You are on page 1of 5

1.

სად მდებარეობს, რა ფორმა აქვს და რა ნაწილებისაგან შედგება ნაღვლის ბუშტი


1.ნაღვლის ბუშტი მსხლის ფორმის ღრუ ორგანოა. მისი სიგრძე 7-8 სმ-ს უდრის,
დიამეტრი ძირის არეში 2-3 სმ-ს, ტევადობა კი 20 მლ-ს აღწევს.. ნაღვლის ბუშტი
ნაღვლის ბუშტი სხეულის, ძირისა და ყელისაგან შედგება.
2.როგორია ნაღვლის ბუშტის ურთიერთობა პერიტონეუმთან
ნაღვლის ბუშტი ინტრაპერიტონული და ზოგჯერ კი იშვიათად რეტროპერიტონული
ორგანოა.

3.როგორი ფორმა, ზომები აქვს და სად მდებარეობს ღვიძლი


ღვიძლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ჯირკვალია. მდებარეობს
შუასაძგიდის გუმბათის ქვეშ, მთლიანად უჭირავს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამო და ნაწილობრივ
ეპიგასტრიუმისა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოშია მოთავსებული. ფორმით მოგვაგონებს სოლს,
რომლის ფუძე მარჯვნივ, ხოლო მწვერვალი – მარცხნივაა მიქცეული. ღვიძლის სიგრძე 25-30 სმ-ს
შეადგენს, სიგანე 15-20 სმ-ია, სიმაღლე კი – 10- 15 სმ-ს შეესაბამება.

4.რომელ ზედაპირებს არჩევენ ღვიძლზე


ღვიძლზე არჩევენ ზემო ანუ შუასაძგიდის ზედაპირს, ქვემო ანუ ვისცერულ ზედაპირს და ზედა და
ქვედა კიდეებს. მარჯვენა წილზე აღინიშნება, აგრეთვე, უკანა ზედაპირი, რომლის ზედა და ქვედა
ბლაგვი კიდეები მარცხნისაკენ თანდათანობით უახლოვდებიან ერთიმეორეს და მარცხენა წილის
უკანა მახვილ კიდეშიEგადადიან

5.სად მდებარეობს, რა სიგრძისაა, რა ნაწილებისგან შედგება და როგორია პანკრეასის


დამოკიდებულება პერიტონეუმთან
პანკრეასი – pancreas საკუთრივ ეპიგასტრიუმისა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, მუცლის უკანა
კედელზე, ექსტრაპერიტონულად მდებარეობს. შედგება თავის, სხეულისა და კუდისაგან. თავსა
სხეულს შორის ყელია. თავი და კუდი ბრტყელია, სხეული სამწახნაგოვანი ამიტომ თავსა და კუდზე
არჩევენ წინა და უკანა ზედაპირებს, სხულზე – წინა, უკანა და ქვედა ზედაპირებს, რომლებიც
ერთმანეთს ესაზღვრებიან ზედა, ქვედა და წინა კიდეებით. პანკრეასის სიგრძე 15-20 სანტიმეტრს
შეადგენს, სიგანე სხეულის არეში – 4 სანტიმეტრს და სისქე – 2 სანტიმეტრს.

6.როგორია პანკრეასის ფორმის ინდივიდუალური ცვალებადობის ფორმები


პანკრეასის ფორმა ინდივიდუალურად ცვალებადია. აღინიშნება მისი სამწახნაგიანი, პრიზმისმაგვარი,
ბრტყელი, კუთხისებური, ლანცეტისებური და სხვა ფორმები. ცნობილია პანკრეასის ამა თუ იმ
ნაწილის განუვითარებლობის შემთხვევები. იშვიათად არსებობს დამატებითი პანკრეასი.

7.როგორია მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის წინა ზედაპირის სინტოპია


მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის წინა ზედაპირი ურთიერთობაშია ღვიძლის მარჯვენა წილის
პერიტონეუმისაგან თავისუფალ ზედაპირთან და ზემო ღრუ ვენასთან, ზოგჯერ თორმეტგოჯა
ნაწლავის ზედა ნაკეცთანაც, გარეთა კუთხის არეში იგი ჩვეულებრივ, დაფარულია პერიტონეუმით.

