You are on page 1of 9

ქვემო ღრუ ვენის სისტემა

ქვემო ღრუ ვენა კრებს სისხლს ქვედა კიდურებიდან, მენჯისა და მუცლის ღრუს
ორგანოებიდან და ჩააქვს მარჯვენა წინაგულში.

ქვემო კიდურის ვენები


განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა ვენებს. ზედაპირული ვენები ქმნიან ანასტომოზს
ღრმა ვენებთან.

ქვემო კიდურის ვენები დასაბამს იღებენ ტერფის ძირზე თითების პლანტარული


ვენებიდან, რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან წინა ტერფის პლანტარულ ვენებს.
წინა ტერფის პლანტარული ვენები მიემართებიან პროქსიმალურად და შედიან
ტერფძირის ვენურ რკალში. ამ რკალიდან სისხლი გაედინება ტერფძირის
ლატერალური ვენებით. ტერფძირის ლატერალური ვენები უერთდებიან ტერფძირის
მედიალურ ვენების და ქმნიან დიდი წვივის უკანა ვენებს. ტერფძირის ვენური
რკალიდან სისხლი გაედინება ტერფძირის ღრმა ვენებით. ტერფის ღრმა ვენები იწყება
წინა ტერფის დროსალური ვენებიდან და შედიან ტერფის დორსალურ ვენურ
რკალში, საიდანაც სისხლი გაედინება წვივის წინა ვენაში. დიდი წვივის უკანა ვენა
კანჭის ზემო მესამედში უერთდება დიდი წვივის წინა ვენას და წარმოქმნიან
მუხლქვეშა ვენას.

(ტერფის და კანჭის ღრმა ვენები: თითებისა და წინა ტერფის პლანტარული და


დორსალური ვენები, პლანტარული და დორსალური ვენური რკალიები, მცირე
წვივის ვენები, დიდი წვივის უკანა და წინა ვენები, თანდათანობით ერთანდებიან და
ქმნიან მუხლქვეშა ვენას), რომელიც მუხლქვეშა ფოსოს მიყვება ზევით თითქმის
შუახაზზე და აქვე იერთებს მუხლის ვენებსა და კანქვეშა, მცირე საჩინოს ვენას.
მუხლქვეშა ვენა შედის მომზიდველ არხში და აქედან მას ბარძაყის ვენა ეწოდება.
ბარძაყის ვენა კენტია (ზოგჯერ წყვლი), დასაწყისში მდებარეობს ბარძაყის არტერიის
ლატერალურად, შემდეგ კი უკნიდან გადაუვლის მას და ზედა მონკავეთში
მდებარეობს ბარძაყის არტერიის მდეიალურად. ეს ორივე სისხლძარღვი გაივლის
საზარდულის იოგის ქვეშ სისხლძარღვოვან შუალედში. ამის შემდეგ ბრაყის ვენა
თეძოს გარეთა ვენის სახით გრძელდება. ბარძაყის ზედა მესამედის წინა მედიალურ
ზედაპირზე არსებულ საჩინო ხვრელზე გავლით ბარძაყის ვენას ჩაერთვის დიდი
საჩინო ვენა. დიდი საჩინო ვენა წარმოიქმნება ტერფის დროსალური ვენური ბადიდან
და წარმოადგენს წინა ტერფის მედიალური დორსალური ვენის გაგრძელებას.
მიემართება ზემოთ და იერთებს კანჭის ზედაპირულ ვენებს, აღწევს მუხლის სახსარს,
შემოუვლის მედიალურ როკს უკნიდან და გადადის ბარძაყის წინა მედიალურ
ზედაპირზე. მიემართება პროქსიმალურად და გადადის ბარძაყის ვენაში. მცირე
საჩინო ვენა იწყება ტერფის კანქვეშა დორსალური ვენური ბადიდან და წარმოადგენს
წინა ტერფის ლატერალური დორსალური ვენის გაგრძელებას. მიემართება ზემოთ და
იღებს კანჭის გვერდითი და უკენა ზედაპირების კაქვეშა ვენებს. მცირე საჩინო ვენა
აღწევს მუხლქვეშა ფოსოს და იყოფა ორ ტოტად: ერთი ტოტი შედის მუხლქვეშა
ვენაში, მეორე მიემართება ზევით და უერთდება ბარძაყის ვენას.

