You are on page 1of 3

არასწორად არჩეულ ცხოვრების გზას ადამიანი

პიროვნულ ტრაგედიამდე მიჰყავს


დედამიწაზე სულ რვა მილიარდი ადამიანი
ცხოვრობს და ყველა მათგანს გააჩნია პირადი
ცხოვრება, რომლის არასწორად არჩევამ შეიძლება
ადამიანი პიროვნულ ტრაგედიამდე მიიყვანოს.
XIX საუკუნის ბუმბერაზი მწერლის, ილია
ჭავჭავაძის პოემის, „განდეგილის “ეს მონაკვეთი
თეზისში მოყვანილ საკითხს პირნათლად განიხილავს.
იმის შემდეგ, რაც განდეგილმა ბერმა გამოქვაბულში
შეიფარა მწყემსი ქალი, მათ შორის დიალოგი
გაიმართა. ქალმა მადლობა მოუხადა მას,მაგრამ
ბერმა იუკადრისა და მხოლოდ ის უთხრა, რომ თვითონ
კი არა, არამედ ღმერთია ყველას მშველელი. ქალს
დააინტერესდა განდეგილის ნათესავი თუ ჰყავდა. მან
კი მიუგო, რომ მას ყველა ყავდა, მაგრამ გამოეთხოვა
და ღმერთს შეწირა თავი. ქალმა ვერ გაიგო რატომ
გამოეთხოვა იგი ყველას და ასევე შეეკითხა ბერს,
რაში სჭირდებოდა ღმერთს ასე მოშორებით, ამ
ყინულებში ყოფნა კაცის.
საინტერესოა ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა
ქალი იწყებს თავისი აზრის გამოხატვას განდეგილად
ცხოვრების შესახებ: ღმერთო ნუ მიწყენ, გამიგია მამის
ნათქვამი - იქ, სადღაც ყინულებში კაცი ცხოვრობს
მარტოდმარტო. გამკვირებია ეს ამბავი, ნუთუ ღმერთს
სწყინს, რომ კაცს უხარია ცხოვრება. ვფიქრობდი, მაშინ
რისთვის არის შექმნილი ასე ლამაზად წუთისოფელი
განა იმისთვის არ არის, რომ კაცმა იხაროს და
იბედნიეროსო.
ახალგაზრდა ქალი ახლა განდეგილ ბერგს
შეეკითხა მისი შეხედულების შესახებ. ნუთუ იგი როგორ
უძლებდა ასე, განმარტოებით ცხოვრებას და როგორ
მოშორდა იგი წუთისოფელს, ამაზე კი ბერი პასუხობს,
რომ სული ყველაზე ტკბილია. ქალს აინტერესებს, თუ
ყველა ვინც ქვეყნად არის ვერცერთი ვერ დაიხსნის
სულს. ამ კითხვაზე განდეგილი ბერი უცნაურად
პასუხობს:
„ ხსნა ყველგან არის...ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე...უბედურსა“.
საინტერესო და დამაფიქრებელია ბერის პასუხი.
თითქოს თავისი არჩეული ცხოვრება არასწორად
მიაჩნია და საკუთარ თავს უბედურს უწოდებს.
დაფიქრდა რატომ იყო იგი ასე განდეგილად და
მარტო თუ ღმერთმა ხალხს ამდენი სილამაზე, ამდენი
ბედნიერება მიანიჭა მათ. მოსალოდნელი იყო ბერის
საქციელი მისი პასუხის შემდეგ - მან შეცოდა.
არასწორად არჩეული ცხოვრების გზამ იგი პიროვნულ
ტრაგედიამდე მიიყვანა.
დღესდღეობითაც არსებობენ განდეგილი ბერის
მსგავსია ადამიანები, რომლებმაც ვერ შეარჩიეს
თავიანთი ცხოვრება სწორად, რამაც მიიყვანა ისინი
ტრაგედიამდე, ცუდ დასასრულამდე.

You might also like