8.როგორია მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლის სინტოპია


მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლი, როგორც აღინიშნა ნახევარმთვარისებრი ფორმისაა. პერიტონეუმი
მას წინიდან ფარავს, უმთავრესად მის ზედა შუა ნაწილში. მარცხენა თირკმელზედა ჯირკვლი ეხება
კუჭის შესავალ ნაწილს, ელენთასა და კუჭუკანა ჯირკვალს.

9.სად მდებარეობს და რა ნაწილებისაგან შედგება ფარისებრი ჯირკვალი


კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს კისრის წინა ნაწილში ხორხისა და ტრაქეის დონეზე და შედგბა
ორი გვერდითი წილისაგან, რომელებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ყელით.

10.ვინ აღწერა XVII საუკუნეში პირველად ფარისებური ჯირკვლის პირამიდული


მორჩი ფრანგმა ექიმ-ენდოკრინოლოგმა ლალუეტენმა
11.სად მდებარეობს ზედა ფარისებრახლო ჯირკვლები
მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის საკუთარი ფასციალური კაფსულის გარეთ (კაფსულასა და
ფასციურ სარეცელს შორის) ფარისებური ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა ზედაპირებზე
ბეჭდისებრი ხრტილის დონეზე ჯირკვლის ყელსა და პოლუსს შორის მანძილის შუაში. ჯირკვალთა
ზედა წყვილი მოთავსებულია ბეჭდისებრი ხრტილის ზედა კიდის დონეზე ანუ ფარისებრი ჯირკვლის
გვერდითი წილის ქვედა და შუა მესამედების საზღვარზე

12.სად მდებარეობს ქვედა ფარისებრახლო ჯირკვლები


ქვედა წყვილები მდებარეობენ იქ, სადაც ქვედა ფარისებრ არტერიას გამოეყოფა პირველი ტოტები
ჯირკვლისთვის ანუ ერთი განივი თითის დადებით გვერდითი წილის ქვედა პოლუსის ზემოთ.

13.რა აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვალზე


თითოეულ თირკმელზედა ჯირკვალს აქვს წინა, უკანა და თირკმლისმხრივი ზედაპირი.
თირკმელზედა ჯირკვლების წინა და უკანა ზედაპირები დაფარულია ღარებით,
რომელთაგანაც ერთი ყველაზე ღრმაა და მდებარეობს მათ წინა-მედიალურ ზედაპირზე მას
თირკმელზედა ჯირკვლის კარი – hilus, რომელიც მარჯვენა მხარეს ახლოსაა ჯირკვლის
ზედა ბოლოსთან, ხოლო მარცხენა მხარეზე ჯირკვლის ფუძესთან შედარებით ახლოს
მდებარეობს.

