You are on page 1of 8

ვაჟა ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური”

1. მოისმინეთ https://www.youtube.com/watch?v=VELcuM0qy3M 8:55-9:04 და


ჩაინიშნეთ:
სად ხდება მოქმედება?
--------------------------------------------------------------------------------------------------
2. მოისმინეთ https://www.youtube.com/watch?v=VELcuM0qy3M 9:04-9:20 და
ჩაიწერეთ:
ვინ არის მთავარი გმირი?
--------------------------------------------------------------------------------------------------
როგორაა ის დახასიათებული?
--------------------------------------------------------------------------------------------------
3. განაგრძეთ მოსმენა 13:40-მდე და უპასუხეთ კითხვებს:
რა ჰქვია ქისტს, რომელიც ალუდამ მოკლა?
--------------------------------------------------------------------------------------------------

რა გააკეთა ალუდამ ეპიზოდის დასასრულს?


--------------------------------------------------------------------------------------------------
4. როგორ გესმით გამოთქმა „რჯულძაღლო“? როგორ გესმით გამოთქმა „ღმერთმა
გაცხონოს“ რა სიტუაციაში გამოიყენება?
--------------------------------------------------------------------------------------------------

5. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტექსტები. პროზაულ ტექსტში იპოვეთ ადგილი,


რომელსაც შეესაბამება პოემიდან ნაწვეტი.
6. შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გააკეთოს თავისი ნაწილის პრეზენტაცია.
7. დანომრეთ ეპიზოდები თანმიმდევრობით.
ეპიზოდი N
ღამეა. ყველამ ივახშმა და დასაძინებლად ემზადებიან. ალუდა არაფერსა ჭამს. დედას
ეუბნება, წუხელ ცუდი სიზმრები ვნახე, თითქოს სადღაც ვიყავი, მიცვალებული იყო,
ხევსურები მოწყენილები ისხდნენ და ზოგნი კი სალაშქროდ ემზადებოდნენ. მეც იქ
ვიყავი, სალაშქროდ მეც ვემზადებოდი. უცებ ვიღაც მოვიდა და ხელი მომკიდა, რომ
შევხედე, მუცალი ვიცანი. გულზე ჩემი ტყვიის კვალი ემჩნეოდა.
მაინც გაუტეხელი კლდესავით იდგა და მეხვეწებოდა: სიკვდილი მინდა და არ ვკვდები,
მომკალიო. თქვენ იხარეთ ამ წუთისოფელში, ხევსურებმა, იომეთ, ხმლები იქნიეთ, მე კი
იმქვენად წავალო.
მერე ვიღაცამ ჯამით წვნიანი დამიდგა. ჩავხედე და კაცის ხორცი იყო. ზიზღით ვჭამდი
და კიდევ და კიდევ მიმატებდნენ.
„შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა,
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.“

ეპიზოდი N
გათენდა. ალუდა სოფელში დაბრუნდა და თანასოფლელებს უამბო: ორნი იყვნენ,
თოფით მოვკალი ერთი. მეორეს, „იმ ცხონებულსა მუცალსა“, რკინა ჰქონია გულის
ნაცვლად. სამ-სამი ტყვია ვესროლეთ ერთმანეთს. მესამე ტყვიამ გული გაუგმირა.
ნატვიარზე ბალახს იფენდა, კვდებოდა და მაინც არ ტდებოდა, მაინც რჯულს
მიგინებდა.
ჩვენ გვგონია, რომ მარტო ჩვენა ვართ ვაჟკაცები, უშიშრები. გვგონია, რომ მარტო ჩვენ
ვცხონდებით, ურჯულოები კი კუპრში დაიწვებიან. მაგრამ განა ეს მართალია? ვერ
გავიმეტე მუცალი, რომ მარჯვენა მომეჭრა. გულმა არ გამიშვა, მირჩია, მე მენდე და დაე,
სახელს დააკლდესო.
ხევსურებმა არ დაიჯეს ალუდას ნაამბობი, არ ენდნენ. მოკვდი, სიკვდილი გირჩევნია,
რაკი ასე უნამუსოდ იტყუები, მოკალი და მარჯვენა არ მოსჭერი? აბა რისთვის
მისდევდი უკანო? მიტრიალდნენ და თვ-თავიანთ სახლებში წავიდნენ. მარტო დატოვეს
ალუდა.

ამ ამბავს ალუდას მეგობარი, მინდიაც ესწრებოდა. გაბრაზდა, ალუდას ტუილს რომ


აბრლებდნენ და დაიქადნა, სიმართლეს ერთ დღში გამოვარკვევო.

