You are on page 1of 9

ვენური სისტემა

არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც ვენურ სისტემას არტერიულისაგან განასხვავებს:

1 არტერიას 2 ან მეტი თანამოსახელე ვენა ახლავს, რომელთაც თანამგზავრი სისხლძარღვები


ეწოდება-​venaes commitantes
ვენურ სისხლძარღვებს, განსაკუთრებით კი-სხეულის ქვემო ნაწილში, გააჩნიათ სარქველები, რომლებიც
სისხლის ერთი მიმართულებით გატარებას უზრუნველყოფენ. უსარქველოა ვენები, რომლებშიც სისხლი
გრავიტაციის მიმართულებით გატარდება.

ქვემო ღრუ ვენის სისტემა


გვაქვს 2 ჯგუფის-ღრმა და ზედაპირული-ვენები.
ღრმა ვენები
მათი დასახელება ძირითადად არტერიების დასახელებას შეესაბამება
ტერფი:
● თითების საერთოდა საკუთარი დორსალური ვენები
● წინა ტერფის დორსალური ვენები
● უკანა ტერფის დორსალური ვენები
● დორსალური ვენური რკალი-arcus venosus dorsalis,​არსებული უკანა ტერფის დორსალურ ვენებს შორის
● ტერფის დორსალური ვენები
აქედან სისხლის მოძრაობა გრძელდება დიდი წვივის წინა ვენაში-venae tibiales anteriores
● თითების საკუთარი და საერთო პლანტარული ვენები
● წინა ტერფის პლანტარული ვენები
● ტერფძირის მედიალური და ლატერალური ვენები
● ტერფძირის ვენური რკალი-arcus venosus plantaris
აქედან სისხლის მოძრაობა გრძელდება დიდი წვივის უკანა ვენაში-venae tibiales posteriores
წვივი:
დიდი წვივის უკანა ვენას, ასევე, ჩაერთვის მ​ ცირე წვივის ვენები-venae fibulares​. დიდი წინა და უკანა ვენები
ერთიანდება და იქმნება მ​ უხლქვეშა ვენა-v.poplitea.​ მას, პირველ რიგში, ჩაერთვის მ​ უხლის ვენები,​ ასევე ერთი,
ზედაპირული ვენა​-მცირე საჩინო ვენა.​ მუხლქვეშა ვენა გრძელდება ბარძაყის ვენაში.
ბარძაყი:
ბარძაყის ვენაში-v.femoralis ჩაერთვის:
● ბარძაყის ღრმა შემომხვევი ვენა
● განმგმირავივენები
● კუნთოვანი ვენები
● , თეძოს შემომხვევი ზედაპირული ვენა
● ზედაპირული ეპიგასტრული ვენა
● გარეთა სასირცხო ვენები​-მასში, თავის მხრივ, ჩადის​ ასოს ან კლიტორის ზედაპირული დორსალური ვენები,
სათესლე პარკის, ან სასირცხო ბაგეების წინა ვენები.
აქვე: გამგმირავი ვენების ჯგუფობრივი განაწილება შემდეგნაირია: ბარძაყის პროქსიმალურ მიდამოში-
ჰანტერის, ბარძაყის შუა და დისტალურ მიდამოებში-დოდის, მუხლის სახრის მიმდებარედ-ბოიდის, წვივის
მიდამოში-კოკეტის.
ზედაპირული ვენები
● მცირე საჩინო ვენა-v.saphena parva -​ ჩაერთვის მუხლქვეშა ვენას
● დიდი საჩინო ვენა - v.saphena magna ​- ჩაერთვის ბარძაყის ვენას.
გაივლის საჩინო ვენის ხვრელში-hiatus venae parva

კლინიკური კორელაცია:​ ნორმაში, სისხლი ზედაპირულიდან ღრმა ვენაში გადაადგილდება განმგმირავ ვენაზე
გავლით, რომელიც სისხლს მხოლოდ ერთ მიმართულებით ატარებს. თუკი სარქველი დაზიანდა, სისხლი დაიწყებს
საპირისპირო მოძრაობას-ღრმა ვენიდან ზედაპირულისაკენ, შედეგად ეს უკანასკნელი გადაივსება სისხლით და
ამ დროს სახეზეა ვ​ ენების ვარიკოზული გაგანიერება.