14.სად მდებარეობენ თირკმელზედა ჯირკვლები და როგორი ფორმა აქვთ მათ


წყვილი თირკმელზედა ჯირკვლები მდებარეობენ თირკმლის ზედა ბოლოებზე, თირკმლის
წინა ფასციის ორ ფურცელს შორის, დაახლოებით V და VII გულმკერდის მალების დონეზე
იმავე ნეკნთაშუა სივრცეებში. მარჯვენა თირკმელზედა მარჯვენა ჯირკვალი სამკუთხა
ფორმისაა. მარცხენა – ნახევარმთვარისებრი.
15.რამდენი ჯგუფი გამოიყოფა ფარისებური ჯირკვლის ფორმების განხილვისას
8ჯგუფი
16.როგორ ხორციელდება პარათირეოიდული ჯირკვლების ვასკულარიზაცია
პარათირეოიდული ჯირკვლების ვასკულარიზაცია ხორციელდება არტერიული ტოტებით,
რომლებიც ზედა და ქვედა ფარისებრი არტერიებიდან გამოდიან.*
17.სად ჩაედინება ვენური სისხლი პარათირეოიდული ჯირკვლებიდან.
ვენური სისხლი ფარისებური ჯირკვლის ვენებში ჩაედინება ან უშუალოდ შიგნითა საუღლე
ვენას ერთვის.*
18.როგორია პანკრეასის სადინრის ტოპოგრაფია
.პანკრეასის სადინარი იწყება პანკრეასის კუდში, ჯირკვალში გასწვრივად გაივლის და
ნაღვლის საერთო სადინართან ერთად იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის დიდ დვრილზე.
ხშირად არსებობს პანკრეასის დამატებითი სადინარი რომელიც გამოეყოფა პანკრეასის
მთავარ სადინარს და იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის მცირე დვრილზე.*
19.რითი არის ფიქსირებული პანკრეასი
.პანკრეასის ფიქსაცია ხორციელდება მისი კაფსულის მტკიცე კავშირით თორმეტგოჯა
ნაწლავის კედელთან. სხეული დამაგრებულია სისხლძარღვებით კუდი კი შედარებით
მოძრავია. პანკრეასის წინა ზედაპირის მფარავი პერიტონეუმი კუჭის უკანა ზედაპირთან
დაკავშირებულია კუჭ-პანკრეასის მარჯვენა და მარცხენა ნაოჭებით. გარდა ამისა, პანკრეასის
კუდიდან ელენთაზე პერიტონეუმის ერთმაგი ფურცლის სახით გადაჭიმულია პანკრეას-
ელენთის იოგი*
20.როგორია ნაღვლის ბუშტის ურთიერთობა პერიტონეუმთან
.ნაღვლის ბუშტი ინტრაპერიტონული და ზოგჯერ კი იშვიათად რეტროპერიტონული
ორგანოა.*
21.როგორია ნაღვლის ბუშტის სინტოპია
.ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი ეხება განივ კოლინჯს, პილორუსსა და თორმეტგოჯა
ნაწლავის ზედა ნაწილს. ძირი ურთიერთობაშია მუცლის წინა კედელთან, პროეცირდება
მუცლის სწორი კუნთის ლატერალურ კიდესთან, უშუალოდ ნეკნთა რკალის ქვეშ.*
22.რას იწვევს ღვიძლის დახრილობა
.ღვიძლის დახრილობის გამო მისი ქვედა ზედაპირი მიქცეულია ნაწილობრივ უკან და
მარცხნივ. ამ ზედაპირზე მუცლის ღრუს ორგანოები სათანადო კვალს ტოვებენ და ამიტომ
რელიეფი უსწორმასწოროა აქ არსებული ღარებისა და ფოსოების გამო.
23.როგორ და რითია გამოყოფილი ღვიძლი წილები მის ზედაპირებზე
.ღვიძლზე არჩევენ მარჯვენა და მარცხენა წილებს, რომლებიც შუასაძგიდისმხრივ
ზედაპირზე გამოყოფილია ერთმანეთისაგან ღვიძლის მრგვალი იოგით, ხოლო ვისცერულ
ზედაპირზე – ღვიძლის მარჯვენა საგიტალური ღარით. ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე
მარჯვენა წილის ფარგლებში მარჯვენა და მარცხენა საგიტალურ ღარებს შორის მდებარეობს
კვადრატული და კუდიანი წილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განივი ღარითაა გაყოფილი.
ამგვარად, ღვიძლის მარცხენა წილი ორგანოს ზედაპირზე ერთიანია, ხოლო მარჯვენა წილის
ფარგლებში ვისცერულ ზედაპირზე გამოიყოფა საკუთრივ მარჯვენა, კვადრატული და
კუდიანი წილები.
24.სად მდებარეობს ღვიძლის მარცხენა საგიტალური ღარი
1. მარცხენა საგიტალური ღარის მდებარეობს ლატერალურად ღვიძლის მარცხენა წილსა და
მედიალურად კვადრატულ და კუდიან წილებს შორის.

