You are on page 1of 15

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ჯანდაცვა

ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის


II კურსის სტუდენტი
ანი როგავა, გია ბერიძე

რეფერატი თემაზე:

ხერხემალი და ზედა კიდურის სარტყელი

კურსისი ხელმძღვანელი:

ასოც.პროფესორი- ნაზიბროლა ცივცივაძე

ბათუმი
2022
1
განაცხადი
როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ
არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

04.01.2022 ნაშრომის ავტორი: ანი როგავა,გია ბერიძე.

2
სარჩევი
ხერხემალი და მისი განყოფილებები -------------------------------------------------4

ზედა კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი-------------------------------------7

კუნთები-----------------------------------------------------------------------------------8

სახსრების კლასიფიკაცია ანატომიური სირთულის მიხედვით-------------------9

ნერვული სისტემა------------------------------------------------------------------------13

3
ხერხემალი და მისი განყოფილებები
ხერხემალი წარმოადგენს საღერძე ჩონჩხის ძირითად ნაწილს. ხერხემალი შედგება
ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 31-32 მალისგან, მათ შორის
თავისუფალი მალაა 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის და 4-5 კუდუსუნის.

კისრის მალები

კისრის მალები შედარებით პატარებია, მალას ხვრელი ფორმით სამკუთხოვანია,


სასახსრე მორჩები მოკლე და ირიბია, ხოლო სასახსრე ზედაპირები გლუვი ან მცირედ
გამობურცული. წვეტიანი მორჩები გაშვერილია უკან და თითქმია ჰორიზონტალური
მიმართულება აქვთ. განივი მორჩი შედგება ორი ძვლოვანი ფირფიტისაგან: წინა, ანუ
ნეკნოვანი მორჩისა და უკანა ანუ ნეკნ-განივი მორჩისაგან. ისინი შეერთებულია რაც
წარმოქმნის განივ ხვრელს სადაც გაივლის ხერხემლის არტერია, ვენა და მათი
სიმპათიკური წნულები. თითოეული მორჩის ზედაპირზე გაივლის ზურგის ტვინის
ნერვის ღრმა ღარი, რომელიც ერთმანეთისგან განაცალკევებს წინა და უკანა ბორცვებს.
ატლასი - კისრის პირველი მალაა, რომელსაც არ გააჩნია სხეული და წვეტიანი მორჩი,
მაგრამ გააჩნია წინა და უკანა რკალი, ასევე სასახსრე ფოსო. უკანა რკალის ზედაპირზე
გაივლის ხერხემლის არტერიის ღარი. აქსისი - კისრის მეორე მალაა, რომელსაც აქვს
სხეულიდან მიმართული კბილი, რომლის ირგვლივაც ბრუნავს ატლასი თავის
ქალასთან ერთად. მას აქვს წინა და უკანა სასახსრე ზედაპირი. წარზიდული მალა -
4
კისრის მეშვიდე მალაა, რომელიც გამოირჩევა გრძელი და გაუყოფელი წვეტიანი
მორჩით, რომელიც ხელით ადვილად ისინჯება. აქვს განივი მორჩები, განივი ხვრელები.
სანეკნე ღრმული - პირველი ნეკნის შესახსრების კვალი. საძილე ბორცვი - კისრის
მეექვსე მალა.

გულმკერდის მალები

გულმკერდის I-IX მალის სხეულის ზედა და ქვედა კიდესთან შეიმჩნევა ზემო და


ქვემო სანეკნე ღრმულები. ქვედა და ზედა სანეკნე ღრმულები ქმნის მთლიან სასახსრე
ზედაპირს.

წელის მალები

გამოირჩევა მასიურობით და სიმტკიცით. მათ სხეულს აქვთ მარცვლის ფორმა,


რკალები ძლიერადაა განვითარებული, ხვრელები დიდი ზომისაა და აქვს სამკუთხა
ფორმა. მორჩი მიმართულია ლატერალურად და რამდენადმე უკან. ნეკნის რუდიმენტს,
რომელიც წარმოადგენს სანეკნე მორჩს, წვეტიანი მორჩი მოკლე და განიერია,

5
მიმართულია პირდაპირ უკან. წელის მალებს აქვს კიდევ ორი მორჩი: დვრილისებრი და
დამატებითი.

