You are on page 1of 3

კარგის დაფასება და წარმოჩენა საზოგადოებას იმისათვის სჭირდება, რომ

უზნეობა არ გაბატონდეს.

ადამიანისთვის ბუნებრივია (მძიმე უნდა) იბრძოლოს საზოგადოებაში თავის


დასამკვიდრებლად და ამაზე ზრუნვას პატარა ასაკიდანვე იწყებს. ამ მიზნის
მისაღწევად მას სჭირდება (მძიმე უნდა) საზოგადოებაზე ემპირიული
დაკვირვებები განახორციელოს და ამაზე დაყრდნობით გააკეთოს დასკვნები, თუ
როგორ გადაირჩენს და გამოიჩენს თავს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება
უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების და (მძიმე ამ მხრიდანაც უნდა, რადგან
ჩართული სიტყვაა) ზოგადად, ერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
დავით გურამიშვილის „დავითიანი“ ყურადღებას ამახვილებს
საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, განათლებაზე. (ამის აღნიშვნა
ამ ნაშრომში არაა საჭირო და ზედმეტიცაა, რადგან მოცემული მონაკვეთი უნდა
გაიაზრო, მოცემულ მონაკვეთში კი ერთი სიტყბაც არაა ნათქვამი განათლებაზე.
თქვენ გტხოვენ მხოლოდ მოცემული მონაკვეთის და არა ზოგადად "დავითიანის"
გააზრებას --- ლოგიკური შეუსაბამობა, ტექსტის მთლიანობის დარღვევა)
მოცემული მონაკვეთის დასაწყისში ჩანს დავით გურამიშვილის გულნაკლულობა,
რადგან უწევს ისეთი ამბის განხილვა, რითიც მტერი გულს მოიფხანს და მოყვარეს
მწარე სიმართლისგან გული განეგმირება. ამისდა მიუხედავად, ავტორი მიიჩნევს,
რომ „სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით აიბარგოს“, თვლის, რომ მისი
პრეროგატივაა (მძიმე უნდა) რაც შეიძლება მალე შეეხოს საკითხს, ხელი შეუწყოს
ამ პრობლემის აღმოფხვრას და დაიძრახოს (მძიმე უნდა) რაც დასაძრახია,
ვინაიდან იმედოვნებს (მძიმე უნდა) რომ ამას მაინც მოჰყვება უკუქმედება.
წინააღმდეგ შემთხვევაში (მძიმე უნდა) დაფასდება ის, ვინც ამას არ იმსახურებს.
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უპირველესად ადამიანს ადამიანად და
შემდეგომ სახელმწიფოს სახელმწიფოდ აყალიბებს, არის პირდაპირ კავშირში
განათლებასთან. (კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ აქ საუბარი არაა განათლებაზე,
საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა უნდა თქვას ისეთი რამ, რაც ცოტას თუ
მოეწონება, მაგრამ რაც სასარგებლოა საზოგადოებრივი ზნეობისთვის ---
ლოგიკური შეუსაბამობა, ტექსტის მთლიანობის დარღვევა) ისტორიულად,
როდესაც სახელმწიფოში მყარდებოდა დიქტატურა, მაგალითად საბჭოთა
კავშირში, ერთ-ერთი გზა ადამიანების მარტივად მანიპულირებისთვის იყო იმის
კონტროლი, თუ რისი სწავლება მიმდინარეობდა სკოლებში. არაფაქტობრივი
ცოდნით ადამიანი ვერ აზროვნებს დამოუკიდებლად და უჭირს გაარჩიოს სწორი
და არასწორი. (ისევ, რა შუაშია აქ არაფაქტობრივი ცოდნა, თანაც საბჭოთა
სკოლებში სწორედ ფაქტობრივ ცოდნასა და საბუნებისმეტყველო საგნებზე იყო
