You are on page 1of 48

კაცის რეპროდუქციული სისტემა

სათესლე - testes

წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელიც ემბრიოგენზში ტოვებს მუცლისა და მენჯის ღრუებს,


გამოდის გარეთ, ბარძაყთაშორის და შორისის - perineum წინ კანქვეშ და თავსდება სათესლის
პარკში - scrotum

სათესლეებს ელიფსოიდური, ოვალური ფორმა აქვთ.

სათესლეზე არჩევენ :

წინა და უკანა კიდეებს - margo anterior et posterior

შიგნითა და გარეთა ზედაპირებს - facies medialis et facies lateralis

ზედა და ქვედა ბოლოებს - extremitas superior et extremitas inferior

სათესლეს უკანა კიდეს მთელ სიგრძეზე გაუყვება სათესლის დანამატი - epididimys, რომელიც
სამი ნაწილისგან შედგება : თავი - caput(ნაწილობრივ ფარავს სათესლის ზედა კიდეს),
სხეული - corpus, კუდი - cauda(სწვდება სათესლის ქვედა კიდეს) epididimys.

სათესლის დანამატის თავის სიახლოვეს აღინიშნება რუდიმენტული, პირველადი თირკმლის


ნაშთი - სათესლის დანამატის დანართი ანუ პარადიდიმისი - paradidimys.

სათესლის პარენქიმა გარედან დაფარულია მტკიცე შემაერთებელქსოვილოვანი თეთრი


გარსით - tunica albuginea, რომლისაგნაც ჯირკვლის სისქეში მიემართება სათესლის ძგიდეები -
septulae testis, რომლებიც სათესლეს 100-150 წილაკად - lobuli testi ყოფს. ძგიდეები და
წილაკების მწვერვალები თავს იყრის სათესლის შუასაყარში - mediastinum testis, ყველა ეს
ელემენტი ქმნის სათესლის სტრომას -რბილ შემარეთებელქსოვილოვან ჩონჩხს.

ხოლო სათესლის ძირითადი ნივთიერება წარმოდგენილია სათესლის მოფუნქციონირე


ელემენტებით - თესლის წარმომქმნელი მილაკებით. არჩევენ სათესლის მილაკების
პროქსიმალურ ნაწილს, სადაც მათ სათესლის კლაკნილი მილაკები - tubuli seminiferi contorti
ეწოდებათ და დისტალურად სათესლის სწორ მილაკებს(შუასაყართან) – tubuli seminiferi recti

თესლის სწორი მილაკები უკავშირდევა სათესლის ბადეს - rete testis, რომელიც მთლიანად
იკავებს შუასაყარს.

სათესლის ბადის ქსელი იკრიბება 12-15 მილაკის, სათესლის გამომტანი მილაკების სახით -
ductuli efferentes testis, რომლებიც სათესლის დანამატის - ეპიდიდიმისის თავისკენ
მიემართებიან. ეპიდიდიმისის თავის სისქეში მილაკები კვლავ სწორდება და ერთი სათესლის
დანამატის - ductus epididimysis სახით იკრიბება, რომელიც მნიშვნელოვნად იკლაკნება და
მთლიანად იკავებს სათესლის დანამატის ყველა ნაწილს.

თესლის გამომტანი სადინარი - ductus deferens


თესლის გამომტანი სადინარი სათესლეს დანამატის უშუალო გაგრძელებაა, მაგრამ მისი
კედლის განსაკუთრებული სისქის გამო, იგი ბევრად მსხვილია (სანათურის დიამეტრი
არცისე განსხვავებულია). სადინარი იწყება დანამატის კუდიდან, ზევით აჰყვება დანამატს,
იგი ამ უბანზე მნიშვნელოვნად დაკლაკნილია, აქედან მოყოლებული დაბოლოებამდე
სადინარი სწორი, სადაზედაპირიანია. სადინარი ორ ადგილას ქმნის შევიწროებას-პირველს,
მენჯში გადასვლისას საზარდულის არხის ღრმა (შიგნითა) რგოლის დონეზე, მეორეს კი
შარდის ბუშტის ძირის მიდამოში შარდსაწვეთზე გადაჯვარედინებისას, ამის შემდეგ კი ქმნის
ამპულას, მის გაგანიერებულ ნაწილს - ampulla ductus deferentis. თესლის გამომტანი სადინარი
ბოლოში კიდევ ვიწროვდება და სათესლე ბუშტუკის სადინარს - საწრეტ სადინარს - ductus
excretorius უერთდება, რომელთანაც ერთად მშხეპავ სადინარს - ductus ejaculatoris ქმნის.

თესლის გამომტანი სადინარი დასაწყისიდან საზარდულის ღრმა რგოლამდე შედის სათესლე


ბაგირაკის შემადგენლობაში და მისი გარსებითაა დაფარული, ხოლო ამის შემდეგ იგი სამი
საკუთარი გარსით იფარება - შიგა-ლორწოვანი, რომელიც უმნიშვნელო გასწვრივ ნაოჭებს
ქმნის, შუა-კუნთოვანი, რომელიც ყველაზე მასიურია და მისი ბოჭკოები სამ შრედაა
განლაგებული (შიდა გარეთა გასწვრივი, შუა ირგვლივი) გარეთა-შემარეთებელქსოვილოვანი,
შეიცავს კოლაგენს და ელასტიკურ ბოჭკოებს.

სათესლე პარკი - scrotum და სათესლე ბაგირაკი - funiculus spermaticus

სათესლე პარკი რთული აგებულების, მრავალშრიანი კედლის მქონე ღრუა, რომელშიც


სათესლე ჯირკვალი მდებარეობს.

სათესლე პარკს 7 გარსი აქვს, რომლებიც წარმოშობით მუცლის წინა კედლის შრეობრივ
აგებულებასთან არიან დაკავშირებული და ვითარდებიან სათესლის ჩამოსვლისას.

გარედან სათესლის პარკი დაფარულია თხელი კანით - cutis, რომელიც მაღალი


პიგმენტურობით გამოირჩევა, არის მნიშვნელოვნად დანაოჭებული, უხვი საოფლე და ცხიმის
ჯირკვლებით. სათესლე პარკის კანი ასოს, შორისის და ბარძაყის მედიალური ზედაპირის
კანის გაგრძელებაა, მათი ორი მხრის შეხვედრის ადგილზე არის შემაღლებული ხაზი -
სათესლე პარკის ნაკერი - raphe scroti.

სათესლე პარკის კანის ქვეშ გლუვკუნთოვანი ვარდისფერი, ხორციანი გარსია- tunica dartos,
რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კანთან და მისი შეკუმშვა კანის დანაოჭებას იწვევს
(ნაოჭების რაოდენობა მის დაჭიმულობაზეა დამოკიდებული). ასევე ხორციანი გარსი
ერთმანეთისას გამოყოფს თითოეულ სათესლე ჯირკვალს და მათ შორის ქმნის სათესლე
პარკის ძგიდეს - septum scroti, რომელიც ნაკერთანაა დაკავშირებული. ხორციანი გარსი
მუცლის კედლის კანქვეშა ქსოვილია, რომლმაც ცხიმოვანი ჩანართი დაკარგა და შეიძინა
გლუვკუნთოვანი ბოჭკოები.

დანარჩენი გარსები გარედან შიგნით:

სათესლის გარეთა ფასცია - fascia spermatica externa-მუცლის ზედაპირული ფასციიდან

სათესლის ამწევი კუნთის ფასცია - Fascia cremasterica- მუცლის გარეთა ირიბი კუნთიდან
სათესლის ამწევი კუნთი - m. cremaster-მუცლის შიგნითა ირიბი და განივი კუნთებიდან

სათესლის შიგნითა ფასცია - Fascia spermatica interna-მუცლის განივი ფასციიდან

სათესლის ბუდისებრი გარსი - Tunica vaginalis testis-პერიტონეუმის იზოლირებული


ნაწილი,სათესლის ჩამოსვლის პროცესში, პერიტონეუმის ორფურცლიანი ნაკეცის სახით იგი
გრძელდება სათესლის პარკში ისე, რომ ამ უბანში პერიტონეუმის ღრუ წარზიდული მორჩის
სახეს ღებულობს - ბუდისებრი მორჩი - processus vaginalis. სათესლის ჩამოსვლის შემდეგ
ბუდისებრი მორჩის კავშირი პერიტონეუმთან წყდება და მისი ორმაგი ფურცელი(რომელიც
უკვე სათესლის პარკში იზოლირებულ ღრუს წარმოქმნის) ღებულობს ორგანოს მფარავი ანუ
ვისცერული და კედლის ამყოლი ანუ პარიესული ფურცლების სახეს - lamina visceralis et
parietalis. ანუ სათესლის პარკში იქმნება სეროზული ღრუ, რომელიც სხვა სეროზული
გარსების ანალოგიურად სეროზულ სითხეს შეიცავს.

სათესლე პარკის ღრმად მდებარე გარსები სათესლესთან დაკავშირებულ მაგისტრალურ


ორგანოებს : თესლის გამომტან სადინარს, სათესლის არტერიას, სათესლის ვენურ
მტევნისებრ წნულს - plexus pampiniformis, ლიმფურ ძარღვებს, ნერვებს, თესლის გამომტანი
სადინრის სისხლძარღვებს გაჰყვება მცირე მენჯის ღრუმდე, და მათთვის მტკიცე და მასიურ
მრავალშრიან მილს - სათესლე ბაგირაკს - funiculus spermaticus ქმნის. ბაგირაკი
დამცველობითი ფუნქციის გარდა ასრულებს მნიშვნელოვან მექანიკურ ფუნქციასაც - მასზე
ჩამოკიდებულია თვით სათესლე ჯირკვალი.

სათესლე ბაგირაკისა და სათესლე პარკის შიგა გარსები სავსებით ანალოგიურია. ბაგირაკის


შექმნაში არ მონაწილეობს კანი, ხორციანი და სეროზული გარსები. ბაგირაკის ყველაზე ღრმა
გარსი არის შიგნითა ფასცია, მომდევნო გარსია ამწევი კუნთი და მისი ფასცია, დაბოლოს
სათესლე ბაგირაკს გარს ერტყმის სათესლის გარეთა ფასცია, ყველა ეს გარსი სათესლე
ბაგირაკს მიჰყვება საზარდულის ღრმა რგოლამდე, სადაც მათი ბოჭკოები მუცლის კედლის
შესაბამისი ელემენტების ბოჭკოებში იფანტება.

იმის გამო, რომ რომ სათესლე ბაგირაკის ყველაზე ღრმა შრის - შიგნითა ფასციის უბანზე ან
მის შიგნით გადიოდა პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩი განვითარების ადრეულ პერიოდში
და რომელმაც ობლიტერაცია განიცადა და გამოეყო პერიტონეუმს ცალკე სათესლეს
სეროზული გარსის სახით, აქ დარცა ბუდისებრი მორჩის კვალი - vistigium processus vaginalis.

სათესლე ბუშტუკი - vesicula (glandula) seminalis

წყვილი დაკლაკნილი მილაკია, რომლის მარყუჟები იმდენად რთულადაა ერთმანეთში


გადაწნული, რომ ხშირად მისი გასწორება შეუძლებელია, ამის გამო ბუშტუკის ზედაპირი
ბორცვიანია.მისი ერთი ბოლო გაგანიერებულია და ყრუ, ხოლო მეორე შევიწროებულია და
საწრეტ სადინარში გადადის თესლის გამომტანი სადინარის სიახლოვეს. ერთად ეს
სტურქტურები ქმნიან მშხეპავ სადინარს - ductus ejaculatorius, ეს სადინარი გადის
წინამდებარე ჯირკვლის სისქეში და იხსნება შარდსადენის წინამდებარე ჯირკვლის ნაწილში.

სათესლე ბუშტუკის კედელს თესლის გამომტანი მილაკის მსგავსი სამგარსიანი კედელი აქვს.
სათესლე ბუშტუკი მდებარეობს შარდის ბუშტის ძირსა და წინამდებარე ჯირკვალს შორის,
მისგან ლატერალურად და ზევით. უკნიდან სათესლე ბუშტუკს ეხება სწორი ნაწლავის
ამპულური ნაწილის წინა კედელი.

წინამდებარე ჯირკვალი - prostata

კენტი კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანოა(substancia muscularis, parenchyma glandulare). გავს


წაბლს. მის სისქეში გაივლის შარდსადენი, მისი ორგვაროვანი აგებულება მის ორ ფუნქციას
უზრუნველყოფს: როგორც კუნთოვანი ორგანო, იგი ქმნის შარდსადენის უნებლიე მძლავრ
სფინქტერს, ხოლო როგორც ჯირკვლოვანი ორგანო (შეიცავს მილაკოვან -ალვეოლურ
ჯირკვალს) გამოიმუშავებს სეკრეტს, მნიშვნელოვანსსპერმატოზოიდების ცხოველქმედება-
აქტივობაში.

სეკრეტის გამოყოფა შარდსადენში ხდება ჯირკვლების ირგვლივ მდებარე გლუვკუნთოვანი


ბოჭკოების შეკუმშვის ხარჯზე ეიაკულაციამდე ოდნავ ადრე.

არჩევენ წინამდებარე ჯირკვლის

ფუძეს - basis prostatae

მწვერვალს - apex prostatae.

ფუძე ზევით და უკანაა მიმართული და შარდის ბუშტის ძირს, სათესლე ბუშტუკებს და


თესლის გამომტან მილაკებს ეხება.

მწვერვალი ქვევით და წინაა მიმართული, ეყრდნობა შარდ-სასქესო დიაფრაგმას.

ვინაიდან პროსტატა წინა უკანა მიმართულებით გაბრტყელებულია, მასზე განირჩევა წინა და


უკანა ზედაპირი - facies anterior et posterior.

პროსტატა გარედან დაფარულია შემართებელქსოვილოვანი ფურცლით, რომელიც მენჯის


ფასციის ნაწილია, მის ქვეშ პროსტატის კაფსულა მდებარეობს - capsula prostatica.

პროსტატაში შეიძლება გავარჩიოთ :

მისი შუა ნაწილი - ყელი - isthmus prostate

ორი გვერდითი (მარცხენა და მარჯვენა) წილი - lobus dexter et sinister

პროსტატის სეკრეტი გადადის შარდსადენში წინამდებარე ჯირკვლის მილაკებით - ductuli


prostatici, რომლებიც იხსნებიან შარდსადენის პროსტატის ნაწილის უკანა კედელში, სათესლე
გორაკების გვერდებზე.

პროსტატის მწვერვალის ქვევით, შარდსადენის აპკისებრი ნაწილის უკან, დამოუკიდებელი,


წყვილი ბოლქვშარდსადენის ჯირკვალია - glandula bulbourethralis, რომლის საკმაოდ გრძელი
სადინარი შეიჭრება ასოს ბოლქვის დასაწყის ნაწილში და გაიხსნება შარდსადენშ.

მამაკაცის შარდსადენი - urethra masculina


პერიოდულად ატარებს როგორც შარდს, ისე სპერმას.

მისი სიგრძე მეტისმეტად ინდივიდუალურია.

იგი იწყება შარდის ბუშტის ყელის ნაწილიდან შარდსადენის შიგნითა ხვრელით - ostium
urethrae interna და მთავრდება შარდსადენის გარეთა ხვრელით - ostium urethrae externa ასოს
თავზე.

იყოფა სამ ნაწილად :

წინამდებარე ნაწილი - pars prostatica, დასაწყისში, სადაც შარდსადენი პროსტატითაა


გარშემორტყმული, ეს უბანი შარდსადენის ყველაზე რთული უბანია, ვინაიდან აქ ხვდება
ერთმანეთს სასქესო და საშარდე გზები, ეს უბანი ასევე ყველაზე განიერია( შარდსადენის 1
გაგანიერება) წინამდებარე ნაწილის უკანა კედლის ლორწოვანი ქმნის თითისტარისებრ
შემაღლებას - სათესლე გორაკს - colliculus seminalis, რომლის მწვერვალზე მდებარეობს მცირე
ზომის ბრმა ღრუ - რუდიმენტული, წინამდებარე ჯირკვლის საშვილოსნო - utriculus
prostaticus (masculinus).

შარდის ბუშტისა და შარდსადენის წინამდებარე ნაწილის საზღვარზე შარდის ბუშტის


ცირკულარული გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები შარდსადენის უნებლიე სფინქტერს ქმნის,
რომელიც შარდის ბუშტის ჩამკეტი მექანიზმია.

სათელსე გორაკი როგორც შარდის ბუშტისკენ, ისე ასოსკენ შემაღლებული ზოლის სახით
გრძელდება, რომელდაც შარდსადენის ქედი - crista urethralis ეწოდება.

გვერდებზე შარდსადენის ლორწოვანში გადასვლის ადგილზე კარგად შესამჩნევი


ნაპრალებია, რომელთაც წინამდებარის წიაღი - sinus prostaticus ეწოდება.

აპკისებრი ნაწილი - pars membranacea, შეესაბამება შარდ-სასქესო დიაფრაგმაში გავლის


ადგილს. ყველაზე მოკლე და მარტივი ნაწილია, ამ ნაწლს გარს ეკვრის განივზოლიანი
კუნთოვანი ბოჭკოების მორგვი, რომელიც შარდსადენის ნებით სფინქტერს ქმნის.

ღრუბლისებრი ნაწილი - pars spongiosa, ყველაზე დიდი მონაკვეთია და ასოს ღრუბლოვან


ნაწილს მთელ სიგრძეზე გასდევს. ამ ნაწილის დასაწყისსში შარდსადენის სანათური
განიერდება ( შარდსადენის 2 გაგანიერება) და აქ იხსნება ბოლქვშარდსადენის ჯირკვლის
სადინარი - ductus gl. Bulbourethralis. ამის შემდეგ შარდსადენი რამდენადმე ვიწროვდება და
სწორი მილაკის სახეს ღებულობს საბოლოო ნაწილამდე, სადაც ასოს თავის სისქეში
მნიშვნელოვან გაგანიერებას, შარდსადენის ნავისებრ ფოსოს - fossa navicularis urethrae ქმნის.
(შარდსადენის 3 გაგანიერება). შარდსადენის ღრუბლისებრი ნაწილის მთელ სიგრძეზე
შეიმჩნევა გაფანტული მცირე ღრმულები - შარდსადენის ლაკუნები - lacunae urethrales, ამ
ლაკუნებში იხსნება მილაკოვან-ალვეოლური შარდსადენის ჯირკვლები - gl. Urethrales.

შარდსადენს S-ის ფორმა აქვს, იგი ორ ნადრეკს ქმნის. პირველი ნადრეკი შარდსადენის
წინამდებარე ნაწილში აპკისებრ ნაწილამდე, სადაც მისი ნადრეკი სიმფიზსს უვლის ქვევიდან
და უკნისკენაა მიმართული(ბოქვენ ქვედა სიმრუდე). მეორე - ასოს ფიქსირებული ნაწილის
დამთავრებისთანავე, მკვეთრად ეშვება ქვევით და ქმნის ზევით მიმართულ
ნადრეკს,(სიმფიზის წინა სიმრუდე). ამ ნადრეკებიდან სიმფიზის ქვედა ნადრეკი მუდმივია,
ხოლო სიმფიზის წინა ნადრეკი ცვალებადია და ასოს თავისუფალი ნაწილის
ადგილგადანაცვლებაზეა დამოკიდებული, რაც შარდსადენის კათეტერიზაციას ხდის
შესაძლებელს.

ასო - penis

ასოს ფესვი

უკანა (უძრავი) ნაწილი - ასოს ფესვი - radix penis ბოქვენის კუთხის ქვეშ არის შეჭრილი რბილ
ქსოვილში. იგი მღვიმოვანი სხეული - corpus cavernosa-ს საბოლოო, წყვილი კონუსისებრი
დაბოლოებით - ასოს ფეხებით - crura penis ბოქვენის ძვლის ტოტებს ემაგრება და მის
ძვლისსაზრდელასთანაა შეზრდილი. ასოს ფესვის ნაწილი გარედან ბოქვენისა და სათესლე
პარკის კანითაა დაფარული.

თავისუფალი ასო

წარმოდგენილია ორი ნაწილით :

ასოს სხეული - corpus penis

ასოს თავი - glans penis

როგორც მორფოლოგიურად, ისე ფუნქციურად ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება


ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ნაწილისაგან:

ასოს მღიმოვანი სხეული - corpus cavernosum penis, ასოს ერექტიული ნაწილია, იკავებს მის
უმეტეს ნაწილს და ორადაა გაყოფილი ღარით.

