You are on page 1of 6

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

დიმპლომირებული სტომატოლოგის ფაკულტეტის

I კურსის სტუდენტის ქეთი სიყმაშვილის

რეფერატი

თემაზე: ვან გოგის სინდრომი

სემინარის ხელმძღვანელი:მზია
შენგელია

2022 წელი
რეფერატის მიზანია შეაჯეროს არსებული თვალსაზრისები ვან გოგის სინდრომის
საკითხის ირგვლივ.შევეცდები გაგაცნოთ ყველა მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით და სიღრმისეულად გავაანალიზო თითოეული მათგანი.არსებულ
სხვადასხვა თვალსაზრისს კი ქვემოთ წარმოგიდგენთ.

ვან გოგის სინდრომი ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს ადამიანი


მიმართავს თვითდაზიანებას , სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან
კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი
ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული
მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია,
ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია.

ისმის კითხვა ,თუ ვინ არის ვან გოგი და რატომ შეარქვეს ამ ფსიქიკურ აშლილობას
სწორედ,რომ ვან გოგის სინდრომი.

 პოსტიმპრესიონისტთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა


მხატვარმა ვან გოგმა საკუთარი, მძაფრად გამომსახველი სტილი შექმნა. სანამ
1880 წელს მხატვრობას გადაწყვეტდა, ვან გოგი, რომელიც პროტესტანტი
მღვდლის უფროსი შვილი იყო, მასწავლებლად ხელოვნების დილერად და
მისიონერად მუშაობდა. ბრუსელში, ჰააგასა და ანტვერპენში ხანმოკლე სწავლის
შემდეგ, ვან გოგი პარიზში გადადის, სადაც იგი პარიზულ ავანგარდს ეცნობა.
სიორას პუანტილისტური მანერა, იმპასტოს (სქელ ფენად დადებული საღებავი)
მრავალმიმართულებიანი კაშკაშა ფერების მონასმები, ვან გოგმა თავისი
სურათების უმძაფრესი ემოციურობისა და ზედაპირის ხელშესახები
ფაქტურულობის წყაროდ აქცია.

სინდრომი პირველად აღწერა ფსიქიატრმა აბრამმა 1966 წ. და მისი ეპონიმია


ჰოლანდიელი ფერმწერი, ვინსენტ ვან გოგი (30 მარტი, 1853 - 29 ივლისი, 1890),
რომელმაც ფსიქიკური აშლილობის დროს (23 დეკემბერი, 1888 წ.) თვითდაზიანება
მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.

ვან გოგის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და უცნაური დაავადებაა


მენტალურ დაავადებათა შორის. ადამიანს სურდეს საკუთარი თავისთვის ზიანის
მიყენება,განადგურება და ტკივილის განცდა,მართლაც რომ შეუთავსებელია სხვა
ბუნებრივ მოთხოვნილებებლთან.

ჩემი პირადი აზრით,მსგავსი ტაქტიქით ,,პაციენტები’’ ცდილობენ,რომ დეპრესიულ


ფონზე რაღაც მაინც იგრძნონ. რატომ მაინც და მაინც ტკივილი და არა კარგი
გრძნობები.ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი,რომ დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე
რთულად კურნებადი დაავადებაა,რომელსაც თან მოჰყვება კიდევ მრავალი სხვა
მენტალური დაავადება,როგორიცაა: შფოთვა,სტრესი და ბიპოლარული აშლილობა.ამ
დროს დოპამინი ანუ ბედნიერების ჰორმონი წყვეტს გამოყოფას,რომლის დროსაც
პიროვნება ძაან რთულად განიცდის რაიმე კარგს.სწორედ ამიტომ ვან გოგის სინდრომის
დროს პაციენტებს ურჩევნიათ ყველაზე მარტივ გზას მიმართონ ,იმისთვის რომ რამე
იგრძნონ,ეს მარტივი გზა კი- ზიანის მიყენებაა საკუთარი თავისთვის.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი,რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი აზრი გახლდათ.თუმცა


არსებობს მრავალი სხვა მოსაზრება თუ რითი არის ვან გოგის სინდრომი
განპირობებული და რა მიზეზები დგას ამ დაავადების უკან.