ზემო ღრუ ვენის სისტემა

ზემო ღრუ ვენა კრებს სისხლს ზემო კიდურებიდან, თავიდან და სხეულის ზედა
ნაწილებიდან.

ზემო კიდურის ვენები


ზემო კიდურის ვენები იყოფა ღრმა და ზედაპირულ ანუ კანქვეშა ვენებად.

ზედაპირული ვენები კარგადაა განვითარებული მტევნის ზურგზე. ზემო კიდურის


კანქვეშა (ზედაპირული) ვენური ქსელი დასაბამს იღებს თითებიდან, ნებისა და მაჯის
კანქვეშა ვენური ქსელიდან, საიდანაც სისხლი იკრიბება ხელგულის ზედაპირული
ვენური რკალის და ხელის მტევნის დორზალური ვენური ბადის საშუალებით.

ზემო კიდურის ზედაპირული ვენებია შევარდნის და სალამის ვენა, რომლებიც


ერთმანეთთან დაკავშირებულია იდაყვის შუა ვენით (ამ ვენას იყენებენ ძირითადად
ინტრავენური ინექციებისთვის).

შევარდნის ვენა - წარმოადგენს ნების პირველი დორსალური ვენის გაგრძელებას,


იწყება მტევნის ზურგზე, მიემართება ზემოთ, აღწევს იდაყვის ფოსოს, გადადის
მხარზე, აღწევს ლავიწქვეშა მიდამოს და ჩაერთვის იღლიის ვენას.

სალამის ვენა - იწყება მტევნის ზურგის ზედაპირზე ნების მეოთხე დორსალური ვენის
გაგრძელების სახით. მიემართება ზემოთ, მიყვება იდაყვის ძვალს, აღწევს იდაყვის
ფოსოს, სდაც უერთდება იდაყვის შუა ვენა. შემდეგ გადადის მხარზე და ჩაერთვება
მხრის ვენაში. თუმცა, ზოგჯერ მხოლოდ ანასტომოზს ქმნის მხრის ვენასთან და
მიდის იღლიის ფოსომდე, სადაც ჩაერთვება იღლიის ვენაში.

ზემო კიდურის ღრმა ვენები

ზემო კიდურის ღრმა ვენები მიყვებიან თანამოსახელე არტერიებს. მტევანზე თითების


გვერდით ზდაპირზე შეიქმნება თითების ხელგულის ვენები, რომლებიც
გრძელდებიან ნების ხელგულის ვენებში. ეს ვენები კი ჩაერთვიან ნების ღრმა ვენურ
რკალში, საიდანაც დასაბამს იღებენ იდაყვის და სხივის ვენები. რკალის
ლატერალური ბოლო პროქსიმალურად გრძელდება სხივის ვენის სახით, ხოლო
მედიალური ბოლო იდაყვის ვენის სახით.
იდაყვის და სხივის ვენების გაერთიანებით იდაყვის სახსრის ზედა კიდესთან მიიღება
მხრის ვენა, რომელიც მიდის იღლიის ფოსომდე და ყალიბდება იღლიის ვენა.
იღლიის ვენა მოთავსებულია იღლიის ფოსოში. წარმოადგენს მთავარ კოლატერალს,
სადაც იკრიბება ვენური სისხლი ზემო კიდურის ზედაპირული და ღრმა ვენებიდან.
იღლიის ვენის უშუალო გაგრძელებაა ლავიწქვეშა ვენა. ლავიწქვეშა ვენა - უერთდება
შიგნითა საუღლე ვენას და მასთან ერთად წარმოქმნის მხარ-თავის ვენას. ლავიწქვეშა
ვენას ერთვის: კისრის განივი ვენები, ბეჭის დორსალური ვენა, მკერდის ვენები და
გულმკერდ-აკრომიონის ვენა.