თეძოს გარეთა ვენა-vena iliaca externa


აქვს იგივე შენაკადები, რაც ჰქონდა თეძოს გარეთა არტერიას:
● თეძოს ღრმაშემომხვევი​ ვენა
● ქვემო ეპიგასტრული ვენა-v.epigastrica inferior. ​ ი​ გი ეანასტომოზება ზემო ეპიგასტრულ ვენას,
რომელიც ზემო ღრუ ვენის სისტემას ჩაერთვის. შესაბამისად, ყალიბდება ანასტომოზი ზემო და ქვემო
ღრუ ვენებს შორის, რასაც კ​ ავა-კავალური ანასტომოზი​ეწოდება.
● ზედაპირული ეპიგასტრული ვენა, რ ​ ომელიც ანალოგიურად თეძოს ვენას ჩაერთვის. ეანასტომოზება​ ზ​ ედა
ეპიგასტრულ​ვენას.
გარდა ამისა, სპეციალური​თორაკოეპიგასტრული ვენით-v.thoracoepigastrica​,​ ზ​ ედაპირული
ეპიგსატრული ვენა ეანასტომოზება​ გ​ ულმკერდის ლატერალურ ვენას-v.thoracica lateralis, ​რომელიც
იღლიის ვენის შენაკადია. ამ ანასტომოზთა გადავსებისას გულმკერდის ლატერალურ ზედაპირზე
შეიძლება ვიპოვოთ გაგანიერებული ზონარი, რომელიც სწორედ თორაკოეპიგასტრულ ვენას
შეესაბამება.

თეძოს შიგნითა ვენა-vena iliaca interna


პარიესული შენაკადებია:
● ზემო დუნდულოვანი ვენები-vv.gluteus superiores
● ქვემო დუნდულოვანი ვენები-vv.gluteus inferiores
● დამხურავი ვენები-vv.obturatorie
● გავის გვერდითი ვენები-vv.sacrales laterals
ვისცერული შენაკადებია:
● შიგნითა სასირცხო ვენა-v.pudenda interna. ჩ​ აირთავს:
▪ სწორი ნაწლავის ქვემო ვენა-v.rectalis inferior
▪ ასოს/კლიტორის ღრმა ვენა-v.dorsalis penis/clitoris profunda
▪ შორისის ვენები-vv.perineales
▪ სკროტუმის, საშოსა და შარდსადენის ვენები
● შარდის ბუშტის ვენები-vv.vesicales
ისინი ეანასტომოზებიან პროსტატის ან საშვილოსნოსა და საშოს ვენურ წნულებს.
პროსტატის ვენები, აგრეთვე, ეანასტომოზებიან ხერხემლის ვენურ წნულს, ეს უკანასკნელი კი
უსარქველო ვენებით იქმნება.
სწორედ ამ კავშირების გამო, შარდის ბუშტის კიბო შესაძლოა გადავიდეს პროსტატაზე, ხოლო
პროსტატის კიბო ხშირად გადადის ხერხემალში, ხოლო ხერხემლიდან, ზოგჯერ, თავის ტვინშიც.
● საშვილოსნოს ვენები-vv.uterinae
● სწორი ნაწლავის შუა ვენები-vv.rectales mediae

თეძოს საერთო ვენა-v.iliaca communis


● გავის შუა ვენა-v.sacralis mediana ​(ერთვის მარცხენას)
● თეძო-წელის ვენები - vv.iliolumbales

