You are on page 1of 2

1-ა

2-ბ

3-ბ

4-ბ

5-გ

6-გ

7-გ

8-დ

9-ა

10-დ

Ყველა ადამიანს ევალება, უზრუნველყოს თავისი და დააფასოს სხვისი


სიცოცხლე
Ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა თითოეული ადამიანი დააჯილდოვა ყველაზე
ღირებული საჩუქრით, სიცოცხლით. ყველა, ვინც ვცოცხლობთ, მხოლოდ დროებითი
მატარებლები ვართ ღვთისგან ბოძებული ძღვენის, ამიტომ არ გვაქვს უფლება წავართვათ
იგი საკუთარ თავს ან სხვას. Სწორედ ამ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული რევაზ
ინანიშვილის ნოველაში ,,უდაბნოს მაუგლი”.

Მოცემულ მონაკვეთში აღწერილი მოქმედება, როგორც ვიგებთ, ორმოცი წლის წინ მოხდა
არაბეთის ნახევარკუნძულზე, უდაბნოში, როდესაც ინგლისელმა ოფიცრებმა ჯეირნები და
მათ უკან მყოფი შიშველი ადამიანი შენიშნეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს უკან
გაყოლოდნენ:

,,საჭესთან მჯდარმა ოფიცერმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და ჯეირნებს დაედევნა , მეორე


ოფიცერმა დამბაჩა ამოიღო.”

Ისინი ,,ხათქახუთქით” მიჰყვებოდნენ მათ. ,,ჩქარა! Ჩქარა! - ძარღვები აწყდებოდათ


ოფიცრებს”

Რამდენიმესაათიანი გაუჩერებელი დევნის შემდეგ ადამიანი წაიქცა . Იგი პირქვე ეგდო და


მთელი სხეულით ფეთქავდა. Მოგვიანებით გაირკვა რომ მას სირბილისგან გული
გახეთქვოდა. Ტექსტიდან ნათლად იკვეთება თუ რა შედეგი მოყვა ჯარისკაცების
არამკითხე ცნობისმოყვარეობას: მას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა . Მართალია ამ ამბით
დაღონებული ოფიცრები სინანულს გრძობდნენ, თუმცა უკვე გვიან იყო. Მათმა
დაუფიქრებელმა საქციელმა ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანა , ეს კი სრულიად
დაუშვებელია რადგან არავის აქვს უფლება წაართვას სხვას ღვთისგან ბოძებული
საჩუქარი - სიცოცხლე.

Ამ პრობლემაზე საუბრისას მახსენდება დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა ”, სადაც


ახალგაზრდების საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ სხვა
ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. Მათ არათუ ვერ უზრუნველყეს საკუთარი , არამედ ვერ
დააფასეს სხვების სიცოცხლეც. Ორივე შემთხვევაში კარგად ჩანს ის საშინელი შედეგები ,
რომლებიც წინდაუხედავობას მოსდევს.

Სამწუხაროდ, დღესაც უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს სიცოცხლის ფასს, უფრო


მეტიც, ისინი თავს არ თვლიან ვალდებულად რომ დააფასონ სხვისი. Ხშირია შემთხვევები ,
როდესაც ადამიანები დაღუპულან ავარიით მაშინ, როდესაც საჭესთან სხვა , ნასვამი
ადამიანი იჯდა. Ეს, რა თქმა უნდა, სხვისი სიცოცხლის დაუფასებლობის ნათელი
მაგალითია. Შეიძლება არ უზრუნველყობ საკუთარს, თუმცა როგორ შეიძლება ადამიანმა
არ იგრძნოს პასუხისმგებლობა სხვისი სიცოცხლის წინაშე?

Პრობლემის გადაჭრის გზად მესახება ადამიანთა ცნობიერების ამაღლება სიცოცხლის


მნიშვნელობაზე. Გარდა ამისა აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ ,
რომ ვალდებულნი ვართ ვუზრუნვეყოთ ჩვენი და დავაფასოთ სხვისი სიცოცხლე,
წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე მივალთ, სინანულს კი აზრი აღარ
ექნება, როგორც ეს ოფიცრების შემთხვევაში მოხდა.

Ასე რომ, ადამიანს უნდა გააჩნდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლის
დაფასების ნიჭი. Თუ ამას შევიმეცნებთ, სამყარო უკეთესობისაკენ შეიცვლება .

You might also like