გავის მალები

გავის 5 მალა, რომელიც ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან ერთ მთლიან ძვალს.


გავა სამკუთხედის მოყვანილობის მოხრილი ძვალია, რომლის განიერი ნაწილი, გავის
ფუძე, ზევითაა მოქცეული. გავის მწვერვალი ქვემოთ და წინ. გავის ძვალი მონაწილებს
მცირე მენჯის უკანა კედლის წარმოქმნაში. გავის ძვალში განასხვავებენ წინა და უკანა
ზედაპირს, ორ გვერდით კიდეს, ფუძესა და მწვერვალს. გავის მალების ხვრელების
შეერთებით იქმნება გავის არხი.

კუდუსუნი

კუდუსუნის 4-5 მალები შეზრდილია ერთმანეთთან და ქნის ერთ მთლიან


კუდუსუნის ძვალს. კუდუსუნს აქვს მოხრილი პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე
მიმართულია ზემოთ, კუდუსუნის მალებს აქვთ მხოლოდ სხეული. პირველ მალას აქვს
შერჩენილი განუვითარებელი სასახსრე მორჩები, რომელიც უკავშირდება გავის ძვლის
რქებს. კუდუსუნის პირველ მალაზე მდებარე ზედაპირით უკავშირდება გავის
მწვერვალს, გავა-კუდუსუნის შეერთებით.

ლავიწი
6
წყვილი ლულოვანი ძვალია. ძვალი ადამიანის ორგანიზმის სიმეტრიულობის გამო,
რომელიც თავისის გრძელი ღერძის მიმართ ორმხრივ მოდრეკილი ასო S- ისებრ
აკავშირებს მკერდის თავს ბეჭთან.

ბეჭის ძვალი

ბეჭის ძვალი ბრტყელი სამკუთხა ფორმის ძვალია. მასზე არჩევენ შიგნითა სანეკნე
ზედაპირს, გარეთა ფორმალურ ზედაპირს, აგრეთვე სამ კიდეს: მედიალურს,
ლატერატურს, რომელსაც დართული აქვს სასახსრე ფოსო. მხრის ძვალთან შესახსრება
აღნიშნულის კუთხის ზევით და მედიალურად კარგად გამოხატული ნისკარტისებრი
მორჩია.

ზედა კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი

ზედა კიდურის თავისუფალ ნაწილს შეადგენს სამი ურთიერთმოძრავი სეგმენტი:


მხარი, წინამხარი და ხელის მტევანი. ხელის მტევანი თავის მხვრივ შედგება მაჯის,
ნებისა და ხელის თითებისაგან. მხრის ძვალი მიეკუთვნება გრძელ, ლულოვან ძვლებს
და აქვს სხეული ან ძვლის დიაფიზი და ორი ბოლო. ზედა ანუ პროქსიმალური ეპიფიზი
და ქვედა ანუ დისტალური ეპიფიზი. ზედა ეპიფიზი ქმნის სფერული ფორმის
დაბოლოებას, რომელსაც მხრის თავი ეწოდება. მხრის თავი დანარჩენი ნაწილებისგან
გამოყოფილია, რომლის ქვემოთ ორი ბორცვია: წინისკენ მიმართულია მცირე ბორცვი
და გარეთ მიმართული დიდი ბორცვი. ეპიფიზის დიაფიზთან საზღვარზე აღინიშნება
შევიწროება, რომელიც ამ უბანზე მოტეხილობათა სისწორის გამო ეწოდება
ქირურგიული ყელი. მხრის ძვლის ქვედა გამსხვილებული დაბოლოება, რომელიც
წარმოდგენილია როკის სახით, რომელსაც გააჩნია კიდეებზე შემაღლებები: მედიალური
და ლატერალური როკები. მოცემული როკები მეტად რთული ფორმისაა და ძვლის
ჭაღის სახითაა წარმოდგენილი. დისტალური ეპიფიზის უკანა ზედაპირზე იდაყვის
ფოსოა. წინა ზედაპირზე გვირგვინოვანი ფოსოა, ხოლო უფრო გარეთ სხივის
ფოსო.წინამხრის ჩონჩხი შედგება პარალელურად განლაგებული ლულოვანი ძვლისაგან,
მედიალურად მდებარე იდაყვისაგან და ლატერალურად სხივის ძვლისაგან. მათ შორის
რჩება თავისუფალი სივრცე რასაც ძვალთაშუა სივრცეს უწოდებენ. იდაყვის ძვალი
იწყება მძლავრი ეპიფიზით იდაყვის მორჩით. მის წინა ზედაპირზე მდებარეობს
გვირგვინოვანი მორჩი. აღნიშნულ მოჩებს შორის რჩება ღრმა ჭაღისებრი ნაჭდევი, მხრის
ჭაღთან შესასახსრებლად ფისტალურ ეპიფიზს უწოდებენ იდაყვის თავს. სხივის ძვალს
აქვს დიაფიზი, სხეული, პრიქსიმალური- დისტალური ეპიფიზები შესახსრება,