ასოს ღრუბლისებრი სხეული - corpus spongiosum penis, იგი ძირითადად შარდსადენის


შემცველი ღეროა და გაგანიერებული ნაწილით - ასოს ბოლქვით - bulbus penis იწყება, ეს
გაგანიერება შეესაბამება შარდსადენის გაგანიერებას ამ უბანზე - bulbus urethrae. (2
გაგანიერება)

ასოს სხეულს აქვს ორი ზედაპირი :

ასოს ზურგი (წინა ზედაპირი) – dorsum penis

ასოს ურეთრული ანუ ქვედა (უკანა) ზედაპირი - facies urethralis

ასოს ღრუბლისებრი ნაწილის დაბოლოებაა ასოს თავი, რომელიც კონუსისებურად


მთავრდება. მისი გაგანიერებული კიდე გამოყოფილია მღვიმოვანი სხეულის ქსოვილისგან,
რომლესაც იგი ეყრდნობა, და მის ირგვლივ ქმნის ასოს თავის გვირგვინს - corona gandis, ხოლო
გვირგვინის ძირი, ანუ ასოს შევიწროებული უბანი ასოს თავში გადასვლისას ქმნის ასოს ყელს
-collum glandis.
ასოს სხეული მთლიანად დაფარულია თხელი კანით, რომელიც მეტად მოძრავია, მდიდარია
კანქვეშა ფაშარი ქსოვილით. ასოს თავის კანი კი უფრო თხელი და უძრავია, ვინაიდან
პირდაპირ, მჭიდროდაა გადაკრული თეთრ გარსზე.

ასოს თავის ყელის ნაწილში ასოს სხეულის კანი ქმნის მნიშვნელოვან თავისუფალ ნაოჭს,
ჩუჩას - preputium, რომელიც ასოს თავზეა გადაკრული და თითქმის მთლიანად ფარავს მას.
ჩუჩას როგორც ნაოჭს, აქვს ორი ფურცელი: შიგნითა, რომელიც უშუალოდ ასოს თავთანაა
შეხებაში, და გარეთა, შედარებით უხეში, ასოს სხეულის კანის გაგრძელებაა. შიგნითა
ფურცელი ასოს თავის ქვედა ზედაპირზე ქმნის საგიტალურ ნაოჭს, რომელიც ჩუჩის შიგა
ზედაპირიდან ასოს თავზე გადადის და ქმნის ჩუჩის ლაგამს - frenulum preputii, რომელიც
შარდასენის გარეთა ხვრელამდე აღწევს და აქ ასოს თავის ძგიდეს - septum glandis ქმნის. ასოს
სხეულის კანი ქვედა ზედაპირის მთელ სიგრძეზე ქმნის ასოს ნაკერს - raphe penis.

ასოს მღვიმოვანი სხეული დაფარულია საკმაოდ მტკიცე, კარგად განვითარებული


მღვიმოვანი სხეულის თეთრი გარსით - tunica albuginea corporum cavernosorum.

ასეთივე მაგრამ უფრო თხელი და ნაზი გარსით, ღრუბლისებრი სხეულის გარსით - tunica
albuginea corporum spongiosi არის დაფარული ღრუბლისებრი სხეული.

თეთრი გარსი მღვიმოვანი სხეულის მთელ სიგრძეზე მის სისქეში აგზავნის ბოჭკოებს,
რომლებითაც იქმნება მღვიმოვანი სხეულის სიმეტრიულად გამყოფი ასოს ძგიდე - septum
penis. თეთრი გარსითა და ასოს ძგიდით მიიღება ორი იზოლირებული სივრცე, რომელიც
თეთრი გარსის მრავლობითი წანაზარდებით - მღვიმოვანი სხეულის ხარიხებს ქმნის -
trabeculae corporum cavernosorum, ეს ხარიხები გამოყოფენ მღვიმოვანი სხეულების მღვიმეებს -
cavernae corporum cavernosorum. (მათი სისხლსავსეობა განსაზღვრავს დაჭიმვის დონეს)

ასოს მთელ სიგრზეზე მის კანქვეშ კარგად განვითარებული ორი ფასციური ფურცელია - fasica
penis superficialis ასოს ზედაპირული ფასცია - და ასოს ღრმა ფასცია - fascia penis profunda,
რომლებიც მას მთლიანად მჭიდრო საფარველს უქმნიან. ასოს ფასციებთან დაკავშირებულია
ორი მნიშვნელოვანი იოგი - ასოს საკიდი იოგი - lig. Suspensorium penis, რომელიც მუცლის
ზედაპირული ფასციიდანაა და ასოს მშვილდისებრი იოგი - lig. Fundiforme penis, რომლის
ბოჭკოები თეთრი გარსის გაგრძელებაა.

(*ჭავლისებრი და მღვიმოვანი არტერიები - helicinae et cavernosae )


ქალის რეპროდუქციული სისტემა

ქალის შიგნითა სასქესო ორგანოები

საკვერცხე - ovarium

საკვერცხე ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალია (შერეული სეკრეციის). იგი ოვალური ფორმის,
ოდნავ გაბრტყელებული სტრუქტურაა.

საკვერცხეზე არჩევენ:

შიგნითა ანუ მედიალურ ზედაპირს - facies medialis - მიქცეულია მცირე მენჯის ღრუსკენ

გარეთა ანუ ლატერალურ ზედაპირს - facies lateralis - იყურება მენჯის კედლისკენ

უკანა ანუ თავისუფალი კიდეს - margo liber

წინა ანუ ჯორჯლისეული კიდეს - margo mesovaricus

ქვედა ანუ საშვილოსოს ბოლოს - extremitas uterine

ზედა ანუ ლულისკენა ბოლოს - extremitas tubaria

საკვერცხის საშვილოსნოს ბოლოს საკვერცხის საკუთარი იოგი - lig.ovarii proprium


უკავშირდება,რომელიც საშვილოსნოს გვერდით კედელს უმაგრდება ზედა კუთხეში და
საშვილოსნოს განიერი იოგის - lig. Latum uteri ორ ფურცელს შორისაა მოქცეული.

საკვერცხის ლულისკენა ბოლო კი ჩამოკიდებულია საკვერცხის საკიდ იოგზე - lig.


Suspensorium ovarii, რომელიც მუცლის სეროზული გარსის წარმონაქმნია.

საკვერცხე ჯორჯლისეული კიდით საკუთარი ჯორჯლის ფურცლებთანაა დაკავშირებული


(mesovarium).

ასე რომ, საკუთარი იოგი, განივი იოგი, საკიდი იოგი, და საკვერცხის ჯორჯალი საკვერცხის
საფიქსაციო აპარატს ქმნის. ამავე დროს ამ ელემენტებს მიჰყვება მისი სისხლძარღვები,
ლიმფური ძარღვები და ნერვები (ამის გამო ჯორჯლის კიდეს საკვერცხის კარს უწოდებენ).

საკვერცხე დაფარულია არა ჩვეულებრივი პერიტონეუმით, არამედ უმოქმედო(სეკრეციული


თვალსაზრისით)ჩანასახოვანი ეპითელიუმით. მის ქვეშ საკვერცხეს გადაკრული აქვს მკვრივი
შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა - თეთრი გარსი - tunica albuginea. თეთრი გარსის ქვეშ
მოქცეულია საკვერცხის პარენქიმა - parenchyma ovarii, ანუ საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება
- cortex ovarii, ამ შრეში სასქესო უჯრედები - კვერცხუჯრედები წარმოიქმნება (საკვერცხის
გერმინაციული ფუნქცია) და ჰორმონები გამომუშავდება (ენდოკრინული ფუნქცია) .

საკვერცხის ცენტრალურ ნაწილს ქერქოვანი ნივთიერების შიგნით ავსებს ტვინოვანი


ნივთიერება - medulla ovarii , რომელიც ფოლიკულებს არ შეიცავს და შემაერთებელი
ქსოვილითაა ამოვსებული , მასში გადის სისხლძარრვები და ნერვები.
საკვერცხის ქერქოვანი ნაწილი ფაქტიურად კვერცხუჯრედის წარმომქმნელი (ოვოგენეზის)
საწყისი ცანასახოვანი ელემენტების, ანუ პირველადი ფოლიკულების - foliculi ovarici primarii
გროვაა. სასქესო უჯრედის მომწიფება საკვერცხეში, რაც 28 დღის ინტერვალით მეორდება,
გულისხმობს პირვალდი ფოლიკულების გარდაქმნას (განვითარებას) საკვერცხის
ბუშტუკისებრ ფოლიკულებად ანუ გრააფის ბუშტუკებად. (foliculi ovaricii vesiculosi) რომელთა
თხიერ შიგთავსში მოთავსებულია კვერცხუჯრედი.

საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკული გარეთა საფარით (teka foliculi) გარემოცული ღრუა,


რომელიც ფოლიკულის სითხითაა ამოვსებული, ხოლო მის შიდა კედელზე მომწიფების
ფაზაში მყოფი კვერცხუჯრედია მიმაგრებული. კვერცხუჯრედის მომწიფბას თან სდევს
ბუშტუკის გადაადგილება საკვერცხის პერიფერისკენ, სითხის მატება და, ბოლოს,
ფოლიკულის გარსის გასკდომის შედეგად მომწიფებული კვერცი სტოვებს საკვერცხეს და
ეშვება პერიტონეუმის ღრუში.

საკვერცხის მფარავ გარსზე გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წამოიქმნება შინაგანი


სეკრეციის უნარის მქონე ქსოვილი , ყვითელი სხეული - corpus luteum, რომელიც თანდათან
ატროფიას განიცდის და ნაწიბუროვან, მოთეთრო სხეულად გარდაიქმნება - corpus alicans.

კვერცხუჯრედის განაყპოფიერებსა და ფეხმძიმობის შემთხვევაში ყვითელი სხეული


ვითარდება და გადაიქცევა მეტად მნიშვნელოვან მოფუნქიუონერე ენდოკრინულ ჯირკვლად,
რომელიც ქალსი ორგანიზმში ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ მრავალ პროცესს
არეგულირებს.

საშვილოსნო - uterus (metra)

კენტი ღრუ კუნთოვანი ორგანოა. მის სხვა ფუნქციათა შორის ძირითადია განაყოფიერებული
კვერცხუჯრედის განვითარების უზრუნველყოფა. საშვილოსნო მოთავსებულია მცირე მენჯის
ღრუში, სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის. ზრდასრული ქალის საშვილოსნოს
მსხლისებრი ფორმა აქვს და მასზე არჩევენ

საშვილოსნოს ძირს - fundus uteri რომელიც მუცლის ღუსკენ და წინაა მიმართული

საშვილოსნოს ყელს - cervix uteri, რომელიც მენჯის ძირისკენ იყურება

საშვილოსნოს სხეულს - corpus uteri მისი უმეტესი ნაწილი

საშვილოსნო განივი მიმართულებით მეტად გაჭიმულია და შებრტყელებულია წინიდან და


უკნიდან, რის გამოც მასზე გამირჩევა:

წინა ანუ ბუშტის ზედაპირი - facies vesicalis

უკანა ანუ ნაწლავის ზედაპირი - facies intestinalis

ეს ზედაპირები გვერდებზე, ერთმანეთში გადასვლისას საშვილოსნოს კიდეებს (მარჯვენა


მარცხენა) margo uteri dextra et sinistra ქმნიან.
ყველა აღნიშნული ელემენტით მოისაზღვრება დაახლოებით სამკუთხა ფორმის
(საშვილოსნოს ყელის არხთან ერთად ძაბრის ფორმის) საშვილოსნოს ღრუ - cavum uteri.

საშვილოსნოს ღრუს ზედა კუთხეებში მას საშვილოსნოს ლულები უერთდებიან თავისი


საშვილოსნოსკენა ხვრელებით, ხოლო სამკუთხედის ქვედა კუთხე შევიწროებულ უბანს
საშვილოსნოს ყელს - isthmus uteri ქმნის, რომელიც თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის არხს -
canalis cervicis uteri შეიცავს.

საშვილოსნოს ყელი თითქმის ცილინდრული მილია რომლის გარეთა (საშოსკენა) კიდე


მორგვებითაა შეჭრილი საშოში და ქმნის საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილს - porcio vaginalis
(cervicis), მის დანარჩენ ნაწილს კი, რომელიც საშვილოსნოს უკავშირდება, ყელის საშოსზედა
ნაწილს - portio supravaginalis(cervicis) უწოდებენ. ყელის საშოს ნაწილის ცენტრში
მოთავსებულია საშვილოსნოს პირი (ხვრელი) – ostium uteri, რომლითაც საშვილოსნოს ყელის
არხი საშოში იხსნება. ხვრელი წინიდან და უკნიდან მოსაზღვრულია შემაღლებული წინა და
უკანა ბაგეებით - labium anterior et posterior. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს პირი
(ხვრელი) განივი ნაპრალის ფორმას ღებულობს და კიდევ უფრო გამოკვეთილად ჩანს მისი
მომსაზღვრელი ბაგეები.

საშვილოსნოს მეტად მძლავი მრავალშრიანი აგებულების კედელი აქვს. მისი ძირითადი


გარსებია:

შიგნითა ლორწოვანი გარსი - ენდომეტრიუმი endometrium (tunica mucosa)

შუა კუნთოვანი გარსი - მიომეტრიუმი myometrium (tunica muscularis)

გარეთა სეროზული გარსი - პერიმეტრიუმი - perimetriumi (tunica serosa) ან


შემაერთებელქსოვილოვანი ანუ პარამეტრიუმი.

1. ენდომეტრიუმი დაფარულია მოციმციმე ეპითელიუმით, მას არ აქვს ნაოჭები გარდა


საშვილოსნოს ყელის ლორწოვანისა, სადაც მასზე ერთმანეთისადმი კუთხით
განლაგებულია პალმისებრი ნაოჭები - plicae palmate. საშვილოსნოს ლორწოვანის
სისქეში გაფანტულია მილაკოვანი აგებულების საშვილოსნოს ჯირკვლები - glandula
uterine. ხოლო ყელის ნაწილში ლორწოვანი ხასიათის ყელის ჯირკვლები - glandula
cervicalis.
2. მიომეტრიუმი საშვილოსნოს კედლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მასში
შეიძლება გავარჩიოთ გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების სამი შრე - გარეთა, შუა და
შიგნითა. გარეთა და შიგნითა შრეები წარმოდგენილია გასწვრივი მიმართულების
ბოჭკოებით, შუა კი ცირკულარულით,შრეების ასეთი დაყოფა მეტად პირობითია,
ვინაიდან, ფაქტიურად საშვილოსნოს კუნთოვანი გასრის ბოჭკოებს ბევრად უფრო
რთული ურთიერთგანლაგება ახასიათებთ. კუნთოვან შრეებს შორის ყველაზე
მძლავრი და მასიურია ცირკულარური შრე, რომელიც მდიდარია სისხლძარღვებით,
ამის გამო მას სისხლძარღვვოან შრესაც (stratum vasculosum) უწოდებენ. საშვილოსნოს
კუნთოვანი შრის გასწვრივი შრეებიდან შიგნითა მეტად სუსტია, ხოლო გარეთა
შედარებით მძლავრი, ისიც შეიცავს ნაწილობრივ სისხლძარღვებს( stratum
supravascolusom). საშვილოსნოს ყელის გარეთა გასწვრივი კუნთოვანი ბოჭკოები უკანა
მხრიდან დაკავშირებულია სწოორი ნაწლავის საშვილოსნოს კუნთის m. Rectouterinus
ბოჭკოებთან.
3. საშვილოსნოს გარეთა გარსი, პერიმეტრიუმი პერიტონეუმის, მენჯის ღრუს
ორგანოების მფარავი ვისცერული ფურცლის ნაწილია. იგი ფარავს საშვილოსნოს ძირს
მთლიანად, სხეულს წინიდან და უკნიდან, ხოლო გვერდებზე ეს ფურცლები
ერთმანეთს ეკვრის და ქმნის გაორმაგებული(დუბლიკატურა) ფურცლის სახით
საშვილოსნოს განივ იოგს, ისე რომ საშვილოსნოს გვერდითი კიდეები არარი
სეროზულო გარსით დაფარული და აქედან საშვილოსნოს კედელში შეჭრება განიერი
იოგის ფურცლებს შორის გამავალი მსხივილი სისხლძარღვები ლიმფური ძარღვები
და ნერვები.

საშვილოსნოს სხეულიდან სეროზული გარსი მიაღწევს რა მის ყელის ნაწილს, წინ


გრძელდება შარდის ბუშტზე, ხოლო უკან სწორ ნაწლავზე, აღნიშნულ ორგანოებს
შორის პერიტონეუმის ღრუ ისეა შეჭრილი, რომ ვითარდება კარგად გამოხატული -
ბუშტსაშვილოსნოს ჩაღრმავება excavatio vesico-uterina და სწორნაწლავ-საშვილოსნოს
ჩაღრმავება - excavatio rectouterinა. ამ უკანასკნელს მნიშვნელობა აქვს, ვინააიდან მის
გვერდებზეა მოქცეული საკვერცხეები და საშვილოსნოს ლულის ფოჩებ და აქ ხდება
როგორც პერიტონეუმის ღრუში, ასევე მისი ტრანსპორტირება ლულის სანათურში.

საშვილოსნოს სეროზული გარსის ქვეშ მოთავსებულაი სუბსეროზული ქსოვილი - tela


subserosa, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული საშვილოსნოს
გვერდებზე, ე.ი კედლის იმ უბნებში, რომლებიც სეროზული გარსით არარის
დაფარული და წარმოდგენილია ცხიმოვანი ქსოვილით მდიდარი
შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებით. ასეთი უბნებია საშვილოსნოს კიდეები ყელის
წინა და უკანა სივრცეები. საშვილოსნოს კედლის გარეთა გარსის ამ ნაწილს
საშვილოსნოს შემარეთებელქსოვილოვანი გარსი ანუ პარამეტრიუმი ეწოდება.
საშვილოსნოს სეროზულ გარსსა და მის დუბლიკატურას - საშვილოსნოს განიერ იოგს
დიდი როლი ენიჭება საშვილოსნოს ფიქსაციაში, იმავე ფუნქციაში მონაწილეობს
საშვილოსნოს მრგვალი იოგი - lig. Teres uteri, რომელიც შემაერთებელქსოვილოვანი და
გლუვვკუნთოვანი ბოჭკოებისგან შემდგარი 10-15 სანტიმეტრის ზონარია. იგი
მოქცეულია საშვილოსნოს განიერი იოგის სისქეში, იწყება საშვილოსნოს სხეულის
ზედა კუთხესთან, მიემართება ირიბად ქვევით და ლატერალურად, ხოლო შემდეგ წინ
და ზევით, აღწევს საზარდულის არხ, გამოვა გარეთა რგოლით კანქვეშ სადაც მისი
ბოჭკოები იფანტება მენჯის კედელზე და მიმდებარე ქსოვილებში.

საშვილოსნოს ლულა, კვერცხსავალი - tuba (salpings) uterine


საშვილოსნოს ღრუს პერიტონეუმის ღრუსთან დამაკავშირებელი ვიწრო მილია დაახლ
10-12 სმ. საშვილოსნოსმხრივ მას აქვს საშვილოსნოსკენა ხვრელი - ostium uterine tubae,
რომლითაც იგი საშვილოსნოს ღრუს უკავშირდება, ხოლო მილის მეორე ბოლო
პერიტონეუმის ღრუში იხსნება - საშვილოსნოს ლულის მუცლისკენა ხვრელი - ostium
abdominale tubae uterine. ლულის საშვილოსნოსკენა ბოლო საშვილოსნოს კედლის
სისქეშია მოქცეული, მას ლულის საშვილოსნოს ნაწილს უწოდებენ - pars uterine. მისი
გაგრძელება ვიწროა და ქმნის საშვილოსნოს ლულის ყელს - isthmus tubae uterine.
ხოლო მუცლისკენა ბოლო, პირიქით კონოსურად თანდათან ფართოვდება ლულის
ამპულის - ampulla tubae uterine სახით, რომელიც საშვილოსნოს ლულის ძაბრით -
infundibulum tubae ბოლოვდება.
საშვილოსნოს ლულის კედელი მუცლისკენა ბოლოზე სწორი კიდით არ მთავრდება
და ქნის ლულის ფოჩებს - fimbrie tubae, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით გრძელია,
ყველაზე მეტად უახლოვდება საკერცხეს და საკვრეცხის ფოჩი ეწოდება - fimbria
ovarica.

