You are on page 1of 4

ანტონიო და დავითი ჯემალ

ქარჩხაძე
პერსონაჟები: ანტონიო, ბართოლომეო დ’ანიტი, მამა
სებასტიანე,დავითი,ეფრემი(მღვდელი), ბებე, ძმა თედეოზი,

ორი სიმართლე

მამა სებასტიანესა და ანტონიოს შორის დაპირისპირება მეტად მწვავე და


საფუძვლიანია,თუმცა ორივეს თავისი სიმართლე გააჩნია,ამიტომ თავისებურად ორივე
მართალია.

ანტონიო,მიუხედავად იმისა რომ სხვანაირი შეხედუებები აქვს,არ ცდილობს სხვას


მოახვიოს თავისი მრწამსი,პირიქით, კამათისას ყოვლთვის თავის ნააზრევს ამოწმებს. ის
მუდამ უკეთესის ძიებაშია,თვითშემეცნებშია,საკუთარ თავში უკეთ გამორკვევას
ესწრაფვის.

მამა სებასტიანესთვისაც თავისი მრწამსი წმინდაა. ის კეთილშობილი და პატიოსანი


კაცია,რომელიც ზრუნავს ყველაზე,ისევე როგორც „კრუხი წიწილებზე“.

ანტონიოსა და მამა სებასტიანეს შორის განსხვავება ისაა,რომ მამა სებასტიანეს


არასდროს თავისი მრწამსი სამჯავროზე არ გამოჰქონდა და საკამათოდ არ ხდიდა . ეს
არც ჭირდებოდა,რადგან მის რწმენას „ძალაუფლება უმაგრებდა ზურგს“,ეს
უკანასკენლელი კი, ისეთი რამაა,“რწმენას შეუვალ და საყოველთაო მნიშვნელობას
ანიჭებს“.

რეალურ ცხოვრებაშიც,ყოველთვის არსებობს ორი სიმართლე,რადგან რამდენი


ადამიანიცაა იმდენგვარი განსხვავებული აზრი და შეხედულება არსებობს და აქედან
გამომდინარე, ყველა საკუთრ თავთან მართალია. აქვე ისიც გასათვალისწინებელია ,რომ
შესაძლოა ჩვენი ნააზრევი არ იყოს სწორი და მართებული და ამიტომ, ყოველთვის უნდა
ვეცადოთ მყარად და არგუმენტირებულად ჩვენი შეხედულების ჩაოყალიბება-გამყარებას
და უბრალოდ,სიჯიუტის გამო არ უნდა ამოვიჩემოთ რაიმე.

წამიერი დაუძლურება და სიცოცხლის წყურვილი


ანტონიო გამორჩეული და იდუმალი პერსონაჟია, რომელიც თავი ზნე-ჩვეულებებით,
იდეებით, შეხედულებებით, სიმართლით და მრწამსით ცხოვრობს. სწორედ მისი
ამოუხსნელობა, ღრმა ცოდნა და ასეთი მძაფრი ინდივიდუალიზმი განაპირობებს ამ
პერსონაჟის მიმართ ასეთ ინტერესს, ცნობისმოყვარეობას და სიმპათიას.

ბართოლომეო გაცნობისთანავე მოიხიბლა მისით. ვაჭარი აღფრთოვანებული იყო მისი


ცოდნით, რომელსაც საზრდოდ ხმარობდა," მისთვის ცოდნა პური იყო რომელიც მის
არსებაში იხსნებოდა და სიცოცხლის ნიშნად იქცეოდა".

ანტონიოსთვის "ტანჯვაა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შენს აზრს თავისუფლად არ


გათქმევინებენ." ის ერეტიკოსად მიიჩნეოდა, იმის გამო რომ დოგმებს არ
ემორჩილებოდა და მხოლოდ იმას აღიარებდა რაც სწამდა.

ერთხელაც,ანტონიო ბართოლომეოს უყვება იმის შესახებ,თუ რატომ იტანჯება და რა


გამხდარა მამა სებასტიანესა და მას შორის უთნხმოების მიზეზი .