ზემო კიდურების არტერიები

აორტა
აორტის რკალს გამოეყოფა:

 მხარ-თავის ღერო

 მარცხენა საერთო საძილე არტერია

 მარცხენა ლავიწქვეშა არტერია.

მხარ-თავის ღეროს გამოეეყოფა მარჯვენა საერთო საძილე არტერია და მარჯვენა


ლავიწქვეშა არტერია.

ლავიწქვეშა არტერია და მისი ტოტები


მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია იწყება მხარ-თავის ღეროდან, მარცხენა- აორტის
რკალის ტოტია.

ლავიწქვეშა არტერია გაივლის ლავიწსა და პირველ ნეკნს შორის, შედის კიბისებრ


სივრცეში, წვება ლავიწის ქვეშ, ლავიწქვეშა არტერიის ღარში და შედის იღლიის
ფოსოში, საიდანაც ამის შემდეგ მისი ძრითადი ღერო გრძელდება იღლიის არტერიის
სახით.

ლავიწქვეშა არტერიას ყოფენ სამ მონაკვეთად:

I. კიბისებრ სივრცემდე;

II. თვით კიბისებრ სივრცეში;

III. კიბისებრი სივრცის შემდეგ მონაკვეთებად.

ლავიწქვეშა არტერიის პირველ მონაკვეთს (კიბისებს სივრცემდე) გამოეყოფა 5


მსხვილი არტერია, რომელთა დატოტიანებით ხდება სისხლომომარაგება თავისა და
ზურგის ტვინის, კისრისა და გულმკერდის ორგანოების. ეს არტერიებია: ხერხემლის
არტერია, გულმკერდის შიგნითა არტერია, ფარ-კისრის ღერო, ნეკნ-კისრის ღერო და
კისრის განივი არტერია.

იღლიის ატერია
იღლიის არტერია ლავიწქვეშა არტერიის უშუალო გაგრძელებაა, რომელიც
მდებარეობს ლავიწის ქვემო ნაპირიდან მკედრის დიდი კუნთის ქვემო ნაპირამდე.
იღლიის არეტერიას დაახლოებით შუა ნაწილზე გადაუვლის და ფარავს მკერდის
მცირე კუნთი. შესაბამისად, იღიის არტერია ყოფენ სამ მონაეკვეთად: მკერდის მცირე
კუნთის ზევით, მის უკან და მის ქვემოთ მდებარე მონაკვეთებად.

I მონაკვეთიდან იღლიის არეტრიას გამოეყოფა: გულმკედრის ზედა არტერია და


გულმკერდ-აკრომიონის არტერია.

II მონაკვეთს გამოეყოფა: გულმკერდის გვერდითი არტერია, ბეჭქვეშა არტერია, მხრის


შემომხვევი წინა არტერია და მხრის შემომხვევი უკანა არტერია. მხრის შემომხვევი
არტერიები კვებავს მხრის სახსარს, მის ირგვლივ მდებარე კუნთებს და მხრის ძვლის
პროქსიმალურ ეპიფიზს.

მხრის არტერია
მხრის არტერია იღლიის არტერიის გაგრძელებაა, რომელიც მოთავსებულია მხრის
მედიალურ ზედაპირზე ორთავა კუნთის მედიალურ ღარში, გრძელდება იდაყვის
ფოსომდე, სადაც იყოფა 2 ტოტად: სხივის და იდაყვის არტერიებად. მანამდე
გამოეყოფა ტოტები მხრის მიდამოს ორგანოებისთვის.

მხრის არტერიის ტოტებია:

მხრის ღრმა არტერია - მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის შექმნაში და


ანასტომოზით უკავშირდება ძვალთაშუა შებრუნებულ არტერიებს. კვებავს
დელტისებურ კუნთს, მხრის ძვალს და ძვლის ტვინს.