საშვილოსნოს ლულის კედელი სამშრიანი აგებულებისაა:


შიგა ლორწოვანი გარსი - tunica mucosa დაფარულია მოციმციმე ეპითელიუმით,
რომელიც უზრუნველყოფს კვერცხის გადაადგილებას მუცლისკენა ბოლოდან
საშვილოსნოს ღრუსკენ. ლორწოვანის სისქეში განლაგებულია ჯირკვლები.
ლორწოვანი საშვილოსნოს მთელ სიგრძეზე ქმნის გასწვრივ ლულის ნაოჭებს - plicae
tubariae, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან გამოხატული საშვილოსნოს
ლულის ძაბრისა და ამპულის ნაწილებში. ლულის ლორწოვანზე ეს ნაოჭები ძნელად
შესამჩნევი ხდება.

საშვილოსნოს ლულის ლორწოვანი ფოჩების მიდამოში გადადის სეროზულ გარსში,


რომლითაც ლულები გარედან არის დაფარული.

საშვილოსნოს ლულების შუა გარსი კუნთოვანია - tunica muscularis. მას ქმნის სამ შრედ
განლაგებული გლუვკუნთოვანი ბოჭკოები. მისი გარეთა შრე მეტად თხელი გასწვრივი
ბოჭკოებისგან შედგება, შუა ცირკულარული შრე შედარებით მძლავრია, ასევე
კარგადაა განვითარებული შიგნითა გასწვრივი შრე, რომელიც განსაკუთრებით
კარგადაა გამოხატული ლულის საშვილოსნოს ნაწილში.

საშვილოსნოს ლულები გვერდებიდან და ზევიდან დაფარულია სეროზული გარსით -


tunica serosa,რომელიც საშვილოსნოს განივი იოგის სეროზული ფურცლების
ერთმანეთში გადასვლის კიდეა, საშვილოსნოს ლულის ქვედა კიდე სეროზული
გარსისგან თავისუფალია, მიმართულია განიერი იოგის ფურცლებს(დუბლიკატურა)
შორის და დაფარულია შემაერთებელი ქსოვლით - ადვენტიციით - adventicia.

საშო - vagina
არის 8-10 სანტიმეტრის კუნთოვან შემაერთებელქსოვილოვანი მილი, იგი
საშვილოსნოს ყელის გაგრძელება, იგი შარდ-სასქესო დიაფრაგმაზე გავლით გარეთა
სასქესო ორგანოებში იხსნება საშოს შესავლით - ostium vaginae.
საშოს დასაწყისი გარს ერტყმის საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილს და მის ირგვლივ
თაღებს ქმნის - fornix vaginae (უკანა თაღი უფრო ღრმაა).
საშოს სანათური წინა უკანა მიმართულებით გაბრტყელებულია, იქმნება მისი წინა და
უკანა კედლები - paries anterior et posterior, რომლებიც, ჩვეულებრივ, ერთმანეთს
ეხებიან.
საშოს შესავალში ტიხარივით ჩადგმულია ემბრიონული წარმოშობის თხელი
საქალწულე აპკი - hymen, რომელსაც ცენტრში მცირე ზომის ხვრელი აქვს დართული
მენსტრუალური სისხლისთვის.
საშოს ესაზღვრება:
უკნიდან ზედა ნაწილში ესაზღვრება პერიტონეუმის ღრუ (სწორნაწლავ-საშვილონოს
ჩაღრმავება)
ქვევით - სწორი ნაწლავი
წინიდან ზედა ნაწილში შარდის ბუშტის ძირი, ქვედა ნაწილში საშოსა და შარდსადენს
შორის ჩაფენილი ფაშარი ქსოვილის გროვა.
საშოს კედელს სამი გარსი ქმნის:
შიგნითა ლორწოვანი გარსი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით იქმნება, არის
საკმაოდ სქელი და უხეში, დაღარულია მრავალი გასწვრივი საშოს ნაოჭებიტ - rugae
vaginales, რომლებიც საშოს წინა და უკანა კედლებზე კონებად ერთდებიან და ნაოჭთა
სვეტებს - collumane rugarum anterior et posterior.
წინა კედელზე საშოს ლორწოვანი შარდსადენს უახლოვდება და ქმნის წარზიდულ
საშოს საშარდე ქიმს - carina urethralis vaginae. საშოს ლორწოვანი შეიცავს ლიმფურ
ფოლიკულებსა და ჯირკვლებს.

შუა გარსი კუნთოვანია და კარგად განვითარებული გლუვკუნთოვანი ბოჭკოებითაა


წარმოდგენილი, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთში გადაწნულნი და მათი
გარჩევა რთულია.(ორიშრიანია)

საშოს გარეთა გარსი ყველაზე მასიურია და უხვად განვითარებული ფაშარი


შემარეთებელი ქსოვილის და ელასტიკური ბოჭკოებითაა წარმოდგენილი.
საშოს გაჭიმვის უნარი აქვს - მშობიარობა. (ლორწოვანის ნაოჭები, ირგვლივი შრის
არასრული რგოლები, უხვი შემ. ქსოვილი).

ქალის გარეთა სასქესო ორგანოები


სასირცხო ბაგეები - labia majora pudenda სასირცხო ნაპრალის - rima pudendის
გვერდებზე ერთმანეთის პარალელურად და სიმეტრიულად განლაგებული კანის
ნაოჭებია, რომლებიც ამ ნაწილში კანქვეშა ცხიმის მნიშვნელოვნად განვითარების გამო
იქმნებიან და უხვი თმიანობითა და შებურთული რელიეფით გამოირჩევიან.
დიდი სასირცხო ბაგეები ზედა და ქვედა ბოლოებით დაკავშირებულია ერთმანეთთან
ბაგეების წინა და უკანა შესართავებით - comissura labiorum anterior et posterior, წინა
შესართავი ბოქვენის მაღლობის - mons pubis ქვეშ მდებარეობს. შესართავები
შორისამდე აღწევენ, მათ კანის გამსხვილებული ნაოჭის სახე აქვთ. დიდი ბაგეების
მედიალური ნაწილი, რომელიც სასირცხო ნაპრალისკენაა მიქცეული, უთმოა და
ლორწოვან გავსს გავს შესახედაობით.
მცირე სასირცხო ბაგეები - labia minora pudendi თითქმის მთლიანად დაფარულია
დიდი სასირცხო ბაგეებით. კანის შედარებით ნაზი ნაოჭებია, რომლებიც დიდი
ბაგეების მედიალური ნაწილის გაგრძელებაა და მასვე წააგავს. მცირე ბაგეების თხელი
კანის ქვეშ გაფანტულია ქონის ჯირკვლები - კარიბჭის მცირე ჯირკვლები - glandulae
vestibulares minors. წინისკენ მცირე ბაგეები ორ ფეხად იყოფა, გარს უვლის სავნებოს და
ქმნის მის ჩუჩას - preputinum clitoridis და ლაგამს - frenulum clitoridis. მცირე ბაგეების
უკანა კიდეები ერთმანეთს ნაზი ნაოჭით - სასირცხო ბაგეების ლაგმით - frenulum
labiorum pudendi უკავშირდება. მცირე ბაგეებით მოისაზღვრება საშოს კარიბჭე -
vestibulum vaginae, რომელიც უკან საშოს კარიბჭის ფოსოთი - fossa vestibulum vaginae
მთავრდება. საშოს კარიბჭეში იხსნება მრავალი კარიბჭის მცირე ჯირკვალი - gl.
Vestibulares minores და წყვილი კარიბჭის დიდი ჯირკვალი - gl. Vestibulares majores.

სავნებო - clitoris მამაკაცის მღვიმოვანი სხეულის რუდიმენტია, მასზე არჩევენ სავნებოს


თავს - glans clitoridis და სავნებოს სხეულს - corpus clitoridis, ესეც ორ ნაწილადაა
გაყოფილი როგორც მამაკაცის მღვიმოვანი სხეული, სავნებოს სხეულის ბოლოც ორი
ფეხით - crus clitoridis მთავრდება. კლიტორი მცირე სასირცხო ბაგეებთან ლაგმითაა
დაკავშირებული, სიმფიზთან კლიტორის საკიდი იოგით - lig. Suspensorium clitoridis.

ენდოკრინოლოგია

უსადინრო, ენდოკრინული ჯირკვლების სისტემა

უსადინრო ჯირკვლების - glandula sineductibus სისტემა აერთიანებს ადამიანის ორგანიზმის იმ


ჯირკვლებს, რომელთაც გამომტანი სადინრები არა აქვთ და თავის პროდუქტს უშუალოდ
ორგანიზმის შინაგან გარემოში, კერძოდ სისხლში გამოყოფენ.

ენდ. ჯირკვლების მოფუნქციონირე ელემენტებია სპეციფიკური ჯირკვლოვანი უჯრედები.

მიუხედავად მათი განსხვავებებისა (განსხვავებული სამიზნე ორგანოები, სპეციფიკური


ჰორმონები), ენდოკრინულ ჯირკვლებს მაინც მსხგავსი აგებულება და ფუნქციონირების
ერთგვაროვანი მექანიზმი აქვთ.

ენდოკრინული ჯირკვლებისთვის დამახასიათებელია:


შედარებით მცირე ზომა, შესაბამისად გამოიმუშავებენ ცოტა რაოდენობის მაგრამ მაღალი
სიძლიერის პროდუქტს-ჰორმონს.

იმის გამო რომ ჯირკვლის პროდუქტის-ინკრეტის გამომტანი ერთადერთი საშუალება


სისხლია, ენდ. ჯირკვლებს მდიდარი სისხლმომარაგება და ვრცელი კაპილარული ქსელი
აქვთ, ზოგიერთ შემთხვევაში კაპილარები მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული და ქმნის
სინუსოიდის ტიპის კაპილარებს, ეს კი საკმაოდ ანელებს ორგანოში სისხლის გატარებას და
ახანგრძლივებს გამდინარე სისხლისა და ჯირკვლის მოფუნქციონირე ელემენტებს შორის
კონტაქტს.

როგორც წესი, ჯირკვლოვანი უჯრედები კაპილარის კედლის ირგვლივაა განლაგებული,


ხოლო ზოგჯერ, უმეტესად ეს სინუსოიდებშია, შეჭრილია მის სიღრმეში.

ენდოკრინულ ჯირკვლებს ახასიათებს წარმოშობის სხვადასხვა წყარო, ზოგიერთი ჯირკვლის


სხვადასხვა ნაწილიც კი განსხვავებული წარმოშობისაა, ასეთებია ჰიპოფიზი,თირმელზედა
ჯირკვალი. მათი განვითარების საწყის საფუძვლად ემბრიონული ფურცლებია მიჩნეული.

ემბრიონული ფურცლებიდან წარმოშობის საფძველზე ენდ. ჯირკვლები იყოფა 3 ჯგუფად და


5 ქვეჯგუფად:

1. ენტოდერმული ფურცლის ჯირკვლები:


ა) ბრანქიოგენული ჯირკვლები: ფარისებრი, ფარისებრახლო, მკერდუკანა. ეს
ჯირკვლები ხახისა და ლაყუჩოვანი ჯიბეების კედლიდან ვითარდებიან
ბ) ნაწლავის მილის ჯირკვლები: პანკრეასის კუნძულები, ნაწლავის კედლისა და
ღვიძლის ენდოკრინული ჯირკვლები

2. ექტოდერმული ფურცლის ჯირკვლები:


ა) შუამდებარე ტვინის, ანუ ნერვოგენული ჯირკვლები: ჰიპოფიზი, ეპიფიზი
ბ) სიმპათიკური, ანუ ადრენალური ჯირკვლები: თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი
ნივთიერება, ქრომაფინური სხეულები

ენდოკრინული ჯირკვლების კლასიფიკაცია

I. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები


1. ნეიროენდოკრინული უჯრედები: ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული
ბირთვები
2. ჰიპოფიზი-ადენოჰიპოფიზი, ნეიროჰიპოფიზი
3. ჯალღუზისებრი სხეული ანუ ეპიფიზი
II. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები:
ა) ჰიპოფიზის წინა წილზე, ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები
1. ფარისებრი ჯირკვალი
2. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება
3. სასქესო ჯირკვლების, გონადების ენდოკრინული ჯირკვლები :
სათესლის ენდოკრინული ჯირკვლები-ლეიდიგის
საკვერცხის ენდოკრინული ჯირკვლები-ყვითელი სხეული

ბ) ჯირკვლები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი ადენოჰიპოფიზზე:

1. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება


2. ფარისებრახლო ჯირკვლები
3. შინაგანი, არენდოკრინული ორგანოების ჰორმონგამომმუშავებელი უჯრედები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდ. სისტემის ცენტრალური რგოლი, კერძოდ მისი


ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ნაწილი.

ჰიპოთალამუსის მრავლობით ბირთვებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმშ


ვეგეტატიური პროცესების რეგულირებაში, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ ურთიერთობაში
ჩართულია ჰიპოთალამუსის წინა მიდამოს(სუპრაოპტიკური,პარავენტრიკულური) და
შუამდებარე მიდამოს ბირთვები(არკუატუს ვენტრომედიალური და ძაბრისებრი), რომლევიც
გამოიმუშავაებენ და გამოყოფენ სპეციფიკური მოქმედების ნეიროსეკრეტს-ნეიროჰორმონებს.

ამ ბირთვებში ნერვული იმპულსების სახით მოტანილი ინფორმაცია გარდაიქმნება შესაბამის


ნეიროჰორმონად, ესენი საშუალედო ნივთიერებები არიან , მათი დანიშნულებაა
ზემოქმედება მოახდინონ ჰიპოფიზზე მასში კონკრეტული ჰორმონის გამოყოფის-
განთავისუფლების ან შეკავების-სტაბილიზაციის მიზნით. თვით ჰიპოფიზის ზოგიერთი
ჰორმონიც ასეთ როლს ასრულებს სხვა ჯირკვლებზე მათი პროდუქტის გამოშვება შეკავების
სარეგულირებლად, ეს ჯირკვლებია: გარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი
ნაწილი,სასქესო ჯირკვლები).

მოქმედების ასეთი მექანიზმის მქონე ჯირკვლება, რომლებიც ნერვულ იმპულსებს რთული


ტრანსფორმაციის შედეგან საბოლოო ორგანომდე გადართავენ ნეიროენდოკრინულ
ტრანსმიტერებს უწოდებენ.

ჰიპოთალამუსის შუამდებარე მიდამოს ბირთვების ნეიროჰორმონები ზემოქმედებს


ჰიპოფიზის წინა წილზე - ადენოჰიპოფიზზე. ცნობილია სხვადასხვა დანიშნულების 10
ნეიროჰორმონი, რომელთაგან 7 ადენოჰიპოფიზზე მოქმედებს, როგორც სტიმულატორები,
ვინაიდან თითოეული მათგანი ხელს უწყობს ამა თუ იმ ჰორმონის გამოთავისუფლებას,
გამოყოფას, ამის გამო ამ ჯგუფის ნეიროჰორმონებს ლიბერინები, ანუ რილიზინგფაქტორები
ეწოდებათ, ხოლო 3 დანარჩენი ნეიროჰორმონი კი, პირიქით მოქმედებს ადენოჰიპოფიზზე
როგორც ჰორმონის გამოყოფის შემაკავებელი, მათ სტატინები ეწოდებათ.
ანუ იქმნება ჰორმონული ზემოქმედების ერთგვარი ჯაჭვი, რომლის პირველი რგოლი-
ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები თავისი პროდუქტით-ნეიროჰორმონებით
(ლიბერინებითა და სტატინებით) მოქმედებს ადენოჰიპოფიზზე და ათავისუგლებს სათანადო
ჰორმონებს.

ადენოჰიპოფიზში გათავისუფლებული ჰორმონები შედის სისხლის საერთო აუზში და


ზემოქმედებს მეორე რგოლზე - სამიზნე ჯირკვლებზე(ფარისებრი,თირკმელზედას
ქერქოვანი, სასქესო) ან კონკრეტულ ორგანოებზე(ძვალი, საკვერცხის ფოლიკეულები, სარძევე
ჯირკვალი). ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები რომლებიც ამ ჯაჭვის მესამე
რგოლს შეადგენენ, ლიბერინჰორმონებით სტიმულაციის შედგად თვითონ იწყებენ
ჰორმონების გაცემას სისხლში, ისინი კი აღწევენ სამიზნე ორგანოებს და მათზე
სპეციფიკურად ზემოქმედებენ.

ანუ: ნეიროენდოკრინული ჯაჭვი: ჰიპოთალამუსის ბირთვები --- ადენოჰიპოფიზი ---


პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლები,ანუ სამიზნე ჯირკვლები --- ორგანოები, ანუ
სამინე ორგანოები.

უფრო მარტივი ურთიერთობა ახასიათებს ჰიპოთალამუსის წინა ბირთვებსა და


ნეიროჰიპოფიზს.

ჰიპოთალამუსის წინა ბირთვები - სუპრაოპტიკური და პარავენტრიკულური.

სუპრაოპტიკურში (მხედველობის ჯვარედინსზედა) ბირთვებში პროდუცირდება


ნეიროჰორმონი ვაზოპრესისნი, ხოლო პარავენტრიკულურ (პარკუჭახლო) ბირთვებში
პროდუცირდება ნეიროჰორმონი ოქსიტოცინი (არეგულრებს საშვილოსნოს კუნთის
შეკუმშვას და ბიძგს აძლევს ლაქტაციის დაწყებას)

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები

ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები:

სუპრაოპტიკური

პარავენტრიკულური

ვენტრომედიალური

ძაბრის

თავისი ნეიროსეკრეტით ეს ბირთვები გავლენას ახდენენ ჰიპოფიზზე და განაპირობებენ მისი


ჰორმონების გამომუშავების და გამოყოფის გააქტიურება/შეკავებას.
ჰიპოფიზი - hypophysis

მუხუდის მარცვლის ფორმისა და ოდენობის კენტი ორგანოა, რომელიც თურქული კეხის


ჰიპოფიზის ფოსოში მდებარეობს, იგი ქალას ღრუდან გამოყოფილია საკმაოდ მტკიცე,
ფიბროზული, თურქული კეხის დიაფრაგმით - diaphragm sellae turcicae, ეს ფიბროზული
ძგიდე საიმედოდ იცავს ჰიპოფიზს მეზობელი ორგანოების ზეწოლისგან და მონაწილეობს
მის ფიქსაციაში. დიაფრაგმის ცენტრალურ ხვრელში გამავალი ძაბრით (ძაბრის ფეხით)
ჰიპოფიზი ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული (თავის ტვინის რუხ ბორცვთან)

პიპოფიზის ზომები საკმაოდ ვარიაბელურია და დაკავშრებულია ასკთან, სქესთან,


ინდივიდუალურ თავისებურებებთან და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე
ფიზიოლოგიურ პროცესებთან, მაგ. ფეხმძიმობა, რის დროსაც იგი ზომაში ორჯერ მატულობს,
მშობიარობის შემდეგ კი უმნიშვნელოდ მცირდება. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის
სიგრძეა 8-10 მმ სიგანე 12-15 სიმაღლე 5-6 მმ წინა 0.6 (0.5-0.7) (14 წლის ასაკში უტოლდება
დეფინიტურს)

ჰიპოფიზი დაფარულია თხელი გარსით - capsula hypophysis, არის რბილი კონსისტენციის,


განივკვეთზე მოწითალო ნაცრისფერია, შეიძლება განირჩეს მისი წინა და უკანა წილები - lobus
anterior et posterior.

წინა წილში გამოყოფენ სამ ნაწილს:

ზედა ანუ ძაბრის ნაწილს - pars infundibularis

წინა-ქვედას ანუ დისტალურ ნაწილს - pars distalis

უკანას ანუ შუამდებარე ნაწილს - pars intermedia - ეს ნაწილი შეიცავს კოლოიდით ამოვსებულ
მრავლობით უჯრედშორის ნაპრალებს და მნიშვნელოვნად განირჩევა პიპოფიზის სხვა
ნაწილებისგან.

