You are on page 1of 11

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გულმკერდი
ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია

საშინაო ნაშრომი

ხელმძღვანელი

მოწვეული მასწავლებელი ნაზიბროლა ცივაძე

ბათუმი 2022
განაცხადი

როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი


წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ
აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარმოდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო
წესების შესაბამისად.

ნაშრომის ავტორი:

მარიამ ბერიძე და ბაჩი ძირკვაძე

13.01.2022
სარჩევი

შესავალი----------------------------------------------------------------------------------------4

გულმკერდის ძვალი---------------------------------------------------------------------------5

გულმკერდის კუნთის მოძრაობის როლი მოძრაობაში-----------------------------------6

გულმკერდის სახსრის ტიპები და მოძრაობის სახეები-------------------------------------8

გულმკერდის ნერვული სისტემა-----------------------------------------------------------10

გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------------------11
გულმკერდი კონუსის ფორმის ღრუა, რომელიც უკნიდან მოისაზღვრება
ხერხემლით, გვერდიდან ნეკნებით, ხოლო წინიდან ნეკნთა დაბოლოებით და
მკერდის ძვლით, მასში სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოებია მოთავსებული:
ფილტვები, გული და მაგისტრალური სისხლძარღვები.

ხერხემლის გულმკერდის ნაწილს ორივე მხრიდან უკავშირდება რკალისებურად


მოდრეკილი 12 ძვალი, რომელსაც ნეკნები ეწოდება. ნეკნის უკანა უმეტესი ნაწილი
ძვლოვანია, ხოლო მისი წინა ნაწილი ხრტილოვანი. ნეკნთა აღნაგობაში განარჩევენ
შემდეგ ანატომიურ ნაწილებს: ნეკნის ბორცვს, ნეკნის თავს - რომლითაც ის
გულმკერდის მალებს უკავშირდება, ნეკნის ყელს, თავისავე სასახსრე ზედაპრით
გულმკერდის მალის განივ მორჩთან შესასახლებლად, შემდგომი ნაწილი ნეკნის
სხეულის სახელწოდებით არის ცნობილი. ნეკნები არათანაბარი ზომისაა, პირველი
ნეკნებიდან დაწყებული მეათე ნეკნის ჩათლით ნეკნების სიგრძე ზემოდან ქვემო
მიმართულებით თანდათანობით მატულობს, ხოლო შემდეგ მე-11 დან მე-12 ნეკნები
ისევ მცირდება. ნეკნების უმრავლესობას ვერტიკალური მდგომარეობა უჭირავს,
მათზე არჩევენ ქვემო და ზემო კიდეებს და გარეთა და შიგნითა ზედაპირებს. ნეკნის
ქვემო კიდურის, შიგნითა ზედაპირზე, მოთავსებულია ღარი ნერვებისა და
ნეკნთაშუა სისხლძარღვებისათვის.

ამრიგად, ნეკნების ხრტილოვანი ნაწილები უკავშირდებიან მკერდის ძვალს და


წინიდან შემოსაზღვრავენ გულმკერდის ღრუს. ნეკნები მკერდის ძვალთან
დაკავშირების მიხედვით იყოფიან ორ ჯგუთად.

ნამდვილი ნეკნები ანუ პირველი 7 წყვილი ნეკნი, რომელიც თავიანთი


ხრტილოვანი ბოჭკოებით უშუალოდ უკავშირდება მკერდის ძვალს და ცრუ ნეკნები
მე-12 ნეკნის ჩათვლით, რომლისაგან 8-9-10 წყვილი თავიანთი ხრტილოვანი
დაბოლოებებით უპირველესად ერთმანეთს უკავშირდება, შემდეგ ქმნიან
ხრტილოვან რკალს, ხოლო შემდეგ მე-7 ნეკნთან ერთად უერთდებიან მკერდის
ძვალს, რაც შეხეება მე-11 და მე-12 წყვილის, ისინი არ უკავშირდება ერთმანეთს. ასევე
არავითარი კავშირი არ აქვთ მკერდის ძვალთან, ამიტომ თავისუფლად თავსდებიან
მუცლის ღრუს კედელში, მათ მოძრავ და მერყევ ნერვებსაც უწოდებენ.