იდაყვის გვერდითი ზემო არტერია - გამოეყოფა მხრის არტერიას მხრის შუა


მესამედში. მონაწილეობს იდაყვის სახსრის ბადის შექმნაში. კვებავს მხრისა და
სამთავა კუნთებს.

იდაყვის გევრდითი ქვემო არტერია - გამოეყოფა მხრის არტერიას მედიალური ზედა


როკის ოდნავ ზემოთ, მონაწილეობს იდაყვის სახსრის არტერიული ბადის შექმნაში
და ნაწილობრივ კვებავს ახლომდებარე კუნთებს.
მხრის არტერია იდაყვის ფოსოსთან იყოფა 2 არტერიედ: სხივის არტერიად და
იდაყვის არტერიად, რომლებიც თავიანთი მრავლობითი ტოტებით უზრუნველყოფენ
წიამხრისა და მტევნის კვებას.

სხივის არტერია - მიყვება სხივის ღარს, წინამხრის ქვედა მესამედში ზედაპირულადაა


კანქვეშ მოთავსებული უშუალოდ სხივის ძლვილის წინა ზედაპირზე (ამ ადგილას
პულსაციას ვსაზღვრავთ). ამის შემდეგ სხივის არტერია გადადის ლატერალურად,
შემოუვლის მაჯას და გადადის ხელზურგის ზედაპირზე (დორსალური ზედაპირი).
აღწევს I და II ნების ძვლის ფუძეებს. შემდეგ კვლავ გამოჩნდება ზელგულის
ზედაპირზე (პალმარულ ზედაპირზე). აქ სხივის არტერია გადადის მედიალურად,
უკავშირდება იდაყვის არტერიას ხელგულის ნების ტოტს და მასთან ერთად ქმნის
ხელგულის ღრმა არტერიულ რკალს.

სხივის არტერიას წინამხარსა და მტევანზე გამოეყოფა შემდეგი ტოტები:

 სხივის შებრუნებული არტერია

 ხელგულის ზედაპირული არტერია (სხივის არტერიის პირდაპირი


გაგრძელებაა მაჯისკენ)

 მაჯის ხელგულისმხრივი ტოტი

 მაჯის დორსალური ტოტი

 ხელის ცერის მთავარი არტერია

 ხელგულის ღრმა არტერია (უკავშირდება იდაყვის თანამოსახელე არტერიას და


მიიღება არტერიული რკალი-ხელგულის ღრმა რკალი,რომელსაც გამოეყოფა
მაჩვენებელი თითის სხივისკენა არტერია და სამი ნების ხელგულის არტერია).

იდაყვის არტერია
უფრო მსხვლი კალიბრის არტერიაა ვიდრე სხივის არტერია და მხრის არტერიის
უშუალო გაგრძელებაა. მხრის არტერიიდან გამოყოფისთანავე იდაყვის არტერია
გადადის მედიალურად, ხოლო ხელის გულზე გამოსვლისას მოემართება
ლატერალურად, უკავშირდება სხივის არტერიის ხელგულის ზედაპირულ ტოტს და
ქმნის ხელგულის ზედაპირულ რკალს.

იდაყვის არტერიას გამოეყოფა შემდეგი ტოტები:

 იდაყვის შებრუნებული არტერია (კვებავს მედილურ ზედა როკთან


დაკავშირებულ კუნთებს)
 ძვალთაშუა საერთო არტერია (იყოფა ძვალთაშუა წინა არტერიად და
ძვალთაშუა უკანა არტერიად, ძვალთაშუა უკანა არტერიას გამოეყოფა
ძვალთაშუა შებრუნებული არტერია)

 მაჯის ხელგულისკენა ტოტი

 მაჯის დორსალური ტოტი - ხელზურგის ტოტი

 ხელგულის ღრმა ტოტი (უკავშირდება სხივის არტერიის საბოლოო ტოტს და


მონაწილეობს ხელგულის ღრმა რკალის შექმნაში)

 ხელგულის ზედაპირული რკალი - იდაყვის არტერიის დაბოლოებაა


ხელგულის ზედაპირზე.

