარი არტერია - a. hepatica propria - მოქცეულია ღვიძლ-თორმეტგოჯა


იოგის სისქეში. დასაწყისში ღიძლის საერთო არტერიას გამოეყოფა:
კუჭის მარჯვენა არტერია - a. gastrica dextra, რომელიც მიაღწევს კუჭის პილორულ ნაწილს
და კუჭის მცირე სიმრუდეს გაუყება მარჯნიდან მარცხნივ. შემდეგ მარცხენა
თანამოსახელე არტერიას დაუკავშირდება.
ღვიძლის საკუთარი არტერია ღვიძლის კარში შესვლისთანავე იყოფა:
მარჯვენა და მარცხენატოტად, ანუ ღიძლის წილოვან მარჯვენა და მარცხენა არტერიებად -
aa. Hepatinae lobares dexter et sinister. ღიძლის მარჯვენა არტერიას (კვებავს ღიძლის
მარჯვენა და ნაწილობრვ კუდიან წილს) გამოეყოფა ნაღვლის ბუშტის არტერია - a. cistica.
მარცხენა არტერია კვებავს ღვიძლის მარცხენა, კვადრატულ და ნაწილობრივ კუდიან
წილებს.

●ელენთის არტერია - a. lienalis – ფაშვის ღეროს უმსხილესი ტოტია, გამოეყოფა პანკრეასის


სხეულის ზედა კიდესთან, შემდეგ მისდევს პანკრეასს მარცხნივ, გადავა პანკრეასის
კუდზე, შეიჭრება პანკრეას-ელენთის იოგის სისქეში და იქ 2 ან მეტ საბოლოო ტოტად (rr.
Lienalis). ელენთის არტერიას გამოეყოფა:

3
1. პანკრეასის ტოტები - rr. Pancreatici - კვეავენ პანკრეასის სხეულსა და კუდს.
2. კუჭ-ბადექონის მარჯენა არტერია - a. gastroepiploicea sinistra - თითქმის ელენთის
არტერიის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ მოექცეა კუჭ-ელენთის იოგის სისქეში, შემდეგ
დიდი ბადექონის ფურცლებში და კუჭის დიდ სიმრუდეს გაუყვება, სადაც
ეანასტომოზება კუჭ-ბადექონის მარცხენა არტერიას.

●კუჭის მარცხენა არტერია - a. gastrica sinistra - ფაშის ღეროს უმცირესი ტოტია, რომელიც
გამოსლისას მოექცევა კუჭ-პანკრეასის იოგში, შემდეგ მცირე ბადექონის ფურცლებს
შორის და საბოლოოდ მარცხნიდან მარჯვნივ გაუყვება კუჭის მცირე სიმრუდეს, სადაც
ეანასტომოზება კუჭის მარჯვენა არტერიას - a. Gastrica dextra. კუჭის მარცხენა არტერია
კვებავს: კუჭის მცირე სიმრუდეს, მცირე ბადექონსა და საყლაპავის დისტალურ ნაწილს
(rr. Esophageales)

2. ჯორჯლის ზემო არტერია - a. mesenterica superior

მუცლის აორტას გამოეყოფა წელის I მალის დონეზე. გაივლის პანკრეასის ქვედა კიდესა
და თორმეტგოჯა ნაწლავის წინა კედელს შორის, ეშვეა ქვემოთ, შეიჭრება წვრილი
ნაწლავის ჯორჯლის 2 ფურცელს შორის .
ჯორჯლის ზემო არტერია კვებავს: წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვან ნაწილს, აღმავალ და
განივ კოლინჯს, ნაწილორივ პანკრეასსა და თორმეტგოჯას.

You might also like