ქვემო ღრუ ვენა-v.cava inferior


იგი მიიღება თეძოს ვენების შეერთებით დაახლოებით წელის მე-5 მალის დონეზე.
პარიესული შენაკადებია:
● დიაფრაგმის ქვემო ვენები-vv.frenicae inferiores
● წელის ვენები-venae lumbales​(ქვედა 2)
ვისცერული შენაკადებია:
● თირკმლის ვენები-vv.renalis dextra et sinistra
მას ჩაერთვიან თირკმელზდა ჯირკვლის მარცხენა და სათესლის/საკვერცხის მარცხენა ვენები. მარჯვენა
ვენა მოკლეა, ხოლო მარცხენა-გრძელი.
● თრკმელზედა მარჯვენა ვენა-vv.suprarenalis dextra
● სათესლის/საკვერცხის მარჯვენა ვენები-vv.ovaricae/testiculares dextra
სათესლის ვენები იწყებიან სათესლე პარკში ე.წ. მტევნისებრი ვენური წნულიდან -plexus
pampiniformis, რომელიც თანამოსახელე არტერიას გარს ეხვევა.
● ღვიძლის ვენები-vv.hepatici
ვინაიდან სათესლის მარცხენა არტერია კუთხით ჩაერთვის ქვემო ღრუ ვენას, შეერთების მიდამოში, შესაძლოა,
განვითარდეს სისხლის შეფერხება და განვითარდეს ვ​ არიკოცელე-​სათესლის ვენების გაგანიერება, რომელიც,
ზემოაღნიშნულის გამო, მეტწილად მ​ არცხენამხრივია​.

ზემო ღრუ ვენის სისტემა


ზემო კიდურის ვენები
ღრმა ვენები:
● თითების საკუთარი და საერთო ხელგულის ვენები-vv.digitales palmares propriae et communes
● ნების ხელგულის ვენები vv.metacarpae palmares
● ნების ღრმა ვენური რკალიarcus venosus Palmaris profundus
● სხივისა და იდაყვის ვენები​ - vv.radiales et ulnares​. გაერთიანებით იძლვევიან მხრის ვენებს
● მხრის ვენები​ - vv.brachiales - ​იღლიის ფოსოდან იძლევა იღლიის ვენას
● იღლიის ვენა​ -v.axillaris ლ ​ ავიწსა და I ნეკნს შორის გავლის შემდეგ იძლევა ლავიწქვეშა ვენას
● ლავიწქვეშა ვენა -v.subclavia
ზედაპირული ვენები:
● თითებისა და ნების დორსალური ვენები-vv.digitales dorsales propriae et communes
● ხელგულის ზედაპირული ვენური რკალი -arcus venosus Palmaris superficialis
● ხელის მტევნის დორსალური ვენური ბადე-rete cenosum dorsal manus. ​მისგან იწყება 2 ვენა:
● შევარდნის ვენა-v.cephalica​-მდებარეობს ლატერალურად. იწყება I თითის დორსალური ბადიდან, წვება
მკერდ-დელტისებრ ღარში.​ ჩაერთვის იღლიის ვენას.
● სალმის ვენა-v.basilica​-ნების IV დორსალური ვენის გაგრძელებაა. მდებარეობს მედიალურად.
ჩაერთვის მხრის ვენას
● იდაყვის შუა ვენა​- ​v.intermedia cubiti. შ​ ევარდნისა და სალმის ვენებს შორის მთავარი
ანასტომოზური ვენაა.

კ.კ:​ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ზოგჯერ სახეზეა ტროფიკული წყლულები.