ხელგულის ზედაპირულ რკალს გამოეყოფა ნეკის ხელგულის არტერია და შემდეგ


სამი თითების საერთო ხელგულისკენა პალმარული არტერიები. თავისმხრივ მათ
გამოეყოფა თითების საკუთარი ხელგულისკენა პალმარული არტერიები. აღნიშნული
არტერიები მონაწილეობს თითების კევბაში (კუნთები, სახსრები, ძვლები, კანი).

ქვემო კიდურის არტერიები

თეძოს საერთო არტერია


თეძოს საერთო არტერია მუცლის აორტის ბიფუკარციის (წლის მეხუთე მალის
დონეზე) შედეგად მიღებული მოკლე,მსხვილი ტოტია. ასევე მას გამოეყოფა კენტი
გავის შუა არტერია, რომელიც პრაქტიკულად მუცლია აორტის პირდაპირი
გაგრძელებაა და კუდუსუნის საბოლოო მალამდე გრძელდება. გავა-თეძოს სახსართან
თეძოს საერთო არტერია იყოფა თეძოს შიგნითა და გარეთა არტერიებად.

თეძოს შიგნითა არტერია


გამოეყოფა თეძოს საერთო არტერიას მედიალური მხრიდან, რომელიც დიდი
საჯდომი ხვრელის ზემო კიდესთან იძლევა მარვალობით ტოტებს, რომლებიც
მონაწილეობს მენჯის ღრუში მოთავსებული შინაგანი ორგანოების კვებაში და
კედლის ორგანოების კევბაში.

შინაგანი ორგანოების ანუ ვისცერული ტოტები:

1. შარდის ბუშტის ქვემო არტერია (კვებავს ბუშტის ძირს და ანასტომოზებით


უკავშირდება შარდის ბუშტის ზემო არტერიის ტოტებს);
2. საშვილოსნოს არტერია (იყოფა 2 ტოტად: საკვერცხის და საშვილოსნოს
ლულის ტოტებად შესაბამის ორგანოების კვებისთვის, საშვილოსნოს არტერია
დაკავშირებულია ანასტომოზებით საკვერცხის არტერიასთან და შარდსი
ბუშტის ქვემო არტერიასთან) და მამაკაცებში თესლის გამომტანი სადინარის
არტერია (უკავშირდება სათესლის არტერიას);

3. სწორი ნაწლავის შუა არტერია (კვებავს სწორი ნაწლავის შუა ნაწილს);

4. შიგნითა სასირცხო არტერია (მცირე მენჯის ღრუში გამოეყოფა სწორი ნაწლავის


ქვემო არტერია);

5. ჭიპის არტერია (წარმოადგენს ნაყოფიდან დედის ორგანიზმისკენ ვენური


სისხლის გამტარებელ გზას და ერთის მხირვ ჭიპლარის შემდაგენელი
ელემენტია, მეორეს მხრივ- ნაყოფის პერიოდშია მხოლოდ სისხლისთვის
გამავალი, ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ობლიტერაციას განიცდის და
გადაიქცევა ჭიპის მედიალურ იოგად).

კედლის მფარავი ანუ პარიესული ტოტები:

1. თეძო-წელის არტერია ( აღწევს თეძოს ფპსპს და იძლევა სამ ტოტს: წელის,


თეძოს და ზურგის ტვინის ტოტებს);

2. გავის გვერდითი არტერია (წყვლ-წყვილია -ზემო და ქვემო არტერიების სახით.