7
პროქსიმალური ეპიფიზი შემსხვილდება სხივის თავს. ხელის მტევნის ჩონჩხი შედგება
მაჯის, 5 ნების და ფალანგის ძვლებისგან.

კუნთები

კისრის კუნთები – ისინი წარმოქმნიან კუნთების სამ ჯგუფს: ზედაპირულს, შუასა და


ღრმას. ღრმა კუნთები იყოფა ლატერალურ და ხერხემლისწინა ჯგუფებად.კისრის
ზედაპირული ჯგუფის კუნთებია: კისრის კანქვეშა კუნთი, მკერდ-ლავიწ –
დვრილისებრი კუნთი. კისრის შუა ჯგუფის კუნთებია:ინის ძვლის ზემოთ მდებარე
კუნთები,ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები.კისრის ღრმა ჯგუფის კუნთებია:
ლატერალური ჯგუფის კუნთები (წინა კიბისებრი კუნთი, შუა კიბისებრი კუნთი , უკანა
კიბისებრი კუნთი ). ხერხემლის წინა ჯგუფის კუნთები (თავის გრძელი კუნთი, კისრის
გრძელი კუნთი, თავის წინა სწორი კუნთი, თავის ლატერალური სწორი კუნთი).

გულმკერდის კუნთები –ორ ჯგუფად იყოფა: გულმკერდის ზედაპირული კუნთები,


რომლებსაც კავშირი აქვთ ზემო კიდურის სარტყელთან და გულმკერდის ღრმა, ანუ
საკუთარი კუნთები.გულმკერდის ზედაპირული კუნთებია:1. მკერდის დიდი კუნთი 2.
მკერდის მცირე კუნთი 3. ლავიწქვეშა კუნთი 4. წინა დაკბილული კუნთი. გულმკერდის
ღრმა კუნთებია:1. ნეკნთაშუა გარეთა კუნთები 2. ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები
3.ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები 4. ნეკნქვეშა კუნთები 5. გულმკერდის განივი
კუნთი

მუცლის კუნთები ტოპოგრაფიულად იყოფა მუცლის გვერდით, წინა და უკანა კედლის


კუნთებად.

8
მუცლის გვერდითი კუნთებია:

1. მუცლის გარეთა ირიბი კუნთი- იწყება 8 კბილით ქვედა 8 ნეკნის გვერდითი


ზედაპირებიდან. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის კონები მიემართებიან ირიბად ქვემოთ
და წინ და გადადიან აპონევროზში. აპონევროზის ზემო ნაწილი მიემართება შუა
ხაზისაკენ და მონაწილეობს მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა კედლის წარმოქმნაში.
ეს კუნთი წარმოადგენს მუცლის პრესის კუნთს. ერთ მხარეზე შეკუმშვისას აბრუნებს
ტანს მოპირდაპირე მხარეზე, ორმხრივი შეკუმშვისას, მენჯის გამაგრების შემთხვევაში,
სწევს გულმკერდს და ხრის ხერხემლის სვეტს.

2. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი- ბრტყელი კუნთია, მდებარეობს მუცლის გარეთა


ირიბი კუნთის ქვეშ. იწყება საზარდულის იოგის გარეთა ნაწილიდან, თეძოს ქედის
შუამდებარე ხაზიდან და გულმკერდ – წელის ფასციიდან. მუცლის შიგნითა ირიბი
კუნთის კონები იშლებიან მარაოსებურად, აქვთ ირიბი მიმართულება ქვემოდან და
უკნიდან ზემოთკენ და წინისაკენ; ქვედა კონები მიემართებიან ჰორიზონტალურად და
ირიბად ქვემოთ და წინ. მათ გამოეყოფა თხელი კონები, რომლებიც ეშვებიან სათესლე
ბაგირაკის მიმართულებით და შედიან სათესლეს ამწევი კუნთის შემადგენლობაში.
მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის უკანა კონებს აქვთ ვერტიკალური მიმართულება და
უმაგრდებიან ქვედა 3-4 ნეკნის გარეთა ზედაპირებს. დანარჩენი კონები გადადიან

სახსრების კლასიფიკაცია ანატომიური სირთულის მიხედვით

სახსრების კლასიფიკაცია ემყარება მათი ანატომიური და ფუნქციური ნიშნის


თავისებურებს, როგორც ქვევით ვნახავთ, ყოველი ფორმის სახსარს ახასიათებს
განსაზღვრული ფუნქციური შესაძლებლობები, რაც ამ შემთხვევაშიც ფორმისა და
ფუნქციის ერთ-ერთი კავშირის გამოვლინებაა. გამოყოფენ ზოგადი ნიშნების მიხედვით:
1) მარტივი სახსარი 2) რთული სახსარი 3) კომბინირებული სახსარი. სახსრებზე
ძირითადი ღერძული სხეულის სიბრტყეების შესაბამისად შეიძლება გადიოდეს სამი
ურთიერთპერპენდიკულარული: საგიტალური, ფრონტალური და ვერტიკალური
მიმართულება. ფრონტალური ღერძის ირგვლივ, რომელიც ტარდება ნებისმიერ
სახსარზე მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით. ძვალთა სინოვიური ანუ წყვეტილი
შეერთება - სახსარი - გამოირჩევა უწყვეტი შეერთებისაგან არა მარტო მორფოლოგიური,
არამედ ფუნქციური სირთულით. ამ შეერთებით ხდება მოძრაობა, სხეულის სხვადასხვა
სეგმენტის კინემატიკურ რგოლს შორის მრავალმხრივი მოძრაობა. მალებს შორის
ვხვდებით ძვალთა უწყვეტი შეერთების ყველა სახეს, მალთა დაკავშირება ხრტილოვანი
ქსოვილით ხორციელდება მალთაშუა დისკოებით, მალების სხეულებს შორის

9
ჩართული ფიბროზული ხრტილოვანი რგოლით, რბილი ბირთვით. ატლას აქსისის შუა
სახსარი იქმნება პირველ და მეორე მალთა შორის აქსისის კბილის წინა და უკანა
სასახსრე ზედაპირის შესახსრებით წინიდან ატლასის წინა რკალთან, უკნიდან
ატლასისი განივ იოგთან ისე, რომ აქსისის კბილი ჩასმულია კონკრეტულ ღრუში და
მიიღება ერთღერძიანი ცილინდრული სახსარი, რომელშიც მხოლოდ ბრუნვაა
შესაძლებელი ვერტიკალური ღერძის ირგვლივ. ატლას აქსისი გვერდითი სახსარი
მიეკუთვნება ბრტყელ, კომბინირებულ სახსრებს და უზრუნველყოფს ატლასთან ერთად
თავის მოძრაობას სამივე ღერძის ირგვლივ.

მკერდ ლავიწის სახსარი

ზედა კიდურის სარტყელის დაკავშირება სხეულის ღერძულ ჩონჩხთან


ბიომექანიკური თვალსაზრისით, ერთადერთი საკმაოდ რთული მკერდ-ლავიწის
სახსრით ხორციელდება. ამ სახსარში მონაწილე ძვლის სამკერდე ბოლო და მკერდის
ძვლის ლავიწის ამონაჭდევი სასახსრე ზედაპირი შეუთავსებელია, უნაგირის ფორმისაა.
სახსარი სფერული ფორმისაა. ესე იგი სამღერძიანი სახსრის ანალოგიურ სახეს
ღებულობს და მასში შესაძლებელია სამივე ღერძის ირგვლივ მოძრაობა.