ჰიპოფიზის წინა წილი შუამდებარე ნაწილთან ერთად ექტოდერმული წარმოშობისაა და


ვითარდება სტომოდეუმის ხახის ჯიბიდან - რატკეს ჯიბე, იგი ჯერ ფუნქციონირებს, როგორც
გარე სეკრეციის ჯირკვალი და აქვს სადინარი, მალე სადინარი რედუცირდება, თვითონ კი
ინარჩუნებს ჯირკვლოვან აგებულებას და გადაიქცევა უსადინრო ჯირკვალად, ჰიპოფიზის
ჯირკვლოვან ნაწილად - ადენოჰიპოფიზად. (იშვიათად სადნარი ანომალური სახით
სეიძლება დარჩეს - canalis craniopharyngeus)

ჰიპოფიზის უკანა წილი წინა წილზე გვიან ვითარდება 3 პარკუჭის ქვედა კედლის
გამობერილობიდან, გამობერილობის ზედა ღრუ ნაწილი ქმნის ჰიპოთალამუსის რიხ ბორცვს
და ძაბრს, შუა ვიწრო ნაწილი ჰიპოფიზის ძაბრის ნაწილს, ჰიპოფიზის ფეხს ქმნის, ხოლო
ქვედა ნაწილი კი ჰიპოფიზის უკანა ნაწილს ქმნის, რომელიც მისი ნერგის შესაბამისად
შეიცავს ნერვულ ქსოვილს და ამიტომაც ჰიპოფიზის ნერვული ნაწილი ანუ ნეიროჰიპოფიზი
ეწოდება. წინა და უკანა ნერგები სწრაფად უახლოვდება ერთმანეთს და საბოლოოდ ერთი
მთლიანი ორგანო-ჰიპოფიზი ყალიბდება.
ფუნქცია - ჰიპოფიზს, ყველა სხვა ენდოკრინულ ჯირკვალთან შედარებით მეტად რთული
ფუნქცია აქვს, იგი არის ტრანსმიტერული მოქმედების ჯირკვალი, რომელიც
ნეიროსეკრეციული ჰორმონების მოქმედებას პერიფერიულ ჯირკვლებზე ავრცელებს და
ამავე დროს თავად არის ზოგიერთი პერიფერიოლუ ენდ. ჯირკვლის მარეგულირებელი.

ჰიპოფიზის წინა წილის-ადენოჰიპოფიზის ჰორმონები მოქმედებენ:

სხეულის ზრდაზე - სომატოტროპული ჰორმონი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე - თირეოტროპული ჰორმონი

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნაწილზე - ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი

სასქესო ჯირკვლებზე - გონადოტროპული ჰორმონი.

ჰიპოფიზის უკანა წილის-ნეიროჰიპოფიზის ჰორმონებია:

ვაზოპრესინი, ანტიდიურეზული ჰორმონი-ააქტიურებს გლუვი კუნთებების მოქმედებას,


ავიწროებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს წყლის რეაბსორბციას თირკმელებში.

ოქსიტოცინი-ააქტიურებს საშვილოსნოს მოტორიკას

ჯალღუზისებრი სხეული, ეპიფიზი, ტვინის ზედა დანამატი - corpus pineale

ოდნავ შებრტყელებული, ოვოიდური ფორმის კენტი ორგანოა, მისი შემსხვილებული ბოლო


წინისკენაა მიქცეული, ხოლო წვეტიანი ბოლო უკან და ქვევით. იგი შუა ტვინის სახურავის
ზედა გორაკებს შორის მდებარეობს. წინისაკენ და გვერდებზე ეპიფიზი სადავეებით
უკავშირდება მხედველობის ბორცვებ, ხოლო მის წინ და ქვევით მოქცეულია 3 პარკუჭის
უკანა კედლის ჩაღრმავება ანუ ჯალღუზის ჯიბე. სიგრძე 7,3 მმ, სიგანე 5,8 სისქე 4,4. იგი
მამაკაცის ორგანიზმში უფრო განვითარებულია ვიდრე ქალისაში. ჯირკვალი მაქსიმალურ
განვითარებას 7 წლის ასაკში აღწევს, შემდეგ მისი ნაწილობრივი ინვოლუცია იწყება, რაც
ჯირკვლოვანი ქსოვილის შემაერთებლით ჩანაცვლებაში გამოიხატევა.

ეპიფიზი მოწითალო-მონაცრისფროა და კარგად არის გამოხატული მისი მოსაზღვრე თეთრი


ფერის ტვინის ნივთიერებისაგან, იგი გარედან თხელი შემაერთებელქსოვილოვანი გარსითაა
დაფარული, რომელიც მის სისქეში ხარიხებს, ტრაბეკლებს - trabecula epiphysis და ქმნის
ერთიან რბილ ჩონჩხს - სტრომას, ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია სპეციალური
უჯრედებით სახელად პინეალოციტები, გლიოციტები. ბავშვებში პინეალოციტები ჯგუფ-
ჯგუფად არიან განლაგებული სისხლის კაპილარების ირგვლივ, ხოლო მოზრდილ
ორგანიზმში ტრაბეკულების სწრაფი ზრდის გამო ჯირკვლის უჯრედები გაფანტულია,
ხშირად, უმეტესად ხანდაზმულ ასაკში ჯირკვლის სტრომაში კალციუმისა და ფოსფორის
მარილების დაგროვების შედეგად კრისტალების უწვრილესი გროვები წარმოიქმნება,
რომლებსაც ტვინის ქვიშას - acerulus cerebri ეწოდება.

ეპიფიზი მიიჩნევა ენდოკრინულ ჯირკვლად, იგი გამოიმუშავებს ჰორმონ მელატონინს,


სეროტონინსა და ადრენოგლომერულოტროპინს. მელატონინის სინთეზი მხოლოდ
ეპიფიზში ხდება, ეს ჰორმონი ზეგავლენას ახდენს კანის პიგმენტის გამომუშავების პროცესზე
და თრგუნავს მას, მოქმედებს ჰიპოფიზის შუამდებარე ნაწილის ჰორმონის-ინტერმედინის
საწინააღმდეგოდ, ამავე დროს იგი მოქმედებს ორგანიზმის ზრდასა და სქესობრივ
მომწიფებაზე(მათ ამუხრუჭებს)

სეროტონინი იწვევს არტერიოლების შევიწროებას, პერისტალტიკის გაძლიერებას, მას


ანტიდიურეზული მოქმედება ახასიათებს.

ადრენოგლომერულოტროპინი მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე და ააქტიურებს


ალდოსტერონის გამომუშავებას.

ეპიფიზს უკავშირებენ ორგანიზმში მიმდინარე სეზონურ და სადღეღამისო ცირკადული


ციკლების რეგულირებას, რის გამოც მას თავისებურ ბიოლოგიურ საათად
მიიჩნევენ(მელატონინი), დადგენილია მისი მონაწილეობა სტრესული სიტუაციისას
ორგანიზმის თავდაცის რეაქციების განხორციელება/მობილიზაციაში.

ჯალღუზისებრი სხეულის ექსტრაქტი შემაკავებლად, დამმუხრუჭებლად მოქმედებს


ჰიპოთალამუსის სეკრეციულ ბირთვებზე. შესაბამისად ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ რგოლს
ემატება კიდევ ერთი საწყისი რგოლი - ეპიფიზურ-ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემა.

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები

ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები

ფარისებრი ჯირკვალი - glandula thyroidea

იგი ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანოა, მდებარეობს კისრის წინა ნაწილში სასულესა
და ხორხის საზღვარზე. წინიდან და გვერდებიდან ფარავს და ეხვევა სასულეს ზედა რიგის
ხრტილოვან რგოლებს და ნაწილობრივ ფარისებრ ხრტილს, ჯირკვლის ფორმა საკმაოდ
ვარიაბელურია, უმეტეს შემთხვევაში იგი ნალს ემსგავსება, რომლის შუა ნაწილია ყელი -
isthmus gl. Thyroideae, ყელი ჰორიზონტალურად დგას, ხოლო ტოტები, ანუ წილები - lobi gl.
Thyroideae dexter et sinister გვერდებზე აჰყვება ზევით სასულესა და ფარისებრ ხრტილს.
ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე ცვალებადი ნაწილია მისი პირამიდული წილი - lobus
pyramidalis, იგი შეიძლება იმდენად იყოს გამოხატული, რომ ინის ძვალს წვდებოდეს, ან
საერთოდ არ იყოს განვითარებული (60%). პირამიდული წილი მიყვება ობლიტირებულ ფარ-
ენის სადინარს, რომელიც ანტენატალურ პერიოდში გარე სეკრეციულად მოფუნქციონირე
ფარისებრი ჯირკვლის მოქმედი სადინარა.

გვერდითი წილები ყველაზე მასიური უბნებია, აქვთ ოვალური ფორმა (5 x 3 x 2სმ-ზე ზომით),
თუ ცალცალკე განვიხილავთ მას 2,5 x 2,5სმ -ზე ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა აქვს, სისქე 6-8
მმ0ია. მოზრდილის ფარისებრი ჯირკვალი 30-60გ-ს იწონის.
გარედან დაფარულია კისრის ფასციის ვისცერული ფურცლით, ესაა ფარისებრი ჯირკვლის
გარეთა კაფსულა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს მის ფიქსაციასა და
ფიზიოლოგიურ ადგილგადანაცვლებაში ყლაპვისას, იმიტომ, რომ მას უკავშირდება
სასულისა და ბეჭდისებრი ხრტილიდან ფარისებრი ჯირკვლისკენ მომავალი იოგები. ეს
ფასცია ფაშარი ქსოვილით დაკავშირებულია მის ქვეშ მდებარე ფარისებრი ჯირკვლის
საკმაოდ ნაზ საკუთარ ფიბროზულ კაფსულასთან - capsula fibrosa.

ფიბროზული კაფსულა მის სისქეში აგზავნის ძგიდეებს, რომლებიც მრავლად იტოტებიან და


მის სტრომას - stroma gl. Thyroidea ქმნიან.

ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმა წარმოდგენილია დახშული ბუშტუკებით -ფოლიკულებით -


folliculi gl. Thyroideae, რომლებიც მისი მოფუნქციონირე ელემენტებია. ფოლიკული 40-150 მკმ
დიამეტრის მომრგვალო ფორმის ღრუა, რომელიც იოდით მდიდარი კოლოიდური მასითაა
ამოვსებული, მისი კედელი ერთშრიანი ჯირკვლოვანი ეპითელიუმითაა ამოფენილი,
რომლის უჯრედები - თირეოციტები ჯირკვლის ფუნქციური აქტივობისას ცილინდრულ
ფორმას ღებულობენ, მოსვენებისას კი ბრტყელნი არიან. ფოლიკულებს შორის სივრცეს
ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი იკავებს, რომელშიც მრავლლობითი სისხლძარღვები და
ლიმფური კაპილარები გადის.

ფარისებრი ჯირკვლის ტოპოგრაფია

ყელი წინიდან ფარავს სასულის 1-3 ხრტილოვან რგოლებს, მისი ქვედა საზღვარი აღწევს 4
ხრტილოვან რგოლს, ზედა ხშირად ბეჭდისებრ ხრტილს აღწევს,გვერდითი წილები ქვევით,
როგორც წესი, ყელზე დაბლა დგას და 5-6 რგოლებამდე ეშვება, უკან იგი თითქმის სასულის
აპკისებრი კედლის კიდეს წვდება.

მას წინიდან შუა ხაზის სიახლოვეს უშუალოდ კანი, კანქვეშა ქსოვილი და კისრის
ზედაპირული ფასცია ფარავს, წინიდან და ლატერალურად მკერდ-ინის მკერდ-ფარისებრი და
ბე ჭ-ინის კუნთები, მის ქვეშ კი ჯირკვალს გადაუვლის კისრის ზედაპირული ფასცის
ვისცერული ფურცელი უკან ფარისებრ ჯირკვალს ლატერალურად გაუვლის საერთო საძილე
არტერიისა, შიგა საუღლე ვენისა და ცთომილი ნერვისგან შექმნილი ნეიროვასკულური კონა,
ხოლო მედიალურად იგი წვდება საყლაპავ მილს.

ფუნქცია: ჰორმონების თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის(5-10ჯერ ძლიერია)


გამომუშავება, ისინი ძირითადად ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებენ.

ჰიპერფუნქციისას სისხლში ჰორმონების მომატებული რაოდენობის გამო ძლიერდება


ნივთიერებათა ცვლა: მატულობს სითხის გამოყოფა, გულის მუშაობა ჩქარდება-ტაქიკარდია,
ჯირკვალი დიდება, თვალების დაჭყეტილობა შეიმჩნევა ამ დაავადებას ბაზედოვის
დაავადება ქვია.

ჰიპოფუნქციისას : მოზარდ ასკაში ბრკოლდება ორგანიზმის ზრდა, ფსიქიკური და


სქესობრივი განვითარება - დაავადება კრეტინიზმი. ზრდასრულ ასაკში ქვეითდება
ნივთიერებათა ცვლი პროცესები რაც შინაგანი ორგანოების ფუნქციის დაკნინებას,
ადინამიურობას, ლორწოვანის შეშუპებას, ინტელექტის დაქვეითებას იწვევს, ეს დაავადებაა
მიქსედემა.

არსებობს კიდევ ერთი ჰორმონი თირეოკალციტონინი, იგი ორგანიზმში კალციუმის ცვლის


რეგულაციაში მონაწილეობს(ოსტეოგენეზი), ანტაგონისტია პარატჰორმონის, ფარისებრახლო
ჯირკვლის ჰორმონისა.

კალციტონინის გამომმუშავებელი უჯრედები-კალციტონოციტები ფარისებრი ჯირკვლის


სხვა უჯრედებისგან განსხვავებით არ არიან ადენოჰიპოფიზზე დამოკიდებულნი.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი - cortex glandula suprarenalis

წყვილია, იყოფა ქერქოვან და ტვინოვან ნივთიერებებად, რომლებიც როგორც წარმოშობით,


ისე ფიზიოლოგიურად ერთმანეთისგან განსხვავდება და არის ორი სრულიად
დამოუკიდებელი ჯირკვალი. ქერქი დამოკიდებულია ადენოჰიპოფიზზე, ხოლო ტვინოვანი
ნივთიერება დამოუკიდებლად მოქმედებს.

თირკმელზედა ჯირკვალი მოთავსებულია თირკმლის ზედა ბოლოზე და მასთან ერთად


უკავია რეტროპერიტონეული მდებარეობა გულმკერდის 11 მალის დონეზე. იგი ყველა იმ
გარსის შიგნით ექცევა, რომლებიც თირკმელს აქვს, ამიტომ საიმედოდაა
ფიქსირებული/დაცული. თვით ჯირკვალი თხელი ფიბროზული გარსითაა დაფარული,
რომელიც ჯირკვლის სისქეში ხარიხებს, ტრაბეკულებს აგზავნის.

მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალი სამკუთხა პრიზმას (ნაპოლეონის ქუდი)მოგვაგონებს,


მარცხენა კი ნახევარმთვარის ფორმისაა. სიმაღლე 30-60მმ, სიგანე 30, სისქე 4,6 ორივეს წონა
ერთად: 10-20 გ.

მათზე არჩევენ 3 ზედაპირს:

წინა - ამ ზედაპირით მარცხენა ეხლება კუჭის კარდიულ ნაწილს, პანკრეასის კუდსა და


ელენთას, ხოლო მარჯვენა ღვიძლს ეხება.

უკანა - ამ ზედაპირით ორივე ჯირკვალი დიაფრაგმას ეხება, მარჯვენა ღვიძლსაც.

ქვედა, ანუ თირკმლის - ამ ზედაპირით ორივე ეყრდნობა თირკმლის ზედა ბოლოს(მარცხენა


ნაწილობრივ თირკმლის მედიალურ კიდეზე გადადის.

ორივე ჯირკვლის წინა დაღარულ ზედაპირზე თავს იყრის სისხლძარღვები,


რომლებიც მათ სისქეში შედიან, ეს თირკმლის კარია -ჰილუს, ამ კარიდანვე გამოდის
მისი ცენტრალური ვენა ვ.ცენტრალის
ქერქოვანი ნივთ. აგებულება

90% ქერქოვანია ჯირკვალში, იგი მოყვითალო ფერისაა, მის სისქეში შეჭრილია ფიბროზულო
ხარიხები, ისინი პარალელურად არიან განლაგებული და მათ შორის მოქცეულ პარენქიმას
სვეტების სახე აქვს.

თითოეულ სვეტში განირჩევა 3 ზონა, რომლებიც განსხვავებულ ჰორმონულ ჯგუფებს


გამოიმუშავებენ:

გორგლოვანი

ბაგირაკოვანი

ბადისებრი

ცნობილია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის 50-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური


სტეროიდული შენაერთი, აქედან მხოლოდ 10ია მიჩნეული ჭეშმარიტ ჰორმონად, მისი
ჰორმონებია კორტიზოლი და ალდოსტერონი.

სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები

სათესლე

სათესლის პარენქიმაში, კლაკნილ მილაკებს შორის ემბრიოგენეზის ადრეულ სტადიაზე


მეზენქიმიდან ყალიბდება სათესლის ინტერსტიციული უჯრედები-სათესლის
გლანდუოციტები - galndulocitis tests ანუ ლეიდიგის უჯრედები, რომლებიც საკმაოდ
დიდებია(15-70მკმ) და მომრგვალო ფორმა ახასიათებთ, ისინი ენდოკრინული ხასიათისა
არიან და მათ ადენოჰიპოფიზის მალუთეინიზებელი ჰორმონი ააქტიურებს

სათესლის გლანდულოციტების რაოდენობისა და მოცულობის მატება და გააქტივება


პუბერტულ პერიოდამდე იწყება და ძლიერდება შემდგომ. ასაკის მომატებასთან ერთად
ისინი ინვოლუციას განიცდიან.

უჯრედები გამოიმუშავებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონს ტესტოსტერონს, რომელიც მეორეად


სასქესო ნიშნებს ავითარებს ეს ნიშნებია: ძლიერი მუსკულატურა, მხარბეჭის დიდი ზომები
მენჯთან შედარებით, ხმის დაბალი ტონალობა, გარეთა სასქესო ორგანოების ზრდა,
პირსახისა და სხვა უბნების თმიანობა. ანუ იგი მოქმედებს როგორც სომატოტროპული
ჰორმონი, ამავე დროს ამ ჰორმონსვე მიეწერება ნერვული სისტემის ლიბიდოგენურ
განწყობისა და სპერმატოგენეზის გააქტიურების ფუნქციებიც.
საკვერცხის ემბრიონული უჯრედები

მისი ენდოკრინული ფუნქცია დაკავშირებულია მზარდი და მომწიფებული ფოლიკულების


ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტებთან - ესტროგენებთან(იგივე ფოიკულინი ესტორინი
ესტრადიოლი ესტრიოლი), მეორე მხრივ კი ყვითელი სხეულის აქტივობის პერიოდში
გამომუშავებულ ჰორმონთან - პროგესტერონთან.

საკვერცხის ქერქოვანი ნაწილის შემაერთებელქსოვილოვანი სტრომის სისხლძარღვების


უწვრილესი ტოტები შიჭრება ფოლიკულის გარსში , თეკაში სადაც მათ ირგვლივ თავს იყრის
მრავლობითი ინტერსტიციული უჯრედები - interstitiocytis ovarii, რომლებიც გამოიმუშავებენ
ესტროგენებს და მცირე რაოდენობით ანდროგენებს.

ესტროგენის ფიზიოლოგიური მოქმედება გამოიხატება:

ქალის სასქესო სისტემის განვითარების სტიმულაციით - საშვილოსნოს, საშოს, გარეთა


სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ინტენსიური ზრდა.

საშვილოსნოს ლორწოვანის პროლიფერაციის პროცესისა და სეკრეციული ფუნქციის


გაძლერებით , ეს მენსტრუალური ციკლის ერთ-ერთი პირობაა

საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ზრდით და მისი ტონუსის(შეკუმშვის უნარის)


გაძლიერებით

ესტროგენები ასევე მონაწილეობს ქალის სხეულისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ჩონჩხის


ფორმა,კანქვეშა ცხიმის უბნობრივი დაგროვება, ძუძუს დვრილის პიგმენტაცია, თმიანობა)
ჩამოყალიბებაში, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებაში, იგი მოქმედებს ცნს-ზე როგორც
ლიბიდოგენური, ეროტიზაციის ფაქტორი.

ოვულაციის შემდეგ , მენსტ. ციკლის მეორე ნახევარში გამსკდარი ბუშტუკის ადგილზე


ვითარდება ყვითელი სხუელი - corpus luteum. ფერს პიგმენტ ლუთეინის შემცველი
უჯრედების-ლუთეინოციტების უხვი რაოდენობა განაპირობებს. ყვითელ სხეულში
ფოლიკულის თეკას შიგნითა გარსიდან შეიჭრება კაპილარები, რომლებიც თითოეული
უჯრედის გარშემო უქვრილეს კაპილარულ ბადეს ქმნიან.

ანუ მომწიფებული გამსკდარი ფოლიკულის ადგილას ჩამოყალიბდება ყვითელი სხეული,


რომელიც პროგესტერონს გამოიმუშავებს.