ზემო არტერიები კვებავს მის ზედა ნახევარს, ქვემო კი ქვედა ნახევარს და
კუდუსუნის ძვალს);

3. დამხურავი არტერია (მიემართება დამხურავი ხვრელისკენ,რომელსაც გადის


დამხურავი არხის საშუალებით, სანამ არხში შევა იძლევა ბოქვენის ტოტს,
არხში გამოსვლის შემდეგ კი გამოეყოფა: წინა, უკანა და ტაბუხის ბუდის
ტოტები);

4. ზემო დუნდუნოვანი არტერია (იყოფა 2 ძირითად ტოტად: ზედაოირულ და


ღრმა ტოტებად. ზედაპირული კუნთი კვებავს დიდ დუნდულოვან კუნთს,
ღრმა კი- შუა და მცირე დუნდულოვან კუნთებს);

5. ქვემო დუდნდულოვანი არტერია (აქვს მრავალი ტოტი, რომლებიც კვებავს


ახლომდებარე კუნთებსა დ კანს, მენჯ-ბარძაყის სახსარს);

თეძოს გარეთა არტერია


თეძოს საერთო არტერიას გამოეყოფა ლატერალურად, შემდეგ გადადის მედილურად
და აღწევს საზარდულის მიდამოს, გაივლის საზარდულის იოგის ქვეშ
სისხლძარღვოვან შუალედში, ტოვებს მენჯის ღრუს და ბარძაყზე გრძელდება
ბარძაყის არტერიის სახით.

საზარდულის იოგის სიახლოვეს მას გამოეყოფა:

1. ქვემო ეპიგასტრული არტერია (ჭიპის მიდამოში მრავლობითი ანასტომოზით


უკავშრდება ზემო ეპიგასტრულ არტერიას. გამოეყოფა ტოტები ბოქვენის
ძვლისა და სიმფიზისთვის, კრემასტერისთვის, ქალებში საშვილოსნოს
მრგვალი იოგისთვის);

2. თეძოს ღრმა შემომხვევი არტერია (კვებავს მუცლის განივ და შიგნითა ირიბ


კუნთებს, განიერ ფასციის დამჭიმავ და თეძოს კუნთებს);

3. ბარძაყის არტერია (თეძოს გარეთა არტერიის პირდაპირიგაგრძელებაა და მათ


შორისსაზღვრად მიჩნეულის პუპარტის იოგის დონე. ბარძაყის არტერია
სისხლძარღვოვან შალედში არის ბარძაყის ვენის ლატერალურად, შემდეგ
მიემართება მედიალურად და გამოდისმუხლქვეშა ფოსოში, რომელის
გრძელებაა მუხლქვეშა არტერია. ბარძაყის არტერია მისი ტოტებით
უზრუნველყოფს მთლიანად ბარძაყის მიდამოს ორგანოებს(კუნთები, კანი,
ძვალი, სახსრები,ლიმფური კვანძები, ნერვები) სისიხლით. ნაწილობრივ
მონაწილეობს საზარდულის მოდამოს და მუცლის წინა კედლის კვებაში.

ბარძაყის არტერიას გამოეყოფა:

 ზედაპირული ეპიგასტრული არტერია

 ზედაპირული თეძოს შემომხვევი არტერია

 გარეთა სასირცხო არტერია

 ბარძაყის ღრმა არტერია (მას გამოეყოფა-ბარძაყის ძვლის შემომხვევი


მედიალური არტერია, ბარძაყის ძვლის შემომხვევი ლატერალური
არტერია და განმგმირავი ტოტები)
 მუხლქვეშა არტერია (ბარძაყის არტერიის უშუალო გაგრძელებაა, რმლის
ტოტებია: მუხლის ზემო არტერია, მუხლის ქვემო არტერია და მუხლის
შუა არტერია. კვებავენ მუხლის სახსრის ეელემენტებს)

 დიდი წვივის უკანა არტერია (მუხლქვეშა არტერიის პირდაპირი


გაგრძელებაა, მას გამოეყოფა: მცირე წვივის არტერია, მცირე წვივის
შემომხვევი ტოტი, მედიალური გოჯის ტოტები, ქუსლის ტოტები,
ტერფძირის მედიალური არტერია, ტერფძირის ლატერალური არტერია,
დიდი წვივის წინა არტერია, დიდი წვივის უკნა და წინა შებრუნებული
არტერიები, ლატერალური გოჯის წინა არტერია და მედიალური გოჯის
წინა არტერია).

You might also like