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,


მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
“დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ეპიზოდი N
გათენდა. წითელ ცხენზე ამხედრებულმა მხედარმა მდინარე გადმოიარა. ეს მინდიაა,
ალუდას მეგობარი. ხევსურები მიეგებნენ, სალამი უთხრეს და ამბავი ჰკითხეს. მან კი
ყველას ახარა, რომ ალუდა არ იტყუებოდა, ქისტი მუცალი მკვდარი იყო და მისი
მოჭრილი მარჯვენა მოვიტანეო. ალუდას მისცა, წაიღე, ქავის კარზე მიაკარიო. მაგრამ
ალუდა გაბრაზდა. ვერ გიქნია კარგი საქმე, ხელის მოჭრა რომ მდომებოდა, განა მე ვერ
მოვჭრიდი? რად მინდა ეს ხელი, ხმლობას გამიწევს თუ ფარად გამომადგება? თიბვაში
ვერ დამეხმარება! წაიღე, კაი მის მარჯვენაა, გული მეწვება სიბრალულით, წაიღე, ნუღარ
მაჩვენებო! ტუილად წყრებიან ხევსურები. მტერს კიდევ მოვკლავ, მაგრამ მარჯვენას
აღარ მოვჭრი. არა მწამს მე ეგეთი სამართალი!

„- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,


გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა.
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.“
ეპიზოდი N
ხატობაა, ხალხი სალოცავში მიდის. უნდა შეევედრონ უფალს, უნდა უთხრან თავიანთი
გასაჭირი - ვის რა სტკივა, ვის რა აწუხებს და თან შესაწირი უნდა მიართვან. ალუდაც
ხატისკენ მიდის, შავი კურატი მიჰყავს. თავდახრილი დგას ხევისბერის წინ, რომელმაც
კურატი უნდა დაკლას. ხევისბერი ეკითხება ალუდას, ვისთვის კლავს ამ კურატს.
ალუდა პასუხობს, რომ ეს ამასწინათ მოკლული ქისტის შესაწირავია. მართალია
მოუნათლავია, მაგრამ მას ვწირავ, მისთვის მემეტება ისე, როგორც საკუთარი ძმისთვის
და კარგად დამიმწყალობნეო. ხევისბერი შემართულ ხელს ძირს უშვებს და
გაბრაზებული პასუხოსბ ალუდას: ურჯულოსთვის საკლავის დაკვლა სადაური წესია?
ჩვენს მამა-პაპას არ გაუკეთებია ეს და არც ჩვენთვის დაუბარებია ანდერძად. გონს მოდი,
ქრისტიანი ხარ! ამ საქციელით რჯულს ღალატობ! ეშმაკს ნუ მისდევ! როგორ დაგცდა
მასეთი რამე! სხვა რამდენი მოგიკლავს ლეკი და ქისტი, შენს ქავის კარზე რამდენი
ხელია, მაგრამ არავისთვის ციკანიც კი არ დაგიკლავს, არა თუ კურატი! მე როგორ
შევავედრო უფალს ურჯულო ქისტი! ძაღლების ჯიშისა! მაგას ჯობია მიწა გამისკდეს ან
ზღვამ დამნთქას! ალუდა კიდევ ერთხელ შეეხვეწა: - ძღვენს ნუ გამიმსუბუქებ! მაგრამ
ხევისბერი გაჯიუტდა: - ტუილად იღლი თავს, ალუდავ! ალუდა ძალიან გაბრაზდა,
მგლისფერი დაედო. ხმალზე გაიკრა ხელი, წამში ამოიღო ქარქაშიდან და მოზვერს
მოუქნია, თავი წააგდებინა. თან უფალს შეევერდა: „ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ
მოუნათლავ გმირსაო.“ ჯაგარაშლილი ხევისბერი შემობრუნდა და ხალხისკენ მიმართა:
სად გაგონალია რჯულის ასე აგდება? საკლავი თვითონ დაკლა ალუდამ და თან ქისტის
სულის საოხად. ხალხო! ყველანი, დიდებიც და პატარებიც! წადიც და ალუდას სახლ-
კარი ააწიოკეთ, არ დაინანოთ! მოვიკვეთოთ! გავაძევოთ! უცხო ქვენის ცას შეეფაროს!
შეუმტვრიეთ სახლის კარი! ცეცხლს მიეცით მისი საძოვრები! გამორეკეთ მისი
საქონელი! აუტირეთ ცოლ-შვილი! არ შეგებრალოთ! შერისხული იყოს!