ორსულობის პერიოდში სწრაფად იზრდება (2-3 სმ ხანადახან 5) მთლიანად მოქმედებს,


მაგრამ მისი აქტივობა 5 თვიდან კლებულობს, პლაცენტის ანალოგიური ენდოკრინული
თვისებების გამო. (იგი პროგესტერონს, ესტროგენს,ლაქტოსომატოტროპულს
გამომიმუშავებს)
თუ ორსულობა არაა 10-14 დღე, შემდეგ ატროფირდება, კარგავს ყვითელ ფერს და
შემაერთებელქსოვილოვან ნაწიბურად თეთრ სხეულად გადაიქცევა - corpus albicans, ეს
ციკლური მენსტრუალური, ცრუ ყვითელი სხეულია

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება და პარაგანგლიები

ტვინოვანი ნივთ. იკავებს ჯირკვლის ცენტრალურ ნაწილს, გამოყოფილია ქერქისგან თხელი


ფიბროზული გარსით და თითქმის მთლიანად იმეორებს ჯირკვლის საერთო ფორმას,
მოწითალო-ყავისფერია, რბილი, შედგება მხსვილი მომრგვალო უჯრედებისგან, რომლებიც
სახეცვილი სიმპათიკური ნერვული უჯრედებია(ქრომაფინური უჯრედები- ადრენოციტები,
ნორადრენოციტები). ასეთივე უჯრედების გროვები ანუ პარაგანგლიები,ქრომაფინური
სხეულაკები ორგანიზმი სსხვადასხვა უბანშია გაფანტული, ისინი ენდ. ჯირკვლების როლს
ასრულებენ.

ქრომაფინური სხეულების გროვები უმეტესად გვხვდება:

აორტის სიახლოვეს - glomus aorticus

საძილე არტერიასთან - glomus caroticum

ასევე გულია, ფილტვების, კუდუსუნის, სათესლის სიახლოვეს პარაგანგლიების სახით. ყველა


ქრომაფინური სხეულაკი სიმპათიკურ ნერვულ წველთანაა დაკავშირებული, საძილე
პარაგანგლია ასრულებს ქემორეცეპტორის როლე და სისხლიში ჟანგმადის შემცველობაზე
რეაგირებს.

ფუნქცია: როგორც ტვინოვანი ნივთიერება, ისე ქრომაფინური სხეულები გამოიმუშავებენ


ადრენალინსა და ნორადრენალინს-კატექოლამინებს, ისინი ავიწროვებენ
სისხლძარღვებს(თავის ტვინის სისხლძარღვების გარდა) ანუ ზრდიან სისხლის წნევას.

ნორადრენალინი სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების მედიატორიცაა, ადრენალინს


მიაწერენ ცნს-ის აგზნების უნარს, ამავე დროს იგი ორგანიზმის დაცვითი რეაქციების
მამობილოზებელი საშულებაა სტრესულ სიტუაციებში.

ფარისებრახლო ჯირკვლები - glandulae parathyroideae

გვაქვს ფარისებრ ჯირკვლის უკანა ზედაპირზე, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი


წყვილი ზემო და ქვემო ფარისებრახლო ჯირკვლები - gl. Parathyroidea superior et inferior.
(სიგრძე6-8მმ,სიგანე 3-4 სისქე 2,3, წონა 50მგ)

თითოეული ფარისებრახლო ჯირკვალი დაფარულია თხელი შემაერთებელქსოვილოვანი


გარსით - capsula parathyroidea, რომელიც მასში ხარიხებს აგზავნის, იმქნება სტრომა.
ჯირკვლის პარენქიმას ჯიკვლოვანი ეპითელიუმის უჯრედები - პარათირეოციტები ქმნიან,
რომლებიც მთავარი ნათელი და მუქი აციდოფილური უჯრედებით არიან წარმოდგენილნი,
ფუნქციურად აქტიურია ნათელი მთავარი უჯრედები.
ჯირკვლის ჰორმონია პარატჰორმონი, იგი კალციუმისა და ფოსფორის ცვლას( შემცველობას
ას სისხლში) არეგულირებს.

არაენდოკრინული ორგანოების (თიმუსი, თირკმელი, ნაწლავები,


პანკრეასი) ჰორმონწარმომქნელი უჯრედები
1. საჭმლის მომნელებელი მილისა და მისი ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები
2. სხვა დანარჩენი ორგანოების ენდოკრინული უჯრედები

სმმ-ის ენდ. უჯრედები

პანკრეასის კუნძულები - insulae pancretis, ლანგერჰანსის კუნძულები, რომლებიც ჯირკვლის


3% შეადგენენ, მათი ენდოკრინული ჯირკვლები-ინსულოციტები განლაგებულია პანკრეასის
ეგზოკრინულ აცინუსებს შოირის სხვადასხვა ზომის კუნძულების სახით, ძირითადად კუდის
ნაწილში. რაოდენობა 200 ათ.-2.5 მილ.

სმმ-ის ორგანოების ენდოკრინული ფუნქცია გამოიხატება ლორწოვანი გარსის სპეციალური,


არგიროფილური უჯრედების მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავბით
მაგ: კუჭის ლორწოვანის ენდ. ჯირკვლები გამოიმუშავებს : გასტრინს, ჰისტამინს,
სეროტონინს, მოტილინს, ენტეროგლიკაგონს..

ნაწლავების ენდოკრინული უჯრედები - პანეტის უჯრედები უმეტესად ლორწოვანის


კრიპტების ძირზეა განლაგებული ერთეული ან შეჯგუფებული სახით, აქ გამომუშავდება
სეკრეტინი, ქოლეცისტოკინინი, პანკრეოზიმინი, ენტეროგლუკაგონი, ნეიროტენზინი, ესენი
ძირითადად მონაწილოებენ ღვიძლის პანკრეასისა და თვის ნაწლავების ფუნქციათა
რეგულირებაში

მკერდუკანა ჯირკვლის ჰორმონია თიმოზინი, იგი ასევე ლომფოციტებს გამომუშავებს


ამიტომ იგი ლიმფურ-ეპითელური ორგანოდ მიიჩნევდენ, ახლა იგი იმუნური სისტემის
მთავარ, ცენტრალურ ორგანოდაა მიჩნეული

მკერდუკანას სტრომაში გაფანტული ეპითელური უჯრედები ჰორმონ თიმოზინს


გამოიმუშავებენ. იგი აძლიერებს ლომფოპოეზს, მონაწილეობს ტ-ლიმფოციტების
ფორმირებაში, ასევე ორგანიზმის დაცვითი რეაქციების სტიმულაციაში, არეგულირებს
ნახშირწყლებისა და კალციუმის ცვლას, მასში გამოიყო ინსულინისებრი
ფაქტორი(არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას) და კალციტონინისებრი ფაქტორი
(არეგულირებს კალციუმის ცვლას)

ენდ. უჯრედები გვაქვს თირკმელში, ისინი გამოიმუშავებენ რენინს, ასევე არიან სასუნთქი
გზების ლორწოვანში-სასულესა და ბრონქებში, ისინი გამოიმუშავებენ ნორადრენალინს,
სეროტონინს დოფამინს.
ესთეზიოლოგია - estesiologia

გრძნობათა ორგანოები - organa sensuum

ზოგადი ნაწილი

ნერვული სისტემის ერთერთი მთავარი ფუნქციაა გარემოს სხვადასხვა სახის ენერგიის -


(თერმული, მექანიკური, სინათლის ბგერითი..) ზემოქმედებაზე ორგანიზმის რეაგირება. ამას
ახორციელებს ორგანიზმის სპეციალური ორგანოთა კომპლექსები, რომლებიც ღებულობენ
გაღიზიანებას, გარდაქმნიან მას ნერვულ იმპულსად და გადასცემენ ცნს-ის სპეციალურ უბანს-
რუხ ნივთიერებას გადასცემენ, აქ ხორციელდება მიღებული იმპულსის შეფასება და მასზე
ადეკვატური საპასუხო იმპულსის გამომუშავება.

თითოეული ანალიზატორის რთულ ჯაჭვში შეიძლება გამოვყოთ ფუნქციურად და


მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ნაწილი:

მიმღები-პერიფერიული ანალიზატორი

გადამცემი-ნერვული გამტარი გზა

აღმქმელი ნერვული ცენტრი-ცენტრალური ანალიზატორი.

პერიფერიული ანალიზატორი მასზე გარემო გამღიზიანებლის ზემოქმედების მანძილის


მიხედვით შეიძლება იყოს:

დისტანციური - ანალიზატორზე ზემოქმედება ხორციელდება გარკვეული მანძილიდან,


ასეთია ყნოსვის, მხედველობისა და სმენის ანალიზატორები

კონტაქტური - გაღიზიანება შეიგრძნობა მხოლოდ ანალიზატორზე უშუალო ზემოქმედების-


კონტაქტის შედეგად, ასეთებია გემოვნებისა და შეხების ანალიზატორები.

ზოგიერთ ანალიზატორულ კომპლექსსში მისი პერიფერიული ნაწილი კონკრეტული


ორგანოთია წარმოდგენილი, მაგალითად თვალის კაკალი მხედველობის ანალიზატორიში,
ყური კი სმენისა და წონასწორობის ანალიზატორში. ზოგან კი პერიფერიული ანალიზატორი
ამ თუ იმ ირგანოს შემადგენელი სპეციალური ელემენტებითა წარმოდგენილი, მაგალითად
ენის ლორწოვანის გემოვნების დვრილები გემოვნების ანალიზატორში, ცხვირის ღრუს
ლორწოვანის საყნოსავი ძაფები ყნოსვის ანალიზატორში, კანის სპეციალური უჯრედები
შეხებისა და თერმულ ანალიზატორებში..

ესთეზიოლოგიის საგანია მხოლოდ პერიფერიული ანალიზატორები ანუ გრძნობათა


ორგანოები: თვალი, ყური, კანი, ენისა და ცხვირის ლორწოვანი და მათი გამტარი გზები.

მხედველობის ანალიზატორი

მხედველობის ორგანო - organum visus, ანუ თვალი - oculus

მხედველობის ორგანო, თვალი შედგება თვალის კაკლისა - bulbus oculi და თვალის


დამატებითი ორგანოებისგან - organa oculi accessoria

თვალის კაკალი სფერული ფორმის სხეულია, რომელიც თვალბუდეში მდებარეობს და


მთლიანად ავსებს მას.

მასზე განირჩევა წინა და უკანა პოლუსები - polus anterior et posterior. თვალის წინა პოლუსი
შეესაბამება თვალის კაკლის რქოვანა გარსის ყველაზე წინმდებარე წერტილს (ცენტრს), უკანა
პოლუსი კი მოპირდაპირე უკიდურესი წერტილია და მედველობის ნერვის გამოსვლიდან
ოდნავ ლატერალურად მდებარეობს.

პოლუსების დამაკავშირებელი წარმოსახვითი წრფე არის თვალის კაკლის გარეთა ღერძი - axis
bulbi externus, მისი სიგრძე დაახლ. 24 მმ-ია. თუ იგივე წრფეს უკანა პოლუსიდან რქოვანას
შიგა ზედაპირამდე გადავზომავთ, მივიღებთ წრფეს რომელსაც თვალის კაკლის შიგნითა
ღერძი - axis bulbi internus ეწოდება, მისი სიგრძე კი 21,5 მმ-ია. (21,3-21,75). ორივე ეს ღერძი
გაივლის თვალის კაკლის ჰორზონტალური დიამეტრის შუა წერტულში.

ცალკე გამოიყოფა ასევე მხედველობის ღერძი - axis opticus, ეს ღერძი ბროლის გავლით
თვალის ფსკერზე ყველზე მახვილი მხედველობის წეტილზე, ანუ ცენტრალურ ფოსოში
მთავრდება და თვალის ღერძს მახვილი კუთხით გადაკვეთს.

თვალის კაკალი კედლებით შემოფარგლული სფერული ღრუა, რომელიც ამოვსებულია


მინისებრი სხეულით, ბროლითა და ნამით.

თვალის კაკლის კედლის აგებულება

თვალის კაკალს ფარავს სამი ერთმანეთისგან როგორც ფუნქციურად ისე მორფოლოფიურად


განსხვავებული გარსი.

გარედან თვალის კაკალი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი დამცველი ფიბროზული


გარსით - tunica fibrosa bulbi, რომელიც წარმოდგენილია ორი განსხვავებული უბნით - თეთრი
გარსითა და რქოვანით.
თავისი აგებულებით სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია შუა, ანუ სისხლძარღვოვანი
გარსიც - tunica vasculosa

შიგნიდან თვალის კაკლის კედელი ამოფენილია ექტოდერმული წარმოშობის ბადურათი -


retina.

თვალის კაკლის ფიბროზული გარსი გარედან ფარავს თვალის კაკალს და ძირითადად


დამცველობით ფუნქციას ასრულებს, ასევე მას უმაგრდება თვალის მამოძრავებელი კუნთები,
შესაბამისად იგი თვალის დინამიკაშიც მონაწილეობს. მისი წინა მონაკვეთი-რქოვანა, თვალის
ოპტიკური აპარატის ნაწილია.

წინა პოლუსის ირგვლივ ფიბროზული გარსი სცილდება თვალის კედლის დანარჩენ გარსებს,
ქმნის მეტ სიმრუდეს- მის ამ მონაკვეთს რქოვანა გარსი ეწოდება, ხოლო დანარჩენ უკანა
უმეტეს ნაწილს, რომელიც სხვა გარსებთან ერთად თვალის კაკლის კედელს ქმნის სკლერა
ეწოდება.

რქოვანა - cornea

წინისკენ გამოდრეკილი 10 მმ-მდე დიამეტრის მქონე დისკოა, რომელიც ფიბროზული გარსის


საერთო ზედაპირის 1/3-ს იკავებს და დანარჩენი 2/3 ნაწილისგან(სკლერისგან) გამოყოფილია
რქოვანას კიდით - limbus corneae.

რქოვანა სკლერისგან განსხვავდება არა მხოლოდ რთული მრავალშრიანი აგებულებით,


არამედ იმითაც, რომ არ შეიცავს სისხლძარღვებს, არის გამჭვირვალე და როგორც თვალის
ოპტიკური აპარატის ნაწილი, იგი მონაწილოებს შუქგარდატეხის პროცესში. რქოვანას
ზედაპირული ეპითელიუმი მრავლად შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს სამწვერა (5 წყვილი)
ნერვისგან, რითაც იგი უზრუნველყოფს რქოვანას დაცვით რეფლექსს მაღალი
მგრძნობელობის ხარჯზე. რქოვანაში მეტაბოლიზმის პროცესები ხორციელდება დიფუზიით;
წინა საკნის ნამის, ცრემლის და რქოვანას სიახლოვეს მდებარე სკლერის ვენური სინუსის
საშუალებით.

სკლერა ანუ თვალის თეთრი გარსი, მტკიცე, გამჭირვალე შალითას სახით არის გადაკრული
თვალის კაკლის სხვა გარსებზე. მისი სიქე 0.3-0.6 მმ-ია. იგი განსაკუთრებით სქელია უკანა
პოლუსის მონაკვეთში. რქოვანასთან საზღვარზე და მის ირგვლივ სკლერის ვენური ქსელი
მნიშვნელოვნადაა გამოხატული და მას სკლერის ვენური სინუსი - sinus venosus sclerae
ეწოდება. ცალკე გამოიყოფა სკლერის ხილული ნაწილი- ნაწილი რომელიც ქუთოთოების
საზღვრამდე გრძელდება, მას მოხარშული კვერცხის ცილის შეხედულება აქვს და
კუნიოქტივა ქვია, იგი დაფარულია ცილინდრული ეპითეულიუმით, რომლის ქვეშ ლორწოს
გამომყოფი უჯრედები მდებარეობს, ამით იგი ლორწოვან გარსს მოგვაგონებს.

სკლერას უკანა პოლუსის სიახლოვეს დართული აქვს ხვრელები: ერთი დიდი - მხედველობის
ნერვის ბოჭკკოებისთვის და შედარებით მცირე - სისხლძარღვოვანი გარსის არტერიებისა და
წამწამოვანი ნერვებისთვის.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსი- თვალის კაკლის კედელში უჭირავს შუა ადგილი, გარედან
იგი სკლერით, ხოლო შიგნიდან ბადურითაა დაფარული. სისხლძარღვოვან გარსში როგორც
ფუნქციური ისე მორფოლოგიური თავისებურებებით გამოყოფენ სამ ნაწილს:

საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსს - choroidea,

წამწამოვან სხეულს – corpus ciliare

ფერად გარსს(ირისს) - iris

საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსს თვალის კაკლის უკანა 2/3 ნაწილი უჭირავს, ანუ იგი
მთლიანად შეესაბამება სკლერის განფენილობას თვალის კედელზე. იგი საკმაოდ მტკიცედაა
ფიქსირებული სკლერასთან მხედეველობის ნერვის გამოსვლის ადგილზე და სკლერისა და
რქოვანის საზღვარზე. ხოლო დანარჩენ უბნებზე ქოროიდეა ფაშრადაა სკლერასთან
დაკავშრებული, რის გამოც მათ შორის იქმნება სივრცე, რომელსაც პერიქორდიული სივრცე -
spatium perichoroidale ეწოდება. იგი თვალის კამერებიდან გამოტანილ ნამს შეიცავს.

წამწამოვან სხეულს აქვს წრიული მორგვის ფორმა, იგი სკლერის წინა ნაწილის ქვეშ
მდებარეობს. მორგვის პერიფერიული(უკანა) ნაწილი არის საკუთრივ სისხლძარღვოვანი
გარსის - ქოროიდეას გაგრძელება, ეწოდება წამწამოვანი რგოლი - orbiculus ciliaris, არის
შედარებით თხელი. ხოლო მორგვის ცენტრალური ნაწილი ანუ წამწამოვანი სხეული - corpus
ciliaris წვდება სკლერისა და რქოვანას საზღვარს და მეტად გასქელებულია. წამწამოვან
სხეულში რადიალურად განლაგებულია დაახლ. 70 ცალი 3მმ სიგრძის წამწამოვანი მორჩები -
processsus ciliares, მათ ერთიანობას წამწამოვანი გვირგვინი (ბაკი) – corona ciliaris ეწოდება.
წამწამოვანი გვირგვინის შემადგენელი კომპონენტებია გლუვი წამწამოვანი კუნთი - m. ciliaris
და უწვრილესი სისხლძარღვები. წამწამოვან მორჩებს (მათ უწვრილეს სისხლძარღვებს)
მიაწერეენ თვალის კაკლისთვის ნამის გამომუშავების ფუნქციას. გლუვი წამწამოვანი კუნთი
შედგება უწვრილესი გასწვრივი და ცირკულარული გლუვი ბოჭკობისაგან, რომლებიც
ბროლთან დაკავშირებულნი არიან წამწამოვანი სარტყელის - zonuls ciliaris საშუალებით.
წამწამოვანი კუნთის შეკუმშვისას სარტყელი იჭიმება, ეს ადუნებს ბროლის კაფსულას და
იწვევს მისი სიმრუდის შეცვლას, ეს ახლო მანძილზე ხედვისას ობიექტის ზუსტი
ფოკუსირების (აკომოდაციის) საშუალებას იძლევა. წამწამოვან კუნთს არ ყავს ანტაგონისტი,
ბროლისა და წაწამოვანი სხეულის ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნება ხდება მყესების
ელასტიკური ბოჭკოების საშუალებით.