ლავიწ-აკრომიონის სახსარი

ამ სახსარში ლავიწის აკრომიონის ბოლოს სასახსრე ზედაპირსა და ბეჭის ძვლის


აკრომიონს სასახსრე ზედაპირის მეშვეობით ერთმანეთთან დაკავშირებულია ზემო
კიდურის სარტყლის შემადგენელი ძვლები, ბეჭი და ლავიწი, რის გამოც ეს სახსარი,
სახსრის სიმარტივის და მცირე ზომის მიუხედავად ზემო კიდურის ბიომექანიკაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მხრის სახსარი

ადამიანის ჩონჩხის მნიშვნელოვანი უბანია, ვინაიდან აერთებს ზედა კიდურის


სარტყელს და თავისუფალ ნაწილს ერთ მთლიან კინემატიკურ ჯაჭვად. მხრის სახსარში
ერთმანეთს უკავშირდება მხრის ძვლის თავი და ბეჭის ძვლის სასახსრე ფოსო. იგი
ტიპიური სფერული ფორმისაა და მოძრაობა სამივე ღერძის მიმართ დიდი დიაპაზონით
ხორციელდება.

იდაყვის სახსარი
10
იდაყვის სახსარი რთულ სახსრებს მიეკუთვნება და ყოველი ძვლის მეორესთან
დაკავშირება ცალკე შესახსრებაა. იდაყვის სახსარს შეადგენს მხარ-იდაყვის სახსარი
ჭაღისებრია, მას აქვს მოძრაობის ერთი ღერძი- ფრონტალური. მხარ-სხივის სახსარი
სფერული ფორმის მრავალღერძიანი სახსარია. სხივ-იდაყვის სახსარი ცილინდრულ
სახსრებს მიეკუთვნება, მოძრაობის ერთი ღერძი აქვთ და მხოლოდ ბრუნვით
მიმართულებას ახორციელებს.

სხივ მაჯის სახსარი

წინამხრისა და მაჯის ძვლები დაკავშირებულია რთული სხივ-მაჯის სახსრით, მასში


მონაწილეობს სხივის ძვლის დისტალური ეპიფიზის სასახსრე ზედაპირი და
ხრტილოვანი დისკო, რომელიც მაჯის პროქსიმალური რიგის 4 ძვალს უკავშირდება.

მაჯის ძვალთა, მაჯა-ნების, ნებ-ფალანგის და ფალანგთაშორის სახსრები

მაჯის სახსრები ერთმანეთთან აკავშირებს მაჯის 8 ძვალს. მაჯა-ნების სახსრები


აკავშირებს ერთმანეთთან მტევნის ორ მორფოლოგიურად განსხვავებულ სეგმენტს
მაჯას და ნებას. აქ გამოყოფილია ხელის ცერის მაჯა-ნების სახსარი, რომელიც უნაგირა
სახსარია განსხვავებით დანარჩენი სხვა მცირედ მოძრავი ბრტყელი სახსრისა.

ნება-ფალანგის სახსრები

სახსრებში ნების ძვლების თავების სფერული ზედაპირები უკავშირდება შესაბამისი


პროქსიმალური ფალანგის ფუძეების კონგურენტულ სასახსრე ფოსოებს, მტევნის
ფალანგშუა სახსრები აკავშირებს პროქსიმალური ფალანგების თავებს ფალანგების
ფუძეებთან.

ზემო კიდურის სარტყლის კუნთები


დელტისებრი კუნთი – ფარავს მხრის სახსარს; მას აქვს სამკუთხა ფორმა, რომლის
ფუძე ზემოთაა მიმართული, წვერო კი ქვემოთ. ის შედგება მსხვილი კუნთოვანი
ბოჭკოებისაგან, რომლეიც იკვრება წვერვალთან. დელტისებრი კუნთი იწყება
ლავიწიდან და ბეჭიდან და მაგრდება მხრის დელტისებრ ხორკლ. ქვემო ზედაპირსა და
მხრის დიდ ბორცვს შორის მდებარეობს დელტისებრი კუნთქვეშა აბგა.იგი მხარს სწევს

11
წინ და მცირედ ატრიალებს შიგნით , განზიდავს მხარს გარეთა მხარეზე,სწევს ხელს უკან
და ახდენს მის მცირე სუპინაციას.