ანტონია და მისი თანამოაზრე მოძმეები შეიპყრეს და ინკვიზიცია მიუსაჯეს. ანტონიო


ამბობს რომ,მიუხედავად იმისა თავიდანვე გრძნობდა და იცოდა ამ განაჩენის შესახებ
მაინც შიშმა გაუელვა,წამიერად დაძაბუნდა როცა სასამართლომ კოცონზე დაწვა
გამოუტანა განაჩენად.

ეს ემოცია, რაც მასში განაჩენმა გამოიტანა სინდისზე დააწვა.

ამ ამბავში ყველაზე მთავარი და ჩემი მსჯელობის საგანიც,სწორედ რომ შემდეგ


განვითრებული მოვლენაა.

ანტონიოს ნათესავებმა და ახლობლბმა ის დაიხსნეს ამ სასჯელისგან და როცა ეს


შეატყობინა კარისკაცმა, მან ეს მოძმეებს გაანდო.

აქ კი მიხვდა მის სისუსტეს და ყვება კიდეც,თუ როგორ შეიპყრო სიცოცხლის წყურვილმა .


აბა,რომ არა წადილი,იმისა რომ ეცოცხლა ის მოძმეებს არ გაუმხელდა ამ ამბავს. მან
კარგად იცოდა,რომ ისინი მას დაარწმუნებდნენ უარი არ ეთქვა წყალობაზე და
გათავისუფლებულიყო.

ამ საქციელს იმდენად ნანობს,რომ სასოწარკვეთილია,ცოცხალ გვამადაა ქცეული და


ექსპედიციას ამიტომაც შემოუერთდა,რომ თავის სამშობლოში აღრ დაედგომებოდა .

ადამიანი საოცარი არსებაა. ეჭვი არ მეპარება ანტონიოს ურყევ რწმენაში ,მაგრამ


ყოველთვის,საიდანღაც ჩნდება წამიერი სისუსტე და სიცოცხლის წყურვილს გიჩენს .
გიმძაფრდება გადარჩენის წყურვილი,გეშინია სიკვდილის და ლამობ გაქცევას ,ამ
წუთისოფელში კიდევ დიდხანს დარჩენა გწადია.

ეს წამიერი სისუსტეა,რომელიც სინდისს ქენჯნიდა და მოსვენებას უკარგავდა


ანტონიოს,თუმცა ეს რომ წამიერი სისუტე იყო და ის რომ,ანტონიო ძლიერი და
შეურყეველი ნებისყოფისაა ამაში სიუჟეტის შემდგომ განვითარებაში კიდევ უფრო
თვალნათლივ დავრწმუნდი.
სულის ძიებაში სწორ გზაზე შედგომა

ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდია ანტონიოსა და დავითის პირისპირ


შეხვედრა და მათ შორის გამართული დიალოგი.

ანტონიოს ციხესიმაგრეში ვიზიტი უბრალო ამბავი არ იყო.მას ხილვა ჰქონდა ,რის გამოც
გაეშურა დავითთან.

მათ შორის დისკუსია გაიმართა. ანტონია მორალს უკითხავდა ყაჩაღთა მეთაურს.

მათ შორის გამართული დიალოგის წყალობით,დავითი ჩასწვდა სულის რაობას და


თავისი ცოდვების მნიშვნელობას და ამის შემდეგ ის სულიერად მიეჯაჭვა
ანტონიოს.ანტოონიომ მოახერხა მისი გარდასახვა, მასში გააღვიძა
სიკეთე,ადამიანურობა,წყალობა, სიწრფელე.ღამ-ღმობით მასთნ დადიოდა ,სახარებას
ისმენდა, სულის ხსნასა და ცოდვების მონანიებაზე საუბრობდნენ.

ანტონიომ საკუთარ თავზე დიდი მისია იკისრა და პირნათლად შეასრულა კიდეც. მან
ყაჩაღი სწორ გზაზე შეაყენა და მისი მხრივ, ყველა ღონე იხმარა დავითისათვის თვალის
ასახელად. მიახვედრა,რომ შიშია ის უპირველესი,რაც ბოროტებას გვაკეთებინებს და რომ
უფრო მარტივია ამ შიშზე დამორჩილება,ვიდრე ბრძოლა საკუთარი სულის
გადასარჩენად,მაგრამ შეუძლებელ იარაფერია და სჯობს იბრძოლო ,თუნდ ამ ბრძოლამ
სიცოცხლის ბოლომდე გასტანოს.