(ბავშვის წამწამოვანი კუნთი მერიდიანულ(გასწვრივ) ბოჭკოებს შეიცავს-ნათელი


ახლომხედველობის საფუძველი, ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ცირკულარული
ბოჭკოების რაოდენობა. საერთოდ ასაკის მატებისას კუნთოვანი ბოჭკოების რაოდენობა
კლებულობს, მათ შემარეთებელქსოვილოვანი ბოჭკოები ცვლის, ეს კი აკომოდაციის უნარს
აქვეითებს. (ქალებში ეს 5-12 წლით ადრე ხდება კლიმაქსის ადრე დადგომის გამო))

ფერადი გარსი არის სისძლძარღვოვანი გარსის უკიდურესი წინა ნაწილი, მას რადიალურად
დასერილი დისკოს ფორმა აქვს, დგას ფრონტალურ სიბრტყეში. მასზე არჩევენ წინა და უკანა
ზედაპირებს - facies anterior et posterior. ირისს ცენტრში ხვრელი-გუგა - pupilla აქვს
დართული. გუგა მოსაზღვრულია გუგის კიდით - margo pupullaris. გუგის დიამეტრი არ არის
მუდმივი, გარემოს განათების შესაბამისად იცვლება.(ძლიერ შუქზე ვიწროვდება
მცირეზეფართოვდება, საშუალო დიამეტრი 2-4 მმ-ია), ანუ ფერადი გარსი ერთგვარი
დიაფრაგმის როლს ასრულებს და თვალის ადაპტაციის მორფოლოგიური საფუძველია.
ფერადი გარსის პერიფერიული დაბოლოებაა წამწამოვანი კიდე - margo ciliaris, იგი
სავარცხელა იოგებით - lig. Pectinatum anguli iridocornealis უკავშირდება წამწამოვან სხეულს და
სკლერას. ამ უბანზე ფერადი გარსის წინა ზედაპირი რქოვანასთან შეხვედრისას ქმნის
კუთხეს- ფერადგარს-რქოვანას კუთხეს - angulus iridocornealis, ეს კუთხე გარედან
შემოფარგლავს თანამოსახელე სივრცეებს - spatia anguli iridocornealis. ფერადი გარსის წინა
ზედაპირი მიმართულია თვალის კაკლის წინა სენაკისკენ და ბროლთან ერთად ქმნის მის
უკანა კედელს, ხოლო ირისის უკანა ზედაპირი უკანა სენაკის წინა კედელია. ფერადი გარსის
შემარეთებელქსოვილოვან ჩონჩხში, სტრომაში - stroma iridis უხვადაა სისძლძარღვები, ხოლო
უკანა ზედაპირის ეპითელიუმი, განსხვავებით წინა ზედაპირის ეპითელიუმისგან მდიდარის
სპეციალური პიგმენტით-მელანინით, სწორედ მის რაოდენობასა და თვისებებზეა
დამოკიდებული ფერადი გარსის შეფერილობა (ღია ნაცრისფერიდან შავამდე) პიგმენტის
სიმცირის ან არარსებობის(ალბინიზმი) შემთხვევაში ფერად გარსში გამოსჭვივის
სისხლძარღვების ქსელი, ამიტომ მას მოწითალო ფერი აქვს. ფერადი გარსის სტრომაშ
მოქცეულია გუგის შემავიწროვებელი - m. Sphincter pupillae და გამაფართოებელი - m. Dilatator
pupillae გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც გუგის ადაპტაციურ რეფლექსს
უზრუნველყოფენ.

( ბავშვებს გუგის ზომა მეტი აქვთ, მოხუცებს კი უფრო ნაკლები, გუგის ზომა ასევე ირისის
პიგმენტაციის ინტენსივობაზეა დამოკიდებული- მუქი-განიერია გუგა, ღია-ნაკლებად
განიერი. ახლო მხედველებს, მიოპებს უფრო ფართო გუგა აქვთ, ვიდრე შორსმხედველებს,
ჰიპერმეტროპებს.)

ბადურა, ანუ თვალის კაკლის შიგნითა, მგრძნობიარე გარსი - tunica interna bulbi.
მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა გარსებისგან, რაც მის წარმოშობასთანაა დაკავშირებული
(წარმოიქმნება თავის ტვინის წინა ბუშტუკისგან). იგი მჭიდროდ ეკვრის სისძლძარღვოვან
გარსს მთელ მის შიგნითა ზედაპირზე, მხედველობის ნერვის გამოსვლის ადგილიდან გუგის
კიდემდე. ბადური აგებულება ყველგან ერთგვაროვანი არ არის. ფუნქციურად
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი უკანა ნაწილი ანუ ბადურის ოპტიკური ნაწილი - pars
optica retinae, ეს ნაწილი შეიცავს მხედველობის აღქმის უნარის მქონე სპეციალურ ნერვულ
ბოჭკოებს - კოლბებსა და ჩხირებს. ბადურას დანარჩენი ნაწილი ბრმა ნაწილია, იგი იქმნება
წამწამოვანი და ფერადი გარსის ნაწილებით - pars ciliaris et iridica, ბრმა ნაწილი არ შეიცავს
ჩხირებსა და კოლბებს. ოპტიკურ და ბრმა ნაწილებს შორის საზღვარს ბადურას დაკბილული
ნაპირი - orra serrata ქმნის. განსხვავებულია ბადურას სისქე - ცენტრალურად მისი სისქე 0.5 მმ-
ია ხოლო პერიფერიაზე, გუგის სიახლოვეს კი 0.1 მმ-მდეა. ორგანოგენეზის შესაბამისად
ბადურა ორი განსხვავებული შრითაა წარმოდგენილი: უკანა - პიგმენტური შრე - stratum
pigmenti, მონაწილეობს მისი ყველა ნაწილის შექმნაში და ნერვული ანუ ტვინოვანი შრე -
stratum cerebrale, pars nervosa, ეს შრე მგრძნობიარე უჯრედებს შეიცავს და მხოლოდ ბადურის
ოპტიკურ ნაწილშია გამოხატული (დაკბილულ ნაპირამდე). კოლბები და ჩხირები
უკავშირდებიან შედარებით ზედაპირულად მდებარე განგლიურ უჯრედებს (ბადურის
განგლიური შრე), ამ განგლიური უჯრედების აქსონების გაერთიანებით იქმნება
მხედველობის ნერვი, რომელიც თვალის პდკერე 1.7 მმ დიამეტრის მოთეთრო წრეს -
მხედველობის ნერვის დისკოს - discus nervi optici ქმნის. დისკოს ცენტრი ჩაღრმავებულია -
excavation disci ამ უბანზე ბადურის სისძლძარღვების(a. Centralis retinae) გავლის გამო, ხოლო
ნაპირები შემაღლებულია ნერვული ბოჭკოების სიმრავლის გამო ისე, რომ დისკოს წრიული
მორგვის შესახედაობა აქვს. დისკო არ შეიცავს არც კოლბებს და არც ჩხირებს, ამის გამო მას
ბრმა ხალი ეწოდება. ბრმა ხალის სიახლოვეს, 4მმ-ით ლატერალურად მდებარეობს
მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი ყვითელი ხალი, ან ხალი - macula, რომელიც
ტოპოგრაფიულად თვალის კაკლის უკანა პოლუსს შეესაბამება. ხალის ცენტრალური ნაწილი
ჩაღრმავებულია, მას ცენტრალური ფოსო - fovea centralis ექოდება.

თვალის კაკლის შიგთავსი

ბადურას მიერ გარემოდან თვალის კაკალში შესული სხივების სრულად და სწორად


აღქმისთვის აუცილებელი პირობებია:

კედლის ელემენტების ნორმალური ფუნქციონირება

სხივების გატარება წინაღობის გარეშე, აბსოლიტურად გამჭვირვალე გარემოში

გარდატეხა ისე, რომ ფოკუსირება მოხდეს ზუსტად ბადურაზე

თვით კაკალში ისეთი შინაგანი წნევის არსებობა, რომელიც ბადურა გარსის ოპტიმალურ
დონეზე დაჭიმვას უზრუნველყოფს.

ამ პირობების განხორციელებას ექვემდებარება თვალის კაკლის შინაგანი გარემოს


ფიზიკური ელემენტების კომპლექსი: ბროლი - lens, მინისებრი სხეული - corpus vitreum, ნამი -
humor aquosus ამ კომპლექს თვალის ოპტიკურ აპარატს ანუ თვალის შუქგარდამტეხ გარემოს
უწოდებენ.

ბროლი არის ორმხრივ ამოდრეკილი დისკოს ფორმის, მკვრივი და სრულიად გამჭირვალე


სხეული. ბროლის წინა ზედაპირი - facies anterior lentis რქოვანისკენაა მიქცეული და მისგან
გამოყოფილია თვალის კაკლის წინა კამერით, ხოლო ბროლის უკანა ზედაპირი - facies
posterior lentis შედარებით უფრო მრუდეა და მჭიდროდ ეხება მინისებრ სხეულს. ბროლის
ორივე ზედაპირის უკიდურესად გამოდრეკილი წერტილი თითქმის მათ ცენტრს შეესაბამება
და ბროლის წინა და უკანა პოლუსი - polus anterior et posterior ქვიათ. პოლუსების
შემაერთებელი წრფე ბროლის ღერძს - axis lentis ქმნის, რომელიც თვალის კაკლის ოპტიკური
ღერძის დასაწყისი მონაკვეთია. წინა და უკანა ზედაპირები ერთდება ბროლის პერიმეტრზე
და ქმნის ბროლის ეკვატორს - equator lentis. ბროლის ორივე ზედაპირზე გადაკრულია
თხელი, გამჭვირვალე ელასტიკური კაფსულა - capsula lentis, რომელიც ასეთივე ელატიკური
ძაფებით - სარტყლის ბოჭკოებით - fibrae zonulares უკავშირდება წამწამოვან სარტყელს ანუ
ცინის იოგს - zonula ciliaris. ცინის იოგი მნიშვბელოვან როლს ასრულებს აკომოდაციის
პროცესში, ვინაიდან მასთანაა დაკავშირებული წამწამოვანი კუნთის გასწვრივი ბოჭკოების
მინიატურული მყესოვანი დაბოლოებანი. ბროლის ნივთიერება არ შეიცავს სისხლძარღვებს
და ნერვებს, მისი ცენტრალური ნაწილი - ბროლის ბირთვი - nucleus lentis შედარებით
მკვრივია ვიდრე მისი პერიფერიული ნაწილი ანუ ბროლის ქერქი - cortex lentis.

მინისებრი სხეული მთლიანად ავსებს თვალის კაკლის მინისებრ სენაკს, კამერას - camera
vitrea bulbi. იგი კოლოიფური ჟელესებრი გამჭირვალე მასაა, რომელიც თხელ გამჭირვალე
მინისებრ აპკშია - membrane vitrea მოქცეული. აპკი და თვით მინისებრი სხეული
ფიქსირებულია უკან მხედველობის ნერვის დისკოსთან, ხოლო წინ კი წამწამოვანი სარტყლის
დაკბილულ კიდესთან, მისი დანარჩენი უმეტესი ნაწილი თავისუფალია, რაც მას ფორმის
ცვლილების საშუალებას აძლევს. წინიდან მინისებრ სხეულს მჭიდროდ ეხება ბროლი, იგი
მასზე თავისი უკანა ზედაპირის შესაბამის ჩაღრმავებას მინისებრ ფოსოს - fossa hyaloidea
ქმნის.

ნამი გამჭირვალე უფერო სითხეა, რომელიც წამწამოვანი სხულის მორჩების


სისხლძარღვებისგან გამოიყოფა და თვალის კაკლის ოპტიკური აპარატის ორგანოებს შორის
დარჩენილ თავისუფალ სივრცეებს ავსებს ისე, რომ მათ ხელს არ უშლის შუქგარდატეხის
პროცესში. ნამი ავსებს:

1. თვალის კაკლის წინა კამერას - camera anterior bulbi, წინა კამერა წინიდან
მოსაზღვრულია რქოვანის უკანა ზედაპირით, უკნიდან იგი მოსაზღვრულია ბროლისა
და ფერადი გარსის წინა ზედაპირებით, ისინი ერთმანეთში გადადის ფერად-რქოვანას
კუთხეში.
2. თვალის კაკლის უკანა კამერას - camera posterior bulbi - მას წრიული არხის ფორმა აქვს,
მისი ცენტრალური კიდე გუგის კიდეს შეესაბამება და აქ (ანუ გუგის ხვრელით) იგი
წინა კამერას უკავშირდება.

თვალის დამატებითი ორგანოები - organa oculi accessorii

თვალის დამატებითი ორგანოების დანიშნულებაა

თვალის კაკლის გადაადგილება საჭირო მიმართულებით

თვალის ხილული გარსების - კონიუნქტივის, რქოვანის მუდმივი დასველება

თვალის დაცვა გარეშე მექანიკური ზემოქმედებისგან


თვალის კაკლის მამოძრავებელი აპარატი - თვალის კუნთები - musculi bulbi

თვალის კაკლის კუნთები წარმოდგენილია მცირე ზომისა და მეტად წვრილბოჭკოვანი


აგებულების ექვსი კუნთით. მათგან ოთხი სიმეტრიულადაა განლაგებული თვალის კაკლის
ირგვლივ და მის ძირითად მოძრაობებს უზუნველყოფს. ეს კუნთებია:

ზემო სწორი - m.rectus superior

ქვემო სწორი - m.rectus inferior

მედიალური სწორი - m.rectus medialis

ლატერალური სწორი - m.Rectus lateralis

ყველა სწორი კუნთი თავისი სახელწოდების შესაბამისი მხრიდან უმაგრდება თვალის კაკლის
ფიბროზულ გარსს ეკვატორის ოდნავ წინ.

თვალის კაკალს აქვს ასევე შედარებით რთული მოძრაობის განმახორციებელი ორი ირიბი
კუნთი:

ზემო ირიბი კუნთი - m. obliquus superior, ამ კუნთს თავისი ხრტილოვანი ჭაღი - trochlea და
სინოვიური ბუდე - vagina synovialis აქვს.

ქვემო ირიბი კუნთი - m. obliquus inferior

ყველა ეს კუნთი, გარდა ქვემო ირიბისა იწყება მხედველობის ნერვზე ირგვლივ


შემორტყმული მყესოვანი რგოლისგან - annulus tendineus communis. ქვემო ირიბი კუნთი კი
საცრემლე პარკის ფოსოს კიდიდან იწყება, მიემართება ქვევით და უკან, უმაგრდება სკლერას
გარეთა ზედაპირზე ეკვატორის უკან.

თვალის კაკალი მისი უკანა პოლუსით ფიქსირებულია ძირითადად მხედველობის ნერვითა


და სისძლძარღვებით და მისი მოძრაობა გულისხმობს წინა პოლუსის გადაადგილებას
ხედვის ობიექტის მდებარეობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ამ ობიეტრის სწორებას
ოპტიკური ღერძის წრფეზე. (გადაადგილება ხდება: განზიდვა, მოზიდვა, აწევა, დაწევა და
მათი მრავალი კომბინაცია)

თვალის საცრემლე აპარატი - apparatus lacrimalis

თვალის კაკალი მოხვდა ახალ მშრალსა და უწყლო გარემოში, რამაც სკლერისა და რქოვანის
გაშრობა და შესაბამისად რქოვანის ოპტიკური თვისებების დაკარგვა გამოიწვია. ამის გამო
ჩამოყალიბდა საცრემლე აპარატი, რომელიც შეიცავს საცრემლე ჯირკვალს,ზედა და ქვედა
საცრემლე მილაკებს, საცრემლე პარკსა და ცხვირ-ცრემლის არხს.

საცრემლე ჯირკვალი - glandula lacrimalis მდებარეობს თვალბუდის ზედა ლატერალურ


კუთხეში, შუბლის ძვლის თანამოსახელე ფოსოში, იგი მიეკუთვნება ალვეოლურ მილაკოვან
ჯირკვლებს, აქვს წილაკოვანი აგებულება. წილაკებისგან 10-15 გამომტანი მილაკის - ductuli
excretorii საშუალებით ცრემლი კონიუქტივის პარკში - saccus conjunctivae ჩაედინება, აქედან
იგი გადადის მოპირდაპრე მხარეს, მედიალურად ცრემლის ტბაში - lacus lacrimalis, რასაც ხელს
უწყობს დახურული ქუთუთოების პირობებში მათი კიდის უკანა ზედაპირზე არსებული
გასწვრივი ჩაღრმავებით შექმნილი ცრემლის რუები - rivus lacrimalis. ეს ჩაღრმავებები
მუდმივად შეიცავს ცრემლს და ქუთუთოების მოძრაობისას მას თანაბრად ანაწილებს
რქოვანასა და სკლერაზე. საცრემლე ჯირკვალს ირიბად გადაუვლის ზედა ქუთუთოს ამწევი
კუნთის მყესი, რის საფუძველზეც ჯირკვალს ყოფენ თვალბუდის ნაწილად - pars orbitalis და
შედარებით მცირე ქუთუთოს ნაწილად - pars palpebralis, ქუთუთოს ნაწილის სიახლოვეს,
კონიუნქტივის ზემო თაღში ზოგჯერ შეიმცნევა მცირე ზომის დამატებითი საცრემლე
ჯორკვლები - glandulae lacrimales accessoriae.

საცრემლე ტბაში მოხვედრილი ცრემლი ზედა და ქვედა საცრემლე მილაკებით - canaliculi


lacrimales გადადის საცრემლე პარკში - saccus lacrimalis, რომელიც თვალბუდის მედიალურ
კედელზე არსებულ თანამოსახელე ფოსოში მდებარეობს. საცრემლე პარკი ცხვირ-ცრემლის
არხის ზედა, ყრუ და გაგანიერებული ბოლოა, რომელშიც საერთო ან განცალკევებული
ხრელით იხსნება ზედა და ქვედა საცრემლე მილაკები. საცრემლე მილაკები მოკლე(1სმ-მდე)
ვიწრო(0.5მმ) არხებია, რომლებშიც ცრემლის გატარებას ხელს უწყობს საცრემლე პარკის წინა
კედელზე მიმაგრებული თვალის ირგვლივი კუნთის საცრემლე ნაწილის ბოჭკოების
შეკუმშვით პარკის პერიოდული გაგანიერება და შემწოვი ძალის წარმოქმნა. საცრემლე
პარკიდან ცრემლი ცხვირ-ცრემლის არხით ცხვირის ღრუში გადადის.

თვალბუდის ძვლოვანი კედლები ამოფენილია ძვლისსაზრდელათი - periorbita რომელიც


თვალბუდის ქალას ღრუსთან საზღვარზე (მხედველობის არხი, თვალბუდის ზედა ნაპრალი)
უკავშირდება თავის ტვინის მაგარ გარსს, ხოლო თვით თვალბუდეში მასთან
დაკავშირებულია თვალის კაკლის გარემომცველი რბილი ქსოვილები. თვალის კაკლის უკან
და ნაწილობრივ გვერდებზე მდებარეობს თვალბუდის ცხიმოვანი ქსოვილი - corpus adiposum
orbitae, რომელიც მისთვის ერთგვარი ელასტიკური ბალიშის როლს ასრულებს.

თვალის კაკალი გარშემორტყმულია შემაერთებელქსოვილოვანი თხელი ფირფიტით-თვალის


კაკლის ბუდით - vagina bulbi, tenon’s fascia ანუ ტენონის კაფსულით ისე, რომ მათ შორის
ნაპრალის სახით არის თავისუფალი სივრცე რომელსაც ეპისკლერული (ტენონის) სივრცე -
spatium episclerale ეწოდება. თვალის კაკლის ბუდე უკან გრძელდება მხედველობის ნერვის
გარეთა ბუდის ფურცლებში, ხოლო თვით მასთან იგი თვალის კუნთების დასციებითაა -
fasciae musculares დაკავშირებული.

წინიდან თვალბუდის რბილი ქსოვილები შემოისაზღვრება ძვლისსაზრდელასა და


ქუთუთოების ხრტილებს შორის ჩადგმული თხელი ფირფიტით-თვალბუდის ძგიდით -
septum orbitale. (ყველა რბილ ქსოვილში გამჭოლად გადის სისხლძარღვები და ნერვები)

თვალის დამცველი აპარატი


ქუთუთოები წყვილია, ზედა და ქვედა ქუთუთოები - palpebra superior et inferior, ისინი
ასრულებენ თვალის კაკლის ხილული ნაწილის როგორც სინათლის მუდმივი
ზემოქმედებისგან ისე გარემოს სხვა ფაქტორებისგან მოძრავი დამცველი ფარდის როლს.
ზედა ქუთუთო უფრო დიდია და ძირითადად იგი ხურავს ქუთუთოების ნაპრალს - rima
palpebrarum, რომლის ბოლოებშიც არის ქუთუთოების მედიალური და ლატერალური
შესართავები - commisura palpebrum. თითოეულ ქუთუთოზე არჩევენ წინა და შიგნითა
ზედაპირებს. წინა ზედაპირი - facies anterior palperbrarum დაფარულია ქონისა და ოფლის
ჯირკვლების შემცველი თხელი კანით, ხოლო შიგნითა ზედაპირი - facies posterior palpebrarum
დაფარულია კონიუნქტივით.

კუნიუნქტივა - tunica conjunctiva არა მარტო ქუთუთოებს ამოფენს უკანა ზედაპირიდან (tunica
conjunctiva palpebrarum), არამედ იგი განუწყვეტელად გადადის თვალის კაკლის ხილულ
სკლერაზე და ეკვრის მას (tunica conjunctiva bulbi), ისე, რომ დახურული ქუთუთოების
პირობებში იქმნება ერთი მთლიანი ღრუ - კონუნქტივის პარკი - saccus conjunctivae, რომელიც
ფრონტალურ სიბრტყეში მდებარეობს და ზევიდან და ქვევიდან მოისაზღვრება შესაბამისად
კონიუნქტივის ზედა და ქვედა თაღებით - fornix conjunctivae superior et inferior, აქ
ქუთუთოების კონიუნქტივა თვალებისაში გადადის.