ზემო პირველი და ნაწილობრივ მეორე ნეკნი თითქმის ჰორიზონტალურ


სიბრტყეში დგანან, მე-3 და მე-4 დაქანებულია, ხოლო მე-5-8 ვერტიკალურია,
ქვემოთა ნეკნები კი შებრუნებულია შიგნით. ამგვარად, ნეკნების დალაგება კასრს
მოგვაგონებს, რომლის ზედა ნაწილი გაცილებით ვიწროა, ვიდრე ქვედა. ნეკნებს
შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა სივრცეები და ასევე დაცილებულია ერთმანეთს,
სადაც სასუნთქი კუნთებია განლაგებული.
მკერდის ძვალი ბრტყელ ძვლებს მიეკუთვნება. გაძვალების პროცესის
შესაბამისად არჩევენ მკვეთრად გამოყოფილ სამ ნაწილს: მკერდის სხეულს, მკერდის
ტარს და მახვილისებრ მორჩს. მკერდის ტანთან I და II ნეკნების გარდა, თავისი
სამკერდე ბოლოთი დაკავშირებულია ლავიწიც, ამის გამო მასზე შეიმჩნება ლავიწისა
დასანეკნე ნაჭდევები. ლავიწის წყვილ ნაჭდევს შორის, მკერდის თავის ზედა კიდეს
ქმნის საუღლე ნაჭდევები.

მალის ყველაზე მასიური და ცენტრალური ნაწილია მისი სხეული, რომლის უკანა


გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს წარიზიდება თანაბრად განვითარებული
მალის რკალები. რკალების ურთიერთდაკავშირების უკანა ადგილი წარზიდულია და
განსხვავებული და ქმნის კერტილოვან მორჩს. მალის სხეულის უკანა კიდითა და
რკალებით მოისაზღვრება მალის ხვრელი. რკალებიდან ორივე მხარეზე
ლატერალურად წარიზიდება კარგად გამოხატული წყვილი წყვილი განივი მორჩი.
ქვევით და ზევით კი, მეზობელ მალებთან დაკავშირებული სასახსრე ქვედა და ზედა
მორჩები, რომლის წინ კარგად შესამჩნევი მალის ქვედა და ზედა ამონაჭდევებია.
ყველა მალისთვის დამახასიათებული ზემოთთქმული ერთგვარი ელემენტების
გარდა, გულმკერდის მალებს აქვს თავისი საკუთარი განმასხვავებელი ნიშნები, რაც
დაკავშირებულია ნეკნების შესახსრებით. გულმკერდის I – IX მალის სხეულის ქვედა
და ზედა კიდესთან, სადაც რკალი იწყება, შეიმჩნევა სადაზედაპირიანი ქვედა და
ზედა სანეკნე ფოსოები. თითიეულ მალაზე ორი სანეკნე ფოსოს არსებობა იმით
გამოწვეულია, რომ აღნიშნულ მალებს ნეკნები ეხება მათ საზღვარზე, აქედან
გამომდინარე მათ შორის არსებული ხრტილოვანი დისკის დონეზე, ამიტომ ნეკნის
თავის სასახსრე ზედაპირის ნახევარი ესახსრება ერთი მალის სხეულს, ხოლო მეორე
ნახევარი მის გვერდით მდებარე მალას სხეულს. X მალას ზედა კიდესთან აქვს ერთი
სასახსრე ფორაკი, XI და XII თითო სასახსრე ფორაკი და იგი იკავებს თითქმის შუა
ადგილს. გულმკერდის მალების განივ მორჩებზე არსებობს განივი მორჩების სანეკნე
ფოსოები.

გულმკერდის კუნთები იყოფა ორ ჯგუფად: გულმკერდის ღრმა, ანუ საკუთარი


კუნთები და გულმკერდის ზედაპირული კუნთები (რომლებსაც კავშირი აქვს ზემო
კიდურების სარტყელთან).

გულმკერდის ზედაპირული კუნთებია:

1) მკერდის მცირე კუნთი-სამკუთხა, ბრტელი ფორმის კუნთია, ფარავს მკერდის დიდ


კუნთს და მოთავსებულია მეორე შრეში. მკერდის მცირე კუნთი იწყება II-IV
ნეკნებიდან, მათი ხრტილოვანი ნაწილის ძვლოვან ნაწილში გადასვლის ადგილის
ახლოს, მიემართება ლატერალურად და ზემოთ.