კ.კ:​ აორტოკორონარული შუნტირებისთვის, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ქვემო კიდურის ზედაპირული -
საჩინო - ვენები
კ.კ:​ ბად-ჩიარის სინდრომის, ანუ ღვიძლის ვენების თანდაყოლილი „სისხლგაუტარებლობის“ დროს ქვემო
ღრუ ვენაში სისხლი გროვდება, ღვიძლი გადაივსება და შესაძლოა, მივიდეს ციროზამდე.
კ.კ:​ ქვემო კიდურის ღრმა, განსაკუთრებით კი ბარძაყისა და მენჯის, ვენები მნიშვნელოვანია თრომბოზის
თვალსაზრისით, ვინაიდან აქედან წამოსული თრომბი, შესაძლოა, გახდეს პულმონური
ემბოლიის-PE-მიზეზი. ამ უკანასკნელის კლინიკური ნიშნები ამგვარია: სუნთქვის მწვავე უკმარისობა,
სისხლიანი ხველა-ჰემოპტიზი, დისპნოე... მისი დადასტურების ოქროს მეთოდი არის კომპიუტერული
ტომოგრაფია ანგიოლოგიური მეთოდით. პულმონური ემბოლიზმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება
კავალური ბადეები, რომლებიც ყენდება ქვემო ღრუ ვენებში, ატარებს სისხლს, თუმცა არ ატარებს
თრომბულ მასებს.
კ.კ:​ორსულობის დროს გადიდებული საშვილოსნო ქვემო ღრუ ვენას აწვება და იგი კომპრესირდება.
ვითარდება „ქვემო ღრუ ვენის სინდრომი“, რომელიც მის აუზში სისხლის შეგუბებას გამოიწვევს. შედეგად,
გაიხსნება ანასტომოზები ზემო ღრუ ვენის აუზთან, კარის ვენასთან.
კ.კ: ​პორტული ჰიპერტენზიის, ანუ კარის ვენაში სისხლის დაგროვებისას, იმატებს ჰიდროსტატიკური წნევა
და საბოლოოდ თავისუფალი სითხე გროვდება მუცლის ღრუში-ვითარდება ა​ სციტი​.
კ.კ:​ ქვემო კიდურის ღრმა ვენების თრომბოზისას დორსიფლექსია იწვევს ტკივილს, რასაც ანგიოლოგები
ჰომანსის ნიშანს​ უწოდებენ. ამით დასტურდება თრომბის არსებობა-არარსებობა.
როდესაც ქვემო კიდურის თრომბოზს არტერიული სპაზმი ერთვის, შეინიშნება სიფერმკრთალე.
საპირისპირო-გამუქება და შეშუპება გვხვდება Phlegmasia coerulea dolens-ის დროს, როცა ყველა
ვენა ერთდროულადაა თრომბოზირებული.
კ.კ:​ ჰიპერტროფირებული კუნთი, შესაძლოა, დააწვეს ლავიწქვეშა ვენას და დაირღვეს სისხლის დრენირება
ზემო კიდურიდან. შედეგად იგი გადავსებულია სისხლით, ციანოზური და შეშუპებულია. ამ ას
პეჯეტ-შრეტერის​ სინდრომი ეწოდება.
კ.კ: ​ვიაგრა​, ანუ სილდენაფილი, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. იგი ახდენს
ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უშლის ვაზოდილატაციას. შედეგად,
ვაზოდილატაციას ხელი ეწყობა-ხდება პენისის არტერიის გაფართოება და ვენის გადაკეტვა.

თავის ვენები
არ აქვთ სარქველები. მათი დატოტიანება არ შეესაბამება არტერიების გავრცელებას და არ იმეორებს არტერიების
გზებს.

● თავის ტვინის ვენები:


▪ დიპლოეს ვენები​-მ​ ოთავსებულია ქალასარქვლის გარეთა და შიგნითა ფირფიტას შორის. ავსებს
სივრცეებს ძვლოვან ხარიხებს შორის.
▪ ემისარული ვენები-​გაივლიან ძვლოვან საფუძველს გამჭოლად და გამოდიან გარეთ. მათი გავლის
ერთ-ერთი უბანია cannalis condilaris, რომელიც კეფის ძვალზე გვხვდება
▪ ვენური სინუსები​- ი​ სინი რეზერვუარებია. ერთ-ერთი არის​ კ​ ავერნოზული, ანუ მღვიმოვანი ს
​ ინუსი,
რომელშიც შიგნითა საძილე არტერია, ასევე, თვალის კაკლის ინერვაციაზე პასუხისმგებელი III, IV, V და
ნაწილობივ VI ნერვული წყვილები.

● თვალბუდის ქვემო ვენა-v.opthalmica inferior. ჩ​ აერთვის:


▪ თვალის კაკლისკუნთოვანი ვენები
▪ საცრემლე პარკის ვენები

● თვალბუდის ზემო ვენა-V.opthalmica superior. ​მას ჩაერთვის:


