You are on page 1of 2

„ადამიანის ცხოვრების არსი ჭეშმარიტი ღირებულებებისთვის ბრძოლაა “

ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობებისათვის ბრძოლას მუდამ აქვს აზრი და ,


მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, წავაგოთ ეს ბრძოლა შედეგი ყოველთვის ექნება .

ამ პრობლემას ეხება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“. პოეტი პირველ


სტრიქონში აღწერს თუ, როგორ მიარბენინებს მას თავისი მერანი , ხოლო შავი ყორანი
უკან მისდევს. ვფიქრობ, ამ ორი სტრიქონით ის ღირებულებებისთვის ბრძოლის პროცესს
გვისახავს. შავი ყორანი მარცხის, არ გამართლების, ცუდი ბედისწერის ნიშანია , აქედან
გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოეტმა იცის თავისი ღირებულებებისა და
პრინციპებისთვის ბრძოლა, დიდი ალბათობით, მარცხით დამთავრდება, თუმცა ის მაინც
არ ნებდება:

„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი“

„უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!“

„გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი“

ის აგრძელებს მერანის ჭენებას და მზადაა, რომ ყველაფერი დათმოს , მოშორდეს


მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახს და სატრფოს: „რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე
სწორთა და მეგობართა“. მას არაფერი აშინებს , რადგან იცის, რომ ამ თავგანწირვასა და
თავდადებას შედეგი ექნება: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის-
კვეთება“. ჩემი აზრით, მისთვის ღირს პრინციპებისა და ფასეულობების გამო ბრძოლა,
მიუხედავად მარცხისა, რადგან პოეტმა იცის, რომ კვალს დატოვებს და სხვას
გაუადვილებს იგივე გზის გავლას: „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო , მაინც
დარჩება“. შესაძლოა, თავად ვერ მიაღწიოს საწადელს, თუმცა იცის, რომ მცდელობა და
ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის, არ დაივიწყებენ მას, სხვებისთვის იგივე
ღირებულებებისთვის ბრძოლა უფრო მარტივი იქნება, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს ,
ამიტომ მზადაა საკუთარი თავი გაწიროს.

ჩემი აზრით, ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მუდამ იწერება


მოთხრობები, ლექსები თუ პოემები ამის შესახებ. ვაჟა ფშაველას პოემა „ალუდა
ქეთელაურიც“ სწორედ ამას ეხება. ალუდა მზადაა საკუთარი თავი გაწიროს და დიდხნიან
ტრადიციებს შეეწინაღმდეგოს, რათა თემის ცხოვრება გააუმჯობესოს, ხალხი მიახვედროს ,
რომ მათ არასწორი ღირებულებები აქვთ, მიყვებიან არაჰუმანურ ტრადიციებს . ნამდვილ
ცხოვრებაშიც გვაქვს მსგავსი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი . დღეს არ
გვეცოდინებოდა, რომ დედამიწა მრგვალია პირველად ეს ჯორდანო ბრუნოს , რომ არ
აღმოეჩინა. ბრუნო ამის გამო სიკვდილით დასაჯეს და დაწვეს, თუმცა მისმა აღმოჩენამ
მსოფლიო შეცვალა. მან იცოდა, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლებოდა და მის
აღმოჩენას პოზიტიურად არ შეხვდებოდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ბოლომდე
ებრძოლა თავისი აზრის დასამტკიცებლად. ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგიც “ ამის
მაგალითია. იგი თავს წირავს, რადგან იცის, რომ თემი წელში უნდა გაიმართოს ,
განვითარდეს. 21-ე საუკუნეში ვისწავლეთ, რომ მიმღებლები და შემწყნარებლები ვიყოთ ,
ამიტომ, ვფიქრობ, დღესდღეობით უფრო ადვილია ღირებულებებისათვის ბრძოლა ,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის წარმატებას აღწევს. საქართველოს
ერთ-ერთ სკოლაში ბიჭმა რუსეთის დროშა ჩამოხია, რადგან მას საქართველოს 20
პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული, ხოლო შედეგად ის სკოლიდან გამოაგდეს .
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბიჭი დამარცხდა თავისი ღირებულებებისათვის ბრძოლაში ,
მაგრამ მან აზრი დააფიქსირა და შეეწინააღმდეგა იმას, რაც თავისი აზრით არასწორი
იყო.

მაშასადამე, ყოველთვის ღირს ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და


ფასეულობებისათვის ბრძოლა.

You might also like