„მამით არ მოდის ანდერძი,


პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;“
„დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.“

ეპიზოდი N
თოვს, ქარი ბობოქრობს, ხევებში ზვავები ჩამოდის, წყლები გაყინულია, გზები
შეკრულია თოვლისა და ყინვისგან. მთებში მგლების ყმუილი ისმის. ამ საშინელ
ამინდში ვიღაცეებს სიცოცხლე თუ მოსძულებია, გარეთ გამოსულან. ერთი წინ მიდის,
ხუთნი უკან მიჰყვებიან. ერთი ქალი ხევსურებს სწყევლის, კარგს ნურს ნახავთო და
ტირის, მოსთქვამს. ალუდას დედა უწყრება, ნელა იარე, თორემ ვეღარ მოგყვებით ვერც
მე, ვერც შენი ცოლი. ბავშვები ტირიან, ხელ-ფეხი დაგვეყინა ყველასო. მერე ისევ
ხევსურებს სწყევლის, ნეტავ აღარ დასჭირდებათ შენი დახმარებაო? სად მივდივართ?
სად? ჩვენებისგან გაწირულები სხვაგანაც დაწევლილები ვიქნებით! ვეღარ ვნახავთ
ჩვენს სახლ-კარს! ვაჰ, რა ძნელი ყოფილა საკუთარი მიწა-წლის მიტოვება! მუხლებში
ძალა აღარა მაქვს, გონება მეკარგება, თვალები მიბნელდება! ალუდა კი ქალებს
უბრაზდება: ნუ ყბედობთ, მომყევით, ვიაროთ! ღმერთმა ეს გვარგუნა ბედად! თემს ნუ
სწევლით, ღმერთს არ აწყენინოთ! თვითონ ალუდამ კი ერთხელ მიატრიალა თავი უკან,
გამოემშვიდობა თავის სახლ-კარს, საჯიხვეებს. და მგზავრებმა სამუდამოდ დატოვეს
თავიანთი მიწა-წალი. ირგვლივ მხოლოდ მთის წვერები მოჩანან და ქარის ხმა ისმის.
„ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
“მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”

დამატებითი დავალება

გაეცანით ზემოთ მოცემულ ეპიზოდებს და ქვემოთ მოცემულ დამატებით მასალას


„ალუდა ქეთელაურის“ შესახებ და შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს.
https://www.mixcloud.com/Mtisambebi/vaja/ 25:12-26:55
https://www.youtube.com/watch?v=sT3Fz0o1i1I 56:42-57:25

1. როგორ იცვლება ალუდას სულიერი განწყობა მუცალის სიკვდილის შემდეგ?


2. როგორ აუხსნა ალუდამ თანასოფლელებს, რატომ არ მოაჭრა მუცალს მარჯვენა?
3. რამ გამოიწვია ალუდას საბოლოო დაპირისპირება თემთან?
4. როგორ ფიქრობთ, გააზრებული ჰქონდა თუ არა ალუდას თავისი ნაბიჯი,
როდესაც ხატობაზე მივიდა, ფიქრობდა თუ არა, რომ საბოლოოდ
დაუპირისპირდებოდა თემს?
5. ალუდა ჩუმად, პროტესტის გარეშე ხვდება თემის გადაწყვეტილებას და მიდის.
როგორ შეიძლება ავხსნათ ეს?
6. რა შედეგი მოიტანა ალუდას თემთან დაპირისპირებამ? შენი აზრით, რის გამო
აღუდგა საყოველთაო ადათ-წესებს ალუდა ქეთელაური? ჰქონდა იმედი, რომ
თემი ადათ-წესებს შეცვლიდა?
7. რა არის დაუჯერებელი თემის წევრებისათვის და რაზე მიუთითებს ეს?
8. როგორია ხევსურთა თემი:

ა. ადათ-წესების სამართლიანი დამცველი;


ბ. სასტიკი და ულმობელი;

გ. სასტიკი წესების ბრმა მიმდევარი.


9. მიაქციეთ ყურადღება, როდის იწყება ალუდას შინაგანი კონფლიქტი?
10. „სამართალი ვქმნათ“, – ასე მიმართავს ხევისბერი თემის წევრებს და ალუდას
მოკვეთას ბრძანებს. დაფიქრდით და იმსჯელეთ თემის სამართალზე. იფიქრე,
მოულოდნელია თუ არა ამგვარი ფინალი? შესაძლებელი იქნებოდა თუ არა
სხვაგვარი დასასრული?

11. რით ხსნის აკაკი ბაქარაძე თემის გადაწვეტილებას?

You might also like