▪ ბადურას ცენტრალურივენა​-v ​ .centralis retinae
▪ ქოჩრიანი ვენები-vv.vorticosae​-ისინი წამწამოვანი არტერიების თანხმლები ვენებია. წამწამოვანი
ვენებს იმ ნაწილს ვუწოდებთ ქოჩრიან ვენებს, რომლებიც უფრო დაკლაკლინილია. მიემართებიან
ძირითადად თვალბუდის ზემო ვენაში, ნაწილობრივ ქვემო ვენაში.
▪ წამწამოვანი ვენები-vv.ciliares
▪ ეპისკლერული ვენები vv.episclerales
▪ ქუთუთოების ვენები- vv.palpebralis
▪ კონიუქტივის ვენები- vv. conjuctivalis
▪ საცრემლე ვენები- vv. lacrimalis
▪ ცხავის ვენები-vv. ethmoidalis
▪ ცხვირ-შუბლის ვენა -v.nasofrontalis-​ ​წარმოადგენს თვალბუდის ზემო ვენის დასაწყის მონაკვეთს.
თვალბუდის როგორც ზემო, ისე ქვემო ვენები წინა მხარეს ეანასტომოზებიან სახის ვენას, უკანა მხარეს
ჩაერთვიან კავერნოზულ(მღვიმოვან) სინუსს. გარდა ამისა, ქვემო ვენა ჩაერთვის​ ​ფრთისებრ ვენურ
წნულს-plexus venulus pterigoydeus​. რომელიც, თავის მხრივ, გრძელდება​ ზ​ ედა ყბის ვენებში,​ ხ​ ოლო ეს
უკანასკნელი უერთდება სახის ერთ-ერთ ვენას -​ ​ქვედაყბის უკანა ვენას. ​თვალბუდის ქვემო ვენა ნაწილობრივ
უერთდება მ​ ღვიმოვან სინუსსაც.
თუ სახის მიდამოში რაიმე ჩირქოვანი პროცესია, თვალბუდის ვენების გავლით შეიძლება მღვიმოვან სინუსში
აღმოჩნდეს და გამოიწვიოს ვ​ ერნოზული სინუთრომბოზი. ​ის დააწვება მასში გამავალ ნერვებს.

სახის მიდამოს ვენები


● სახის ვენა-v.facialis მ​ იიღება 2 :​ ჭაღზედა v.supratrochlearis​ დ
​ ა​ თ
​ ვალზედა v.supraorbitalis​ ვ​ ენების
გაერთიანებით. იგი ემსახურება სისხლის დრენირებას სახის ზედაპირული ქსოვლებიდან. მის დასაწყისს
შეგვიძლია ვუწოდოთ​ კ​ უთხის ვენა-v.angularis​. ​შემდეგ ჩაერთვის:
▪ ცხვირის გარეთა ვენები
▪ ზემო და ქვემო ქუთუთოს ვენები
▪ ტუჩის ზემო და ქვემო ვენები
▪ სახის ღრმა და გარეთა ვენები
▪ ნიკაპქვეშა ვენები

● ქვედა ყბის უკანა ვენა-v.retromandibularis მ​ იიღება 2:​ ს


​ აფეთქლის ზედაპირული v. temporalis
superficialis დ
​ ა​ საფეთქლის შუა v.temporalis media ​ვენების გაერთიანებით. იგი ემსახურება სისხლის
დრენირებას სახის ღრმა ქსოვილებიდან, ​საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრიდან დ ​ ა ყ​ ბაყურა ჯირკვლიდან.
ჩაერთვის:
▪ სახის განივი ვენა-v.transversa facialis
▪ ზედა ყბის ვენები-v.maxillaris
და ფრთისებრ წნულთან დაკავშირებული ვენები:
▪ შუა მენინგეალური ვენები
▪ საფეთქლის ღრმა ვენები
▪ ფრთისებრი არხის ვენები
▪ ყურის წინა ვენები
▪ დაფის ვენები
▪ ყბაყურა ჯირკვლის ვენები
▪ სადგის-დვრილისებრი ვენები
▪ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ვენები
▪ ფრთისებრი ვენური წნული
▪ ყბაყურა ჯირკვლის ვენები
კისრის ვენები
გარეთა საუღლე ვენა-v.jugularis externa​ მ​ იიღება ქვედა ყბის უკანა ვენის უკანა ნაწილის შეერთებით ყ​ ურის
უკანა ვენასთან-v.auricularis posterioir​. მოქცეულია პლატიზმის ქვეშ. უერთდება:
● კისრის წინა საუღლე ვენა-v.jugularis anterioir
● ბეჭზედა ვენა-V.suprascapularis.
● კეფის ვენა-v.occipitalis​(ზოგიერთ შემთხვევაში)
● ზოგიერთ შემთხვევაში-​კისრის განივი ვენა ​(იგი,როგორც წესი, გულმკერდის გარკვეულ ვენებთან ერთად
ჩადის ლავიწქვეშა ვენაში, თუმცა ზოგჯერ გარეთა საუღლე ვენაში.)
გარეთა საუღლე ვენა საბოლოოდ ლავიწქვეშა ვენას უერთდება.