პირველი მიზეზი

გადმოცემის თანახმად, ვან გოგი ემოციურად და ფინანსურად დამოკიდებული იყო


თავის ძმაზე და შობას ყოველთვის მასთან ერთად ატარებდა. იმ წელს კი თეო დაინიშნა
და შობის გატარებას ახალ ოჯახთან ერთად გეგმავდა. ამ ვარაუდის მიხედვით, ვან გოგის
მიერ ყურის მოჭრა მისი გაუცნობიერებელი ქცევა იყო ძმის ყურადღების მისაპყრობად
და მისი მზრუნველობის მოსაპოვლებლად.

ასევე ბიოგრაფმა ბეილიმ მტკიცებულება მოიპოვა, რომლის თანახმად, ვან გოგმა ყური
მას შემდეგ მოიჭრა, რაც ღვიძლი ძმის, თეოს ნიშნობის შესახებ შეიტყო. “ვინსენტს თეოს
დაკარგვის ეშინოდა. იგი შიშობდა, რომ ძმა ფინანსურ მხარდაჭერას აღარ გაუწევდა, რაც
რძლის უეცარ გამოჩენასთან იყო დაკავშირებული”, – განაცხადა ბეილიმ.

მეორე მიზეზი

მეორე ახსნა უკავშირდება პოლ გოგენთნ თანაცხოვრებას. ფსიქოანალიტიკური


მიდგომის მიხედვით, შესაძლოა ვან გოგს ჰომოსექსუალური იმპულსები გასჩენოდა
პოლ გოგენის მიმართ. ვან გოგმა ყურის დაზიანებით სექსუალური იმპულსების
ჩამოშორება სცადა.

მესამე მიზეზი

შემდეგი ინტერპეტაცია უკავშირდება ტრადიციას, რომელიც ვან გოგმა ტორეადორების


ყურებისას იხილა და მეტად აღფრთოვანდა. ტრადიცია შემდეგში მდგომარეობდა:
გამარჯვებულ მატადორებს საჩუქრად გადაეცემოდათ ხარის ყური, რასაც ხალხს
წარუდგენდგნენ და შემდეგ თავიანთ რჩეულ ქალბატონებს გადასცემდნენ. ამ ახსნის
თანახმად, შესაძლოა ვან გოგიც ამ იდეით იყო შთაგონებული და ამიტომაც გაუგზავნა
შემგომში ყური საყვარელ ქალბატონს.

მეოთხე მიზეზი

ვან გოგის ამ ქმედებას ასევე უკავშირებენ „მფატრავი ჯეკის“ (Jack the Ripper) შესახებ
გავრცელებული ისტორიების გავლენას. იმ პერიოდში აქტიურად იწერებოდა სტატიები
სერიულ მკვლელზე, სახელად „მფატრავი ჯეკი“, რომელიც მეძავებს სადისტურად
კლავდა და შემდეგ ყურს აჭრიდა. ვან გოგმა კი სადისტური საქციელის ნაცვლად,
მაზოხისტური საქციელი ჩაიდინა - საკუთარი ყური მოიჭრა და მეძავს გაუგზავნა .
მეხუთე მიზეზი

შემდეგი ინტერპრეტაცია ყურადღებას ამახვილებს მისი ძმის, სახელად ასევე ვინსენტის


სიკვდიზე, რომელიც მხატვრის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ამიტომ
დედა ჯერ კიდევ გარდაცვლილ ბავშვს გლოვობდა, მას აღმერთებდა და მხატვარი
ვინსენტის მიმართ დიდ ყურადღებასა და სიყვარულს არ ამჟღავნებდა. ბავშვები კი
განსაკუთრებით საჭიროებენ უპირობო დადებით განწყობას მშობლების მხრიდან.