ქედზედა კუნთი – სამწახნაგა ფორმისაა და ავსებს ქედზედა ფოსოს. იწყება ბეჭის


დორსალურ ზედაპირზე და უმაგრდება მხრის ძვლის დიდ ბორცვს.ის მხარს ატრიალებს
გარეთ.

ქედქვედა კუნთი – სამკუთხა ფორმის, ბრტყელი კუნთია, ის ავსებს ქედქვედა ფოსოს .


ზედა ნაწილში კუნთს ფარავს: ლატერალური მხრიდან – დელტისებრი კუნთი.
მედიალური მხრიდან – ტრაპეციული კუნთი . ქვედა ნაწილში – ზურგის უგანიერესი
კუნთი  და დიდი მრგვალი კუნთი . შუა ნაწილს ფარავს საკუთარი ფასცია. ქედქვედა
კუნთი კი იწყება ქედქვედა ფოსოდან და ბეჭის უკანა ზედაპირიდან, შემდეგ
მიემართება ლატერალურად, მისი კონები კი გადადიან მყესში, რომელიც უმაგრდება
შემდეგ მხრის დიდ ბორცვს. მხრის ძვალთან დამაგრების ადილზე მდებარეობს
ქედქვედა კუნთის მყესქვეშა აბგა.ის ხელს სწევს უკან და მხარს ატრიალებს გარეთ.

მცირე მრგვალი კუნთი –  წარმოადგენს მოგრძო ჭიმს, რომლის კუნთოვანი კონები


ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული. კუნთი ზემო კიდით მჭიდროდ
ესაზღვრება ქედქვედა კუნთს . მისი უკანა ნაწილი დაფარულია დიდი მრგვალი
კუნთით, წინა კი – დელტისებრი კუნთით . მცირე მრგვალი კუნთი იწყება ბეჭის
ლატერალური კიდედან , მიემართება ლატერალურად და გადადის მოკლე და საკმაოდ
ძლიერ მყესში, რომელიც შეზრდილია მხრის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა
ზედაპირთან და უმაგრდება მხრის ძვლის დიდ ბორცვს. ის ატრიალებს მხარს გარეთ და
განზიდავს უკან.

დიდი მრგვალი კუნთი – ბრტყელი კუნთია. უკანა ნაწილში კუნთს ფარავს ზურგის


უგანიერესი კუნთი, შუა ნაწილში – დაფარულია თხელი ფასციით. კუნთი იწყება ბეჭის
ქვემო კუთხის  გარეთა კიდიდან, და ქედქვედა კუნთის ფასციიდან, მიემართება გარეთა
მხარეზე, უმაგრდება მხრის მცირე ბორცვის ქედს . მიმაგრების ადგილზე
მდებარეობს დიდი მრგვალი კუნთის მყესქვეშა აბგა.იგი ატრიალებს მხარს შიგნით და
სწევს მას უკან.

ბეჭქვეშა კუნთი – მთლიანად ავსებს ბეჭქვეშა ფოსოს და წარმოადგენს სამკუთხა ფორმის


ბრტყელ კუნთს. სამკუთხედის ფუძე მდებარეობს ბეჭის მედიალური კიდის
პარალელურად, მწვერვალი კი იქმნება კონვერგირებული კუნთოვანი კონებით და
მიმართულია გარეთ, მხრის ძვლისაკენ. კუნთში არჩევენ ორ შრეს – ზედაპირულსა და
ღრმას. ზედაპირული კონები იწყება ბეჭის სანეკნე ზედაპირიდან , ღრმა – ბეჭქვეშა
ფასციიდან, რომელიც უმაგრდება ბეჭქვეშა ფოსოს კიდეებს. კუნთი მიემართება
ლატერალურად, გადადის მყესში, რომელიც შეზრდილია მხრის სახსრის სასახსრე
12
ჩანთის წინა ზედაპირთან და უმაგრდება მხრის მცირე ბორცვსა და მხრის მცირე
ბორცვის ქედს . მიმაგრების ადგილზე მდებარეობს ბეჭქვეშა კუნთის მყესქვეშა აბგა,
რომელიც უკავშირდება მხრის სახსრის სასახსრე ღრუს. ატრიალებს მხარს შიგნით და
მონაწილეობს მის ტანისაკენ მოზიდვაში.