25.სად მდებარეობს მარცხენა საგიტალური ღარის ზემო ნაწილი ანუ ვენური იოგის
ნაპრალი

მარცხენა საგიტალური ღარის ზემო ნაწილი ანუ ვენური იოგის ნაპრალი მდებარეობს ღვიძლის
მარცხენა და კუდიან წილებს შორის [ობლიტერირებული ვენური სადინარი], რომელიც
გადაჭიმულია კარის ვენის მარცხენა ტოტსა და ღვიძლის მარცხენა ვენას შორის. ვენური იოგის
ნაპრალში იწყება ღვიძლ-კუჭის იოგი [უმაგრდება კუჭის მცირე სიმრუდეს].

26.როგორია ნაღვლის ბუშტის სადინრის ტოპოგრაფია


.ბუშტის სადინარი [სიგრძე – 4 სმ] ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგის სისქეში უერთდება ღვიძლის
საერთო სადინარს და ქმნის ნაღვლის საერთო სადინარს. ღვიძლის საერთო სადინარი იქმნება
ღვიძლის კარის შუა ნაწილში ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინრების შეერთებით.
27.რით არის თირკმელზედა ჯირკვალი დაფარული გარედან
გარედან თირკმელზედა ჯირკვლი დაფარულია ფიბროზული კაფსულით, რომელშიც
შერეულია გლუვი კუნთოვანი უჯრედები, რომლისგანაც ჯირკვლის სისქეში მორჩები
მიემართება.

28.რისგან შედგება თირკმელზედა ჯირკვლის პარენქიმა

თირკმელზედა ჯირკვლის პარენქიმა ორი შრისაგან შედგება – გარეთა ქერქოვანი და შიგნითა


ტვინოვანი შრეებისაგან, რომლებიც განსხვავდებიან ზომით და ფუნქციით

29.როგორია პანკრეასის სადინრის ტოპოგრაფია

პანკრეასის სადინარი იწყება პანკრეასის კუდში, ჯირკვალში გასწვრივად გაივლის და ნაღვლის


საერთო სადინართან ერთად იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის დიდ დვრილზე. ხშირად
არსებობს პანკრეასის დამატებითი სადინარი რომელიც გამოეყოფა პანკრეასის მთავარ
სადინარს და იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის მცირე დვრილზე.

30.რით არის ფიქსირებული პანკრეასი

1. პანკრეასის ფიქსაცია ხორციელდება მისი კაფსულის მტკიცე კავშირით თორმეტგოჯა ნაწლავის


კედელთან. სხეული დამაგრებულია სისხლძარღვებით კუდი კი შედარებით მოძრავია.
პანკრეასის წინა ზედაპირის მფარავი პერიტონეუმი კუჭის უკანა ზედაპირთან
დაკავშირებულია კუჭ-პანკრეასის მარჯვენა და მარცხენა ნაოჭებით. გარდა ამისა, პანკრეასის
კუდიდან ელენთაზე პერიტონეუმის ერთმაგი ფურცლის სახით გადაჭიმულია პანკრეას-
ელენთის იოგი

31.რომელ ვენებს გამოაქვთ ძირითადად სისხლი ფარისებრი ჯირკვლიდან

ძირითადი ვენები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლი გამოაქვთ ეწოდება მარჯვენა,


მარცხენა ზედა და ქვედა და შუა ფრთისებრი ვენები, რომლებსაც წყვილი ფარისებრი ვენებიც
ემატება*