ანტონიოს სიკვდილი

ანტონიოს სიკვიდილი ყველაზე ამაღელვებელი და ამავდროულად ძლიერი წინ


გადადგმული ნაბიჯია. აქ ჩანს რომ მან უკვე სრულიად გაიმარჯვა შიშზე. მას შეუძლია
მოყვასის გადარჩენა თავისი სიკვდილით და არც კი უფიქრდება ისე ირჩევს ამ
უკანასკნელს.

დავითი ცოდვების მოსანანიებლად სოფელში დადიოდა და ეკლესიასთან ლოცულობდა .


ამის შემყურე ხალხმა, მისი ჩაქოლვა გადაწყვიტა. ანტონიომ და ბართოლომეომ ეს
ყველაფერი დავითის მონის, ბებესაგან შეიტყვეს და ყოფილი ყაჩაღი სიკვდილისგან
იხსნეს. სოფლის თავადმა ამის გამო მთავართან იჩივლა. რამდენიმე დღეში მოგზაურებს
მთავრის ამალა მოადგა კარს.

მათ ანტონიოც დამნაშავედ სცნეს, რადგან ყაჩაღი სოფლის მოსახლეობისაგან დაიცვა .


ანტონიოს პირობა წაუყენეს: ან თავი უნდა მოეკლა საწამლავით, ან იტალიაში კოცონზე
დაწვავდნენ. ანტონიომ მეორე ვარიანტი აირჩია. მოგზაურები ქალაქში გადაიყვანეს ,
ხოლო დავითი დილეგში ჩააგდეს. ერთ დღესაც ბართოლომეომ ბებესგან შეიტყო
დავითის გაქცევის ამბავი, რომელიც ანტონიოს გამოხსნას აპირებდა . ანტონიომ იმის
შიშით, რომ დავითი ახალ საფრთხეს არ გადაეკიდებინა თავი მოიკლა .

ამით მან დაამტკიცა, რომ სიკვდილის არ ეშინია და არ სურს მისი სიცოცხლის გამო სხვის
ცოდვაში ჩადგას ფეხი.
ამ ეპიზოდში ანტონიოს სიცოცხლის წყურვილი და წამიერი სისუსტე აღარ აქვს,ის უკვე
სულიერად ძლიერი და წმინდა პიროვნება. მისთვის პრიორიტეტული მოძმის გადარჩენა
და მისი ხსნაა,მისი ურყევი სულიერებით მოახერხა ანტიგმირის გარდაქმნა .

ნაწარმოები იმდენად მომეწონა,რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ღრმა


ფილოსოფიური საუბრები იყო ადამიანზე, იყო პატრიოტული მოტივებით დატვირთული ,
მდიდარი იყო რელიგიური საუბრებით. მომეწონა პერსონაჟები ,თუ როგორ დახატა
თითოეული მათგანი ქარჩხაძემ.

ნაწარმოებში რაც შემიძლია დავიწუნო არის მხდალი თავადის საქციელი , თუმცა ამ


თავადის დახატვით ავტორმა იმდროინდელი თავადების მდგომარეობა გვაჩვენა .
დაგვანახა რომ მუსლიმანებისგან ისედაც აოხრებულ და რელიგიურად სასომიხდილ ერს
და ქვეყანას,ასეთი მმართველები კიდევ უფრო ასუსტებდნენ. თავადები რომლებიც ხალხს
იმას აჯერებდნენ,რაც მათ სურდათ და არ ანახებდნენ რეალურ სურათს.

ზოგადად,ადამიანები რელიგიაზე საუბარს ვუფრთხით და გავურბივართ ,თუმცა ძალიან


მომეწონა ის მანერა და სტილი,როგორც საუბრობენ ნაწარმოებში.

You might also like