შიგნითა საუღლე ვენა-v.jugularis interna ​მიიღება შემდეგნარიად: ქვედა ყბის უკანა ვენის წინა ნაწილი უერთდება
​ ახის საერთო ვენა-v.facialis communis​ დ
სახის ვენას, შეიქმნება ს ​ ა ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად ან ენის
ვენასთან ერთად უერთდება შიგნითა საუღლე ვენას.
​შიგნითა საუღლე ვენა სიგმოიდური სინუსის უშუალო გაგრძელებაა. მას 2 გაგანიერება აქვს-საუღლე ხვრელში
საუღლე ვენის ზემო ბოლქვი-bulbus venae jugularis superior​, ხოლო ქვედა მესამედში, დაახლ.კისრის მე-6
მალის დონეზე-​საუღლე ვენის ქვემო ბოლქვი-bulbus venae jugularis inferioir​.
უერთდება:
▪ ლოკოკინას მილაკის ვენა-v.canaliculi cochleae
▪ ხახისვენები-vv.pharyngeae
▪ ხორხისზემოვენა–v.laryngea superior
▪ ფარისებრი ჯირკვლის ზემო და შუა ვენები-vv.thyroideae superior et media
▪ კეფის ვენა-v.occipitalis ​(ზოგიერთ შემთხვევაში)
▪ მკერდლავიწდვრილისებრი ვენა-v.sternocleidomastoidea
▪ მენინგეალური ვენები-vv.meningeae
▪ სახის საერთო
▪ ენის

შიგნითა საუღლე ვენა უერთდება ლ​ ავიწქვეშა ვენას.​ლავიწქვეშა ვენა არის იღლიის ვენის პირდაპირი გაგრძელება,
მათ შორის საზღვარია წინა კიბისებრი სივრცის კ​ იდე. მას ერთვის:
▪ გულმკერდის ვენები
▪ ბეჭის დორსალური ვენა

ლავიწქვეშა და შიგნითა საუღლე ვენების გაერთიანებით მიიღება მ​ ხარ-თავის ვენა,​ ხოლო ორივე მხარ-თავის ვენის
გაერთიანებით-​ზემო ღრუ ვენა. მ​ ხარ-თავის ვენას უერთდება:
▪ თიმუსის ვენები-vv.thymicae
▪ გულ-მკერდის შიგნითა ვენები-vv.thoracicae internae
▪ მკერდის ძვლის ვენები-vv.sternales
▪ შუასაყრის ტოტები-vv.mediastinales
▪ ბრონქების ტოტები-vv.bronchiales
▪ ტრაქეის ტოტები-vv.tracheales
▪ საყლაპავის ტოტები-vv.esophageae
▪ ხერხემლის ვენები-vv.vertebrales
▪ ფარისებრი ქვემო ვენა-v.thyroidea inferior
▪ ფარისებრი კენტი წნულის-plexus thydoideus impar- ტოტები
▪ ზოგჯერ v.intercostalis prima
▪ ზოგჯერ, 1-2 ან 1-3 ნეკნთაშუა უკანა ვენების გაერთიანებით მიღებული v.intercostalis superior