32.საბოლოოდ რომელ ვენებში იხსნებიან ფარისებრი ჯირკვლიდან გამოსული ვენები

შიგნითა საუღლე ან მხარ-თავის ვენებში*

33.სად მდებარეობენ ზედა ფარისებრახლო ჯირკვლები


. მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის საკუთარი ფასციალური კაფსულის გარეთ (კაფსულასა
და ფასციურ სარეცელს შორის) ფარისებური ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა
ზედაპირებზე ბეჭდისებრი ხრტილის დონეზე ჯირკვლის ყელსა და პოლუსს შორის მანძილის
შუაში. ჯირკვალთა ზედა წყვილი მოთავსებულია ბეჭდისებრი ხრტილის ზედა კიდის დონეზე
ანუ ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილის ქვედა და შუა მესამედების საზღვარზე
34. სად მდებარეობს ქვედა ფარისებრახლო ჯირკვლები
ქვედა წყვილები მდებარეობენ იქ, სადაც ქვედა ფარისებრ არტერიას გამოეყოფა პირველი ტოტები
ჯირკვლისთვის ანუ ერთი განივი თითის დადებით გვერდითი წილის ქვედა პოლუსის
ზემოთ.
35.რომელი ნერვებით ინერვირდება ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვლის ინერვაცია ხდება თავზე არსებული მრავალი წყაროდან, მაგრამ
ძირითადი მაინც ზემო და ქვემო სიმპატიკური კვანძებიდან გამოსული ტოტებია. გარდა
აღნიშნულისა ფარისებრი ჯირკვლის ინერვაციაში ასევე მონაწილეობს გულის ზედა ნერვი
და ცთომილი, ხახის ზედა და ხორხის შებრუნებული ნერვები. საკმაო როლს თამაშობენ ის
ნერვული ტოტები, რომლებიც არტერიებთან ერთად შედიან ჯირკვალში. დამატებით წყაროს
წარმოადგენს ენიქვეშა ნერვი*
36.როგორ მოისაზღვრება გ.სიმონის სამკუთხედი
.მედიალურად და წინ ხორხის შებრუნებული ნერვი, ზევიდან – ფარისებრი ჯირკვლის ქვედა
არტერია და ლატერალურად – საერთო საძილე არტერია.*
37.როგორია პანკრეასის სხეულის სინტოპია
პანკრეასის სხეულის წინა ზედაპირს ეხება კუჭი, ქვედა ზედაპირს – მლივ-თორმეტგოჯას ნაკეცი
და წვრილი ნაწლავის მარყუჟები. ზედა კიდესთან აორტიდან გამოდის ფაშვის ღერო, რომელიც
იქვე ტოტებად იყოფა. ზედა კიდეზე არსებულ ღარში გაივლის ელენთის არტერია, ხოლო მის
ქვემოთ, პანკრეასის უკან – ელენთის ვენა. პანკრეასის სხეულის უკან ხერხემლის წინ
მდებარეობს აორტა, რომელსაც აქ გამოეყოფა ჯორჯლის ზემო არტერია. ეს უკანასკნელი
პანკრეასის ქვედა კიდესა და თორმეტგოჯა ნაწლავის ქვედა ნაწილს შორის გაივლის და წვრილი
ნაწლავის ჯორჯალში შედის. მის მარჯვნივ მოთავსებულია ჯორჯლის ზედა ვენა. აორტის წინ
მდებარეობს ფაშვის წნული, მარცხნივ – წრბოლის ცისტერნა. აქვე განივად გაივლის მარცხენა
თირკმლის ვენა.*
38.როგორია პანკრეასის კუდის სინტოპია
პანკრეასის კუდი მოთავსებულია ელენთის კარის ქვემოთ და უკან. მის წინ მდებარეობს
კუჭის ძირი, უკან – მარჯვენა თირკმელი და თირკმელზედა ჯირკვალი. ზედა კიდეზე
გაივლის ელენთის არტერია და ვენა.*
39.სად ჩაერთვის თირკმლზედა ჯირკვლის ვენა
.თირკმელზედა ვენა, როგორც აღინიშნა, გამოდის თირკმლის კარიდან და ერთვის მარჯვნივ ქვედა
ღრუ ვენას, ხოლო მარცხნივ – მარცხენა თირკმლის ვენას.*
40.როგორია თირკმელზედა ჯირკვლის ინერვაცია
.ინერვაცია – ფაშვის, თირკმლისა და შუასაძგიდის წნულების ტოტები.*

You might also like