მკერდის მცირე კუნთი სწევს ბეჭს ქვემოთ და წინ.


2) მკერდის დიდი კუნთი-ოთხკუთხა, წვრილი ფორმის კუნთია და განლაგებულია
გულმკერდის კედლის ზემო ნაწილში.ზემო გვერდითი კიდით კუნთი უახლოვდება
დელტისებურ კუნთის წინა კედელს და მასთან ერთად ქმნის დელტისებრ მკერდის
ღარს, რომელიც ზემოთ გადადის ლავიწქვეშა ფოსოში.

მკერდის დიდი კუნთი შიგნით აბრუნებს მხარს და მოზიდავს.

3) წინა დაკბილული კუნთი- მდებარეობს გულმკერდის წინა გვერდით ნაწილში,


ბრტყელი კუნთია. მისი ქვემო ნაწილი ზედაპირულად მდებარეობს და ფარავს
მკერდის ზედაპირული ფასცია, ხოლო ზემო ნაწილი დაფარულია მკერდის დიდი
კუნთით. კუნთი იწყება მე-8-9 ნეკნის გარეთა ზედაპირიდან და პირველ და მეორე
ნაკნებშუა მყესოვანი რკალიდან; მიემართება უკან და ზემოთ, აღწევს ბეჭის ქვეშ და
უმაგრდება მის მედიალურ კიდესა და ქვემო კუთხეს, ფარავს ნეკნის გარეთა
ზედაპირს.

წინა დაკბილული კუნთი ბეჭის ძვალს სწევსმას წინ და ამაგრებს გულმკერდისთან.

4) ლავიწქვეშა კუნთი- მდებარეობს ლავიწის ქვემოთ და თითქმის მის


პარალელურად, ის მოგრძო ფორმის კუნთია. იწება პირველი ნეკნის წინა ბოლოზე.

ლავიწის კუნთი სწევს ლავიწს მედიალურად და ქვემოთ. ზემო კიდურების


გამაგრებისას ზემოთ სწევს პირველ ნეკნს.

გულმკერდის ღრმა კუნთებია:

გულმკერდის ღრმა კუნთები მოკლე ბრტყელი კუნთებია, ავსებენ ნეკნთაშუა


სივრცეებს და იყოფიან ყველაზე შიგნითა, შიგნითა და გარეთა კუნთებად, ესენია:

1) ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები- განლაგებულია ნეკნთაშუა შიგნითა


კუნთების შიგნითა ზედაპირზე, უმაგრდებიან მომიჯნავე ნეკნების შიგნითა
ზედაპირებს და აქვთ იმავე მიმართულების ბოჭკოები.

2) ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები-იწყებიან ნეკნის ზემო კიდიდან, მიემართებიან


ირიბად ზემოთ და წინ და მთავრდებიან ზემოთ მდებარე ნეკნის ქვემო კიდის
გასწვრივ. ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები არ არის ნეკნთაშუა სივრცის უკანა ნაწილში
და ამ ადგილს ავსებს ნეკნთაშუა შიგნითა აპკი. ინერვაცია და კვება ისეთივეა,
როგორც ნეკნთაშუა გარეთა კუნთებში.

ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები მონაწილეობს სუნთქვის აქტში (ამოსუნთქვაში).


3) ნეკნთაშუა გარეთა კუნთები -ავსებს ნეკნთაშუა სივრცეს, თითოეული კუნთი
იწყება ნეკნის ქვემო კიდიდან, მიემართება ირიბად ქვემოთ და წინისაკენ და
მთავრდება ქვემოთ მდებარე ნეკნის ზემო კიდეზე. ეს კუნთები არ არის ნეკნების
ხრტილოვან ნაწილებში და ამ ადგილს ავსებს ნეკნთაშუა გარეთა აპკი . გულმკერდის
კედლის უკანა ნაწილში ნეკნთაშუა გარეთა კუნთები ესაზღვრებიან ნეკნების ამწევ
კუნთებს.

ნეკნთაშუა კუნთები მონაწილეობს სუნთქვის აქტში (ჩასუნთქვაში) და საკმაოდ


ძლიერი კუნთებია.

