You are on page 1of 2

1-დ 2-გ 3-გ 4-ბ 5-გ 6-დ 7-ბ 8-ა 9-ბ 10-ბ

Სამშობლოდან მიდიან და ამას ასი მიზეზი აქვს,


სამშობლოში ბრუნდებიან და ამას ერთი მიზეზი აქვს.
,,უსამშობლოდ კაცი არ ხარ’’- ეს სიტყვები გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის და,
ვფიქრობ, იგი უსათუოდ შეესაბამება სიმართლეს. Საკუთარი ქვეყნის დატოვება და
უცხოეთში გადასახლება საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა საზოგადოების
განხილვის თემას. Აღნიშნული Პრობლემა ნათლად იკვეთება ნიკო
ლორთქიფანიძის მოთხრობაში ,,შელოცვა რადიოთი”.
Ტექსტის Მოცემულ მონაკვეთში ჩანს, რომ ბრომლეი კომპანიონს გარკვეული
თანხის სანაცვლოდ მისი მძღოლის, რამინოს დათმობას სთხოვს. Დიალოგიდან
იკვეთება, რომ ჰექსლეი თავიდან უარზეა:
,,არ შემიძლია... მე ხომ მონები არ მყვანან” , თუმცა შეთავაზებული თანხის
გაზრდისთანავე იგი თანახმაა ერთგული ადამიანი დაუფიქრებლად დათმოს :
,,თუ რამინო არ იქნება წინააღმდეგი, ასეთი თანხის უარის ყოფა ძნელია”
Სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული რამინოსთვის აზრი აღარ აქვს საბოლოო
გადაწყვეტილებას, რადგან მან უკვე განიზრახა ამ ადგილის დაუყოვნებლივ
დატოვება. Მხოლოდ მისი ტანსაცმელი ვერ ნახეს, სხვა ყველაფერი დაწყობილი
დახვდათ, მათ შორის წერილიც, რომელშიც ეწერა: ,,აღარ მომწონს, რაც ხდება”.
Რამინო არაა თავისუფალი ადამიანი სამშობლოს გარეშე. Იგი სხვაზე
დამოკიდებული ემიგრანტია, რომელსაც ბედი დაუფიქრებლად გადაუწყვიტეს.
Ერთი მიზეზიც კი საკმარისი გახდა, რომ იგი სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუმცა,
დარწმუნებული ვარ, წამოსასვლელად უამრავი ექნებოდა.
Აღსანიშნავია ელის პოზიცია ამ ყველაფრის ფონზე. Იგი ჰექსლეისა და
ბრომლეისთან საუბრისას ნაძალადევად იღიმის და რამინოს ბედნიერ ადამიანად
მიიჩნევს.
,,შენც უნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე” - თითქოს რაღაც უმღეროდა ყურებში”
Რამინოს დემარში ელის სამშობლოში დაბრუნების სურვილს უნერგავს. Იგი
დაბნეულია. Ნუთუ შეიძლება ოდესმე მასაც იგივენაირად მოექცნენ? Ისიც
დაუფიქრებლად გაცვალონ ფულზე?
,,ელი არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ გარინდულს ესერებოდა გული”
Მან იგრძნო ის უძლურება, რომელიც სამშობლოსგან შორს, უცხო ქვეყანაში
ყოფნით იყო გამოწვეული. Ძველად თქმულა:
,,სამშობლო არ არის იქ, სადაც ჯობია, არამედ იქ, სადაც უფრო მტკივა” ვფიქრობ,
ეს გამონათქვამი ზუსტად ასახავს ელის მდგომარეობას.
Უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პრობლემა დღესაც აქტუალურია.
Ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ტოვებს საქართველოს. უმეტეს შემთხვევაში ,
წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა. რატომღაც ადამიანებს გონიათ ,
უცხოეთში გამგზავრებით პრობლემები გადაიჭრება, რომ იქ ყველაფერი იოლია
და წასვლის უამრავი მიზეზი აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. ვერანაირი მატერიალური
კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის.
Სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი. Შესაძლოა
გარეგნულად მას ვერაფერი შევატყოთ, როგორც ეს ელის შემთხვევაში მოხდა,
თუმცა შინაგანად იგი სულ ქვეყნის და საყვარელი ადამიანების მონატრებაშია.
Სწორედ ესაა ის ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც სურთ ემიგრანტებს
სამშობლოში დაბრუნება.
Პრომლემის გადაჭრის გზად მესახება ხელისუფლების ჩართულობა, რადგან
მიმაჩნია, რომ მათ უდიდესი როლი მიუძღვით ემიგრაციაში. Თუ მეტი ადამიანი
დასაქმდება ჩვენივე ქვეყანაში, მაშინ ისინი აღარ იქნებიან იძულებულნი ლუკმა-
პურის საშოვნელად უცხოეთში გაემგზავრონ.
Ასე რომ, საჭიროა გავიაზროთ სამშობლოს როლი ჩვენს ცხოვრებაში და
დავაფასოთ ის. Დავიმოწმებ რაფიელ ერისთავის სიტყვებს: ,,როგორც უფალი
სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.”

You might also like