You are on page 1of 1

ალუდა ქეთელაურის ფერიცვალება

“ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი,საფიხვნოს თავში


დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი;” სწორედ ამ სიტყვებით გვექმნება
ალუდა ქეთელაურზე პირველადი შთაბეჭდილება, როგორ სცემენ მას
პატივს და აფასებენ მეომრული ღირსების გამო. ალუდა ძლიერი და
დაუნდობელი მებრძოლია, რომელიც ქისტებს ემტერება. ავტორი
ამბობს, რომ მას არაერთხელ მოუჭრია მოკლული მტრისთვის
მარჯვენა, რაც მის სისასტიკესა და ძალაზე მიგვანიშნებს. სისასტიკე
მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ალუდას სიმამაცე მუცალთან
დაპირისპირებისას იკვეთება. მუცალთან შეხვედრის შემდეგ ავტორი
ალუდას, სულ სხვანაირ სახეს გვანახებს. მან მუცალი მოკლა, მაგრამ
მარჯვენა არ მოაჭრა, რადგან ალუდამ თავისნაირი ვაჟკაცი ნახა,
მუცალში დაინახა ვაჟკაცი, დაინახა იმავე სისასტიკე, სიმამაცე და
სიკეთე, ალუდა შეშინდა, რომ თუ იგი მას მარჯვენას მოაჭრიდა,
სამოთხეში მუცალს თვალს ვერ გაუსწორებდა, შერცხვებოდა რადგან
მან ვაჯკაცს მოჰკვეთა მარჯვენა. სწორედ მუცალთან შეხვედრამ
დაანახა ალუდას, თუ როგორი საზარელია სიკვდილი და
ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა.
ალუდას ფერიცვალება მის სიზმარში მკვეთრად ჩანს. მუცალი
სიზმარში ჩნდება ჭრილობაში ჩაფენილი ბალახით, რაც კიდევ
ერთხელ აგრძნობინებს ალუდას, რომ იგი მუცალისთვის სასიკვდილო
ტანჯვის მიმყენებელია. მუცალი მას ხელში ხანჯალს უდებს და მისგან
სიკვდილს ითხოვს. ალუდა მუცალს ადიდებს, პატივს სცემს და კიდევ
უფრო ამაზრზენი ხდება მისთვის სიკვდილი.
ალუდას სიზმარი გვაჩვენებს რომ, მან სიცოცხლეშივე, თავის თავში,
ტანჯვით დარწმუნდა ,,არა კაც ჰკლა”, იგი ამ ცოდვისგან ტანჯვით
განიწმინდა, და თავისი ძველი ჩვევები და ცხოვრების რუტინული
ყოფა მოიტოვა უკან. იგი ცდილობს დაამკვიდროს ესეთი ცხოვრების
წესი ,,არა კაც ჰკლა”, იგი ცდილობდა დაემკვიდრებინა, რომ
მნიშვნელობა არ აქვს „ურჯულო“ ხარ თუ „რჯულიანი“, ადამიანობა
არის მთავარი. ბოლოს ავტორი მოგვიწოდებს ,,გიყვარდეთ მტერნი
თქვენნი”.

You might also like