კენტი ვენის სისტემა-v.azigos


იგი გულ-მკერდის ყველაზე მნიშვნელოვანი ვენური სისტემაა. ასევე, არსებობს​ ​ნახევრად კენტი ვენა
-v.hemiazigos​, ​რომელიც კენტ ვენას უერთდება და ზოგ შემთხვევაში​ დ
​ ამატებითი​ნახევრად კენტი
ვენა-v.hemiazigos accesoria,​ რ​ ომელიც იქმნება მარცხენა ზედა 3-4 ნეკნთაშუა უკანა ვენით და ან ნახევრადკენტ
ვენას ერთვის, ან პირდაპირ კენტ ვენას.
კენტ ვენას ერთვის:
● ნეკნთაშუა მარჯვენა ზემო ვენა, რ ​ ომელიც ნეკნთაშუა უკანა 1-3 ან 2-4 (როცა პირველი მხართავის ვენაში
მიდის) ვენების გაერთიანებით მიიღება
● წელის ასწვრივი ვენა - ​ როგორც წესი, ქვემო ღრუ ვენას დამოუკიდებლად ჩაერთვის წელის მხოლოდ ქვედა
2 ვენა, ხოლო ზედა ვენები ერთიანდება, იძლევა წელის ასწვრივ ვენებს -vv.ascendens lumbalis, იგი
მარჯვენა მხარეს კენტ ვენაში გრძელდება, მარცხენა მხარეს-ნახევრად კენტ ვენაში. ეს უკანასკნელნი
საბოლოოდ ზემო ღრუ ვენაში მიდიან, შესაბამისად მყარდება კავა-კავალური ანასტომოზი
● ნეკნთაშუა უკანა ვენები(მარჯვენა)​4-11, ან 5-11 დამოუკიდებლად უერთდება კენტ ვენას.
● ნეკნქვეშა(მარჯვენა) ვენა ​ბოლო ნეკნთაშუა ვენაა
● დიაფრაგმის ზემო ვენები (​ პარიესული შენაკადები)
● საყლაპავის, ბრონქების, პერიკარდიუმის, შუასაყრის ვენები (​ ვისცერული შენაკადები)
● შუასაძგიდის ზემო ვენები
● ხერხემლის გარეთა და შიგნითა ვენური წნულები გ ​ არკვეული დონის ზემოთ. (​ ამ დონის ქვემოთ ქვემო ღრუ
ვენაში)​ამ დონეზე წნულები ამყარებენ კავა-კავალურ ანასტომოზებს. არსებობს plexus venosus
vertbralis interna et externa. ამ ვენურ წნულებს ბ​ ატსონის ვენური წნულები​ ეწოდება.
● ზურგის ტვინის ვენები
ნახევრად კენტ ვენას-ჩაედინება კენტ ვენაში, ზოგჯერ ერთვის დამატებითი ნახევრად კენტი ვენა

კარის ვენის სისტემა-v.porta


იგი მუცლის ღრუს ყველაზე მნიშვნელოვანი ვენური სისტემაა. იგი კრებს სისხლს მუცლის ღრუს ყველა იმ
ორგანოდან, რომლებიც მარაგდება სისხლის მუცლის აორტის კენტი ტოტებიდან (ფაშვის ღერო, ჯოჯრლის ზემო და
ქვემო არტერიები). ამ ორგანოების ინტარმურალური ვენური ბადიდან და ვენებიდან გამოაქვთ სისხლი ორგანოთა
ექსტრაორგანულ ვენებს , რომელთა გაერთიანებით მიიღება სა საკმაოდ მსხვილი კალიბრის ვენა:​ჯორჯლის ზემო,
ჯორჯლის ქვემო და ელენთის ვენები.

● ​ ერთდება:​ პ​ ანკრეასის, კუჭის მოკლე, კუჭ-ბადექონის მც ვენები.


ელენთის ვენას​ უ
● ჯორჯლის ზემო ვენას უ​ ერთდება :​კუჭ-ბადექონის მჯ ვ, ბრმა ნაწლავის ვ, აპენდიქსის ვ, წვრილლი ნაწლავის
ვ, კოლინჯის მჯ და შუა ვენები.
● ჯორჯლის ქვემო ვენას ს ​ ისხლი მოაქვს დასწვრივი კოლინჯიდან, სიგმოიდური კოლინჯიდან და სწორი
ნაწლავის ვენური ბადიდან. უერთდება:​ ​კოლინჯის მარცხენა, სიგმოიდური ვენები და სწორი ნაწლავის ზემო
ვენა.
აღნიშნული ვენები მიემართება ღვიძლის ვისცერული ზედაპირისაკენ და პანკრეასის თავის უკან ერთანდება ერთ
მოკლე, მაგრამ მსხვილი კალიბრის ვენის-კარის ვენის სახით. მას, ღვიძლში შეჭრამდე, უერთდება:​ კ​ უჭის მარცხენა
და მარჯვენა ვენები, ნაღვლის ბუშტის ვენა , პრეპილორული (​ მეიოს)​ ვენა
ჭიპისახლო(ჭიპის ირგვლივი) ვენები.
​ ვიძლის ვენების​ საშუალებით.
კარის ვენის სისხლი, ღვიძლის გავლის შემდეგ, ჩაერთვის ქვემო ღრუ ვენას​ ღ

