You are on page 1of 2

ყვავილის აგებულება

აყვავებულ მცენარეებს გაზაფხულის მზიან დღეს ნაირ-ნაირი მწერები ეხვევა გარს.


რა იზიდავს მწერებს ყვავილში? - ყვავილის სურნელი და ნათელი ფერები.
ყვავილები ერთმანეთისგან ფერით, ფორმით, სუნით განსხვავდება.

ნებისმიერი ყვავილოვანი მცენარე თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყვავილობს.


ყვავილებისგან ვითარდება ნაყოფი, რომელიც თესლს შეიცავს. თესლით კი მცენარე
მრავლდება. ყვავილი ყვავილოვანი მცენარეების გამრავლების ორგანოა.

რისგან შედგება ყვავილი?

ყვავილის შუა გულში ბუტკოა. ბუტკოს


ირგვლივ კი მტვრიანები. ბუტკო და
მტვრიანები ყვავილის მთავარი ნაწილებია.
ბუტკოსა და მტვრიანებს გარედან ფარავს
ყვავილსაფარი. ყვავილსაფარი შედგება
გვირგვინის ფურცლებისგან და ჯამის
ფოთლებისგან. ისინი დაზიანებისგან იცავენ
ყვავილის შიგნითა ნაწილებს. სწორედ ამიტომ
უწოდებენ მათ ყვავილსაფარს.

არსებობს ისეთი ყვავილები, რომლებშიც მხოლოდ მტვრიანებია და ისეთების,


რომლებშიც მხოლოდ ბუტკოა.
სავარჯიშოები

გადაიწერე წინადადბები რვეულში და დაასრულე

ყვავილის ფერადი ნაწილი ________________ ________________ შედგება.

გვირგვინის ფურცელი და ___________ ______________ დაზიანებისგან იცავს


ყვავილის ძირითად ნაწილებს.

ყვავილის ძირითადი ნაწილებია __________ და _____________.

დავალება: მოიძიე ინფორმაცია ალუბლისა და ფურისულას ყვავილებზე და შეადარე


ერთმანეთს მათი აგებულება. დაწერე მოცემული ორი მცენარის ყვავილების საერთო
და განმასხვავებელი ნიშნები.

ალუბლის ყვავილი ფურისულას ყვავილი

You might also like