გაკეთებული აქცენტი, რაც შეეხება იდეოლოგიურ ზეწოლას, იდეოლოგიური
ზეწოლა განათლებაზე ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს, განათლება
ყოველთვის მოქცეულია რაღაცა მთავარი იდეის ფარგლებში, არავითარი
განსხვავება არაა კომუნიზმის და სოციალიზმის იდეის კრიტიკას გიკრძალავენ
თუ --- მართლმადიდებლობის კრიტიკას, თუ ფიქრობთ, რომ რელიგიურად
განპირობებული განათლება უფრო მეტ ფაქტებს აწვდის ადამიანს სამყაროს
რეალური მუშაობის პრინციპების შესახებ --- ცდებით).
არც დღესაა სახარბიელო მდგომარეობა ზემოთაღნიშნული (ეს სიტყვა
ცალცალკე იწერება --- ორთოგრაფია) თვალსაზრისით. კაპიტალისტურ ქვეყნებში,
(აქ მძიმე ზედმეტია) ყველაფერი არის საზოგადოების მანიპულაციაზე
დაშენებული. სახელმწიფოს სათავეში მყოფი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ
იმისთვის, რომ სოციალურად დაბალი ან საშუალო კლასის წარმომადგენლები
განათლებას, ადეკვატურ ინფორმაციას და საღ აზრს ჩამოაშორონ. (სად არის ამის
კონკრეტული მაგალითები, რას გულისხმობთ საღ აზრში? --- დასაბუთების
ნაკლებობა, არგუმენტები არადამაჯერებელია, მსჯელობა ძალზე ზოგადია) ამ
გზით ისინი ცდილობენ (მძიმე უნდა) მსოფლიოში დამყარდეს უზნეობა, (რას
გულისხმობთ უზნეობაში, თქვენი აზრები არაა ნათელი, როდესაც ამბობთ
"უზნეობა", გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ სიტყვაში ერთსა და
იმავე შინაარსს არ დებს და ამ ცნების მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისთვის
საკამათოა, მაგალითად, ჩემთვის უზნეობაა, როდესაც ქალს აჭრიან სასქესო
ორგანოებს იმისათვის, რომ მან ვეღარ იგრძნოს სიამოვნება, ხოლო იმ ქვეყნების
საზოგადოებებისთვის, სადაც ამგვარი ოპერაციები ტარდება, ეს არის
საზოგადოების ზნეობრიობის შენარჩუნების მექანიზმი, მათთვის არ აქვს
მნიშვნელობა იმას, რომ ამით ისინი ანადგურებენ ადამიანის პიროვნებას და ამით
ხორციელდება საზოგადოების ერთი ნაწილის იმთავითვე უსამართლო ინტერესი
იმისა, რომ სრულიად აკონტროლოს მეორე ნაწილის ნება და მოქმედება. ასე რომ,
ზნეობა ძალიან ფართო და მზაკვრული ცნებაა) ადამიანებმა მიიღონ
თვითდესტრუქციული გადაწყვეტილებები გაუთვიცნობიერებლად (სწორია
გაუთვითცნობიერებლად) და შეექმნათ თავისუფალი ნების ილუზია.
ყოველთვის ყურადსაღები იყო, თუმცა XXI საუკუნეში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი გახდა იმის გააზრება, თუ რას გულისხმობს ავტორი
„დავითიანში“, ან თუნდაც ...რა იგულისხმება... სხვა მსგავსი შინაარსის
ნაწარმოებებში, სადაც მკაფიოდ ჩანს მწარე სიმართლე. (ეს არაა დასკვნა, ესაა
ახალი საკითხის გახსნა და მერე მიტოვება. უნდა შეგეჯამებინა ზემოთ ნათქვამი
--- ნაშრომს, ფაქტობრივად არა აქვს დასკვნა! --- ტექსტის აგებულების პრობლმა)

I. 3
II. 1
III. 4
IV. 2
V. 2
VI. 1
VII. 1
VIII. 3
IX. 5
X. 1

You might also like