ზედა ქუთუთოების კონიუნქტივა მედიალურ კუთხესთან ქმნის დამატებით ნაოჭს -


კონიუნქტივის ნამგლისებრ ნაოჭს - plica semilunaris conjunctivae (მესამე ქუთუთოს
რუდიმენტი), რომლის მედიალურად კონიუნქტივა ოდნავ შემაღლებულ უბანს-საცრემლე
კორძს - caruncula lacrimalis ქმნის.

ყველა ეს წარმონაქმნი (თაღები, ნამგლისებრი ნაოჭი, კორძი) ხელს უწყობს თვალის


მოძრაობას თვალბუდეში.

ქუთუთოების კანსა და კონიუნქტივას შორის მოთავსებულია მკვრივი


შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტა - ზედა და ქვედა ქუთუთოების ხრტილი - tarsus
superior et inferior, აქვე განლაგებულია თვალის ირგვლივი კუნთის ქუთუთოების ნაწილის
ბოჭკოები და ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთის თხელი და ფართო ფასცია, ასევე თვით
ხრტილების კუნთი - m. Tarsalis superior et inferior. ქუთუთოების ხრტილის სიახლოვეს კი
მრავლობითი (32-40) სახეშეცვლილი ცხიმის ჯირკვლებია -მეიბომის ჯირკვლები.
ქუთუთოების კანის კიდეებზე თითქმის თანაბარი სიგრძის თმიანი წანაზარდები - წამწამებია
- cilia განლაგებული ერთ რიგად.

სმენის ანალიზატორი

კარიბჭე-ლოკოკინას ორგანო - organum vestibulocochlearis იგივე სმენისა და წონასწორობის


ორგანო.

როგორც ორი მნიშვნელოვანი გუნქციის განმახორციელებელი ანალიზატორის


პერიფერიული ნაწილი, იგი შედგება გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან.
გარეთა და შუა ყური ბგერის გამტარი ნაწილებია, ხოლო შიგა ყური თავისი რთული ნერვულ-
რეცეპტორული აპარატით ახორციელებს როგორც გარემოდან მიღებული ბგერების აღქმას,
ისე ორგანიზმის გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნეობის ხარჯზე ორგანიზმის გარემოში
მდებარეობის განსაზღვრას და მასზე დაყრდნობით სხეულის წონასწორობის შენარჩუნებასა
და გარემოში ორიენტირების შესაძლებლობას.

გარეთა ყური - aurus externa

შედგება ყურის ნიჟარისა - auricula და გარეთა სასმენი მილისაგან - meatus acusticus externus

ყურის ნიჟარა რთული ზედაპირის, ელიფსური ძაბრის ფორმის კანის ორმაგი ნაკეცია,
რომლის უმეტესი ნაწილის სისქეში თხელი ხრტილოვანი ფირფიტაა - cartilage auriculae
ჩადგმული, ყურის ნიჟრის მხოლოდ ქვედა წამსხვილებული ბოლო - ყურის ბიბილო(წილაკი)
- lobulus auricula არ შეიცავს ხრტილს, იგი ფაშარი და ცხიმოვანი კანქვეშა ქსოვილის ხარჯზეა
გამსხვილებული. ყურის ნიჟარის გარეთა კიდე მორგვივით მიჰყვება მას მთელ სიგრძეზე და
ქმნის ჭავლს - halix, რომელიც შემოუვლის ნიჟარის ზედა კიდეს და გარეთა სასმენი ხვრელის
ზემოთ მთავრდება ჭავლის ფეხით - crus halicis, ჭავლის ზედა უკანა კიდე ხშირად
გამსხვილებული და გამახვილებულია მას ყურის ნიჟარის ბორცვი - tuberculum auriculae, ანუ
დარვინის ბორცვი ეწოდება. ნიჟარის გარეთა ზედაპირს თითქმის შუაზე, ჭავლის წინ და
პარალელურად მის მთელ სიგრძეზე მიყვება მეორე შემაღლებული რკალი - წინა ჭავლი -
antehalix, რომელიც ზედა ბოლოში იყოფა და წინა ჭავლის ფეხებს - crus antehalicis ქმნის, მათ
შორის კარგად გამოხატული სამკუთხა ორმოა - fossa triangularis. გარეთა სასმენი ხვრელის წინ
განცალკევებული შემაღლებაა - წინა სახური - tragus, ხოლო მის ქვევით და ოდნავ უკან უკანა
სახურია - antitragus. წინა და უკანა სახური ერთმანეთისაგან გაყოფილია სახურთაშორისი
ნაჭდევით - incisura intertragica. წინა ჭავლითა და უკანა სახურით მოისაზღვრება ნიჟარის ღრუ
- cavum conchae, რომელიც წინა სახურის დონეზე და მის უკან ღრმავდება და გარეთა სასმენ
მილში გადადის.

გარეთა სასმენი მილი

იწყება გარეთა სამენი ხვრელით - porus acusticus externus, მიემართება მედიალურად, გზად
მოდრეკილია S-ისებრად და მთავრდება ყრუდ დაფის აპკით. მისი სიგრძე 35 მილიმეტრია,
დიამეტრი შესავალში 9მმ-ია, ხოლო მის ყველაზე ვიწრო უბანზე, ანუ ხრტილოვანი მილის
ძლოვან მილში გადასვლის ადგილზე დიამეტრი 6მმ-ია. იგი ამოფენილია კანით, რომელიც
თანდათან თხელდება და მეტად ნაზი საფარველის სახით გრძელდება დაფის აპკზე. სასმენი
მილის დასაწყისი 1/3 ნაწილი ყურის ნიჟარის ხრტილის გაგრძელებაა და მას ხრტილოვანი
გარეთა სასმენი მილი - meatus acusticus externus cartilagineus ეწოდება, დანარჩენი უმეტესი 2/3
ნაწილი ძვლოვანია. ხრტილოვანი ნაწილის კანქვეშ უხვადაა ქონის - gl. Sebaceae და ცვილის,
ანუ გოგირდის - gl. Ceruminosae ჯირკვლები, რომლებიც შესაბამის პროდუქტს გამოყოფენ
გარეთა სასმენ მილში.
შუა ყური - aurus media

შუა ყური შედგება დაფის ღრუსა და სასმენი ლულისაგან (ასევე განიხილება დაფის აპკი და
სასმენი ძვლები)

დაფის ღრუ - cavum tympani არის საფეთქლის ძვლის პირამიდაში მოქცეული ჰაერის
შემცველი სივრცე (1სმ3), მისი კედლები თხელი ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი,ფორმით
მოგვაგონებს საგიტალურ სიბრტყეში ჩადგმულ ოვალურ დისკოს, 15მმ სიგრძით 13 სიგანით
და 2-3 სისქით.

დაფის ღრუში არჩევენ 6 კედელს:

1. აპკისებრი ანუ ლატერალური (გარეთა) კედელი – paries membranacea - ამ კედელს


დაფის აპკი ქმნის.
2. ლაბირინთის ანუ მედიალური (შიგნითა) კედელი - paries labyrinthicus ეს კედელი
დაფის ღრუს შიგნითა ყურისაგან გამოყოფს, შედარებით რთული რელიეფისაა და
მასზე შეიმჩნევა შემაღლებული კონცხი - promontorium. მის ზევით და ოდნავ უკან
კარიბჭესთან დამაკავშირებელი და უზანგის ფუძით დაფარული ოვალური ფორმის
ხვრელი, კარიბჭის სარკმელია - fenestra vestibuli, კიდევ უფრო ზევით კი სახის ნერვის
არხის რელიეფით შექმნილი სახის ნერვის შემაღლებაა - prominentia canalis facialis.
კონცხის ქვემოთ და უკან მეორადი დაფის აპკით დაფარული ლოკოკინას სარკმელია -
fenestra cochleae. (იგი გამოჩნდება თუ ამ კედელს რბილი ქსოვილებისგან
გავათავისუფლებთ)
3. სახურავის ანუ ზედა კედელი - paries tegmentalis არის თხელი ძვლოვანი ფირფიტა და
საფეთქლის ძვლის დაფის სარქველს - tegmen tympani შეესაბამება. იგი დაფის ღრუს
ქალას ღრუსგან გამოყოფს.
4. საუღლე ანუ ქვედა კედელი - paries jugularis ეს კედელი ქალას ფუძის გარეთა
ზედაპირის საუღლე ფოსოს შეესაბამება.
5. საძილე ანუ წინა კედელი - paries caroticus ეს კედელი დაფის ღრუს საძილე არხისაგან -
canalis caroticus გამოყოფს, კედლის ზედა ბოლო გახსნილია და სასმენი ლულის
დაფისკენა ხვრელს ქმნის.
6. დვრილისებრი ანუ უკანა კედელი - paries mastoideum ეს კედელი ასევე შეიცავს
ხვრელს - aditus ad antrum, და eminentia pyramidalis, ეს უზანგის კუნთის მიმაგრების
ადგილს შეესაბამება.

დაფის ღრუში გარეთა კედელს დაფის აპკი - membrane tympani ქმნის, იგი დაფის ღრუს მეტად
აქტიური ნაწილია, მონაწილეობს გარემოდან რხევების მიღებასა და გადაცემაში, მის
ნორმალურ მდგომარეობაზე ბევრადაა დამოკიდებული სმენის სიმახვილე. დაფის აპკი
მოქნილია, იგი თითქმის გამჭვირვალე ფიბროზული ფირფიტაა, რომელიც შიგნიდან
დაფარულია ლორწოვანი გარსით, ხოლო გარედან მას თხელი კანი ფარავს. იგი ოვალური
ფორმისაა და საათის მინასავითაა ჩადგმული დაფის ძვლის დაფის ღარში - sulcus tumpanicus.
დაფის ძვლის (დაფის ღარის) ზედა მონაკვეთი ხრტილოვანია და ამ უბანზე მიმაგრებული
დაფის აპი ნაკლებადაა დაჭიმული, რის გამოც მას დაფის აპკის მოდუნებულ ნაწილს - pars
flaeida უზოდებენ, ხოლო დანარჩენ უმეტეს ნაწილს დაჭიმული - pars tensa ქვია. დაფის აპკის
უკანა-ზედა ნაიწლი უფრო გარეთაა მიმაგრებული დაფის ძვალზე, ვიდრე წინა-ქვედა, ამის
გამო იგი დახრილად დგას. დაფის აპკი შედრეკილია მედიალურად, დაფის ღრუსკენ და მის
უღრმეს ნაწილს, რომელიც დაფის აპკის ცენტრის ოდნავ ქვევითაა მოქცეული ეწოდება დაფის
აპკის ჭიპი - umbo membranae tympani. გარედან ჭიპის ოდნავ ზემოთ შეიმჩნევა მოლურჯო
ფერის რკალოვანი ხაზი, რომელიც შიგნითა მხრიდან დაფის აპკზე ჩაქუჩის ტარის
მიმაგრების ადგილს შეესაბამება და ჩაქუჩის ზოლი - stria mallearis ეწოდება.

სასმენი ძვლები - ossicula auditus

სამი მცირე ზომის ძვალი, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უზანდი - stapes,


გრდემლი - incus და ჩაქუჩი - malleus, ისინი ერთმანეთთან სახსრებითაა დაკავშირებული (art.
Incudomalearis et art. Incudostapedia, ამ სახსრებში მოძრაობას მნიშვნელოვნად ზღუდავს
მინიატურული სასახსრე იოგები (ligg. Ossiculorum auditus). ისინი განუწყვეტელი ჯაჭვის
სახით ჩადგმულნი არიან დაფის აპკსა და კარიბჭს სარკმელს შორის, სწორედ კარიბჭის
სარკმელს ებჯინება და მთლიანად ხურავს უზანგის ფუძე - basis stapedis, ხოლო დაფის აპკთან
სასმელი ძვლები დაკავშირებულია ჩაქუჩის ტარით - manubrium mallei. იმის გამო, რომ სასმენი
ძვლების ზომა და მასა თანმიმდევრულად მცირდება, მიღებული ბგერები იხვეწება და
კარიბჭის სარკმელით ენდოლიმფას მხოლოდ ძირითადი ბგერები გადაეცემა,ამავე დროს
დაფის აპკისა და სასმენი ძვლების კუნთების მოქმედებით (უზანგის კუნთი დაფის აპკის
დამჭიმავი) მიღებული ბგერების შესუსტება ან გაძლიერება ხდება. ამ ფუნქციაში
მონაწილეობს დაფის აპკის დამჭიმავი კუნთი - m. tensor tympani და მისი ანტაგონისტი-
უზანგის კუნთი - m. stapedius.

სასმენი ლულა - tuba auditiva

ერთი ბოლოთი-დაფის უკანა ხვრელით - ostium tumpanicum იგი იხსნება დაფის ღრუში, ხოლო
მეორეთი- ხახისკენა ხვრელით - ostium pharyngeum tubae auditivae იგი ცხვირ-ხახის
ლატერალურ (გვერდითა) კედელში იხსნება. ლულის დანიშნულებაა გაათანაბროს დაფის
ღრუს შინაგანი წნევა გარემოს, ატმოსფერულ წნევასთან, რაც აუცილებელია ბგერების
გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ლულუს ისგრძე საშუალოდ 35მმ-ია
დიამეტრი კი 2.

სასმენ ლულას ყოფენ დაფის ღრუსთან ახლომდებარე ძვლოვან ნაწილად - pars ossea tubae
auditiva და მისგან დაშორებულ ხრტილოვან ნაწილად - pars cartilaginea tuba auditivae. ამ ორ
ნაწილს შორის საზღვარს ქმნის ლულუს ყველაზე შევიწროვებული (1მმ) უბანი, ანუ სასმენი
ლულის ყელი - isthmus tubae auditivae.
სასმენი ლულის ხრტილოვანი ნაწილიდან იწყება სასის ფარდის ამწევი და დამჭიმავი
კუნთები, რის გამოც მათი შეკუმშვისას, ყლაპვის დროს ლულის ხრტილოვანი ნაწილი
განიერდება, ხოლო მიდი საბოლოო აპკისებრი ფირფიტა - lamina membranaceae გადაიწევა და
იხსნება ხახის მხრიდან ლულაში შესვალი ხვრელი. ამ ხვრელის ირგვლივ, ლორწოვანში
უხვადაა გაბნეული ლორწოვანის ჯირკვლები - gll. Tubariae, რომელთა გროვები ლულის ნუშს
- tonsila tubaria ქმნის.

შიგნითა ყური - auris interna

მდებარეობს საფეთქლის ძვლის პირამიდის ნაწილის სისქეში

იგი დაკავშირებული დაფის ღრუსთან (ლაბირინთის კედლით და მასში დართული


ხვრელებით)

ქალას ღრუსთან( შიგნითა სასმენი ხვრელით.

შიგნითა ყურის ძირითადი ელემენტებია ძვლოვანი ლაბირინთი და მასში ჩადგმული


აპკისებრი ლაბირინთი.

ძვლოვანი ლაბირინთი - labirinthus osseus

რთული კონფიგურაციის ღრუ მილაკოვანი ორგანოა.

მასში არჩევენ სამ განსხვავებულ ნაწილს

კარიბჭე

ლოკოკინა

ნახევარრკალოვანი არხები

კარიბჭე - vestibulum

კარიბჭე ძვლოვანი ლაბირინთის ცენტრალური ნაწილია, იგი ოვალური ფორმის ღრუა,


რომელიც ლატერალური კედლით დაფის ღრუს უკავშირდება, წინა კედლით მას ლოკოკინა
უკავშირდება, ხოლო უკანა, ნაწილობრივ კი ზედა და ქვედა კედლებით მს
ნახევარრკალოვანი არხები უკავშირდება.

ლატერალურ კედელზე არსებული კარიბჭის ოვალური სარკმელი დახურულია მასზე


მიბჯენილი უზანგის ფუძით, ხოლო ლოკოკინას სარკმელზე (რომელიც ოდავ ქვემოთაა)
გადაკრულია დაფის მეორადი აპკი.

უკანა კედელში (ნაწილობრივ ზედა და ქვედა კედლებში) იხსენბა 5 მცირე ხვრელი,


რომლებითაც კარიბჭს ღრუს ნახევარრკალოვანი არხები უკავშრდება.

წინა კედლის ხვრელი ყველაზე მსხვილია და იგი ლოკოლინას სპირალურ არხში გრძელდება
მედიალურ კედელზე კარგად გამოხატული ვერტიკალური მიმართულების კარიბჭის ქედია -
crista vestibuli, რომლითაც კარიბჭის ღრუ ორ ჯიბედ იყოფა: წინა, მომრგვალო ფორმის
სფერულ ჯიბედ -reccessus sphericus და უკანა, მოგრძო ფორმის ჯიბედ - reccessus elipticus

ამ ჯიბეების ქვემოთ არის ლოკოკინის ჯიბე - cochlear recess

ლოკოკინა - cochlea

ლოკოკინა ძვლოვანი ლაბირინთის წინა ნაწილია, იგი სპირალურად დახვეული არხია 2.5
ბრუნით.

ლოკოკინას ფუძე - basis cochleae მიქცეულია მედიალურად, შიგნითა სასმენი ხვრელისკენ

ლოკოკინას მწვერვალი - cupula cochleae მიქცეულია დაფის ღრუს კედლისკენ.

ლოკოკინას ღერძი -modiolus ფრონტალურ სიბრტყეში დგას ჰორიზონტალურად.

ლოკოკინას სპირალური არხის მთელ სიგრძეზე, ასევე სპირალურად, ღერძს მიყვება კარგად
გამოხატული ძვლოვანი სპირალური ფირფიტა- lamina spiralis ossea, რომელიც თითქმის არხის
ცენტრს აღწევს (არხის დიამეტრს არ ავსებს). ფირფიტა არხს ორ ჯიბედ, კარიბჭის ჯიბედ -
scala vestibuli (ზედა ჯიბე) და დაფის ჯიბედ-scala tympanica (ქვედა ჯიბე)

ლოკოკინას მწვერვალში სპირალური ფირფიტა თითქმის ებჯინება მოპირდაპირე კედელს და


კაუჭით - Hamulus laminae spiralis შემოფარგლავს ოვალურ ხვრელს - ჰელიკოტრემას -
helicotrema.

სპირალური ფირფიტის ფუძე ქვევიდან ოდნავ ჩადრეკილია და ნერვული კვანძისთვის -


ganglion spirale-სთვის ქმნის ღერძის სპირალურ არხს - canalis spiralis modioli, რომელთანაც
მრავლობითი წვრილი ღერძის გასწვრივი არხებია დაკავშირებული ლოკოკინას ნერვული
ბოჭკოების გასატარებლად - canalis longitudinales modioli.

ძვლოვანი ნახევარრკალოვანი არხები - canals semicirculares ossei

ნახევარრკალოვანი არხები სამ სხვადასხვა დიამეტრის მაგრამ სხვადახვა სიგრძის ძვლოვანი


მილაკებია.

გვაქვს წინა უკანა და გარეთა ნახევარრკალოვანი არხები

წინა ნახევარრკალოვანი არხი - canalis semicircularis anterior, დგას ვერტიკალურ სიბრტყეში და


საფეთქლის ძვლის პირამიდის ღერძს მიმართ სწორი კუთხითაა მიმართული

უკანა ნახევარრკალოვანი არხი - canalis semicircularis posterior, დგას ასევე ვერტიკალურ


სიბრტყეში, მაგრამ საფეთქლის ძვლის პირამიდს ღერძის მიმართულებით.

გარეთა(ლატერალური) ნახევარრკალოვანი არხი - canalis semicircularis lateralis, დგას


ჰორიზონტალურ სიბრტყეში, მისი ნადრეკი წინაა მიმართული.

თითოეულ არხს ორი ფეხი აქვს (სულ 6) – crura ossea, მათ შორის 4 მარტივია - crurs osseum
simplex, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლად იხსნებიან კარიბჭის ღრუში, ხოლო წინა და უკანა
არხების ფეხი საერთოა - crus osseum commune, და ერთმანეთთან დაკავშირების შემდეგ
უერთდება კარიბჭეს, აქედან გამომდინარე კარიბჭეში 5 ნახევარრკალოვანი ხვრელი იხსნება.