4) ნეკნქვეშა კუნთები-განლაგებულია ქვედა ნეკნების შიგნითა ზედაპირზე, მათ


უკანა ბოლოებზე. აქვთ ისეთივე მიმართულება და დასაწყისი, როგორიც ნეკნთაშუა
შიგნითა კუნთებს, მაგრამ განსხვავდებიან იმით, რომ მათი კონები მაგრდებიან ერთი
ნეკნის გამოტოვებით.

ნეკნქვეშა კუნთები მონაწილეობს სუნთქვია აქტში (ამოსუნთქვაში).

5) გულმკერდის განივი კუნთი- მარაოსებრი ფორმის კუნთია და ასევე თხელი,


ბრყელი ფორმის,მდებარეობს ხრტილოვანი ნეკნების უკანა ზედაპირზე. იწყება
მკერდის ძვლის სხეულის ქვემო ნაწილისა და მახვილისებრი მორჩის შიგნითა
ზედაპირიდან. კუნთის კონები მიემართებიან ლატერალურად და ირიბად ზემოთ,
უმაგრდებიან III-IV ნეკნების შიგნითა ზედაპირს.

გულმკერდის განივი კუნთი მონაწილეობს სუნთქვის აქტში (ამოსუნთქვაში).

ამასთანავე, გულმკერდის კუნთები მიეკუთვნება ასევე მუცლის ღრუებს შორის


არსებულ კუნთს- მყესოვანი ძგიდე-დიაფრაფმას, ანუ შუაძგიდსა და გულმკერდის
ღრუს.

ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილი, მკერდის ძვალი და ნეკნები


ერთმანეთთან დაკავშირებულია გულმკერდის ჩონჩხის შემადგენელ ძვლებად,
რომელიც ერთიანდება და იქმნება გულმკერდი.

პირველი ათი ნეკნი ამყარებს ოთხ განცალკევებულ კავშირს: მალის განივ მორჩთან,
მალის სხეულთან, მკერდის ძვალთან და მეზობელ მორჩთან. ამიტომ ამ
გულმკერდისა და ნეკნების ერთიანობით მიიღება მოქნილი და მტკიცე წრე. რაც
შეხება XI და XII ნეკნებს, მათ მხოლოდ თითო კავშირი აქვს შესაბამისი მალების
სხეულთან და ამიტომ ადვილად მოძრავნი არიან და შედარებით სუსტი.

ნეკნის თავის სახსარი- ორგვარადა წარმოდგენილი: I, XI და XII ნეკნების


სადაზედაპირიანი თავები ესახსრება შესაბამისი (T1, TXI და TXII) მალის სხეულის
თითოეული სასახსრე ღრმულს და ქმნის ბრტყელ სახსარს, ხოლო II და X ნეკნების
თავის ქედით იყოდა ორ სასახსრე ზედაპირად და ერთდროულად ქმნის ორი
მეზობელი (ქვედა და ზედა) მალის სასახსრე ღრმულს, ამით იქმნება ორღერძიანი
უნაგირა სახსარი. ამ უკანასკნელში ნეკნის თავის ქედიდან მალთაშუა ფიბროზულ
რგოლამდე გაჭიმულია ნეკნის თავის ნეკნის თავის სახსარშიდა იოგი. თითოეული
ნეკნის თავის სასახსრე ჩანთა გამაგრებულია ნეკნის თავის სხივისებრი იოგით.

ნეკნის-განივი სახსარი უკავშირდება ნეკნის ბორცვის სასახსრე ზედაპირს


შესაბამისი მალის განივი მორჩის სანეკნე ფოსოსთან, სახსარი კარგად არის
ფიქსირებული ზედა და ლატელარული ნეკნ-განივი იოგებით. ბრტყელი სასასრე
ზედაპირების მიუხედავად, ორივე სახსარში მხოლოდ ერთი საერთო ღერძის
ირგვლივ ხორციელდება ბრუნვა.

მკერდ-ნეკნის სახსრები განსხვავებულად არის დაკავშირებული სხვადასხვა ნეკნის


მკერდის ძვალთან. II – VII ნეკნები უკავშირდება მკერდის ძვლის სათანადო
ამონაჭდევს სინოვიური შეერთებით. ამავე დროს მეორე ნეკნის შეერთებას აქვს
მკერდ-ნეკნის სახსარშიდა იოგი. I ნეკნი სინოვიური არა, უფრო მტკიცეა,
ხრტილოვანი შეერთებით მკერდის ძვალთან არის დაკავშირებული. უზრუნველყოფს
მკერდის ძვლის ტანის მნიშვნელოვან ფიქსაციას, რაც თავის მხრივ, მასზე ზედა
კიდურების სარტყლით გამოწვეული დატვირთვის დასაძლევად არის აუცილებელი.