ნერვული სისტემა
ნერვული სისტემა დაკავშირებულია ორგანიზმის ყველა ორგანოსთან და ქსოვილთან.
მისი საშუალებით ხდება გარემოდან მიღებული თუ შინაგნად აღძრული გაღიზიანების
აღქმა, გაანალიზება და ადეკვატური პასუხის გაცემა, რაც გამოიხატება ამათუიმ
ორგანოს ფუნქციის გაძლიერებაში ან დათრუნვაში. ნერვული სისტემის
მორფოფუნქციური ერთეული ნეიორნი,მოფუნქცინირე ერთეული რეფრექსული
რკალი.ადამიანის ნერვული სისტემა შედგება სხვადასხვა ფუნქციისა და ფორმის
მილიარდობით უჯრედისაგან. ნერვულუჯრედს გააჩნია არასიმეტრიული სხეული.
მოკლე მორჩები- დენტრიტები და გრძელი მორჩი- აქსონი. განარჩევენ დენტრიტების
სამ სახეს: ერთ მორჩიანი- უნიპოლარული, ორ მორჩიანი- ბიპოლარული,
მრავალმორჩიანი- მულტიპოლარული უჯრედებს. თავის ტვინშის არჩვენ რუხ და
თეთრ ნივთირებას. რუხი ნივთიერება შექმნილია ნერვული უჯრედების სხეულისა და
მოკლე მორჩებისაგნ, ხოლო თერთი ნივთიერბისაგნ აქსონისაგან. ნერვული სისტემა
იყოფა ორ ჯგუფად: თავ-ზურგტვინის ნერვული სისტემა,რომელიც განაგებს ჩონჩხის
კუნთების ინერვაციას და ამყარებს კონტაქტს გარემოსა და ორგანიზმს შორის. მეორე
ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რომელიც ახდენს შინაგანი ორგანოების ინერვაციას.
ცენტრალური ნერვული სისტემა,რომელსაც ეკუთვნის თავისა და ზურგის ტვინი და
პერიფეირული ნერვული სისტემა,რომელსაც ეკუთვნის მათგან გამოსული ნერვები.

13
სულ გვაქვს 43 წუვილი ნერვი. თავის ტვინიდან გამოდის 12 წეყვილი ნერვული და
ზურგის ტვინიდან 31 წყვილი ნევრი.

თავის ტვინიდან გამომავლი 12 წყვილი ნერვია:

1.ყნოსვის ნერვი

2. მხედველობის ნერვი

3.თვალის მამოძრავებლი ნერვი

4.ჭაღისებუი ნერვი

5. სამწვერა ნერვი

6. განმზიდველი ნერვი

7. სახის ნერვი

8.კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი

9. ენა-ხახის ნერვი

10. ცდომილი ნერვი

11. დამატებითი ნერვი

12. ენისქვეშა ნერვი

ფუნქციის მიხედვით თავის ტვნის ნერვები იყოფა სამ ჯგუფად: 1.სპეციპიკური


გრძნობის ნერვები 1,2,8,9 წყვილი ნერვები. 2.მამოძრავებლი ნერვები 3,4,6,7,11,12
წყვილი ნერვები. 3. შერეული ხასიათის ნევები 5,10. ვეგეტატიური ნერვული სისტემა
იყოფა ორ ნაწილად: სიმპატიკური და პარასიმპატიკური. სიმპატიკური ნევრები
აძლიერებს ორგანოს ფუნქციას. პარასიმპატიკური ნევრები კი ამუხრუჭებს ან თრგუნავს
მათ ფუნქციას. ყოველ მომენტში ორგანიზმზე მათი ზემოქმედება უზრუნველყობს
ორგანოს ოპტიმალურ ზემოქმედებას.

14
გამოყენებული ლიტერატურა
1. კაციტაძე ზ., ,,ადამიანის ანატომია“,გამომცემლობა ,,მედეა“. თბილისი.2006.
მოძიების თარიღი 4 იანვარი . 2022

2. ხუგაცარია რ., შუკაკიძე ა. ,,,საყრდენ-მამაოძრვაბელი აპარატის ანატომია“.


თბილისი 2013. მოძიების თარიღი 4 იანვარი . 2022

3. https://edu.medgeo.net/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-
%E1%83%99%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94/

15

You might also like