ჰუმანისტური თეორიების მიხედვით ბავშვს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის


უყვართ, ეყვარებათ და მოეწონებათ. ამას გარდა უპირობო დადებითი განწყობა არა
მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია და მთელი
ცხოვრების მანძილზე დიდ როლს თამაშობს პიროვნების კეთილდღეობაში. ეს
ყველაფერი კი ვან გოგს დედის მხრიდან ნამდვილად აკლდა გარდაცვლილი ძმის გამო.
ფიქრობენ, რომ შესაძლოა ყურის მოჭრით მხატვარმა სიკვდილი გაითამაშა, რათა
დამსგვასებოდა იმ გარდაცვლილ ძმას, რომელსაც დედა აღმერთებდა.

მეექვსე მიზეზი

ვან გოგი იმ პერიოდში ხატავდა „Woman rocking a cradle“-ს, რომელზეც გამოსახული


იყო ქალბატონი - მადამ რულინი. ვან გოგზე რულინების ოხაჯმა დიდი გავლენა
მოახდინა, რადგან ისინი ღიად გამოხატავდნენ სითბოსა და სიყვარულს შვილების
მიმართ. თვითდაზიანებით კი ვან გოგმა ყურადღების მიქცევა სცადა, რათა მასაც
ეგრძნო სითბო და სიყვარული ამ ოჯახისგან. ცნობილია, რომ ამ ფაქტის შემდეგ ოჯახის
ერთ-ერთი წევრი მართლც მივიდა მხატვართან და მოინახულა.

მეშვიდე მიზეზი

ბოლო ახსნა კი შემდეგში მდგომარეობს: ვან გოგს ხშირად აწუხებდა ფსიქიკური


შეტევები, რომლის დროსაც ჰალუცინაციები ჰქონდა. მხატვარს საზარელი და
შემაწუხებელი ხმები ესმოდა, რასაც ის ყურის ნერვების დაზიანებას აბრალებდა. ამ
იტერპრეტაციის მიხედვით სწორედ ერთ-ერთი შეტევის დროს მოიჭრა ვან გოგმა ყური,
რათა ეს შემაწუხებელი ხმები ჩაეხშო.

ვან გოგის ყურის მოჭრის ამ მიზეზების გარდა ასევე უნდა აღინიშნოს ისტორიის მეორე
მხარეც. მაგალითად, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში
წერია, რომ ვინსენტს ყური კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა
და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგმა, რომელსაც არ სურდა მეგობრობის
გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა.

თუმცა ბიოლოგიური ფაქტორები, ვან გოგის ფსიქიკური დიაგნოზი და მისი წერილები


უფრო მეტად აძლევენ ფსიქობიოგრაფებს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მხატვარმა
მართლაც თავად მოიჭრა ყური.
დასკვნა

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა ,რომ განხილულია განსხვავებული ინტერპრეტაციები


ვან გოგის შემთხვევასთან დაკავშირებით. თუმცა მაინც რთულია იმის თქმა, თუ რომელი
შეესაბამება სრულ სიმართლეს. როგორც წესი შემთხვევის შემსწავლელები ახსნისთვის,
თავდაპირველად, ფსიქოდინამიკურ მიდგომებს იყენებენ, რათა ერთის მხრივ გაუგებარი
მოვლენები უფრო მარტივად ახსნან არაცნობიერის ცნების გამოყენებით. ვან გოგის
შემთხვევასთან დაკავშირებითაც სწორედ ასეა. მოცემული ვარაუდებიდან უმეტესობაში,
ვან გოგის თვითდაზიანება განხილულია, როგორც არაცნობიერი მიზეზებით
განხორციელებული ქმედება და არა რაციონალური გადაწყვეტილება.

როდესაც საქმე ფსიქობიოგრაფიასა და ადამიანის ცხოვრების კონკრეტული მოვლენის


აღწერასა და ახსნას ეხება, საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. ვან გოგის
ყურის შემთხვევაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ერთი მოცემული
ინტერპრეტაციით შემთხვევის განხილვა არ არის ამომწურავი და საჭიროა
გავითვალისწინოთ სხვადასხვა მიდგომები, ფაქტები და მოვლენენები, რაც შემთხვევის
სრულად გაგების საშუალებას მოგვცემს.
წყარო: https://intermedia.ge.

სახელმძღვანელო:Handbook of psychobiography. Oxford University Press


ბიოგრაფია: https://www.wikiwand.com

You might also like