მკერდ ნეკნის სახსრები გარედან და შინგიდან გამაგრებულია მკერდ-ნეკნის


სხივისებრი იოგებით, რომელთაგან გარეთა იოგები შედარებით უკეთაა
გამოხატული. ეს ვრცელდება მკერდის ძვლის წინა ზედაპირზე, მჭიდროდ
უკავშირდება როგორც იმავე, ასევე მოპირდაპირე მხარის ბოჭკოებს და ქმნის მტკიცე,
ერთიან ე.წ. მკერდის აპკს.

ხრტილოვანი სახსრები- სამკერდე ბოლოებით უკავშირდება VIII- IX და X ნეკნებს,


ხოლო შემდეგ VII ნეკნს, ამ უკანასკნელს კი მკერდის ძვალს. ზემოთხსენებული
ნეკნების ხრტილოვან ნაწილებს შორის იქმნება სინოვიური დაკავშირება
ხრტილთაშუა სახსრები მოგრძო ნაპრალის ფორმის სასახსრე ღრუში.

დიაფრაგმა ანუ შუა საძგიდი გამოყოფს გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსაგან.


თარის ფორმის კუნთოვანი ორგანოა, შედგება კუნთოვანი და ღეროვანი ნაწილისაგან,
კუნთოვანი ნაწილის ბოჭკოების განლაგების მიხედვით იყოფა ნეკნების,
გულმკერდის და წელის ნაწილებისაგან. ამ ნაწილებს შორის მდებარეობს
დიაფრაგმის მყესოვანი ცენტრი, რომელიც გულმკერდის ღრუსთან შედრეკილია
გუმბათივით. დიაფრაგმაში არჩევენ ხვრელებს იმ ორგანოებისაგან რომელიც იწყება
გულმკერდის ღრუში და გრძელდება მუცლის ღრუში. კერძოდ: საყლაპავი ხვრელის,
ქვემო ღრუ ვენის ხვრელი და აორტის ხვრელი. დიაფრაგმაში აღჩევენ: ნეკნისეულ
ნაწილს, წელისეულ ნაწილს და გულმკერდის ქვემო ნაწილს.
დიაფრაგმის ნეკნისეული ნაწილი- დიაფრაფმის ნაწილი იწება ქვედა ნეკნის
ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილების შიგა ზედაპირებიდან, ასევე ის ყველაზე
დიდი შემადგენელი ნაწილია.

დიააფრაგმის წელისეული ნაწილი- შედგება მარჯვენა და მარცხენა ფეხისაგან


აგრეთვე იწყება წელის მალებიდან და იწყება წელის მალებიდან.

დიაფრაგმის მკერდისეული ნაწილი უმცირესი შემადგენელი ნაწილია; იწყება


მახვილისებრი მორჩის უკანა ზედაპირიდან და გადადის მყესოვან ცენტრში.

დიაფრაგმის ფეხების მედიალური კუნთოვანი კონები მიმართებიან ზემოთ და


იქმნება აორტული ხვრელი, რომელშიც გადადის გულმკერდის ლიმფური სადინარი
და აორტა.

დიაფრაგმის ნეკნისეულ და მკერდისეულ ნაწილებს შორის, ასევე წელისეულ და


ნეკნისეულ ნაწილებს შორის აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული სამკუთხა
ფორმის ხვრელები.

დიაფრაგმა წარმოადგენს უმთავრეს სასუნთქ კუნთს; ხელს უწყობს ჩასუნთქვას და


ამოსუნთქვას.