ანასტომოზები

ზემო ღრუ, ქვემო ღრუ და კარის ვენის აუზები თითქოს განცალკევებულია, თუმცა მათ შორის მრავალი
მნიშვნელოვანი კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზია.
პორტო-კავალურ ანასტომოზებს შორის მნიშვნელოვანია:
● ხერხემლის შიგნითა და გარეთა ვენური წნულების​ ზ​ ედა და ქვედა ვენური ტოტების კავშირი.
● კენტი და ნახევრადკენტი ვენების კავშირი​ ე​ რთის მხრივ (ქვევით) წელის ასწვრივ ვენებთან(ქვემო ღრუ
ვენის აუზი) , მეორეს მხრივ (ზევით) უშალოდ ზემო ღრუ ვენასთან და ზემო ნეკნთაშუა ვენებთან.
● ქვედა და ზედაპირული ეპიგასტრული ვენების (​ ​ქვემო ღრუ ვენის აუზი) კავშირი ჭიპის მიდამოში
(v.paraumbilicalis) მეშვეობით​ზემოეპიგასტრულ ვენებთან (​ ზემო ღრუ ვენის აუზი)​ .
ამავე დროს, ჭიპის ახლო ვენებთან ხშრად კავშირშია ღვიძლის მრგვალი იოგის ვენები, რომლებითაც
კარის ვენის სისტემა უკავშირდება ქვემო და ზემო ეპიგასტრულ ვენებს, ხოლო ამ უკანასკნელთა
საშუალებით-ქვემო და ზემო ღრუ ვენებს. - ​პორტო-კავალური ანასტომოზი

● ჭიპის ირგვლივ (ცენტრალური)​ - პ​ არაუმბილიკალური ვ.-ებით კარის ვენა უკავშირდება ზედა და ქვედა ღრუ
ვ.-ებს.

● საყლაპავის დონეზე (ზედა)​ ​- ​ ს


​ აყლაპავის ძირითადი ნაწილიდან ვენური სისხლის დრენირებას
ახორციელებს კენტი ვ., ხოლო დისტალურიდან-კუჭის მარცხენა ვ.
● სწორი ნაწლავის დონეზე (ქვედა)​ ​- სწორი ნაწლავის ზედა ვ., ჯორჯლის ქვედა ვ.-ის გავლით კარის ვენაში
აღმოჩნდება, ხოლო სწორი ნაწლავის შუა და ქვედა--ქვემო ღრუ ვენაში

კავა-კავალური ანასტომოზებიდან აღსანიშნავია:


● საყლაპავის ქვედა მესამედის ვენური წნულის კ​ ავშირი კარდიალური ნაწილის ვენებთან (კარის ვენის
სისტემიდან)
● სწორი ნაწლავის ვენური წნულის ერთიანი აუზი, რ ​ ომლის ზედა ნაწილიდან (v.rectalis superior) სისხლი
ჩაედინება კარის ვენის სისტემაში, ხოლო ქვედა ნაწილიდან (vv.rectales media et inferior) ქვემო ღრუ
ვენაში.
● კენტი/ნახევრად კენტი ვენები

● ხერხემლის ვენური წნულები

● ეპიგასტრული ვენები

კ.კ: მ​ ედუზას თავი-caput meduse-როცა ღვიძლის ციროზის დროს, კარის ვენა სისხლით გადაივსება, ანასტომოზები
იხსნება, სისხლდენა იწყება საყლაპავიდან, სწორი ნაწლავიდან, შეიძლება პარაუმბილიკალური ვენები გაგანიერდეს.

You might also like