თითოეული ფეხი კარიბჭესთან დაკავშირების ადგილას გაგანიერებულია და ქმნის ამპულას -


ამპულური ძვლოვანი ფეხი - crura ossea ampularia

აპკისებრი ლაბირინთი - labirinthus membranacceus

აპკისებრი ლაბირინთი მოქცეულია ძვლოვანი ლაბირინთის ღრუში და ძირითადად


იმეორებს მისი ნაწილების (კარიბჭის, ლოკოკინის, ნახევარრკალოვანი არხების) ფორმას,
ძვლოვანი ლაბირინთის ყოველ კონკრეტულ ნაწილს შეესაბამება თითქმის ასეთივე ფორმის
აპკისებრი ლაბირინთის ნაწილი, მათ შესაბამისი დასახელების სადინრები ეწოდება.(მაგ.
ლოკოკინას შეესაბამება ლოკოკინას სადინარი -ductus cochlearis , ნახევარრკალოვან არხებს -
წინას, უკანას, გვერდითს - ნახევარრკალოვანი სადინრებ - ductus semicircularis, anterior,
posterior, lateralis)

რაც შეეხება კარიბჭეს, მის სისქეში მდებარეობს აპკისებრი ლაბირინთის ორი ცენტრალური
ღრუ - ტიკი, ანუ ელიფსური პარკი - utriculus და პარკუჭი, ანუ სფერული პარკი - sacculus,
რომლებიც მთლიანად ვერ ავსებენ კარიბჭის ღრუს.

აპკისებრი ლაბირინთის ყველა ეს ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ქმნის ზიარ


ჭურჭელს.

ლოკოკინას სადინარი დაკავშირებულია პარკუჭთან (სფერულ პარკთან- saccula)


შემაერთებელი სადინრით - ductus reuniens

ნახევარრკალოვანი არხები, შესაბამისი აპკისებრი ფეხებით - crura membranacea


დაკავშირებულია ტიკთან (ელიფსურ პარკთან - utricula)

ტიკი და პარკუჭი ერთმანეთთან - ტიკ-პარკუჭის სადინრითაა დაკავშირებული- ductus


utriculosaccularis.

ტიკ-პარკუჭის სადინრიდან აპკისებრი ლაბირინთი კარიბჭის წყალსადენზე - aquaductus


vestibuli გავლით, ენდოლიმფის სადინრით - ductus endolymhaticus თავის ტვინის მაგარი
გარსის სისქეში მოქცეულ ელასტიკურ კედლიან ენდოლიმფის პარკს - saccus endolimphaticus
უკავშირდება.

აპკისებრი ლაბირინთის თხელ კედელს ქმნის აპკი, რომელიც სამი შრითაა შექმნილი და

აპკი:

ამოფენილია ეპითელური უჯრედებით

გარედან შემაერთებელქსოვილოვანი (კოლაგენური) ბოჭკოებით


მათ შორის კი მოქცეულია ძირითადი (ბაზალური) ფირფიტა - lamina basilaris.

აპკისებრი ლაბირინთი ძვლოვანზე მცირე ზომისაა, ვერ ავსებს მას და , შესაბამისად, მათ
კედლებს შორის ჩნდება თავისუფალი სივრცე, რომელსაც პერილიმფური სივრცე ეწოდება -
spatium perilymphaticum, ეს სივრცე აპკისებრი ლაბირინთის მსგავსად ამოვსებულია
ლიმისმაგვარი, გამჭვირვალე სითხით - პერილიმფით -perilympha.

ძვლოვანი და აპკისებრი ნახევარრკალოვანი არხების კედლებს შორის, პერილიმფურ


სივრცეში ზონრებისა და აპკების სახით გაბმულია შემაერთებელქსოვილოვანი ხარიხები,
რომლებიც ამ უბანზე აპკისებრ კედელს აფიქსირებენ.

კარიბჭის პერილიმფური სივრცე დაფის ღრუდან გამოყოფილია კარიბჭის სარკმელით, ხოლო


ლოკოკინა დაფის ღრუსგან ლოკოკინის სარკმელითაა გამოყოფილი. ეს ორივე ხვრელი
თხელი ელასტიკური აპკითაა დაფარული, რაც საშუალებას იძლევა რომ უზანგის ფუძიდან
(სასმენი ძვლებიდან) მიღებული რხევები გავრცელდეს მთელ პერილიმფაზე, ხოლო აქედან
ენდოლიმფაზე.

ლოკოკინას არხში მდებარეობს სმენის პერიფერიული ანალიზატორი

ნახევარრკალოვან არხებში მდებარეობს წონასწორობის ანალიზატორი.

სმენის პერიფერიული ანალიზატორისა და წონასწორობის ანალიზატორის მოფუნქციონირე


ელემენტები და ნერვული გამტარი გზები

ლოკოკინას განივკვეთზე რთული აგებულება აქვს, ლოკოკინას სპირალური არხი


განივკვეთზე მთლიანად ორად გაყოფილი ღეძის ფირფიტის სახით და მისგან მოპირდაპირე
კედლამდე გაჭიმული თხელი შემაერთებელქსოვილოვანი აპკით - membrane spiralis არის
წარმოდგენილი.

ანუ ძვლოვანი სპირალური არხი წარმოგვიდგება ორი სართულის ან კიბის სახით: ზედა
სართული - კარიბჭის კიბე - scala vestibuli, ქვედა სართული - დაფის კიბე - scala tympanica.

სპირალური არხის მთელ სიგრძეზე ორივე კიბე ერთმანეთისგან იზოლირებულია და


მხოლოდ ლოკოკინის მწვრვალთან არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ლოკოკინას
ხვრელით - ჰელიკოტრემათი- helicotrema.

ფუნქციურად და ანატომიურად გამოირჩევა ზედა, ანუ კარიბჭის კიბე, ვინაიდან სწორედ მის
ღრუშია ჩადგმული აპკისებრი ლაბირინთის ლოკოკინას სადინარი და სმენის პერიფერიული
ანალიზატორი.

ლოკოკინას სადინარი იწყება დახურული წარზიდული ბოლოთი - კარიბჭისუკანა ბრმა


ბოლოთი - cecum vestibulare , მთავრდება მწვერვალის ბრმა ბოლოთი - cecum cupulare.

ლოკოკინას სადინარს განივკვეთზე თითქმის სამკუთხა ფორმა აქვს.


სამკუთხედის ზედა, ყველაზე გრძელი, დახრილი გვერდი ქმნის ლოკოკინას სადინარის
კარიბჭისეულ კედელს - paries vestibularis ductus cochlearis , ანუ კარიბჭის აპკს - membrane
vestibularis,რომელიც გამოჰყოფს ლოკოკინას სადინარს კარიბჭის კიბისგან

სამკუთხედის ფუძე ესაზღვრება დაფის კიბეს და ამ გამყოფ ძგიდეს ლოკოკინას სადინრის


დაფის კედელი - paries tympanicus ductus cochlearis, ანუ სპირალური აპკი - membrane spiralis
ეწოდება.

სამკუთხედის მესამე, ყველაზე მოკლე გვერდი ემიჯნება ძვლოვანი ლაბირინთის გარეთა


კედელს, მას ლოკოკინის სადინრის გარეთა კედელი - paries externus ductus cochlearis ეწოდება.

სამ კედელს შორის ყველაზე ნაზი და თხელია კარიბჭის კედელი, რაც უზრუნველყოფს
ლოკოკინას პერილიმფურ სივრცეში,ანუ ლოკოკინას ძვლოვანი არხის პერილიმფაში
გავრცელებული რხევების შეუწყვეტელ გადაცემას ლოკოკინის სადინარში არსებულ
ენდოლიმფისთვის.

ლოკოკინის სადინრის გარეთა კედელი ყველაზე სქელია, რასაც მის სისქეში მრავლობითი
სისხლძარღვების - stria vascularia-ს არსებობა განაპირობებს, სწორედ ამ სისხლძარღვებს
მიაწერენ ენდოლიმფის გამომუშავების, მისი რაოდენობის მუდმივობის შენარჩუნების და
მასში მიმდინარე პროცესების განხორციელების ფუნქციებს.

ანატომიურად ყველაზე რთულია დაფის კედელი, ამ კედელში კარგადაა გამოხატული


აპკისებრი ლაბირინთის სამივე შრე : შიდა ეპითელური, შუა ძირითადი (ბაზალური
ფირფიტა), გარეთა - რადიალურად განლაგებული კოლაგენის ბოჭკოებით შექმნილი
შემაერთებელქსოვილოვანი შრე.

დაფის კედლის ცენტრალურ ნაწილს ქმნის ლოკოკინას ძვლოვანი სპირალური ფირფიტა,


რომლის გამსხვილებული კიდიდან - limbus laminae spiralis osseus წარიზიდება კიდის
კარიბჭისკენა ბადე - labium limbi vestibulare და კიდის დაფისკენა ბაგე - labium limbi tympanicum.

კარიბჭისკენა ბაგე გრძელდება თავისუფალი მფარავი აპკის სახით - membrane tectoria. ბაგეებს
შორის რჩება ოვალური ფორმის სივრცე, რომელიც ლოკოკინას მთელ სიგრძეზე ვრცელდება
და შიგნითა სპირალური ღარი - sulcus spiralis interna ეწოდება.

ქვედა , დაფის კიბის კედლის გარეთა ნახევარს ქმნის სპირალური აპკი, რომელიც ლოკოკინის
გარეთა კედელს უკავშირდება ლოკოკინის სპირალური იოგების -ligg. Spirale cochleae
საშუალებით. მიმაგრების ადგილზე სპირალური ფირფიტა შემსხვილებულაი და ლოკოკინის
სადინარშია შეჭრილი მისი სპირალური შემაღლება - prominentia spiralis, რომელიც მდიდარია
სისხლძარღვებით.

სპირალური აპკის ცენტრალურ ბოლოზე, მის ძირითად ფირფიტაზე მდებარეობს რთული


ნაირუჯრედოვანი აგებულების სპირალური ორგანო - organum spirale, რომელშიც სმენის
პერიფერიული ანალიზატორი და ნევრული დაბოლოებებია განლაგებული.

სმენის პერიფერიული ანალიზატორი


სპირალური ორგანოს - organum spirale-ს საყრდენი ფირფიტა დიდი რაოდენობით (24000)
სხვადასხვა სიგრძის ფიბროზული ბოჭკოებისგან შედგება, რომლებიც რეზონატორების
როლს ასრულებენ და მოძრაობას იწყებენ მხოლოდ თავისი სიგრძის შესაბამისი რხევის
ზეგავლენით.

სპირალური ორგანო და მფარავი აპკი ერთმანეთის სიახლოვეს მდეგარეობენ, მაგრამ არ


ეხებიან ერთმანეთს, მათ შორის რჩება თავისუფალი მცირე ნაპრალი. ენდოლიმფის
რხევა(რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია პარალიმფის რხევით) გადაეცემა მფარავ აპკს,
ხოლო დაფის კიბის პერილიმფის რხევა ძირითად ფირფიტას გადაეცემა, შედეგად რხევების
ტალღის სიგრძის შესაბამისად მოძრაობას იწყებს სპირალური ორგანოს კონკრეტული უბანი.

სახურავი ფირფიტა ეხება სპირალური ორგანოს სენსორულ უჯრედებს და მათ გაღიზიანებას


გადასცემს. ეს სენსორული უჯრედები სპირალური კვანძის შემადგენელი ნერვული
უჯრედების პერიფერიული მორჩებია. ამ უჯრედების ცენტრალური მორჩებით იქმნება
ლოკოკინას ნერვი.

გრავიტაციისა და წონასწორობის პერიფერიული ანალიზატორი

აპკისებრი ლაბირინთის პარკუჭის - saccula, ტიკის - utricula და ნახევარრკალოვანი არხსების -


canalis semicircularis ამპულების ამომფენ ეპითელურ უჯრედებს შორის განლაგებულია
განსაკუთრებული მგრძნობელობის ნეიროეპითელური (სენსორული ეპითელური)
უჯრედები - neuroepithelium , რომლებიც სანათურის ზედაპირის მზრიდან წვრილი
მორჩებით, ბუსუსებითაა დაფარული და ამის გამო მათ ბეწვიან უჯრედებს - cellulae pilosae
უწოდებენ.

აღნიშნული უჯრედების გროვები პარკუჭსა და ტიკში მოთეთრო ფერისაა, დაფარულია


თხელი ჟელესმაგვარი ნივთიერებით და მათ შესაბამისად პარკუჭის ხალი - macula sacculi და
ტიკის ხალი - macula utriculi ეწოდებათ.

ნახევარრკალოვანი არხების ამპულებში ეს უჯრედები რკალისებურადაა განლაგებული და


მათ ერთიანობას ამპულის ქედი - crista ampullares ეწოდება.

ამ ნეიროეპითელური უჯრედებიდან იწყება კარიბჭის ნერვის ბოჭკოები, რომლებიც


კარიბჭის კვანძში მოქცეული ნეირონების პერიფერიული მორჩებია, ხოლო ამ კვანძის
ცენტრალური მორჩები კარიბჭე-ლოკოკინის ნერვს ქმნის.

ნეიროეპითელური უჯრედების ბუსუსებზე განფენილ თხელ ჟელესებტ ნივთიერებაში


სტატოკონიების აპკის - membrana ststoconiorium ქვეშ მოქცეულია ნახშირჟანგა კალციუმის
მრავლობითი კრისტალები - სტატოკონიები - statoconia, ანუ ოტოლითები, რომლებიც
სხეულის ან თავის მოძრაობის შესაბამისად იცვლიან ადგილს, რასაც აღიქვამს ბეწვიანი
უჯრედები მექანიკური გაღიზიანების სახით და გარდაქმნის მას ნერვულ იმპულსად.

ამპულური ნაწილის პერიფერიული ანალიზატორი სხვაგვარადაა მოწყობილი, თუმცა


გაღიზიანების აღქმას აქაც სხვადასხვა სახის (მათ შორის ბეწვიანი) ნეიროეპითელური
უჯრედები ახორციელებს. ნეიროეპითელური უჯრედების შემაღლება - ამპულის ქედი,
ამპულის სიღრმეში გრძელდება ჟელესმაგვარი ნივთიერებით შექმნილი წარზიდული თაღით
- ქედის მწვერვალით - cupula cristae. ეს მეტად ნაზი და არამდგრადი მორჩია, რომელიც
ენდოლიმფის გადაადგილების შესაბამისად ადვილად გადაიხრება, ენდოლიმფის
გადაადგილებას თავისა და სხეულის მოძრაობა იწვევს, მოძრაობის მიმართულება კი
აღიქმება მისივე თანმხვედრ სიბრტყეში (საგიტალური, ფრონტალური, ჰორიზონტალური)
მდებარე ნახევარრკალოვანი არხის აპარატით.

ნერვული გამტარი გზის პირველი ნეირონები პერიფერიული მორჩებით(დენდრიტები)


იწყება ნეიროეფითელურ უჯრედებში, სხეულით იქმნება კარიბჭის კვანძი, ცენტრალური
მორჩებით (აქსონები) კი კარიბჭის ნერვი მიიღება. (რომელიც ლოკოკინის ნერვთან ერთად
კარიბჭ-ლოკოკინის ნერვის შემადგენლობაშია)

კანის ანალიზატორი

კანი - cutis ქმნის სხეულის საერთო საფარველს - intagimentum commune და ასრულებს


სხვადასხვა ფუნქციას:

იცავს სხეულს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან

მონაწილეობს თერმორეგულაციასა და მეტაბოლიზმის პროცესებში

ასრულებს სუნთქვის ფუნქციას

მონაწილეობს ენერგომარაგის შექმნაში კანქვეშა ცხიმის სახით

მის 1,5-2 მ3 ზე გაფანტულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის მგრძნობელობის


ნერვული დაბოლოებები, ანუ კანის პერიფერიული ანალიზატორები-ტკივილის, შეხებისა და
თერმული.

კანი შედგება თხელი ანუ ეპითელური საფარველის ანუ ეპიდერმისისგან - epidermis და მის
ქვეშ მოქცეული საკუთრივ კანის ანუ დერმისაგან - corium s. derma ეპიდერმისის სისქე
სხეულის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია, იგი ძალიან თხელია(0.02,0.05მმ) პირსახის,
კისრის მხრის წინამხრის ბარძაყის კანჭის მიდამოებში, ხოლო ხელისგულზე და ტერფის
პლანტარულ ზედაპირზე იგი საკმაოდ სქელია (0.5-2.4 მმ).

ეპიდერმისი ექტოდერმული წარმოშობისაა და შედგება მრავალშრიანი, ბრტყელი


გარქოვანებული ეპითელიუმისაგან.

საკუთრივ კანი-დერმა მეზოდერმისაგან წარმოიქმნება და შეიცავს კოლაგენურ, ელასტიკურ


რეტიკულურ ბოჭკოებს და გლუვკუნთოვან ბოჭკოებს, დერმაში გაფანტულია თმის
ბოლქვები - bulbus pili, ასევე ოფლის - gl. Sudoriferae, ცვილისა - gl. Ceruminosae და ქონის - gl.
Sebaceae ჯირკვლები.

სხეულის ცალკეულ უბანზე უხვადაა დაგროვილი პიგმენტური უჯრედები (ძუძუს


დვრილი,სათესლე პარკი, შორისის კანი) ისინი ასევე ცალკეულუ გროვების სახითაც არიან
სხვადასხვა არეებში, ეს ხალებია - maculae.

დერმა მდიდარია სისხლძარღვებითა და ლიმფური ძარღვების კაპილარული ქსელით. კანის


ელასტიკურობის გამო(ელატიკური ბოჭკოების ხარჯზე) დერმის დაზიანებისას კანის
ჭრილობა იხსნება(იჭიმება), რაც ნაკლებადაა გამოხატული, თუ ჭრილობა კანის ღარებს - sulci
cutis დამეთხვა, ეს ღარები მოქცეულია მეზობელ შემაღლებულ კანის ქედებს - cristae cutis
შორის. ეს ქედები წარმოიქმნება დერმის თითისებრი წანაზარდების ანუ დვრილების - papillae
ეპიდერმისსში შეჭრის ხარჯზე. ქედები განსაკუთრებულად კარგადაა გამოხატული
ხელისგულისა და ტერფის ძირის კანზე. (თითებზე- ანაბეჭდი)

თმები - pilli

არ იზრდება ხელისგულის, ტერფის ძირის, ტუჩების გარდამავალი ნაწილის, ასოს თავის,


ჩუჩის შიგა ზედაპირის, მცირე ბაგეების კანზე.

არჩევენ: თავის თმას - capilli, ღინღლს - ianugo, წარბებს - supercilia, წამწამებს - cilia, წვერ-
ულვაშს - barba, ყურის თმას - tragi, ნესტოების თმას - vibrissae, იღლიის თმას - hirci, ბოქვენის
თმას - pubes.

თმის ძირითადი ნაწილია მისი ღერო - scapus pili, რომელიც კანის სისქეში იწყება და კანის
გარეთ გამოდის, მისი დანარჩენი ნაწილები, რომლებიცაა: თმის ბოლქვი - bulbi pili, თმის
პარკი - folliculi pili, და თმის ფესვი - radix pili და ასევე მასთან დაკავშირებული თმის
გამმართველი კუნთები - m. Erector espilorum არიან განლაგებულნი დერმასა და კანქვეშა
ქსოვილში.

დერმის კუნთოვანი ბოჭკოები ქონის ჯირკვლების არხთანაა დაკავშირებული და კუნთის


შეკუმშვისას გამოყოფს ქონს.

თმის ფერი მის არხში პიგმენტის არსებობაზეა დამოკიდებული, ხანში შესვლისას თმის არხშ
პიგმენტის ადგილს ჰაერის ბუშტუკები იკავებს და ამიტომ თმა თეთრდება.

ფრჩხილები - unguis

არის ეპიდერმისის გარქოვანებული ფირფიტა, რომელიც ფარავს თითების დისტალური


ფალანგების სირბილის თითქმის ნახევარს დორსალური მხრიდან.
ფრჩხილი მდებარეობს შემარეთებელქსოვილოვან ბუდეში ფრჩხილის საწოლში - matrix
unguis, ეს საწოლი მისი ზრდის საფუძველს წარმოადგენს.

თვით ფრჩხილზე გამოყოფენ:

დისტალურ ბოლოს ანუ თავისუფალ კიდეს - margo liber

სხეულს - corpus unguis

პროქსიმალურ კიდეს ანუ ფრჩხილის ფესვს - radix unguis

ფრჩხილის სხეული და ფესვი შემოფარგლულია კანის შემაღლებული კიდით, ფრჩხილის


მორგვით - vallum unguis.

You might also like