გულმკერდი შემოსაზღვრულია ხერხემლის სვეტითს გულმკერდის ნაწილით,


მკერდით და ნეკნებით. ის ფართო ფუძით მიმართულია წაკვეთილი მწვერვალით
ზემოთ, ქვემოთ. გულმკერდში განასხვავებენ უკანა, წინა და გვერდით კედლებს,
ქვემო და ზემო ხვრელებს. წინა კედელს წარმოქმნის ხრტილოვანი ნეკნებიდა
მკერდი. უკანა კედელი წინა კედელთან უფრო გრძელია და წარმოქმნილია ნეკნების
უკანა ბოლოებითა და გულმკერდის მალებით. გულმკერდის უკანა კედლის გარეთა
ზედაპირზე, ნეკნების კუთხეებსა და მალების წყვეტიან მორჩებს შორის იქმნება ორი
ღარი- ზურგის ღარები; ისინი ამოვსებულია ზურგის ღრმა კუნთებით. გულმკერდის
შიგნითა ზედაპირზე არსებობს ასევე ორი ღარი- ფილტვების ღარები, რომელზეც
თავსდება ფილტვები, გულმკერდის გვერდითი კედლები შედარებით ძნელია და
წარმოქმნილია ნეკნების სხეულებით. ნეკნებს შორის მოთავსებულია ნეკნთაშუა
სივრცხე, რომლებიც ამოვსებულია თანამოსახელე კუნთებით. გულმკერდს გააჩნია
ორი ხვრელი- ზემო და ქვემო ხვრელები და შემოსაზღრვულია ზემოთ აღნიშნული
კედლებით. გულმკერდის ზემო ხვრელი ქვედა ხვრელთან შედარებით პატარა,
შემოსაზღვრულია გვერდიდან- პირველი ნეკნებით და უკნიდან პირველი მალის
სხეულით, წინიდან მკერდის ძვლის ტარის ზემო კიდით.

ხვრელი დახრილია წინისაკენ და ქვემოთ, ხვრელს ასევე აქვს ოვალური ფორმა.


გულმკერდის ქვემო ხვრელი შემოსაზღრვულია წინიდან ნეკნთან რკალით, ცრუ
ნეკნების ხრტილოვანი ბოლოებით და მკერდის ძვლის მახვილოსებრი მორჩით,
უკნიდან გულმკერდის XII მალის სხეული, გვერდიდან XI და XII ნეკნების
თავისუფალი ბოლოებით და XII ნეკნის ქვემო კიდეებით. ნეკნთა რკალი
მახვილისებრ მორჩთან წარმოქმნის მკერდის კუთხეს.

ზურგის ტვინი გულმკერდის სეგმენტებიდან გამოსული სპინალური ნერვები


დამოუკიდებლად ვრცელდება ნეკნთაშუა სივრცეში. გამონაკლისია XII ნერვი,
რომელიც ნეკნქვეშა ნერვის სახელითა ცნობიდი და ამავე ნერვის ქვედა კიდეს
მიყვება. თითოეული ნეკნთაშუა ნერვი სპინალური ნერვიდან გამოყოფისთანავე ჯერ
გაივლის გულმკერდის შიგა ფასციას და პლევრას შორის, შემდეგ კი ნეკნთაშუა
შიგნითა და გარეთა კუნთებს შორის. პირველი ექვსი ნერვი მიყვება ნეკნებს მთელს
სიგრძეზე მკერდის ძვლამდე, ხოლო ქვედა ექვსი გასცდება ნეკნთა რკალს და
გრძელდება მუცლის წინა კედლის ქსოვილებში. ნეკნთაშუა ნერვები შერეული
ხასიათისაა. მათი კუნთოვანი ტოტები ანერვებს: მუცლის პრესისკუნთებს,
გულმკერდის განივ კუნთს და ნეკნთაშუა კუნთს. ნეკნთაშუა ნერვების კანის ტოტები
გამჭოლად გაუვლის ნეკნთაშუა გარეთა კუნთების შესაბამის ფასციებს და აღწევს კანს
ორი ჯგუფის ტოტების კანის მედიალური ტოტებისა და კანის ლატერალური
ტოტების სახით, რომლებიც ანერვებენ მუცლისა და გულმკერდის შესაბამისი
ზედაპირების კანს, სარძევე ჯირკვლებს. ნეკნთაშუა ნერვების სპეციალური ნერვული
დაბოლოებები წვდება პერიტონეუმს და პლევრას, ასევე ანერვებს მათ.
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ხეცურიანი რ. კაციტაძე თ. „ადამიანის ანატომია ფიზიოლოგიით და


პათოლოგია“. გამომცემლობა მედიცინა, 1994

2. კაციტაძე ზ. „ადამიანის ანატომია“. გამომცემლობა მედეა, თბილისი. 2011

3. მონვაძე დ. „კუნთოვანი სისტემის ანატომია“. ქუთაისი. 2020

You might also like